ძებნის რეზულტატი:

თბილისში სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი გამოავლინეს

საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ფუნქციონირებადი ე.წ სავარაუდო დანაშაულებრივი "ქოლ-ცენტრი" გამოავლინა. შესაბამის ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ე.წ თაღლითური „ქოლ-ცენტრების" გამოვლენის მიზნით, აქტიურად აგრძელებს მუშაობას. უწყების თანამშრომელთა მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს გამოვლენილი იქნა ქ. თბილისში ფუნქციონირებადი ე.წ. სავარაუდო დანაშაულებრივი "ქოლ-ცენტრი", რომელიც ოფისში დასაქმებული 20-ამდე თანამშრომლის მეშვეობით საეჭვო საქმიანობას ახორციელებდა. ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა. ასევე დაყადაღებული იქნა „ქოლ-ცენტრის“ ხელმძღვანელ პირთა საბანკო ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონებები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით გრძელდება, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ერდოღანი სოჭში პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა, იუწყება TRT Haber-ი. ვიზიტის ფარგლებში თურქეთის ლიდერი მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან. მანამდე, რუსეთში ვიზიტით იმყოფება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი. თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ვიზიტი ლიდერების შეხვედრის მოსამზადებლად გაიმართა. ფიდანის ვიზიტის დროს გახდა ცნობილი, რომ გაერომ რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღსადგენად კონკრეტული წინადადებები წარუდგინა. მანამდე, ახალი წინადადებების შეახებ გუშინ, 31 აგვისტოს მოსკოვში საუბრობდა ფიდანი, რომელმაც სერგეი ლავროვთან შეხვედრა გამართა. ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა. 2 სექტემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარცვლეულის დროებითი დერეფანი კიდევ ორმა გემმა წარმატებით გაიარა.

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი: 2008 წელს საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ი რომ მიენიჭებინათ, დღეს ომში არ ვიქნებოდით

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა და ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის წარმომადგენელმა უილიამ ტეილორმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ 2008 წელს NATO-ს სამიტს უნდა მიენიჭებინა საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ი და ჩვენ დღეს ომში არ ვიქნებოდით, დიპლომატის თქმით, სწორედ ეს არის გაკვეთილი, რომელიც 2008 წლის ომიდან ცივილიზებულმა სამყარომ უნდა გამოიტანოს. „მოდით, კიდევ ერთი გაკვეთილი გამოვიტანოთ 2008 წლის ომიდან - კიდევ ერთი რამ, რაც მოხდა 2008 წელს, იქამდე, სანამ რუსეთი საქართველოში შეიჭრებოდა, ნატოს სამიტი იყო. ნატს ამ სამიტზე, ბუქარესტში, ჩვენ გვახსოვს, რომ ქართველებმა და უკრაინელებმა მოითხოვეს MAP-ის მინიჭება და ალბათ, გახსოვთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იმ დროს, ამ მოთხოვნას მხარი დაუჭირა. აქედან გამომდინარე, 2008 წლის ომიდან გამომდინარე, ჩემთვის გაკვეთილია, რომ ნატო-ს სამიტს უნდა მიენიჭებინა საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ი და ჩვენ დღეს ომში არ ვიქნებოდით,“ - განაცხადა უილიამ ტეილორმა ქართული მედიის ცნობით.  

ისრაელის ქნესეთის სპიკერი პაპუაშვილთან შეხვედრაზე: ირანი ორივე ქვეყნის უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ცდილობს, მისი ძალისხმევის საწინააღმდეგოდ გაერთიანების აუცილებლობა აღვნიშნეთ

ისრაელის ქნესეთის სპიკერმა, ამირ ოჰანმა თბილისში ვიზიტის დროს გამართულ ბრიფინგზე, ირანის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები ახსენა. მან საქართვეკლოსთან ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ჩვენ ისტორიული კავშირები და კონტაქტები გვაკავშირებს. ერთი თვის წინ იყო ჩვენი ქვეყნების პრემიერებს შორის შეხვედრა და დღეს ჩვენ, პარლამენტების თავმჯდომარეები, ვაგრძელებთ თანამშრომლობას. რა საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას ისრაელის ქნესეთის სპიკერი თბილისში გამართულ შეხვედრებზე მეგობრობის ჯგუფები არაჩვეულებრივად მუშაობენ. ეს კონტაქტები უაღრესად მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ჩვენ აღვნიშნეთ ის აუცილებლობა, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა ირანის ძალისხმევის საწინააღმდეგოდ, რომელიც ცდილობს უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ორივე ქვეყნის უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ორივე. ჩვენი არაჩვეულებრივი კონტაქტები უსაფრთხოების სფეროში გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს, უნდა ვიბრძოლოთ ტერორიზმის წინააღმდეგ, ამ მხრივ ვდგავართ ერთად. ასევე, ხაზი გავუსვით ისრაელის თანმიმდევრულ პოლიტიკას და მის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. უნდა ვაღიარო, რომ დღეს პირველად ჩამოვედი საქართველოში. უნდა აღვნიშნო გულთბილი დახვედრა, სტუმართმოყვარეობა. გამორჩეული ქართველის, სერგო მეტრეველის მიმართ დამოკიდებულება, დაჯილდოება. ის შეხვედრები, რაც დაგეგმილი გვაქვს, მათ შორის პრემიერთან, დემონსტრირებას ახდენს არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობების, არამედ იმ მრავალფეროვნების, რასაც მოიცავს ის მრავალი პროექტი, რაშიც ვთანამშრომლობთ. მალე ჩამოვლენ ჩვენი კომიტეტების წარმომადგენლები აქ. მოუთმენლად ველოდები ჩემი კოლეგის, შალვა პაპუაშვილის ისრაელში ჩამოსვლას,“ – განაცხადა ოჰანამ.  

ლინკევიჩუსი: საქართველოსთვის ალბათ გაჩნდება კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, რათა „ასპარეზზე დარჩეს“

როგორ გაგრძელდება ევროინტეგრაციის პროცესი, ამ თემას განიხილავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი, რომელიც თბილისში მიმდინარე კონფრენციას ესწრება.  მისი შეფასებით, არის შანსი, რომ წლის ბოლომდე, უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვისაც გაჩნდეს კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა. ლინას ლინკევიჩუსის შეფასებით, თუკი საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, 12 პრიორიტეტს, შესაძლოა, პუნქტები დაემატოს. „არის შანსი, რომ უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვისაც გაჩნდეს კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, არა მიღწევებისთვის, არა პროგრესის გამო, არამედ იმის გამო, რომ შევინარჩუნოთ ასპარეზზე და არ დავკარგოთ, მაგრამ თუ ეს მოხდება, ამ 12 პუნქტს დაემატება მეტი პუნქტი, რომელიც ჯერ არ არის განხორციელებული“, - აღნიშნა ლინას ლინკევიჩუსმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. მისი თქმით, ისურვებდა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში იყოს. „ვისურვებდი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაში იყოს, რაც ასევე არ ხდება. თუ გინდა იყო კლუბის წევრი, უნდა დაიცვას კლუბის წესები, რა კლუბზეც არ უნდა იყოს საუბარი. იქნება ეს საჭადრაკო კლუბი, თუ ევროკავშირი. არსებობს წესები, რომლებიც უნდა დაიცვა,“ - აღნიშნა ლინას ლინკევიჩუსმა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს შეკითხვა დაუსვეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ეს ქვეყნის საშინაო საქმეა. „იმპიჩმენტის პროცესი, იქნება ეს საქართველოში თუ შეერთებულ შტატებში, საშინაო საქმეა. რაც შეეხება ევროინტეგრაციის პროცესს, მოდით, შევხედოთ პროგრესს, რომელიც საქართველომ მიაღწია, რა გაკეთდა, რა არ გაკეთდა საკმარისად - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმპიჩმენტს, ეს საშინაო საქმეა და არ ვაპირებ ჩარევას, ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ ის, რაც ვიცი, არის, რომ სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ თანმიმდევრული იყო ევროინტეგრაციის პროცესის დაცვის საქმეში, უთითებდა ხარვეზებზე და პრობლემებზე, რაც, ჩემი აზრით, ღირსეული მიდგომაა და ამ პროცესისთვის საზიანოდ არ მიმაჩნია,“ - აღნიშნა ლინას ლინკევიჩუსმა.  

უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან, გასულ კვირას 3 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს - მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინელმა ჯარებმა ბახმუტის ფრონტზე გასულ კვირას სამი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. მალიარის თქმით, ისინი აგრძელებენ შეტევას ნოვოდანილივკისა და ნოვოპროკოპივკის დასახლებებთან. მალიარმა აღნიშნა, რომ ბრძოლები ქალაქ ბახმუტის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფლანგებზე მიმდინარეობს. მისი შეფასებით, გასულ კვირას კლიშჩიივკის, კურდიუმივკისა და ოზარიანივკის დასახლებებთან ვითარება ძალიან რთული იყო. მალიარის თქმით, გასული კვირის განმავლობაში იქ ტერიტორიის სამი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. საერთო ჯამში, უკრაინის შეტევითი მოქმედებების დაწყებიდან ბახმუტის ფრონტზე 47 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული. შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთში რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.  

მწერალთა და გამომცემელთა ნაწილი მწერალთა სახლს ბოიკოტს უცხადებს

ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანების ნაწილი აცხადებს, რომ კულტრის სამინისტროსთან და „მის პარტიულ დაქვემდებარებაში მოქცეულ მწერალთა სახლთან“ თანამშრომლობას წყვეტს და მონაწილეობას აღარ მიიღებს საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერ ინიცირებულ, დაფინანსებულ და მართულ პროექტებში. განცხადებაზე ხელმომწერები ამბობენ, რომ „ლიტერატურა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას, რამდენად მნიშვნელოვნადაც არ უნდა მიაჩნდეთ ეს ინტერესები თავად ამ პარტიის წარმომადგენლებს“ შეესაბამისად „ლიტერატურული პროცესი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან და ქმნიდეს ნდობას მასში მონაწილე ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების,რელიგიური თუ იდეოლოგიური მრწამსის მქონე საქართველოს მოქალაქისთვის“. განცხადების ავტორებით თანახმად „ინსტიტუციები, რომელიც წარმართავს კულტურულ პოლიტიკას და ლიტერატურულ პროცესს, უნდა იყოს ღია და ინკლუზიური და იმართებოდეს გამჭვირვალედ და დემოკრატიული პრინციპების დაცვით“, როგორი ინტუტუციასცა წარმოადგენდა მწერლის სახლი წლების განმავლობაში. „მწერალთა სახლის დირექტორად მმართველი პარტიის წარმომადგენლის დანიშვნა ყოველგვარი დემოკრატიული პროცესის და სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან კონსულტაციის გარეშე, ძალაუფლების მქონეთა ავტოკრატიული მისწრაფებების გამოხატულებაა და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ სწრაფვას ევროინტეგრაციისკეს“,- ნათქვამია განხადებაში. მისი ხელმომწერები აცხადებენ რომ ქართული ლიტერატურის საერთო ეროვნულ მნიშვნელობის გაცნობიერებით თავს ვალდებულად თვლიან გააკეთონ „ყველაფერი, რათა საქართველომ გაარღვიოს მის გარშემო რუსეთის მიერ შექმნილი კულუტურული იზოლაციის კედელი, წინამდებარე განცხადებაზე ხელმოწერით უარს ვამბობთ ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობაზე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და მის პარტიულ დაქვემდებარებაში მოქცეულ მწერალთა სახლთან.“ მწერალთა, მთარგმნელთა და გამომცემელთა ნაწილი მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას აპროტესტებს ბოიკოტი გულისხმობს საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და მწერალთა სახლის მიერ ინიცირებულ, დაფინანსებულ და მართულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმას. „განურჩევლად მათი ფორმისა და შინაარსისა, იქნება ეს: ადგილობრივი წიგნის პრეზენტაციები და სხვა საჯარო ღონისძიებები, მთარგმნელობითი და სარეზიდენციო პროგრამები, თუ სხვადასხვა ქვეყნის წიგნის ბაზრობები, საერთაშორისო ფესტივალები და სხვა მნიშვნელოვანი ფორუმები, რომელშიც აქამდე საქართველოს ეროვნული სტენდით და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მონაწილეებად ვიყავით წარმოდგენილნი. ქართული ლიტერატურული პროცესის სიცოცხლე და მუდმივი განვითარება ჩვენი ქვეყნის საერთო ეროვნული ინტერესია და ჩვენ ვაცხადებთ, რომ გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას, რათა ქართულ კულტურაში მიმდინარე სახიფათო ავტორიტარული ტენდენციები ცხადი გახდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს ერთგული მეგობრებისთვის, ამავდროულად უზრუნველვყოფთ რომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვიყოთ წარმოდგენილი ალტერნატიული ფორმით, ისევე როგორც შევეცდებით თავად მოვიპოვოთ დაფინანსების წყაროები მთარგმნელობითი და სარეზიდენციო პროგრამების, საერთაშორისო პლატფორმებში ჩართვის და ქართული ლიტერატურისთვის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შეუფერხებელი მუშაობისთვის“. ბოიკოტი იწყება 4 სექტემბრიდან, ვინაიდან განცხადებაზე ხელმომწერების თანახმად, ამ დღის შემდეგ „მწერალთა სახლს მმართველი პარტიის მიერ დანიშნული კანდიდატი ჩაიბარებს“. ბოიკოტი „გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მის ხელმძღვანელს არ აირჩევს დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია.ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!“, ნათქვამია განცხადებაში. ხელომწერების სია ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე) რატი მუჯირი დავით გორგილაძე ლელა კოდალაშვილი ნათია გიორგაძე ნინო ჭინჭარაული თორნიკე სიბაშვილი მაკა კასრაძე ნატო ალხაზიშვილი ბესო სოლომანაშვილი ირაკლი ლომოური მაკა ლდოკონენი ზაალ ანდრონიკაშვილი ირინე ჭოღოშვილი თაკო ლონდარიძე ეკატერინე ტოგონიძე გიორგი ხარაიშვილი ელენე ჯაფარიძე ზურა პაპიაშვილი ლელა დუმბაძე ნატო დავითაშვილი მაშო სამადაშვილი მაია კუდავა ზვიად კვარაცხელია ნათია ორმოცაძე თინა მამულაშვილი ხათუნა თავდგირიძე ანდრო დადიანი ლიკა  ჩაფიძე მედეა იმერლიშვილი თეკლა ქველაძე ნანა აბულაძე მაია ლიპარტელიანი ნინო ნადირაძე ქეთევან ყანჩაშვილი ნესტან კვინიკაძე გია გოკიელი ნატო გორდელაძე დალილა გოგია ნუკა ღამბაშიძე გიორგი კაკაბაძე მაიკო დანელია შორენა ლებანიძე თამარ ფოლადაშვილი თამთა მელაშვილი მაკო ჯანჯიბუხაშვილი თეონა დოლენჯაშვილი სოფიო კუბლაშვილი მარინა ცხადაია ქეთი ნიჟარაძე ნინა სურამელაშვილი (რატი რატიანი) რატი ამაღლობელი გვანცა ჯობავა იუნონა გურული ანა ჯავახიშვილი ნინო კიკნაძე არჩილ ქიქოძე ლაშა ბუღაძე მაია ცირამუა ბექა ქურხული იოანე ფეზუაშვილი მარიამ კიკაჩეიშვილი სოფიო შამანიდი მარი ბექაური გიორგი მასხარაშვილი ზურაბ ლეჟავა გიორგი შონია ნიკოლოზ აგლაძე ბექა ადამაშვილი სოფიო ელიაშვილი რუსუდან რუხაძე გაგა ნახუცრიშვილი დათო ქარდავა კოკა ქამუშაძე ნინო ყაველაშვილი ლია შალვაშვილი მაია ბადრიძე მაგდა ნოვაკოვსკა ნინო თარხნიშვილი რუსუდან კაიშაური გიორგი მაისურაძე ანა ყიასაშვილი ამირან რამიშვილი მარიამ კვიციანი ქეთი ქანთარია ბუბა კუდავა თაკო ბაქრაძე ხათუნა ცხადაძე ლანა კალანდია პაატა შამუგია ბელა ჩეკურიშვილი ეკა ტაბლიაშვილი ლელა კოდალაშვილი  

ბულგარეთმა თავშესაფარი მისცა რუსს, რომელმაც უკრაინის ომი გააპროტესტა - მედია

რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე სტოცკი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა, ბულგარეთში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ Euractiv წერს. სტატუსის მოსაპოვებლად სტოცკიმ ბულგარეთში ლტოლვილთა სახელმწიფო სააგენტოსთან ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლა აწარმოა. მან განაცხადა, რომ ეშინოდა სამშობლოში დაბრუნების, რადგან სჯეროდა, რომ ციხეში ან ფრონტზე გაგზავნიდნენ. სტოცკი რუსეთში ყოფნისას მონაწილეობდა ხელისუფლების წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქციაში და ასევე იყო დამკვირვებელი რუსეთის დუმის არჩევნებში, მოსკოვში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შტაბ-ბინაში.  

პრემიერი: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი დემონსტრაციულად არღვევს კანონს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა მთავრობის უარი და დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია. ირაკლი ღარივაშვილის თქმით, ვიზიტებზე უარის არგუმენტი მმართველი გუნდისთვის, პრეზიდენტის განცხადებები გახდა. აქედან გამომდინარე, მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება „გამართლებული იყო.“ „ქალბატონმა პრეზიდენტმა სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა მთავრობის მიერ გაგზავნილი უარი და მან დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია, მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა, თუ პრეზიდენტს მიანიჭებს მთავრობა, მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეუძლია მას ეს უფლებამოსილება შეასრულოს. დაახლოებით ერთი თვის წინ გავუგზავნე ოფიციალური უარი ამ ვიზიტებზე და აქვე მინდა, ჩვენი არგუმენტაცია მოვიყვანო. მან რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებას, რომელიც არის დაწესებული და ასევე თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი, რომ საქართველო არ იმსახურებდა შარშან კანდიდატის სტატუსს. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენ სხვა მტკიცებულება არ გვჭირდება, რომ უბრალოდ სანდოობა დაიკარგოს. ჩვენ არ გვქონდა არავითარი მოტივაცია, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მისთვის რაღაც გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად. ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები. ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღოს მმართველმა პარტიამ, იყო გამართლებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, სწორი, გონივრული პოლიტიკით საქართველომ მოახერხა მეორე ფრონტის თავიდან არიდება.“ „მინდა, ჩვენს საზოგადოებას მივმართო და კიდევ ერთხელ შევახსენო, მას შემდეგ, რაც მოისმინეს პრეზიდენტის განცხადება, რომ ქვეყანა თურმე არ იმსახურებდა სტატუსს, თუ გახსენდებათ ვინმეს შეშფოთება, კრიტიკა ან რაიმე პროტესტი. ამიტომ, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მარტივად ასახსნელია – ფარისევლობა, ტყუილი, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხისთვის ასეთი დამოკიდებულება, ასეთი ვაჭრობა და შანტაჟი, ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ამ ვალდებულებებს. ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფება, ჩვენმა პატარა ქვეყანამ მოახერხა, ჩვენი სწორი, გონივრული პოლიტიკით თავიდან ავირიდეთ მეორე ფრონტი, ომი, უბედურება და ნგრევა,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.  

საქართველოს ჯოზეფ ბორელი ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს, რამდენიმე დღეში, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი ეწვევა. ღარიბაშვილის თქმით, ქართული მხარე მას ევრორეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. „ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ბატონ ბორელს, რომელსაც კიდევ ერთხელ გადავცემთ განახლებულ ინფორმაციას, თუ სად ვიმყოფებით ამ 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესში. დღეს, ერთ საათში ჩვენ გვენება ევროინტეგრაციის უწყებათაშორისო კომისია, სადაც ასევე განვიხილავთ, კიდევ ერთხელ მოვისმენთ უწყებებისგან განახლებულ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს ევროინტეგრაციის პროცესი. ასე რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს და ოპოზიციას ბოლო 10 წლის განმავლობაში, ევროინტეგრაციისთვის არაფერი გაუკეთებია. „ბოლოს მინდა შევახსენო - არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს - ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება - ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. მე მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია, იმისთვის, რომ ქვეყანას მიანიჭონ დამსახურებული სტატუსი,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.  

სოჭში პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა იმართება

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები სოჭში შეხვდნენ. შეხვედრაზე უკრაინასთან ომი და მარცვლეულის გარიგება განიხილება. „ჩვენ უყურადღებოდ არ დავტოვებთ „უკრაინის კრიზისთან დაკავშირებულ საკითხებს“. ვიცი, რომ თქვენ აპირებთ „მარცვლეულის შეთანხმების“ საკითხის წამოწევას. ჩვენ ღია ვართ ამ საკითხზე მოლაპარაკებებისთვის," - განაცხადა პუტინმა რუსული მედიის ცნობით. „მე მჯერა, რომ გზავნილი, რომელიც ჩვენი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე გამჟღავნდება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით განუვითარებელი აფრიკის ქვეყნებისთვის,“ - განაცხადა ერდოღანმა პუტინთან შეხვედრის გახსნისას. მანამდე, რუსეთში ვიზიტით იმყოფება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი. თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ვიზიტი ლიდერების შეხვედრის მოსამზადებლად გაიმართა. ფიდანის ვიზიტის დროს გახდა ცნობილი, რომ გაერომ რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღსადგენად კონკრეტული წინადადებები წარუდგინა. მანამდე, ახალი წინადადებების შეახებ გუშინ, 31 აგვისტოს მოსკოვში საუბრობდა ფიდანი, რომელმაც სერგეი ლავროვთან შეხვედრა გამართა. ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა. 2 სექტემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარცვლეულის დროებითი დერეფანი კიდევ ორმა გემმა წარმატებით გაიარა.

პრემიერი: ქვეყანაში ჯამში 6 თანამედროვე აეროპორტი იქნება

ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3,5 კმ-მდე დაგრძელდება. ამასთან, 18 თვეში დასრულდება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   „აეროპორტებში გაზრდილია და უნდა ითქვას, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა მიახლოებული მგზავრთა ნაკადი, ქუთაისის აეროპორტში მაგალითად. რეისების რაოდენობა გაზრდილია, ყველა მიმართულებით ათეული რეისებია დამატებული. ქუთაისის აეროპორტში, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა მოხდეს დაგრძელება და ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის დაპროექტება და მშენებლობა. უნდა მოხდეს 3500 მეტრამდე, ანუ 3,5 კილომეტრი იქნება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. კიდევ უფრო კარგად მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ეს აუცილებელი გასაკეთებელია. ქუთაისში ალბათ მალე იქნება მილიონი მგზავრი, მალე მიაღწევს მილიონ მგზავრს, ამიტომ ქუთაისს შესაბამისი ყურადღების მიქცევა სჭირდება. ამ პროექტირებას ეხლა დავიწყებთ ჩვენ და 18 თვეში იქნება უკვე გაკეთებული, დასრულებული ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. გარდა ამისა, თელავის აეროდრომის ადგილზე ახალი აეროპორტი მოეწყობა. ღარიბაშვილმა განმარტა, რომ პროექტირება მიმდინარე წელსვე დაიწყება, რომლის დაახლოებითი ბიუჯეტი 25-30 მლნ ლარამდე იქნება. ამასთან, თელავის აეროპორტის მშენებლობის საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ და დაამტკიცებენ. „თელავში, მოგეხსენებათ, რომ იყო ისტორიული აეროდრომი და გვინდა, რომ ამ ადგილას მოვაწყოთ, ავაშენოთ ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ახალი აეროპორტი, შეიქნას თელავის ახალი აეროპორტი. ჩვენ, პროექტირებას, მშენებლობას წელსვე დავიწყებთ და გვინდა, რომ აეროპორტმა პირველი მგზავრი მიიღოს უკვე 2024 წლის მაის-ივნისში. პროექტისთვის გამოყოფილია დაახლოებით 25 მლნ ლარი, ეს პროექტი 25-30 მლნ ლარი დაჯდება. რაში მდგომარეობს მთავარი იდეა - ჩვენ სრულიად განვაახლებთ, 1 700 მეტრამდე გაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, ზოგადად მთელი ინფრასტრუქტურა განახლდება და შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. თელავს თანამედროვე აეროპორტი ექნება. ეს ნიშნავს იმას, რომ არამხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს შეეძლებათ დღის განმავლობაში კომფორტულად იფრინონ, გადაადგილდნენ თელავიდან ბათუმის, მესტია, ამბროლაურის, ქუთაისის მიმართულებით. აუცილებელია შიდა რეისების, შიდა ავიაციის განვითარება. ამ მიზნით ჩვენ, მთავრობას გამოყოფილი გვაქვს, რამდენიმე წელია ვეხმარებით კომპანიებს და ამ მიმართულებას კიდევ უფრო გავაფართოებთ. ქვეყანაში ჯამში, 6 თანამედროვე აეროპორტი იქნება. თელავში აეროპორტი დამატებით კიდევ უფრო მიზიდულობას შექმნის, ტურისტებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო კომფორტული გახდება და კიდევ უფრო სწრაფად მოხდება გადაადგილება,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს სპორტსმენებს აზიის თამაშებში გამოსვლა აუკრძალა

ცნობილი გახდა, რომ რუსი და ბელორუსი სპორტსმენები ვერ მიიღებენ მონაწილეობას აზიის თამაშებში, სადაც მათ პარიზის ოლიმპიადაზე გამოსასვლელი ლიცენზიების მიღების შესაძლებლობა ექნებოდათა ამის შესახებ აზიის ოლიმპიურმა საბჭომ (OCA) გამოაცხადა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შესაბამისი ნებართვა OCA-ს არ მისცა. აზიის თამაშები ჩინეთში 23 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე გაიმართება. რუსების სპორტულ ღონისძიებებე არდასწრების საკითხი, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ აქტუალური. მოსკოვი დასავლეთის სანქციების ქვეშაა.  

ლევან დავითაშვილი ანაკლიის პორტზე: ალბათ, 2024 წლის დასაწყისში გამორჩეული პარტნიორი გვეყოლება

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სამუშაო პროცესი გეგმის შესაბამისად, ყოველგვარი გაუთვალისწინებელი ფაქტორების გარეშე მიმდინარეობს. „ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მთელი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ანაკლიის განვითარდება რაც შეიძლება სწრაფი ტემპით მოხდეს - მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევის პროცესი და ალბათ, 2024 წლის დასაწყისში გამორჩეული პარტნიორი გვეყოლება,“ - ამბობს დავითაშვილი. „ჩვენ საზოგადოებას მეტ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, მივაწვდით, უბრალოდ პროექტის განხორციელების ეფექტურობის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ფრთხილად ვართ კომუნიკაციის ნაწილში, მაგრამ მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური სამუშაო პროცესი სამინისტროს შიგნით. მიმდინარეობს ორი პარალელური პროცესი. დღეს ჩვენ გვყავს წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მუშაობს ინვესტორის შერჩევაზე. ასევე, გვყავს სახელმწიფო კომპანია, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო ტექნიკურ საექსპერტო კომპანიასთან ერთად, მუშაობს არსებული პროექტის შეფასებაზე და მათ შორის სამშენებლო კონკურსის პირობების ჩამოყალიბებაზე, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ პარალელურად სამუშაო პროცესების დაწყება წლის ბოლომდე,“ - აღნიშნა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. გარკვეული კონტექსტი ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ანაკლიაზე, პეკინში ოფიციალურად არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს-ფორმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება. ამის პარალელურად, ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა. კრიტიკოსებს ეს აფიქრებინებს, რომ ანაკლიის პროექტი შესაძლოა, ჩინური ინვესტიციებით განხორციელდეს, რასაც რიგი აქტორები, მათ შორის ოპოზიციური სპექტრიდან, კრიტიკულად აფასებენ, თუნდაც რუსეთთან პეკინის კავშირების გამო.  შეგახსენებთ, ამერიკული მხარეს ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ამ საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ამავე თემაზე გაეცანით: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი

კურტ ვოლკერი: საქართველოს უდიდესი პრობლემა არის პოლარიზაცია

„ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა თბილისში მიმდინარე კონფერენციის დროს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის, ევროკავშირში, NATO-ში გაწევრიანება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რომ საქართველო აყვავებულ ქვეყნად იქცეს.  მისი შეფასებით, ქართველეა სწორედ ამისთვის უნდა იმუშაონ. ვოლკერის შეფასებით, ყველაზე იმედის გამაცრუებელი იმის ხილვაა, რომ ქართველები საუბრობენ იმ პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ოპოზიციურ პარტიას თუ სამთავრობო პარტიას. „ყველა საუბრობს იმას, რაც მათ სურთ და არ შეუძლიათ ერთად მუშაობა,“ - აღნიშნა კურტ ვოლკერმა. ის ხაზს უსვამს, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ეროვნული მიმართულების ძლიერი განცდა, რომ უკრაინამ რუსეთის დამარცხება შეძლოს.„საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საუკეთესო რამ, რაც საქართველოს შეუძლია გააკეთოს, ეროვნული მიმართულების ძლიერი განცდის შენარჩუნებაა, რომ უკრაინამ შეძლოს რუსეთის დამარცხება, საკუთარი ტერიტორიის დაცვა, რაც ყველაფერს შეცვლის. ვფიქრობ ეს მოხდება, არ მგონია, რომ ამ ომში პუტინი გამარჯვებას შეძლებს, უკრაინის ტერიტორიებს დაიკავებს და არ ვარ დარწმუნებული, რომ ის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება რუსეთის პრეზიდენტი“, - აღნიშნა კურტ ვოლკერმა.  

რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და ისრაელის ქნესეთის სპიკერმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერს ამირ ოჰანას შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ამ კონტექსტში ხაზი გაუსვეს ისრაელის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ ვიზიტს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ  საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისრაელის სახელმწიფოსთან მეგობრული და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის განვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმება ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას. „განსახილველი საკითხებიდან ერთ-ერთი იყო ქვეყნებს შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა, რომელიც მზარდი დინამიკით ხასიათდება. მხარეებმა ამ მიმართულებით არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადება ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ორივე ქვეყანას. შეხვედრას ესწრებოდნენ ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ჰადას მიეცადი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში - ლაშა ჟვანია,“ - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   

იან ბონდი NATO-სთან საქართველო-უკრაინის ურთიერთობებსა და პუტინზე

ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორმა, იან ბონდმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს ვილნიუსის სამიტი იმედის გამაცრუებელი იყო, რადგან იმის თქმით, რომ უკრაინა ომის მიმდინარეობისას ალიანსის წევრი ვერ გახდება, პუტინს დღის წესრიგზე კონტროლის საშუალება მიეცა. „ვილნიუსის სამიტი ჩემთვის იმედის გამაცრუებელი იყო, რადგან ჩვენ ვლადიმერ პუტინს დღის წესრიგზე მივეცით კონტროლი იმის თქმით, რომ კი, უკრაინას შეუძლია, ჩვენი წევრი გახდეს, მაგრამ არა ომის დასრულებამდე. ამით პუტინს, ფაქტობრივად, სტიმულს აძლევ, უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი სახით ომი გაგრძელდეს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს შესაძლებელია. მე ვფიქრობ, რომ NATO უნდა ეცადოს განსაზღვროს, როგორ შეუძლია უკრაინის გაწევრიანება იმ პირობებშიც კი, როდესაც ომი დასრულებული არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ახლა თბილისში ვართ, ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ და რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ შეძლოს იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რაც ჩვენ განვსაზღვრეთ ბუქარესტის სამიტის დეკლარაციით, რომლითაც საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ ალიანსის წევრები. მე ვწუხვარ, რომ ჩვენ შეიძლება ხელიდან გავუშვით შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოს შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ აქ იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ მე ვცდები, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ ვართ ვითარებაში, სადაც საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით მიდის და ხდის უფრო რთულს იმ პირობების განჭვრეტას, რომელშიც საქართველო NATO-ში გაწევრიანებას შეძლებს,“ - განაცხადა იან ბონდმა.  

მაიკლ კარპენტერი: ჩვენ გვსურს და გვჭირდება საქართველო ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ეუთოში, მაიკლ კარპენტერმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებშია საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ამ ქვეყნის დემოკრატიზაციის გაღრმავებასთან ერთად. „მსურს გიპასუხოთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების პერსპექტივიდან, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვსურს და გვჭირდება საქართველო ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში. ეს საქართველოს დემოკრატიულობის გაღრმავებასთან ერთად, არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიისგან ოქტომბერში ანგარიში არის მოსალოდნელი და იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის ბოლოს, საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა, ახლა არის დრო, როცა ადამიანი იფიქრებდა, რომ ხელისუფლება გააორმაგებდა ძალისხმევას, რომ ყველა ქვა იქნებოდა გადაბრუნებული, შესაძლებლობების ამ ფანჯარაში გასასვლელად გზის საპოვნელად, რაც შეიძლება აღარ გაჩნდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მომავალში. ევროკავშირი ძალიან მკაფიო იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთებაა საჭირო - 12 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც მოიაზრებს ისეთ პუნქტებს, როგორიც არის მედია პლურალიზმი, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, დეოლიგარქიზაცია - ეს არის კრიტიკული ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას და ახლა კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ ეს არის თქვენი სტრატეგიული კომპასი, თუ ეს არის ის მიმართულება, საითაც გინდათ თქვენი ქვეყანა წავიდეს, მაშინ რეალურად საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ მიმართოს მთელი ყურადღება და რესურსები ამის აღსრულებაზე. ჩვენ მხარს დავუჭერთ ძალისხმევას, მაგრამ ეს დამოკიდებულია აქ მყოფ ადამიანებზე“, - განაცხადა კარპენტერმა. კარპენტერის თქმით, საქართველომ გადაიხადა უდიდესი ფასი 2008 წელს და ის იმსახურებს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას. „მე ვიცი, რომ საქართველომ გადაიხადა უდიდესი ფასი 2008 წელს და ისინი იმსახურებენ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, რადგან ისინი არიან ევროპულები, კულტურულად, ისტორიულად და პოლიტიკურად როგორც დემოკრატია. ასე რომ ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ ამის მიღწევაში, მაგრამ მათ ასევე საკუთარ ხელში უნდა აიღონ სადავეები და უზრუნველყონ, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ იქნება გაშვებული,“ - განაცხადა კარპენტერმა.

ეველინ ფარკასი: საქართელოსთვის მთავარი პრობლემა ვლადიმერ პუტინი და პუტინიზმია

მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ეველინ ფარკასი საქართელოსთვის მთავარ პრობლემად ვლადიმერ პუტინსა და პუტინიზმს მიიჩნევს. ამის მაგალითად მას ის ფაქტი მოჰყავს, რომ საქართველოს ტერიტორია 15 წელია ოკუპირებულია. „რუსეთმა დაიწყო ომი, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ეს არის პოლიტიკურ-სამხედრო ომი, რადგან ომის წარმოება მხოლოდ სამხედრო საშუალებებით არ ხდება და ვხედავთ, რომ საოკუპაციო ხაზი ადამიანების ეზოებისკენ მიიწევს, არამედ პოლიტიკური მანიპულაციით, იმ ადამიანების გამოყენებით, რომლებსაც საქართველოში შეუძლიათ გავლენის მოხდენა, ფულის გამოყენებით, სოციალური მედიის გამოყენებით და ყველა სხვა საშუალებით, რაც რუსეთის მთავრობამ შეიძლება საქართველოზე ზეწოლის მიზნით გამოიყენოს,“ - აღნიშნა ეველინ ფარკასმა. ფარკასმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინს და მის მოკავშირეებს არ სურთ, ქართველმა ხალხმა თავიანთი ოცნება აისრულონ. „პუტინს და მის მოკავშირეებს არ სურთ, ქართველმა ხალხმა თავიანთი ოცნება აისრულონ. 15 წლის წინ, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, სენატორმა მაკკეინმა განაცხადა, „ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“, რადგან მას ესმოდა, რომ ის, რისთვისაც საქართველო დღეს იბრძვის და იბრძოდა მაშინ, 15 წლის წინ იყო ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ბრძოლა საკუთარი მომავლის განსაზღვრისთვის, იმ პოლიტიკური სისტემისთვის, რომელიც საკუთარ ქვეყანაში გსურთ და იმ ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან დაკავშირებისთვის, რომელიც თქვენ ხალხს სურს. ეს არის უფლება, რომელსაც შეერთებული შტატები მხარს უჭერს. ქართველებმა არ უნდა თქვან უარი ამ ოცნებაზე,“ - აღნიშნა ეველინ ფარკასმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე.  

ხუდონჰესის პროექტში ცვლილებები შევა

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტი სახელმწიფოს ინტენსიური ჩართულობითა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტენსიური დიალოგით განხორციელდება. მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პროექტს არ აქვს არანაირი გარემოსდაცვითი, სამშენებლო თუ სხვა რისკი. „ჰესებთან დაკავშირებით ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ. ეს არის ხუდონჰესიც, ნენსკრაც და ნამახვანჰესიც. ნენსკრასთან დაკავშირებით იცით, რომ ჩვენ ძირითადი ჩარჩო შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან უკვე გავაფორმეთ. ახლა მიმდინარეობს დეტალური ხელშეკრულება ამ კომპანიასთან, რომელიც სამშენებლო საკითხებს განსაზღვრავს. იმედი გვაქვს, ინვესტორი შეძლებს პროექტის დასრულებას და განხორციელებას. რაც შეეხება ნამახვანჰესს, იცით, რომ ხელშეკრულება შეწყდა. ნამახვანჰესი სახელმწიფოს ინტენსიური ჩართულობითა და ინტენსიური დიალოგით განხორციელდება, მათ შორის ადგილობრივ მოსახლეობასთან იმიტომ, რომ სწორად მოხდეს კომუნიკაცია. პროექტს არ აქვს არანაირი, როგორც გარემოსდაცვითი, ისე სამშენებლო და სხვა რისკი, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია ენერგეტიკისა და ეკონომიკისთვის. ასევე, ხუდონჰესთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებები იცით. ჩვენი ინტერესი იყო, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ის კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტი, რომელიც სვანეთში არსებობს და გარკვეული ტერიტორიების დატბორვა აგვეცილებინა. ამიტომ, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა წამყვან შვეიცარიულ კომპანიასთან, რომელიც არსებულ პროექტში გარკვეულ ცვლილებებს გულისხმობს. სიმძლავრე იცვლება, დიზაინი, ლოკაცია და შესაბამისად, ახალი პირობებით მოხდება ამ პროექტის განხორციელება. სახელმწიფოს ინტენსიური მონაწილეობით გვეყოლება ძალიან კვალიფიციური პარტნიორები,“ - განაცხადა დავითაშვილმა. ეკონომიკის მინისტრ, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით შვეიცარიულმა კომპანიამ მოკვლევა დაასრულა, რომლის შედეგები სექტემბერში გახდება ცნობილი. „ხუდონჰესთან დაკავშირებით ჩვენი ინტერესი იყო, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ის კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტი, რომელიც სვანეთში არსებობს და აგვეცილებინა გარკვეული ტერიტორიების დატბორვა. ამიტომ მუშაობა წამყვან შვეიცარიულ კომპანია “შტუპისთან“ მთელი წლის განმავლობაში მიდიოდა, რომელმაც კვლევები ფაქტობრივად დაასრულა და ამის შესახებ განახლებული ინფორმაცია სექტემბერში გვექნება. ეს არსებულ პროექტში ცვლილებებს გულისხმობს. მათ შორის იცვლება სიმძლავრე, დიზაინი, ლოკაცია. პროექტი ახალი პირობებით სახელმწიფოს ინტენსიური მონაწილეობით განხორციელდება და კვალიფიციური პარტნიორები გვეყოლება,“ - განაცხადა დავითაშვილმა.