ძებნის რეზულტატი:

ლევან იზორია: პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დამატებითი შესაძლებლობაა

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, რაც კიდევ ერთი დამატებითი პლატფორმა იქნება ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების გაცხადებისთვის, რომელიც უკავშირდება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას და ურყევ პოზიციას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა. ელჩის თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები. „გამოვყოფდი სამხრეთ კავკასიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივის პრეზენტაციას, ასევე გეგმებს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს რეგიონში ეკონომიკურ განვითარებასთან. პანელზე წარმოდგენილი იქნება კონკრეტული პროექტები ჩვენს თანამშრომლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და სომხეთთან და დისკუსიაში ჩართული იქნებიან მაღალი რანგის პოლიტიკოსები, განსაკუთრებით გამოვყოფ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ეუთო-ს გენერალური მდივნის მონაწილეობას. რაც შეეხება ორმხრივ შეხვედრებს, დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები, მათ შორის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ეს ყველაფერი, როგორც გლობალური, რეგიონული, ისე ორმხრივი შეხვედრების ასპექტები, მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გამყარებას, როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე, ისე ეკონომიკური პროექტების განხორციელების თვალსაზრისით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 405 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 616 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 979 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 14 405 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 526 205. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 29.64%, ბოლო 14 დღის - 32.04% ხოლო 7 დღის - 30.78%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 24 409 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 348 581. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 771 პაციენტი ემსხვერპლა.

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 078 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 078-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 791 310 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 526 205 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 348 581, გარდაიცვალა 15 771 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ისრაელში "მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა

ისრაელში "მწვანე პასპორტიs" მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „ტალღა შესუსტებულია”, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა და განმარტა, რომ “მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა მთლიანად უქმდება. ამასთან, ისრაელში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის დაახლოებით 3.5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და 9 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ბრაზილიაში, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა

ბრაზილიის ქალაქ პეტროპოლისში, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. სააგენტოს ცნობით, მეწყერის შემდეგ სამძებრო სამუშაოებს ძლიერი წვიმა აფერხებს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაკარგულია 100-ზე მეტი ადამიანი. დანგრეულია ათობით საცხოვრებელი სახლი. 700-ზე მეტი ადამიანს საცხოვრებელი სახლების მიტოვება და სკოლებში მოწყობილ დროებით თავშესაფრებში გადასვლა მოუწია.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 10:34 საათზე, თბილისიდან 55 კმ_ში, სოფელ სალამალეიქთან, მოხდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. ცნობისთვის, საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმე დღის წინაც დაფიქსირდა, მისი ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო და მაგნიტუდით 6,2-ს შეადგენდა.

საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის საქმესთან დაკავშირებით ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უწყების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. „დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით. ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე და მათი ნაწილი ფიქტიური დანიშნულებით, ირიცხებოდა საქართველოში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე. აღნიშნული სქემით განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავება განხორციელდა თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194 მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ხუთივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში, ანალოგიურ ფაქტზე ამ ეტაპისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი 17 პირის მიმართ, ხოლო ერთი პირის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურები. გარდა საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისა, სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის – ევროჯასტის მხარდაჭერით, საქართველოს მონაწილეობით ჩამოყალიბებული ერთობლივი საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი დევნა ასევე დაწყებულია ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა, მათ შორის დანაშაულის ორგანიზატორთა მიმართაც, მათ შორის ისრაელის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტრანსნაციონალური დანაშაულების წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებები, რომლის შედეგადაც სხვადასხვა დროს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან დაკავებული, ევროჯასტის მიერ მაღალ დონეზეა შეფასებული. საქმეზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით. საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სწორედ ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, დანაშაულებრივი სქემისა და მონაწილე პირების გამოვლენაში ჩართულია არაერთი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომლებთანაც საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს. საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ევროჯასტს, გერმანიის და ისრაელის საგამოძიებო სტრუქტურებს აღნიშნული დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. მიმდინარე გამოძიებების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით“, – აცხადებენ პროკურატურაში.

საქსტატის ცნობით, საქართველოსი უმუშევრობის დონე 1.4 პროცენტით, 19 პროცენტამდე შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.0 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 51.2 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 1.7 პროცენტული პუნქტით და 41.5 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 3.1 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.7 პროცენტული პუნქტით. ამასთან, უწყების მონაცემებით, გასული წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ძალადობაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 12 მოწმე დაიკითხება. სასამართლოში ჩვენებას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორი, დაზარალებული ილიკო თვალიაშვილი მისცემს. დღევანდელ პროცესზე ასევე დაიკითხებიან ფაქტის შემსწრე ჟურნალისტები და გამომძიებლები.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“ და „ბათუმის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ყაზახეთისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ო.რ.-ს და ზ.ს.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, 46 300 დოლარი და 113 500 არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 120 359,34 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, (არადეკლარირებული თანხის 10 %-ის ოდენობით) 23 162,1 ლარი შეეფარდა.

ატლანტის ოკეანეში ძვირადღირებული მანქანებით დატვირთული გემი იწვის

ძვირადღირებული მანქანებით სავსე გემი Felicity Ace, ატლანტის ოკეანის შუაგულში იწვის. საერთაშორისო ცნობით, ცეცხლი თავდაპირველად სატვირთო განყოფილებაში გაჩნდა, გავრცელების შემდეგ კი, ეკიპაჟის 22 წევრი პორტუგალიის საზღვაო ძალებმა გემიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს.  ხანძრის დროს გემი პორტუგალიის აზორის სამხრეთ-დასავლეთით მიცურავდა, ნათქვამია პორტუგალიის საზღვაო ძალების განცხადებაში. 656 ფუტის სიგრძის გემზე ხანძარი 16 თებერვალს გაჩნდა, როდესაც მას ტვირთი, მათ შორის პორშეები და ფოლკსვაგენები ემდენიდან, დევისვილში გადაჰქონდა. პანამაში რეგისტრირებულ Felicity Alice-ს იაპონური Mitsui O.S.K. (MOL) მართავს. მას კომენტარი არ გაუკეთებია. „პორშესთვის“ ცნობილია მომხდარის შესახებ და დეტალებს არკვევს. კომპანია ადასტურებს, რომ მისი ათეულობით მანქანა გემზეა. „ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადამზიდავ კომპანიას ვუკავშირდებით“, - აცხადებენ თავის მხრივ Volkswage-ის წარმომადგენლები. Associated Press-ის თანახმად, Felicity Ace-ს 17000 ტონაზე მეტი ტვირთის გადატანა შეუძლია, ათასობით მანქანის ჩათვლით. პორტუგალიის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ 17 თებერვლის მდგომარეობით, ხანძარი გრძელდება და ოკეანის საპატრულო ხომალდი ადგილზე რჩება მიტოვებული გემის მონიტორინგის მიზნით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: მსოფლიო თანამეგობრობისთვის ჩვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია

ის ფაქტი, რომ საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით აქ იმყოფება, მოგეხსენებათ ის პირადადაა მიწვეული ვოლფგანგ იშინგერის მიერ ამ ღონისძიებაზე, მიანიშნებს იმაზე, რომ მსოფლიო თანამეგობრობისთვის ჩვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. „პრემიერი ყველა იმ შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილია ისაუბრეს ასევე ჩვენ რეგიონზე, სამხრეთ კავკასიაზე, სამშვიდობო ინიციატივებზე. დაგეგმილი არის ასევე შეხვედრები, რომელიც ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან იქნება, რადგანაც პანდემიის შემდგომ პირობებში ეკონომიკური გაჯანსაღება ქვეყნისთვის და საქართველოსთვის რაც შეიძლება მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩვენი ხელისუფლებისთვის არის პრიორიტეტი“, - განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.

მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, გრიფი „საიდუმლო“ მოხსნას პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომ პერიოდში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს. სააკაშვილის წერილი მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას შესაწყალებელი არაფერი აქვს, თუმცა ზურაბიშვილს შეუძლია „არა სიტყვით, არამედ საქმით დამსახურებული გენერალი თემურ ჯანაშია სრულიად უსამართლო ციხისგან იხსნას“. „ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს! ქ-ნო სალომე, პირველად მოგმართავთ წერილით და ეს არაა შეწყალების მოთხოვნა. მე შესაწყალებელი არაფერი მაქვს, ვინაიდან, კანონი არ დამირღვევია და ყველა წაყენებული ბრალდება და დამდგარი განაჩენი შეთითხნილი და მთლიანად საფუძველს მოკლებულია. ჩემს უდანაშაულობას, ადრე თუ გვიან, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაადგენს. როგორც ფრანგმა, შეუძლებელია არ იცოდეთ, რომ ჩემს მიმართ წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს არცერთი ევროპული ქვეყანა და არავინ ცივილიზებულ სამყაროში. მე გწერთ სხვა გარემოებების გამო. თქვენ შეგიძლიათ არა სიტყვით, არამედ საქმით იხსნათ წესიერი და დამსახურებული გენერალი თემურ ჯანაშია სრულიად უსამართლო ციხისგან თქვენი ერთი გადაწყვეტილებით, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და კანონს. მოხსენით გრიფი „საიდუმლო“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომაც. მე და ჯანაშიას გვედავებიან არა ხარჯების მიზნობრიობას, როგორც ტელევიზიით ყვებიან, არამედ მათი გაწევის წესს. თუ თქვენ ამ გრიფს მოხსნით, დადასტურდება, რომ ეს პროცედურები უბრალოდ ჯანაშიას კაპრიზი კი არ იყო, არამედ საყოველთაოდ მიღებული განგრძობითი პრაქტიკა, რომელიც, რაც მთავარია, სრულიად ჯდება კანონის ფარგლებში. თუ თქვენ დაიცავთ კონსტიტუციას და დაიცავთ კანონს, ამით გადაარჩენთ ძალიან ღირსეულ გენერალს, რომელიც მთელი ცხოვრება ემსახურება საქართველოს, 11-წლიან ციხეს, მის მრავალრიცხოვან ოჯახს უბედურებას და მის და სხვების შვილებს განცდას, რომ ამ ქვეყანაში ერთგულება, წესიერება და კანონის დაცვა დასჯადია. ახლა არჩევანი თქვენზეა, ქ-ნო პრეზიდენტო. მე ჩავთვალე, რომ სწორი იქნებოდა, ღია წერილით მომემართა, რათა საზოგადოება ბოლომდე საქმის კურსში იყოს იმისა, თუ რა ხდება ამ შეკერილი, ძალიან სამარცხვინო საქმეების გარშემო. ასევე, ქალბატონო პრეზიდენტო, სად გაქვთ გარანტია, რომ ხვალ რომელიმე უსამართლო ხელისუფლება თქვენ არ წაგიყენებთ ბრალს შეწყალების საქმეზე?! თქვენ თვითონ განაცხადეთ, რომ შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია. და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ ვარ მე „შეწყალების“ საქმეზე გასამართლებული?! ტელევიზიით ვნახე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსულ სტუმრებს შამპანურით უმასპინძლდებით. სადაა გარანტია, რომ თქვენი ვადის ამოწურვის შემდეგ ამაზე არ გაგასამართლებენ ისე, როგორც ახლა მე და ჯანაშიას გვასამართლებენ?! მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანა ჩალით არაა დახურული და არც ისე ბნელა, რომ ხალხმა შავი და თეთრი ვერ გაარჩიოს. ვიტოვებ იმედს თქვენს სამართლიანობის გრძნობასა და ცივილიზებულ მიდგომაზე“,- წერს სააკაშვილი.

18 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

18 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 19-21 თებერვალს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი: ის, რაც დონბასში ხდება, საგანგაშო და პოტენციურად ძალიან საშიშია

ის, რაც დონბასში ხდება, საგანგაშოა და პოტენციურად ძალიან საშიში, – ასე შეაფასა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დონბასში არსებული სიტუაცია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „კი, ამერიკას დაზვერვის სამსახური ბევრი აქვს. რუსეთში, პრეზიდენტსაც კარგად აქვს საქმე ამ მიმართულებით. ჩვენ ამდენი არ გვყავს, მაგრამ არანაკლებ ეფექტურები არიან“, – განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვისმ 

გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები: არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, ევროპის რომელიმე ნაწილი თავის გავლენის სფეროში მოაქციოს

გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები სამ ქვეყანას შორის გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაერთიანებულ სამეფოს, პოლონეთსა და უკრაინას ღრმა ისტორიული კავშირები აქვთ, რომლებიც აგებულია საერთო ღირებულებებზე, მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთო ერთგულებასა და იმ აგრესორების წინააღმდეგ ერთად დგომის ისტორიაზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ევროპის თავისუფლებას. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თითოეული ევროპული სახელმწიფო თავისუფალია, აირჩიოს ან შეცვალოს თავისი უსაფრთხოების საშუალებები, მათ შორის ალიანსის ხელშეკრულებები და არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, ევროპის რომელიმე ნაწილი მოიაზროს თავის გავლენის სფეროში", - ვკითხულობთ განცხადებაში. ცნობისთვის, უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა ალიანსი ოფიციალურად გააფორმეს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: პროვოკაციები არ შეწყდება

"კრემლი უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოში განხორციელებული სცენარით აღიარებას განიხილავს", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, პროვოკაციები არ შეწყდება. „პროვოკაციები არ შეწყდება. კრემლი მაინც ამზადებს დასაბუთებას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისთვის იმავე სცენარის მიხედვით, რომელიც საქართველოში განახორციელა. მიუხედავად იმისა, ამას განახორციელებენ თუ არა, ეს ვარიანტი მაგიდაზე ექნებათ“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში

მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რაც ნამდვილად შესანიშნავი პლატფორმაა ტრადიციული და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების განსახილველად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას. „საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას საერთო ფასეულობებისა და იდეალების წინსვლის სურვილით, რასაც შეუძლია გაზრდილი უსაფრთხოება უზრუნველყოს მთელს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ჯო ბაიდენი ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებთან ვირტუალურ კონფერენციას გამართავს

აშშ-ის ჯო ბაიდენი ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებთან ვირტუალურ კონფერენციას გამართავს. ინფორმაციას CNN ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საკითხთან დაკავშირებულ ვირტუალურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ევროკომისიის ლიდერი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი : ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე, თურქეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გადაბრუნდა, შედეგად ბიტუმი დაიღვარა

ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე, თურქეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გადაბრუნდა, შედეგად ბიტუმი დაიღვარა, რამაც როგორც მიწის, ისე მდინარის დაბინძურება გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ადგილზე აიღეს შესაბამისი სინჯები. ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლითა (მიწის დაბინძურება, დეგრადაცია ან სხვაგვარი გაუვარგისება) და 58-ე მუხლის პირველი ნაწილით (წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა).