ძებნის რეზულტატი:

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია

საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია, განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ და დაამატა, რომ ალიანსი მხარს უჭერს ყველა ერის უფლებას, თავისუფლად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები“. „კარგი საუბარი მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. განვიხილეთ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედროების თავმოყრის საკითხი, NATO-რუსეთის საბჭოს წინ. საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია და ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ერის უფლებას, თავისუფლად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები“, - აღნიშნულია მირჩა ჯოანას Twitter პოსტში. ამავე თემაზე: დავით ზალკალიანსა და NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსეთის სპეცსამსახურების აგენტის დაკავების შესახებ იუწყება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტის დაკავების შესახებ იუწყება. უკრაინული მედია წერს, რომ დაკავებული ოდესაში ტერაქტებს გეგმავდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ეჭვმიტანილის მთავარი ამოცანა ოდესის რეგიონში პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია წარმოადგენდა. დაკავებული მოლდოვის მოქალაქე, 47 წლის კაცია, რომელიც, უკრაინული სპეცსამსახურების ცნობით, თავდასხმების შესასრულებლად უკრაინაში თანამზრახველების რეკრუტირებას ცდილობდა. რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

მედიის ცნობით, დანიის საგარეო დაზვერვის განყოფილების უფროსი „უაღრესად გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაჟონვის“ საქმეზე დააკავეს

დანიის საგარეო დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელს, ლარს ფინდსენს, „უაღრესად გასაიდუმლოებული“ ინფორმაციის გაჟონვის საქმეში მონაწილეობის გამო, პატიმრობა შეეფარდა. Reuters-ი დანიის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დანიის სპეცსამსახურების ოთხი ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი ჯერ კიდევ დეკემბერში დააკავეს, ლარს ფინდსენი კი ერთადერთია, რომელიც 4 თებერვლამდე წინასწარ პატიმრობაში დარჩება. ის ბრალს არ აღიარებს. ბრიტანული მედიის ცნობითვე, საქმე ეხება მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაჯაროებას, სახელმწიფო ღალატის მუხლს. დანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, რომ საუბარია ინფორმაციის მედიისთვის მიწოდებაზე. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ინფორმაციის გასაჯაროებამ დანიას, ან ევროკავშირისა და NATO-ს რომელიმე ქვეყანას შესაძლოა, სერიოზული ან უკიდურესად სერიოზული ზიანი მიაყენოს. დაკავებულს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ლარს ფინდსენის დაკავების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სასამართლომ მისი სახელის გასაჯაროებაზე აკრძალვა გააუქმა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი გარდაიცვალა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით,დავიდ სასოლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტი იტალიაში, ავიანოს საავადმყოფოში იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემით 26 დეკემბერს მოათავსეს. ის სექტემბერშიც მკურნალობდა მძიმე პნევმონიის დიაგნოზით და ავადმყოფობის გამო ბოლო პერიოდში რამდენიმე ღონისძიებაც გამოტოვა. დავიდ სასოლი ევროპარლამენტის წევრი 2009 წელს გახდა. 2014-2019 წლებში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2019 წლის ივლისში კი ევროპარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს. მას ვადა მიმდინარე თვეს ეწურებოდა. ამავე თემაზე https://europetime.eu/ka/article/19110-evroparlamentis-prezidenti-klinikashi-gadaiqvanes

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების: მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების: მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. ამასთან, პროცესი მხარეების რეპლიკებით განახლდება, რის შემდეგაც, ბრალდებულები საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამენ. ცნობისთვის, TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება. ასევე წაიკითხეთ: ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა 11 იანვრამდე გადაიდო მამუკა ხაზარაძე პროკურორს: რაღაცაში გაერკვიეთ, რაღაც ზღვარი ხომ არსებობს, უცოდინრობის მამუკა ხაზარაძე: მე და ბადრი ჯაფარიძეს ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, რაც ბიზნესში ადამიანის მკვლელობის ტოლფასია

კვიპროსის სანაპიროსთან 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კვიპროსის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა გამთენიისას მოხდა. ინფორმაციას Times of Israel- ი ავრცელებს. მედიის ცნობით, შეშინებული მოსახლეობა სახლებს ტოვებდა. მიწისქვეშა ბიძგები საბერძნეთში, თურქეთსა და ეგვიპტეშიც იგრძნობოდა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ალიხან სმაილოვი პრემიერ-მინისტრად დანიშნა

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ალიხან სმაილოვის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ამასთან, 5 იანვარს საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობის ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობა დაითხოვა. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ასევე წაიკითხეთ: მედიის ინფორმაციით, ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა რუსეთის სამხედრო ავიაციამ ყირგიზეთიდან ყაზახეთში 150 ჯარისკაცი ჩაიყვანა ვაშინგტონს ყაზახეთში რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალების გაგზავნის მოთხოვნის კანონიერებაზე კითხვები აქვს

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 546 კვლევა ტესტით, მათ შორის 39 284 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 262 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53 %, ბოლო 14 დღის - 8.10% ხოლო 7 დღის - 9.63%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 893 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 916 421. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 264 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 985 შემთხვევა, აჭარა - 569, იმერეთი - 563, ქვემო ქართლი - 205, შიდა ქართლი - 282, გურია - 145, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 290, კახეთი -192, მცხეთა-მთიანეთი -131, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -40. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 602 საიდანაც: 4 431 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 901, აჭარაში - 599, იმერეთში - 774. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 083 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 519, აჭარაში - 130, იმერეთში - 254. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 281 პაციენტი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 39, იმერეთში - 25. 1 801 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 192 - თბილისში, 426- აჭარაში. 31 370 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 65, ხოლო აჭარაში - 4. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 10 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 835 ადამიანი.

ყაზახეთის პრეზიდენტი: ქვეყნიდან სამშვიდობო ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება

"სამშვიდობო ძალების ძირითადი მისია წარმატებულად დასრულდა, ორ დღეში დაიწყება სამშვიდობო კონტინგენტის ეტაპობრივი გაყვანა", - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა. „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების ძირითადი მისია წარმატებულად დასრულდა, ორ დღეში დაიწყება სამშვიდობო კონტინგენტის ეტაპობრივი გაყვანა. კონტინგენტის გაყვანის პროცესი გაგრძელდება არა უმეტეს ათი დღისა“, – განაცხადა თოყაევმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. თოყაევის განცხადებით, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა და ამჟამად ყაზახეთში მდგომარეობა სტაბილურია. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთის პრეზიდენტმა ალიხან სმაილოვი პრემიერ-მინისტრად დანიშნა ვაშინგტონს ყაზახეთში რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალების გაგზავნის მოთხოვნის კანონიერებაზე კითხვები აქვს

დღეიდან მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამა ამოქმედდა

მიმდინარე წლის ერთ-ერთი პირველი პროგრამა, რომელიც დღეიდან ამოქმედდება, მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამაა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ პროგრამის ბენეფიციარები თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის მოქალაქეები იქნებიან, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 000–ს არ აღემატება. „ეს არის ყოველწლიური და არა ერთჯერადი ვაუჩერი, რომლის გამოყენება ბენეფიციარებს მათი შეხედულებისამებრ, ექიმის დანიშნულებიდან გამომდინარე, მთელი წლის განმავლობაში, ლიმიტის ამოწურვამდე შეეძლებათ. მოქალაქეს ვაუჩერის მისაღებად მერიაში ან რაიონის გამგეობაში მისვლა არ დასჭირდება და კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთანავე, ავტომატურად გახდება პროგრამის მოსარგებლე“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა აღნიშნული ვაუჩერი და საინფორმაციო ბუკლეტი წარადგინა, რომლის დარიგებაც გამგეობის თანამშრომლებს დაავალა.

მამუკა ხაზარაძე: როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი, ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო

"როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო", - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა. „უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა მე და ჩვენს თანაგუნდელებს, ბადრის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რადგან ის, რაც ქვეყანაში ხდება, ის პოსტსაბჭოური მენტალიტეტი დამთავრდეს ამ ქვეყანაში, რათა ამ ქვეყანამ მიიღოს სამართლიანი არჩევნები, მართლმსაჯულება და სასამართლო და არა ის პროკურატურა და მოსამართლეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა გადმოიბარა წინა ხელისუფლებიდან. თქვენ გახსოვთ, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლოზუნგი იყო „ღირსების შელახვის საწინააღმდეგოდ გალაშქრება“ და ღირსების აღდგენა იყო მთავარი თემა, რასაც ყველა მხარს ვუჭერდით. პირველი, რაც მან გააკეთა - სწორედ ის ადამიანები გადმოიბარა წინა ხელისუფლებიდან. საუბარია პროკურორებზე, მოსამართლეებზე და მთლიანად სისტემაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ღირსებას ულახავდა", - განაცხადა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების: მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს ცნობისთვის, TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება. ასევე წაიკითხეთ: მამუკა ხაზარაძე: მე და ბადრი ჯაფარიძეს ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, რაც ბიზნესში ადამიანის მკვლელობის ტოლფასია

თამარ გაბუნია: სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ჯერჯერობით არ გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ჯერჯერობით არ იძლევა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ჯერჯერობით არ იძლევა. ყველაფერი განხორციელდება ისევე, როგორც იყო დაგეგმილი. თუ დადგა ამის საჭიროება, რა თქმა უნდა, საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას თქმით, რამდენიმე დღეში საკარანტინო პერიოდის განახლებული ვადები ჩამოყალიბდება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში საკარანტინო პერიოდის განახლებული ვადები ჩამოყალიბდება. როგორც გაბუნიამ განმარტა, საკარანტინო ვადების ცვლილება განპირობებულია „ომიკრონის“ შტამის განსხვავებული მიმდინარეობით. „ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ, მივყვებით ევროპისა და ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის პროტოკოლებს საკარანტინო ვადებთან მიმართებით. სამინისტროში განხილვები და კონსულტაციები დაწყებულია. დღეს, ხვალ, საბოლოოდ ჩამოყალიბდება უკვე განახლებული ვადები კარანტინთან მიმართებით", - განაცხადა ხაზარაძემ. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

თამარ გაბუნია: დღემდე მოქმედ 62 ონლაინკლინიკას კვირის ბოლომდე 40 ონლაინკლინიკა დაემატება

"დღემდე მოქმედ 62 ონლაინკლინიკას კვირის ბოლომდე დაემატება 40 ონლაინკლინიკა, რათა ინფიცირებულებს ოჯახის ექიმებისგან კონსულტაცია სათანადოდ გაეწიოთ", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ჰოსპიტალური სექტორი მობიზებული რჩება. „ჰოსპიტალური სექტორის მობილიზებას. ჰოსპიტალური სექტორი მობიზებული რჩება. ჩვენ გავიარეთ კორონავირუსის რამდენიმე ტალღა, ამ პირობებში, როდესაც ვიცით, რომ „ომიკრონი“ ძირითადად შედარებით მსუბუქი, საშუალო სიმძიმისაა, რომლის მართვაც შესაძლებელია ბინაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის მობილიზება. ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო, როდესაც ყველა ოჯახის ექიმი არის გადამზადებული კოვიდის მართვის საკითხებში. დღეს თუ მუშაობს 62 ონლაინკლინიკა, კვირის განმავლობაში კიდევ დაემატება 40 ონლაინკლინიკა, რათა ქსელი მაქსიმალურად იყოს გაშლილი და ყველა ადამიანს ჰქონდეს თავისი ოჯახის ექიმისგან კონსულტაციის მიღების საშუალება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სამთო კურორტებზე განსაკუთრებულად მომატებული ინფიცირების შემთხვევების გამო, საკოორდინაციო საბჭომ რეკომენდაციები გასცა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძის თქმით, ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე განსაკუთრებულადაა მომატებული ინფიცირების შემთხვევები და ამიტომ, საბჭოს რეკომენდაციაა, რომ კურორტზე მყოფმა დამსვენებლებმა რეგულაციები, მათ შორის პირბადის ტარების წესი დაიცვან. “უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განხილული იქნა ეპიდვითარება და მოგახსენებთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომლებიც დღეს განვიხილეთ და რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანი იქნება, რათა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესდეს. ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე განსაკუთრებულადაა მომატებული ინფიცირების შემთხვევები, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ვინცს სამთო კურორტებზე დასასვენებლადაა ჩასული, დაიცვას რეგულაციები, რაც ქვეყანაშია. განსაკუთრებით აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე. ამასთან, გრძელდება ორასლარიანი წახალისება 50 წელზე ზემოთ პირებისთვის. მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო მეტად ინტენსიფიკაცია და „ბუსტერ“ დოზის გაკეთება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ

ამირან გამყრელიძე: კონტაქტში მყოფი პირებისა და ინფიცირებულებისთვის საკარანტინო და იზოლაციის ვადები შემცირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კარანტინისა და იზოლაციის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით მომზადებული აქვთ პროტოკოლი, რასაც უახლოეს დღეებში ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან ერთად განიხილავენ. გამყრელიძის თქმით, პროტოკოლის თანახმად, კარანტინის და იზოლაციის ვადები შემცირდება როგორც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებისთვის, ასევე ინფიცირებულებისთვის. „გიდასტურებთ, საკარანტინო და იზოლაციის ვადების შემცირებაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მომზადებული აქვს პროტოკოლი. ერთი პროტოკოლი უკვე გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში, კერძოდ, კონტაქტირებული პირების. ასევე დღეს გადაიგზავნება ინფიცირებული პირების. დღეს ან ხვალ ერთობლივად განვიხილავთ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება. გიდასტურებთ, შემცირდება ვადები როგორც კონტაქტირებულებისთვის, ისე ინფიცირებულებისთვის გონივრულ და აღსრულებად ვადამდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებული, მამუკა ხაზარაძე მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული მამუკა ხაზარაძე მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. ბრალდებულების გაღიზიანება პროკურორის რეპლიკამ გამოიწვია, რადგან დაცვის მხარის შეფასებით, პროკურორი არა რეპლიკით, არამედ ახალი დასკვნითი სიტყვით სარგებლობდა. "3 წელია ამ სისულელეს ვისმენთ",-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების: მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს ცნობისთვის, TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება. ასევე წაიკითხეთ: მამუკა ხაზარაძე: როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი, ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო

შვედეთის პოლიციამ პრემიერ-მინისტრის სახლში არალეგალი მიგრანტი დააკავა

შვედეთის პოლიციამ პრემიერ-მინისტრის სახლში არალეგალი მიგრანტი დამლაგებელი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ აღმოაჩინა, რომ დამლაგებელი ქალი ნიკარაგუელი არალეგალი მიგრანტი იყო, რომლის დეპორტაციის ბრძანება იყო გაცემული. 20 წლის დამლაგებელი პოლიციამ შვედეთის საიმიგრაციო სამსახურში გადაიყვანა. ცნობისთვის, მაგდალენა ანდერსონი პირველი ქალია, რომელიც შვედეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს. ამასთან, მან ერთ-ერთ პრიორიტეტად არალეგალურ დასაქმებასთან ბრძოლა დაისახა.

ამირან გამყრელიძე: თებერვლის პირველ დეკადაში შეიძლება დღიურად 60 000-მდე შემთხვევა იყოს, საიდანაც ლაბორატორიულად დაახლოებით 20-30% გამოვლინდება

"თებერვლის პირველ დეკადაში, შეიძლება იყოს დღიურად 60 000-მდე შემთხვევა, რომლიდანაც ლაბორატორიულად გამოვლინდება დაახლოებით 20-30%, ანუ შეიძლება სადღაც გვქონდეს დღიურად 10-15 000-მდე შემთხვევა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ომიკრონის“ დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მერყეობს 5-დან 10%-მდე, მაშინ, როცა „დელტას“ დროს ეს მაჩვენებელი იყო 12, 15, 20%-მდე და უფრო აგრესიულად და მძიმედ მიმდინარეობდა. ამიტომ აქ, ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა დიდი ალბათობით შემცირებული იქნება“, - აღნიშნა გამყრელიძემ. ცნობისთვის, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

ნედ პრაისი: რუსეთი წლების განმავლობაში ახორციელებდა ინტერვენციას, ოკუპაციას, აჩაღებდა კონფლიქტებს თავისი მეზობლების, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის წინააღმდეგ

„რუსეთი წლების განმავლობაში ახორციელებდა ინტერვენციას, ოკუპაციას, აჩაღებდა კონფლიქტებს თავისი მეზობლების, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის წინააღმდეგ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა უწყებაში გამართულ ტრადიცულ ბრიფინგზე. „ეს იყო რუსეთი, რომელმაც 2014 წლის შემდეგ მოახდინა ყირიმის ანექსია, გააჩაღა ომი აღმოსავლეთ უკრაინაში და აგრძელებს იქ კონფლიქტის გაღვივებას. რუსეთი წლების განმავლობაში ახორციელებდა ინტერვენციას, ოკუპაციას, აღვივებდა კონფლიქტებს მეზობლებისა და სხვების წინააღმდეგ. სია გრძელია - მე ალბათ დრო არ მექნება ყველა მათგანის ჩამოსათვლელად, მაგრამ - უკრაინა, საქართველო, მოლდოვა მათ შორის არიან. რუსეთი წლების განმავლობაში ერეოდა დემოკრატიულ არჩევნებში, მათ შორის ჩვენს არჩევნებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენით. მათ გამოიყენეს ქიმიური იარაღი, მოაწყვეს კიბერშეტევები. ენერგორესურსებს იყენებდნენ როგორც იარაღად, სხვა ტაქტიკებთან ერთად. ამიტომ, გვაპატიეთ და გაიგეთ ჩვენი სკეპტიციზმი, როდესაც ჩვენ გვესმის რუსეთისგან, რომ ეს მხოლოდ წვრთნებია. ჩვენ გვინდა, დავინახოთ დეესკალაციის ნიშნები და, რა თქმა უნდა, დეესკალაციის ნიშანი იქნება ამ ჯარების დაბრუნება კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. ამავე თემაზე ენტონი ბლინკენი: NATO არ შეჭრილა უკრაინაში, NATO არ შეჭრილა საქართველოში, ეს რუსეთმა ჩაიდინა