ძებნის რეზულტატი:

პოლიციამ covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოვლინდა, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 111 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 738 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, -აღნიშნულლია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატში თებერვლის მეორე კვირაში განიხილავენ

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატში თებერვლის მეორე კვირაში განიხილავენ. მსჯელობა სავარაუდოდ 8 თებერვლიდან დაიწყება. ამის შესახებ განცხადება დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა გააკეთა. ინფორმაციას Abc-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, კონგრესი 25 იანვარს გადასცემს სენატს დოკუმენტს, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას შეიცავს. დემოკრატები აცხადებენ, რომ ტრამპს იმპიჩმენტის პროცესისთვის მოსამზადებლად დროს მისცემენ. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ 13 იანვარს გამოაცხადა. .

უნგრეთი ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანაა, სადაც რუსულ ვაქცინას Sputnik V-ს გამოიყენებენ

უნგრეთი ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსული ვაქცინა Sputnik V-ის გამოყენების ავტორიზაცია გასცა და ქვეყანა აღნიშნულ ვაქცინას შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც უნგრეთის ჯანდაცვის ორგანოები აცხადებენ, პრეპარატმა საიმედო შედეგები აჩვენა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანას ვაქცინის დოზები სამ ნაკადად მიეწოდება, რომელთა რაოდენობის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამავე დროს, უნგრეთი ასევე მოლაპარაკებებს მართავს ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები დასრულდება, უნგრეთი ჩინეთისგან Sinopharm-ის ვაქცინის 1 მილიონ დოზას მიიღებს დაუყოვნებელი გამოყენებისათვის. გავრცელებული ინფრომაციით, Sinopharm-ის ვაქცინას უკვე იყენებს უნგრეთის მეზობელი ქვეყანა სერბეთი.

აშშ-ის პირველი ლედი ჯარისკაცებს ორცხობილებით გაუმასპინძლდა

აშშ-ის პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა და თეთრი სახლის პერიმეტრზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს ორცხობილებით გაუმასპინძლდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. „ვერ გეტყვით, რომ ყველა ჩემი გამომცხვარია, მაგრამ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გაწეული სამსახურისთვის,“-განაცხადა პირველმა ლედიმ. ცნობისთვის, ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონის უსაფრთხოებას 25 ათასი სამხედრო მოსამსახურე იცავდა.

ბირთვული იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ხელშეკრულება ძალაში შევიდა

22 იანვრიდან ბირთვული იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ხელშეკრულება ძალაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Georgiatoday ავრცელებს. "ბირთვული იარაღის საერთაშორისო ხელშეკრულება (TPNW) მნიშვნელოვანი ნაბიჯია მიზნისკენ, რასაც ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიო ჰქვია და მძლავრი დასტურია ბირთვული განიარაღების მრავალმხრივი მხარდაჭერის საქმეში“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა. გუტერეშმა შეაქო „ბირთვული განიარაღების პირველი მრავალმხრივი ხელშეკრულება ბოლო ორ ათეულ წელიწადში“ და მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნებს, ერთად იმუშაონ მიზნის, საყოველთაო და კოლექტიური უსაფრთხოების განვითარების, მისაღწევად. როგორც ცნობილია, ხელშეკრულება, რომელიც კრძალავს ბირთული იარაღის განვითარებას, გამოცდას, შენახვას და მოხმარებას, საერთაშორისო კანონია მას მერე, რაც ის 50 ქვეყნის მიერ იქნა რატიფიცირებული ოქტომბრის თვეში, შარშან და გაიარა 90 დღიანი პროცესი, სანამ ძალაში შევიდოდა. სულ 122-მა სახელმწიფომ, მსოფლიოს ქვეყნების ორმა მესამედმა, დაუჭირა მას მხარი. მხოლოდ თითქმის ნახევარმა მიანიჭა მას კანონის ძალა და ბირთვული იარაღის ნამდვილად თუ სავარაუდოდ მქონე არც ერთმა ქვეყანამ - ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, ისრაელმა, ჩრდილოეთმა კორეამ, პაკისტანმა, რუსეთმა და აშშ-მა, - დაუჭირა მას მხარი.

აშშ-ის ისტორიაში პირველად, ქვეყნის თავდაცვის უწყებას აფრო-ამერიკელი უხელმძღვანელებს

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, ქვეყნის თავდაცვის უწყებას აფრო-ამერიკელი უხელმძღვანელებს. აშშ-ის კონგრესის სენატმა პენტაგონის ხელმძღვანელად არმიის გადამდგარი გენერალი, 67 წლის ლოიდ ოსთინი დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს კონგრესის ზედა 100 კაციან პალატაში 93-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 2 კი, წინააღმდეგი წავიდა. ლოიდ ოსთინი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კაბინეტის მეორე წევრი გახდა, რომელიც კონგრესმა დაამტკიცა. ცნობისთვის, ლოიდ ოსთინი არის ოთხ ვარსკვლავიანი გენერალი, რომელიც აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას 2013 წლიდან 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამერიკელი გენერალი პენსიაზე სწორედ ამ დროს გავიდა. ლოიდ ოსთინი იყო ერაყსა და სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფო წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის მთავარი არქიტექტორი. კოალიციურ ჯარებს რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ აშშ ხელმძღვანელობდა. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის აღფრთოვანებულია გენერალ ოსთინის „სიმშვიდითა და ხასიათით“. ბაიდენის განცხადებით, ლოიდ ოსთინი „არის პატრიოტის განმარტება“.

მამუკა ჟღენტი: სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს გამარჯვება, უკრაინის საქმის მოგებას დააჩქარებს

ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებლის, ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის მამუკა ჟღენტის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვისაც, რადგან წინასწარ შეიძლება განვჭვრიტოთ, თუ რა მიდგომა ექნება სტრასბურგის სასამართლოს უკრაინის საქმეზეც. საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტის შეფასებით, საქართველოს გამარჯვება სტრასბურგის სასამართლოში უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვისაც. „გასათვალისწინებელია, რომ დღეს, სასამართლოში ასევე განიხილება უკრაინის მიერ შეტანილი რამდენიმე სახელმწიფოთაშორისი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის ჩამოგდებულ თვითმფრინავზე ნიდერლანდებთან ერთად, ასევე ყირიმის ოკუპაციასა და ანექსიაზე. საქართველოს საქმე და ეს შედეგი უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვისაც, რადგან წინასწარ შეიძლება განვჭვრიტოთ, თუ რა მიდგომა ექნება სტრასბურგის სასამართლოს უკრაინის საქმეზე (ყირიმის საქმე) რუსეთს წინააღმდეგ. უკრაინას რამდენიმე საქმე აქვს შეტანილი და ვიმედოვნებ, ამ საქმეებშიც სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს. ეს კი საშუალებას მოგვცემს ძალისხმევის გაერთიანებისა, რაც მეტ შანსს იძლევა იმისთვის, რომ ეს საერთო ბრძოლა დადებითი შედეგით დასრულდეს. ამაში ეჭვი არ მეპარება. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ უნდა შევქმნათ გადაჭარბებული მოლოდინები იმასთან მიმართებით, რომ ეს ყველაფერი მოკლე დროში მოხდება", - განუცხადა Europetime-ს მამუკა ჟღენტმა. 2008 წლის ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 21 იანვარს გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა შემდეგი: რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა; რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე; რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე, ​კერძოდ, საერთაშორისო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია: ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის, ასევე დაახლოებით, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის. მამუკა ჟღენტი: რუსეთის ხელისუფლების რეაქცია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე, კორეის ხელისუფლების ქმედებას ჰგავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განიხილავს სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა. სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე. სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განიხილავს

ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებლის, ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის, მამუკა ჟღენტის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოში საქმეზე - „საქართველო რუსეთის“ წინააღდეგ - ომის საქმეზე განაჩენი დადგა, მაგრამ წინ, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, მათ შორის სასამართლოსთან. როგორც Europetime-სთან საუბრისას მამუკა ჟღენტმა განმარტა, სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს ფარგლებში ორივე მხარემ 12 თვის განმავლობაში უნდა წარადგინონ შესაბამისი შეხედულებები, რის საფუძველზეც, ევროპული სტრუქტურები უკვე მიიღებენ გარკვეულ დამატებით გადაწყვეტილებებს, მათ შორის მაგალითად კომპენსაციაზე, ან რუსეთის მხრიდან ე.წ. ინდივიდუალურ და საერთო ზომებზე დარღვეული მუხლების შედეგების აღმოსაფხვრელად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. „ამის შემდგომ, საკითხი ასევე წარიმართება ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების მიმღებ, ანუ მთავარ ორგანოში - მინისტრთა კომიტეტში, რომელშიც წევრ სახელმწიფოებს წარმოადგენენ მთავრობები. სწორედ მინისტრთა კომიტეტი გახლავთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად ის ორგანო, რომელიც ახორციელებს სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებაზე ზედამხედველობას, პროცესი ხანგრძლივი იქნება. ეს ხანმოკლე პროცესი არ არის. ამის თაობაზე არსებობს გარკვეული გამოცდილება სხვადასხვა საქმეში, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოთა შორის საქმეზე. სადაც სასამართლოს არ გამოუტანია არც ინდივიდუალური არც საერთო ზომები, რომლებიც მოპასუხე სახელმწიფომ უნდა განახორციელოს. შესაბამისად, რუსეთის ერთ-ერთი ტაქტიკა იქნება, ეს საკითხი რამენაირად მინისტრთა კომიტეტში გაწელოს. თუმცა მიუხედავდ ამისა, ის რაც მოხდა, არის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, რომ საქართველომ უფრო ეფექტურად და დამაჯერებლად განაგრძოს მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა მოხდეს კიდევ უფრო მეტი ზეწოლა რუსეთზე და მიღწეული იყოს გარკვეული პროგრესი, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის თვალსაზრისით, დევნილების დაბრუნების კუთხით, ასევე გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღწევად, ამ ორი ტერიტორიის საქართველოს იურისდიქციაში დასაბრუნებლად. ეფექტური კონტროლის დასაბრუნებლად”, - აღნიშნავს Europetime-სთან საუბრისას, ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებელი. 2008 წლის ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 21 იანვარს გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა შემდეგი: რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა; რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე; რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე, ​კერძოდ, საერთაშორისო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია: ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის, ასევე დაახლოებით, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის. მამუკა ჟღენტი: რუსეთის ხელისუფლების რეაქცია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე, კორეის ხელისუფლების ქმედებას ჰგავს მამუკა ჟღენტი: სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს გამარჯვება, უკრაინის საქმის მოგებას დააჩქარებს

2020 წლის მონაცემებით, საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთია, საიმპორტო - თურქეთი

2020 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 75.9 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ 2020 წლის წინასწარ ანგარიშშია წარმოდგენილი. სტატისტიკის მიხედვით, უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (476.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (441.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (441.1 მლნ. აშშ დოლარი). რაც შეეხება იმპორტს, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი(1 131.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (709.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (572.9 მლნ. აშშ დოლარი).

მამუკა ჟღენტი: სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებაში ტერმინი - რუსეთის მიერ განხორცილებული „ეფექტური კონტროლი“ ოკუპაციის სინონიმია

2008 წლის ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 21 იანვარს გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. ამასთან დაკავშირებით, Europetime საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებელს, ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილ ელჩს, მამუკა ჟღენტს ესაუბრა. დიპლომატი სასამართლოს დადგენილების მნიშვნელოვან ასპექტებზე მიუთითებს და პრეცედენტებსაც იხსენებს: „რუსეთმა პირწმინდად წააგო ეს საქმე. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის მეორე მუხლი, სიცოცხლის უფლება. კერძოდ კი, არ გამოიძია ამ უფლებების დარღვევები, დაარღვია მესამე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, კერძოდ კი განახორციელა წამების და არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები. სხვათა შორის ეს ეხება არამხოლოდ 12 აგვისტოს შემდგომ პერიოდს, არამედ მითითებულია, რომ მესამე მუხლით გათვალისწინებული უფლებები დაარღვია სამხედრო ტყვეებთან მიმართებით ჯერ კიდევ 7 აგვისტოს. სასამართლომ ასევე ცნო რუსეთი კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის დამრღვევად, რაც ეხება საკუთრების უფლების დარღვევას, რაც ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, მეტადაც თუ არა. იმ თვალსაზრისით, რომ შემდგომ აღსრულების პროცესში საკუთრების უფლების აღდგენა ან კომპენსაცია არის სერიოზული ბერკეტი, რომელსაც ქართული მხარე აუცილებლად სერიოზულად გამოიყენებს ამ მიმართულებით. „ეფექტური კონტროლი“ სასამართლოს დადგენილებით, რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე. ტერმინი ეფექტური კონტროლი, რომ ვთარგმნოთ - ოკუპაციის სინონიმია, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. სანქციები ეს არ არის გაეროს უშიშროების საბჭო, თუმცა ბოლო ხანებში არც გაეროს უშიშროების საბჭო გამოირჩევა დიდი ეფექტურობით, სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის კუთხით, მაგრამ ამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, უკვე ყველა ჩვენი პარტნიორი რუსეთთან ურთიერთობაში მოითხოვს ამ საკითხის გადაჭრას. ეს არ არის ერთდღიანი პროცესი, წლების განმავლობაში გაიჭიმება. პრეცედენტები შეგვიძლია გავიხსენოთ არა სახელმწიფოთაშორისი, არამედ ინდივიდუალური საქმე, რომელიც დეკადების განმავლობაში გაიწელა ევროპის მინისტრთა საბჭოში. ეს იყო მაგალითად საქმე „ქალბატონი ლოიზიდუ“ - კვიპროსის მოქალაქემ, საკუთრების უფლების დარღვევაზე და შესაბამის უფლებრივ მდგომარეობის აღდგენაზე მიმართა სასამართლოს და მოიგო ეს საქმე თურქეთის წინააღმდეგ. თუმცა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქმის საბოლოო გადაწყვეტას წლები დასჭირდა. ორ დეკადაზე მეტი. საბოლოოდ მოხდა კომპენსაციის გადახდა, თუმცა ამას დიდი დრო, დიდი მუშაობა დასჭირდა. ფაქტობრივად, ყოველკვირეულად და ნებისმიერი ადამიანის უფლებების საკითხებზე, მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, ეს საკითხი განიხილებოდა. მაგრამ საბოლოო ჯამში თურქეთმა მაინც გადაუხადა. „ასევე ძალიან საინტერესოა, რომ დადგინდა, რუსეთის მიერ, კონვენციის 38 მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლო პროცესის მსვლელობისას, რუსეთი არ თანამშრომლობდა სასამართლოსთან. ესეც ერთ-ერთი მანიშნებელია, თუ შენ მართალი ხარ, არც დასამალი გაქვს არაფერი და შესაბამისად სასამართლოსთან თანამშრომლობ. რუსეთის შემთხვევაში ეს ასე არ იყო. სასამართლოს ხან საერთოდ არ აწვდიდა ინფორმაციას, ხან აწვდიდა ძალიან დაგვიანებით. ესეც საკმაოდ სერიოზული მიმანიშნებელია იმისა, თუ რეალურად ვინ მოიგო და ვინ წააგო საქმე“. დიდი პალატის მოსამართლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 2008 წლის ომის აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, სარჩელის ამ ნაწილის დაუშვებლად ცნობის გადაწყვეტილება მსხვერპლთა და სადავო ინციდენტების დიდი რაოდენობის, წარდგენილი მტკიცებულებების მოცულობისა და შესაბამისი გარემოებების დადგენის სირთულის გათვალისწინებით მიიღო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უკრაინელი მოსამართლე ანა იუდკოვსკაია, ასევე პოლონელი კშიშტოფ ვოიტიჩეკი და ლადო ჭანტურია არ ეთანხმებიან დიდი პალატის მოსამართლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებას. „მიგვაჩნია, რომ ჩვენს დროში ძალიან შორს ვართ ისტორიული კონტექსტისგან და პატივისცემის მიუხედავად, არ ვეთანხმებით უმრავლესობის დასკვნას, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს (2008 წლის 8-12 აგვისტო) მომხდარი მოვლენები არ ექვემდებარება რუსეთის იურისდიქციას. ჩვენ შეძრულები ვართ ამ არგუმენტებით. ჩვენი აზრით, ამ სასამართლოს როლი მდგომარეობს სწორედ პრიორიტეტულად რთული ამოცანების გადაწყვეტაში“, - წერს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე. მამუკა ჟღენტი: ეს უფრო მნიშვნელოვანია მკვლევრებისთვის, საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტებისთვის, ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე პირებისთვის, მაგალითად, სადოქტორო ნაშრომზე სამუშაოდ, ან სამსჯელოდ სტრასბურგის სასამართლოს საპრეცედენტო სამართალზე და ა.შ. თუმცა ესეც გასათვალისწინებელია, რომ ცალსახა არ ყოფილა სასამართლოს დიდი პანელის მოსამართლეთა მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით. განსხვავებული პოზიციებიც იყო. მინდა ვთქვა რომ უაღრესად საინტერესო დასაბუთებულად, პროფესიონალურ დონეზე მომზადებულად მიმაჩნია ის განსხვავებული შეხედულება, რომელიც საქმესთან არის დართული, რომელიც მოამზადა და წარადგინა მოსამართლემ საქართველოდან ლადო ჭანტურიამ. არც მე არ მიმაჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლომ სწორი გზა აირჩია, როდესაც განაცხადა, რომ ომის პერიოდი მის კომპეტენციაში არ შედის და წარმოადგენს არა ადამიანის უფლებათა არამედ ჰუმანიტარული სამართლისა და შესაბამისად ე.წ. ჟენევის კონვენციების თემას და გადაამისამართა ეს თემატიკა ჰააგის სასამართლოში. არც ის მგონია მართებულად, რომ სასამართღლომ აღნიშნა, რომ ცხელი ომის პერიოდში იმდენად მასშტაბურია დარღვევები, რომ სასამართლოს არ გააჩნია რესურსი მათი გამოძიებისა. თუმცა, განსხავევიბით იმისგან, რასაც ავრცელებს კრემლის პროპაგანდისტული მანქანა, სასამართლოს არსად უთქვავს, რომ რუსეთი ამ პერიოდში ეფექტურ კონტროლს არ ახორციელებდა. სასამართლომ, უბრალოდ თავიდან აიცილა 8-12 აგვისტოს პერიოდში ამ საკითხის გადაწყვეტა", - აღნიშნავს მამუკა ჟღენტი. „ის ფაქტი, რომ სასამართლომ არ განიხილა საქართველოს მხრიდან მაგ. კონვენციის მეორე ოქმის უფლებათა დარღვევის; მაგ. განათლების უფლების საკითხი, ეს ქართული მხარის მხრიდან ტაქტიკური სვლა იყო. რადგან ყველამ ვიცოდით, რომ სასამართლო, როგორც წესი, ყველა წარდგენილ მუხლზე არ იღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ, რაც მეტი მუხლის დარღვევის დაფიქსირებას მოვითხოვდით და შესაბამის მტკიცებულებებს წარვადგენდით, მეტი შანსი ჩნდებოდა ძირითადი მუხლების მოგების. ვიმეორებ, ეს იყო ტაქტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად მთავარი ამოცანა იყო, რომ სწორედ ის დარღვევები, რომლებიც შეეხებოდა მეორე, მესამე მუხლებს, პირველ ოქმის პირველ მუხლს, მთავარი იყო და ეს ასეც დადგინდა”, - აღნიშნავს Europetime-თან საუბრისას მამუკა ჟღენტი. რუსეთის რეაქცია „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დავა რუსეთის სასარგებლოდ დასრულდა, ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ქმედებისგან არაფრით განსხვავდება. რითიც რუსეთის ხელისუფლება თავს იმართლებს და აწვდის საკუთარ მოსახლეობას, მაგონებს იმას, რასაც აკეთებდა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება, როცა მედიასაშუალებით თავის მოსახლეობას აუწყა, რომ თურმე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე, მისმა ნაკრებმა გაიმარჯვა. აი დაახლოებით ამ დატვირთვის, შინაარსის და ამ დონის ინფორმაცია და პოზიცია გახლავთ ესეც“, - ამბობს მამუკა ჟღენტი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა შემდეგი: რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა; რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე; რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე, ​კერძოდ, საერთაშორისო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია: ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის, ასევე დაახლოებით, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განიხილავს მამუკა ჟღენტი: სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს გამარჯვება, უკრაინის საქმის მოგებას დააჩქარებს

2020 წელს საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 32.9%-ით შემცირდა

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილიიყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 623.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.7 პროცენტი შეადგინა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 32.9%-ით შემცირდა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ 2020 წლის წინასწარ ანგარიშშია წარმოდგენილი. სტატისტიკის მიხედვით, მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები დაკონცენტრატები 450.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეანავთობი და ნავთობპროდუქტები 412.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.4 პროცენტი).

„ქართული ოცნების“ სამდივნოს შემადგენლობა ცნობილია

დღეს გაიმართა "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც აირჩიეს პარტიის სამდივნო. პარტიის სამდივნოს შემადგელობაზე, პოლიტსაბჭორს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. „ქართული ოცნების“ სამდივნოს შემადგენლობა ასეთია: გენერალური მდივანი არის - კახა კალაძე; პოლიტიკური მდივანი - ისევ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება; საერთაშორისო მდივანი - კახა კუჭავა; რეგიონალური მდივანი - დიმიტრი სამხარაძე; აღმასრულებელ მდივნად მამუკა მდინარაძე დარჩება. როგორც მამუკა მდიარაძემ განაცხადა, სხდომაზე ასევე ისაუბრეს პარტიის საორგანიზაცვიო საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე

საფრანგეთის წარმომადგენლობა NATO-ში: საფრანგეთი მხარს უჭერს ნატოსთან საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორობას საჰაერო თავდაცვის ინიციატივით

"NATO-სთან საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორობას საფრანგეთი მხარს უჭერს საჰაერო თავდაცვის ინიციატივით", - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს უკავშირდება. „NATO-ში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში – საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს მოკავშირეებისთვის ამ განსაკუთრებულ პარტნიორობას, რომელსაც ის თავისი საჰაერო თავდაცვის ინიციატივით უზრუნველყოფს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ვიზიტი დაიწყო.

ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებისა და უფრო ღრმა და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილა. საუბრის ძირითადი თემა პანდემია, მასთან ბრძოლის გზები, კოვიდსოლიდარობა და ვაქცინის გამოყოფის საკითხი იყო. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დასვა ქართველი სტუდენტების დაფინანსების საკითხი, რათა ევროკავშირის ქვეყნებში სასწავლებლად ჩასული საქართველოს მოქალაქეების სწავლის საფასური გაუთანაბრდეს ამავე ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურს, რაზეც ევროკომისიის პრეზიდენტმა არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოითხოვა და საკითხზე მუშაობის მზაობა გამოთქვა.

მოსკოვში  ნავალნის მხარდასაჭერად შეკრებილ დემონსტრანტებს აკავებენ

ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად მოსკოვში შეკრებილი დემონსტრანტების მასობრივი დაკავება დაიწყო. ამის შესახებ ინფრომაციას რუსული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, პუშკინის მოედანზე უკვე დაკავებულია 40 ადამიანი. პოლიციელებს მიჰყავთ ყველა, ვისაც ხელში პლაკატი უჭირავს. მიტინგის ორგანიზატორების ცნობით, აქცია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პოლიციამ აქტივისტების დაკავება მანამდე დაიწყო. ცნობისთვის, რუსეთში დღეს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები არაერთ ქალაქშია დაგეგმილი.

იტალიამ Tik-Tok-ს არასრულწლოვანი მომხმარებლების დაბლოკვისკენ მოუწოდა

იტალიამ Tik-Tok-ს არასრულწლოვანი მომხმარებლების დაბლოკვისკენ მოუწოდა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. იტალიის მარეგულირებელმა ორგანოებმა შესაბამისი განცხადება 10 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ გაავრცელეს. როგორც ცნობილია, Tik-Tok-ის აპლიკაციის ხელმძღვანელობამ უკვე დადო პირობა, რომ 13 წლამდე მოზარდებს Tik-Tok-ით სარგებლობის უფლება არ ექნებათ, თუმცა კონტროლი საკმარისად მკაცრი არ არის და მოზარდები მაინც ახერხებენ აპლიკაციაში შესვლას. იტალიის მარეგულირებელი ორგანოები 13 წლამდე მომხმარებელთა გამოსავლენად და მათი დაბლოკვისთვის, აპლიკაციის ხელმძღვანელობას ვადას 15 თებერვლამდე აძლევენ. გავრცელებული ინფორმაციით, 10 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეს იტალიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც გარდაცვლილის მშობლები ამბობენ, 10 წლის გოგონა Tik-Tok-ის ერთ-ერთ თამაშში იყო ჩართული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

ევროპარლამენტარები:  მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს - მათ საშუალება უნდა მივცეთ, რაც შეიძლება მალე დაიწყონ ვაქცინაცია

"მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს - მათ საშუალება უნდა მივცეთ, რაც შეიძლება მალე დაიწყონ ვაქცინაცია", - ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში. ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეპ ბორელს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენის, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისა და ევროკომისარ სტელა კირიაკიდესს მიმართავენ. „ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები, ვაღიარებთ და მადლობას ვუხდით კომისიის ხელმძღვანელობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყნების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით უზრუნველყოფისკენ. ეს არის თანამშრომლობის ის მაგალითი, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც ერთიანობისა და სამომავლოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საერთო საჭიროებების მოგვარების სიმბოლო. ასევე, მივესალმებით თქვენს ბოლოდროინდელ განცხადებას ვაქცინის გაზიარების მექანიზმის შესახებ, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ევროკავშირის მიერ მიღებული ვაქცინები პარტნიორ ქვეყნებს გავუზიაროთ. ეს განცხადება, გარკვეულწილად, ეხება იმ შეშფოთებას, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით არსებობს. ღრმად ვართ შეშფოთებული იმით, რომ ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორების უმრავლესობა მხოლოდ COVAX - მექანიზმს ეყრდნობა. ეს კი, არ იქნება საკმარისი მათი მოსახლეობის იმუნიზაციისთვის. მეტიც, COVAX-მექანიზმი მხოლოდ გაზაფხულზე გულისხმობს ვაქცინაციას, რაც მნიშვნელოვანი ინტერვალია, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან შედარებით. ზოგიერთი ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორი ლოდინს ერიდება და განიხილავს ან უკვე იწყებს რუსული და ჩინური ვაქცინების გამოყენებას. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია ამ ვაქცინების ეფექტურობისა და იმის შესახებ, შეესაბამებიან თუ არა ისინი რეალიზაციის ნებართვისთვის საჭირო კრიტერიუმებს. ეჭვგარეშეა, რომ ამ ვაქცინებით მომარაგებას, რუსეთი და ჩინეთი გამოიყენებენ თავიანთი გავლენის გასაზრდელად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ეს კი, ისევე როგორც წინა შემთხვევებში, შეარყევს ევროკავშირის ბევრად უფრო ძლიერ მხარდაჭერას. ჩვენი პოზიცია ემთხვევა ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გამოქვეყნებულ წერილში გამოთქმულ პოზიციას, რომლითაც 2021 წლის 6 იანვარს მოგმართეს. მოგიწოდებთ, არ განასხვავოთ ჩვენი უშუალო მეზობლები აღმოსავლეთსა და სამხრეთში და COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინებით უზრუნველყოთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მოგიწოდებთ, მოამზადოთ დეტალური გეგმა, რომელშიც გაწერილი იქნება, როდის და რამდენ ვაქცინას უნდა ელოდონ ჩვენი პარტნიორები. დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო ვაქცინების დონაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან. ჩვენ, მსგავსად ვუჭერთ მხარს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფრონტის წინა ხაზზე მყოფი მუშაკებისა და მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაციას. ჩვენს მეზობლებს საშუალება უნდა მივცეთ, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყონ ამ ჯგუფების ვაქცინაცია. მეტიც, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში იმუნიზაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარალელურად მოხდეს“ - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, დანიისა და ლატვიის წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაზაფხულისთვის გადაცემის მოწოდებით გამოვიდნენ.

ტელეწამყვანი ლარი კინგი გარდაიცვალა

დღეს, ლეგენდარული ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ლარი კინგი 87 წლის იყო. ის ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი კოონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში 3 იანვარს გადაიყვანეს. 87 წლის კინგი დიაბეტით იყო დაავადებული და ბოლო წლებში რამდენჯერმე ისულტი გადაიტანა. 2017 წელს ტელეწამყვანს ფილტვის კიბო დაუდგინეს. ლარი კინგის კარიერა 60 წელს ითვლის. 1985-2010 წლებში მას თოქშოუ ტელეკომპანია CNN-ზე მიჰყავდა. ბოლო წლებში ის ტელეკომპანია Russia Today-ში მუშაობდა.

პოლიციამ ალესქეი ნავალნის მეუღლე დააკავა

რუსეთში პოლიციამ ალესქეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია დააკავა. დაკავების შესახებ ინფორმაცია თავად იულია ნავალნაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ნავალნის მეუღლემ Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა. ცნობისთვის, რუსეთში დღეს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები არაერთ ქალაქში იყო დაგეგმილი. მოსკოვში ნავალნის მხარდასაჭერად შეკრებილ დემონსტრანტებს აკავებენ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, საქართველოში, თბილისის დროით 17:27 საათზე, წალკასთან 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.