ძებნის რეზულტატი:
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: რუსეთის აგრესიულ ქმედებებს მძიმე შედეგები მოჰყვება
ევროპაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ეკონომიკური სანქციების მძიმე შედეგები მოჰყვება. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ღია ვართ და დიპლომატია გვსურს, რამდენადაც ეს დიალოგსა და დისკუსიებს ეხება, რომელიც რუსეთთან გვქონდა. თუმცა, ჩვენ ასევე მზად ვარ, თუ რუსეთი აგრესიულ ქმედებებს განახორციელებს, უზრუნველვყოთ სერიოზული შედეგები, ეკონომიკური სანქციების თვალსაზრისით“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა
რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტების ლიდერმა თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დენის პუშილინმა განაცხადა, რომ რუსეთი ევაკუირებული ადამიანებისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე დათანხმდა და რომ პრიორიტეტი ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს უნდა მიენიჭოს. ოკუპირებული დონეცკის გარდა ევაკუაცია ოკუპირებულ ლუგანსკშიც გამოცხადდა. განცხადების თანახმად, „საკონტაქტო ხაზზე დაძაბულობის ესკალაციის გამო, რესპუბლიკის ტერიტორიების ხელმძღვანელებს დაავალა, უზრუნველყონ მოსახლეობის ორგანიზებული ევაკუაცია და დაეხმარონ მოსახლეობას სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში მისვლაში.“ პასეჩნიკმა აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაცია მზად არის, უზრუნველყოს ორგანიზებული მიღება და განთავსება თავის ტერიტორიაზე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მცხოვრებლები”.
ენტონი ბლინკენი: ისტორია უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი და ვიხელმძღვანელოთ 2014 წელს და მანამდე საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენებით
ჩვენ ყველანი - კოლეგებთან ერთად - სრულ მზადყოფნას ვინარჩუნებთ, რათა დიპლომატიურ პროცესში ჩავერთოთ, თუმცა ისტორია უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი და ვიხელმძღვანელოთ 2014 წელს და მანამდე საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენებით. ფაქტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ! - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, ფაქტები კი ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მათ შორის საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ეს სულაც არ ხდება ასე რეალურად. „მოვლენები ბოლო 20-24 საათის განმავლობაში იმ სცენარიდან არის, რომელიც უკვე რეალიზდება და რითაც მცდარი პროვოკაციები, მათზე რეაგირება და უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის განვითარება იქმნება. მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნათელი მოვფინოთ იმას, რასაც ვხედავთ. ამან შესაძლოა, რუსეთს კურსი შეაცვლევინოს. ჩვენ ყველანი - კოლეგებთან ერთად - სრულ მზადყოფნას ვინარჩუნებთ, რათა დიპლომატიურ პროცესში ჩავერთოთ, თუმცა ისტორია უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი და ვიხელმძღვანელოთ 2014 წელს და მანამდე საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენებით. ფაქტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ! ფაქტები კი ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მათ შორის საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ ამ ბოლო დროს გაჟღერებული ინფორმაციის მიუხედავად, ეს სულაც არ ხდება ასე რეალობაში. პირიქით, საზღვართან მეტი - თან წამყვანი - ძალების კონცენტრაციას ვხედავთ, რაც ნებისმიერი აგრესიის გამომწვევი შეიძლება გახდეს. ამიტომ, ეს უნდა იყოს ჩვენთვის მანიშნებელი. ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი უდიდესი ბერკეტი ამ გამოწვევის და პრობლემის წინაშე არის ის სოლიდარობა, რომელზეც აქ ყველანი ვსაუბრობთ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: კიბერსაფრთხეებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის წინა ხაზზე ვიმყოფებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში Jigsaw-Google-ის აღმასრულებელ დირექტორს ჯარედ კოენს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემა იყო ტექნოლოგიების განვითარების განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც დეზინფორმაციასა და კიბერ-საფრთხეებთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე, ერთ-ერთ ყველაზე დაბალ გადასახადებზე, მსოფლიოს ავტორიტეტულ რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის პოტენციალს საინფორმაციო და ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, ასევე - ხელსაყრელ მდებარეობას. „შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ციფრული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ქართველი პროფესიონალების უნარების შემდგომ განვითარებას, ახალი ინსტრუმენტების და მეთოდების დანერგვა კი, კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივ მუშაობას მოითხოვს. პრემიერმა დაადასტურა მზადყოფნა, საქართველოს შესაბამისი პროფესიული წრეების წარმომადგენლები ჩაერთონ სპეციალურ ტრენინგებში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტექნოლოგიური სიმძლავრეების განვითარებას და ქართული ინსტიტუტების მდგრადობის გაძლიერებას, მათ შორის დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარედ კოენს საქართველოში რეგიონული ჰაბის დაფუძნება შესთავაზა და შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებების ადგილზე გასაცნობად Jigsaw-Google-ის დელეგაცია თბილისში მიიწვია“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. „ციფრული და კიბერსივრცის უსაფრთხოება, მტკიცებულებებსა და კვლევებზე დაფუძნებული საერთაშორისო პრაქტიკა საქართველოსთვის მუდმივ საჭიროებად იქცა, რადგან კიბერსაფრთხეებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის წინა ხაზზე ვიმყოფებით“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ რუკას აქვეყნებს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო პოზიციებს, რომლის მეშვეობით შეუძლია, განახორციელოს უკრაინაში შეჭრა გაფრთხილების გარეშე. დიდი ბრიტანეთი უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის გზებზე მიუთითებს და შესაბამის რუკას აქვეყნებს. „მას კვლავ აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს კონფლიქტის თავიდან აცილების და მშვიდობის შენარჩუნების გზა“, - აცხადებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება. აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა, „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა
ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი შეხვედრას გამართავენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრი სერგეი ლავროვი მომავალ კვირაში შეხვედრას გამართავენ. 17 თებერვალს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სერგეი ლავროვს შეხვედრა შესთვაზა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა 18 თებერვალს Twitter-ზე დაწერა, რომ პასუხად რუსებმა შეხვედრის დროდ შესთავაზეს მომავალი კვირის ბოლო, რასაც ამერიკული მხარე დათანხმდა იმ პირობით, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა აღარ მოხდება. აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა, „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვს შეხვედრა შესთავაზა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა
რუსეთი ბირთვულ წვრთნებს ჩაატარებს
ბელორუსის ლიდერი სავარაუდოდ შეუერთდება რუსეთს წვრთნებში, რომლებზეც ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების გაშვება მოხდება. ყოველწლიური სტრატეგიული ატომური რაკეტების წვრთნები 19 თებერვალს რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის თანდასწრებით ჩატარდება. წვრთნებში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქი, ასევე ჩრდილოეთ და შავი ზღვის ფლოტების გემები მიიღებენ მონაწილეობას. კრემლის სპიკერმა პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა მანევრების შესახებ წინასწარ აცნობა უცხოელ პარტნიორებს და დაამატა, რომ წვრთნები დასავლეთში შეშფოთებას არ უნდა იწვევდეს. „ბალისტიკური რაკეტების პრაქტიკული გაშვება რეგულარული წვრთნების ნაწილია და მას წინ უძღვის რიგი შეტყობინებები სხვა ერებისთვის სხვადასხვა არხით“, - განაცხადა პესკოვმა. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა და აღნიშნულ წვრთნებზე მიიწვია. რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი წვრთნების შემდეგ უცნობია, როდის დატოვებს რუსეთის სამხედრო ძალა ბელორუს. ლუკაშენკომ, რომელიც 17 თებერვალს საწვრთნელ პოლიგონზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ 18 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრება და შემდგომ მოქმედებებს განიხილავს.
აშშ: ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში ევაკუაციის გამოცხადება მოსკოვის ცინიკური ნაბიჯია
აღმოსავლეთ უკრაინაში ევაკუაციის გამოცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი მოსკოვის მხრიდან ცინიკურ ნაბიჯად აფასებს. „მსგავსი განცხადებები არის შემდგომი მცდელობა, ტყუილითა და დეზინფორმაციით გადაფარონ, რომ რუსეთი აგრესორია ამ კონფლიქტში“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტების ლიდერმა თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა. დენის პუშილინმა განაცხადა, რომ რუსეთი ევაკუირებული ადამიანებისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე დათანხმდა და რომ პრიორიტეტი ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს უნდა მიენიჭოს. ოკუპირებული დონეცკის გარდა ევაკუაცია ოკუპირებულ ლუგანსკშიც გამოცხადდა. განცხადების თანახმად, „საკონტაქტო ხაზზე დაძაბულობის ესკალაციის გამო, რესპუბლიკის ტერიტორიების ხელმძღვანელებს დაავალა, უზრუნველყონ მოსახლეობის ორგანიზებული ევაკუაცია და დაეხმარონ მოსახლეობას სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში მისვლაში.“ პასეჩნიკმა აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაცია მზად არის, უზრუნველყოს ორგანიზებული მიღება და განთავსება თავის ტერიტორიაზე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მცხოვრებლები”. სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ რეგიონებში მილიონობით ადამიანი ცხოვრობს. აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტს 14 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
დიდი ბრიტანეთი ესტონეთში დამატებით ჯარს გზავნის, გერმანული კონტინგენტი ლიეტუვაში ჩავიდა
უკრაინის საზღვრის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების ფონზე, დიდი ბრიტანეთი ესტონეთში დამატებით ჯარს გზავნის. გაერთიანებულ სამეფოს ასევე ჰყავს 1000 პერსონალი, რომელიც მზად არის ჰუმანიტარული რეაგირებისთვის, საჭიროების შემთხვევაში. დიდი ბრიტანეთი დამატებით ჯარებს ზავნას ესტონეთში, იმის შიშით, რომ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებამ უკრაინის საზღვართან შეიძლება, გამოიწვიოს უფრო ფართო კონფლიქტი ევროპაში. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დიდი ბრიტანეთი გააორმაგებს პერსონალის რაოდენობას ესტონეთში. ის ასევე გაგზავნის დამატებით სამხედრო აღჭურვილობას, როგორიცაა, ტანკები და ჯავშანტექნიკა. ესტონეთში ჯარების და მასალების გადასროლის პროცესი უკვე დაწყებულია. დიდმა ბრიტანეთმა ასევე გაგზავნა ოთხი დამატებითი თვითმფრინავი Typhoon კვიპროსში. ეს თვითმფრინავები მალე დაიწყებენ საჰაერო პატრულირების ოპერაციებს NATO-ს მოკავშირეებთან ერთად აღმოსავლეთ ევროპაში. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ევროპული თავდაცვა უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების საპასუხოდ“, - განაცხადა ბენ უოლესმა. 130 ჯარისკაცისა და 60 მანქანისგან შემდგარი გერმანული კონტინგენტი ლიეტუვაში, NATO-ს საბრძოლო ჯგუფის დაგეგმილი გაძლიერების ფარგლებში ჩავიდა. ლიეტუვაში ალიანსის საბრძოლო ჯგუფების გაძლიერების ოპერაცია კვირის ბოლომდე გაგრძელდება. საერთო ჯამში, ქვეყანაში 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 100 მანქანა ჩავა.
ლოიდ ოსტინი ლიეტუვას ეწვია
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ლიეტუვას ეწვია. ლოიდ ოსტინის თქმით, ლიეტუვა არის NATO-ს მტკიცე მოკავშირე, რომელთანაც შეერთებული შტატები იზიარებს ბევრ ღირებულებას და კავშირს. „მოუთმენლად ველი, ერთად ვიმუშაოთ ჩვენი საერთო მიზნისკენ უსაფრთხო და დაცული რეგიონისთვის“, - აღნიშნა ოსტინმა. ოსტინი შეხვდება ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს ინგრიდა სიმონიტეს და ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრს არვიდას ანუშაუსკასს, რათა დაადასტუროს, რომ შეერთებული შტატები ლიეტუვის გვერდით დგას საფრთხეების წინააღმდეგ საერთო ინტერესებისა და ღირებულებების წინსვლისთვის. მანამდე, ლოიდ ოსტინი პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან გამართ შეხვედრა. ლიდერები NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვისა და შეკავების მიზნით, აშშ-სა და პოლონეთს შორის უსაფრთხოების მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ. მხარეებმა უკრაინასა და მის გარშემო, მათ შორის ბელორუსში რუსეთის სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს. აშშ-ის თავდაცვის მდივანი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ბელგიაშიც იმყოფებოდა. ის შეხვდა მოკავშირეთა თავდაცვის მინისტრებს და ალიანსის ხელმძღვანელობას, რათა განეხილა რუსეთის სამხედრო გაძლიერება უკრაინასა და მის ირგვლივ. ოსტინმა მე-5 მუხლის მიმართ აშშ-ის ერთგულება დაადასტურა.
ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პრინცს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საუდის არაბეთის სამეფოს პრინც ფეიზალ ბინ ფაჰრან ალ საუდს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში არსებულ თანამშრომლობას და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღინიშნა, რომ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები პოზიტიური დინამიკით ხასიათდება და დადასტურდა ორმხრივი მზადყოფნა, ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის. პრემიერის შეფასებით, საქართველოს მთავრობა ასევე მიესალმება საუდის არაბეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას და მზად არის, მომავალშიც დაუჭიროს მხარი დაინტერესებულ ინვესტორებს საქართველოში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში. „ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ სტაბილურ და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, ასევე - იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ინვესტორებს არაერთ ქვეყანასთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აძლევს. მხარეებმა ასევე გაცვალეს პოზიციები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ნიდერლანდები უკრაინას სამხედრო დახმარებას მიაწვდის
უკრაინა სამხედრო დახმარების მიღებას განაგრძობს. ამჯერად, ჰოლანდიის მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება 18 თებერვალს, რუსეთის შეჭრის საფრთხის ფონზე უკრაინის თხოვნის საპასუხოდ მიიღო. უკრაინა ნიდერლანდებისგან მიიღებს 100 სნაიპერულ შაშხანას, საბრძოლო მასალას, 3000 ჩაფხუტს, 2000 ტყვიაგაუმტარი ჟილეტს, რამდენიმე იარაღსა და ნაღმების აღმოჩენის სისტემას. ჯამში დახმარების პაკეტის ღირებულება 7,4 მილიონ ევროს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 18 თებერვალს უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო 2000 ტონაზე მეტი ტვირთი საერთაშორისო პარტნიორებისგან თანამედროვე იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის სახით.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ბენი განცს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „შეხვედრაზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობას, რომელიც დინამიკურად ვითარდება“. „აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეოა ორმხრივ ურთიერთობებში, რამდენადაც საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება. მხარეების შეფასებით, ორ ქვეყანას სამაგალითო და ძლიერი ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საერთო ფასეულობებს ემყარება და ქმნის მტკიცე საფუძველს პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის. საუბრისას, ყურადღება გამახვილდა თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ისრაელის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან
22 წლის ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულები, აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე პატიმრობაში რჩებიან. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა 18 თებერვალს მიიღო. სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ერთი მოწმეც. ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს.
ლოიდ ოსტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინის ირგვლივ დაძაბულობის ესკალაციის გამო გააფრთხილა და მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს რუსული ჯარები უკრაინის საზღვრიდან. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ორ მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი 18 თებერვალს შედგა. „18 თებერვალს, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ესაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს. მდივანმა ოსტინმა რუსეთს მოუწოდა დეესკალაციისკენ, უკრაინის გარშემო მყოფი რუსული ძალების საკუთარ ბაზებზე დაბრუნებისა და საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისკენ", - ვკითხულობთ თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციაში. შეერთებული შტატები და NATO აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის საფრთხის საპასუხოდ, მოკავშირეების თავდაცვის გაძლიერებას განაგრძობენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 18 თებერვალს უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო 2000 ტონაზე მეტი ტვირთი საერთაშორისო პარტნიორებისგან თანამედროვე იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის სახით. 18 თებერვალს, პოლონელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს უკრაინას, ისევე როგორც ქვეყნის უფლებას, აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართულება. აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა, „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა
ბაიდენი და ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო გაძლიერება უკრაინის ირგვლივ გრძელდება
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებთან ვირტუალურ კონფერენცია გამართა. NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციაში ალიანსის გენერალური მდივნის გარდა, ასევე მონაწილეობდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ონლაინკონფერენცია უკრაინასა და მის ირგვლივ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებას და დიპლომატიის გაგრძელების მცდელობებს მიეძღვნა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია NATO-ში რუსეთთან დიალოგისა და მოკავშირეებისთვის გარანტიების მიწოდების მცდელობების შესახებ. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ, როგორც თავდაცვითი ალიანსი, NATO აკეთებს იმას, რაც აუცილებელია ყველა მოკავშირის დასაცავად. ონლაინკონფერენციის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მოსკოვის განცხადებების მიუხედავად, რუსეთის სამხედრო გაძლიერება უკრაინასა და მის ირგვლივ გრძელდება. მონაწილეებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, მოაგვაროს ეს კრიზისი დიპლომატიის და დიალოგის გზით, ამასთან, ხაზი გაუსვეს მათ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ესტონეთმა უკრაინას „ჯაველინები“ მიაწოდა
ესტონეთმა უკრაინას ამერიკული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები მიაწოდა. „ეს არის ესტონეთის მცირე ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ ეს არის რეალური და ხელშესახები წვლილი რუსული აგრესიისგან დაცვაში“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის ძალების სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა მარტინ ჰერემმა. NATO-ს წევრებმა ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ 21 იანვარს განაცხადეს, რომ უკრაინას ამერიკული წარმოების ჯავშანსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან. მათ გადაწყვეტილებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუჭირა მხარი. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 18 თებერვალს უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო 2000 ტონაზე მეტი ტვირთი საერთაშორისო პარტნიორებისგან თანამედროვე იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის სახით. (Javeline - ამერიკული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსია ტანდემური კუმულაციური ქობინით. რაკეტის მიზანზე გაყვანა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში ინფრაწითელი გამიზვნის სისტემით, რითაც კომპლექსში უზრუნველყოფილია „გაისროლე-დაივიწყეს“ პრინციპი).
ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა. ბაიდენის თქმით, პუტინი აგრძელებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რათა შექმნას საბაბი სამხედრო დარტყმისთვის, რომელიც შეიძლება, რამდენიმე დღეში განხორციელდეს. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის სამიზნე უკრაინის დედაქალაქი კიევი იქნება. „ამ მომენტისთვის დარწმუნებული ვარ, რომ მან მიიღო (შეჭრის) გადაწყვეტილება“, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში. „ჩვენ გვაქვს მიზეზი, რომ ეს დავიჯეროთ“, დაამატა პრეზიდენტმა დაზვერვის შეფასებებზე დაყრდნობით. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებთან ვირტუალურ კონფერენცია გამართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა, „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ რუკას აქვეყნებს
განათლების სამინისტრო: სკოლებში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. ინფორმაციაას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვირუსი მასწავლებელთა 4,3%-ს, ხოლო მოსწავლეების 1,5%-ს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 314 სკოლა იმყოფება, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ არის შემცირებული. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი კი, რისკის ჯგუფის 132-მა მასწავლებელმა გამოთქვა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა. მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ამ პროცესში 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში ჩართულია სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმი. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან თბილისსა და რეგიონებში გრძელდება სკოლების მონიტორინგი.
ბოლივიის მოშიმშილე ექსპრეზიდენტი ციხიდან საავადმყოფოში ვერ გადაიყვანეს
ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ჟანინ ანიესი, რომელმაც ციხეში შიმშილობა გამოაცხადა, პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო საავადმყოფოში ვერ გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ციხესთან მოსახლეობა შეიკრიბა და ჟანინ ანიესის საავადმყოფოში გადაყვანა გააპროტესტა. ამასთან, ციხის ხელმძღვანელობამ ამცნო სასამართლოს, რომ ანიესის დაწესებულებიდან გაყვანა შეუძლებელია, რის შემდეგაც მოსამართლემ ციხეში ექიმების შეყვანის ბრძანება გასცა.