ძებნის რეზულტატი:

ასზე მეტი ქართველი მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი, მოსკოვის საბავშვო ლიტერატურულ ფესტივალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქართველი მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლების, ილუსტრატორების და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანების ნაწილი მოსკოვის საბავშვო ფესტივალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, ქართული ლიტერატურული საზოგადოებისა და განსაკუთრებით საბავშვო მწერლებისთვის მიუღებელია მოსკოვში დაგეგმილ საბავშვო ლიტერატურულ ფესტივალში მონაწილეობდა. განცხადების თანახმად, დსთ-ის ქვეყნების მწერლებთან და ლიტერატორებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს წარმომადგენლებიც. „ფაქტი, რომ მოსკოვი და რუსეთის დამნაშავე რეჟიმი, რომლის სისხლიან პოლიტიკას სხვადასხვა დროს საქართველოს არაერთი მოქალაქე ბავშვი ემსხვერპლა და რომელიც ამჟამად უკრაინაში მიმდინარე ომში ისევ ბავშვებს კლავს, საბავშვო წიგნის ფესტივალს მართავს, ზედმიწევნით ცინიკურია და მასში მონაწილეობის მიღება ყველაზე ბნელი და ძალადობრივი რეჟიმის, ბავშვთა მკვლელების მხარეს დგომაა. ქართველი საბავშვო მწერლები გმობენ ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღებას, ხოლო ქართული ლიტერატურული საზოგადოება მოითხოვს, გაირკვეს რომელი ორგანიზაცია მონაწილეობს მასში ჩვენი სახელმწიფოს, საქართველოს სახელით. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის კერძო კომპანია, დამოუკიდებელი ორგანიზაცია თუ სახელმწიფო სტრუქტურა. ოკუპანტ ქვეყანაში, მსგავს ფორუმებზე, საქართველოს სახელით, არ უნდა მონაწილეობდეს არცერთი შემოქმედებითი გაერთიანება. მიგვაჩნია, რომ ეს არის იმ უმძიმესი პროცესის დასაწყისი, როდესაც ოკუპანტი ქვეყანა გადადის ჩვენი ქვეყნის დაპყრობისა და დამორჩილების საშიშ ეტაპზე და ცდილობს მის მიერ შექმნილი და დაფინანსებული ორგანიზაციებით, მედიასაშუალებებითა და ბინძური პროპაგანდისტული ძალებით, საქართველო წარადგინოს სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეებში, ჯერ თავად რუსეთში, ხოლო შემდეგ – საერთაშორისო პლატფორმებზე", - ვკითხულობთ განცხადებაში. ხელმომწერები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ ის კატეგორიულად ემიჯნება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ყველა მსგავს ინიციატივას და გმობს მასში საქართველოს, როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ინდივიდუალურ დონეზე მონაწილეობას; გამოიძიოს ფონდ „აზბუკას“ წარმომავლობა, საქმიანობა და მიზნები; დაადგინოს და საზოგადოებას დეტალურად აცნობოს იმ სახელოვნებო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც რუსული ფულით ფინანსდებიან და ოკუპანტი ქვეყნის რეჟიმის პროპაგანდას ემსახურებიან. მოვითხოვთ, დაიბლოკოს ყველა მსგავსი, მოღალატეობრივი ინიციატივა. საქართველოს კანონმდებლობით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რუსეთი განსაზღვრულია, როგორც ოკუპანტი ქვეყანა და ჩვენ მოვითხოვთ ამ კანონის უმკაცრესად დაცვას. მოსკოვში ბავშვთა და მოზარდთა წიგნების საერთაშორისო ფორუმი იმართება სახელწოდებით „საბავშვო ლიტერატურის ენაზე: თანამშრომლობა დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოს შორის საბავშვო ლიტერატურისა და კითხვის სფეროში“. ღონისძიების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობენ თბილისის კულტურის ცენტრის „Азбука“-ს წარმომადგენლები. კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი ნინო ჯაფარიძე და განათლების ფსიქოლოგი ნანა ხოტივრიშვილი არიან. „Азбука“-ს ვებგვერდის თანახმად, ის არის რუსული ენის ცენტრი, ცენტრის პარტნიორებს შორისაა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია. „ცენტრის მთავარი მიზანია რუსული ენის გავრცელება ენის კურსების საშუალებით, ასევე ლიტერატურული საღამოების, სხვადასხვა სახის ღონისძიებების, კონკურსებისა და მასტერკლასების მოწყობა“, - ნათქვამია „აზბუკას“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. რუსეთის სახელმწიფო საბავშვო ბიბლიოთეკის დირექტორის მარია ვედენიაპინას თქმით, ღონისძიებაში საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას.

ბუდანოვი: ფსკოვის აეროდრომზე თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, 30 აგვისტოს ფსკოვის აეროდრომზე რუსეთის სამხედრო- სატრანსპორტო თვითმფრინავეზე Ил-76-ზე დრონებით თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა. ბუდანივი არ აკონკრეტებს ვის მიერ განხორციელდა თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს თუ პარტიზანების მიერ. არც დრონების რაოდენობასა და ტიპს ასახელებს. მისი თქმით, ეს თვითმფრინავები სწორედ იმიტომ იყო სამიზნე, რომ რუსეთის ფედერაცია მათ იყენებდა სამხედრო ტვირთისა და საჰაერო ხომალდის პერსონალის გადაადგილებისთვის. „ჩვენ რუსეთის ტერიტორიიდან ვმუშაობთ,“ - ამბობს უკრაინული მედიის ცნობით, ბუდანოვი ტელეგრამ არხ The War Zone-თან კომენტარში. ბუდანოვმა გაამხილა დარტყმის რამდენიმე დეტალი: სამიზნე იყო საწვავის ავზები და ფრთების ფრთის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მდებარეობს IL-76-ის ზედა ნაწილში. უკრაინის დაზვერვავ 30 აგვისტოს დაადასტურა, რომ რუსეთის ფსკოვზე დრონების თავდასხმის შემდეგ, 4 Il-76 განადგურდა. ცნობისთვის, კიევი 31 აგვისტოს იუწყებოდა უკრაინული შორი რადიუსის იარაღის წარმატებით გამოყენების შესახებ.  

შარლ მიშელი: საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა იყოს გაშვებული

ევროპული საბჭო შარლ მიშელისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. პრესრელიზის თანახმად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და სალომე ზურაბიშვილმა განიხილეს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები, ასევე რეგიონში განვითარებული მოვლენები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შედეგები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის. პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც ხელიდან არ უნდა იყოს გაშვებული. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში. მიშელმა ასევე ხაზი გაუსვა საჭირო რეფორმების გაღრმავების აუცილებლობას, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში, ასევე, დეოლიგარქიზაციის, ანტიკორუფციული ზომების მიღებისა და მედია-პლურალიზმის მიმართულებით, რაც ახლა არსებითად მნიშვნელოვანია. ასევე პრიორიტეტულია დეპოლარიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება. მიშელმა შეაქო საქართველოს პრეზიდენტის პირადი ერთგულება საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინსვლისადმი. ამასთან, მიშელმა განსაკუთრებით დასაფასებელი უწოდა ზურაბიშვილს როლს, რომელიც პირის შეწყალების უფლების გამოყენებაში შეასრულა, რამაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეფასებით, ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას და განსაკუთრებით დასაფასებელია ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგზე მისი ძლიერი პოლიტიკური ფოკუსი. პრეზიდენტმა მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს მედეგობის გაძლიერების ერთგული. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, გამართა.  

უკრაინამ PepsiCo და Mars ომის სპონსორების სიაში შეიყვანა

უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ  მსხვილი კორპორაციები PepsiCo და Mars-ი „ომის საერთაშორისო სპონსორების“ სიაში შეიყვანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „მიუხედავად დაპირებისა, რომ შეამცირებდნენ თავიანთი ბიზნესის წარმოებას, შეაჩერებდნენ სარეკლამო საქმიანობას და წარმოებას რუსეთში, კომპანიები აგრძელებენ მუშაობას ქვეყანაში, იხდიან მნიშვნელოვან გადასახადებს სახელმწიფო ბიუჯეტში, რითაც მხარს უჭერენ აგრესორის ეკონომიკას,“ - წერს სააგენტო. PepsiCo არის ამერიკული საკვებისა და სასმელების მწარმოებელი, რომელიც 200-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. კომპანიის ბრენდებშია Lay's Doritos, Cheetos, Gatorade, Pepsi-Cola, Mountain Dew, Quaker, SodaStream და სხვა.  უკრაინული მედია წერს, რომ რუსი ჯარისკაცების კვების რაციონში „Lay-ს ჩიფსები იპოვეს. წმინდა მოგებით, PepsiCo არის მეოთხე უმსხვილესი კომპანია ამ ინდუსტრიაში რუსეთში, 19 ქარხნითა და დაახლოებით, 20,000 დასაქმებულით. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი წლის განმავლობაში, PepsiCo-მ წმინდა მოგება 2021 წელთან შედარებით, 333%-ით გაზარდა და 525 მილიონ დოლარს მიაღწია. მან სახელმწიფო ბიუჯეტში 115 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა. უკრაინის ხელისუფლება განმარტავს, რომ „მარსი“ რუსეთში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობს, 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო ქვეყნის ეკონომიკაში და რუსეთის ტერიტორიაზე 10 ქარხანა გახსნა. Mars არის აშშ-ის სიდიდით მეოთხე კერძო საკუთრებაში არსებული კომპანია, მისი ყველაზე ცნობილი ბრენდებია Mars, Snickers, Milky Way, Twix, Bounty, M&M's, Whiskas და ა.შ.  

ISW: უკრაინა წინ მიიწევს ფრონტის ორ მიმართულებაზე

უკრაინული ძალები აგრძელებდნენ კონტრშეტევას ბახმუტის მახლობლად დონეცკის ოლქში და ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელებმა წინ წაიწიეს ფრონტის ორივე მიმართულებაზე, წერს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი თავის 31 აგვისტოს ანგარიშში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწია ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით, ასევე ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში. ISW-მ აღნიშნა, რომ რუსული ძალები აგრძელებდნენ შეტევითი ოპერაციებს ბახმუტთან და წარუმატებლად უტევენ დონეცკი-ზაპოროჟიეს ოლქების სასაზღვრო რაიონში. ISW-მ ანავე ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება აგრძელებს უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციას რუსეთში და უკრაინელი ახალგაზრდების რუსიფიკაციის მცდელობას.  

უკრაინამ რუსეთის მიერ იძულებით დეპორტირებული კიდევ 11 ბავშვი დაიბრუნა

კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 11 ბავშვი დააბრუნა. ისინი რუსმა ოკუპანტებმა უკანონოდ დააკავეს ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ბავშვების დაბრუნებაზე ერთობლივად იმუშავეს უკრაინის ომბუდსმენმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრომ და ორგანიზაციამ - Save Ukraine. „კიდევ 11 ბავშვი შეძლებს უკრაინის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლას. მათ მოახერხეს სახლში დაბრუნება ოკუპანტების მიერ უკანონო დეპორტაციის შემდეგ," ნათქვამია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციაში. უკრაინამ რუსეთის მიერ იძულებით დეპორტირებული 11 ბავშვი 26 აგვისტოსაც დაიბრუნა.  

საზეიმო ბანკეტზე რუსეთის ელჩის მიწვევას, ნობელის კომიტეტის მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა

სტოკჰოლმში ნობელის პრემიების გადაცემის საზეიმო ბანკეტზე რუსეთის ელჩის მიწვევის გამო, ნობელის კომიტეტს მწვავედ აკრიტიკებენ. შვედეთის ოპოზიციური პარტიების ზოგიერთმა ლიდერმა მიწვევა გააუქმა, მთავრობის წარმომადგენლები კი განიხილავენ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის საკითხს განიხილავენ. ლიბერალური პარტიის თავმჯდომარემ, იოჰან გეორგ პერსონმა განაცხადა, რომ „არ აპირებს ბანკეტზე რუსეთის ელჩის გვერდით დაჯდომას, „ვიდრე უკრაინაში პუტინის სისხლიანი აგრესიული ომი გრძელდება.“ შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და სოციალ-დემოკრატების ლიდერმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ არ მიუღია ცერემონიაზე მიწვევა, მაგრამ, მისი თქმით, ნობელის ფონდმა „სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რას ნიშნავს დაჯილდოების ცერემონიაზე მიიწვიო იმ რეჟიმის წარმომადგენელი, რომელიც ამაზრზენ და უკანონო ომს აწარმოებს უკრაინაში და ასევე ემუქრება შვედეთს.“ პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონმა უკმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ ნობელის პრემიებით დაჯილდოების ცერემონიაზე რუსეთის მიწვევამ გული დასწყვიტა ბევრ ადამიანს როგორც შვედეთში, ისე უკრაინაში. „ინფორმაცია გუშინ საღამოს მივიღე და საკმაოდ მწვავე რეაქცია მქონდა... ნობელის ფონდი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. მაგრამ მე რუსეთს არ დავპატიჟებდი, ახლა რომ პრემიების გადაცემის ცერემონიაზე ვიყო პასუხისმგებელი,“ განაცხადა კრისტენსონმა სააგენტო TT-სთან ინტერვიუში. შვედეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ ნობელის ფონდის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიიღეს, მაგრამ ჯერჯერობით არავითარ კომენტარს არ აკეთებენ. გუშინ ნობელის ფონდმა გამოაცხადა, რომ აპირებს, დაჯილდოების საზეიმო ბანკეტზე მიიწვიოს ყველა იმ სახელმწიფოს დიპლომატები, რომლებიც აკრედიტებულნი არიან შვედეთში, ასეთებს შორის არიან რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატებიც. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება კრემლს გაუძლიერებს დაუსჯელობის გრძნობას და მას ახალი ბოროტმოქმედებებისკენ უბიძგებს. CNN-ის ცნობით, საზეიმო ბანკეტზე წელს ბელორუსის ელჩიც მიიწვიეს. ცნობისთვის, შარშან ნობელის კომიტეტმა რუსეთისა და ბელორუსის საელჩოთა წარმომადგენლები არ მიიწვია საზეიმო ღონისძიებაზე.  

ბელორუსში ОДКБ-ს წვრთნები დაიწყო, სწავლებაში სომხეთი არ მონაწილეობს

რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) დაახლოებით, 2500-მა სამხედრომ წვრთნები დაიწყო ბელორუსის იმ ნაწილში, რომელიც NATO-ს წევრ პოლონეთსა და ლიეტუვას ესაზღვრება. სწავლება 6 სექტემბრამდე გაგრძელდება. მედიის ცნობით, წვრთნებს შეუერთდნენ დამკვირვებლები ჩინეთიდან, საუდის არაბეთიდან, ირანიდან და მონღოლეთიდან. ამასთან, CSTO-ს სწავლებაში არ მონაწილეობს ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრი, სომხეთი. მიზეზები სტატიაში დაკონკრეტებული არ არის. წვრთნების ფონზე უკრაინა საზღვრის დაცვას აძლიერებს. ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: ОДКБ-ს წევრობა სომხეთს პრობლემებს უქმნის რაც შეეხება ბელორუსს, ცნობილია, რომ პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ბელორუსთან საზღვრის ჩაკეტვასაც არ გამორიცხავენ. ლიეტუვა ბელორუსთან საზღვარზე კიდევ ორი გამშვები ​​პუნქტის დახურვას გეგმავს ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს.  ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.  

თეთრმა სახლმა უკრაინის კონტრშეტევის „მნიშვნელოვანი პროგრესის“ შესახებ გამოაცხადა

თეთრმა სახლმა ბოლო დღეებში უკრაინის სამხრეთ ნაწილში რუსული ძალების წინააღმდეგ განხორციელებულ კონტრშეტევაში „მნიშველოვანი პროგრესი“ დაინახა. AFP-ის ცნობით, თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბოლო 72 საათში აშშ უკრაინის სამხრეთში უკრაინელების კონტრშეტევის მნიშვნელოვან პროგრესს ხედავს. „ამ კონტრშეტევის ვერცერთი ობიექტური დამკვირვებელი ვერ უარყოფს, რომ მათ პროგრესს მიაღწიეს… მათ გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს რუსული თავდაცვის ამ მეორე ხაზის წინააღმდეგ”, - განაცხადა კირბიმ. კირბიმ ასევე უპასუხა კრიტიკას იმის თაობაზე, რომ კიევის კამპანია რუსული ძალების წინააღმდეგ, ბოლო სამი თვის განმავლობაში დიდად წინ არ წასულა და განაცხადა, რომ „უსარგებლოა” პარტნიორისა და მეგობრის კრიტიკა, რომელიც ძალადობრივ რეჟიმთან ბრძოლაში პროგრესის მიღწევას ცდილობს.“ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 31 აგვისტოს ანგარიშში წერს, რომ უკრაინა წინ მიიწევს ფრონტის ორ მიმართულებაზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ივნისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება. კიევი კი ალიანსში, წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე გაწევრიანდება. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. რნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. 24 აგვისტოს პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინელი პილოტების მომზადებას შემოდგომაზე დაიწყებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს სოფელი უროჟაინოე, რომელიც დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკესთან მდებარეობს. ხსენებული სოფელი რუსი ოკუპანტებისგან ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს. ამასთან, 22 აგვისტოს უკრაინელი სამხედროები რობოტინოში ბრძოლით შევიდნენ. CNN 25 აგვისტოს იტყობინება უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსული თავდაცვა სამხრეთის ფრონტის ხაზის გასწვრივ, ზაპოროჟიეს ოლქში გაარღვიეს. მოგვიანებით, 26 აგვისტოს, ამერიკელი გენერალ მარკ მილი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა გარკვეულ მონაკვეთზე რუსეთის თავდაცვის მთავარი ხაზის გარღვევა შეძლეს. 28 აგვისტოს გააავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს. უკრიანელების წინსვლაზე წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტიც. ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე უკრაინის დროშა 29 აგვისტოს აღმართეს.  

დანია რუს დიპლომატებს აძევებს

რუსეთში დანიის დიპლომატიური კორპუსის შემცირების საპასუხოდ, დანიამ კოპენჰაგენში რუსეთის საელჩოს პერსონალის შემცირება მოითხოვა. კოპენჰაგენში დარჩენას მხოლოდ ხუთი დიპლომატი და რუსეთის საელჩოს 20 ტექნიკური თანამშრომელი შეძლებენ. რუსეთის დიპლომატებს სამუშაოს შეწყვეტა და კოპენჰაგენის დატოვება არაუგვიანეს 29 სექტემბრისა მოუწევთ. ამასთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუთიოა, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობდა ვიზების გამოთხოვას რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც კოპენჰაგენი დიპლომატიური საფარის ქვეშ მოქმედ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტებად მიიჩნევს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დიპლომატიურ წარმომადგენლობას რუსეთში ევროპის მრავალი ქვეყანა ამცირებს. ისლანდია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომლის საელჩომაც მოსკოვში მუშაობა მიმდინარე წლის აგვისტოში მთლიანად შეაჩერა.  

რომის პაპი მონღოლეთს ვიზიტით პირველად ეწვია

რომის პაპი ფრანცისკე ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი დელეგაციასთან ერთად ჩინგიზ ხანის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით დაეშვა. მას ოფიციალურ ცერემონიაზე მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატსცეგ ბატმუნხი დახვდა. რომის პაპის შეხვედრები მონღოლეთში, სადაც დაახლოებით 1500 კათოლიკე ცხოვრობს, შაბათს დაიწყება. მოსალოდნელია შეხვედტა მონღოლეთის პრეზიდენტთან, რის შემდეგაც ის ასევე სიტყვით მიმართავს დიპლომატიურ წარმომადგენლებს. მონღოლეთის დედაქალაქში პაპის ვიზიტის გასაშუქებლად თითქმის 150 უცხოელი ჟურნალისტი ჩავიდა. მონღოლეთისკენ მიმავალმა რომის პაპმა ფრანცისკემ ჩინეთის საჰაერო სივრცე გაიარა, რის გამოც მან მისასალმებელი შეტყობინება გაუგზავნა ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინს. ვატიკანის პროტოკოლის თანახმად, რომ უცხო ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლისას რომის პაპი მისასალმებელ შეტყობინებებს გზავნის. „თავის გზავნილში რომის პაპმა თქვა: „კეთილ სურვილებს ვუგზავნი თქვენს აღმატებულებასა და ჩინეთის ხალხს, თქვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის გავლისას, მონღოლეთისკენ მიმავალ გზაზე. გარწმუნებთ ჩემს ლოცვაში ერის კეთილდღეობისთვის.“ მიუხედავად დაძაბული ურთიერთობებისა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ მისალმებამ კეთილგანწყობა აჩვენა. მისი თქმით, ჩინეთი მზადაა, ვატიკანთან კონსტრუქციული ურთიერთობა განაგრძოს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის გარდა, რომის პაპმა ფრანცისკემ მსგავსი გზავნილები გაუგზავნა ხორვატიის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, სერბეთის, მონტენეგროს, ბულგარეთის, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ლიდერებს.  

პოლონეთი ბელორუსს პროვოკაციაში ადანაშაულებს

ბელორუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, პოლონური სამხედრო ვერტმფრენმა Mi-24 1,2 კმ სიღრმეზე ბელარუსის ტერიტორიაზე შეფრინდა, შემდეგ კი ,პოლონეთში დაბრუნდა. ბელორუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის განცხადებით, ფაქტი ბერესტოვიცკის რაიონში მოხდა. ვარშავა საზღვრის დარღვევის ბრალდება უარყოფს და მინსკს პროვაციაში სდებს ბრალს. „ეს არის ტყუილი და პროვოკაცია ბელარუსის მხრიდან. ნამდვილად არ ყოფილა ასეთი დარღვევა,“ - განუცხადა AFP-ს პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის სპიკერმა იაცეკ გორიშევსკიმ. ცნობილია, რომ პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ბელორუსთან საზღვრის ჩაკეტვასაც არ გამორიცხავენ. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ოთხი ქვეყნის ხელისუფლებები ელოდებიან შესაძლო ინციდენტებს, მათ შორის შეიარაღებული ხასიათის, ბელორუსში „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებულების ყოფნის გამო. „კრიტიკული ინციდენტი თუ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომელი საზღვრებია, ჩვენ დაუყოვნებლივ მივმართავთ რეაგირების ზომებს. ყველა სასაზღვრო გადასასვლელი, რომელიც ახლა ღიაა – როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო – დაიკეტება,“ – აღნიშნა კამინსკიმ. ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს.  ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.  

რუსებმა რამდენჯერმე დაგეგმეს ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაცია - ბუდანოვი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციის ოპერაციები რუსეთში რამდენჯერმე დაგეგმეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. „ხედავთ, რომ უკრაინის უწყებები საკმაოდ ეფექტიანად მუშაობენ, რადგან ეს (მკვლელობა) არ მომხდარა," - განაცხადა ბუდანოვმა. 2022 წლის მარტში პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ ზელენსკის ლიკვიდაცია 10-ჯერ სცადეს. ბოლოს, 8 აგვისტოს განაცხადა უსაფრთხოების სამსახურმა, რომ დააკავეს რუსი ინფორმატორი ქალი, რომელიც მიკოლაივის რეგიონში ზელენსკის ვიზიტის დროს, საჰაერო თავდასხმას ამზადებდა.  

ბუდანოვი: რუსეთის მმართველ ელიტაში ცოტა ადამიანი უჭერს მხარს უკრაინის ომს

რუსეთის ფედერაციაში გადაწყვეტილების მიმღებთა შორის მხოლოდ რამდენიმეა უკრაინაში ომის წარმოების მომხრე. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. „ვინც იქ რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს, მხოლოდ რამდენიმე დარჩა, ვინც ომის მომხრეა პირდაპირი გაგებით. ყველას ესმის, რომ ეს არის კოლაფსი და რაც უფრო მალე დასრულდება, მით უკეთესი," - განაცხადა ბუდანოვმა. კითხვას, ძლიერდება თუ არა რუსეთის მთავრობა „ვაგნერ“ ჯგუფის და მისი ლიდერის ევგენი პრიგოჟინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბუდანოვმა უპასუხა, რომ ყველაფერი, ივნისის „ამბოხებით“ დაწყებული და შემდგომი მოვლენებით გაგრძელებული, აშკარად არ მუშაობდა რუსეთის ხელმძღვანელობის სასარგებლოდ. რუსებმა რამდენჯერმე დაგეგმეს ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაცია - ბუდანოვი  

Reuters: აშშ უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ სატანკო ჭურვებს პირველად გაუგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პირველად გადაწყვიტა, რომ უკრაინას მიაწოდოს ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, რომლებიც გაღარიბებულ ურანს შეიცავს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. ჭურვებით რუსული ტანკების განადგურება იქნება შესაძლებელი. ეს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ნაწილია, რომელიც მომავალ კვირაში იქნება წარმოდგენილი. სააგენტოს ცნობით, თეთრი სახლის მიერ მომზადებული ახალი მხარდაჭერის პაკეტის ღირებულება, რომელშიც გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალაც შედგის, 240-დან 375 მილიონ დოლარამდე იქნება. წყაროს ცნობით, საბრძოლო მასალები თავსებადია ამერიკულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებთან, რომლებიც უკრაინას უახლოეს მომავალში მიეწოდება. უკრაინამ ამ ტიპის ჭურვები Challenger 2-ის ტიპის ტანკებისთვის დიდი ბრიტანეთისგან უკვე მიიღო. WSJ ივნისში წერდა, რომ აშშ უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი სატანკო ჭურვების გადაცემას გეგმავდა.  

ევროკომისიის ანგარიში: 2023 წელს სოციალურ ქსელებში რუსული დეზინფორმაციული კამპანია გაფართოვდა

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს, სოციალურ ქსელებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ზეგავლენის დეზინფორმაციული კამპანია გაფართოვდა. ამის შესახებ BBC წერს. კვლევის მიხედვით, ტექნოლოგიური კომპანიები რუსულ დეზინფორმაციას ვერ უმკლავდებიან. ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ რუსული დეზინფორმაციის რაოდენობა Twitter-ზე მას შემდეგ გაიზარდა, რაც ის მილიარდერმა, ილონ მასკმა შეისყიდა და ამ სოციალური ქსელის უსაფრთხოების სტანდარტები გააუქმა. ამასთან, „კრემლის მხარდამჭერ ანგარიშებს კვლავაც აქვთ წვდომა დიდ აუდიტორიასთან Meta-ს პლატფორმებზე. ხოლო Telegram-ზე ასეთი ანგარიშების აუდიტორია სამჯერ არის გაზრდილი.“  

რუსეთი ყირიმის ხიდზე შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყირიმის ხიდს საზღვაო უპილოტო აპარატებით დაესხნენ თავს. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ღამის განმავლობაში განადგურებულია სამი უპილოტო აპარატით.თავდასხმის გამო ყირიმის ხიდზე მოძრაობა დროებით შეწყვეტილი იყო. უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის ტერიტორიასთან დამაკავშირებელ ხიდზე თავდასხმის შესახებ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დაბრუნებას აპირებს, ყირიმის ხიდი კი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა განეიტრალდეს. უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას  

ბალტიის ზღვაში პირველად გაიმართება წვრთნები, რომელიც რუსული თავდასხმის მოგერიებაზე იქნება ორიენტირებული - Reuters

ბალტიის ზღვაში დაიწყება ძირითადი საზღვაო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას დაახლოებით, 30 ხომალდი და 3000-ზე მეტი დასავლელი სამხედრო მოსამსახურე მიიღებენ. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ეს იქნება პირველი წვრთნა, რომელიც ორიენტირებული იქნება იმაზე, თუ როგორ უპასუხონ რუსეთის თავდასხმას რეგიონში,“ - გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურმა.  ორკვირიან წვრთნებს, რომელიც 9 სექტემბერს დაიწყება, NATO-ს ყველა ქვეყანა შეუერთდება. სწავლებაში ასევე ჩაერთვება მომავალი წევრი შვედეთი. ბალტიის ზღვის გავლით საზღვაო მარშრუტების დაცვა არის წვრთნების კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც ლატვიისა და ესტონეთის სანაპიროებთან ჩატარდება. „ფინეთი და ბალტიის ქვეყნები თითქმის 100%-ით არიან დამოკიდებულნი ბალტიის ზღვის გავლით საზღვაო მიწოდების მარშრუტებზე,“ - აღნიშნა კრისტიან კააკმა. „თუ სუვალკის დერეფანი დაიბლოკება - და ეს შეიძლება გაკეთდეს მარტივად, რადგან არის მხოლოდ ორი გზა და ერთი სარკინიგზო ხაზი - მაშინ ჩვენ დაგვრჩება მხოლოდ საზღვაო მარშრუტები და სწორედ აქ მოგვიწევს გავლა,“ - განმარტა გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურმა.  ამასთან, ადმირალის თქმით, აშშ-ის საზღვაო ძალები წვრთნებისთვის გაგზავნის ამფიბიური თავდასხმის Mesa Verde-ს - 200 მეტრზე მეტი სიგრძის ხომალდს, რომელიც 800 საზღვაო ქვეითის გადაყვანაზეა გათვლილი. 100 კილომეტრის სიგრძის სუვალკის დერეფანს ექსპერტები NATO-სთვის სტრატეგიული დანიშნულების გეოგრაფიულ პუნქტს უწოდებენ. ეს დერეფანი წარმოადგენს ქალაქების სუვალკის, ავგუსტოვისა და სეინის გარშემო არსებულ ტერიტორიას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს პოლონეთსა და ლიეტუვასა და, იმავდროულად, ერთმანეთისგან ჰყოფს რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელარუსს.  

უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

უკრაინელ ოლიგარქს იგორ კოლომოისკის მისი ნავთობისა და გაზის კომპანიის სავარაუდო ფინანსურ მანიპულაციებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ სამართალდამცველები კოლომოისკის სახლში ჩხრეკას ატარებენ. კოლომოისკის ბრალი წაუყენეს თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში. უსაფრთხოების სამსახურმა განმარტა, რომ კოლომოისკი 2019-2020 წლებში 500 მილიონის Hr (13.5 მილიონი დოლარი) გათეთრებაშია ბრალდებული. უკრაინაში მილიარდერ კოლომოისკის სახლი გაჩხრიკეს ოლიგარქი უკრაინის უმსხვილეს კომპანია Ukrtatnafta-ს აკონტროლებდა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ შარშან 3,2 მილიარდის ჰრ (90 მილიონი დოლარი) მოცულობის გადასახადების გადახდაზე განაცხადა უარი. კოლომოისკი ასევე ფლობდა ნავთობისა და გაზის მწარმოებელი კომპანიის, Ukrnafta-ს 40%-ზე მეტს. უკრაინის სახელმწიფომ მას ეს კომპანია გასულ წელს ჩამოართვა. 2016 წელს მთავრობამ ასევე მოახდინა ქვეყნის უმსხვილესი ბანკის,  „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია. იმ პერიოდში ხსენებული ბანკის თანამფლობელი სწორედ კოლომოისკი იყო.  უკრაინული მედიის ცნობით, პროკურატურა კოლომოისკის დაპატიმრებას ან გირაოს მოითხოვს.  

რუსეთში „ნოვაია გაზეტას" მთავარი რედაქტორი ​„უცხოეთის აგენტად" გამოაცხადეს

რუსეთში „ნოვაია გაზეტას" მთავარი რედაქტორი და ნობელის პრემიის ლაურეატი, დმიტრი მურატოვი, „უცხოეთის აგენტად" გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, მურატოვი „უცხოური აგენტების“ მიერ მასალების შექმნასა და გავრცელებაში მონაწილეობდა. გარდა ამისა, უწყების განცცხადებით, მან გამოიყენა უცხოური პლატფორმები იმ მოსაზრებების გასავრცელებლად, რომლებიც მიზნად ისახავდა „რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.“ მურატოვის გარდა, იუსტიციის სამინისტრომ რეესტრში დაამატა ტელეკომპანია „დოჟდის" ჟურნალისტი დენის კატაევი, კომიკოსი რუსლან ბელი, მწერალი ოლეგ რაძინსკი, პოლიტიკოსი მაიბეკ ვაჩაგაევი, ეკონომისტი კონსტანტინ სონინი, ნავალნის შტაბის ყოფილი უფროსი ევგენი კარპოვი, "ეხო მოსკვის" ჟურნალისტი ოქსანა ბარშევა და სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო კრების ყოფილი მოადგილე მაქსიმ რეზნიკი. შეგახსენებთ, 24 ივლისს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც აწესებს ჯარიმებს, ატარებს დაუგეგმავ ინსპექტირებას იმ პირებისთვის, რომლებიც ეხმარებიან „უცხოეთის აგენტებს" კანონის გვერდის ავლაში. „უცხოური გავლენის ქვეშ მყოფ პირთა საქმიანობის კონტროლის შესახებ" ​კანონი რუსეთში 2022 წლის პირველ დეკემბერს ამოქმედდა. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს „უცხოეთის აგენტების" ერთიანი რეესტრში შეუძლია, დაამატოს ნებისმიერი რუსული ან უცხოური ორგანიზაცია /პირი, თუ ისინი მიიღებენ უცხოურ მხარდაჭერას ან იმყოფებიან „უცხოური გავლენის ქვეშ," ან პოლიტიკურად საქმიანობენ, ან აგროვებენ ინფორმაციას რუსეთის სამხედრო-ტექნიკურ საქმიანობაზე, რომელიც „შეიძლება, გამოყენებული იყო ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ.“