თეგი: მარცვლეულის შეთანხმება
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პირველად, უკრაინულ პორტში მარცვლეულის აფრიკაში ექსპორტისთვის ჩასული გემი ჩამოდგა
უკრაინაში, „პივდენეს“ პორტში ჩამოდგა აფრიკული გემი, რომელიც, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის პირველ პარტიას გაიტანს, - ამის შესახებ Al Jazeera წერს. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, სატვირთო გემი Brave Commander პივდენეს საზღვაო პორტშია. „სატვირთო გემი Brave Commander პივდენეს საზღვაო პორტშია. ძალიან მალე, უკრაინული მარცვლეული ეთიოპიას მიეწოდება“, - დაწერა Twitter-ზე უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმების“ ფარგლებში მოქმედი 175 გემი დაბლოკა - ვოლოდიმირ ზელენსკი
რუსეთის ფედერაციამ უკვე დაბლოკა 175 გემი, რომლებსაც „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის ფარგლებში პორტებს უნდა დაეტოვებინათ.ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. NATO მოუწოდებს რუსეთს, განაახლოს „მარცვლეულის შეთანხმება“ და შავ ზღვაში აგრესიული ქმედებები შეწყვიტოს – სტოლტენბერგი მან აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება ყოველდღიურად მუშაობს მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივის დასაცავად. „აშკარაა, რომ რუსეთი აპირებს კიდევ ერთხელ გაამწვავოს გლობალური სასურსათო კრიზისი, კიდევ ერთხელ დააბრუნოს ფართომასშტაბიანი შიმშილის საფრთხე. ყველა ჩვენი პარტნიორის პასუხისმგებლობაა კვლავ უზრუნველყოს სურსათის უსაფრთხოება და დაასრულოს ეს ბინძური „რუსული შიმშილის“ თამაში. დღეს, რუსეთის მიერ ჩვენი სურსათის ექსპორტის მიზანმიმართული შენელების გამო, გემების რაოდენობამ, რომლებიც სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას ელოდებიან, უკვე 175-ია“, - განაცხადა ზელენსკიმ. სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვი „მარცვლეულის შეთანხმებას“ ტოვებს
მოსკოვი, „მარცვლეულის შეთანხმებაში“მონაწილეობას, ანექსირებულ ყირიმში შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმის შემდეგ აჩერებს. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. NATO მოუწოდებს რუსეთს, განაახლოს „მარცვლეულის შეთანხმება“ და შავ ზღვაში აგრესიული ქმედებები შეწყვიტოს – სტოლტენბერგი უწყება თავდასხმაში „კიევის რეჟიმსა" და „დიდი ბრიტანეთის სპეციალისტებს" ადანაშაულებს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ითხოვს „ურთიერთობების განბლოკვას“, დაე, ჯერ შავი ზღვა განბლოკოს სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
ზელენსკი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლაზე: ახლა საჭიროა ძლიერი საერთაშორისო რეაქცია
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლაზე, მკაცრ საერთაშორისო რეაქციას ელოდება. კეროდ, გაეროსგან და G20-ის წევრებისგან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვი „მარცვლეულის შეთანხმებას“ ტოვებს „ახლა საჭროა მკაცრი საერთაშორისო რეაქცია, როგორც გაეროს, ისე სხვა დონეებზეც. მათ შორის „დიდი ოცეულის“ დონეზეც. როგორ უნდა იყოს რუსეთი G20-ის წევრი, როცა რამდენიმე კონტინენტზე „შიმშილის გამოწვევას“, მიზანმიმართულად ცდილობს. ეს ნონსენსია. რუსეთის ადგილი „დიდ ოცეულში“ არ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ. დმიტრო კულება მარცვლეულზე: მოვუწოდებ სახელმწიფოებს, მოსთხოვონ რუსეთს „შიმშილის თამაშების“ შეწყვეტა 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, დღეს სევასტოპოლში მომხდარ „ტერაქტს“ ასახელებს. სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
დმიტრო კულება: მოვუწოდებ სახელმწიფოებს, მოსთხოვონ რუსეთს „შიმშილის თამაშების“ შეწყვეტა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლის საბაბი იპოვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვი „მარცვლეულის შეთანხმებას“ ტოვებს კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინამ მანამდე განაცახადა, რომ რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმების“ ჩაშლას გეგმავდა. „ახლა მოსკოვმა „ხორბლის დერეფნის“ დაბლოკვის მიზეზი მოიფიქრა, რომელიც მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, რომ რუსეთს მოსთხოვონ შეწყვიტოს „შიმშილის თამაშები“ და დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს“, - განაცახდა კულებამ. მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, დღეს სევასტოპოლში მომხდარ „ტერაქტს“ ასახელებს. სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
ერმაკი: ქვეყანა, რომელსაც გლობალური შიმშილის პროვოცირება სურს, G20-ში არ უნდა იყოს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შესახებ მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ისინი გლობალური შიმშილის პროვოცირებას ცდილობენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვი „მარცვლეულის შეთანხმებას“ ტოვებს ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე დაწერა, იუწყება Ukrinform. „რუსეთი ცდილობს გლობალური შიმშილის პროვოცირებას. ამ ქვეყანას ადგილი არ აქვს G20-ში", - განაცხადა იერმაკმა. დმიტრო კულება მარცვლეულზე: მოვუწოდებ სახელმწიფოებს, მოსთხოვონ რუსეთს „შიმშილის თამაშების“ შეწყვეტა 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ „ტერაქტს“ ასახელებს, როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე, დრონებით იერიში განხორციელდა. სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
ევროკავშირი: რუსეთის გადაწყვეტილება სასურსათო კრიზისის მოგვარებას საფრთხეს უქმნის
ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთს, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერების გადაწყვეტილება გააუქმოს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე დაწერა. ევროკავშირის შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება სასურსათო კრიზისის მოგვარებას საფრთხეს უქმნის. ენტონი ბლინკენი: რუსეთი პირდაპირი აცხადებს, რომ ადამიანები მთელ მსოფლიოში შიმშილით უნდა დაიხოცონ „რუსეთის გადაწყვეტილება, შეაჩეროს თავისი მონაწილეობა შავი ზღვის განბლოკვის შესახებ შეთანხმებაში, საფრთხეს უქმნის მარცვლეულისა და სასუქების ძირითად საექსპორტო გზას ომის შედეგად გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს გადაწყვეტილება", - წერს ბორელი. ზელენსკის თქმით, რუსეთმა სასურსათო კრიზისის განზრახ გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ კიევმა თავდასხმა დიდი ბრიტანეთის დახმარებით მოაწყო, რასაც უკრაინა და დიდი ბრიტანეთი უარყოფენ. 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
დმიტრო კულება: რუსეთი დიდი ხანია, „შიმშილის თამაშების" განახლებას გეგმავს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თვლის, რომ რუსეთი დიდი ხანია, გეგმავს, ძირი გამოუთხაროს „მარცვლეულის შეთანხმების“ და ახლა თავისი ნაბიჯის გამართლებას ცდილობს. ამის შესახებ კულება Twitter-ზე წერს. „ყალბი საბაბით მარცვლეულის გარიგებაში მონაწილეობის შეწყვეტით, რუსეთი ბლოკავს 2 მილიონ ტონა მარცვლეულს 176 გემზე უკვე ზღვაში - ეს საკმარისი იქნებოდა 7 მილიონზე მეტი ადამიანის გამოსაკვებად. რუსეთმა ეს წინასწარ დაგეგმა“, - დაწერა კულებამ. ენტონი ბლინკენი: რუსეთი პირდაპირი აცხადებს, რომ ადამიანები მთელ მსოფლიოში შიმშილით უნდა დაიხოცონ 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებში, ხელოვნური შიმშილის გამოწვევას ცდილობს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ მილიონობით აფრიკელი, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის მოსახლეობა „ხელოვნური შიმშილის“ ზღვარსა და ფასების კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვი „მარცვლეულის შეთანხმებას“ ტოვებს „რატომ ხდება ისე, რომ ზოგიერთ ადამიანს, სადღაც კრემლში, შეუძლია, გადაწყვიტოს, საკვები იქნება ეგვიპტეში ხალხის სუფრაზე თუ ბანგლადეშში? რა არის ეს? მსოფლიოს აქვს ძალა, დაიცვას ხალხი ამისგან", - განაცხადა ზელენსკიმ. დმიტრო კულება მარცვლეულზე: მოვუწოდებ სახელმწიფოებს, მოსთხოვონ რუსეთს „შიმშილის თამაშების“ შეწყვეტა ზელენსკიმ, რუსეთის განცხადებას „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ, „საკმაოდ პროგნოზირებადი“ უწოდა. „სინამდვილეში, ეს არ არის მათი ამჟამინდელი გადაწყვეტილება. რუსეთმა სასურსათო კრიზისის განზრახ გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო, როცა უკრაინული სურსათით დატვირთული გემების მოძრაობა დაბლოკა. სექტემბრიდან დღემდე „მარცვლეულის დერეფანში“ 176 გემი დაგროვდა, რომლებიც მარშრუტს ვერ გადიან. ზოგიერთი მარცვლეულის გადამზიდავი სამ კვირაზე მეტია, პორტიდან გასვლას ელოდება. ეს არის რუსეთის მიერ განხორცილებული აბსოლუტურად შეგნებული ბლოკადა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ „ტერაქტს“ ასახელებს, როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე, დრონებით იერიში განხორციელდა. სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
„მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ, მსოფლიოში ხორბალი გაძვირდა - მედია
Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვკის შემდეგ, მსოფლიოში ხორბლისა და სხვა პროდუქტების გაძვირება დაიწყო. ორშაბათს, ვაჭრობის დაწყებისას, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასი 7.7%-ით გაიზარდა და ერთი ბუშელის ფასი თითქმის $9 გაუტოლდა. ამასთან, სინგაპურის ბირჟაზე ხორბლის ფასის 5.6%-იანი მატება დაფიქსირდა. სიმინდი 2.8%-ით გაძვირდა, სოიოს ზეთი კი - 3%-ით. თუ ფასების ზრდა შენარჩუნდა, ეს გლობალურ ინფლაციის გაძლიერებას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შიმშილის პრობლემებს გაამწვავებს. Bloomberg-ის ცნობით, „მარცვლეულის შეთანხმების“ ამოქმედებიდან სამ თვეში უკრაინიდან გავიდა 9 მილიონ ტონაზე მეტი ხორბალი და სხვა საკვები პროდუქტი, რამაც გაზრდილ ფასებზე გავლენა მოახდინა და ხორბლისა და სურსათის გაიაფება დაიწყო. 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
მედია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, მარცვლეულის დერეფნის გასწვრივ გემების მოძრაობა შეაჩერა
„შავი ზღვის ინიციატივის“ ფარგლებში შექმნილი მარცვლეულის დერეფნის გასწვრივ, რუსეთის თავდაცვის სამინიტრომ, გემების მოძრაობის შეჩერების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. საფრანგეთი, უკრაინული მარცვლეულის სახმელეთო გზით ექსპორტს განიხილავს უწყების განცხადებით, მარცვლეულის დერეფნის გასწვრივ, გემების მოძრაობა იმ დრომდე შეჩერდება, ვიდრე „სევასტოპოლში, გემებზე უკრაინის თავდასხმის საკითხი არ გაირკვევა“. მედიის ცნობითვე, რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცახდეს, რომ გემებისთვის მოძრაობა უსაფრთხო კორიდორში მიუწვდომელი იქნება, „რადგან უკრაინამ ეს რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისთვის გამოიყენა“. უკრაინა, თურქეთი და გაერო, მარცვლეულის დერეფანში გემების გადადგილებაზე, რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილე არც ერთ მხარეს ამ დრომდე პროდუქციით დატვირთული გემების გადაადგილების შეჩერების შესახებ არ განუცხადებია. „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ, მსოფლიოში ხორბალი გაძვირდა - მედია 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა, მარცვლეულის შესახებ შეთანხმების შესრულებას განაგრძობს
უკრაინა განაგრძობს მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებების შესრულებას და იმედოვნებს, რომ შეთანხმების პარტნიორები - გაერო და თურქეთი - "დაამშვიდებენ" რუსულ რიტორიკას,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინა, თურქეთი და გაერო, მარცვლეულის დერეფანში გემების გადადგილებაზე, რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ მისი თქმით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში გაფორმდა ორი შეთანხმება, მათგან ერთი უკრაინას, გაეროსა და თურქეთს შორის (მეორე რუსეთს, თურქეთსა და გაერო-ს შორის). „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ, მსოფლიოში ხორბალი გაძვირდა - მედია „მე არ გამიგია, რომ ამ სამი სუბიექტიდან ვინმე არ ეთანხმებოდეს და სურდეს მარცვლეულის ინიციატივის შეჩერება. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ მომქმედებას შეთანხმების მიხედვით", - განაცახდა ზელენსკიმ. საფრანგეთი, უკრაინული მარცვლეულის სახმელეთო გზით ექსპორტს განიხილავს 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
რუსეთი აცხადებს, რომ მარცვლეულის შეთანხმების შესრულებას ისევ განაახლებს
რუსეთი აცხადებს, რომ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს. ამის შესახებ Reutersი-ი წერს. „რუსეთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ ამ მომენტში მიღებული გარანტიები საკმარისად გამოიყურება და განაახლებს შეთანხმების შესრულებას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის თავდაპირველი ნაბიჯის მიუხედავად, რომელიც შეთანხმებიდან გასვლას გულისხმობდა, გემებმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი განაგრძეს და ორშაბათს გადაზიდვის რეკორდული მოცულობაც დაფიქსირდა. რუსმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ტატიანა სტანოვაიამ განაცხადა, რომ რუსეთის დღევანდელი განცხადება პუტინის აღიარებაა, რომ მას გადაზიდვების დაბლოკვა არ შეუძლია. „კრემლი თავად გაება ხაფანგში და არ იცოდა როგორ გამოსულიყო“, - განაცხადა ანალიტიკოსმა Reuters-ის ცნობით. კრემლის განცხადებას წინ უძღოდა უკრაინული მხარის ცნობა, რომ ერთდღიანი ინსპექტირებისა და პაუზის შემდეგ, „მარცვლეულის დერეფანი" 3 ნოემბერს ისევ გაიხსნებოდა. უფრო ადრე ერდოღანმა მოუწოდა პუტინს, გაეგრძელებინა შეთანხმებაში მონაწილეობა, ამის შემდეგ კი, ხსენებული საკითხი თურქეთისა და გერმანიის ლიდერებმაც განიხილეს. განახლება: „პუტინთან ჩვენი გუშინდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ, დღეს მარცვლეულის გადაზიდვა გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო დაგეგმილი“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Anadolu-ს ცნობით. ერდოღანი დღეს სატელეფონო საუბარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს.
რატომ შეცვალა რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება
რუსეთმა დღეს განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს. ამის მოტივად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ, მიღებული გარანტიები დაასახელა. რუსეთმა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში მონაწილეობა 29 ოქტომბერს შეაჩერა. მოსკოვი ამ ნაბიჯის გამართლებას სევასტოპოლში, დრონების თავდასხმით ცდილობდა, რაშიც უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებდა. კიევს თავდასხმაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. რატომ დატოვა რუსეთმა 29 ოქტომბერს მარცვლეულის შეთანხმება და რატომ განაახლა მონაწილეობა 2 ნოემბერს? Europetime-თან ინტერვიუში, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის ამ ქმედებებს, თავისი მოტივები აქვს და ამ საკითხს ეკონომიკურის გარდა, თან სდევს პოლიტიკური კონტექსტიც. „რუსეთი ცდილობდა და ცდილობს, რომ მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირების სანაცვლოდ, მსოფლიო ბაზარზე რუსული ხორბლის გატანაზე დივიდენდები მიიღოს“, - ამბობს სილაგავა. ამასთან, მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოიკვეთა, რომ რუსეთს მარცვლეულის დერეფნის დაბლოკვა არ შეუძლია. „თურქეთმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ რუსეთის გარეშე გამოიტანდა ხორბალს უკრაინიდან. ასეც მოხდა და პირველ ნოემბერს უკრაინის პორტი, მარცვლეულით დატვირთულმა 4-მა გემმა დატოვა ისე, რომ რუსეთს ეს ფაქტი მხოლოდ შეატყობინეს, რაზეც მკვეთრი რეაგირება ვერ მოახდინა. თუ რუსეთი ამ გემებს, სამხედრო წინააღმდეგობას გაუწევდა, ფაქტობრივად, NATO-სთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში შევიდოდა. რუსეთის ქმედება იყო გარკვეულწილად „ნერვების ომი“, ვითარება აჩვენებს, რომ პუტინმა გარკვეულწილად დათმო“, - აცხადებს სილაგავა. მისივე თქმით, აქ გამოჩნდა, რომ „მარცვლეულის დერეფნის კონტროლისას, სამხედრო თვალსაზრისით თურქეთი უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთი. აქედან გამომდინარე, გუშინვე იყო მინიშნება, რომ რუსეთი დაუბრუნდებოდა მარცვლეულის შეთანხმებას“. რაც შეეხება მარცვლეულის შეთანხმებაში რუსეთის მოტივს „გარანტების მიღებაზე“, სილაგავა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციამ „დიპლომატიური განცხადება გააკეთა, რადგან მიხვდნენ, რომ ამ ვითარებაში ვერაფერს ცვლიან და მარცვლეულის დერეფანი მაინც იმუშავებს“. რუსეთის განცხადების შემდეგ, რა პროცესებია მოსალოდნელი მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე Europetime-თან ინტერვიუში, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარსა და მარცვლეულის ბირჟებზე ხორბალსა და მარცვლეულზე ფასების შემცირებაა მოსალოდნელი. 31 ოქტომბერს, მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლაზე რუსეთის განცხადებიდან ორი დღის შემდეგ, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასი 7.7%-ით გაიზარდა და ერთი ბუშელზე თითქმის $9 გაუტოლდა. ამასთან, სინგაპურის ბირჟაზე ხორბლის ფასის 5.6%-იანი მატება დაფიქსირდა. სიმინდი 2.8%-ით გაძვირდა, სოიოს ზეთი კი - 3%-ით. „თუ ფასების ზრდა შენარჩუნდა, ეს გლობალურ ინფლაციის გაძლიერებასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შიმშილის პრობლემებს გაამწვავებს“, - პროგნოზირებდნენ ანალიტიკოსები. ამასთან ლევან სილაგავა ამბობს, რომ რუსეთი მანიპულირებდა, როცა მარცვლეულის შეთანხმებას ტოვებდა, რადგან იცოდა, რომ მსოფლიო ბაზრებზე ეს საფასო რყევას გამოიწვევდა, რითაც დამატებითი დივიდენდების მიღება სურდა. რუსეთის განცხადებამდე, მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე, ფასები სტაბილური იყო. „ამ გადაწყვეტილებამდე, რუსეთმა ხორბალსა და ფქვილზე მცურავი ბაჟი რამდენჯერმე გაზარდა, თუმცა ამან მსოფლიო ბაზარზე გავლენა ვერ მოახდინა. ვფიქრობ, რუსეთმა ეს რისკების გადასაზღვევად გააკეთა, რადგან მისი ქმედება, წინ უსწრებდა განცხადებას მარცვლეულის შეთანხმების დატოვებაზე“, - აღნიშნა სილაგავამ. მისივე თქმით, მსოფლიო ბირჟებზე ფასების დასტაბილურება, იმის წინაპირობაა, რომ საქართველოსთვის რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი არ გაძვირდება. „თუ ხორბლის დერეფანი გაჩერდებოდა, საქართველოს და იმ ქვეყნებს, ვინც რუსეთისგან ფქვილსა და ხორბალს ყიდულობს, ეს პროდუქტები ავტომატურად გაუძვირდებოდა“, - აცხადებს სილაგავა. ცნობილია, რომ საქართველოში 2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში 105 ათას ტონაზე მეტი ხორბლის იმპორტი განხორციელდა. მათ შორის ყველაზე მეტი ხორბალი ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც საერთო იმპორტის დაახლოებით 92 პროცენტია. რა სურდა რუსეთს? ხორბლის დერეფანი, სტამბულის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში, 2022 წლის 22 ივნისს 120 დღით ამუშავდა და შეთანხმების მოქმედების ვადა 19 ნოემბერს იწურება. შესაბამისად, ყველა მხარე, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა და გაერო მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებასა და მარცვლეულის დერეფნის მუშაობაზე თავიდან უნდა შეთანხმდნენ. ლევან სილაგავას განმარტებით, მარცვლეულის შეთანხმებას, თან ახლავს გაეროსა და რუსეთს შორის დადებული მემორანდუმი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე, რუსული ხორბალზე შეუფერხებელ წვდომას განსაზღვრავს. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციას ამ მემორანდუმის გადახედვა სურს, რადგან მიაჩნიათ, რომ იქ არსებული ჩანაწერი ბუნდოვანია. მემორანდუმის თანახმად, მსოფლიო ბაზრებზე რუსულ ხორბალზე წვდომა შეუფერხებლად უნდა განხორციელდეს. სილაგავა განმარტავს, რომ მსოფლიო ბაზრებზე, რუსულ ხორბალზე წვდომა მაინც შეფერხდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი, როგორც ჰუმანიტარული ტვირთი სანქცირებული არ არის. „რუსულ მხარეს ხორბლის ექსპორტის პრობლემა შეექმნა, რადგან ევროპის პორტებში რუსული გემების შესვლა სანქცირებულია. რუსეთი იძულებულია, ხორბალი ექსპორტზე უცხოური გემებით გაიტანოს. აქ კი შემაფერხებელია ის, რომ ყველა გემთმფლობელი ერიდება რუსული ტვირთის გადატანას, რადგან შესაძლოა, მათ სანქციები დაუწესდეთ“, - ამბობს სილაგავა. მისივე თქმით, სწორედ ამ პრობლემების გამო, რუსეთის ფედერაცია გაეროსთან დადებული მემორანდუმით უკმაყოფილოა, რადგან იქ საუბარია მხოლოდ მსოფლიო ბაზარზე რუსულ ხორბალზე შეუფერხებელ წვდომაზე და არა ტრანსპორტირებაზე. „რუსეთი გაეროს მემორანდუმში, ზუსტ განმარტებას ითხოვს. ეს იყო ქვეტექსტი - თუ ჩვენი ხორბალი არ გაიყიდება, მაშინ დავბლოკავთ მარცვლეულის დერეფანს“, - აცხადებს სილაგავა. რუსეთს რომ ხორბლის ჭარბი მოსავალი აქვს და რეალიზაცია უჭირს, ამაზე ფედერაციის „მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირი“ საუბრობს. წერენ რუსული წყაროები. „რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული სირთულეები აიძულებს ბიზნესს, მოძებნონ მისი ექსპორტის ალტერნატიული გზები“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. ამიტომ, რუსეთის „მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირი“ აქცენტს, ხორბლის ნაცვლად, ფქვილის ექსპორტზე აკეთებს. კავშირის მონაცემებით, ხორბლის ფქვილის მთლიანმა მიწოდებამ მსოფლიო ბაზარზე 2022 წელს 488,3 ათასი ტონა შეადგინა. წინა სეზონში ექსპორტი მხოლოდ 205,4 ათასი ტონა იყო. „რუსული ფქვილის ტოპ მყიდველებმა რამდენჯერმე გაზარდეს შესყიდვები: საქართველომ - თითქმის 12-ჯერ (136,3 ათას ტონამდე), ავღანეთმა - 22-ჯერ (100,6 ათას ტონამდე), ერაყმა - 12-ჯერ მეტი (63 ათას ტონამდე) ფქვილი შეისყიდა. თურქეთმა, რომელიც ჩვენთან ყოველთვის მხოლოდ მარცვლეულს ყიდულობდა და ფქვილს ადგილზე აწარმოებდა, ამჯერად 42,3 ათასი ტონა (60-ჯერ მეტი გასულ სეზონზე) შეიძინა“, - აცხადებს გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე ედუარდ ზერნინი. მისივე თქმით, რუსეთს ხორბლის ექსპორტისთვის ახალი შესაძლებლობები და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა სჭირდება.
„მარცვლეულის ინიციატივამ“ აჩვენა, რომ მსოფლიოს შეუძლია რუსეთის შანტაჟს დაუპირისპირდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
ამ შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წონიანი საერთაშორისო შედეგი იყო ის, რომ მარცვლეულის დერეფნის წყალობით შესაძლებელი გახდა მსოფლიოში სასურსათო კრიზისის გამწვავების თავიდან აცილება. რუსეთი აცხადებს, რომ მარცვლეულის შეთანხმების შესრულებას ისევ განაახლებს ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „სწორედ მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივის მაგალითზე ვაჩვენეთ, რომ მსოფლიოს შეუძლია უზრუნველყოს სტაბილურობა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე არსებობს. მსოფლიო არ დანებდა რუსულ შანტაჟს და არ მოექცა ზეწოლის ქვეშ, ძირითადმა აქტორებმა გადამწყვეტად იმოქმედეს. იენს სტოლტენბერგი: მარცვლეულის დერეფნის გაჩერების რისკები არსებობს შედეგად, სასურსათო კრიზისის გამწვავების თავიდან აცილება მოხერხდა. ეს არის მთელი შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შედეგი. როდესაც მსოფლიო გაერთიანებულია, ტერორისტებს შანსი არ აქვთ", - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ოდესის, ჩორნომორსკისა და პივდენის პორტებიდან ერთი კვირის განმავლობაში 28 გემი გავიდა, რომლებიც 800 000 ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქტით დაიტვირთა. გემები გავიდა ეგვიპტის, ლიბიის, მაროკოს, ალჟირის, ომანის, თურქეთის, ჩინეთისა და ეთიოპიის მიმართულებით“. ასევე წაიკითხეთ: რატომ შეცვალა რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება
თურქეთის, რუსეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლები, სტამბოლში შეხვედრას გამართავენ
თურქეთი, რუსეთი, უკრაინა და გაერო სტამბოლში შეხვედრისას, მარცვლეულის შეთანხმებას განიხილავენ. მხარეები 10-11 მაისს ისაუბრებენ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაზე, რომელსაც ვადა 18 მაისს ეწურება. 10-11 მაისს, სტამბოლში, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა და გაერო შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ, განაცხადა სამშაბათს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ. იტყობინება Anadolu. მოლაპარაკებების დროს, მხარეების მიერ განიხილება შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გახანგრძლივება, ასევე, დეტალური და უსაფრთხო ევაკუაციის გეგმის შემუშავება სავაჭრო გემებისა და მათი ეკიპაჟების დაბრუნებისთვის, რომლებიც კონფლიქტური პირობების გამო უკრაინის პორტებში არიან გაჩერებულნი, განაცხადა სამინისტრომ. თურქეთმა, გაერომ, რუსეთმა და უკრაინამ გასული წლის ივლისში მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომელიც უკრაინის შავი ზღვის სამი პორტიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენას გულისხმობს. ექსპორტი 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეჩერდა. სტამბულში, სამი ქვეყნის ოფიციალურ პირებთან და გაეროს წარმომადგენლებთან ერთად, ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი შეიქმნა, რომლის მიზანია, ზედამხედველობა გაუწიოს გადაზიდვებს.
მაკრონი: ნათელია, რომ პუტინმა საკვების იარაღად გამოყენება გადაწყვიტა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა „უზარმაზარი შეცდომა" დაუშვა, როდესაც საკვების იარაღად გამოყენება გადაწყვიტა. სამშაბათს ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოში ჟურნალისტებთან საუბრისას მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთმა გაეროს შუამავლობით გაფორმებულ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობით, მრავალი ქვეყნის წინაშე აიღო „უზარმაზარი პასუხისმგებლობა." „ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, თუნდაც აზიის ქვეყნები ძალიან არიან დამოკიდებულნი ამ შეთანხმებებზე, რაზეც გავლენას მოახდენს რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო, პუტინი შანტაჟში დაადანაშაულა. ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს შავ ზღვაში გემების დაბლოკვაზე „ერთადერთი პასუხისმგებელი" უწოდა. ევროკომისიის მონაცემებით, უკრაინას ხორბლის მსოფლიო ბაზრის 10%, სიმინდის ბაზრის 15% და ქერის ბაზრის 13% უკავია. ცნობისთვის, ერდოღანის მიერ დაანონსებული შესაძლოა „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავენ.
უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლით განიხილავს
უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის მიწოდებას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლით განიხილავს. ელჩის განმარტებით, მარცვლეულის შეთანხმება შეიძლება გაგრძელდეს რუსეთის გარეშე, მაგრამ არსებობს უსაფრთხოების გამოწვევები. „ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტენ საკითხს ამჟამინდელი ინიციატივის მხარეები, ვინაიდან არც თურქეთი და არც გაერო გასულან ამ ინიციატივიდან, არც ჩვენ არ გამოვსულვართ ამ შეთანხმებიდან, ის კვლავ მოქმედებს ჩვენთვის. ერთადერთი პრობლემა ახლა საფრთხეა - კერძოდ, როცა ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, აგრესორმა ქვეყანამ გარანტია მისცა, რომ არ დაესხმიან გემებს და საპორტო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა ელჩმა და განმარტა, რომ „ახლა ასეთი გარანტია არ არსებობს.“ ბოდნარის თქმით, „როგორც ვარიანტი, მზღვეველებთან მუშაობის შესაძლებლობაც არსებობს, მაგრამ აქაც უსაფრთხოების რისკებზე პასუხისმგებლობის საკითხებს აწყდებიან.“ რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის „ასევე არის დაზღვევის საკითხი, რომელიც ტრადიციულად, საზღვაო გადამზიდავებისთვის აქტუალურია. როცა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, დაზღვევის ღირებულებაც შესაბამისად შემცირდა, რამაც მოგვცა მარცვლეულის ექსპორტის მოგებით გატანის შესაძლებლობა. ამის გაკეთება ახლაც შესაძლებელია, თუ იარსებობს პოლიტიკური ნება და უსაფრთხოების გარკვეული ზომები, რომლის გარანტიის უზრუნველყოფა შეგვიძლია, და შესაძლოა, ერთ-ერთმა ჩვენმა პარტნიორმაც გასცეს ასეთი გარანტია. თუმცა ეს ცოტა საეჭვოა, რადგან მაშინ ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა რაკეტების ან სხვა იარაღის ჩამოგდებაზე, რომელიც რუსებმა შეიძლება გამოიყენონ, პორტებზე ან გემებზე შეტევისთვის,“ - განმარტა დიპლომატმა. მისივე თქმით, თურქეთი დაინტერესებულია მარცვლეულის გარიგების გახანგრძლივებით, რადგან ის იყო და არის უკრაინული მარცვლეულის მთავარი მყიდველი. „ჩვენ არ გაგვიფორმებია ეს შეთანხმება რუსულ მხარესთან. ამიტომ, ვიდრე ჩვენი პარტნიორები (მათ შორის თურქეთი - რედ.) მიიჩნევენ, რომ ის ძალაშია, ჩვენ ვაგრძელებთ დაჟინებით მოთხოვნას, რომ ის უნდა გაგრძელდეს", - ხაზგასმით აღნიშნა ბოდნარმა. ხორვატია უკრაინას მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის საკუთარ პორტებს სთავაზობს აღსანიშნავია, რომ შესაძლო ალტერნატივებზე საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამ თვალსაზრისით გამოწვევები არსებობს. ბლინკენმა განმარტა რომ უკრაინელები, აშშ და სხვები მოიძიებენ გზებს, არის თუ არა „სხვა ვარიანტები“ მარცვლეულის უსაფრთხოდ ტრანზიტისთვის შავი ზღვის გავლით, მაგალითად, როგორიცაა, სარკინიგზო და საავტომობილო მარშრუტი, თუმცა ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ალტერნატივების პოვნის თვალსაზრისით გამოწვევები არსებობს. „გამოწვევა ასეთია: თუ რუსეთი დაასრულებს ამ ინიციატივას და აგზავნის მესიჯს, რომ მარცვლეული და სხვა საკვები პროდუქტები უკრაინას შეუფერხებლად ვერ დატოვებს, თუნდაც სხვა ვარიანტები იყოს, ვფიქრობ, რომ ეს დიდ შემაძრწუნებელ ეფექტს მოიტანს - სხვა ქვეყნები, კომპანიები, გადამზიდავები და ა.შ. ძალიან შეშფოთებულნი იქნებიან იმით, თუ რა მოუვა მათ გემებს და მათ პერსონალს, თუ რუსეთი შეეწინააღმდეგება უკრაინიდან საკვები პროდუქტების ნებისმიერ ექსპორტს,“ - განაცხადა ბლინკენმა CNN-ის ცნობით. ზელენსკი 17 ივლისს აცხადებდა, რომ უკრაინა „მარცვლეულის შეთანხმებას“ რუსეთის გარეშე გააგრძელებს. ზელენსკის თქმით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართა გაეროს და თურქეთის ხელისუფლებას უკრაინის ინიციატივის გაგრძელების შესახებ. „რუსეთის ფედერაციის გარეშეც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შავი ზღვის დერეფნის მუშაობისთვის. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ გვაქვს კავშირი გემების მფლობელებთან და თუ თურქეთი გაატარებს, ისინი მზად არიან, გააგრძელონ მარცვლეულის მიწოდება,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. იმ ფონზე, რომ დასავლეთი რუსეთს საკვების იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა 18 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირება უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის პირობებში რისკიანი იქნება. პესკოვის განცხადებით, მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით რუსეთის გარეშე თუ გაფორმდება რაიმე შეთანხმება, ქვეყნები, რომლებიც მზად იქნებიან მასში მონაწილეობის მისაღებად, მზად უნდა იყვნენ რისკების ასაღებადაც. „უსაფრთხოების გარანტიების გარეშე იქ წარმოიშობა გარკვეული რისკები, ამიტომ რაიმე თუ გაფორმდება რუსეთის გარეშე, ეს რისკები გათვალისწინებული უნდა იყოს. ჩვენ არ შეგვიძლია იმის თქმა, რომელი ქვეყნები არიან მზად ამ რისკების ასაღებად,“ – აღნიშნა პესკოვმა. პესკოვის თქმით, „რუსეთი ასრულებდა თავის ვალდებულებებს და გაახანგრძლივა ეს შეთანხმება რამდენჯერმე, მიუხედავად იმისა, რომ პირობები რუსეთთან მიმართებაში არ სრულდებოდა“. მისი მტკიცებით, რუსეთი მზად არის, უფასოდ ჩაანაცვლოს მარცვლეულის მიწოდება ღარიბი ქვეყნებისთვის. მოსკოვში ისევ ირწმუნებიან, რომ აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ღარიბმა ქვეყნებმა ყველაზე ნაკლები მიიღეს. „რა თქმა უნდა, რუსეთის პოზიცია შენარჩუნებულია. აფრიკისთვის რუსეთიდან მარცვლეულის მიწოდების საკითხი ივლისის ბოლოს სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილ სამიტზე განიხილება. ჩვენ კონტაქტზე ვიმყოფებით ჩვენს აფრიკელ პარტნიორებთან, ეს კონტაქტები გაგრძელდება სანქტ-პეტერბურგის სამიტზე, ვემზადებით და ველით მათ“, – განაცხადა პესკოვმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 ივლისის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ მარცვლეულთან დაკავშირებით ორი შეთანხმება არსებობდა - უკრაინა, თურქეთი, გაერო და რუსეთი, თურქეთი, გაერო და ამ შეთანხმების შეჩერებით, რუსეთი ანტონიუ გუტერიშთან და პრეზიდენტ ერდოღანთან დადებულ პირობას არღვევს. ცნობისთვის, ერდოღანის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავენ. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.
სახელმწიფო დეპარტამენტი „მარცვლეულის შეთანხმებაზე“: უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას გავაგრძელებთ
იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ სახელმწიფო დეპარტამენტი: გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდა უკვე შეიმჩნევა, მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებას“ ვაშინგტონი მადლობას უხდის გაეროს და თურქეთს მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, საიმისოდ, რომ ხელი შეუწყონ სიცოცხლის გადამრჩენელი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, და მსოფლიო ბაზრებზე გაიტანონ როგორც უკრაინული, ასევე რუსული მარცვლეული. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს უკრაინის პორტების ბლოკირება და ბაზრებზე მარცვლეულის მოხვედრას შეუშალოს ხელი, ზიანს მიაყენებს ხალხს მთელ მსოფლიოში. სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკვე შეინიშნება ხორბლის, სიმინდისა და სოიოს ფასების ზრდა იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ინიციატივაში. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან საუბარში. „რუსეთმა კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ნაწილს, ამჯერად - შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივაში“ მონაწილეობის შეჩერებით. ეს რუსეთის არაკეთილსინდისიერების და სისასტიკის მორიგი მაგალითია. 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში, მსოფლიოში 32 მილიონ ტონაზე მეტი უკრაინული მარცვლეული და საკვები პროდუქტები გადაიზიდა, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე დაუცველ რეგიონებში, როგორიცაა, აფრიკის რქა, საჰელი, იემენი და ავღანეთი. უფრო ფართოდ - ინიციატივის ფარგლებში ყოველმა გადაზიდვამ შეუწყო ხელი გაჭირვების შემცირებას მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში, ვინაიდან მარცვლეულის შეტანა მსოფლიო ბაზრებზე, სურსათის ფასებს ყველასთვის ამცირებს. რუსეთის განცხადებების მიუხედავად, გაერომ რუსეთის სურსათის რეკორდულ ექსპორტს ხელი შეუწყო, კოორდინაციაშია კერძო სექტორთან და აშშ-სთან, ევროკავშირთან და დიდ ბრიტანეთთან, რუსეთის მიერ წამოჭრილი ნებისმიერი შეშფოთების გარკვევის მიზნით. როგორც ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ G7-ის (დიდი შვიდეულის) სანქციები არ მოქმედებს რუსეთის სურსათისა და სასუქების ექსპორტზე,“ - აღნიშნა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე შეფასებით, რუსეთის ცინიკური ქმედებები აზიანებს მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ნაწილს. „შეერთებული შტატები მადლობას უხდის გაეროს და თურქეთს მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, საიმისოდ, რომ ხელი შეუწყონ სიცოცხლის გადამრჩენელი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას და მსოფლიო ბაზრებზე გაიტანონ როგორც უკრაინული, ასევე რუსული მარცვლეული. BSGI-ის (შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა) მეშვეობით ექსპორტირებული ხორბლის 65 პროცენტი პირდაპირ მიდიოდა განვითარებად ეკონომიკებში, მათ შორის ყველაზე დაუცველ ქვეყნებში, როგორიცაა, იემენი, ეთიოპია და სომალი, ხშირად, ეს ხდებოდა მსოფლიო სასურსათო პროგრამის მეშვეობით. რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს უკრაინის პორტების ბლოკირება და ბაზრებზე მარცვლეულის მოხვედრას შეუშალოს ხელი, ზიანს მიაყენებს ხალხს მთელ მსოფლიოში. მართლაც, ჩვენ უკვე ვხედავთ ხორბლის, სიმინდისა და სოიოს ფასების გლობალურ ზრდას იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ინიციატივაში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება. იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა განაგრძო მუშაობა, რათა რუსულ და უკრაინულ მარცვლეულს მიეღწია დანარჩენ მსოფლიომდე, მათ შორის იმის კიდევ ერთხელ უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი სანქციები არ ეხება რუსულ საკვებსა და სასუქს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ უკრაინულმა მარცვლეულმა ბაზრებსა და იმ ხალხამდე მიაღწიოს, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება, განაახლოს მოლაპარაკებები, დაუყოვნებლივ გააფართოოს და სრულად განახორციელოს ინიციატივა მილიონობით ადამიანის სასარგებლოდ, რომლებიც დამოკიდებულნი არიან უკრაინულ მარცვლეულზე,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოდესაში, პორტების ტერიტორიებზე თავდასხმა ადასტურებს, რომ ოკუპანტების სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა, ან მხოლოდ ხალხის სიცოცხლე. ზელენსკის თქმით, იმ პორტებში, რომლებსაც დღეს თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახებოდა. „ზუსტად ის რაოდენობა, რაც აზიისა და აფრიკის ქვეყნებში უნდა ყოფილიყო მიწოდებული. საპორტო ტერმინალში, რომელიც დღეს დაზარალდა, 60 ათასი ტონა აგრარული პროდუქცია ინახებოდა, რომელიც ჩინეთში გასაგზავნად იყო გამზადებული. რუსული ტერორი ყველას ეხება. ამიტომ მთელი მსოფლიო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ რუსეთი პასუხისგებაში მიეცეს. დიდება ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისა და თავისუფლებისთვის! მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც მეხმარება! დიდება უკრაინას!'' - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავდნენ. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის
თეთრი სახლი: რუსეთი შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებს დაესხას თავს
თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის მარცვლეულის ობიექტებზე თავდასხმა გააფართოოს და შავ ზღვაში სამოქალაქო გემებსაც დაესხას თავს. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა, ადამ ჰოჯიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა. „მიგვაჩნია, რომ ეს არის კოორდინირებული ძალისხმევა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე ნებისმიერი თავდასხმის გასამართლებლად და ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობის უკრაინისთვის დასაკისრებლად“, - აღნიშნა ადამ ჰოჯიმ. მანვე აღნიშნა, რომ შავ ზღვაში აღნიშნული კოორდინირებული ძალისხმევის გარდა, რუსეთი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა უკრაინის მარცვლეულის საექსპორტო პორტებს ოდესაში, რის შედეგადაც განადგურდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა და 60 000 ტონა მარცვლეული, რაზეც მიანიშნებს რუსეთის ხელისუფლების განცხადება, რომ შავი ზღვის წყლებში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდავად განიხილება.“ სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება და სრულად შეასრულოს „მარცვლეულის შეთანხმება“
ვოლოდიმირ ზელენსკი: პორტებში, რომლებსაც რუსები თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახება, რუსული ტერორისგან ყველა ზარალდება
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოდესაში, პორტების ტერიტორიებზე თავდასხმა ადასტურებს, რომ ოკუპანტების სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა, ან მხოლოდ ხალხის სიცოცხლე. ზელენსკის თქმით, იმ პორტებში, რომლებსაც დღეს თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახებოდა. „ზუსტად ის რაოდენობა, რაც აზიისა და აფრიკის ქვეყნებში უნდა ყოფილიყო მიწოდებული. საპორტო ტერმინალში, რომელიც დღეს დაზარალდა, 60 ათასი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ინახებოდა, რომელიც ჩინეთში გასაგზავნად იყო გამზადებული. რუსული ტერორი ყველას ეხება. ამიტომ მთელი მსოფლიო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ რუსეთი პასუხისგებაში მიეცეს. დიდება ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისა და თავისუფლებისთვის! მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც მეხმარება! დიდება უკრაინას!'' - განაცხადა ზელენსკიმ. სახელმწიფო დეპარტამენტი „მარცვლეულის შეთანხმებაზე“: უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას გავაგრძელებთ რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვებიდან რამდენიმე საათში უკრაინის პორტებზე თავდასხმები დაიწყო. ოდესაზე წუხელ, ზედიზედ მესამე თავდასხმა იყო.
უკრაინამ შავ ზღვაში არსებული ექვსი რუსული პორტის აკვატორია სამხედრო საფრთხის ზონად გამოაცხადა
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ოფიციალურმა კიევმა შავ ზღვაში არსებული ექვსი რუსული პორტის აკვატორია სამხედრო საფრთხის ზონად გამოაცხადა. საუბარია ანაპის, გელენჯიკის, ნოვოროსიისკის, ტუაფსეს, სოჭის და ტამანის პორტებზე. კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად.“ საპასუხოდ კი, კიევმა მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ყველა გემი, რომელიც უკრაინის მიერ არაკონტროლირებად პორტებში მიემგზავრება, სამხედრო დანიშნულების ტვირთის გადამზიდად ჩაითვლება. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.
ერმაკმა და ჯეიკ სალივანმა სამხრეთ უკრაინაში პორტების დაცვის მიზნით, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე ისაუბრეს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, სამხრეთ უკრაინაში საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა უკრაინის თავდაცვის პრიორიტეტულ საჭიროებებზე, კერძოდ, სამხრეთში პორტის ინფრასტრუქტურის დასაცავად, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე ისაუბრეს. ასევე, უკრაინის მიერ შეთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ შესრულების მიმართულებით, ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმდნენ. განიხილეს ვილნიუსის NATO-ს სამიტის შედეგები და უკრაინის ალიანსში ინტეგრაციისკენ მიმართული შემდგომი ნაბიჯები. რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა, რის შემდეგაც უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე შეტევები გააძლიერა.
თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მჯერა, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გიულერმა გამოთქვა რწმენა, რომ თურქეთს შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის თქმით, „მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებამ მსოფლიოში სერიოზული პრობლემები შექმნა.“ გიულერმა ასევე აღნიშნა, რომ მარცვლეულის შეთანხმების წყალობით 33 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული გაიგზავნა გაჭირვებულ ქვეყნებში. „რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ ყველამ გაიგო, რომ ეს ორი ქვეყანა მთელი მსოფლიოს მარჩენალია. იქიდან მიწოდების შეწყვეტას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვა. თუ მიწოდება არ არის, არის შიმშილის საშიშროება. ახლა თითქმის ყველა მსოფლიო ლიდერი და გაეროს გენერალური მდივანი ფიქრობენ, რომ მხოლოდ ერდოღანს შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა,“ - აღნიშნა მინისტრმა.
მედიის ცნობით, რუსულმა ხომალდმა შავ ზღვაში უკრაინის პორტისკენ მიმავალ სატვირთო გემს „გამაფრთხილებელი ცეცხლი“ გაუხსნა
რუსულმა ხომალდმა შავ ზღვაში უკრაინის პორტისკენ მიმავალ სატვირთო გემს „გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა“ - ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა უკრაინის მიღმა გაუხსნა „გამაფრთხილებელი“ ცეცხლი სავაჭრო გემებს მას შემდეგ, რაც მოსკოვი გაეროს შუამავლობით დადებული „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. ამის შესახებ Alarabiya წერს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა „საპატრულო გემმა „ვასილი ბიკოვმა“ ავტომატური იარაღიდან გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, მას შემდეგ, რაც პალაუს დროშის ქვეშ მცურავი (Sukru Okan) ხომალდის კაპიტანმა შემოწმების მიზნით შეჩერების მოთხოვნას არ უპასუხა.“ გემი შეამოწმეს, რის შემდეგაც მან გზა განაგრძო. უილიამ კორტნი: აშშ აცნობიერებს, რომ ომის შედეგი შეიძლება, თვალსაჩინო გახდეს უკრაინის მიღმაც, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში - ექსკლუზიური ინტერვიუ რუსეთმა განაცხადა, რომ გემი უკრაინის პორტ იზმაილისკენ მიემართებოდა. Alarabiya-ს ცნობით, ბოლო მონაცემებით, გემი ბულგარეთის სანაპიროსთან იყო და რუმინეთის პორტ სულინასკენ მიემართება. უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მთავარი მოთამაშეები არიან ხორბლის, ქერის, სიმინდის, რაფსის, რაფსის ზეთის, მზესუმზირის თესლისა და მზესუმზირის ზეთის ბაზრებზე. რუსეთი ასევე დომინანტია სასუქების ბაზარზე. მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ „უკრაინა და დასავლეთი აცხადებენ, რომ რუსეთის ნაბიჯები უკრაინის პორტების დე-ფაქტო ბლოკადას უტოლდება, რაც უკრაინიდან მსოფლიო ბაზრებზე ხორბლისა და მზესუმზირის გატანას შეწყვეტით ემუქრება. რუსეთი კი ამბობს, რომ დასავლეთმა ვერ შეასრულა პარალელური შეთანხმება, რომელიც მისი სურსათისა და სასუქის ექსპორტისთვის წესებს ამსუბუქებს,“ წერს Alarabiya სტატიაში ქვესათაურით: შავი ზღვა ომის ზღვარზე? ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის
უკრაინამ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა
10 აგვისტოს უკრაინის საზღვაო ძალებმა სამოქალაქო გემებისთვის ახალი დროებითი მარშრუტების შესახებ გამოაცხადა. დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. „თუმცა, რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხე და ნაღმების რისკები ყველა მარშრუტზე რჩება,“ - განაცხადა საზღვაო ფლოტმა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ის გემები დაიშვებიან, რომელთა მფლობელები ან კაპიტნები ოფიციალურად ადასტურებენ მზადყოფნას ამ პირობებში ნაოსნობისთვის. განცხადების თანახმად, უკრაინამ ეს მარშრუტები უკვე შესთავაზა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას, რომელმაც თავისუფალი კომერციული ნავიგაციის შესახებ უკრაინის უფლება აღიარა, ეს უფლება გარანტირებულია საერთაშორისო საზღვაო კანონმდებლობით. „დერეფანი იქნება ძალიან გამჭვირვალე, ჩვენ დავაყენებთ კამერებს გემებზე და იქნება მაუწყებლობა, რათა დავანახოთ, რომ ეს არის წმინდა ჰუმანიტარული მისია და არ აქვს სამხედრო დანიშნულება“, - განუცხადა Reuters-ს უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა ოლეჰ ჩალიკმა. საზღვაო ფლოტმა არ დააზუსტა, შეთანხმებული იყო თუ არა ახალი მარშრუტები მოსკოვთან.