თეგი: ბაქო-თბილისი-ყარსი

სტამბოლში, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე, ახალი ტიპის ტვირთების მოზიდვაზე იმსჯელეს

სტამბოლში, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მე-17 საერთაშორისო გამოფენაზე „Logitrans-2022“ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე ახალი ტიპის ტვირთების მოზიდვაზე ისაუბრეს. ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილი კომპანია შპს ADY Container-ი იტყობინება. ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია „თურქეთში, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მე-17 საერთაშორისო გამოფენაზე, კომპანიის თანამშრომლებმა, მონაწილეებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნებისა და ახალი პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს. თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს ტვირთის მფლობელი და ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ახალი თანამშრომლობის საფუძველი ჩაეყარა. პარტნიორებთან დისკუსიების დროს, მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების თაობაზე იმსჯელეს“, - აცხადებენ ADY Container-ის წარმომადგენლები. ცნობისთვის, 18 აგვისტოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.   

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაზიდვები გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზით, მიმდინარე წელს დაახლოებით 540 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიარა, რაც 2021 წელთან შედარებით 26,1%-ით მეტია.  სტამბოლში, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე, ახალი ტიპის ტვირთების მოზიდვაზე იმსჯელეს ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის სს-ის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა განაცხადა. თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს მისი თქმით, გასულ წელს BTK-ით 428 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიარა. „ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, პირველი ხაზი 2017 წელს ამოქმედდა. 850 კილომეტრიანი გზა უზარმაზარ შესაძლებლობებს ხსნის. მათ შორის ევროპულ სივრცეზე წვდომის ჩათვლით დღეს ქმნის უზარმაზარ პოტენციალს დასავლეთის მარშრუტზე“, - განაცხადა როვშან რუსტამოვმა.  ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს მისივე თქმით, აზერბაიჯანის მხრიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მშენებლობა სრულად დასრულდა. საქართველოს მხარეს მშენებლობა 86%-ით არის დასრულებული. ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია ცნობისთვის, 18 აგვისტოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.   

აზერბაიჯანი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობის გაზრდას გეგმავს

აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობის გაფართოებას გეგმავს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაზიდვები გაიზარდა ამის შესახებ ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ რაჰმან ჰუმმატოვმა განაცხადა. ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია „2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაზიდული სატრანზიტო ტვირთის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75%-ით გაიზარდა - 8,7 მლნ ტონამდე, აქედან 6,7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა სარკინიგზო ტრანსპორტით. ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს ველოდებით სატრანზიტო ტვირთის მოცულობას გაორმაგებას მიმდინარე წლის ბოლოს. ამიტომ ვგეგმავთ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გაფართოებას (მე-2 ფაზის მშენებლობას), ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის გამტარუნარიანობის გაზრდას“, - განაცხადა რაჰმან ჰუმმატოვმა. თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს  

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოებაში ინვესტიციები $100 მილიონს გადააჭარბებს - ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოების პროექტში, ინვესტიციები $100 მილიონს გადააჭარბებს. „ხუთი წლის წინ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ახლა, ჩვენი ქვეყნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდის ფონზე, დავიწყეთ ინვესტიცია საქართველოს ნაწილის გაფართოებაში. ეს პროექტი 100 მილიონ დოლარზე მეტი დაგვიჯდება", - განაცხადა ალიევმა. მისივე თქმით, პროექტის დასრულება ერთ წელიწადში იგეგმება. ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს სარკინიგზო სისტემის მოდერნიზაციაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით საჰაერო და ტვირთების გადაზიდვაში. ამ სამუშაოების ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, იგეგმება კომერციული საზღვაო პორტის გადაზიდვის სიმძლავრის გაფართოება 15 მილიონიდან 25 მილიონ ტონამდე წელიწადში. „დღეს მსოფლიოში შეიქმნა ახალი გეოპოლიტიკური ვითარება და საჭიროა აზერბაიჯანის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდა“, - განაცხადა ალიევმა. მისივე თქმით, ლაჩინის აეროპორტის ამოქმედების შემდეგ აზერბაიჯანში საჰაერო ნავსადგურების რაოდენობა 9-ს მიაღწევს. „ბუნებრივია, ეს კეთდება არა მხოლოდ მგზავრთა გადაზიდვისთვის, არამედ ტვირთის გადაზიდვისთვისაც. ამდენად, ჩვენ ველოდებით აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ტვირთის გადაზიდვის მნიშვნელოვან ზრდას და ამისთვის მზად ვართ", - დასძინა ალიევმა. მანამდე ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი BTK-ის განვითარებაში 2022-2023 წლებში ინვესტიციას განახორციელებს, რათა რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონა ტვირთამდე გაზარდოს. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).  

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სატვირთო გადაზიდვებმა მილიონ ტონას გადააჭარბა

2022 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით 432 284 ტონა ტვირთი გადაიზიარა, ჯამში, 2017-2022 წლებში ამ ხაზით ტვირთის გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 1 347 585 ტონა შეადგინა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოებაში ინვესტიციები $100 მილიონს გადააჭარბებს - ალიევი ინფორმაციას მედია აზერბაიჯანის რკინიგზაზე დაყრდნობით ავრცელებს.  ილჰამ ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება „მიმდინარეობს არაერთი პროექტი, რათა მნიშვნელოვნად გაზარდოს სატვირთო მიმოსვლა ამ მარშრუტზე“, - ნათქვამია აზერბაიჯანის რკინიგზის განცხადებაში. ცნობილია, როდის დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკნიგზის მშენებლობა BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე). ასევე წაიკითხეთ:  რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე  

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი დროებით დაიხურა

დღეიდან გაურკვეველი ვადით დაიხურა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი. „საქართველოს რკინიგზაში“ განაცხადეს, რომ ქართულმა მხარემ ცნობა მიიღო სარკინიგზო ხაზის "მარაბდა-კარწახის" მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. „ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის „მარაბდა-კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის, "დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში", ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა. მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“. გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის პირველ სამმხრივ სამიტზე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი დამატებით 100 მლნ დოლარით დაფინანსდება. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე). ასევე წაიკითხეთ:ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე

ბაქო-თბილისი-ყარსი ფართოვდება, რათა მეტი ტვირთი მოიზიდოს შუა დერეფანში - აზერბაიჯანის რკინიგზა

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის მშენებლობის ტემპის დაჩქარების მიზნით, საჭირო ზომები მიიღება, რათა ტვირთების გადაზიდვის პოტენციალი გაიზარდოს. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზაში აცხადებენ. ინფორმაციას Trend-ი ავრცელებს. რკინიგზამ (BTK) ახალი კონტრაქტორები მიიზიდა, რომ სარემონტო და სამშენებლო სამუშაო დაჩქარდეს და პროექტი რაც შეიძლება მალე დაასრულონ საქართველოზე გამავალ BTK მონაკვეთზე, რომლის სიგრძე 183 კმ-ს შეადგენს და რომელიც ხასიათდება რთული გეოგრაფიული რელიეფით. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი დროებით დაიხურა მიმდინარე სამუშაოე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპაში კიდევ უფრო მეტი ტვირთის გადაზიდვაში. ამჟამად სარკინიგზო ხაზები სრულად ელექტრიფიცირებულია, სარკინიგზო ხაზის მშენებლობა ძირითადად დასრულებულია, 12 სადგურზე მიმდინარეობს მუშაობა ელექტრომომარაგებაზე, საკომუნიკაციო და განგაშის ტექნიკის დამონტაჟებაზე. კომპანიის ინფორმაციით, ამ საქმიანობების უმოკლეს ვადაში დასრულების მიზნით, მაისის შუა რიცხვებიდან ხაზზე დროებით შეიზღუდა ტვირთების გადაზიდვა. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე). ასევე წაიკითხეთ: თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე  

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის დრო შემცირდება

რას გულისხმობს ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის ფარგლებში აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანზიტო საბაჟო პროცედურების გასამარტივებლად გაფორმებული შეთანხმება, ამასთან დაკავშირებულ დეტალებზე აზერბაიჯანული მედია წერს. მისი ცნობით, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და სამეწარმეო კომიტეტის თავმჯდომარემ თაჰირ მირკიშილმა მილი მეჯლისის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მონაცემთა წინასწარი გაცვლის შეთანხმება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქონლის შეუფერხებლად და სწრაფ საერთაშორისო ტრანსპორტირებას სახელმწიფოების ტერიტორიების გავლით. ასევე, ტვირთების გადაზიდვისას დროის შემცირებას. „თანამშრომლობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საბაჟო კონტროლზე დახარჯული დრო უნდა შემცირდეს, პროცედურები გამარტივდეს მონაცემთა გაცვლის პირველადი ელექტრონული სისტემების გამოყენებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქონელს, რომელიც საჭიროებს სწრაფ ტრანსპორტირებას, ინსპექტირების ჩატარებას რისკის ანალიზის საფუძველზე. მიიღებენ ერთობლივ ზომებს გარკვეულ პუნქტებზე, გაუზიარებენ ერთმანეთს რენტგენის გამოსახულებებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინფორმაციას ტექნოლოგიების განვითარებაზე 6 თვის განმავლობაში გაცვლიან. „დაგეგმილია სამმხრივი თანამშრომლობის კომისიის შექმნა ყველა საკითხის მოსაგვარებლად. ხელშეკრულების დეპოზიტარი გახლავთ თურქეთი, ხელშეკრულება გაფორმებულია განუსაზღვრელი ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დოკუმენტი თურქულ მხარეს ექნება“, - აღნიშნა მირკიშილმა. შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოები არიან აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი, თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო და საქართველოს შესამოსავლების სამსახური. BTK-მა 2022 წელს 432,284, 2017-2022 წლებში კი, 1,347,585 ტონა ტვირთი გადაზიდა.  

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა BTK-ის სერტიფიცირების შემდეგ დაიწყება

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ მგზავრთა გადაყვანის დაწყება, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზზე სამუშაოსა და მგზავრთა გადაყვანისთვის საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ იგეგმება. მინისტრის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ სარკინიგზო ხაზის 246 კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის სარემონტო სამუშაოსთან დაკავშირებით, ADY Container-მა ალტერნატიული მარშრუტი წარადგინა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი 16 მაისიდან გაურკვეველი ვადით დაიხურა. „საქართველოს რკინიგზაში“ მაშინ განაცხადეს, რომ ქართულმა მხარემ ცნობა მიიღო სარკინიგზო ხაზის "მარაბდა-კარწახის" მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან. „ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის „მარაბდა-კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის, "დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში", ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა. მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა,“ - აცხადებდნენ „საქართველოს რკინიგზაში“. გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის პირველ სამმხრივ სამიტზე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი დამატებით 100 მლნ დოლარით დაფინანსდება. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე). ასევე წაიკითხეთ: ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ შეთანხმება მიღწეულია - აზერბაიჯანული მედია

აზერბაიჯანის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე, როვშან რუსტამოვმა და თურქეთისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრის დროს მიაღწიეს შეთანხმებას ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის მარშრუტით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ, იუწყება Trend. აზერბაიჯანის რკინიგზის ცნობით, მხარეებმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ერთობლივ ღონისძიებებზე, რათა BTK-ის რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულების შემდეგ, ხაზის სრული პოტენციალი გამოიყენონ. საქართველოს რკინიგზის თავმჯდომარეობით, შუა დერეფნის მმართველი საერთო კრების მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა რა საკითხები განიხილეს ყაზახეთის საპორტო ქალაქ აქტაუში, ,,შუა დერეფნის“ სამუშაო შეხვედრაზე BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაო აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე). თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა BTK-ის სერტიფიცირების შემდეგ დაიწყება  

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის 90% დასრულებულია

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად არამხოლოდ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, არამედ, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. პროექტის 90 პროცენტი, რომელსაც მთელი მსოფლიო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, დასრულებულია. ამ საკითხს სტატიას აზერბაიჯანული მედია უძღვნის. პროექტში ჩართული აქტორები იმედოვნებენ, რომ მისი დასრულება დიდ ცვლილებას მოახდენს რეგიონში ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარებაში, სადაც საწყის ეტაპზე მოსალოდნელია, რომ BTK რკინიგზის მაქსიმალური წლიური გამტარუნარიანობა დაახლოებით, 17 მილიონი ტონა ტვირთი იქნება. გარდა ამისა, როგორც რეგიონის, ისე აღმოსავლეთის ქვეყნების შეერთებით, საწყის ეტაპზე მილიონ მგზავრს მოემსახურება და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს გადაიტანს. ბევრი ექსპერტი ოპტიმისტურად არის განწყობილი აბრეშუმის გზის მიმართ. ამ საკითხთან დაკავშირებით AZERNEWS-ისთვის მიცემულ კომენტარში ეკონომისტმა ეიუბ კარიმლი ამბობს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა დადებითად აისახება რეგიონის ზოგად ეკონომიკაზე, გაფართოვდება საგარეო სავაჭრო ურთიერთობები ტურიზმთან დაკავშირებით და შეიქმნება პირობები დამატებითი შემოსავლების შესატანად ქვეყნის ბიუჯეტში. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაო აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი, ჯამში $775 მილიონი გამოუყო. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე) შეადგინა.  

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება - ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება. დღეისათვის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების 90% შესრულებულია და აზერბაიჯანის გამოყოფილი საკრედიტო ხაზიდან 756 მლნ დოლარია ათვისებული. პროექტის დასრულება 2024 წელს იგეგმება, რის შემდეგაც მარაბდა-კარწახის სარკინიგზო უბანი ექსპლოატაციაში შევა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის 90% დასრულებულია  

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოება ერთ ან ორ თვეში დასრულდება - ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოება ერთ ან ორ თვეში დასრულდება. ალიევის თქმით, ეს არის 100%–იანი აზერბაიჯანული ინვესტიცია (100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი). ამასთან, დაგეგმილია ხსენებული სეგმენტის გამტარუნარიანობის გაზრდა ერთი მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე მაქსიმუმ ორი თვის განმავლობაში. მან ხაზი გაუსვა, რომ „ეს არის ახალი შესაძლებლობები ახალი ტვირთების მისაღებად.“ „ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ გაგვეგრძელებინა ეს გზა სომხეთის გავლით, მაგრამ სომხეთმა უარი თქვა. ასე რომ, ჩვენ შევთანხმდით ირანულ მხარესთან და უკვე ვაშენებთ სამანქანო ხიდს,  შემდეგ კი რკინიგზისთვის ავაშენებთ ხიდს სომხეთის გვერდის ავლით. ასევე ვმუშაობთ მდინარე არაზის სამხრეთ ნაპირზე დაახლოებით 50 კილომეტრიანი რკინიგზის აშენებისთვის. შემდეგ ის გაივლის ნახიჩევანს და იქნება კავშირი თურქეთის სარკინიგზო სისტემასთან. თურქული მხრიდან გვაცნობეს, რომ იგეგმება ყარსი-ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობაც. ასე რომ, ეს იქნება შუა დერეფნის კიდევ ერთი გაფართოება - ერთი გადის საქართველოდან ყარსის და ხმელთაშუა ზღვის პორტებისკენ, მეორე კი, ზანგილანის, ირანის, ნახიჩევანის და ისევ თურქეთის გავლით. ეს ზრდის ფიზიკურ შესაძლებლობებს, მაგრამ ამასობაში ეს გზა კომერციულად უფრო მიმზიდველი უნდა გავხადოთ. ამ მიზნით ჩვენ უკვე შევქმენით ძალიან ეფექტიანი თანამშრომლობის ფორმატი აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთსა და თურქეთს შორის,“ - განაცხადა ალიევმა. BTK აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება - ეკონომიკის სამინისტრო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის 90% დასრულებულია აზერბაიჯანული მედია აგვისტოში წერდა, რომ სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზის“ CJSC (ADY) შვილობილმა კომპანია ADY Container-მა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოსთან დაკავშირებით, ალტერნატიული მარშრუტი წარადგინა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი 16 მაისიდან გაურკვეველი ვადით დაიხურა. „საქართველოს რკინიგზაში“ მაშინ განაცხადეს, რომ ქართულმა მხარემ ცნობა მიიღო სარკინიგზო ხაზის "მარაბდა-კარწახის" მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან. „ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის „მარაბდა-კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის, "დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში", ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა. მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა,“ - აცხადებდნენ „საქართველოს რკინიგზაში“. გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის პირველ სამმხრივ სამიტზე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი დამატებით 100 მლნ დოლარით დაფინანსდება. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაო აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი, ჯამში $775 მილიონი გამოუყო. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე) შეადგინა. თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე

აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სამუშაოს სწრაფ დასრულებას განიხილავენ - მედია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარის როვშან რუსტამოვის ხელმძღვანელობით დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის მიზანი ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოს მიმდინარეობის გაცნობაა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვიზიტის დროს მთავარი აქცენტი გაკეთდება BTK-ის ქართულ მონაკვეთზე სამუშაოს სწრაფ დასრულებასა და ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდაზე. პროექტის დასრულება სრულად 2024 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. წელს ასევე დასრულდება საქართველოში რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტები. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ტვირთის გადაზიდვის დროს აზიასა და ევროპას შორის, რაც აუცილებელი პირობაა დამატებითი ტვირთების ნაკადების მოსაზიდად. საწყის ეტაპზე BTK-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 6,5 მლნ ტონა იქნება, ხოლო დაგეგმილია 1 მილიონამდე მგზავრის გადაყვანა. BTK-ის საშუალებით ტვირთის მიტანა შესაძლებელია პეკინიდან (ჩინეთი) ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) 12-15 დღეში, ხოლო ტვირთის ტრანსპორტირება ევროპიდან აზიაში ზღვით აფრიკის გავლით 45-62 დღე, ხოლო ჩინეთიდან ევროპაში საქონლის მიტანა რუსეთის გავლით - 32 დღე.  

აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის სრული განახლებისთვის, სამუშაოს 95% დასრულებულად გამოაცხადა

აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის სრული განახლებისთვის, სამუშაოს 95% შესრულებულად გამოაცხადა. მისი თქმით, პროექტი ხუთ ეტაპს შედგებოდა და აქედან სამი უკვე დასრულებულია. „ახალქალაქის სადგურზე სამუშაო დასასრულს უახლოვდება. დანარჩენი სამუშაოს დასრულებაც ორ თვეში იგეგმება,“ - აღნიშნა რუსტამოვმა. მან აღნიშნა, რომ BTK, რომელიც შუა დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია, ქმნის უამრავ შესაძლებლობებს ჩინეთიდან ევროპაში და უკან საქონლის ტრანსპორტირებისთვის. ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ამ მარშრუტზე ევროპული და ჩინური ტვირთების საკმაოდ დიდი მოცულობის მიწოდებაზე უახლოეს თვეებში. „ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა იქნება სატრანზიტო ტვირთის მოცულობის გაზრდა,“ - დასძინა რუსტამოვმა. აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სამუშაოს სწრაფ დასრულებას განიხილავენ - მედია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარის როვშან რუსტამოვის ხელმძღვანელობით დელეგაცია იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოს მიმდინარეობის გაცნობა იყო.  

ერდოღანმა თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საბაჟო სატრანზიტო ოპერაციების გამარტივების შეთანხმება დაამტკიცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საბაჟო სატრანზიტო ოპერაციების გასამარტივებლად, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. შეთანხმება მიზნად ისახავს ტრანზიტით გადატანილი საქონლის საბაჟო პროცედურების გამარტივებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, რომელიც სამივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადის. შეგახსენებთ, 2022 წლის 18 აგვისტოს ბაქოში გაფორმდა „შეთანხმება თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობებს შორის, მონაცემების წინასწარი გაცვლის შესახებ, საბაჟო სატრანზიტო ოპერაციების გამარტივებისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ფარგლებში.“  

20 მაისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის ახლად გარემონტებულ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებლების მოძრაობა დაიწყება - რუსტამოვი

20 მაისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) ახლად გარემონტებულ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებლების მოძრაობა დაიწყება. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოზე გამავალი BTK-ის სარკინიგზო ხაზის 184-კილომეტრიანი მონაკვეთის სარემონტო-აღდგენითი, რეკონსტრუქციისა და გაფართოების სამუშაო უკვე დასრულებულია. ამის შესახებ „აზერბაიჯანის რკინიგზის" თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა განაცხადა. „20 მაისიდან, განახლებული BTK-ის სარკინიგზო ხაზით სატვირთო გადაზიდვები დაიწყება. ამ რკინიგზის მოდერნიზაციის უპირველესი მიზანი იყო შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და სარკინიგზო მარშრუტის სტატუსის ამაღლებ. მე მჯერა, რომ ეს განვითარება აზერბაიჯანს, როგორც სატრანსპორტო კვანძს აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე დააყენებს,“ - აღნიშნა რუსტამოვმა. ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც შუა დერეფნის სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტია, 2024 წლის 20 მაისს მოდერნიზაციის შემდეგ გაზრდის მის სატრანსპორტო გამტარუნარიანობას წელიწადში ხუთ მილიონ ტონამდე, რაც ხუთჯერ მეტია წინა სიმძლავრეზე, იუწყება აზერბაიჯანის რკინიგზა CJSC.  ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული ნაწილი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოს გამო, 2023 წლის 16 მაისიდან დაიკეტა. სარკინიგზო ხაზი აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს აკავშირებს. ეს არის უმოკლესი გზა არამხოლოდ სამ ქვეყანას შორის, არამედ, აზიასა და ევროპას შორის. BTK შესაძლებელს ხდის საქონლის ტრანსპორტირების დროის განახევრებას. რკინიგზა ამარტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნების - თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის წვდომას ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე. რკინიგზის საერთო სიგრძე 846 კმ-ია. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის 504 კმ, საქართველოს გავლით - 263 კმ, თურქეთის გავლით - 79 კმ. საწყის ეტაპზე BTK-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 6,5 მლნ ტონა იქნება, ხოლო დაგეგმილია 1 მილიონამდე მგზავრის გადაყვანა. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები      

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ მუშაობა სატესტო რეჟიმში განაახლა

20 მაისს აზერბაიჯანის რკინიგზამ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე სატვირთო მატარებლის გაშვების შესახებ განაცხადა, სადაც ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაო სრულდება. როგორც ადრე იტყობინებოდნენ, სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ სამშენებლო სამუშაო ქართულ მონაკვეთზე გრძელდება. „ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტი სატესტო რეჟიმში გაიხსნა. კერძოდ, დღის პირველ ნახევარში სამშენებლო სამუშაო გაგრძელდება, დღის მეორე ნახევარში კი, სატვირთო მატარებლები იმოძრავებენ,” - განმარტეს სამინისტროში. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული ნაწილი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოს გამო, 2023 წლის 16 მაისიდან დაიკეტა. სარკინიგზო ხაზი აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს აკავშირებს. ეს არის უმოკლესი გზა არამხოლოდ სამ ქვეყანას შორის, არამედ, აზიასა და ევროპას შორის. BTK შესაძლებელს ხდის საქონლის ტრანსპორტირების დროის განახევრებას. რკინიგზა ამარტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნების - თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის წვდომას ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე. რკინიგზის საერთო სიგრძე 846 კმ-ია. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის 504 კმ, საქართველოს გავლით - 263 კმ, თურქეთის გავლით - 79 კმ. საწყის ეტაპზე BTK-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 6,5 მლნ ტონა იქნება, ხოლო დაგეგმილია 1 მილიონამდე მგზავრის გადაყვანა. 20 მაისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის ახლად გარემონტებულ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებლების მოძრაობა დაიწყება - რუსტამოვი  

ბაქო-თბილისი-ყარსის საშუალებით, ყოველწლიურად, 60 ათასი ტონა სპილენძის ტრანსპორტირება იგეგმება

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზი წელიწადში 60 000 ტონა სპილენძს გადაიტანს. ამის შესახებ მედიას აზერბაიჯანის რკინიგზის CJSC-ის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა განუცხადა. მისი თქმით, ამ მიზნით ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. „ჩვენმა ზოგიერთმა მომხმარებელმა მაშინვე მოგვმართა სარკინიგზო ხაზის 184-კილომეტრიანი ქართული ნაწილის სარემონტო, რეკონსტრუქციისა და გაფართოების სამუშაოების დასრულების შემდეგ. ტვირთების გადაზიდვა BTK-ით 2024 წლის 20 მაისს განახლდა. ამ დღეს 20 კონტეინერისგან შემდგარი პირველი სატვირთო მატარებელი აბშერონ ლოგისტიკური ცენტრიდან საქართველოში გადავიდა. 20 მაისს აზერბაიჯანის რკინიგზამ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე სატვირთო მატარებლის გაშვების შესახებ განაცხადა, სადაც ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაო სრულდება. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განმარტავდნენ, რომ სამშენებლო სამუშაო ქართულ მონაკვეთზე გრძელდება. „ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტი სატესტო რეჟიმში გაიხსნა. კერძოდ, დღის პირველ ნახევარში სამშენებლო სამუშაო გაგრძელდება, დღის მეორე ნახევარში კი, სატვირთო მატარებლები იმოძრავებენ,” - განმარტეს სამინისტროში. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული ნაწილი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოს გამო, 2023 წლის 16 მაისიდან დაიკეტა. BTK ამოქმედდა 2017 წლის 30 ოქტომბერს. სარკინიგზო ხაზი აკავშირებს აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს. ეს არის უმოკლესი გზა არამხოლოდ სამ ქვეყანას შორის, არამედ, აზიასა და ევროპას შორის. BTK შესაძლებელს ხდის საქონლის ტრანსპორტირების დროის განახევრებას. რკინიგზა ამარტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნების - თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის წვდომას ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე. სარკინიგზო ხაზის ქართული ნაწილის შეკეთების შედეგად, იგეგმება ტვირთის გადაზიდვის გაზრდა წელიწადში 5 მილიონ ტონამდე, რითაც სარკინიგზო ხაზი გახდება შუა დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ნაწილი. რკინიგზის საერთო სიგრძე 846 კმ-ია. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის 504 კმ, საქართველოს გავლით - 263 კმ, თურქეთის გავლით - 79 კმ. საწყის ეტაპზე BTK-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 6,5 მლნ ტონა იქნება, ხოლო დაგეგმილია 1 მილიონამდე მგზავრის გადაყვანა. 20 მაისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის ახლად გარემონტებულ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებლების მოძრაობა დაიწყება - რუსტამოვი  

ჯაფაროვი: ბაქო-თბილისი-ყარსი არის ჰაბი ყაზახეთისა და თურქმენეთის საზღვაო პორტებისთვის

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზი არის ჰაბი ყაზახეთისა და თურქმენეთის საზღვაო პორტებისთვის. ამის შესახებ ლოგისტიკური კომპანია Alliance Multimodal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატიგ ჯაფაროვმა განაცხადა. ჯაფაროვმა ეს განცხადება შავი და კასპიის ზღვების საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების სესიაზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ BTK როგორც სტრატეგიული სატრანსპორტო კერა, პოზიციის განმტკიცებას აგრძელებს. „ის უკვე არის ყაზახეთისა და თურქმენეთის საზღვაო პორტების ცენტრი. BTK სარკინიგზო მარშრუტი წარმოადგენს ცენტრალურ აზიას, კავკასიასა და ევროპას შორის ტვირთების ტრანზიტის მთავარ რგოლს. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი არის მნიშვნელოვანი კვანძი, რომელიც აკავშირებს კასპიის ზღვის მთავარ პორტებს გლობალურ ბაზრებთან,“ - აღნიშნა ჯაფაროვმა. 20 მაისს აზერბაიჯანის რკინიგზამ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე სატვირთო მატარებლის გაშვების შესახებ განაცხადა, სადაც ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაო სრულდება. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განმარტავდნენ, რომ სამშენებლო სამუშაო ქართულ მონაკვეთზე გრძელდება. „ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტი სატესტო რეჟიმში გაიხსნა. კერძოდ, დღის პირველ ნახევარში სამშენებლო სამუშაო გაგრძელდება, დღის მეორე ნახევარში კი, სატვირთო მატარებლები იმოძრავებენ,” - განმარტეს სამინისტროში. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული ნაწილი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოს გამო, 2023 წლის 16 მაისიდან დაიკეტა. BTK ამოქმედდა 2017 წლის 30 ოქტომბერს. სარკინიგზო ხაზი აკავშირებს აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს. ეს არის უმოკლესი გზა არამხოლოდ სამ ქვეყანას შორის, არამედ, აზიასა და ევროპას შორის. BTK შესაძლებელს ხდის საქონლის ტრანსპორტირების დროის განახევრებას. რკინიგზა ამარტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნების - თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის წვდომას ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე. სარკინიგზო ხაზის ქართული ნაწილის შეკეთების შედეგად, იგეგმება ტვირთის გადაზიდვის გაზრდა წელიწადში 5 მილიონ ტონამდე, რითაც სარკინიგზო ხაზი გახდება შუა დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ნაწილი. რკინიგზის საერთო სიგრძე 846 კმ-ია. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის 504 კმ, საქართველოს გავლით - 263 კმ, თურქეთის გავლით - 79 კმ. საწყის ეტაპზე BTK-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 6,5 მლნ ტონა იქნება, ხოლო დაგეგმილია 1 მილიონამდე მგზავრის გადაყვანა. 20 მაისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის ახლად გარემონტებულ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებლების მოძრაობა დაიწყება - რუსტამოვი  

7 ქვეყნის სარკინიგზო ადმინისტრაციები საერთაშორისო ასოციაცია - „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტს“ ქმნიან

აზერბაიჯანის, თურქეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, ჩინეთისა და ავსტრიის სარკინიგზო ადმინისტრაციები, საერთაშორისო ასოციაციის - „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის“ შექმნაზე შეთანხმდნენ. ეს გადაწყვეტილება პარასკევს, 20 სექტემბერს, ბაქოში, საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მიიჩნევენ, რომ „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის“ დაარსება ევრაზიის გლობალური რეგიონის ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების მოცულობას გაზრდის. „ყველა ოფიციალური პროცედურა უახლოეს მომავალში დასრულდება,“ - განაცხადა აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა როვშან რუსტამოვმა პრესკონფერენციაზე.  შუა დერეფნის გაძლიერება „ასოციაციამ უნდა შეასრულოს სტრუქტურირებული სამუშაო, შეიმუშაოს დერეფნის კონცეფცია, ჩამოაყალიბოს სატარიფო პოლიტიკა და შეისწავლოს ციფრული გადაწყვეტილებების განხორციელების გზები, რათა უზრუნველყოს უფრო სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტი,“ - განმარტა რუსტამოვმა. მიზანია, რომ შუა დერეფანი გახდეს უფრო ეფექტური და მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის, გაუმჯობესდეს მარშრუტის საერთო ოპერაციები. რუსტამოვმა განაცხადა, რომ ჩინეთი "შუა დერეფნით" 1000 საკონტეინერო ბლოკ-მატარებლის გაგზავნას გეგმავს. მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ჩინეთიდან "შუა დერეფნით" 212 ბლოკ-მატარებელი გაიგზავნა. „მარტში, სიანის პორტიდან პირველი საკონტეინერო მატარებელი ბაქოში სულ რაღაც 11 დღეში ჩავიდა. ამ მატარებლებს საშუალოდ, 8-დან 10 დღემდე სჭირდებათ აზერბაიჯანამდე, ხოლო 12 დღე საქართველოს პორტებში მისასვლელად,“ - განაცხადა რუსტამოვმა. ტვირთის სავარაუდო მოცულობა დაახლოებით 420 000 ტონაა. შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი გადამწყვეტია აზიასა და ევროპას შორის ტრანსპორტის გასაადვილებლად. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, ამ დერეფნის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მედია წერს, რომ ახლად შექმნილი ასოციაცია ზედამხედველობას გაუწევს ამ მარშრუტის კოორდინაციასა და განვითარებას, რაც უზრუნველყოფს მის მდგრადობას და კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზარზე. თურქეთის რკინიგზის TCDD Tasimacilik Company-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი უფუკ იალჩინი მიიჩნევს, რომ ახლად შექმნილი საერთაშორისო ასოციაცია „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტი“ ტვირთების გადაზიდვის არეალს გააფართოებს, იუწყება Trend. ბაქოში გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას იალჩინმა აღნიშნა, რომ მულტიმოდალური ტრანსპორტირების დონზე ჩინეთსა და ევროპას შორის იზრდება და სატრანზიტო ქვეყნებმა დაუყოვნებლივ უნდა უპასუხონ ამ ტენდენციებს. „ახალი ქვეყნების ხარჯზე, ევრაზიული მარშრუტის განვითარების ინიციატივა ეფექტიანად და კომერციულად მიმზიდველად იმუშავებს,“ - აღნიშნა თურქეთის რკინიგზის წარმომადგენელმა. „ბაქო-თბილისი-ყარსი მნიშვნელოვანი მარშრუტია ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში,“ - განაცხადა იალჩინმა. მისი თქმით, ეს ინფრასტრუქტურა ევროპასა და აზიას შორის ტვირთის უწყვეტ ტრანსპორტირებას შეუწყობს ხელს. ჩინეთის სარკინიგზო საკონტეინერო ტრანსპორტის კორპორაციის ხელმძღვანელის იან ბინის თქმით, ჩინეთი „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის“ შექმნის ინიციატივას უერთდება, რადგან პეკინი ევრაზიის რეგიონის გავლით საქონლის ტრანსპორტირების გაზრდით არის დაინტერესებული. მისი განმარტებით, ეს ორგანიზაცია ჯდება პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განვითარების კონცეფციაში. მანვე აღნიშნა, რომ ჩინეთის 40 ქალაქი ევროპის 225 ქალაქს სხვადასხვა სატრანსპორტო მარშრუტით უკავშირდება, რომელთა შორისაც შუა დერეფანმა მნიშვნელობა მოიპოვა. ბინმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მარშრუტზე მატარებლების რაოდენობა და ტრანსპორტირების მოცულობა გაიზრდება. უზბეკეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარემ ზუფარ ნარზულაევმა განაცხადა, რომ მხარს უჭერენ "ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის" საერთაშორისო ასოციაციის შექმნას, რადგან ეს გააძლიერებს ურთიერთობას ქვეყნების რკინიგზების ადმინისტრაციებს შორის. „უზბეკეთში ყველა პირობა იქმნება ტრანსპორტის და სატრანზიტო პოტენციალის გასაფართოებლად. ნაბიჯები გადაიდგმება ქვეყანაში რკინიგზის მშენებლობისა და მოდერნიზაციისკენ. გარდა ამისა, უზბეკეთში ვითარდება ინტეგრირებული ლოგისტიკური ცენტრები და მიღებულია ზომები ამ სფეროში მარეგულირებელი ბაზის გასაუმჯობესებლად,“ - აღნიშნა ნარზულაევმა.