ძებნის რეზულტატი:
ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს მოლაპარაკებები მინიმუმ ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან ჰქონდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს მოლაპარაკებებში მონაწილე თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ჰქონდა ორმხრივი კონსულტაციები. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მსგავსი კონსულტაციების წარმართვა დიპლომატებმა სთხოვეს. „ჩვენ ასეთი კონსულტაციების წარმართვა დიპლომატებმა გვთხოვეს და თითქმის ყველა პარტიასთან გვქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ასეთი ტიპის ორმხრივი კონსულტაციები. თითქმის ყველა პარტია იყო, გამოკლებით ერთი ან ორი პარტიის, ვისთანაც არ იმართებოდა ასეთი კონსულტაციები. ეს ყველაფერი გაგრძელდება და ჩვენ დაველოდებით მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, სადაც ალბათ უნდა გაირკვეს, საით მიდის პროცესი“, - აღნიშნა კობახიძემ. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ასეთი ორმხრივი შეხვედრები გაიმართა სულ მცირე ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან. „მე ვთქვი ნახევარზე მეტი. ნახევარზე მეტი არის მინიმუმ ხუთი. თუმცა ხუთზე მეტიც არის ასეთი პარტია. კონსულტაციები წარმოებდა ბევრთან, თითქმის ყველასთან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა შეხვედრები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“, კობახიძე პასუხობს: „ამ ორიდან ერთ-ერთთანაც იყო, მინიმუმ“.
პუტინმა ხელი მოაწერა შესწორებებს "უცხოეთის აგენტების" კანონში
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომელიც, ადამიანის უფლებების დამცველების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესს. კანონმდებლობა, რომელიც ძალაში 30 დეკემბერს შევიდა, მოიცავს შესწორებების სერიას "უცხოეთის აგენტების" შესახებ არსებულ, კამათის საგნად ქცეულ კანონში. ეს კანონი საშუალებას იძლევა, ინდივიდებს და საჯარო უწყებებს ეწოდოს უცხოეთის აგენტები, თუკი ჩაითვლება, რომ მათი პოლიტიკური მოქმედება "უცხო ქვეყნის ინტერესებს" შეესაბამება. როგორც ცნობილია, ორგანიზაციებს, რომლებსაც ეს სტატუსი მიენიჭებათ, დაევალებათ თავიანთი სამუშაოს შესახებ ანგარიშების წარდგენა და ფინანსური აუდიტის ჩატარება. "უცხოეთის აგენტად" მიჩნევის საფუძველი შეიძლება გახდეს აქციების და პოლიტიკური დებატების ჩატარება, სახელმწიფოს პოლიტიკაზე მოსაზრებების გამოთქმა, მოქმედება, რომელიც არჩევნებზე ან რეფერენდუმზე კონკრეტულ შედეგს უჭერს მხარს, არჩევნებზე დამკვირვებლად ან პოლიტიკურ პარტიებში მონაწილეობა, თუკი ეს ნაბიჯები უცხოეთის უწყების ინტერესებში შედის. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეშენალი" კანონმდებლობას მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის "მნიშვნელოვნად ზღუდავს და ზიანს აყენებს არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების იმ ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, არამედ ბევრ სხვა ჯგუფსაც". კრემლის კრიტიკოსების თქმით, "უცხოეთის აგენტის" კანონს, რომელიც პირველად 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ შესწორებებით გააფართოვეს, განურჩევლად იყენებენ საიმისოდ, რომ მიზანში ამოიღონ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, უფლებადამცველები და პოლიტიკური აქტივისტები.
თბილისში 18 ათასამდე ტაქსის მძღოლს კორონავირუსზე უფასო ტესტირება ჩაუტარდება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს კორონავირუსზე ტესტირება უფასოდ ჩაუტარდებათ. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, დაახლოებით 18 ათასი ტაქსის მძღოლი სმს-ის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ სად შეეძლებათ PCR ტესტების ჩატარება. „რადგან ტაქსის მძღოლები რისკ ჯგფებად განისაზღვრა, მათ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილთან უწევთ ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ისინი დაექვემდებარებიან სწრაფი ანტიგენით ტესტირებას. დაახლოებით 18 ათასი ტაქსის მძღოლი სმს-ის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ სად შეეძლებათ PCR ტესტების ჩატარება, რა თქმა უნდა, მათთვის ტესტირება უფასო იქნება, ყოველგვარი გადასახადების გარეშე. მნიშვნელოვანია ყველანაირად დაზღვეული ვიყოთ, თვითონაც დაზღვეულები იყვნენ ტაქსის მძღოლები და ის კონკრეტული ადამიანები, ვინც ტაქსის სერვისით სარგებლობენ“,-განაცხადა კალაძემ. ბოლო,24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 738 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 494 კოვიდინფიცირებული.
ბაჩუკი ქარდავა პარლამენტის წევრის ხელფასის დახარჯვას გაზაფხულზე, მწვავე საპროტესტო აქციებისთვის აპირებს
ბაჩუკი ქარდავა პარლამენტის წევრის ხელფასის დახარჯვას გაზაფხულზე, მწვავე საპროტესტო აქციებისთვის აპირებს - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, Facebook-ში განაცხადა. მისი თქმით, ის პარლამენტის მიერ ჩარიცხულ ხელფასს საგაზაფხულო მწვავე საპროტესტო აქციებისთვის გამოიყენებს და ამ ფულით შეიძენს უკვე შეკვეთილ ტექნიკურ აღჭურვილობას, მეგაფონებს და საწვიმარს. "კობახიძეზე დაყრდნობით, მედიამ მამცნო, რომ თურმე ხელფასი მომითხოვია... ისე, ძალიან უცნაურ ქვეყანაში კი ვცხოვრობთ... მაგრამ ფაქტია, ირაკლის რამსები ერევა. ხელფასი იქცა პოლიტიკური პინგპონგის იარაღად... ესეც ამ ხელისუფლების უნიჭობის მორიგი დასტურია. პატივცემულებო, ბაჩუკი ქარდავა არ არის და არც არასოდეს იქნება არალეგიტიმური პარლამენტის წევრი. რაც შეეხება ხელფასს, მე ხელფას არ ავიღებ, მაგრამ თუ მომიწევდა და სხვა მოცემულობაში ის ჩემს ხელთ აღმოჩნდებოდა, საგაზაფხულო მწვავე საპროტესტო აქციებისთვის გამოვიყენებდი, აუცილებლად ამ ფულით შევიძენდი ჩემს მიერ უკვე შეკვეთილ ტექნიკურ აღჭურვილობას, მეგაფონებს და საწვიმარს, ე.წ. პლაშოვკებს ლამაზი წარწერით: არა ივანიშვილის რეჟიმს! ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს!", - წერს ბაჩუკი ქარდავა სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც ამბობს, თითქოს არ უნდა პარლამენტში შესვლა, საფინანსო დეპარტამენტს მიმართა და ხელფასის ჩარიცხვა მოითხოვა. როგორც ცნობილი გახდა, ხელფასის ჩარიცხვაზე პარლამენტს სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა - ავთო ენუქიძემ, ბაჩუკი ქარდავამ და ტარიელ ნაკაიძემ მიმართა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ და ეროვნული უშიშროების საბჭომ გიორგი გახარიას პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს. მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ სოციალურ ქსელ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ახლად დამტკიცებულ მთავრობას ვულოცავ პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის თქვენთან მუშაობას აშშ-საქართველოს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით“, - ნათქვამია მილოცვაში. გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ რიკერმაც და არსებული პარტნიორობის გაძლიერების იმედი გამოთქვა. საქართველოს მთავრობის მეთაურსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. გიორგი გახარიამ ფილიპ რიკერს მადლობა გადაუხადა 132 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფისთვის, რომელიც აშშ-ის 2021 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებაზე. ასევე, აღინიშნა დემოკრატიზაციისა და კანონის უზენაესობის კუთხით თანამშრომლობის და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების აუცილებლობა. „პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და ახალ ადმინისტრაციასთან წარმატებული თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო ხელფასებზე: ვისაც რა ფორმითაც უნდა, ისე დახარჯავს ამ რესურსს სწორ საქმეზე
„ვისაც უნდა, რა ფორმითაც უნდა, იმ ფორმით დახარჯავს ამ რესურსს სწორ საქმეზე“, - ,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, საპარლამენტო უფლებამოსილების მქონდე დეპუტატების ხელფასების საკითხს ეხმაურება. გიგა ბოკერიას თქმით, სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვა ფორმით გადაწყვიტა გამოეხატა საკუთარი პოზიცია, მათ შორის, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ, საპარლამენტო ხელფასი სამოქალაქო აქტივისტებს გადაურიცხა, ხოლო პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე, თანხით გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა. „ჩვენი პარტიიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, არც ერთი დეპუტატი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში იყო, არ აპირებს, ხელი მოკიდოს დარიცხულ ხელფასს, - ამის შესახებ კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ამ ფულს გამოვიყენებთ ქველმოქმედებისთვის, ან რაღაც სხვა მიზნებისთვის, ან ისევ ხაზინაში დავაბრუნებთ. დავსხდებით და ამაზე მოვილაპარაკებთ, მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა. მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტს ანაზღაურებისთვის მიმართა, სიცრუეა. „მე ვფიქრობ, ესეც მორიგი სიცრუეა. ძალიან მარტივი იქნებოდა, რომ კობახიძეს კონკრეტული გვარები დაესახელებინა, ვინ მოითხოვა ხელფასის ჩარიცხვა და მერე ეს პოლიტიკოსები თავად გასცემდნენ პასუხს. ვინაიდან ზოგადი, ბუნდოვანი განცხადება გააკეთა, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ასეთი ფაქტები არ არსებობს. მე როგორც ვიცი ანალოგიური პოზიცია აქვთ სხვა პარტიებსაც ამ ხელფასთან დაკავშირებით. ასე რომ, ამაზე ტყუილად ნუ დახარჯავენ დროს. არავინ არ აპირებს, ისარგებლოს იმ ფულით, რადგან ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ ვისარგებლოთ ყველა იმ პრივილეგიით, რაც დეპუტატს აქვს, ჩვენ უარი ვთქვით სადეპუტატო მანდატებზე“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. არსებული ინფორმაციით, მეათე მოწვევის პარლამენტს ხელფასის დარიცხვის მიზნით სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა.
ბორის ჯონსონმა Brexit-ის შეთანხმებას ხელი მოაწერა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა Brexit-ის შემდეგ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. მანამდე შეთანხმებას მხარი ბრიტანელმა დეპუტატებმა დაუჭირეს. შეთანხმებას მხარი 521-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 73 დეპუტატი კი წინააღმდეგ წავიდა. „ამ შეთანხმების ხელმოწერით ბრიტანელი ხალხის სუვერენულ სურვილს ვასრულებთ, იცხოვრონ თავიანთი კანონებით, რომელსაც მათ მიერ არჩეული პარლამენტი მიიღებს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა. ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა Brexit-ის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
არგენტინამ აბორტის ლეგალიზების კანონს მხარი დაუჭირა
არგენტინის პარლამენტმა 38 ხმით 29-ის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმად აბორტი ნებადართული იქნება ორსულობის 14 კვირამდე. მედია წერს, რომ გადაწყვეტილება დიდ ცვლილებას წარმოადგენს ამ რეგიონში, სადაც ორსულობის შეწყვეტის მკაცრი კანონები მოქმედებს. „კანონს ეწინააღმდეგება კათოლიკური ეკლესია, რომელსაც დიდი გავლენა აქვს არგენტინაში. დღემდე აბორტი მხოლოდ გაუპატიურების და იმ შემთხვევებში იყო დაშვებული, როცა დედის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა. აბორტი სრულად არის აკრძალული ელ სალვადორში, ნიკარაგუაში და დომინიკანელთა რესპუბლიკაში, მხოლოდ გამონაკლისია დაშვებული სამხრეთი ამერიკის ქვეყანათა უმეტესობაში“, - წერს France24. მხოლოდ ურუგვაი, კუბა, გაიანა და მექსიკა აძლევენ ქალებს ნებართვას, გაიკეთონ აბორტი, დადგენილი კვირების ორსულობის შემთხვევაში. არგენტინამ დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმად აბორტი ნებადართული იქნება ორსულობის 14 კვირამდე
კალიფორნიაში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხევა დადასტურდა
COVID-19- ის ახალი, უფრო გადამდები შტამი, რომელიც პირველად დააფიქსირეს გაერთიანებულ სამეფოში, ახლა სამხრეთ კალიფორნიაშიც დაფიქსირდა. ამის შესახებ გუბერნატორმა გევინ ნიუსომ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას abc30.com ავრცელებს. როგორც სან დიეგოს ოლქის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი შტამი 30 წლის კაცს დაუდასტურდა. მათ მიაჩნიათ, რომ სავარაუდოდ, სხვა შემთხვევებიც იქნება მათ ტერიტორიაზე, რადგან მამაკაცს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონდა.
ტრამპის ინიციატივას, უმუშევრად დარჩენილი ამერიკელებისთვის 2 000$-ის გამოყოფაზე, სენატმა მხარი არ დაუჭირა
ტრამპის ინიციატივას, უმუშევრად დარჩენილი ამერიკელებისთვის 2 000$-ის გამოყოფაზე, სენატმა მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნიობილია, „დემოკრატებთან“ ერთად ტრამპის ინიციატივას მხარი რამდენიმე „რესპუბლიკელმაც“ არ დაუჭირა. მათი მტკიცებით, სამსახურის გარეშე დარჩენილი ამერიკელებლისთვის ყოველთვიურად 600 დოლარი გამოიყოფა, დახმარების 2 000 დოლარამდე გაზრდა კი ქვეყნის ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვება. რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, განხორციელების შემთხვევაში, ტრამპის გეგმა საშინელ შედეგებს მოიტანდა. BBC-ის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სამსახურის გარეშე 14 მილიონზე მეტი ამერიკელი დარჩა.
ახალი წლის ღამეს, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება
21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა, გამონაკლისის სახით ახალი წლის ღამეს მოიხსნება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ამის მიუხედავად, ცქიტიშვილის თქმით, მათი მოწოდებაა, რომ ვიწრო საოჯახო წრეში აღინიშნოს ახალი წელი. „ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21 საათიდან დილის 5:00 საათამდე და ისევ ძალაში რჩება გამონაკლისი საახალწლო ღამის და შობის ღამის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცხინვალში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ახალი წლის ღამეს იარაღიდან სროლა დაისჯება
ცხინვალში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ახალი წლის ღამეს იარაღიდან სროლა დაისჯება. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა საახალწლო დღეებში გაძლიერებულ სამსახურებრივ რეჟიმზე გადადის. საზოგადოებრივ წესრიგს 500 მილიციელი დაიცავს. ამ გადაწყვეტილების შესახებ თანამშრომლებს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ფუხაევმა აცნობა. ოკუპირებული რეგიონის შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენება იყო. მილიციამ გადაწყვიტა, რომ მკაცრად დააკვირდეს და ახალი წლის ღამეს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა აღკვეთოს. მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ახალი წლის ღამეს იარაღიდან სროლა დასჯადი იქნება. გარდა ამისა, გამკაცრდება საგზაო მილიციის პატრულირებაც, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლების გამოსავლენად და საგზაო უსაფრთხოების დასაცავად. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაში ჯერ კიდევ მრავლადაა ცეცხლსასროლი იარაღი შენახული. ყოველ ახალ წელს ავტომატური იარაღიდან სროლა აქ ტრადიციად იყო ქცეული. წელს კი დე ფაქტო სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ეს კანონით დაისჯება.
კარლ ჰარცელი: იმედი მაქვს, რომ 2021 წელს სიტყვას COVID-19 მისთვის შესაფერ ადგილს მივუჩენთ: ისტორიის წიგნებსა და ლექსიკონებში
ახალი წლის აღსანიშნავად საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც მთავრდება კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძის მიერ შექმნილი სიმღერის „ფიფქები“ შესრულებით, მის მეუღლესთან, მეტე ჰარცელთან და ქართველ მუსიკოსთან, ზაზა ხუციშვილთან ერთად. „2020 წელი ძალიან განსხვავებული წელი იყო. ამ წელს ჩვენ ახალი სიტყვა ვისწავლეთ: COVID-19. ეს წელი რთული აღმოჩნდა ბევრი ადამიანისათვის. მძიმე წელი იყო მათთვის, ვინც პანდემიის გამო ოჯახის წევრი ან საყვარელი ადამიანი დაკარგა, ასევე მათთვის, ვისაც თვითიზოლაციასა ან ეკონომიკურ სირთულეებთან გამკლავება მოუხდა. მაგრამ ეს ასევე იყო წელი, რომელმაც თანამშრომლობითა და სოლიდარობით ერთმანეთთან დაგვაახლოვა. მე და ბევრ ჩემ ევროკავშირის თანამოქალაქეს ყოველთვის გვემახსოვრება საქართველოში საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის დროშის ფერებით განათებული შენობები პანდემიის პირველი ტალღის დროს, ამ ქვეყნებთან სოლიდარობის ნიშნად. მე ასევე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ევროკავშირი მთელი კრიზისის განმავლობაში საქართველოს გვერდით იყო და მას უპრეცედენტო დახმარებას უწევდა. ვამაყობ ჩემი თანამშრომლებით, რომლებმაც დაუღალავი შრომით შესაძლებელი გახადეს ამ დახმარების გაწევა. მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, რომლებმაც ჩვენთან ერთად, „ევროპის გუნდის“ სახელით დააფინანსეს საქართველოს ანტიკრიზისული გეგმა, საავადმყოფოებს გადასცეს საჭირო აღჭურვილობა, დაეხმარნენ დაუცველ ადამიანებს და ბიზნესს და უზრუნველყვეს ის, რომ მათ, ვინც სხვებს ეხმარებოდა, საკმარისი რესურსი ჰქონოდათ. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც ამ წელს უჩვეულოდ დიდი შრომა გასწია. ეს პირველ რიგში ეხება საქართველოს ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს. დიდი მადლობა. 2020 წელი ერთი პოლიტიკური კრიზისით დაიწყო და მეორე კრიზისით დასრულდა. მე მჯერა, რომ საქართველო ამ კრიზისსაც დაძლევს. იმედი მაქვს, რომ დადგება დღე, როდესაც ის პოლიტიკური ენერგია, რომელიც დღეს ერთმანეთთან ბრძოლაში იხარჯება, ქვეყნის გაერთიანებისაკენ და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ის იქნება ისეთი ძლიერი, როგორსაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ. საქართველო პატარა, მაგრამ დიადი ქვეყანაა. ერთად შეგიძლიათ საკუთარი სურვილებისა და ოცნებების ასრულება. თუ ერთად იქნებით, ვერავინ შეგაჩერებთ. დღესასწაულები დაფიქრებისა და დასვენების დროა. წელს ბევრი ჩვენგანი დღესასწაულებს საკუთარ ოჯახებთან ერთად ვერ გაატარებს. მე და ჩემი მეუღლე ჩვენი ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილისგან შორს ვიქნებით - ერთი მათგანი შობას ირლანდიაში შეხვდება, ხოლო მეორე - შვედეთში. 2021 წლის დასაწყისი 2020 წლის დასასრულის მსგავსი იქნება. მაგრამ მომავალ წელს გვირაბის ბოლოს სინათლე კიდევ უფრო გაძლიერდება. იმედი მაქვს, რომ 2021 წელს სიტყვას COVID-19-ი მისთვის შესაფერ ადგილს მივუჩენთ: ისტორიის წიგნებსა და ლექსიკონებში. დავაფასოთ ნათელი დღეები, გავიზიაროთ ერთმანეთის ტვირთი და გვქონდეს იმედი იმისა, რომ საქართველოსა და ევროპაში ნელ-ნელა ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება. ნება მომეცით, ყველა ჩვენგანის სახელით მოგილოცოთ ახალი წელი! გილოცავთ ახალ წელს“, - აცხადებს ელჩი მიმართვაში
კარლ ჰარცელი: 2020 წელი ერთი პოლიტიკური კრიზისით დაიწყო და მეორე კრიზისით დასრულდა. მე მჯერა, რომ საქართველო ამ კრიზისსაც დაძლევს
"2020 წელი ერთი პოლიტიკური კრიზისით დაიწყო და მეორე კრიზისით დასრულდა. მე მჯერა, რომ საქართველო ამ კრიზისსაც დაძლევს." - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საახალწლო მილოცისას. როგორც ელჩმა განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ "ის პოლიტიკური ენერგია, რომელიც დღეს ერთმანეთთან ბრძოლაში იხარჯება, ქვეყნის გაერთიანებისაკენ და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ის იქნება ისეთი ძლიერი, როგორსაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ". "2020 წელი ერთი პოლიტიკური კრიზისით დაიწყო და მეორე კრიზისით დასრულდა. მე მჯერა, რომ საქართველო ამ კრიზისსაც დაძლევს. იმედი მაქვს, რომ დადგება დღე, როდესაც ის პოლიტიკური ენერგია, რომელიც დღეს ერთმანეთთან ბრძოლაში იხარჯება, ქვეყნის გაერთიანებისაკენ და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ის იქნება ისეთი ძლიერი, როგორსაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ. საქართველო პატარა, მაგრამ დიადი ქვეყანაა. ერთად შეგიძლიათ საკუთარი სურვილებისა და ოცნებების ასრულება. თუ ერთად იქნებით, ვერავინ შეგაჩერებთ. დღესასწაულები დაფიქრებისა და დასვენების დროა. წელს ბევრი ჩვენგანი დღესასწაულებს საკუთარ ოჯახებთან ერთად ვერ გაატარებს. მე და ჩემი მეუღლე ჩვენი ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილისგან შორს ვიქნებით - ერთი მათგანი შობას ირლანდიაში შეხვდება, ხოლო მეორე - შვედეთში. 2021 წლის დასაწყისი 2020 წლის დასასრულის მსგავსი იქნება. მაგრამ მომავალ წელს გვირაბის ბოლოს სინათლე კიდევ უფრო გაძლიერდება. იმედი მაქვს, რომ 2021 წელს სიტყვას COVID-19-ი მისთვის შესაფერ ადგილს მივუჩენთ: ისტორიის წიგნებსა და ლექსიკონებში. დავაფასოთ ნათელი დღეები, გავიზიაროთ ერთმანეთის ტვირთი და გვქონდეს იმედი იმისა, რომ საქართველოსა და ევროპაში ნელ-ნელა ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება. ნება მომეცით, ყველა ჩვენგანის სახელით მოგილოცოთ ახალი წელი! გილოცავთ ახალ წელს“, - აცხადებს ელჩი მიმართვაში. ახალი წლის აღსანიშნავად საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გამოაქვეყნა ვიდეო განცხადება, რომელიც მთავრდება კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძის მიერ შექმნილი სიმღერის „ფიფქები“ შესრულებით, მის მეუღლესთან, მეტე ჰარცელთან და ქართველ მუსიკოსთან, ზაზა ხუციშვილთან ერთად.
კარლ ჰარცელი: 2021 წლის დასაწყისი 2020 წლის დასასრულის მსგავსი იქნება. მაგრამ მომავალ წელს გვირაბის ბოლოს სინათლე კიდევ უფრო გაძლიერდება
ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საახალწო მიმართვაში კორონავირუსთან ბრძოლის საკითხსა და პანდმიასთან გამკლავების იმედებზე ისაუბრა. 2021 წლის დასაწყისი 2020 წლის დასასრულის მსგავსი იქნება. მაგრამ მომავალ წელს გვირაბის ბოლოს სინათლე კიდევ უფრო გაძლიერდება. იმედი მაქვს, რომ 2021 წელს სიტყვას COVID-19 მისთვის შესაფერ ადგილს მივუჩენთ: ისტორიის წიგნებსა და ლექსიკონებში. დავაფასოთ ნათელი დღეები, გავიზიაროთ ერთმანეთის ტვირთი და გვქონდეს იმედი იმისა, რომ საქართველოსა და ევროპაში ნელ-ნელა ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება. ნება მომეცით, ყველა ჩვენგანის სახელით მოგილოცოთ ახალი წელი! გილოცავთ ახალ წელს“, - აცხადებს ელჩი მიმართვაში
კარლ ჰარცელი: საქართველო პატარა, მაგრამ დიადი ქვეყანაა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საუბრობს მის სურვილებზე, საახალწლო მიმართვაში. საქართველო პატარა, მაგრამ დიადი ქვეყანაა. ერთად შეგიძლიათ საკუთარი სურვილებისა და ოცნებების ასრულება. თუ ერთად იქნებით, ვერავინ შეგაჩერებთ. დღესასწაულები დაფიქრებისა და დასვენების დროა. წელს ბევრი ჩვენგანი დღესასწაულებს საკუთარ ოჯახებთან ერთად ვერ გაატარებს. მე და ჩემი მეუღლე ჩვენი ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილისგან შორს ვიქნებით - ერთი მათგანი შობას ირლანდიაში შეხვდება, ხოლო მეორე - შვედეთში, ამბობს ელჩი.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 527 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 282
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 030 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 282 კოვიდინფიცირებული. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 227 420-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 211 727-მდე.
ბოლო 24 საათში საქართველოში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში ჯამში სულ 2 505 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 030 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 282 კოვიდინფიცირებული.
332 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 1 527 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე 13 162, აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც, 5 104 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1 004 მძიმე პაციენტია. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332
ქართული საახალწლო წეს-ჩვეულებები
გოგა ჩანადირი ქართული საახალწლო-საშობაო წეს-ჩვეულებები ერთ-ერთი მრავალფეროვანია მსოფლიოში. ზოგიერთი რამ კი სულაც მხოლოდ ჩვენ გვაქვს. მაგალითად, მეკვლე, გოზინაყი და ჩიჩილაკი. და კიდევ, საახალწლო გამოთქმა - „ასე ტკბილად დამიბერდი". ამ სამ სიტყვაში ქართველებმა უამრავი რამ ჩადეს, თუნდაც - ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე, ბედნიერება. ბებიები შვილიშვილებს კანფეტს ბალიშის ქვეშ ამოუდებდნენ და ასე ულოცავდნენ ახალ წელს. მერე ეს საყოველთაო ჩვეულებადაც ჩამოყალიბდა და საახალწლო დღეებში უფროსებიც უწვდიდნენ ერთმანეთს კანფეტს ან სხვა ტკბილეულს. მეკვლეობა ყველაზე საპატიო დავალება იყო. ოჯახი კეთილ, საიმედო, იღბლიან ადამიანს ახალი წლის დღეს მის სახლში შემოსვლას სთავაზობდა. მეკვლე აუცილებლად მარჯვენა ფეხით უნდა შესულიყო და ტკბილეული მიეტანა წლის ტკბილად დაბედების ნიშნად. თავის მხრივ, მასპინძლები მეკვლესაც ტკბილეულით უმასპინძლდებოდნენ, რომ მასაც დადებითი განწყობა და სურვილები ჰქონოდა. ჩიჩილაკი იგივე ნაძვის ხეა, რომელიც უმეტესად გურია-სამეგრელოში იყო გავრცელებული და წმინდა ბასილი დიდის წვერებად მოიხსენიებოდა. მას თხილის ხისგან ამზადებდნენ. ჩიჩილაკს წვერზე ჯვარს უკეთებდნენ. ზოგჯერ მანდარინსაც ადებდნენ, რაც შობის ვარსკვლავის სიმბოლოს წარმოადგენდა. მის გასამრავალფეროვნებლად ჩირსა და კანფეტებს ჰკიდებდნენ. ბასილი დიდის საპატივსაცემოდ კვერებს ან პურსაც აცხობდნენ. ბოლო წლებში ჩიჩილაკების სხვა და სხვა ფერით შეღებვაც კი დაიწყეს. თუმცა, უწინ იმერეთში მას ენდროთი აფერადებდნენ. გოზინაყი საახალწლო სუფრის მთავარი ტკბილეული იყო, რადგან მას ოჯახები იშვიათად აკეთებდნენ. თან, კაკლისა და თაფლის ქონა, რითაც გოზინაყი მზადდებოდა, სიმდიდრედ ითვლებოდა. საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში საახალწლოდ ლუდი იხარშებოდა. მთიულეთში კი სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ხინკალი. ყველა კუთხეს ჰქონდა მთავარი საახალწლო კერძი, რომელთაგან მთელ საქართველოში ყველაზე პოპულარული საცივი გახდა. მხოლოდ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში საახალწლო სუფრას სალათა „ოლივიე“ შეემატა. აღმოსავლეთ საქართველოში სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოდილიყო გოჭის თავიც, რაც სუფრის მდიდრულობას ხაზს უსვამდა. თბილისური საახალწლო წეს-ჩვეულებები განსხვავებული იყო. დედაქალაქში ახალი წლის ღამეს ოჯახები სახლის კარს ღიას ტოვებდნენ, რომ მათთან ბედნიერება შესულიყო. საქართველოში ნაძვის ხე მე-19 საუკუნეში გახდა პოპულარული, მას შემდეგ, რაც ჩვენთან გერმანელები დასახლდნენ. მათ არამხოლოდ ჩვენთან, მთელ ევროპაში გაავრცელეს ახლანდელი საახალწლო წეს-ჩვეულებები. ევროპული ჩვეულებები ჯერ თბილისში დამკვიდრდა, შემდეგ მთელ ქვეყანაში. ეს, არამხოლოდ ნაძვის ხეში, ქუჩების მორთვასა და საშობაო ბაზრობების მოწყობაში გამოიხატებოდა. რაც შეეხება თოვლის პაპას (დასავლეთში ბაბუა), მიჩნეულია, რომ ის კეთილი და სასწაულმოქმედი მღვდელმთავრის წმინდა ნიკოლოზის პროტოტიპია, რომელიც არამხოლოდ პატარებს, ოჯახებს ახარებს მოულოდნელი საჩუქრებით. თოვლის პაპა საქართველოს ყველაზე მაღალ მწვერვალ შხარას კალთებთან და იქვე მდებარე სოფელ უშგულთან ბინადრობს. სწორედ იქ მისდის ბავშვების საახალწლო სურვილების წერილები. ახალი წლის ღამეს სვანურ ქუდს იხურავს, თეთრ ნაბადს მოისხამს, ხურჯინებს ზურგზე იკიდებს და კარდაკარ დადის საჩუქრების დასარიგებლად. საქართველოში გამორჩეული ახალი წელი აქვთ გურულებს და მას კალანდას უწოდებენ. კალანდა არამხოლოდ ჩიჩილაკით, კერძების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. უწინ ახალ წელს თოფის სროლით ხვდებიდნენ. ბოლო დროს კი ფეირვერკებმა ჩაანაცვლა. თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთი ფეიერვერკებიანი ქალაქია. „ევროპათაიმი“ საუკეთესო სურვილებით შობა-ახალ წელს გილოცავთ!