ძებნის რეზულტატი:
კრემლში თვლიან, რომ ყაზახეთს შიდა პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად შეუძლია
კრემლში თვლიან, რომ ყაზახეთს თავისი შიდა პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად შეუძლია. ყაზახეთს, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთისთვის დახმარება ჯერ არ უთხოვია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. „დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ყაზახ მეგობრებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად მოაგვარონ შიდა პრობლემები“, - განუცხადა პესკოვმა „რია ნოვოსტის“ და დაამატა, რომ მნიშვნელოვანია, გარე ჩარევა არ მოხდეს. ყაზახეთში მთავრობა გადადგა BBC-ის ცნობით, ყაზახეთში ინტერნეტი გაითიშა ყაზახეთში საწვავის ფასის გაძვირებას აპროტესტებენ
ავსტრალიის პრემიერი ვაქცინაციისგან გათავისუფლებაზე ნოვაკ ჯოკოვიჩისგან მტკიცებულებას ელოდება
ავსტრალიის პრემიერის განცხადებით, საჭიროა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაამტკიცოს, რომ ის სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან ნამდვილად გათავისუფლებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში უნდა დაბრუნდეს. სკოტ მორისონის თქმით, თუ ეს მტკიცებულება არასაკმარისი იქნება, მაშინ სპორტსმენს განსხვავებულად ვერ მოექცევიან და შემდეგი თვითმფრინავით სახლში დაბრუნება მოუწევს. ნოვაკ ჯოკოვიჩის ირგვლივ შექმნილ ვითარებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ავსტრალიაში, სადაც 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების 90%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია. 4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, რადგან ვაქცინაციისგან სამედიცინო მიზეზით გათავისუფლდა.
სემეკის წევრი განმარტავს, რატომ მიუვიდა მოსახლეობას წყლის გადასახადი ორჯერ
სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა განმარტა, რატომ მიუვიდა მოსახლეობას წყლის გადასახადი ორჯერ. „დეკემბერში მოდიოდა ნოემბრის გადასახადი, ნახევარი ნოემბერი, ნახევარი დეკემბერი. ახლა მოსახლეობას მიუვიდა დეკემბრის გადასახადი სრულად და შემდეგი გადასახადი უკვე იქნება თებერვალში. ანუ, იანვარში მოსახლეობას მიუვა ქვითარი, რომლის გადახდის ვადა იქნება თებერვლის შუა რიცხვებამდე. იანვრის თვე ამოვარდა. ჩვენ კალენდარული წლით ჩავკეტეთ მოხმარება, მათ შორის სასმელი წყლის. ზუსტად ვიცით რამდენი დაირიცხა, რამდენია აღრიცხული და ა.შ. შემდეგ თვეს, იანვარში გადასახდელი პრაქტიკულად აღარავის ექნება, გარდა იმ პირებისა, ვისაც ქვითარი დეკემბრის ბოლოში მიუვიდა და გადახდის ვადა იანვრის შუა რიცხვებამდე აქვთ. ვისაც ქვითარი იანვარში ჩაბარდება, აბსოლუტურად ყველასი თებერვალში იქნება გადასახდელი. პრაქტიკულად, იანვრის გადახდის პერიოდი ამოვაგდეთ. თებერვლის გადასახადი მოვა მარტში, მარტის - აპრილში და ა.შ. თვე-თვეზე გასწორდა, აღარ იქნება თვეების დაყოფა“, - განაცხადა სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა "ქრონიკაში". ცნობისთვის, სემეკ-ში 4 იანვარს განაცხადეს, რომ ელექტროენერგიის და წყლის გადასახადის დარიცხვებთან დაკავშირებით მოქალაქეთა მიმართვებს სწავლობენ
ყაზახეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის დატოვებას არ აპირებს და უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყნის დატოვებას არ აპირებს და 6 იანვრიდან უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე ნურსულთან ნაზარბაევს შეცვლის. საპროტესტო აქციები ყაზახეთში სამი დღის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი უკიდია. ეუთოს თავმჯდომარემ ენ ლინდემ ყაზახეთში სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ძალადობა არსებული პრობლემების გადაჭრის არასწორი გზაა. კრემლში თვლიან, რომ ყაზახეთს შიდა პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად შეუძლია ყაზახეთში მთავრობა გადადგა ყაზახეთში საწვავის ფასის გაძვირებას აპროტესტებენ
ამირან გამყრელიძე: ახალ შტამს B.1.640.2-ს ბევრი სიურპრიზის მოტანა შეუძლია
„კორონავირუსის ახალ შტამს B.1.640.2-ს ბევრი სურპრიზის მოტანა შეუძლია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, გამყრელიძემ საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. „გაჩნდა ახალი მუტაცია, რომელიც დაკავშირებულია კომერონის შემთხვევებთან, სადღაც დაინფიცირდა 12-მდე ადამიანი. დაარქვეს მას B.1.640.2. ჯერჯერობით, ამ შტამზე ბევრი არაფერი ვიცით. ჩანს ამ ვირუსს, კიდევ ბევრი სურპრიზის მოტანა შეუძლია. უნდა ვიყოთ, ძალიან ყურადღებით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა.
საქართველოში „ომიკრონის“ შიდა გავრცელება დაიწყო
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ვარიანტის „ომიკრონის“ 253 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა რეალური მაჩვენებელი სამჯერ ან ოთხჯერ მეტია. ამირან გამყრელიძის განცხადებით, 159 ინფიცირებულის მდგომარეობა მსუბუქია და მათ შორის მხოლოდ ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. აქედან კლინიკებში სამი პაციენტის გადაყვანა მხოლოდ თანმხლები დაავადების გამო გახდა საჭირო. ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემთხვევათა უმეტესობა უცხოეთიდან არის შემოსული, თუმცა ამასთანავე უკვე დაწყებულია „ომიკრონის“ შიდა გავრცელება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ 159 შემთხვევის ანალიზის თანახმად, ინფიცირებულთა შორის 16 არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი და მოზარდი. 17 პროცენტში რეინფიცირება დაფიქსირდა, 67 პროცენტი კი სრულად ვაქცინირებული ადამიანია. მათ შორის რვას ბუსტერდოზა აქვს გაკეთებული. „დღევანდელი მდგომარეობით, წინა კვირის შესაბამის დღეებთან მიმართებით, ეპიდსიტუაცია უფრო და უფრო, თანდათანობით იძაბება და რთულდება. თუ ჩვენ ნოემბრის შუა რიცხვებიდან გვქონდა ყოველდღიური ახალი შემთხვევების ე.წ. დაღმავალი ტალღა და ეს სტაბილურად, რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, ბოლო ერთი კვირაა, აღინიშნება ყოველდღიური შემთხვევების მატება და სხვა ინდიკატორების ზრდა, როგორიცაა დადებითობის მაჩვენებელი. სამი პროცენტით არის გაზრდილი დადებითობა. გაზრდილია შვიდი დღის საშუალო დადებითობაც. ჯერჯერობით ეს არ შეტყობია ბოლო ორი კვირის დადებითობის საშუალოს. გუშინ ვთვლიდით, რომ შემთხვევების მატება შეიძლება, ყოფილიყო ე.წ. სამშაბათის სინდრომი, ანუ საახალწლო დასვენებებისა და შაბათ-კვირის დაგროვილი შემთხვევები, მაგრამ რადგან დღესაც მატება გვაქვს, ვთვლით, რომ სამწუხაროდ, დაიწყო ახალი შემთხვევების ზრდა და ამას შეიძლება, ორი მიზეზი ჰქონდეს: ქვეყანაში იზრდება „ომიკრონის“ გავრცელება და მეორე - წინასაახალწლო პერიოდში ქვეყანაში გვაქვს სერიოზულად გაზრდილი მობილობა. სამწუხაროდ, კვლავ მაღალი რჩება ყველაზე მძიმე, სიკვდილიანობის ინდიკატორი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დიდი ალბათობით მომდევნო ორ კვირაში შემთხვევები მოიმატებს, რისთვისაც ჯანდაცვის სისტემა მზადაა; გავრცელების სისწრაფე დინამიკურია და 30-40 პროცენტის ფარგლებშია. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანს ტელეფონით ესაუბრა. საგარეო უწყების ცნობით,საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ვენდი შერმანთან, აშშ-ის მხარის ინიციატივით გაიმართა. საუბრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, უკრაინის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და რუსეთის ფედერაციის მცდელობები საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხების მიზნით. „დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ვენდი შერმანს კოორდინაციისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის მომავალ კვირას აშშ-რუსეთის ორმხრივი დიალოგის, ასევე, NATO-რუსეთის საბჭოსა და ეუთოს ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების წინ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საუბრისას აღინიშნა, რომ რუსეთის მცდელობები, შეაფერხოს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ინტეგრაცია, წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებთან და მსგავსი რიტორიკა, რომელიც მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს უფლების შეზღუდვას, აწარმოოს დამოუკიდებელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სრულიად მიუღებელია. საუბრისას ასევე აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაცია და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა თანამედროვე ევროპული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე და შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
რა თემები განიხილა ვენდი შერმანმა მინისტრ ზალკალიანთან სატელეფონო საუბრისას - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება
სახელმწიფო დეპარტამენტი მდივნის მოადგილე ვენდი შერმანსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შორის სატელეფონი საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების პრესსპიკერის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს სუვერენული ქვეყნების უფლების დაცვის აუცილებლობას, აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ღონისძიებები და მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსული აგრესიის გაგრძელების პირობებში. მხარეებმა ასევე განიხილეს, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოება და განმტკიცდეს მშვიდობა ევროპაში. „სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს ესაუბრა. მდივნის მოადგილემ გაიმეორა ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მდივნის მოადგილემ შერმანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა ხაზი გაუსვეს სუვერენული ქვეყნების უფლების დაცვის აუცილებლობას, აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ღონისძიებები და მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსული აგრესიის გაგრძელების პირობებში. მხარეებმა ასევე განიხილეს, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოება და განმტკიცდეს მშვიდობა ევროპაში“, - აღნიშნულია ნედ პრაისის განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ყაზახეთში ნაზარბაევის ძეგლის ჩამოგდებას ცდილობენ
ყაზახეთში აქციის მონაწილეთა ნაწილი ექსპრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლის ჩამოგდებას ცდილობს. სოციალურ ქსელში ძეგლის ჩამოგდების მცდელობის ამსახველი ფოტოები გავრცელდა. ძეგლზე თოკები იყო მიბმული, მათი დახმარებით აქციის მონაწილეები ძეგლის ჩამოგდებას გეგმავენ. პირველი პრეზიდენტის ნაზარბაევის ძეგლი ტალდიკორგანში 2016 წელს დაიდგა. ბოლო ინფორმაციით, დემონსტრანტები ქვეყნის უმსხვილესი ქალაქის, ალმათის აეროპორტში შეიჭრნენ. ასევე წაიკითხეთ: მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა ყაზახეთში საწვავის ფასის გაძვირებას აპროტესტებენ აქციის მონაწილეები „პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. მათ მოთხოვნებშია ასევე დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება. გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის მონაწილეები უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ოფიციალურად დაგმობას მოითხოვენ. მათ ასევე სურთ, რომ ყაზახეთმა დატოვოს დსთ და რუსეთთან დაკავშირებული ყველა გაერთიანება. ცნობისთვის, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყნის დატოვებას არ აპირებს და 6 იანვრიდან უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე ნურსულთან ნაზარბაევს შეცვლის. საპროტესტო აქციები ყაზახეთში სამი დღის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ეუთოს თავმჯდომარემ ენ ლინდემ ყაზახეთში სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ძალადობა არსებული პრობლემების გადაჭრის არასწორი გზაა. ამავე თემაზე კრემლში თვლიან, რომ ყაზახეთს შიდა პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად შეუძლია
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა სააკაშვილი გამოკითხა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა, რომელმაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი გამოკითხ, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულება დატოვა. ვასილ კაკაშვილიმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კოვიდრეგულაციების შესაბამისად, გამოკითხვის დროს იყო ბარიერი, თუმცა შეფერხება არ ყოფილა. „მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხა გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და დეტალური ინფორმაცია მივიღეთ მისგან ამ საკითხის თაობაზე. ყველა კითხვა დავუსვით, რაც შეეხებოდა გორის ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებს. ვინც იქნება შემხებლობაში და ვისაც რელევანტური ინფორმაცია ექნება საქმესთან დაკავშირებით ყველა პირი იქნება გამოკითხული. მიმდინარე საქმეზე გამოკითხულნი არიან არამარტო ექიმები, არამედ 150-მდე პირი, როგორც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ასევე სხვა საქმესთან შემხებლობაში მყოფები. კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე იყო ბარიერი, თუმცა ღია კარს მიღმა იყო გამოკითხვა და შეფერხება არ გვქონია“, - განაცხადა ვასილ კაკაშვილმა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი სააკაშვილის გამოკითხვას აწარმოებს
ყაზახეთში კომენდანტის საათი იმოქმედებს
ყაზახეთში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საპროტესტო აქციები ყაზახეთში სამი დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთში მთავრობა გადადგა
სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთის ხელისუფლებას და პროტესტის მონაწილეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში ყველა მხარეს საგანგებო მდგომარეობის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. „შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ყაზახეთში, რომელიც ღირებული პარტნიორია. ჩვენ ვგმობთ ძალადობის აქტებს და ქონების განადგურებას და მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ როგორც ხელისუფლებას, ასევე მომიტინგეებს. ჩვენ ვთხოვთ ყველა ყაზახს, პატივი სცეს და დაიცვას კონსტიტუციური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება, მათ შორის ინტერნეტ სერვისის აღდგენის გზით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იპოვონ საგანგებო მდგომარეობის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა“, - აღნიშნულია პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადებაში. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საპროტესტო აქციები ყაზახეთში სამი დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ვითარება ყაზახეთში
სააკაშვილი ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ თემაზე კონსულტაციების დაწყებას სთხოვს. „არ მინდა, რომ ერთადერთი საგამოძიებო კომისია მიკავშირდებოდეს. გთავაზობთ, ასევე შევქმნათ პარლამენტის მეორე, საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით. რაც ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მთლიანად უკავშირდება კორუფციას ხელისუფლებაში, კერძოდ, ივანიშვილის ბიტკოინებს, კალაძის მიერ თბილისის ქსელების 25%-ის შეძენას. ვთხოვ, "ნაციონალურ მოძრაობას", დაიწყოს ამ თემაზე კონსულტაციები. მინდა, მივმართო გახარიას ფრაქციას პარლამენტში და ვკითხო, შემოუერთდებიან თუ არა ისინი, ასეთ თემაზე საგამოძიებო კომისიის იდეას”, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ წერილში.
ევროკავშირი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ყაზახეთში, იმოქმედონ პასუხისმგებლობითა და თავშეკავებით
ყაზახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რომელიც უპირველეს ყოვლისა, თხევადი გაზის ფასის გაორმაგებას უკავშირდება, ევროკავშირი მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობითა და თავშეკავებით და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება, გამოიწვიოს ძალადობის შემდგომი ესკალაცია. „მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების აღიარებით, ევროკავშირი მოელის, რომ ის დარჩება არაძალადობრივი და ძალადობის ყოველგვარი წაქეზება თავიდან იქნება არიდებული. ევროკავშირი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცენ მშვიდობიანი პროტესტის ფუნდამენტურ უფლებას და ძალის გამოყენების პროპორციულობას მისი ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესების დაცვისას, დაიცვან მისი საერთაშორისო ვალდებულებები. ყაზახეთი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ევროკავშირი-ყაზახეთის გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყაზახეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მათ შორის პრესის თავისუფლების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ევროკავშირი ხელს უწყობს სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტას ყველა დაინტერესებულ მხარესთან ინკლუზიური დიალოგისა და მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის გზით“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საპროტესტო აქციები ყაზახეთში სამი დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის, „პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. მათ მოთხოვნებშია ასევე დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება. გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის მონაწილეები უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ოფიციალურად დაგმობას მოითხოვენ. მათ ასევე სურთ, რომ ყაზახეთმა დატოვოს დსთ და რუსეთთან დაკავშირებული ყველა გაერთიანება.
ყაზახეთში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ყაზახეთის მიმართულებით რეისები კვლავ დაფრინავს და არსებული დაძაბული ვითარების მიუხედავად არ გაუქმებულა. ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ნომერზე: +7 (717) 224-32-58 ყაზახეთში კომენდანტის საათი იმოქმედებს.
მიხეილ სააკაშვილი: მივესალმები ყაზახი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას
ყაზახეთში მიმდინარე პროცესებს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი ეხმაურება. „მივესალმები ყაზახი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ რაც არ უნდა რეპრესიები განახორციელოს რეჟიმმა, რამდენი ხალხიც არ უნდა დაიჭიროს, რა სპეცრაზმებიც არ უნდა მიუქსიოს, მთავარი ძალა თავისუფლებისმოყვარე ხალხშია. ხალხი არ მოითმენს კორუფციას, სოციალურ უსამართლობასა და არაფორმალურ მმართველობას. ჩემთან კიევში, შარშან, სექტემბერში ჩამოსული იყო ყაზახ ოპოზიციონერთა დიდი ჯგუფი და უკვე მათთან საუბრით მივხვდი, რომ სამოქალაქო საზოგადოება მზად იყო ცვლილებებისთვის. ამავე დროს უნდა აღვნიშნო, რომ ნაზარბაევს, ივანიშვილისგან განსხვავებით საკმაოდ ბევრი ჰქონდა გაკეთებული ყაზახეთისთვის, მაგრამ ეს არ აძლევს მას უფლებას, პირად საკუთრებად ექცია ქვეყანა და არაფორმალურად მართოს ფუფუნების პირობებში ჩრდილიდან“, - წერია მიხეილ სააკაშვილის Facebook-ზე გავრცელებულ ტექსტში. ყაზახეთში კომენდანტის საათი იმოქმედებს.
საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე დაწესებული რეჟიმი შეიცვალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ჯოზეფ ბორელი: ნებისმიერი დისკუსია ევროპის უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის და უკრაინის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია
ნებისმიერი დისკუსია ევროპის უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის და უკრაინის ჩართულობით უნდა გაიმართოს. უკრაინის შესახებ ნებისმიერ დისკუსიაში, პირველ რიგში, უკრაინა უნდა ჩაერთოს. ევროპაში უსაფრთხოებაზე საუბარი კი ევროპელების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბორელის თქმით, კონფლიქტი გაღრმავების ზღვარზეა და დაძაბულობა ძლიერდება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. „დღეს ჩემი პირველი ვიზიტია აღმოსავლეთ უკრაინაში. ადრეც ვცდილობდით ამ ვიზიტის განხორციელებას, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზით - ძირითადად ვირუსთან და სხვა ინციდენტებთან დაკავშირებული მიზეზით, ამის გაკეთება ვერ მოხერხდა. ვფიქრობ, ეს კარგი მომენტია, რადგან გეოპოლიტიკური ლანდშაფტი ძალიან სწრაფად იცვლება და კონფლიქტი უკრაინის საზღვარზეც გაღრმავების ზღვარზეა. მომდევნო დღეებში გვექნება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ასევე შეიკრიბებიან თავდაცვის მინისტრები და დაიწყება მოლაპარაკებები რუსეთს, აშშ-სა და NATO-ს შორის. ეს არის კრიტიკული მომენტი და ვფიქრობ, რომ ეს იყო შესაფერისი მომენტი ვიზიტისთვის, თუნდაც ამინდის პირობები არ იყოს საუკეთესო უკრაინის ამ ნაწილის მოსანახულებლად. ევროკავშირი უკრაინის ყველაზე სანდო პარტნიორია. ჩვენ ვუწევთ პოლიტიკურ, ფინანსურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. ჩვენი ასოცირების შეთანხმება არის ყველაზე ყოვლისმომცველი შეთანხმება, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოს ნებისმიერ მესამე ქვეყანასთან. მაგრამ, კონლიფქტი გაღრმავების ზღვარზეა და დაძაბულობა მყარდება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. რუსეთი მასიურად აგროვებს ჯარს და იარაღს უკრაინის საზღვრებთან. ეს პროცესი ძალიან სწრაფად განვითარდა. ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ გასულ ზაფხულს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ევროპაში პირველი მოგზაურობის დროს, შეშფოთების მთავარი მიზეზი ჩინეთი იყო. როდესაც პრეზიდენტი ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შეხვდნენ ჟენევაში, ვარაუდობდნენ, რომ აშშ და რუსეთი კომუნიკაციის ხაზების აშენების პროცესში იყვნენ. ჩვენ, ევროპელები, ძირითადად ვუსმენდით ამ კონტაქტებს რუსეთსა და აშშ-ს შორის, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. არამხოლოდ აგროვებენ ჯარებს საზღვარზე ძალიან უჩვეულო გზით, არამედ არის მოთხოვნა, განიხილონ ორი ხელშეკრულება, რომლებიც რუსეთმა წარადგინა და მზად არის, ისაუბროს ევროპის უსაფრთხოებაზე. აქ ვართ, პირველ რიგში, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ასევე ერთად ვიმუშაოთ კონფლიქტის დეესკალაციისთვის. ჩვენი მთავარი ინტერესი, საზრუნავი და მიზანია, ვეცადოთ დაძაბულობის დეესკალაციას ამ და სხვა მოლაპარაკებების გზით, მაგრამ ასევე მტკიცედ გვერდით დგომით და უკრაინის მხარდაჭერის მტკიცე პოზიციების მეშვეობით, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ სამხედრო აგრესიას ექნება უზარმაზარი შედეგები და მძიმე ფასი. ჩვენ კოორდინაციაში ვართ აშშ-სთან, NATO-სთან და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან, რათა ვიმუშაოთ ამ დეესკალაციისა და მინსკის შეთანხმებების სრულად განხორციელებისთვის. ევროპაში უსაფრთხოება არ არსებობს უკრაინის უსაფრთხოების გარეშე. ნათელია, რომ ნებისმიერი დისკუსია ევროპის უსაფრთხოების შესახებ უნდა მოიცავდეს ევროკავშირს და უკრაინას. უკრაინის შესახებ ნებისმიერ დისკუსიაში, პირველ რიგში, უკრაინა უნდა ჩაერთოს. ევროპაში უსაფრთხოებაზე საუბარი ევროპელების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ მტკიცე კოორდინაციაში ვართ შეერთებულ შტატებთან, NATO-სთან და თანამოაზრე ქვეყნებთან. ასევე წაიკითხეთ: შეერთებული შტატების და რუსეთის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს იანვარში გამართავენ მე არ გამოვხატავ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მათ დაიწყეს ეს ორმხრივი მოლაპარაკებები. კარგი არ იქნება დიალოგზე უარის თქმა, რომელსაც რუსეთი ითხოვს. მაგრამ, თუ რუსებს ნამდვილად სურთ, ისაუბრონ ევროპის უსაფრთხოებაზე, მაშინ ევროპელები უნდა იყვნენ ამ დიალოგის ნაწილი“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ამავე თემაზე: ბორელი უკრაინას ეწვევა უკრაინაში ვიზიტის წინ ჯოზეფ ბორელი NATO-ს გენმდივანს ესაუბრა
ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს ტერორისტული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, დახმარების თხოვნით მიმართა. მანამდე, პრეზიდენტმა თოყაევმა სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ბელარუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ასევე შედიან სომხეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. პრეზიდენტმა ყაზახეთში მიმდინარე საპროტესტო აციებს აგრესიის აქტი და სახელმწიფოს მთლიანობისთვის პირდაპირი საფრთხე უწოდა. თოყაევმა პროტესტის მონაწილეები ტერორიზმსა და თანამემამულეებზე თავდასხმებში დადანაშაულა და აღნიშნა, რომ აქციებისთვის სპეციალური მომზადება უცხოეთში გაიარეს. ბოლო ინფორმაციით, ყაზახეთში მასობრივი არეულობების დროს პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყაზახეთის შს სამინისტროში განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეებთან შეტაკებებისას, პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 317 თანამშრომელი დაშავდა. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ფოტო Twitter-დან - ასახულია სავარაუდოდ, ბელარუსის უსაფრთხოების ძალები საპროტესტო აქციები ყაზახეთში სამი დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. მთავრობის შება ალმათიში მედიაში გავრცელებული ცნობებით, აქციის მონაწილეები ამ დროისთვის, „პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. მათ მოთხოვნებშია ასევე დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება. გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის მონაწილეები უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ოფიციალურად დაგმობას მოითხოვენ. მათ ასევე სურთ, რომ ყაზახეთმა დატოვოს დსთ და რუსეთთან დაკავშირებული ყველა გაერთიანება. ბოლო ცნობებით, ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ამავე თემაზე: ყაზახეთში ნაზარბაევის ძეგლი ჩამოაგდეს
ყაზახეთის პროცესებში აშშ-ის ჩარევაზე რუსეთის ბრალდებას, თეთრი სახლის პრესსპიკერმა „ბოდვა“ უწოდა
შეერთებული შტატები მოუწოდებს ყაზახეთის ხელისუფლებას, პატივი სცეს მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და თავიდან აირიდოს ესკალაცია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. ფსაკიმ ისაუბრა რუსეთის ფედერაციაში გაკეთებულ კომენტარებზეც, თითქოს ვაშინგტონი მონაწილეობდა ყაზახეთში საპროტესტო აქციების ორგანიზებაში. „ჩვენ მოვისმინეთ არაერთი უგუნური განცხადება რუსეთიდან, რომ ამის უკან აშშ დგას (საპროტესტო აქციები ყაზახეთში - რედ.). ხაზს ვუსვამ, რომ ისინი აბსოლუტურად ცდებიან. ეს არის რუსული დეზინფორმაციის შესახებ სტანდარტული ინსტრუქციების ნაწილი. ჩვენ ბევრი რამ ვნახეთ ბოლო წლებში“, - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა. ვითარება ყაზახეთში