ძებნის რეზულტატი:

ვიქტორია ნულანდი: NATO-ს კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის

NATO-ს წევრობის საკითხი დამოკიდებულია აპლიკანტ ქვეყნებსა და ალიანსის 30 წევრზე; არავის აქვს ამ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა. „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მიხედვით, ალიანსის კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც პასუხობს NATO-ს მაღალ სტანდარტებს. ამასთან, ნულანდის თქმით, NATO რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ აირჩევს NATO-სთვის საფრთხის შექმნის გზას. ნულანდის თქმით, NATO თავდაცვითი ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ალიანსის წევრების დაცვაა. „რაც შეეხება NATO-ს „ღია კარს“, როგორც მოგეხსენებათ, მე ჩართული ვარ ამ საქმეში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებელი ქარტიის ძირითადი პრინციპია, რომ ალიანსის კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელსაც NATO-ს მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება შეუძლია. ასე რომ, ჩვენ გვყავს ქვეყნები, რომლებიც NATO-ს წევრები გახდნენ. გვყავს ისეთები, ვისაც სურს გაწევრიანება და ბევრს მუშაობენ NATO-სთან ამ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. მათ შორის საქართველო, უკრაინა და ა.შ.“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ. ასევე წაიკითხეთ: ვიქტორია ნულანდი საქართველოზე, რუსეთზე, უკრაინასა და NATO-ზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ენტონი ბლინკენმა დმიტრო კულებასთან საუბრისას უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

"ენტონი ბლინკენმა დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე არ წარიმართება", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. „სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დიპლომატიის მიმართ მხარდაჭერა, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე არ წარიმართება. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი კონფლიქტის გზას თუ აირჩევს, ამერიკა, მისი პარტნიორები და მოკავშირეები მზად არიან, რუსეთს უზარმაზარი ეკონომიკური საფასური გადაახდევინონ, გააძლიერონ NATO-ს მზადყოფნა მოკავშირე ქვეყნებში და გაზარდონ უკრაინის დახმარება თავდაცვით სფეროში“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთ

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5596 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 47 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 58 109 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 115 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 994 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.63 %, ბოლო 14 დღის - 8.51% ხოლო 7 დღის - 9.79%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 946 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 919 367. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 311 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 180 შემთხვევა, აჭარა - 638, იმერეთი - 563, ქვემო ქართლი - 173, შიდა ქართლი - 270, გურია - 135, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 219, კახეთი -184, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -33. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 205 საიდანაც: 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 853, აჭარაში - 609, იმერეთში - 803. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 045 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 487, აჭარაში - 123, იმერეთში - 256. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 293 პაციენტი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 42, იმერეთში - 22. 1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 261 - თბილისში, 466- აჭარაში. 33 829 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 83 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 80, ხოლო აჭარაში - 3. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 11 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 234 ადამიანი.

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ცნობილია

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე გიორგი არევაძემ განაჩენის წაკითხვისას განაცხადა, რომ ბრალი, რომელიც ფულის გათეთრებას მოიცავადა, გადაკვალიფიცირდა. სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო ჯგუფური თაღლითობის მუხლით და 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა დევნის ხანდაზმულობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ თავად ბრალდბულები. ისინი პოლიტიკოსებთან ერთად „ლელოს“ ოფისში იყვნენ შეკრებილები. ცნობისთვის, TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

ბადრი ჯაფარიძე: არანაირი დანაშაული არ მომხდარა, სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ

"გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არანაირი დანაშაული არ მომხდარა, ეს იყო ბრძოლა ჩვენი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად", - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. "გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არანაირი დანაშაული არ მომხდარა, ეს იყო ბრძოლა ჩვენი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად. მიღებული გადაწყვეტილება არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც სჩადიოდა პროკურატურა ამ დროის განმავლობაში", - განაცხადა ჯაფარიძემ. ამასთან, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ცნობილია ცნობისთვის, TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". ასევე წაიკითხეთ: ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებული, მამუკა ხაზარაძე მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა

მამუკა ხაზარაძე: მოსამართლის პირით სიყალბე მოვისმინეთ

"თურმე თაღლითობა ჩაგვიდენია, რომელზეც გამოძიებაც კი არ არის ჩატარებული, არ არ არის დადგენილი არც დაზარალებული და არც მომჩივანი", - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც სასამართლოს მიერ მიღებულ დღევანდელი გადაწყვეტილება შეაფასა. "ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელიც მოვისმინეთ მოსამართლის პირით. ჩვენ გვედავებოდნენ 12 წლის წინანდელი, 2008 წელს ვითომდა ფულის გათეთრების მუხლით და უცებ ეს მუხლი გაქრა და 4 წლის შემდეგ 2012 წელს თურმე თაღლითობა ჩაგვიტარებია, რომელზეც გამოძიებაც კი არ არის ჩატარებული, არ არ არის დადგენილი არც დაზარალებული, არც მომჩივანი", - განაცხადა ხაზარაძემ. ამასთან, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ცნობილია ცნობისთვის, TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". ასევე წაიკითხეთ: ბადრი ჯაფარიძე: არანაირი დანაშაული არ მომხდარა, სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 10 688 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 10 881-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 577 637 აცრა გაკეთდა. ამასთან, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 973 909 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 919 367, გარდაიცვალა 14 311 პაციენტი.

ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსსა და რუსეთს შორის დღეს მოლაპარაკებები გაიმართება

NATO-ს და რუსეთის დიპლომატები ერთმანეთს ბოლო 18 თვის განმავლობაში პირველად შეხვდებიან. მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე გრუშკო უხელმძღვანელებს, რომელმაც შეხვედრას რუსეთის და ნატო-ს ურთიერთობებში „გარდამტეხი მომენტი“ უწოდა. ამასთან, ბრიუსელში ამბობენ, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე ვეტოს უფლება არც ერთ ქვეყანას არ აქვს და NATO-ს გაფართოება მხოლოდ სუვერენული ქვეყნების და ალიანსის წევრების გადასაწყვეტია. ალექსანდრე გრუშკოს განცხადებით, მოსკოვი NATO-სგან ყოვლისმომცველი პასუხის მიღებას მოითხოვს.

პროკურორი: ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლომ ჩვენი ყველა მტკიცებულება გაიზიარა

"სასამართლომ გაიზიარა ჩვენი ყველა მტკიცებულება და ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავეებად ცნო მივიღებთ სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს, გავეცნობით ამ განაჩენს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", – ამის შესახებ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა. პროკურორის თქმით, მტკიცებულებები ბრალდებულების წინააღდმდეგ საკმარისი იყო, რაც მოსამართლის გადაწყვეტილებიდანაც გამოჩნდა. „ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო, ბრალდებულების გამტყუნებისთვის, ეს დადასტურდა, ვინაიდან სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში იქნა ცნობილი დამნაშავედ. ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებები, რომლებიც წარმოდგენილი იყო ადასტურებდა ბრალდებულების ბრალეულობას და კიდევ ერთხელ გეუბნებით, დადასტურდა ეს. სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. სამივე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ. მტკიცებულებები, რაც გვქონდა წარდგენილი, აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება გაიზიარა სასამართლომ“, – განაცხადა პროკურორმა. ამასთან, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ცნობილია ცნობისთვის, TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა. ასევე წაიკითხეთ: ბადრი ჯაფარიძე: არანაირი დანაშაული არ მომხდარა, სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ მამუკა ხაზარაძე: მოსამართლის პირით სიყალბე მოვისმინეთ

ინფექციონისტი "ომიკრონის" სიმპტომებსა და მიმდინარეობის შესახებ განმარტებებს ავრცელებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის სიმპტომებისა და მიმდინარეობის შესახებ ამ დროისთვის არსებული მონაცემების შესახებ საუბრობს. როგორც ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რადგან „ომიკრონის“ გავრცელება სულ ახლახანს დაიწყო, კვლევები მწირია, თუმცა რამდენიმე გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით, გარკვეული წარმოდგენის შექმნა უკვე შესაძლებელია. „ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელია ხუთი ძირითადი სიმპტომი: ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცემინება და ყელის ტკივილი. ასევე დამატებით აღინიშნება „კოვიდისთვის“ აქამდე ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომები: გულისრევა, ღამით ოფლიანობა, წელის ტკივილი. ხველა შეიძლება იყოს, თუმცა უფრო მსუბუქად გამოხატული, ვიდრე „კოვიდის“ წინამორბედი შტამების შემთხვევაში. სიცხე შედარებით ნაკლებად ახასიათებს. ყნოსვისა და გემოს ცვლილება ძალიან იშვიათია („დელტას“ შემთხვევაშიც შედარებით ნაკლებად გვხვდებოდა, ხოლო „ომიკრონის“ შტამი კიდევ უფრო იშვიათად იწვევს ამ სიმპტომს). ქვედა სასუნთქი გზების დაზიანება შედარებით ნაკლებად ხდება და შესაბამისად, სუნთქვის გაძნელება ნაკლებად ახასიათებს. ჰოსპიტალიზაცია შემცირებულია 70 პროცენტით (თუმცა ვინაიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ძალიან მაღალია, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონეთა აბსოლუტური რიცხვიც მაღალია. შესაბამისად, ამჟამად საწოლების მაქსიმალური მზადყოფნა მაინც აუცილებელია). 50 პროცენტით ნაკლებია რეანიმაციაში მოხვედრის რისკი, ოთხ-ხუთჯერ ნაკლებია მართვით სუნთქვაზე გადაყვანის რისკი. რეანიმაციაში მოხვედრილთა და მართვით სუნთქვაზე გადაყვანილთა მაღალი პროცენტია არავაქცინირებული.ვაქცინის სამი დოზა ჰოსპიტალიზაციის რისკს 80 პროცენტამდე ამცირებს. კვლავ საყურადღებოა 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი – ხუთი პროცენტი. ბევრ ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს შექმნილი ინფიცირებულთა დიდი რიცხვის გამო სამუშაო ადგილებზე შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით“, – წერს ბუწაშვილი. ცნობისთვის, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5596 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 47 პაციენტი

ჯანმო: არსებულ ვაქცინებს განახლება შეიძლება დასჭირდეს

"არსებულ ვაქცინებს განახლება შეიძლება დასჭირდეს, რათა „ომიკრონისა“ და კორონავირუსის მომავალი ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურობა უზრუნველყოფილი იყოს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ჯგუფმა განაცხადა. „კორონავირუსის საწინააღმდეგო არსებული ვაქცინების შემადგენლობის განახლება საჭირო შეიძლება გახდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვაქცინები კვლავ უზრუნველყოფენ ჯანმოს მიერ რეკომენდებული დონის დაცვას შემაშფოთებელი ვარიანტებით გამოწვეული ინფექციისა და დაავადებისგან“, - ვკითხულობთ ჯანმოს ტექნიკური ჯგუფის განცხადებაში. ცნობისთვის, 10 იანვარს, ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგებული ვაქცინა მარტში იქნება მზად.

პროკურატურა აცხადებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდების მხარე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სს ,,თიბისი ბანკი“-ს კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ამასთან, სასამართლო არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც, ბრალდებულთა ქმედება დაკვალიფიცირდა თაღლითობის მუხლით. აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე, თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, თაღლითობის დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით. ბრალდების მხარე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - აცხადებს პროკურატურა. ამავე თემაზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ცნობილია ბადრი ჯაფარიძე: არანაირი დანაშაული არ მომხდარა, სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ იზოლაციის წესები დაარღვია

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ მას შემდეგ, რაც 16 დეკემბერს კოვიდ 19 დაუდასტურდა, იზოლაციის წესები დაარღვია. ამის შესახებ ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ვაღიარებ, რომ შეხვედრა სხვა დროისთვის უნდა გადამედო“, - წერს სპორტსმენი. შეგახსენებთ, ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა, კორონავირუსზე აუცრელობის გამო გაუუქმა. ცნობისთვის, 4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, ვინაიდან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან გათავისუფლდა. ასევე წაიკითხეთ: ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა და მის დეპორტაციას გეგმავს

სტოლტენბერგი NATO-რუსეთის სამიტზე: დაძაბულობა მაღალია. ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტილულად მნიშვნელოვან პერიოდში დიალოგი დროულია

ბრიუსელში NATO-რუსეთის სამიტი დაიწყო. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტილულად მნიშვნელოვან პერიოდში, ეს არის დროული შესაძლებლობა დილოგისთვის. „როდესაც დაძაბულობა მაღალია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ერთ მაგიდასთან დავსხდეთ და ჩვენი პრობლემები განვიხილოთ“, - აღნიშნულია სტოლტენბერგის Twitter პოსტში. მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე გრუშკო ხელმძღვანელობს, რომელმაც შეხვედრას რუსეთის და NATO-ს ურთიერთობებში „გარდამტეხი მომენტი“ უწოდა. აშშ-მ და NATO-მ საბჭოს დაწყებამდე მკაფიოდ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე ვეტოს უფლება არც ერთ ქვეყანას არ აქვს და NATO-ს გაფართოება მხოლოდ სუვერენული ქვეყნების და ალიანსის წევრების გადასაწყვეტია. ალექსანდრე გრუშკოს განცხადებით, მოსკოვი NATO-სგან ყოვლისმომცველი პასუხის მიღებას მოითხოვს. ასევე წაიკითხეთ: NATO-ში აშშ-ის ელჩი: კამათი NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მომავლის შესახებ, განწირულია წარუმატებლობისთვის

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში პროვოკაციის მოწყობაში სდებენ ბრალს

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში პროვოკაციის მოწყობაში სდებენ ბრალს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ქალბაჯარის, ზეილიკის და თოვუზის რაიონებში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციები დაცხრილეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სასაზღვრო ზონაში პროვოკაციული ქმედებები აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს. თავდაცვის უწყებაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შედეგად მესამე ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ განაცხადეს. ასევე წაიკითხეთ: სომხეთის პრემიერ-მინისტრი: სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად

სახელმწიფო დეპარტამენტი CSTO-ს ძალების გაყვანის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებას მიესალმა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებას, რომ ქვეყნიდან სამშვიდობო ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება. ამ პროცესის დასრულებამდე, დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა CSTO-ს მოუწოდა პატივი სცენ საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს და შეასრულონ თავიანთი ვალდებულება, დაუყონებლივ დატოვონ ყაზახეთი, როგორც ეს ყაზახეთის მთავრობამ მოითხოვა. „მივესალმებით პრეზიდენტ თოყაევის განცხადებას იმის შესახებ, რომ CSTO-ს კოლექტიურმა სამშვიდობო ძალებმა დაასრულეს თავისი მისია. ამ პროცესის დასრულებამდე და CSTO-ს სამშვიდობო ძალების გაყვანამდე, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, კოლექტიურ სამშვიდობო ძალებს, პატივი სცენ საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს და შეასრულონ თავიანთი ვალდებულება, დაუყონებლივ დატოვონ ყაზახეთი, როგორც ეს ყაზახეთის მთავრობამ მოითხოვა“, - აღნიშნა ნედ პრაისმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ცნობისათვის, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა. ამავე თემაზე: ყაზახეთის პრეზიდენტი: ქვეყნიდან სამშვიდობო ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება ასევე წაიკითხეთ: ყველა ქვეყანაში, სადაც დიქტატურა ან ავტოკრატიული მმართველობაა, ყაზახეთის მსგავსი სიტუაციის გადადების ალბათობა არსებობს - ზურაბ ბატიაშვილი მეთიუ ბრაიზა: ყაზახეთის პრეზიდენტი დასავლეთთან რისკავს

პიტერ სტანო: კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, ევროკავშირი სომხეთთან და აზერბაიჯანთან მუშაობს

აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვარზე მომხდართან დაკავშირებით, ევროკავშირმა პოზიცია დააფიქსირა. პრესსპიკერ პიტერ სტანოს თქმით, მიღებული ცნობები კიდევ ერთხელ ადასტურებს ნდობის აღდგენის ღონისძიებების აუცილებლობას. „ცეცხლის განახლების, დაჭრილებისა და გარდაცვლილის შესახებ ცნობები კიდევ ერთხელ ადასტურებს ძალების დისტანცირებისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების აუცილებლობას. ევროკავშირი კონფლიქტის ყოვლისმომცველი დარეგულირების ხელშეწყობისთვის ორივე მხარესთან მუშაობს“, - წერს პიტერ სტანო Twitter-ზე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ქალბაჯარის, ზეილიკის და თოვუზის რაიონებში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციები დაცხრილეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სასაზღვრო ზონაში პროვოკაციული ქმედებები აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს. თავდაცვის უწყებაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შედეგად მესამე ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ განაცხადეს.

დავით ზალკალიანი: საზოგადოებაში არის კონსენსუსი, ჩვენ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ, NATO-სკენ

"პოლიტიკურ სპექტრში, ასევე მთლიანად ქართულ საზოგადოებაში არის კონსენსუსი, ჩვენ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ, NATO-სკენ", – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა. ამასთან, ზალკალიანის თქმით, რუსეთის მხრიდან ნებისმიერი სცენარისთვის არის საჭირო მზადყოფნა. „რუსეთის ფედერაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ბუნებრივია, ნებისმიერი სცენარისა და განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად. საერთო საგარეო გამოწვევებისა და საფრთხეების ფონზე, ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი. აქ მე ვფიქრობ, რომ ჩვენს საზოგადოებაში, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე მთლიანად ქართულ საზოგადოებაში არის კონსენსუსი, რადგანაც ჩვენ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ, ჩვენ მივისწრაფვით NATO-სკენ. ეს არის ის წითელი ხაზები, რომელთა გადალახვასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულად განვიხილავთ, თუკი ამის მცდელობა იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვდგავართ იმ წითელ ხაზებზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენს საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსოფლიო ბანკი წელს საქართველოში ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში - გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები (ქვეყნდება წელიწადში ორჯერ), რომელშიც წარმოდგენილია როგორც გლობალური და რეგიონალური, ისე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკის განვითარების პროგნოზები. „საქართველოს ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ შენელდება 2022 და 2023 წლებში პოტენციური ზრდის 5-5.5. პროცენტიან მაჩვენებლამდე, შედარებით უფრო მკაცრი ფისკალური პოლიტიკის და დასტაბილურებული ადგილობრივი მოთხოვნის პირობებში. პროგნოზი ემყარება პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების შეზღუდვას, რასაც ხელს უწყობს ვაქცინაციის სფეროში მიღწეული პროგრესი და მომხმარებლებისა და ბიზნესის ნდობის ზრდა. რისკები საბაზისო პროგნოზთან დაკავშირებით კლებისკენ რჩება გადახრილი, რომელთა შორის აღსანიშნავია: (i) ინფლაციის ზეწოლა, რომელიც იწვევს დაფინანსების პირობების შემდგომ გამკაცრებას და (ii) COVID-19-ის ინტენსიური გავრცელება, განსაკუთრებით ახალი ვარიანტებისა და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების კონტექსტში“, - აღნიშნულია ანგარიშში. მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ უახლესი ანგარიშის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ძლიერი აღმასვლის შემდეგ გლობალური ეკონომიკა მკაფიოდ გამოხატული შენელების ფაზაში შედის. COVID-19 -ის ახალი ვარიანტების და ინფლაციის, ვალის და შემოსავლების უთანასწორობის ფონზე, ამას ეკონომიკის აღდგენისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებადი ქვეყნებისთვის. მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური ზრდის სიჩქარის შემცირება 5.5. პროცენტიდან (2021 წელს) 4.1 პროცენტამდე (2022 წელს) და შემდეგ 3.2 პროცენტამდე (2023 წელს), მსოფლიოს მასშტაბით დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის შემცირების და ფისკალური და მონეტარული მხარდაჭერის ზრდის პარალელურად. „ვარიანტ „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელება მიუთითებს, რომ პანდემია ახლო მომავალში სავარაუდოდ გააგრძელებს ეკონომიკური საქმიანობის ხელის შეშლას. ამასთან ერთად, წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ზრდის მნიშვნელოვანი დამუხრუჭება, აშშ-ს და ჩინეთის ჩათვლით, უარყოფით გავლენას იქონიებს საგარეო მოთხოვნაზე ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში. იმ დროს, როდესაც ბევრ განვითარებად ქვეყანაში მთავრობებს არ აქვთ მანევრირების შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერად, COVID19 -ის ახალი შტამების გამოჩენას, მიწოდების ჯაჭვში არსებულ პრობლემებს, ინფლაციის წნეხს და მომატებულ ფინანსურ მოწყვლადობას მსოფლიოს დიდ ნაწილში ვარდნის რისკის ზრდა შეუძლია. „მსოფლიოს ეკონომიკა ერთდროულად დგას COVID19-ის, ინფლაციის და დარგობრივ პოლიტიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობის წინაშე, ხოლო მთავრობებს სახელმწიფო ხარჯებისა და მონეტარული პოლიტიკის წარმართვა მანამდე უცნობი, ახალი გარემოებების გათვალისწინებით უწევთ. უთანასწორობის ზრდა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევები განსაკუთრებით საზიანოა განვითარებადი ქვეყნებისთვის“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა. მისივე თქმით, „უფრო მეტი ქვეყნის დაყენება განვითარების ხელშემწყობ გზაზე, მოითხოვს შეთანხმებულ საერთაშორისო მოქმედებას და ეროვნული პოლიტიკიდან გამომდინარე საპასუხო ღონისძიებებათა ყოვლისმომცველ პაკეტს.“ მოწინავე ქვეყნებში მოსალოდნელია ზრდის შემცირება 5 პროცენტიდან (2021 წ) 3.8 პროცენტამდე (2022 წელს) და 2.3 პროცენტამდე (2023 წელს), რაც კლების მიუხედავად საკმარისი იქნება აღნიშნულ ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის და ინვესტიციების მოცულობის დასაბრუნებლად პანდემიამდე არსებულ დონეზე. თუმცა, ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ვარდნა 6.3 პროცენტიდან (2021) 4.6 პროცენტამდე (2022 წელს) და 4.4 პროცენტამდე (2023 წელს). მოწინავე ეკონომიკის მქონე ყველა ქვეყანა 2023 წლისთვის წარმოებული პროდუქციის მოცულობის აღდგენას მიაღწევს; ხოლო ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის მაჩვენებელი პანდემიამდელ დონეზე 4 პროცენტით ნაკლები იქნება. ბევრი მოწყვლადი ქვეყნისთვის ჩამორჩენა კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი აღმოჩნდება: წარმოებული პროდუქციის მოცულობა ქვეყნებში, რომლებიც კონფლიქტის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, პანდემიამდელ მაჩვენებელზე 7.5 პროცენტით ნაკლები იქნება, ხოლო მცირე კუნძულ სახელმწიფოებში კი 8.5 პროცენტით ნაკლები. მზარდი ინფლაცია, რომელიც განსაკუთრებულად მძიმე ტვირთად აწევს დაბალი შემოსავლის მქონე მშრომელებს, ზღუდავს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. გლობალურად და მოწინავე ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი უმაღლეს დონეს აღწევს 2008 წლიდან მოყოლებული. ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში მან უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია 2011 წლის შემდეგ. აღნიშნული ქვეყნებიდან ბევრმა შეწყვიტა ინფლაციის შეკავების ღონისძიებების გამოყენება, ეკონომიკის აღდგენის პროცესის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე. „საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მეორე ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად ითვლებოდა 2021 წელს 10.5 პროცენტიანი სავარაუდო ზრდით, რაც ასახავს ადგილობრივი მოთხოვნის ძლიერ მატებას, ფისკალური პოლიტიკის ზემოქმედებას და საგარეო სიტუაციის გაუმჯობესების დადებით გავლენას.

დავით ზალკალიანი: ჩვენი პარტნიორები რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ NATO-ს გადაწყვეტილებები საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით არ გადაიხედება

"დარწმუნებული ვარ, დღესაც, რუსეთი-NATO-ს კომისიის ფარგლებში მიმდინარე განხილვებზე, ჩვენი NATO-ელი პარტნიორების პოზიცია იქნება უცვლელი. კიდევ ერთხელ ეტყვიან რუსეთის ფედერაციას, რომ NATO-ს გადაწყვეტილებები საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით არ გადაიხედება", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალიტებს განუცხადა. მისივე თქმით, ქართულ მხარეს ბოლო დღეების განმავლობაში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა. „ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან, ასევე NATO-სთან. მოგეხსენებათ, სატელეფონო საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანთან. ის გახლავთ მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან უსაფრთხოების დიალოგის მიმართულებით. ასევე სატელეფონო საუბარი მქონდა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანასთან და ორივე საუბრის შინაარსი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი პარტნიორების პოზიცია საქართველოსთან მიმართებით არის ურყევი, შეუცვლელი. მიუხედავად იმ მოთხოვნებისა და ძალიან მძაფრი რიტორიკისა, რომელიც ჩვენ გვესმის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია არის ძალიან მყარი. მათ რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ, ორმხრივი დიალოგის ფარგლებში მკაფიოდ განუმარტეს, რომ უსაფრთხოების გარანტიები და ალიანსების არჩევანი არის იმ ქვეყნის გადასაწყვეტი, რომელსაც სურს NATO-ში გაწევრიანება", - განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, ბრიუსელში NATO-რუსეთის სამიტი მიმდინარეობს. ასევე წაიკითხეთ: სტოლტენბერგი NATO-რუსეთის სამიტზე: დაძაბულობა მაღალია. ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტილულად მნიშვნელოვან პერიოდში დიალოგი დროულია