ძებნის რეზულტატი:
რუსეთი აცხადებს, რომ მოსკოვი ისევ დრონებით თავდასხმის სამიზნეა
მოსკოვი ისევ დრონების თავდასხმის სამიზნეა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი უპილიტო საფრენი აპარატი გაანადგურა, რომელიც დედაქალაქისკენ მიემართებოდა. „საჰაერო თავდაცვამ დედაქალაქისკენ მიმავალი ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა“, - დაწერა მან Telegram-ზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთი დრონი კალუგის ოლქში, მეორე კი - ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. მოსკოვის მერი 9 აგვისტოსაც აცხადებდა, რომ დრონების თავდასხმა მოიგერიეს. 30 ივლისს დრონით თავდასხმა ბიზნესცენტრ "მოსკვა სიტიზე", განმეორებითი შეტევა კი იმავე ბიზნესცენტრზე პირველ აგვისტოსაც განხორციელდა. რუსეთი შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან
ოკუპირებულ ყირიმში გვიან ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა. როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სევასტოპოლის მიმართულებით მფრინავი 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ზელენსკი: ყირიმის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა „განეიტრალდეს“ „სევასტოპოლთან მიახლოებისას საჰაერო თავდაცვის სისტემამ 2 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. კიდევ 9 რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებმა ჩაახშო და მიზანს ვერ მიაღწია, დრონები შავ ზღვაში ჩავარდნენ. აღკვეთილი ტერორისტული თავდასხმების შედეგად მსხვერპლი და ნგრევა არ მომხდარა,“ - განაცხადეს სამინისტროში. ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. რუსეთი აცხადებს, რომ მოსკოვი ისევ დრონებით თავდასხმის სამიზნეა მოსკოვის მერი 9 აგვისტოსაც აცხადებდა, რომ დრონების თავდასხმა მოიგერიეს. 30 ივლისს დრონით თავდასხმა ბიზნესცენტრ "მოსკვა სიტიზე", განმეორებითი შეტევა კი იმავე ბიზნესცენტრზე პირველ აგვისტოსაც განხორციელდა. რუსეთი შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.
რუსეთის ძალებმა რივნეს ოლქზე დრონებით მასიური იერიში მიიტანეს
10 აგვისტოს რუსეთის ძალებმა რივნეს ოლქზე მასიური იერიში მიიტანეს. იტყობინება ოლქის გუბერნატორი, ვიტალი კოვალი. უკრაინული მედიის ცნობით, განადგურდა რივნეს ოლქში მდებარე ქალაქ დუბნოს ნავთობის საცავი. გუბერნატორის თქმით, თავდასხმა ღამით მოხდა. კოვალის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, აფეთქების ადგილზე ცეცხლი ჩანს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გუბერნატორის თქმით, ადგილზე 45 მაშველი და 14 მანქანა მუშაობდა. მისივე თქმით, ევაკუაცია საჭირო არ არის. რივნეს ოლქი დასავლეთ უკრაინაში, ბელორუსის ჩრდილო-დასავლეთ საზღვართან მდებარეობს. 2023 წლის ივლისში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რივნეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურს ეწვია, რათა რეგიონში უსაფრთხოების შესაძლო საფრთხეები განეხილა.
თურქეთი შავ ზღვაში, შორ მანძილზე მოქმედ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გამოცდის - მედია
თურქეთის არმია შავ ზღვაში შიდა დისტანციური საჰაერო თავდაცვის სისტემა - Siper-ს გამოცდის, იტყობინება თურქული მედია. ხელისუფლებამ, ნოტამის შეტყობინების დახმარებით, ზღვის 850-კილომეტრიანი მონაკვეთი მათ შიდა წყლებში, ფრენისთვის აკრძალულ ზონად გამოაცხადა. საჰაერო თავდაცვის სისტემის ცდები ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ედირნეს პროვინციიდან, რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გირესუნის პროვინციამდე სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ჩატარდება.
აფეთქებისა და ხანძრის შესახებ ცნობების ფონზე, მოსკოვის აეროპორტების მუშაობა შეჩერებული იყო
მოსკოვის აეროპორტების, "დომოდედოვოსა" და "ვნუკოვოს" მუშაობა 10 აგვისტოს ღამით შეჩერდა. სააგენტო "რია ნოვოსტი" „ვნუკოვოს“ აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ „შეზღუდვები აეროპორტისგან დამოუკიდებელი მიზეზით“ შემოიღეს. „დომოდედოვოში“ კი განაცხადეს, რომ ეს მომხდარი, „ფრენების უსაფრთხოების დამატებით ზომების მიზეზით“ ახსნეს. პარალელურად, რუსეთი იუწყებოდა, რომ მოსკოვი ისევ დრონების თავდასხმის სამიზნეა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი უპილიტო საფრენი აპარატი გაანადგურა, რომელიც დედაქალაქისკენ მიემართებოდა. „საჰაერო თავდაცვამ დედაქალაქისკენ მიმავალი ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა“, - დაწერა მან Telegram-ზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთი დრონი კალუგის ოლქში, მეორე კი - ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. მოსკოვის მერი 9 აგვისტოსაც აცხადებდა, რომ დრონების თავდასხმა მოიგერიეს. 30 ივლისს დრონით თავდასხმა ბიზნესცენტრ "მოსკვა სიტიზე", განმეორებითი შეტევა კი იმავე ბიზნესცენტრზე პირველ აგვისტოსაც განხორციელდა. რუსეთი შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
ანზორ ერქომაიშვილს 83 წელი შეუსრულდებოდა
დღეს დიდ ქართველ მაესტროს, ფოლკლორისტსა და „ხმების შემგროვებლ“ანზორ ერქომაიშვილს 83 წელი შეუსრულდებოდა. მისი ყველა საქმე მარადიულობაზე იყო გათვლილი, - იქნებოდა ეს მსოფლიოს ყველა არქივში, თუ საქართველოს არქივებში მიმოფანტული ჩანაწერების ჩამოტანა, მოვლა, გაცოცხლება, აღდგენა, გავრცელება და იქ დაცული უნიკალური შედევრების გადაცემა მომავალი თაობებისათვის; იქნებოდა ეს დიდების თუ ბავშვთა საოცარი ანსამბლების დაარსება, იქნებოდა ეს საოცარი „რუსთავი", რომელთან ერთადაც მან შექმნა ქართული სიმღერისა და საგალობლის შესრულების სრულყოფილი იდეა, სრულყოფილი მოდელი, პარადიგმა, სტანდარტი, რომელზეც ჩვენ ყველას გვაქვს სწორება და რომლითაც მუდამ იამაყებს საქართველო. მისი ყველა საქმე სწორედ მარადისობით იყო ანთებული! ასე შეაფასა დიდი ქართველი მაესტროს ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი მთაწმინდზე წარმოთქმულ გამოსამშვიდობებელ სიტყვაში სვიმონ ჯანგულაშვილმა. მუსიკოსი, მომღერალი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები და პედაგოგი ანზორ ერქომაიშვილი 1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი შაშვი ჩიოდა“. ანზორ ერქომაიშვილის მიერ ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილი ფასდაუდებელია. მან მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერები მოიძია და გამოსცა; ის გახლდათ ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი. მან არაერთი ნიჭიერი და საამაყო თაობა აღზარდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული გურული ხალხური სიმღერები; მან მიაკვლია 1907 წლიდან 1930 წლამდე შესრულებულ 500-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერის ფონოგრამას და განახორციელა მათი გამოკვლევა და რესტავრაცია; მოიძია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი მომღერლები, რომელთა შესრულებითაც 100-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა ჩაიწერა. ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივითა და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ხელშეწყობით დაარსდა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი. ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობითა და საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“. ანზორ ერქომაიშვილს მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო და პრემია, მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია. ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ანზორ ერქომაიშვილი დაჯილდოებული იყო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით. ასევე გაეცანით არტოს ბაღში მდებარე საკონცერტო დარბაზს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა ,,ანზორ ერქომაიშვილის სახელი კი მარადიულად იბრწყინებს და ასევე - მისი საქმეები, რომლებსაც ის აკეთებდა ისე რომ ისინი ყოფილიყვნენ მარადიულნი" ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება დიდი ქართველი მოღვაწე, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი 2021 წლის 31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანზორ ექომაიშვილი 2021 წლის 3 აპრილს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
ქეთევან დუმბაძე დეპუტატის მანდატს დატოვებს და საქართველოს მწერალთა სახლს უხელმძღვანელებს
სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება. „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქეთევან დუმბაძეს ულოცავს მწერალთა სახლის დირექტორად დანიშვნას და უსურვებს წარმატებებს. შეგახსენებთ: ქეთევან დუმბაძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრია. 1978-1983 წლებში ქეთევან დუმბაძე სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ლიტერატურული ურთიერთობებისა და მხატვრული თარგმანის განხრით. მას პროფესიული საქმიანობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს. 1977-1993 წლებში იგი მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია ადგილობრივ და უცხოურ პრესასა და პერიოდიკაში. ასევე, მას გამოქვეყნებული აქვს კლასიკური და თანამედროვე ავტორების თარგმანები. 1990-იანი წლებიდან 2013 წლამდე აქტიურად საქმიანობდა სატელევიზიო სფეროშიც. არის არაერთი ტელევიზიის საინფორმაციო, შემეცნებითი, საავტორო გადაცემებისა და პროექტების ავტორი და პროდიუსერი. 1993-1999 წლებში იგი სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახუში. 2013-2017 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, 2018 წელს - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტი, ასევე, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის - „ცოცხალი წიგნები“ - ხელმძღვანელი,“ - წერია ინფორმაციაში. „მწერალთა სახლის" მოქმედ დირექტორს, ნატა ლომოურს უფლებამოსილების ვადა 7 აგვისტოს ამოეწურა. რადიო თავისუფლების ცნობით, ლომოური აცხადებდა, რომ სამინისტროდან მას არავინ დაკავშირებია იმის სათქმელად, აპირებდნენ თუ არა მასთან თანამშრომლობას. ლომოური „ნეტგაზეთთან“ 8 აგვისტოს ამბობდა, რომ რამდენიმე დღის წინ კულტურის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ 5 დღეში თანამდებობაზე ყოფნის ოთხწლიანი ვადა ეწურებოდა, რის შემდეგაც უწყებას წერილობით მიმართა, რომ დაინტერესებული იყო უფლებამოსილების გაგრძელებით, თუმცა პასუხი არ მიუღია.
ფინეთმა და ნორვეგიამ Yandex-ს მონაცემების რუსეთში გადაცემა აუკრძალეს - Reuters
ფინეთისა და ნორვეგიის მარეგულირებლებმა განაცხადეს, რომ Yandex-ს (YNDX.O) და ნიდერლანდებში დაფუძნებულ მის პარტნიორ კომპანიას - Ridetech International, Yandex Yango-ს აპლიკაციის მომხმარებლების პერსონალური მონაცემების რუსეთისთვის გადაცემა აუკრძალეს. Reuters-ის ცნობით, ფინურმა მხარემ განმარტა, რომ მათთვის ცნობილია იმ საკანონმდებლო რეფორმის შესახებ, რომლის თანახმად, რუსეთში სექტემბრის დასაწყისიდან, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს „იანდექსის“ მიერ შესრულებული ოპერაციების დროს დამუშავებულ მონაცემებზე წვდომის უფლება ექნება. ნორვეგიის მონაცემთა დაცვის სამსახურმა განმარტა, რომ არსებობს გარკვეული რისკები, რადგან რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია, პოტენციურად გააკონტროლოს ნორვეგიის მოქალაქეების გადაადგილება. რუსულ კომპანიაში განაცხადეს, რომ ნორვეგიის და ფინეთის მარეგულირებლების მოთხოვნებს სწავლობენ და აპირებენ, სრულად დააკმაყოფილონ ახალი მოთხოვნები. ამასთან, ამტკიცებენ, რომ მათი სერვისი მონაცემებს ევროკავშირის კანონმდებლობის მკაცრად დაცვით ამუშავებს. ფინეთის ხელისუფლებამ Yandex-ის აქტივების კონფისკაცია მოახდინა მას შემდეგ, რაც კომპანიის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, არკადი ვოლოჟი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა. ცნობისთვის, „იანდექსის“ მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო. შესაბამისი ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 9 აგვისტოს გაავრცელა.
ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც გარკვეულწილად ზღუდავს ჩინეთის ტექნოლოგიურ სფეროში აშშ-ის ახალ ინვესტიციებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ნაწილობრივ ზღუდავს აშშ-ის ახალ ინვესტიციებს ჩინეთის ტექნოლოგიებში, მათ შორის იგულისხმება კომპიუტერული ჩიპები. ბრძანება უფლებას აძლევს აშშ-ის ხაზინის მდივანს, აკრძალოს ან შეზღუდოს აშშ-ის ინვესტიციები სამ სექტორში: ნახევარგამტარები და მიკროელექტრონიკა, კვანტური საინფორმაციო ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის გარკვეული სისტემები. ბრძანება მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს ისეთი ტექნოლოგიების განვითარება, რომლებიც ძირს უთხრის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა „ძლიერ უკმაყოფილოა" და აშშ-ის მოთხოვნას „მტკიცედ ეწინააღმდეგება.“ გამოცემა Bloomberg-ი მოსალოდნელი ბრძანების შესახებ 29 ივლისს წერდა. როგორც დასავლური მედია წერს, დადგენილება გავლენას არ მოახდენს არსებულ ინვესტიციებზე და მხოლოდ აკრძალავს გარკვეულ ტრანზაქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ნახევარგამტარებთან, ხელოვნურ ინტელექტთან და კვანტურ გამოთვლებთან. Bloomberg-ის თანახმად, შეზღუდვები ძალაში მომავალ წელს შევა.
პოლონეთი ბელორუსის საზღვართან დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს - Reuters
პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა. „საზღვარზე, დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი განთავსდება, საიდანაც 4 000 უშუალოდ მესაზღვრეებს დაუჭერს მხარს, ხოლო 6 000 რეზერვში იქნება. ბელორუსის საზღვართან ჯარს მივაახლოებთ, რათა აგრესორი შეშინდეს და ჩვენზე თავდასხმა ვერ გაბედოს,“ - აღნიშნა მინისტრმა. მედიამ 9 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთი ბელორუსთან სარკინიგზო კავშირის შეწყვეტას განიხილავს. ასევე 9 აგვისტოს გავრცელებული ბოლო ცნობებით, პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე დამატებით, 2000 სამხედროს გზავნიდა. 9 აგვისტოს აშშ-მ ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.
თემურ მღებრიშვილი: არ არსებობდა გარისკვის არცერთი შანსი, თუნდაც მცირედიც, რომელიც არ გამოგვიყენებია
საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, 3 აგვისტოს 112-ში ზარი 15:10 საათზე დაფიქსირდა. იტყობინებოდნენ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ. თემურ მღებრიშვილის თქმით, გამოცხადდა მობილიზაცია, მათ შორის ვერტმფრენების როგორც თბილისში, ისე კოპიტნარის აეროპორტში. მისივე თქმით, ვერტმფრენი სამ საათზე ნაკლებ დროში ჩაერთო ევაკუაციაში, თუმცა მღებრიშვილის განმარტებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოპიტნარიდან ვერტმფრენმა აფრენა ვერ შეძლო. რაც შეეხება თბილისიდან ჩასულ ვერტმფრენს, თემურ მღებრიშვილის თქმით, ვარტმფრენმა სტიქიის ზონაში, „სანსეტ შოვის“ მიმდებარე მოედანზე, საკმაოდ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში იფრინა და უშუალოდ დამეწყრილი ტერიტორიიდან 70 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.“ ის აცხადებს, რომ სტიქიის პირველივე ღამესვე, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, ხოლო სამძებრო ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობა, რელიეფიდან და სტიქიის არეალში განლაგებული საკომუნიკაციო ანძების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო. საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, პირველ ეტაპზე დაკარგულად 175 ადამიანი ითვლებოდა და ციფრები სისტემატურად იცვლებოდა. დაკარგულთა შორის იყვნენ უკრაინის ორი და რუსეთის ერთი მოქალაქე. მღებრიშვილის თქმით, დაკარგულ პირთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა 47 შეტყობინება - 136 პირის დაკარგვის შესახებ, სპეციალურ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 15 შეტყობინება 40 პირთან დაკავშირებით, მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, რომ დაკარგულთა რაოდენობა თუნდაც ტურისტების, უფრო მეტი იყოს, საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ გადაჭრით ვერაფერს გამორიცხავს და ვერც დაამტკიცებს, თუმცა აღნიშნა: „გონივრული ვადაა ერთი კვირა, რომ ადამიანმა თავისი ოჯახის წევრი მოიკითხოს.“ რატომ არ მოითხოვეს დახმარება უცხო ქვეყნებისგან „პირველი ვერტმფრენი რომ ჩამოფრინდა, დაახლოებით 2 ტონა სპეციალური აღჭურვილობა ჩამოვიტანეთ, რომელიც მსგავსი ინციდენტების შემთხვევაშია აუცილებელი. არაფერი დაგვიკლია. რატომ არ მოვითხოვეთ დახმარება? - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რესურსი, როგორც ადამიანური, ისე სპეციალური აღჭურვილობის, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური სატრანსპორტო ტექნიკის, იმაზე მეტია მობილიზებული, ვიდრე გონივრული შეიძლება, იყოს,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენებს და არა მათ, რომლებიც ღამით ვერ დაფრინავენ „ვთანხმდებით, რომ ღამე ვერ დაფრინავენ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვერტმფრენი რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო, ამის აუცილებლობა არ იყო. რომც ყოფილიყო აუცილებლობა, მაღალი რისკი იყო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ალბათ მაინც გავრისკავდით და ვიმოქმედებდით. მაგრამ, რატომ არ გავრისკეთ - მობილიზებული გვყავდა სითბური დრონები, რომლებიც აფიქსირებდა დატბორილ არეალს. ურთულესი რელიეფია, პარალელურად იყო მაღალი ძაბვის სადენები, ასე რომ, არ არსებობდა გარისკვის არცერთი შანსი, თუნდაც მცირედიც, რომელიც არ გამოგვეყენებინა, გამოვიყენეთ. სითბური დრონების საშუალებით აღმოვაჩინეთ ლოკაციები, სადაც ადამიანები იყვნენ გახიზნულები. იმის შემდეგ რაც დაფიქსირდა, რომ ადამიანები გარდაიცვალნენ, ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნია არავის, არ დაგვმატებია დაღუპული და დაშავებულიც არ გვყოლია არავინ,“ - უპასუხა მრებრიშვილმა ჟურნალისტებს 10 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე. რა დრომდე შეიძლება, რომ გაგრძელდეს დაკარგულთა ძებნა „ზოგადად, რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ვადები იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომლებიც შეიძლება, კეთდებოდეს კონკრეტულ სტიქიური უბედურების ზონებში, თუმცა პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, გადაწყვეტილებით სამძებრო სამუშაო გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ გარდაცვლილი ვიპოვოთ.“ შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 9 აგვისტოს 21-მდე გაიზარდა. გუშინ ორი ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი, მოზარდია. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს. სტიქია შოვში - განახლებადი
უზბეკეთმა 2022 წელს შუა დერეფნით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გააორმაგა
უზბეკეთმა 2022 წელს შუა დერეფნით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გააორმაგა. ამის შესახებ უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პრობლემების შესწავლის ცენტრის დირექტორმა, ბეკზოდ ხოლმატოვმა განაცხადა. მისივე თქმით, შუა დერეფნის პროექტის აქტუალობა იზრდება თანამედროვე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. „შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნებთან, აშშ-სთან, ბრაზილიასთან ვაჭრობის კუთხით“, - განაცხადა ხოლმატოვმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთ პრობლემად რჩება შუა დერეფნის დაბალი გამტარუნარიანობა. „შუა დერეფანი კვეთს რიგი ქვეყნების საზღვრებს და ეს ნაწილობრივ ზრდის საქონლის მიწოდების დროს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ღირებულებაზე. მიმაჩნია, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია გარკვეული სახის საქონლის ტრანსპორტირების შეღავათიანი სისტემის გამოყენება,“ - განაცხადა ბეკზოდ ხოლმატოვმა. უზბეკეთს შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდა სურს ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და კომერციული მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას რეგიონის სხვადასხვა ქვეყნების გავლით აკავშირებს. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის შუა აზიის ქვეყნებში, მათ შორის ყაზახეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში. ევროპაში ჩასვლამდე კი, მარშრუტი მოძრაობს კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით. შეგახსენებთ, ვაშინგტონი აღიარებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომ განვითარებას სჭირდება. კერძოდ, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. რა ადგილი ეთმობა შავი ზღვის მიმართ აშშ-ის ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტში ანაკლიის პორტის პროექტს - სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი
მედიის ცნობით, ბჟანიას მოსკოვში ვიზიტის დროს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერს, ასლან ბჟანიას, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში „სამუშაო ვიზიტის“ დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. აფხაზური მედიის ცნობით, ბჟანიას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და აუცილებელი გამოკვლევა უტარდება. 2022 წელს ასლან ბჟანიას რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში თირკმლის ოპერაცია ჩაუტარდა.
მღებრიშვილი: სტიქიის ზონაში ძებნა გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს მცირე შანსიც, რომ გარდაცვლილი ვიპოვოთ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა უპასუხა შეკითხვას, რა დრომდე შეიძლება, რომ გაგრძელდეს სამძებრო ოპერაცია სტიქიის ზონაში. „ზოგადად, არსებობს გონივრული ვადები, თუმცა პრემიერისა და შს მინისტრის დავალებით და გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაო იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმის, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი, ან თუნდაც რაიმეს სახის ფრაგმენტი,“ - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა შოვში მომხდარი სტიქიის შედეგებთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე. მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტი ცხედარი, დაახლოებით 12, ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 9 აგვისტოს 21-მდე გაიზარდა. გუშინ ორი ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი, მოზარდია. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს. სტიქია შოვში - განახლებადი
მღებრიშვილი: მიმდინარეობს 25კმ–იანი კალაპოტის გადამოწმება, დამატებით, ვფიქრობთ, რომ მდინარის ნავებით მონიტორინგი საჭირო გახდება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, სტიქიის ზონაში საძიებო ღონისძიებების არეალი გაფართოვდება. მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ზონები მიიჩნევა სტიქიური უბედირების ზონაში ყველაზე მძიმე წერტილებად. „ვაპირებთ კიდევ დამატებით ღონისძიებებს და სამუშაოს უფრო გაფართოებას. ეს არის მდინარის კალაპოტი, სადაც გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს 25კმ–იანი კალაპოტის გადამოწმება, დღის ბოლოსთვის ან ხვალ დილიდან დამატებით, ვფიქრობთ, რომ საჭირო გახდება ნავებით მონიტორინგი მდინარის," - განაცხადა მღებრიშვილმა. თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს. შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 9 აგვისტოს 21-მდე გაიზარდა. გუშინ ორი ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი, მოზარდია. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. სტიქია შოვში - განახლებადი
რუმინეთმა საფრანგეთისგან სამხედრო გემების შესყიდვის შეთანხმება გააუქმა - Reuters
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფრანგულ ფირმა Naval Group-ისგან ოთხი სამხედრო ხომალდის შესყიდვის გარიგება გააუქმა მას შემდეგ, რაც კონტრაქტის გაფორმების ვადები არ შესრულდა. წერს Reuters-ი. თავდაცვის ფირმა Naval Group-მა 2019 წელს რუმინულ კომპანია Santierul Naval Constanta-სთან პარტნიორობით მიიღო კონტრაქტი, რომელიც რუმინეთისთვის ოთხი ხომალდის აშენებისა და ორი არსებული ფრეგატის განახლებას გულისხმობდა. შეთანხმების ღირებულება 1,2 მილიარდი ევრო (1,32 მილიარდი აშშ დოლარი) იყო. თუმცა გარიგება შეფერხდა ჯერ იურიდიული გამოწვევების გამო და შემდეგ უკვე კომპანიებმა ვეღარ მიაღწიეს მზარდი ხარჯების შესახებ შეთანხმებას. რუმინეთის საზღვაო ფლოტი ყველაზე ნაკლებად მოდერნიზებულია სამხედრო ფილიალებს შორის. ქვეყანამ, რომელიც NATO-ს და ევროკავშირის წევრმა რუმინეთმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2,5%-მდე გაზარდა. ქვეყანა, რომელიც 650 კმ-იან (400 მილი) საზღვარს იზიარებს უკრაინასთან, საკუთარ ტერიტოტიაზე ათავსებს აშშ-ის ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას. რუმინეთს გასული წლის მდგომარეობით, მის ტერიტორიაზე საფრანგეთის ხელმძღვანელობით, NATO-ს საბრძოლო ჯგუფი მუდმივად ჰყავს განლაგებული.
უკრაინამ კუპიანსკის რაიონის 37 დასახლების სავალდებულო ევაკუაცია დაიწყო
უკრაინის ხელისუფლება ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის 37 დასახლებიდან სავალდებულო ევაკუაცია დაიწყო. კერძოდ, უნდა განხორციელდეს მდინარე ოსკოლის მარცხენა სანაპიროს მცხოვრებლების ევაკუაცია. ნაწილობრივ ევაკუირებულია ქალაქი კუპიანსკიც, მათ შორის რკინიგზის სადგური კუპიანსკი-უზლოვაია, რომელიც მდინარე ოსკოლის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. უკრაინული მედიის ცნობით, კუპიანსკის სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება რუსული ძალების მხრიდან დაბომბვის ინტენსივობის გაზრდის გამო მიიღეს. „ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია იწყება. ამ ბრძანებას ხელი კუპიანსკის რაიონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კანაშევიჩმა 9 აგვისტოს მოაწერა,“ - აცხადებენ კუპიანსკის სამხედრო ადმინისტრაციაში. ადმინისტრაციამ ასევე გამოაქვეყნა საკონტაქტო ინფორმაცია, სადაც მოქალაქეებს ევაკუაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. უკანასკნელ დღეებში რუსული არმიია ქალაქ კუპიანსკში შეღწევას ცდილობს, გახშირდა დაბომბვები. უფრო ადრე ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, უნდა განხორციელდეს, დაახლოებით, 11 000 ადამიანის ევაკუაცია. ქალაქი კუპიანსკი და კუპიანსკის ოლქის უმეტესი ნაწილი, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე ოკუპაციის ქვეშ მოექცა. ოლქი უკრაინის არმიამ გასული წლის სექტემბერში გაათავისუფლა.
მედია: Yandex-ის დამფუძნებელმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო
Yandex-ის დამფუძნებელმა, არკადი ვოლოჟმა საჯაროდ პირველად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. მან განაცხადა, რომ მას ეს ბარბაროსულად მიაჩნია და მის წილ პასუხისმგებლობასაც ხედავს. 59 წლის ვოლოჟი ევროკავშირის სანქციების სიაში 2022 წლის ივნისში მოხვდა. ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში ის მოხსენიებულია ბიზნესმენად, რომელიც ფინანსურად უჭერს მხარს რუსეთის მთავრობას და პასუხისმგებელია ქმედებებზე ან პოლიტიკაზე, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. გამოცემა „მედუზასადმი“ მიწერილ წერილში ვოლოჟმა აღნიშნა, რომ Yandex-ის შემქმნელებს სჯერათ, რომ ისინი ააშენებენ ახალ რუსეთს: „ღიას, პროგრესულს, ინტეგრირებულს გლობალურ ეკონომიკაში.“ ვოლოჟი ახლა ისრაელში ცხოვრობს. ფინეთმა და ნორვეგიამ Yandex-ს მონაცემების რუსეთში გადაცემა აუკრძალეს - Reuters ინფორმაციისთვის, ფინეთის ხელისუფლებამ Yandex-ის აქტივების კონფისკაცია მოახდინა მას შემდეგ, რაც კომპანიის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, არკადი ვოლოჟი 2022 წლის ივნისში ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა. ვოლოჟმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა და დირექტორთა საბჭო დატოვა. Yandex-ის განცხადებით, მაშინ ვოლოჟმა თავისი ხმის უფლება საბჭოს გადასცა და განაცხადა, რომ მისი რწმენით, ახალი მოვლენები კომპანიის ოპერაციებზე, მის ფინანსურ მდგომარეობაზე ან პარტნიორებთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა.
შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია სიყალბეს უწოდებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება „შეწყალებასთან, პრეზიდენტის დისკრეციული უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას.“ „კიდევ ერთხელ განვმარტავთ და ვადასტურებთ, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს პირადად, საქმის განხილვის საფუძველზე. როგორც არაერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნეთ, შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც არანაირ ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს. ეს გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა და არ ნაწილდება არც მის მრჩეველზე და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელზე. ნათელია, რომ გავრცელებული დეზინფორმაცია არანაირ კავშირში არ არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლების გამოყენებასთან, არამედ პრეზიდენტის დისკრედიტაციასთან. ეს ყოველივე წარმოადგენს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ- ერთ ფორმას. რაც შეეხება მათ, ვინც ელოდება შეწყალებას, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან არ გაიცემა არც წინასწარი ინფორმაცია და არც არანაირი დაპირებები შეწყალებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია განცხადებაში. „რუსთავი2-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფურ ძალადობაში მსჯავრდებული ირაკლი ჭელიძის ძმას შეწყალების თემაზე პირადი კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან. ჭელიძის თქმით, პატიმრის ციხიდან დასახსნელად საქმის შესწავლას ოჯახს სალომე ზურაბიშვილის მრჩეველი ანგი ხუციშვილი დაჰპირდა. ის აცხადებს, რომ შეხვედრა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების დროს ძალადობრივი ქმედებებისთვის გასამართლებული პატიმრის ახლობლებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს შორის ათონელის რეზიდენციაში შედგა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: Belavia-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით, ივნისიდან შეიზღუდა, შევისწავლით ახალ სანქციებს
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, აშშ-ის მიერ ბელორუსის ეროვნული ავიაკომპანიის დასანქცირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა ავიაკომპანია Belavia-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით. შესაბამისად, ავიარეისები ამ ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით სრულდება, ამასთან, აღნიშნავენ, რომ სააგენტო შესაბამის უწყებებთან ერთად შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების მიერ ავიაკომპანია Belavia-ს მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაბამისი რეაგირება. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მგზავრთა, ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივად ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო ავიაციის მწარმოებელი კომპანიების მიერ დაწესებული სანქციებისა თუ შეზღუდვების მონიტორინგს. სწორედ მწარმოებლის მიერ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა ავიაკომპანია Belavia-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით. შესაბამისად, ავიარეისები აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით სრულდება Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით. სააგენტო, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, დეტალურად შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების მიერ ავიაკომპანია Belavia-ს მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება,“ -აღნიშნულია განცხადებაში. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ოთხ ბელარუსულ იურიდიულ პირსა და ბელარუსის 8 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. სანქციების სიაში ავიაკომპანია „ბელავია,“ მინსკის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა და ერთი სამოქალაქო ავიალაინერიც შედის. ბელორუსში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წლისთავთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა მინსკის წინააღმდეგ სანქციების სიას კიდევ რვა ფიზიკური და ხუთი სუბიექტი დაუმატა. განაცხადა აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა 9 აგვიტოს. როგორც ცნობილია, „შავ სიას“ ასევე დაემატა ბელორუსის ეროვნული ავიაკომპანია „ბელავია,“ ბელორუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტი და მინსკის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა. ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს.