ძებნის რეზულტატი:
ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, პუტინი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენისთვის ისევ თავის პირობებს იმეორებს
თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ისევ გაიმეორა, რომ რუსეთი მზადაა, დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ხელშეკრულებას, როცა ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა შეთანხმება დაცული იქნება. ამის მიუხედავად, პუტინთან სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ერდოღანს „აქვს რწმენა, რომ მარცვლეულის ინიციატივასთან დაკავშირებით შეთანხმება „მალე შედგება.“ უკრაინული მედია წერს, რომ ერდოღანი ვერ „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის თაობაზე პუტინი „ვერ დაარწმუნა“. „რუსეთი მზად იქნება განაახლოს მარცვლეულის შეთანხმება და გააკეთებს ამას, როგორც კი ყველა შეთანხმებული ვალდებულება შესრულდება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სოჭში. პუტინმა აღნიშნა, რომ ის ელოდება ევროპის ბაზრისთვის რუსულ მარცვლეულთან და სასუქებთან დაკავშირებული სანქციების მოხსნას. ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა. 2 სექტემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარცვლეულის დროებითი დერეფანი კიდევ ორმა გემმა წარმატებით გაიარა.
მედია: რუსული KA-52-ის ტიპის ვერტმფრენი აზოვის ზღვაში ჩავარდა
რუსული კა-52 საბრძოლო ვერტმფრენი აზოვის ზღვაში ჩავარადა. წინასწარი მონაცემებით, ორი პილოტი გადაარჩინეს. ინფორმაციას რუსული ტელეგრამ არხი „ბაზა“ ავრცელებს. „სამაშველო სამსახურებში „ბაზას“ წყაროების თანახმად, შვეულმფრენი აზოვის ზღვის წყლებში, სანაპირო ზოლიდან დაახლოებით 1,5 კილომეტრის დაშორებით, პირველის სექტემბერს დილით ჩავარდა. წინასწარი განმარტებით, ამის მიზეზი რთული ამინდის პირობები გახდა, რადგან ტერიტორიაზე ძლიერი ნისლი იყო. კა-52-ის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაციის დროს მათი ევაკუაცია განხორციელდა.
პროტესტის შემდეგ, „კულა“ აცხადებს, რომ მომავალ შეფუთვაზე რუსულ წარწერას მოხსნიან
„კულას" წვენის შეფუთვაზე დატანილი რუსული წარწერის გამო სოციალურ ქსელში გამოხატული პროტესტის შემდეგ, კომპანია რუსეთს ოკუპანტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ „კირილიცას“ რუსეთის გარდა რამდენიმე ქვეყანა იყენებს. „ჩვენ საერთაშორისო კომპანია ვართ და ქართული ენის გარდა, რაც უმთავრესია ჩვენთვის, სხვა ბევრ ენაზე გვიწერია ინფორმაცია ეტიკეტზე. მათ კი სურათები შეფუთვის მხოლოდ იმ ნაწილს გადაუღეს, რომელიც მეტ რეზონანს და სიძულვილს გამოიწვევდა და ეცადნენ ამით ქულები დაეწერათ. შეფუთვას დიდი ასოებით ვაშლი და APPLE აწერია. ეს ვერ დაინახეს და ახლა შეუძლიათ დანახვა. რაც შეეხება „კირილიცას“, ეს ალფავიტი ოკუპანტი ქვეყნის გარდა, ოფიციალურად გამოიყენება უკრაინაში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, სერბეთში, ჩერნოგორიაში, მაკედონიაში, ბოსნია ჰერცოგოვინაში და მონღოლეთშიც კი. ამ ქვეყნების უმეტეს ნაწილში ჩვენ ვახორციელებთ ექსპორტს", - აცხადებს კომპანია „კულა". (განცხადების სტილი დაცულია) კომპანია განმარტავს, რომ აღნიშნული ვაშლის წვენი არასდროს გაუგზავნია რუსეთში და რუსეთი არ წარმოადგენს მის სტრატეგიულ მიმართულებას. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მომავალში შეფუთვიდან „კირილიცას" აუცილებლად ამოიღებენ. „მათ ვინც მხარი დაგვიჭირა და გულითადი რჩვები მოგვცა, დიდ მადლობას ვუხდით და პირობას გაძლევთ, რომ შემდეგში აუცილებლად ამოვიღებთ „კირილიცას“ ჩვენი შეფუთვიდან," - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, იმ ენებზე, რომლებიც „კირილიცას" იყენებენ, ვაშლი მხოლოდ რუსულ ენაზეა - Яблоко; უკრაინულად - Яблуко, ბელარუსულ ენაზე - Яблык, სერბულად - Јабука.
გაეროს კონფიდენციალური ანგარიში: ირანმა ურანის გამდიდრება იარაღისთვის საჭირო დონეზე შეანელა
გაეროს ბირთვული უწყების ანგარიშის მიხედვით, ირანმა შეანელა ურანის გამდიდრება თითქმის იარაღის წარმოებისთვის საჭირო დონემდე. კონფიდენციალურ ანგარიშს უძღვის ირანსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკება პატიმართა გაცვლაზე და სამხრეთ კორეაში გაყინული ირანის მილიარდობით დოლარის ოდენობის ქონების გათავისუფლებაზე. „ურანის გამდიდრების შენელება შესაძლოა, იყოს კიდევ ერთი ნიშანი, რომ თეირანი ვაშინგტონთან დაძაბულობის შემცირებას ცდილობს - წლების განმავლობაში არსებული იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულების კოლაფსს მოჰყვა,“ - წერს Associated Press-ი.
პარლამენტის შენობაში შესვლის წესები იცვლება
პარლამენტის სასახლეში სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების (ბანერის, პოსტერისა და სხვა), აგრეთვე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე შეტანა დაუშვებელი იქნება. ამის შესახებ წერია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანებაში “პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ“, რომელიც ძალაში 18 სექტემბერს შევა. პარლამენტის თავმჯდომარის ახალი ბრძანების მიხედვით, ვიზიტორის საშვის დაშვების უფლების მქონე პირი ვალდებული ხდება, საშვის დაშვებისას ვიზიტორის პარლამენტის სასახლეში შესვლის მიზანი მიუთითოს: - შეხვედრა ან ღონისძიებაში მონაწილეობა. ვიზიტორის საშვის ღონისძიებაში მონაწილეობისთვის დაშვების უფლება ღონისძიების ჩატარებისთვის პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს ან პირს ენიჭება. ამავე ბრძანებით პარლამენტის სასახლეში ვიზიტორის ქცევის წესი რეგულირდება. კერძოდ, ვიზიტორი ვალდებულია, პარლამენტის სასახლეში დაიცვას სიმშვიდე და წესრიგი, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება, საქართველოს პარლამენტის საქმიანობას და პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას ხელი შეუშალოს. ვიზიტორს ეკრძალება პარლამენტის სასახლეში ტრანსპარანტის გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, აგრეთვე სადემონსტრაციოდ განკუთვნილი მასალის (პლაკატის, ბანერის, წარწერისა და სხვა) გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება. შალვა პაპუაშვილის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ვიზიტორის ჩაცმულობა პარლამენტის სასახლეში არსებულ სამუშაო გარემოს უნდა შეესაბამებოდეს. ამასთან, ვიზიტორს ეკრძალება პარლამენტის წევრებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია, პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე. ვიზიტორი ვალდებული იქნება, პარლამენტის სასახლეში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისა და მანდატურის სამსახურის მანდატურის მითითებებს დაემორჩილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მანდატურებს უფლებამოსილება ექნება ვიზიტორს პარლამენტის სასახლე დაატოვებინოს. ამავე ბრძანების გათვალისწინებით, ვიზიტორის მიერ აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია, დარღვევის სიმძიმისა და მისი გამეორების რისკის შეფასების საფუძველზე პრევენციული ღონისძიება განახორციელოს. კერძოდ, ვიზიტორს პარლამენტის სასახლეში შესვლა 1 წლამდე ვადით შეუზღუდოს.
ბენ ჰოჯესი: ახლა უფრო დარწმუნებული ვარ, რომ პუტინიზმი დამარცხდება
Europetime-ს „პუტინიზმის დამარცხების“ მნიშვნელობაზე ესაუბრა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი. ბენ ჰოჯესმა ხაზი გაუსვა, რომ თავისუფალი მედია, სასამართლო სისტემა - ეს არის ის, რასაც პუტინი ებრძვის და სძულს ის. მან ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდების დასავლურ მისწრაფებებს გაუსვა ხაზი. ამასთან, აღნიშნა, რომ მთავრობის საქმეა, შექმნას მათთვის საუკეთესო შესაძლებლობები. „პუტინიზმი - ეს არის დეზინფორმაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევა, დემოკრატიული ღირებულებების უგულვებელყოფა. თავისუფალი მედია, სასამართლო სისტემა, რომლის მიმართაც ხალხის სანდოობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია - ეს ყველაფერი სძულს პუტინს და ამიტომაც არ არსებობს ეს რუსეთის შიგნით,“ აღნიშნა ჰოჯესმა. რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საუბრისას, შეეცვალა თუ არა მოლოდინები და აღქმები ომის პირველ წელთან შედარებით, ამის თაობაზე ჰოჯესმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის დამარცხებაში წელს უფრო დარწმუნებულია. „წელს უფრო დარწმუნებული ვარ, რომ პუტინიზმი დამარცხდება. ჩვენ ბევრი მაგალითი ვნახეთ - ვნახეთ, რომ ლიდერები ერთმანეთს არ ენდობიან, ვფიქრობ, ალბათ ამას გარკვეულ ეტაპზე ამას რუსი ხალხიც გააცნობიერებს,“ - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ცნობისთვის, მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ეველინ ფარკასი საქართელოსთვის მთავარ პრობლემად ვლადიმერ პუტინსა და პუტინიზმს მიიჩნევს. ამის მაგალითად მას ის ფაქტი მოჰყავს, რომ საქართველოს ტერიტორია 15 წელია ოკუპირებულია. ფარკასმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინს და მის მოკავშირეებს არ სურთ, ქართველმა ხალხმა თავიანთი ოცნება აისრულონ. თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის თემაა - „პუტინიზმის დამარცხება.“ Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ: ბენ ჰოჯესი: უკრაინა გაიმარჯვებს და ეს საქართველოს უსაფრთხოებას დაუყოვნებლივ გაზრდის
უკრაინა ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონებს გამოიყენებს
უკრაინის შეიარაღებული ძალები გამოიყენებენ ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონს - SAKER SCOUT, თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო საფრენი აპარატი ექსპლუატაციისთვის დაამტკიცა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სისტემა, მოწინავე ოპტიკის დახმარებით, დამოუკიდებლად ცნობს და აღრიცხავს მოწინააღმდეგის აღჭურვილობის კოორდინატებს (თუნდაც შენიღბული), დაუყოვნებლივ გადასცემს ინფორმაციას სამეთაურო პუნქტს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს გამორიცხავს ადამიანური შეცდომის რისკებს, რადგან ოპერატორის თვალი ყოველთვის ვერ იჭერს ყველა ნიუანსს“. დეტალები: სისტემა მოიცავს ფლაგმანურ სადაზვერვო დრონს, ასევე რამდენიმე FPV-ის ტიპის კამიკაძე-დრონი, რომელიც ფლაგმანური დრონით რეგულირდება. დრონი შეიძლება, აღჭურვილი იყოს ინფრაწითელი ოპტიკით ღამით მუშაობისთვის. მას ასევე შეუძლია, გამოიყენოს ინერციული სახელმძღვანელო სისტემა, რომელიც ელექტრონული ომის სისტემების მიმართ წინააღმდეგობას ზრდის. მისი ინტეგრირება შესაძლებელია შეიარაღებულ ძალებში არსებულ ყველა სიტუაციური ცნობიერების სისტემაში, მათ შორის დელტას სისტემაში. მისი ფრენის დიაპაზონი 10 კმ-მდეა.
კულება: უკრაინას აქვს მტკიცებულება, რომ Shahed-ის ტიპის დრონები რუმინეთის მიწაზე ჩავარდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინას აქვს მტკიცებულება, რომ Shahed-ის ტიპის დრონები NATO-ს წევრი რუმინეთის მიწაზე ჩავარდა. კიევი მზადაა, საკუთარი პოზიციის დაცვის მიზნით მტკიცებულებები წარადგინოს. იუწყება Ukrinform-ი. „მჯერა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი [რუმინეთის ხელისუფლება - რედ.] ახლა სწავლობენ მომხდარის ყველა ასპექტს. აზრს მოკლებულია იმის უარყოფა, რომ იქ რაღაც ჩავარდა. ჩვენ ვაცხადებთ ავტორიტეტულად, რომ იქ ჩავარდა „შაჰედის“ დრონები. ჩვენ გვაქვს ფოტო-მტკიცებულება იმისა, რომ იქ რაღაც ჩავარდა,“ - განაცხადა კულებამ. კულებას თქმით, უკრაინის მეზობელ ქვეყნებში არის ტენდენცია, არ მოხდეს ესკალაია ამა თუ იმ მოვლენის ინტერპრეტაციის, რათა ისინი უშუალოდ კონფლიქტში არ აღმოჩნდნენ ჩათრეულნი" რუსეთთან. მანამდე რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო კიევის განცხადებები, რომ რუმინეთის ტერიტორია ღამის იერიშების დროს დარტყმის ქვეშ მოექცა. სამინისტრომ განაცხადა, რომ მოცემულ მომენტში რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული არც ერთი შეტევით არ შექმნილა "პირდაპირი საომარი საფრთხე" რუმინეთის ტერიტორიისთვის.
ლატვია პრორუსი ჰაკერების ფართომასშტაბიანი კიბერშეტევების შესახებ იუწყება
რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა რამდენიმე ჰაკერულმა ჯგუფმა ლატვიის საჯარო, ფინანსური და სამედიცინო სექტორის ინსტიტუტების ვებგვერდებზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტება განახორციელა. ამის შესახებ საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების ინციდენტების პრევენციის ცენტრმა განაცხადა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიეტუვაში გატეხეს მუნიციპალიტეტების და სხვადასხვა დაწესებულების 10-მდე ვებგვერდი, რისთვისაც ერთ-ერთი რესურსის დეველოპერის დაუცველობა გამოიყენეს. შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს ესტონეთში კიბერშეტევების ყველაზე დიდი ტალღა დაფიქსირდა.
ერდოღანმა პუტინი თურქეთში ვიზიტით მიიწვია
რუსული მედიის ცნობით. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი თურქეთში ვიზიტით მიიწვია. ერდოღანისა და პუტინის მოლაპარაკებები დღეს სოჭში გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ისევ გაიმეორა, რომ რუსეთი მზადაა, დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ხელშეკრულებას, როცა ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა შეთანხმება დაცული იქნება. ამის მიუხედავად, პუტინთან სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ერდოღანს „აქვს რწმენა, რომ მარცვლეულის ინიციატივასთან დაკავშირებით შეთანხმება „მალე შედგება.“ უკრაინული მედია წერს, რომ ერდოღანმა „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის თაობაზე პუტინი „ვერ დაარწმუნა“. „რუსეთი მზად იქნება, განაახლოს მარცვლეულის შეთანხმება და გააკეთებს ამას, როგორც კი ყველა შეთანხმებული ვალდებულება შესრულდება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სოჭში. პუტინმა აღნიშნა, რომ ის ელოდება ევროპის ბაზრისთვის რუსულ მარცვლეულთან და სასუქებთან დაკავშირებული სანქციების მოხსნას. ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა. 2 სექტემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარცვლეულის დროებითი დერეფანი კიდევ ორმა გემმა წარმატებით გაიარა.
ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ჯოზეფ ბორელის ვიზიტის დეტალები გაავრცელა. კერძოდ, ამჟამინდელი უფლებამოსილებით პირველი ოფიციალური ვიზიტი, ბორელს საშუალებას მისცემს, განიხილოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი, ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე. ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ასევე, ჯოზეფ ბორელი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ჯოზეფ ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი, ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფ, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. „უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტის დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის 15 წელს აღნიშნავს, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ორგანიზებულ მისიაში „ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ (საოკუპაციო ხაზი, რედ.),“ - წერია საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი: „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი გეგმის შესახებ განაცხადა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმპიჩმენტთან დაკავშირებით ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. მდინარაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას შეამოწმებს, დოკუმენტები საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება. „იმპიჩმენტთან დაკავშირებით ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ამის შემდეგ დოკუმენტებს წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს, შესაბამისი დასკვნისთვის," - განაცხადა მდინარაძემ. მას არ ჰგონია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „დაექვემდებარება შანტაჟს" და სააკაშვილს შეიწყალებს, მხოლოდ იმის გამო, რომ „პრეზიდენტს ემუქრებიან.“ მისივე შეფასებით, ეს "პოლიტიკური თვითლიკვიდაცია" იქნება. „მე არ მგონია, რომ ყველაფრის მიუხედავად სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან, იმით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხს დაუჭერენ მხარს. ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია, რომლის მსგავსი პოლიტიკურ ისტორიას ძალიან ცოტა ახსოვს. მოქმედი პრეზიდენტი იმიტომ იწყალებს რომელიმე დამნაშავეს, რომ მას ემუქრებიან იმპიჩმენტის საკითხზე მხარდაჭერით, ეს შეუძლებელია დავიჯეროთ და ვივარაუდოთ, რომ ამაზე წამსვლელი იყოს სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად იმისა, რაზეც უკვე წავიდა,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, პირველ სექტემბერს გამართა. რა წერია კონსტიტუციაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესთან დაკავშირებით
პაკისტანში საზღვაო ძალების ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა
პაკისტანის საზღვაო ძალების ვერტმფრენი რუტინული სასწავლო ფრენის დროს, ბელუჯისტანის პროვინციაში ჩავარდა. ამის შესახებ საზღვაო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა. ავარია პროვინციის საპორტო ქალაქ გვადარში მოხდა, როდესაც ვერტმფრენს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, დაიღუპა საზღვაო ძალების ორი ოფიცერი და პაკისტანის საზღვაო ძალების მეზღვაური, იტყობინება The News International-ი. სპიკერმა განმარტა, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ინალ არძინბამ „თანამდებობა“ დატოვა – მედია
ტელეგრამ-არხის D News Abkhazia-ს ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ „გადადგომის“ შესახებ განცხადება დაწერა. რადიო თავისუფლების თანახმად, მანამდე კტელეგრამ-არხმა „ლეგიტიმნი“ წერდა, რომ „კრემლში უკრაინის ყოფილი კურატორი ინალ არძინბა მოსკოვში ბრუნდება“, იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს „კოლექტიურ დასავლეთთან იდეოლოგიურ“ ბრძოლაში. მასალაში მითითებული იყო, რომ არძინბა იმუშავებს „რუსეთ-ბელარუსის“, „მოკავშირე სახელმწიფოს“ მიმართულებით. არძინბას გადადგომის შესახებ ცნობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა. ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელად 2021 წლის 17 ნოემბერს „დაინიშნა.“ ის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია. განათლება მიღებული აქვს მოსკოვში, ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში, მსოფლიო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტზე 2007-2012 წლებში. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში; დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად; ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს. უკრაინაში მას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში - უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. კრემლში ის კურირებდა ურთიერთობას დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან. უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა. 2017 წელს, ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, ინალ არძინბას მიენიჭა მე-3 კლასის სრული სახელმწიფო მრჩევლის წოდება. ცნობისთვის, აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს და მოსკოვს მოუწოდებს, გაიყვანოს რუსული ძალები საქართველოდან.
ზელენსკი დონეცკის ოლქში 8 საბრძოლო დანაყოფს ეწვია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის „დონეცკის“ შემადგენლობაში 8 საბრძოლო დანაყოფს ეწვია. უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას ზელენსკის Telegram არხზე გავრცელდა. „დონეცკის რეგიონი. ჩვენ ვეწვევით საბრძოლო დანაყოფებს, რომლებიც დონეცკის ოპერატიული და ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში იცავენ უკრაინას. მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხებია, მარაგი, რომელიც უნდა გაიზარდოს, გარდა ამისა საჭიროა დამხმარე მართვის სისტემის შექმნა დანაყოფების მომარაგების უზრუნველსაყოფად, ასევე ჩვენი მეომრების მოტივაციის ამაღლება. დღეს 8 დანაყოფი. თითოეული მათგანი განსაკუთრებულია, მაგრამ ყველა ძლიერია!მადლობა იმ შედეგებისთვის, რასაც ყოველდღიურად აძლევთ ჩვენს ქვეყანას, მეომრებო!" - წერს ზელენსკი.
მედია: ბელგია გერმანიისგან შეძენილ Sea Sparrow-ის ტიპის რაკეტებს უკრაინას მიაწვდის
ბელგიის თავდაცვის სამინისტრომ გერმანიიდან მცირე რადიუსის Sea Sparrow-ს ტიპის რაკეტები იყიდა. ბერლინი გეგმავს, რომ შესყიდული იარაღის ნახევარი უკრაინას მიაწოდოს. ბელგიის მთავრობა გეგმავს, კიევს ამერიკული წარმოების იარაღიდან რვა ერთეული გადასცეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რაკეტების გამოყენება დრონების აღჭურვის მიზნითაც არის შესაძლებელი. იანვარში, Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Sea Sparrows-ი აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტში უნდა შევიდეს და რომ უკრაინელმა სამხედროებმა იპოვეს გზა, შეეცვალონ საბჭოთა ეპოქის BUK-ის გამშვები დანადგარები. ზაფხულის დასაწყისში ბელგიამ განაცხადა, რომ ნიდერლანდებთან და ლუქსემბურგთან ერთად, უკრაინაში განახლებული M113-ის ტიპის ჯავშანტექნიკის გაგზავნას გეგმავს. სამივე ქვეყანა ასევე არის ახალი საერთაშორისო კოალიციის ნაწილი, რომელიც უკრაინელ პილოტებს F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე ამზადებს.
დენიელ ფრიდი საქართველოზე, რუსეთზე, დასავლეთსა და ჩინეთზე
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დენიელ ფრიდი Europetime-თან განიხილავს სხვა საკითხებთან ერთად საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის თემას, ასევე - „პუტინიზმის დამარცხებას“ - თემას, რომელსაც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში განიხილავენ. დენიელ ფრიდის განცხადებით, პუტინიზმის დამარცხება რა თქმა უნდა, შესაძლებელია, საბჭოთა კავშირი დიდი ხანია, აღარ არის. „მისი დამარცხება ნიშნავს უკრაინის დახმარებას, დემოკრატიის დახმარებას, კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და მე ვსაუბრობ ყველა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზე. საქართველოსთვის პუტინიზმის დამარცხება ნიშნავს თავისუფალ, სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც არის ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ქვეყანას, რომელიც არის რუსეთის ზეწოლისგან თავისუფალი,“ - აღნიშნავს დენიელ ფრიდი. რაც შეეხება ჩინეთს, დენიელ ფრიდის შეფასებით, ზოგიერთმა ქვეყანამ აღმოაჩინა, რომ პეკინის დახმარება ისე არ სრულდება, როგორც მაგალითად თავდაპირველად იყო გათვალისწინებული. დენიელ ფრიდი აფრიკის ქვეყნების მაგალითზე მიუთითებს. „ჩემთვის გასაგებია, რომ საქართველოს სურს, ბევრ ქვეყანასთან დაამყაროს ურთიერთობები, თუმცა ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა ესაუბრება ისეთ ქვეყნებსაც, როგორიც არიან ლიეტუვა და ჩეხეთი,“ - ამბობს ამერიკელი დიპლომატი. დენიელ ფრიდი არის ამერიკელი დიპლომატი. მსახურობდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში (2005 წლიდან 2009 წლამდე), იყო შეერთებული შტატების ელჩი პოლონეთში 1997 წლიდან 2000 წლამდე; ფრიდმა სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წლის თებერვალში, ორმოცწლიანი საქმიანობის შემდეგ დატოვა.
მოსკოვი ისევ დრონის სამიზნეა
მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი ამბობს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ტვერის ოლქში, ზავიდოვოს რაიონში დრონი გაანადგურეს, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი და დაზიანება არ მოჰყოლია. მანამდე, მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა კალუგას ოლქსა და მოსკოვის ოლქის ისტრას რაიონში დრონები გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვზე თავდასხმას ცდილობდნენ. სობიანინის თქმით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად საყოფაცხოვრებო ობიექტი დაზიანდა. ამ ფონზე, რუსული მედიის ცნობით, „ვნუკოვოს", "დომოდედოვოსა" და „შერემეტიევოს" აეროპორტებში, დღეს დილით, დაახლოებით 40 რეისი გადაიდო, ორი კი - გაუქმდა. ამასთან, მოსკოვის დროით 5:25 საათისთვის „ვნუკოვოს“ აეროპორტში 24 ავიარეისი გადაიდო, კიდევ ორი კი - გაუქმდა. „დომოდედოვოში" 2 ავიარეისი გადაიდო, „შერემეტევოში“ კი - 14. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
New York Times: ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი შეხვედრას რუსეთში გამართავენ
ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკში გამართავენ შეხვედრას. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა New York Times-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, ლიდერები 10-13 სექტემბერს, ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართავენ მოლაპარაკებებს. მოსალოდნელია რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში საკუთარი ბრონირებული მატარებლით ჩავა. ამასთან, წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ლიდერი შესაძლოა, მოსკოვსაც ეწვიოს. მედიის ცნობით, ლიდერები განიხილავენ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის, უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, იარაღის მიწოდების და სამხედრო თანამშრომლობის სხვა საკითხებს. გამოცემის თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ მხარეები ჩრდილოეთ კორეიდან საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების რუსეთისთვის მიწოდებაზე ისაუბრებენ. ჩრდილოეთ კორეა რუსეთიდან სასურსათო დახმარებას, ასევე კოსმოსური თანამგზავრებისთვისა და ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიების მიღებას ელოდება. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივლისში ჩრდილოეთ კორეას ოფიციალური ვიზიტით რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სტუმრობდა. კიმ ჩენ ინი და შოიგუ გაეროს რეზოლუციებით აკრძალული რაკეტების ფონზე - ფოტო ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში საკუთარი მატარებლით 2019 წელსაც ჩავიდა. ვლადივოსტოკში კიმ ჩენ ინსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სამიტი 25 აპრილს გაიმართა. ეს კიმ ჩენ ინის ძალაუფლებაში მისვლის შემდეგ რუსეთში პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო. ბლინკენი შოიგუს ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტზე: რუსეთი უიმედოდ ეძებს იარაღს
ჯო ბაიდენი „დიდი ოცეულის“ სამიტს შესაძლოა, ვერ დაესწროს
აშშ-ის პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. Reuters-ის ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგი დაუდასტურდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც რამდენიმე დღეში „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად ინდოეთში, ხუთშაბათს უნდა გამგზავრებულიყო. „პირველი ლედის COVID-19-ზე დადებითი ტესტის შემდეგ, პრეზიდენტ ბაიდენს დღეს საღამოს ჩაუტარდა COVID-ის ტესტი. პრეზიდენტის ტესტი უარყოფითი იყო. პრეზიდენტი ამ კვირაში რეგულარულად ჩაიტარებს ტესტირებას და სიმპტომებს დაკვირდება,“ - აცხადებენ თეთრ სახლში. თეთრ სახლს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, შეძლებს თუ არა ჯო ბაიდენი სამიტზე დასასწრებად გამგზავრებას.