ძებნის რეზულტატი:
რა წერია კონსტიტუციაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესთან დაკავშირებით
პრეზიდენტის იმპიჩმენტის აღსრულებას ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება. საკითხის აღძვრის უფლება კი, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს აქვს. კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად, უპირველესად საკითხი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. მმართველი გუნდი, რომელმაც დღეს, პირველ სექტემბერს დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურები, აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ოფიციალურად დაადასტურებს „საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას.“ ასეთ შემთხვევაში, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან ორი კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტმა დადგენილ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია. „იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე მას აღსრულების პერსპექტივა არ აქვს. ამის მიუხედავად პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. გარდა ამისა, იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული. იმპიჩმენტის პროცედურის აღსაძრავად უახლოეს დღეებში შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პირველი სექტემბრის ბრიფიგნზე. 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებებს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო არჩეული პრეზიდენტია. ახალი კონსტიტუციით, ძირითადი ცვლილებები პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის წესებს ეხება. კერძოდ, 2024 წლიდან პრეზიდენტს არა პირდაპირი არჩევნებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით აირჩევენ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იმპიჩმენტის პროცედურა პირველად იწყება. ასევე გაეცანით: ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებით, მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 8 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 8 პირი დააკავეს.შსს-ს ცნობით, ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ო. დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად რევოლვერი ამოიღო. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.მ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო პისტოლეტი, 2 მჭიდი და 16 ვაზნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1983 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა გ.გ.- ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი, ძებნილი პირი - 1996 წელს დაბადებული რ.შ. დააკავეს. სამართალდამცველებმა რ.შ. - ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 4 ვაზნა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1967 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას პისტოლეტი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული გ.თ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული ზ.ფ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად გადაჭრილი სანადირო თოფი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ 4 სამართალდამცველი ძალადობრივ დანაშაულში ამხილეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის აგვისტოში, თბილისსა და აჭარაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, 4 სამართალდამცველი ძალადობრივ დანაშაულში ამხილეს. მათგან 3-ს პროკურატურამ ბრალდება წარედგინა, ერთი კი ოჯახში ძალადობისა და მუქარისთვის დააკავეს. „დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.გ., რომელიც 2023 წლის 8 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ბრალდება მუქარისთვის წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ს.ა., რომელიც მეუღლეს, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა. მიმდინარე წლის აგვისტოში კი მეუღლეს მათი შვილის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ბრალდებული დაკავებულ იქნა ოჯახში ძალადობის და მუქარისთვის. დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულში მხილებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლ. კ. რომელმაც 2023 წლის 2 ივლისს, ქ. გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს. საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში, ასევე, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი გ.ჭ, რომელმაც 2022 წლის ნოემბრის თვეში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდგომში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა," - ნათქვამია განცხადებაში.
თოყაევი: შუა დერეფნით სატვირთო გადაზიდვების 5-ჯერ გაზრდა შესაძლებელია, ძალები უნდა გავაერთიანოთ პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან
საშუალოვადიან პერსპექტივაში ტრანსკასპიური მარშრუტის გასწვრივ გადაზიდვების მოცულობა შეიძლება ხუთჯერ გაიზარდოს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა. „ამისათვის ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალები პარტნიორ ქვეყნებთან - ჩინეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, თურქეთთან,“ - ნათქვამია თოყაევის განცხადებაში. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ბახტის გადასასვლელზე ახალი „მშრალი პორტის“ აშენება, აქტაუში საკონტეინერო ჰაბის მშენებლობის დაჩქარება და შავ ზღვაზე საპორტო ობიექტების გაფართოება შუა დერეფნის გასწვრივ.„ჩინურ სიანსა და საქართველოს ფოთის პორტში ყაზახური ტერმინალების მშენებლობა უკვე დაწყებულია. ეს არის რეალური მაგალითები იმისა, თუ როგორ არის შერწყმული ჩინეთის „ერთი სარტყელი ერთი გზის მეგაპროექტი ჩვენს ეროვნულ ინიციატივებთან. სატრანსპორტო პოტენციალის რეალიზება დამოკიდებულია ჩვენს კონსტრუქციულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ყველა მეზობელ ქვეყანასთან, გამონაკლისის გარეშე, მათ შორის რუსეთთან, ჩინეთთან, ჩვენს კარგ მეზობლებთან ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში,“ - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა. ყაზახეთი აცხადებს, რომ რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ტანკერების მზარდ რაოდენობას ყიდულობს
სალომე ზურაბიშვილი: ქართველ ხალხს სჯერა თავისი ევროპული მომავლის
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის ამსახველი პოსტი და ფოტო Twitter-ზე გამოაქვეყნა. „მადლობა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს ამ შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტურნე, რომლის მიზანიც ჩვენი ევროპული გზის დაცვაა. გერმანიის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. ქართველ ხალხს სჯერა თავისი ევროპული მომავლის,“ - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს მართავს. ის გერმანიიდან ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შესახვედრად გაემგზავრა. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. ცნობისთვის, პირველ სექტემბერს, თბილისში 11:00 საათზე გამართა ბრიფინგი „ქართული ოცნების“ თავმჯმდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართა იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს. იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან დღეს გამართავს მოლაპარაკებებს. თავად პრეზიდენტი მმართველი გუნდის გეგმას არ გამოხმაურებია. ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციიდან მალევე, ზურაბიშვილმა „ინსტაგრამზე“ მხოლოდ ფოტო გამოაქვენა, რომელიც მატარებლით მის გადაადგილებას ასახავს. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს რა წერია კონსტიტუციაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესთან დაკავშირებით
საპარლამენტო ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე
საპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას აფასებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ევროპულ ინტეგრაციას ემუქრება. „იმპიჩმენტის პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „რუსული ოცნება" აგრძელებს საბოტაჟს ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის. მათ სურთ, გადაფარონ ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც არის მათთვის სასიცოცხლო საფრთხის შემქმნელი, „ნაციონალური მოძრაობის" აქტიურობა, ის პრობლემები, რაც ხალხს აწუხებს... და ზოგადად, ამ ოპოზიციის სხვა აქტორების აქტივობას უკავშირებენ ამ ხელოვნურ თემებს," - ამბობს ფავლენიშვილი. თავის მხრივ, „ლელო" მოუწოდებს ყველას, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციას, მმართველ გუნდთან არ შევიდეს არანაირ განხილვაში. „შეშინებული და მხდალი პოლიტიკური გუნდი ვერ ახორციელებს რეალურ პოლიტიკურ პროცესებს და ამისთვის ქმნის სრულიად გაუგებარ და გაუგონარ პოლიტიკურ მაქინაციებს. ჩვენთვის ცხადია ის, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო პრორუსული გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფება ევროპის დედაქალაქებში იმისთვის, რომ აწარმოოს მოლაპარაკება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ამის პარალელურად საქართველოს ხელისუფალი ქართული ოცნების სახით,რომელიც ემსახურება ყოველდღიურად რუსეთის ინტერესებს იწყებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს პარლამენტის გავლით. ეს იქნება იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება და წარმოუდგენელია რომ მისი ფინალამდე მიყვანა "ქართულმა ოცნებამ" შეძლოს. მოვუწოდებთ მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციას, არ შევიდეს არანაირ განხილვაში ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს იქნება გამყოფი წითელი ხაზი "ქართული ოცნების" პრორუსულ პოლიტიკასა და პროდასავლურ ნაბიჯებს შორის," - განაცხადა „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ევროპული კურსის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტი პუტინისთვის კიდევ ერთი საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს, პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ვინც იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ყველა ხელის მომწერი იქნება საქართველოს ღალატზე რუსეთის სასარგებლოდ. „ევროპაში ვიზიტისა და სტატუსზე მოლაპარაკებების გამართვის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება „ქართული ოცნების“ ლუსტრაციას მოახდენს, რომ ისინი არიან რუსეთის დაკვეთის შემსრულებლები. კობახიძემ, როგორც კონსტიტუციონალისტმა, უნდა იცოდეს, რომ სამართლებრივზე მეტად პრეზიდენტის იმპიჩმენტი პოლიტიკური პროცესია, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია ხდება, თუ ვის სამსახურში დგას ხელისუფლება. მათი გაშიშვლება ხდება. ეს ყველაფერი უკვე წყალგამყოფია – ამაზე ხელმოწერა საქართველოს ინტერესების ღალატს ნიშნავს. ჩვენ დავთვლით, რამდენი მოღალატეა საქართველოს პარლამენტში, რომელიც მზად არის, ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო პრეზიდენტს პასუხი აგებინოს. ეს არანაირი სამართლებრივი საკითხი არ არის. ევროპული კურსის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტი პუტინისთვის კიდევ ერთი საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს. ვინც იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ყველა ხელის მომწერი იქნება საქართველოს ღალატზე რუსეთის სასარგებლოდ,“ – განაცხადა მანჯგალაძემ. პარტია „გირჩის“ წევრს, ალექსანდრე რაქვიაშვილს მიაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება. მისი თქმით, ასეთ ვითარებაში, შესაძლოა, პრეზიდენტი დათმობაზე წავიდეს და სააკაშვილი შეიწყალოს. „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ ბუა სჭირდება. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოუშვას, რადგან ციხეში პოლიტიკურად ძალიან სუსტად გამოიყურება და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ თავად არ გამოუშვან და ეს პრეზიდენტის ხელით გააკეთონ. იმპიჩმენტს „ნაცმოძრაობის“ ხმების გარეშე ვერ გააკეთებენ, 13 ადამიანს ვერ მოისყიდიან. ასეთ კონფიგურაციაში „ნაცმოძრაობას“ პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება – თუ მიშას არ გამოუშვებთ, იმპიჩმენტს მხარს დავუჭერთო. ამ სიტუაციაში პრეზიდენტმა შეიძლება, იმპიჩმენტის გამო დათმოს და მიშა შეიწყალოს. მას ბოლომდე „ნაცობა“ „შეეტენება“, „ქართულ ოცნებას“ კი საარჩევნოდ ბუა ეყოლება და მიშას გათავისუფლებაც არ დაჰბრალდება,“ ამბბობს რაქვიაშვილი. შეგახსენებთ, დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებებს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო არჩეული პრეზიდენტია. ახალი კონსტიტუციით, ძირითადი ცვლილებები პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის წესებს ეხება. კერძოდ, 2024 წლიდან პრეზიდენტს არა პირდაპირი არჩევნებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით აირჩევენ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იმპიჩმენტის პროცედურა პირველად იწყება. ასევე გაეცანით: ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებით, მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა
ყაზახეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთში ატომური ელექტროსადგურის აშენებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისივე განმარტებით, კონკრეტული თარიღი მოგვიანებით გაირკვევა. „ერთი მხრივ, ყაზახეთმა, როგორც მსოფლიოში ურანის უმსხვილესმა მწარმოებელმა, საკუთარი ატომური ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. ზოგიერთი ექსპერტი მომხრეა მცირე რეაქტორებით სადგურების აშენების. მეორე მხრივ, ბევრ მოქალაქე და არაერთი ექსპერტია შეშფოთებული ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ბელორუსში ექვსდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო - უკრაინა საზღვრის დაცვას აძლიერებს
პირველ სექტემბერს ბელორუსში სამხედრო წვრთნები „Combat Brotherhood - 2023“ დაიწყო. წვრთნები 6 სექტემბრამდე გაგრძელდება. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდალმა, სერჰი ნაევმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მტრის ნებისმიერი ქმედება, მათ შორის წვრთნები მათ ტერიტორიაზე, გაზრდილი საფრთხის გარკვეულ ასპექტზე მიუთითებს. „მეთაურებს მიეცათ მკაფიო დავალებები, გააძლიერონ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვა და გაზარდონ სიფხიზლე ყველა საბრძოლო პოზიციებზე. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მტრისგან რაიმეს მოლოდინი უნდა გვქონდეს, მაგრამ მან უნდა გაიგოს, რომ ყოველთვის მზად ვართ პასუხის გასაცემად,“ - აღნიშნა ნაევმა. Deutsche Welle-ს ცნობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს 2500-ზე მეტი ჯარისკაცი ბელორუსიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ტაჯიკეთიდან. CSTO-ს კიდევ ერთი წევრი სომხეთი სწავლებაში არ მონაწილეობს.
ცნობილია, სად და როდის გაიმართება პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შორის 4 სექტემბერს, სოჭში გაიმართება. იუწყება რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის ინფომაციაზე დაყრდნობით. „ნამდვილად, მოლაპარაკებები ორშაბათს სოჭში გაიმართება. ეს იქნება შუადღე,“ - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. მანამდე, რუსეთში ვიზიტით იმყოფება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი. ის ვიზიტს დღეს ასრულებს.
საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2023 ჩატარდა
მრავალეროვნული საერთაშორისო სამხედრო სწავლება Agile Spirit 2023 ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების ოფიციალურ დახურვამდე ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა. განხორციელდა რეიდის, ბლოკირებისა და კონტრშეტევის ოპერაციები. საჩვენებელ სწავლებაში თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონთან ერთად, აშშ-ის ეროვნული გვარდიის, საზღვაო ქვეითების საინჟინრო, ასევე, რუმინეთისა და მოლდოვის ქვეითთა ოცეულები მონაწილეობდნენ. ღონისძიების დასასრულს, სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით, სამახსოვრო დაფებითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. სწავლების დახურვას მონაწილე ქვეყნებიდან მაღალი რანგის სამხედრო პირები, საქართველოს თავდაცვის ძალების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.საქართველომ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული“ (Agile Spirit) უკვე მეთერთმეტედ უმასპინძლა. სწავლების დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს სამხედროებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას. სწავლების დაგეგმვისა და ჩატარების საქმეში მხარდაჭერისთვის მან მადლობა გადაუხადა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - აშშ-ს და მონაწილეებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა. ასევე სიტყვით გამოვიდნენ თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ჯოზეფ ჯერარდი. Agile Spirit 2023 მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის ძალებს, აშშ-ის გაერთიანებულ ძალებს, მოკავშირეებსა და პარტნიორ ძალებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას.
მედია: რუსეთმა S-300 კომპლექსები კურილის კუნძულებიდან, სავარაუდოდ, უკრაინის საზღვართან გადაიტანა
რუსეთმა კურილის კუნძულებიდან სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები S-300 სავარაუდოდ, გაიტანა. იაპონური გაზეთის Mainichi Shimbun-ი ეს Maxar Technologies-ის მიერ იტურუპისა და კუნაშირის კუნძულებზე გადაღებული სატელიტური სურათების საფუძველზე ჩატარებულ ანალიზს ეყრდნობა, რაც ტოკიოს უნივერსიტეტის ლექტორმა იუ კოიზუმიმ ჩაატარა. მეცნიერი ვარაუდობს, რომ სარაკეტო კომპლექსები შესაძლოა, უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად რუსეთის საზღვრებთან გადაესროლათ. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებას გარემონტებული ძველი ტანკები და ჰაუბიცები სახალინის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზიდან ასევე შეეძლო გაეგზავნა უკრაინის ფრონტზე. გასული წლის სექტემბრამდე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს სატრანსპორტო გამშვები მოწყობილობები რაკეტებით, რადარებით და სხვა აღჭურვილობით. ახლა კი, როგორც იუ კოიზუმი ამბობს, ეს ტექნიკა ადგილზე აღარ იმყოფება.
პეტერ ფიშერი: ახლა მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი
საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ახლა მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ელჩი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობაა. „მოგესალმებით ქალაქ ვაიმარიდან. ზუსტად ერთი წლის წინ მე და ჩემი მეუღლე ჩამოვედით თბილისში და ეს თარიღი მაძლევს იმის მიზეზს, რომ გასულ ერთ წელიწადს გადავხედო და ორი მნიშვნელოვანი რამ აღვნიშნო. პირველი ის არის, რომ ძალიან შეგვიყვარდა ლამაზი თბილისი, ლამაზი საქართველო და გულთბილი ქართველები. მეორეა, რომ ახლა, 2023 წლის მეორე ნახევარში მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს ისტორიული შესაძლებლობაა, რომელზეც ერთადა უნდ ვიმუშაოთ – სწორედ ახლა, 2023 წლის მეორე ნახევარში,“ – განაცხადა პეტერ ფიშერმა. ასევე გაეცანით Europetime-ის ექსკლუზიიურ ინტერვიუს პეტერ ფიშერთან: 2023 არის წელი, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება შეუძლია, შესაძლებლობები ახლა თქვენს ხელშია გარკვეული კონტექსტი პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. დღეს იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან მართავს მოლაპარაკებებს. შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
მერია ლაღიძის ქუჩაზე ისტორიულ კედლის დემონტაჟზე: შეთანხმებული პროექტი დაირღვა, დაწყებულია მოკვლევა
მთაწმინდის რაიონში, ლაღიძის N12-ში არსებული შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის განმარტებით, შეთანხმებული პროექტის მიხედვით, შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო შენობის ფასადური კედელი. ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, დამკვეთმა მომართა არქიტექტურის სამსახურს ნებართვის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ვინაიდან, წარმოდგენილი ფოტომასალით დასტურდებოდა, რომ სამშენებლო სამუშაო ჩატარებული იყო შეთანხმებული პროექტის დარღვევით, დამკვეთს განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. „პროექტის პირობების დარღვევის ფაქტზე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა. დედაქალაქის მერია მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, იქნება ეს მშენებლობის შეჩერება, ჯარიმა თუ სხვა. მოკვლევის პროცესში გატარდება საჭირო ღონისძიებები, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მანამდე ისტორიული კედლის ნგრევაში ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.
თბილისის მერიამ სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა დაიწყო
დედაქალაქის მერიამ დღეიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა დაიწყო. მუნიციპალიტეტი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ხელოვნური იმპლანტით შეცვლის საჭიროების მქონე პირებს დააფინანსებს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ახალი პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იქნება. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ახალი პროგრამის მოსარგებლეები იქნებიან: მერიისთვის განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და, ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ. პროგრამით სარგებლობისთვის პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს, რასაც თან უნდა ერთოდეს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა – პაციენტის დიაგნოზის, ჩარევებისა და გამოკვლევების მითითებით ICD10 კლასიფიკატორების შესაბამისად); სამედიცინო დაწესებულებიდან მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი); თბილისის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაფინანსების შესახებ ცნობა კერძო სადაზღვევო კომპანიიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თბილისის მერია ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად 6 000 ლარს გამოყოფს. კერძოდ, მომსახურების დაფინანსება განხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის მეშვეობით, არაუმეტეს 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით. პაციენტის თანაგადახდა განისაზღვრება ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით. პროგრამით მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ექნება. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია მერიის ვებგვერდზე – https://tbilisi.gov.ge/img/original/2023/8/29/ndroprotezireba.pdf“ – აცხადებენ მერიაში.
ევროპარლამენტართა ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებით „შოკირებულია“
ევროპარლამენტარების ნაწილი მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების წამოწყებას ეხმაურება. „შოკირებული ვარ, რომ მესმის პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმის შესახებ. იმ ფონზე, როდესაც ის ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს იწყებს. ზურაბიშვილი მტკიცედ პროევროპელია. სამწუხაროდ, უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. თუ „ქართულ ოცნებას" კანდიდატის სტატუსი უნდა, მან უნდა მოიწონოს ეს მოლაპარაკებები და არ უნდა ეშინოდეს მისი შედეგების,“ - წერს Twitter-ზე მარკეტა გრეგოროვა. „სრულიად აბსურდული ნაბიჯით, ქართული ოცნება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აქვს ინტერესი არც პოლიტიკური პოლარიზაციისა და არც საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ“, - წერს თავის მხრივ, მირიამ ლექსმანი. შეგახსენებთ, დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებებს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო არჩეული პრეზიდენტია. ახალი კონსტიტუციით, ძირითადი ცვლილებები პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის წესებს ეხება. კერძოდ, 2024 წლიდან პრეზიდენტს არა პირდაპირი არჩევნებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით აირჩევენ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იმპიჩმენტის პროცედურა პირველად იწყება. ასევე გაეცანით: ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებით, მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა
გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილ ევროპელ ლიდერს
გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას ემუქრება. ის სოლიდარობას უცხადებს როგორც თვითობ ამბობს - „ევროპელ ლიდერს“, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. „საქართველოს ევროკავშირის სტატუსს ემუქრება არა ის (სალომე ზურაბიშვილი, რედ.), არამედ „ქართული ოცნება“ და პლუს ეს იმპიჩმენტის მცდელობა,“ - წერს მიხაილ როთი. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. დღეს იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან მართავს მოლაპარაკებებს. შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
საელჩო Agile Spirit 2023-ზე: ვამაყობთ, რომ ამ წვრთნების წარმატება ეფუძნება აშშ-სა და საქართველოს მრავალწლიან მჭიდრო სამხედრო პარტნიორობას
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული" საქართველოში 2011 წლიდან იმართება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვრთნაა, რომელიც ხელს უწყობს NATO-ს ქვეყნებთან საოპერაციო თავსებადობის გაზრდას. წერს ამერიკის საელჩო წლევანდელ Agile Spirit-თან დაკავშირებით. „წელს 21 ქვეყნის 3 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო „მტკიცე სულის" წვრთნაში. დიდი მადლობა საქართველოს თავდაცვის ძალებს მასპინძლობისთვის! ვამაყობთ, რომ ამ წვრთნების წარმატება ეფუძნება შეერთებული შტატებისა და საქართველოს მრავალწლიან მჭიდრო სამხედრო პარტნიორობას,“ - ნათქვამია საელჩოს Facebook პოსტში.
ოლივერ ვარჰეი: გაფართოებასთან დაკავშირებით ოქტომბერში მნიშვნელოვან წინადადებებს წარვადგენთ
გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები და თავად ბლოკი ძალისხმევას გაორმაგებენ. ვარჰეის თქმით, ევროკომისია ოქტომბერში, გაფართოებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი წინადადებების გაკეთებას გეგმავს. „ყოველთვის არსებობდა კითხვა: გვინდა თუ არა ამის გაკეთება? და ევროსაბჭოსგან პირველად მესმის, რომ მათ ამის გაკეთება სურთ - ეს მისასალმებელია,“ - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ EURACTIV-თან ინტერვიუში. მას ჰკითხეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნები, ისევე როგორც ევროკავშირი, 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყვნენ. კითხვას, თუ რამდენად შესაძლებელია ეს? - ოლივერ ვარჰეიმ უპასუხა, რომ „ყველაფერი შესაძლებელია, რისი გაკეთებაც ევროკავშირს სურს", მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონკრეტული ვადების დაჟინებით მოთხოვნა არ უნდა მოხდეს. „არ მგონია, ეს თარიღების საკითხი იყოს. ეს არის [პოლიტიკური] ნების საკითხი და შესრულების საკითხი. შესრულება ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დასავლეთ ბალკანეთის ან სხვა სამი კანდიდატი ქვეყნის (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო) მხრიდან. 2030 წელს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ნიშნავს, რომ ჩვენ ყველამ - ევროკავშირის ყველა ინსტიტუტმა, ყველა წევრმა ქვეყანამ და ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა იქამდე მისასვლელად. მზად ვართ, გამოვიდეთ თამამი წინადადებებითა და ახალი იდეებით,“ - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ. მისი თქმით, გაფართოების გეგმა, რომელიც მომავალ თვეში იქნება წარმოდგენილი, დააჩქარებს კანდიდატების ევროკავშირში ინტეგრაციას. „ეს გეგმა დააჩქარებს ამ ქვეყნების არა მხოლოდ ინსტიტუციურ, არამედ რეალურ ინტეგრაციას ევროკავშირში. ის მოიცავს ყველაფერს, დაწყებული რეფორმებიდან კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ეკონომიკური რეფორმებისა და ინტეგრაციის სფეროში, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, დამთავრებული ფინანსური მხარდაჭერით, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რათა აღმოიფხვრას განვითარებაში ხარვეზები სანამ ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდებიან," - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ. მან ამ თემაზე კომენტარი გუშინაც გააკეთა. ბორელი ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის დათქმის იდეით გამოდის: გაფართოებამ შეიძლება, ათი ახალი წევრის მიღება გამოიწვიოს შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ევროკომისიას Europetime-მა კითხვით მიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზავნილია ეს მაგალითად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია. „რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
შარლ მიშელი ზურაბიშვილთან შეხვედრაზე: საჭიროა შემდგომი რეფორმები, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე Twitter-ზე წერს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მიესალმა ევროკავშირის გზაზე წინსვლისადმი სალომე ზურაბიშვილის ვალდებულებას: თქვენ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა გაქვთ. „ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპეტივა, ისტორიული შესაძლებლობაა. საჭიროა შემდგომი რეფორმები - მართლმსაჯულება, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია. და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება,“ - წერს მიშელი. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, გამართა.
სტრატეგიული სარაკეტო სისტემა „სარმატი“ რუსეთში საბრძოლო მორიგეობაზე დააყენეს
„როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა, იური ბორისოვმა განაცხადა, რომ სტრატეგიული სარაკეტო სისტემა „სარმატი“ რუსეთში საბრძოლო მორიგეობაზე დააყენეს, თუმცა მას დეტალებზე არ უსაუბრია. თებერვალში პუტინმა განაცხადა, რომ ახალი მძიმე რაკეტით აღჭურვილი „სარმატის“ სარაკეტო სისტემის პირველი გამშვები კომპლექსები სამხედრო მორიგეობას „იწყებდნენ. ამის შემდეგ ივნისში პუტინმა თქვა, რომ ეს „უახლოეს მომავალში“ მოხდებოდა. დღეს კი, რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი პირველად აცხადებს ახალი სტრატეგიული კომპლექსის საბრძოლო განლაგების შესახებ. RS-28 „სარმატი“ საბჭოთა საკონტინენტთაშორისო რაკეტა „ვოევოდის“ ჩასანაცვლებლად შეიქმნა. მას 18 ათას კილომეტრამდე ფრენის რადიუსი აქვს და 10-15 ბირთვული საბრძოლო თავის გადატანა შეუძლია. ამერიკული მედია წერდა, რომ 2023 წლის 20 თებერვალს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატის“ გაშვება წარუმატებლად დასრულდა. ამის პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მაშინ კიევში ვიზიტით ჩავიდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ ბელორუსს რუსეთის ფედერაციიდან პირველი ბირთვული ქობინი გადაეცა. ბუდანოვის განმარტებით, „ეს ფსონების აწევის ინსტრუმენტია.“ ბუდანოვს მიაჩნია, რომ ვიდრე თავდაცვის ძალები მიიწევენ ოკუპირებული ყირიმისკენ, პუტინი ბირთვულ მუქარებს გააგრძელებს.