ძებნის რეზულტატი:
უკრაინამ და თურქეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს
უკრაინამ და თურქეთმა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ღონისძიება კიევში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანდასწრებით გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუსმა. გარდა ამისა, უკრაინამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს რვა მთავრობათაშორის დოკუმენტს. ორი ქვეყნის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს ახალგაზრდული პოლიტიკის, საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ასევე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს სტანდარტიზაციისა და ხარისხის შესახებ საბაჟო სფეროში. ასევე ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას მაღალი ტექნოლოგიების, ავიაციისა და კოსმოსის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და მთავრობათაშორის პროტოკოლს, რომელსაც ცვლილებები შეაქვს სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში. გარდა ამისა, უკრაინამ და თურქეთმა ასევე ხელი მოაწერეს სამოქმედო გეგმას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების პროგრამების ურთიერთაღიარების შესახებ. ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით კიევში 3 თებერვალს ჩავიდა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხანა აშენდება
რა საკითხები განიხილეს ზელენსკიმ და ერდოღანმა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ყირიმის პლატფორმაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ზელენსკიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, ყირიმის პლატფორმაში აქტიური მონაწილეობისთვის ყირიმის გათავისუფლებისა და ყირიმის მცხოვრებლების უფლებების დაცვის მიზნით. ჩვენ ვსაუბრობთ ყირიმელი თათრების მხარდაჭერასა და დევნილთა საცხოვრებლის მშენებლობაზე. ამ საკითხში ნამდვილად არის პროგრესი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მალე იქნება შედეგი და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება ხერსონში, მიკოლაივსა და კიევში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე გამოხატა მადლიერება ერდოღანის ინიციატივისთვის, გახდეს შუამავალი უკრაინასა და რუსეთს შორის აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დასრულების გზაზე. „უკრაინაში მშვიდობისთვის ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ყველა პლატფორმასა და ყველა ფორმატში. არ აქვს მნიშვნელობა, სად შეგვიძლია დავასრულოთ ომი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა გულწრფელად იყოს მზად ამისთვის", - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხანა აშენდება უკრაინამ და თურქეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს
ჯო ბაიდენი: სირიაში აშშ-ის სპეცოპერაციის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა თავი აიფეთქა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სირიაში წარმატებული სპეცოპერაციის შესახებ განაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას შეერთებული შტატების ლიდერიმა აღნიშნა, რომ „ტერორისტული საფრთხე“ მოიხსნა, როდესაც ამერიკელების რეიდის დროს, „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურმა თავი აიფეთქა. ჯო ბაიდენის ინფორმაციით, „აშშ-ის ძალები ტერორისტის დაჭერას აპირებდნენ, თუმცა საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლეს არ გაუფრთხილდა და სასოწარკვეთილი სიმხდალის გამო, თავის აფეთქება არჩია“. „წუხელ, ჩემი მითითებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს. კონტრტერორისტული ოპერაცია, რათა დაეცვათ ამერიკელი ხალხი და ჩვენი მოკავშირეები, მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად ექციათ. ჩვენი შეიარაღებული ძალების ოსტატობისა და სიმამაცის წყალობით, ჩვენ „ბრძოლის ველიდან გავუშვით“ აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში, ISIS-ის ლიდერი. ოპერაციიდან ყველა ამერიკელი უსაფრთხოდ დაბრუნდა“, - ნათქვამია თავის მხრივ, ბაიდენის განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსდა.
რომელი პროდუქტები გაძვირდა
2022 წლის იანვარში საქართველოში 13.9%-იანი ინფლაცია იყო, რაც საქსტატის მიერ 3 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 10 წლის განმავლობაში ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სურსათის ჯგუფში არსებული გაძვირება წლიურ ინფლაციაზე 5.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც 2.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.3 პროცენტი). სამომხმარებლო ჯგუფებიდან ფასები კავშირგაბმულობის და ტანსაცმლის გარდა, ყველა ჯგუფზე გაზრდილია. აქ 0.4%-ის და 0.9%-ის შემცირება ფიქსირდება. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (23.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (20.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (19.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (18.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.2 პროცენტი), თევზეული (16.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.9 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (7.8 პროცენტი). საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 44.8 პროცენტიანი მატება, რაც 3.69 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე . ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (68.0 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-3.1 პროცენტი).
რუსმა ოპოზიციონერმა ქვეყანაში არშემოშვების საკითხზე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას უპასუხა
რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი ქვეყანაში არშემოშვებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქართველ ხალხს და მის სწრაფვას ევროპისკენ. ,,ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას ამ ტყუილს. ისინი დიდხანს ფიქრობდნენ, როგორ აეხსნათ, რატომ არ შემიძლია ხინკლის ჭამა მშვიდობის ხიდის ხედის ფონზე - და, როგორც იქნა, მოიფიქრეს... აფხაზეთის დამოუკიდებლობა სახელმწიფო დუმამ 2008 წელს ცნო. დეპუტატი 2011 წელს გავხდი. 2008 წლიდან კი, როცა საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მიიღეს, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გამო ერთხელაც კი აღარ ვყოფილვარ. გარდა ამისა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ გავრილოვისგან განსხვავებით, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მომხრეა, მე არ დამიკავებია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი - როგორც გვახსოვს, საქართველოს ხელისუფლებამ ეს დეპუტატი გახარებულმა მიიღო“, - აცხადებს დმიტრი გუდკოვი. შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დმიტრი გუდკოვის არშემოშვების გამო ის აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ხედავს. „როდესაც საუბარია ალექსეი ნავალნის მომხრე ოპოზიციონერების შემოშვება-არშემოშვებაზე, მინდა გაგახსენოთ, რა უწოდა ნავალნიმ ქართველებს 2008 წელს. როდესაც რომელიმე პოლიტიკოსზე ვსაუბრობთ ჩავიხედოთ წარსულში, თავის დროზე საქართველოზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპაციაზე ვის რა აქვს ნათქვამი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
რა ვიცით „ომიკრონის“ ქვევარიანტის BA.2-ის შესახებ
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ნახევარი უაღრსად გადამდები „ომიკრონ“ შტამით არის დაავადებული. თუმცა ახლა უფრო მეტი ქვეყანა, განსაკუთრებით აზიასა და ევროპაში, BA.2-ით გამოწვეული შემთხვევების ზრდას აფიქსირებს. მიუხედავად იმისა, რომ BA.2, როგორც ჩანს, უფრო გადამდებია, ვიდრე წინა ვარიანტები, ჯერ არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მის სიმძიმეზე მიუთითებენ. რამდენად შეშფოთებული უნდა ვიყოთ ამ ვარიანტის გამო და რა ვიცით მის შესახებ, Europetime-მა სტატია BBC-ის მიხედვით მოამზადა. რა არის BA.2 როდესაც ვირუსები მუტაციას განიცდიან ახალ ვარიანტებად, ისინი ხანდახან იყოფიან ან იშლებიან ქვეკატეგორიებად. მაგალითად, „დელტას“ ვარიანტი მოიცავს 200 სხვადასხვა ქვევარიანტს. იგივე მოხდა Omicron-თან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს BA.1, BA.2, BA.3 და B.1.1.529 ვარიანტებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 25 იანვრის მდგომარეობით GISAID-ის გლობალურ მონაცემთა ბაზაში წარმოდგენილი ვირუსული დნმ-ის თითქმის 99% იდენტიფიცირებული იყო ამ ქვევარიანტად. მიუხედავად იმისა, რომ BA.1 და BA.2 მსგავსია, ისინი ერთმანეთისგან 20 მუტაციით არიან დაშორებულნი. უცნობია, საიდან გაჩნდა, მაგრამ პირველად BA.2 ფილიპინებში, ნოემბერში აღმოაჩინეს. „ომიკრონის“ ქვევარიანტი უკვე 57 ქვეყანაშია აღმოჩენილი, WHO-ს განცხადებით, ზოგიერთ ქვეყანაში, ნახევარზე მეტს სწორედ ეს ვარიანტი აქვს დადასტურებული. ზოგიერთ ადგილებში ეს ვარიანტი მკვეთრად გავრცელდა. დანიის Statens Serum Institut-ის (SSI) მონაცემებით, BA.2 იანვარში ქვეყანაში დაფიქსირებული კოვიდშემთხვევების დაახლოებით ნახევარს შეადგენს. ინდოეთი კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც BA.2 სწრაფად ანაცვლებს „დელტას“ და „ომიკრონ“ BA.1 ვარიანტს. ეს უკვე დომინანტური ვარიანტია რამდენიმე შტატში და სავარაუდოდ, ქვეყანაში უკვე მესამე ტალღაც გამოიწვია. ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოებმა მას დაკვირვების ვარიანტი უწოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ BA.2-ით ზედმეტად შეშფოთებულნი არ არიან. კიდევ ერთი ქვეყანა კი სადაც BA.2 ასევე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე BA.1 და Delta, გერმანიაა. არის თუ არა BA.2 უფრო გადამდები? დანიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ BA.2 არსებითად უფრო გადამდებია ვიდრე BA.1. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ BA.2 ქვევარიანტზე ვაქცინები ნაკლებად მოქმედებს. თუმცა, ვაქცინირებულები მაინც ნაკლებად ინფიცირდებიან, ვიდრე არავაქცინირებულები. BA.2 უფრო საშიშია? არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ BA.2 იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ვიდრე წინა ქვევარიანტები. BBC წერს, რომ ეს ვარიანტი მეცნიერების დაკვირვების ქვეშაა და თუნდაც გახდეს დომინანტური ვერსია, შესაძლოა, რეალურად ვერ შეცვალოს პანდემიის ტრაექტორია იმ ქვეყნებში, რომლებმაც იგრძნეს BA.1-ის დიდი ტალღა. ეს იმიტომ, რომ შეიძლება უკვე არსებობდეს იმუნიტეტი. კერძოდ, BA.1-ით ინფექციამ შეიძლება, უზრუნველყოს გარკვეული დაცვა BA.2-ისგან.
საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტები თბილისის აეროპორტში განცხადებას გააკეთებენ
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა თბილისში ტრანზიტული ვიზიტით იმყოფება. საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტები, სალომე ზურაბიშვილი და ანდჟეი დუდა თბილისის აეროპორტში მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
საქართველოს პრეზიდენტი: მინდა საქართველოს სახელით გამოვხატო სოლიდარობა უკრაინის მიმართ
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გამოხატა. ზურაბიშვილმა აღიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა, ეს არის სოლიდარობა იმ ქვეყნის მხრიდან, რომელმაც უკვე განიცადა და დღემდე განიცდის ოკუპაციას. „ჩვენ კარგად გვესმის, რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას მთლიანად ვიზიარებთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დეესკალაციისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს. „მინდა საქართველოს სახელით გამოვხატო სოლიდარობა უკრაინის მიმართ და არამხოლოდ მის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რომლებიც არსებობს, რეალურად, ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას და თუ ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. „ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება, გავცვალოთ ინფორმაცია იმ ძალიან რთული ვითარების შესახებ, რაც დღეს არის უკრიანის მიმართ აგრესიის სახით გამოხატული რუსეთის მხრიდან. აგრესიული ქმედებები, მუქარა, იქნება ეს კიბერშეტევები თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ყველაფერი არის ნიშანი იმის, თუ რამდენად არის გადასული პროვოკაციაზე რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა, რაზეც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით, მცდელობებით, რომ დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და დეესკალაციისკენ წავიდეს ეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს. ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში მე მინდა, რომ საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ და არამხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რაც არსებობს, რეალურად არის საფრთხეები, რომლებიც ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას და თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენი სოლიდარობა, სხვათა შორის, არ არის მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა, ეს არის სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც უკვე განიცადა და რომელიც დღემდე განიცდის ოკუპაციას და ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას მთლიანად ვიზიარებთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, ანდჟეი დუდა თბილისში ტრანზიტული ვიზიტით იმყოფებოდა.
პრეზიდენტი: აგრესიას მომავალი არ აქვს, სამხედრო ქმედებები წარსულია. ვისაც ეს არ ესმის და აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, არ ესმის, როგორია 21-ე საუკუნის მსოფლიო
„სამხედრო ქმედებები, ძალის გამოყენება წარსულს ეკუთვნის, ანაქრონისტულია დღევანდელ დღეს და სხვა გზა არ გვაქვს დღევანდელი გლობალური გამოწვევების წინაშე თუ არა, მოვნახოთ მშვიდობიანი გზები და ვისაც ეს არ ესმის და აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, მას დღეს არ ესმის, როგორია 21-ე საუკუნის მსოფლიო“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის აეროპორტში გამართფულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც თბილისში ტრანზიტული ვიზიტით მყოფ პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად გამართა. სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და აღიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა, ეს არის სოლიდარობა იმ ქვეყნის მხრიდან, რომელმაც უკვე განიცადა და დღემდე განიცდის ოკუპაცია. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დეესკალაციისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს. „დღეს ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მშვიდობიან მოლაპარაკებას და ვიცი, რომ ყოველმხრივ მიმდინარეობას მცდელობები, რომ ამ დაძაბული ვითარებიდან გამოვიდეთ, რამეთუ აგრესიას მომავალი არ აქვს, შედეგი არა აქვს. ეს სამხედრო ქმედებები, ძალის გამოყენება წარსულს ეკუთვნის, ანაქრონისტულია დღევანდელ დღეს და სხვა გზა არ გვაქვს დღევანდელი გლობალური გამოწვევების წინაშე თუ არა, მოვნახოთ მშვიდობიანი გზები და ვისაც ეს არ ესმის და აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, მას დღეს არ ესმის, როგორია 21-ე საუკუნის მსოფლიო. მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი ბოლომდე იქნება დაცული და რომ მოლაპარაკებები იქნება შედეგიანი და ეფექტიანი. ეს ჩვენი საერთო ინტერესია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპები იქნება დაცული ამ მოლაპარაკებებში, არამედ ჩვენი ყველა ინტერესი იქნება ამ კონსულტაციებში სრულიად დაცული და ამისთვის წინასწარ მინდა, რომ ჩვენს პარტნიორებს მადლობა მოვახსენო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ერდოღანი ზელენსკის: თურქეთი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის დასასრულებლად
თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის დასასრულებლად თავისი წვლილი შეიტანოს, ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. უკრაინისა და თურქეთის ლიდერებმა სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში განიხილეს რეგიონში განვითარებული მოვლენები და ორმხრივი ურთიერთობები. „ხაზგასმით აღვნიშნე, რომ თურქეთი სიამოვნებით უმასპინძლებს სამიტს (რუსეთსა და უკრაინას შორის) ლიდერების დონეზე, ან დისკუსიებს ტექნიკურ დონეზე“, - განაცხადა ერდოღანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის, მათ შორის ყირიმის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას“. „ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ კრიზისი დასრულდება მშვიდობიანად და დიპლომატიური გზით, საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე, მინსკის პროტოკოლის შესაბამისად“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
რა გზავნილებით ჩამოვიდა ანდჟეი დუდა
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ორშაბათს მორიგი შეხვედრები გაიმართება. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და სურს, წარმოადგინოს ის ინფორმაცია, რომელიც პოლონეთს, როგორც ევროკავშირის ქვეყანას აქვს უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ და უკრაინის ირგვლივ. მისივე თქმით, შედგა მნიშვნელოვანი კონსულტაცია თბილისთან. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით. ანდჟეი დუდას თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის არამხოლოდ ევროპის საქმე, არამედ ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი. „ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო მოწვევისთვის, იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩამოვსულიყავი თბილისში, გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი. მქონდა სხვადასხვა პრეზიდენტთან შეხვედრები - ჩინეთის პრეზიდენტთან, ასევე გაეროს წარმომადგენლებთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან. მინდა, აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი ქმედება. ორშაბათს დაგეგმილია შემდგომი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ, ერთის მხრივ ხართ უკრაინის აღმოსავლეთი მხარე და ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უკრაინასთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება უკრაინის ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ და წარმოგიდგინოთ ის გადაწყვეტილებები და გამართული კონსულტაციები, რაც განხორციელდა ამ უახლოეს დღეებში“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ. მისივე თქმით, თბილისში განხორციელდა კონსულტაციები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: „საქართველოსთან მე მაკავშირებს განსაკუთრებული გრძნობა, მეგობრული ურთიერთობა, ვინაიდან, საქართველო ასევე არის ზუსტად ის ქვეყანა, სადაც 2008 წელს ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მხარს ვუჭერთ საქართველოს. ძალიან მიშვნელოვანია, თქვენ გაეცნოთ პოლონეთის ხედვას, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ მქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. მინდა, წარმოგიდგინოთ ის ინფორმაცია რომელიც ჩვენ, როგორც ევროკავშირის ქვეყანას გვაქვს უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ და უკრაინის ირგვლივ. ჩემი თანამშრომლები ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივად მუშაობენ. საქართველოს აქვს ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ქალბატონმა პრეზიდენტმა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ აღნიშნა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი, ეფექტური კონსულტაციებით მეტი ძალისხმევა გამოვიწვიოთ ამ კუთხით, ვინაიდან ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა უკრაინის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ სოლიდარობას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. დიდი მადლობა საქართველოს, მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო არის ჩვენი მოკავშირე ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მეგობრობა. მომავალ კვირაში ვგეგმავ ვიზიტებს და კონსულტაციებს როგორც ბრიუსელში, ასევე ბერლინში. მნიშვნელოვანი იყო კონსულტაცია საქართველოს პრეზიდენტთან, და ასევე მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისთვის და იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ახალ ინფორმაციას მოგაწვდით“,-განაცხადა ანდჟეი დუდამ.
საქართველოს პრეზიდენტი: აგრესიული ქმედებები, მუქარა, სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე - ნიშანია, რამდენად არის რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა გადასული პროვოკაციაზე
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, ნიშანია იმის, თუ რამდენად არის გადასული პროვოკაციაზე რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა, რაზეც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით. „აგრესიული ქმედებები, მუქარა, იქნება ეს კიბერშეტევები თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ყველაფერი არის ნიშანი იმის, თუ რამდენად არის გადასული პროვოკაციაზე რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა, რაზეც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით, მცდელობებით, რომ დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და დეესკალაციისკენ წავიდეს ეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს. ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში მე მინდა, რომ საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ და არამხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რაც არსებობს, რეალურად არის საფრთხეები, რომლებიც ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას და თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენი სოლიდარობა, სხვათა შორის, არ არის მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა, ეს არის სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც უკვე განიცადა და რომელიც დღემდე განიცდის ოკუპაციას და ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას მთლიანად ვიზიარებთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, ანდჟეი დუდა თბილისში ტრანზიტული ვიზიტით იმყოფებოდა.
NATO-ს ავიაგამანადგურებლებმა ჩრდილოეთის ზღვის თავზე მოძრავ რამდენიმე რუსულ ბომბდამშენსა და მზვერავ თვითმფრინავს მიმართულება შეაცვლევინეს
კოლის ნახევარკუნძულიდან ჩრდილოეთის ზღვისკენ დაძრული რუსული თვითმფრინავები ნორვეგიის დაზვერვის სამსახურმა ამოიცნო, რის შემდეგაც ფინმარკის სანაპიროდან F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები A-50 ტიპის თვითმფრინავების იდენტიფიცირების მიზნით გაგზავნა. ალიანსის პრესსპიკერის მიერ Twitter-ზე განთავსებულ პოსტში აღნიშნულია, რომ ნორვეგიის საჰაერო სივრცესთან ახლოს, ჩრდილოეთის ზღვის თავზე მოძრავი რამდენიმე რუსულ ბომბდამშენს/მზვერავ თვითმფრინავს ბრიტანული და ნორვეგიული ავიაგამანადგურებლები ჩრდილოეთის ზღვის თავზე აედევნენ და მიმართულება შეაცვლევინეს. "ყველა ურთიერთქმედება უსაფრთხოდ და პროფესიულ დონეზე განხორციელდა", - წერს ალიანსის პრესსპიკერი Twitter-ზე.
ოლაფ შოლცი კიევს ეწვევა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე, 14 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის 14 თებერვალს კიევში შეხვდება. 15 თებერვალს კი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც ვლადიმერ პუტინთან გამართავს შეხვედრას. რამდენიმე დღის წინ კანცლერმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გეგმავს შეხვედრას.
NCDC-ის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 385 ვაქცინირებული და 10 532 აუცრელი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2020-2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ 2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით, 385 ვაქცინირებული, ხოლო 10 532 აუცრელი ადამიანია გარდაცვლილი. ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საქართველოში 10 687 ორსული დადასტურებულ შემთხვევააა გამოვლენილი. 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსით ჯამში 159 977 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, რაც დადასტურებული შემთხვევების 17.1 პროცენტს შეადგენს. ამასთან, 2021 წლის 14 დეკემბრიდან მიმდინარე წლის 23 იანვრის პერიოდში აღრიცხული 1 532 შემთხვევიდან, რომლებშიც „ომიკრონ“ შტამი ლაბორატორიულად დადასტურდა, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 38 პაციენტს, სამ შემთხვევაში კი დადგა ლეტალური შედეგი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ვაქცინაცია 90,56 პროცენტით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დადგენილების საფუძველზე, 70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს დაუსუბსიდირებს. ამასთან, სუბსიდირების თანხა შეადგენს 2020 წლის დეკემბერში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო მომხმარებლის ტარიფსა და 2015 წლის ივლისში მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას და დამატებით 2022 წლის იანვარსა და 2020 წლის დეკემბერში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობას 1 კვტსთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით. აღნიშნულ დახმარებას იღებენ თბილისში რეგისტრირებული 70 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები.
თბილისში ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ლილოს დასახლებაში, იგორ ტყემელაძის 14 ა ნომერში, ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო გამოავლინეს, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით საქმიანობდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საწარმოში გაურკვეველი წარმომავლობის ნახევარ ტონამდე ხორცი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოვლინდა. სეს-ის განმარტებით, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშეც ფუნქციონირებდა. „სახეობრივი კვლევის მიზნით (ცხენისა და ვირის იდენტიფიკაცია), აღებულია ნიმუშები, რომლებიც ლაბორატორიული კვლევისთვის გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში (სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია). ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, დალუქული ხორცი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, კანონმდებლობის შესაბამისად. სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებელთა ჯანმრთელობა და უფლებები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 821 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 355 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 466 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.16%, ბოლო 14 დღის - 25.24% ხოლო 7 დღის - 27.87%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 15 575 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 053 966. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 141 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 10 129 შემთხვევა, აჭარა - 2 173, იმერეთი - 3 357, ქვემო ქართლი - 1 340, შიდა ქართლი - 1 279, გურია - 456, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 480, კახეთი - 1 091, მცხეთა-მთიანეთი - 479, სამცხე-ჯავახეთი - 376, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 103. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 203 238 საიდანაც: 5 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 408, აჭარაში - 778, იმერეთში - 1 214. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 146 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 464, აჭარაში - 146, იმერეთში - 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პაციენტი, მათგან თბილისში - 151, აჭარაში - 45, იმერეთში - 27. 1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 182 - თბილისში, 565 - აჭარაში. 195 472 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4949-მა ადამიანმა გაიკეთა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4949-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 742 134 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 250 108 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 038 391, გარდაიცვალა 15 102 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ვოლოდიმერ ზელენსკი: რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უსაფრთხოება და მშვიდობა იყო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, კიევში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უსაფრთხოება და მშვიდობა იყო. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი ცხადყოფს, თუ ვინ არის უკრაინის მეგობარი. "ეს ნათლად აჩვენებს, ვინ არის უკრაინის მეგობარი, რომელიც ყოველთვის მზადაა ჩვენს გვერდით დადგეს და დაგვეხმაროს. უკრაინა ამას არასდროს დაივიწყებს. მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი მეგობრობა გაძლიერდება არა საერთო საფრთხეებით, არამედ მხოლოდ საერთო გამარჯვებებით“, - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.