ძებნის რეზულტატი:

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად, სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა - მედია

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად, სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. ამის შესახებ Radio Azatutyun-ის წყაროები იტყობინებიან. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის დახმარებაზეა საუბარი. რადიო Azatutyun-ის წყაროს ცნობით, ამის შესახებ ერევანი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობაში ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.  

მედიის ცნობით, რუსეთმა წიგნების ექსპორტი გაზარდა, მსხვილ ბაზრებს შორისაა საქართველო

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსული წიგნების ექსპორტი 10-15%-ით გაიზარდა. „ბაზრის მონაწილეები საზღვარგარეთ რუსულენოვანი ლიტერატურის მოთხოვნას უპირველეს ყოვლისა სომხეთსა და საქართველოში, სერბეთსა და თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში ემიგრაციის ტალღას უკავშირებენ,“ წერს კომერსანტი. ამის შესახებ, კერძოდ, საგამომცემლო სახლ, Eksmo-AST ჯგუფის პრეზიდენტმა, ოლეგ ნოვიკოვმა განაცხადა. Ekho Kavkaza წერს, რომ გამოცემა რუსეთის ფედერაციიდან წიგნების შემოტანის შესახებ საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით დაინტერესდა. სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს რუსეთიდან შემოტანილი წიგნების ღირებულებამ 122 000 დოლარს გადააჭარბა, 2022 წელს კი, მისი ღირებულება 209 000 დოლარამდე გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში რუსეთიდან $75 000 ღირებულების წიგნები შემოვიდა. 2022 წლის პირველი ნახევარში კი, ქვეყანაში $112 000 ღირებულების წიგნები იმპორტირდა. შესაბამისად კი, მიმდინარე წლის 6 თვეში იმპორტი $37 000-ით არის შემცირებული. ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთიდან და ბელორუსიდან წიგნების იმპორტს კრძალავს უკრაინამ რუსეთიდან და ბელორუსიდან წიგნების იმპორტი აკრძალა  

NATO საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის ნაბიჯებს დგამს

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პირობებში, NATO შავი ზღვის რეგიონში ჩართულობის გაზრდას იმედოვნებს, პარალელურად, კონცეტრირებულია წევრობისთვის უკრაინის საბოლოო მომზადებაზე, საქართველოსთვის კი, NATO შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებისთვის ღონისძიებებს უზრუნველყოფს. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს, რაზეა კონცეტრირებული NATO, საქათველოს მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის კვალდაკვალ და ამ კონტექსტში რას მიიჩნევს უმთავრეს პრიორიტეტად ალიანსი თბილისთან ურთიერთობაში ინტერვიუს თემა ასევე იყო უკრინა და შავი ზღვის უსაფრთხოება. ET: უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, რა არის NATO-ს მთავარი ფოკუსი ახლა უკრაინასთან მიმართებით. NATO-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოს საჭირო დახმარება უკრაინისთვის, რომელიც მას სჭირდება რუსული აგრესიისგან თავდაცვის ლეგიტიმური უფლების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ, NATO-ს ლიდერებმა ვილნიუსის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ უკვე არსებული უპრეცედენტო დახმარება. ეს დახმარება მოიცავს პოლიტიკურ მხარდაჭერას - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ასევე გაძლიერებულ პოლიტიკურ ურთიერთობას, პრაქტიკულ მხარდაჭერას, მათ შორის, მრავალწლიან, ყოვლისმომცველი პაკეტის დამტკიცებას, ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტით, რაც დაეხმარება კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოს თავდაცვა და შეკავება რუსეთის წინააღმდეგ და ასევე გაზარდოს ურთიერთთავსებადობა NATO-სთან. ეს ასევე ეხმარება უკრაინას, რომ მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის, რაზეც ალიანსი შეთანხმდა, რომ მომავალში მოხდება. ამდენად, ჩვენ ახლა ფოკუსირებულნი ვართ ამ მხარდაჭერაზე. ET: საქართველოსთან მიმართებით არსებული მხარდამჭერი პაკეტის განახლების შესაძლებლობას რამდენად განიხილავს ალიანსი? ჩვენ ახლა კონცეტრირებულნი ვართ ძალიან მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი მხარდაჭერის ღონისძიებების გატარებაზე, რომელიც NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ეს დოკუმენტი უელსის სამიტზე შეთანხმდა. გასულ წელს, მადრიდის სამიტზე კი, ურთიერთობის შემდგომი გაძლიერების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, მათ შორის, ე.წ. საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის დამტკიცებით. ახლა ჩვენ ამ პაკეტების იმპლემენტაციაზე ვართ ორიენტირებულნი. საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მას NATO-სთან დაახლოებისთვის სჭირდება. NATO უზრუნველყოფს ღონისძიებებს საქართველოს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებისთვის, ასევე, მისი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, რომ საქართველომ უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. ET: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება კიდევ ერთი აქტუალური თემაა, რომელმაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. აშშ-მ ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი შეიმუშავა. ალიანსს როგორ წარმოუდგენია შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არსებული კონტექსტის გათვალისწინებით? მოგეხსენებათ, გასულ წელს, მადრიდის სამიტზე დამტკიცდა ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ეს სტრატეგიული კონცეფცია ფუნდამენტური დოკუმენტია NATO-სთვის, ეს არის მეორე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ. ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში კი, შავი ზღვის რეგიონი მოხსენიებულია, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი. რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, NATO-ს განლაგება შავ ზღვაზე და მის გარშემო მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ რეგიონში ჩვენ გვყავს სამი წევრი ქვეყანა და ორი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. ამდენად, ვმასპინძლობთ პორტში ვიზიტებს, გვყავს გემები, თვითმფრინავები, ვაწარმოებთ მეტი ინფორმაციის გაცვლას. ასე რომ, ჩვენი ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში იზრდება და მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს გაგრძელდება. ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან

პარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა “ქართული ოცნების“ დეპუტატის დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა. შესაბამისი დადგენილების მიღების მომხრე მხოლოდ ორი დეპუტატი იყო, 12-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტის სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევდა, რასაც თავის მხრივ, კონსტიტუცია და რეგლამენტი ითვალისწინებს. რაც შეეხება ქეთევან დუმბაძეს, ის აგვისტოში მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც პარლამენტის წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელია. დუმბაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ხმათა უმრავლესობით შეუწყდა.  

ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა - „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დააფუძნა

ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ შექმნა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ აღნიშნული პლატფორმის მიზანია, მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი აქტივიზმით წვლილი შეიტანონ საქართველოს მომავლის განვითარების ხედვების ჩამოყალიბებაში. „ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამოქალაქო პლატფორმა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, რომლებიც საკუთარი საქმით არიან დაკავებულები, მაგრამ აინტერესებთ და აწუხებთ საქართველოს პერსპექტივა, ევროპული მომავალი, საქართველოს განვითარება, ჩაერთონ სამოქალაქო აქტივიზმში და წვლილი შეიტანონ საქართველოს მომავლის განვითარების ხედვების ჩამოყალიბებაში; საკუთარი აქტივობებით ხელი შეუწყონ საქართველოს ევროინტეგრაციას. ეს არის პლატფორმა არამხოლოდ კონკრეტული დარგის პროფესიონალებისა და გამოჩენილი თუ წარმატებული ადამიანებისთვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც ეძებს პლატფორმას და შესაძლებლობას საკუთარი აქტივიზმისთვის, რომ ეს საზოგადოებრივი ენერგია გარდაიქმნას ქმედებებად, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას და წინ წაგვწევს ამ პროცესში. ჩვენი პირველი აქტივობა შემდეგია: მხარი დავუჭიროთ და ერთად ვიმოქმედოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად,“ -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. აპირებს თუ არა პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას, ლომჯარია აის შესახებ ამბობს, რომ პლატფორმა სამოქალაქოა, თუმცა ნებისმიერ მხარესთან ხედვების გასაზიარებლად მზად არიან. „ეს არის სამოქალაქო პლატფორმა და გვინდა, რომ ასე პოზიციონირებდეს, თუმცა ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ პოლიტიკოსს შეგვიძლია ჩვენი ხედვები გავუზიაროთ. იქნება ოპოზიცია თუ ხელისუფლება, მივესალმებით, თუ ამ განწყობებს გაიზიარებენ. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ საჯარო პოლიტიკურ დღის წესრიგზე მოვახდინოთ პოზიტიური გავლენა,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მოსალოდნელია თუ არა, რომ „საქართველოს ევროპული ორბიტა“ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას, ლომჯარია ამბობს, რომ ეს არ იგეგმება. „საქართველოს ევროპული ორბიტა“ სამოქალაქო საზოგადოებრივი პლატფორმაა და არ ვაპირებთ ის პოლიტიკურ მოძრაობად ან გაერთიანებად გადაიქცეს. მე გეგმები მაქვს ამ პლატფორმასთან დაკავშირებით. წინ მნიშვნელოვანი პერიოდი გველოდება და ვფიქრობ, რომ სწორედ სამოქალაქო ტიპის გაერთიანებიდან პოზიციონირება არის დღეს მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ IPN-თან.  

სომხეთმა რუსეთის დომინირებით მოქმედი ОДКБ-დან მუდმივი წარმომადგენელი გაიწვია

სომხეთმა ვიქტორ ბიაგოვი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO) რესპუბლიკის მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენლის თანამდებობიდან გაიწვია. „პრემიერ მინისტრის (ნიკოლა ფაშინიანი - IF) წინადადების საფუძველზე, კონსტიტუციის მუხლებისა და დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, ვიქტორ ბიაგოვი გაწვეულია CSTO-ში სომხეთის მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენლის თანამდებობიდან.“ სომხური მედიის ცნობით, პრეზიდენტის ვაჰაგნ ხაჩატურიანის განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბიაგოვი CSTO-ში სომხეთის მუდმივ წარმომადგენლად 2018 წლის ნოემბერში დაინიშნა. პრეზიდენტის სხვა ბრძანებულებებით ბიაგოვი დაინიშნა სომხეთის ელჩად ნიდერლანდებში და რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლად ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში. მედიის მიერ გავრცელებულ ცნობებში არ არის დაზუსტებული, ერევანმა მთლიანად გაიწვია წარმომადგენელი თუ კონკრეტულად, მხოლოდ ვიქტორ ბიაგოვის შეცვლას აპირებს. შეგახსენებთ, ბელორუსში ОДКБ-ს წვრთნები დაიწყო, სწავლებაში სომხეთი არ მონაწილეობს. სამი დღის წინ კი, ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.  

ISW: უკრაინამ ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის ჯარების მძლავრი თავდაცვითი ბარიერები გაარღვია

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინის ჯარებმა ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის ჯარების დიდი თავდაცვითი ბარიერები გაარღვიეს. „უკრაინის მსუბუქმა ქვეითმა ჯარმა წინ წაიწია პოზიციებამდე ტანკსაწინააღმდეგო თხრილებისა და ტანკსაწინააღმდეგო ბარიერების, ‘დრაკონის კბილების’, გადაღმა, რაც შეადგენს რუსეთის თავდაცვით ზოლს“ ოლქის დასავლეთში, განაცხადა ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაცია ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW). ISW უკრაინული ჯარების წინსვლის შესახებ იუწყება გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ, რომელიც უკრაინულ ჯარებს სამხრეთში მეთაურობს, ორი დღის წინ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა თავიანთი დროისა და რესურსების 60 პროცენტი დაუთმეს იმ თავდაცვითი პოზიციების სერიის შექმნას, რომლებიც ახლა უკრაინულმა ძალებმა გაარღვიეს. ბრიგადის გენერალ, ალექსანდრე ტარნავსკის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება შეტევა რუსული არმიის თავდაცვის მეორე ხაზზე, რომელიც პირველ ხაზზე გაცილებით სუსტია, რაც წარმატების წინაპირობას ქმნის. თეთრმა სახლმა უკრაინის კონტრშეტევის „მნიშვნელოვანი პროგრესის“ შესახებ გამოაცხადა „თავდაცვის პირველი ხაზის აგებაზე რუსულმა არმიამ თავისი დროის და რესურსების 60% დახარჯა, ხოლო მეორეზე და მესამეზე - მხოლოდ 20%, რადგან არ ელოდებოდა, რომ ჩვენ მას გავარღვევდით“, - განაცხადა ტარნავსკიმ. მისივე განცხადებით, ახლა კონტრშეტევის შედეგად დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება და მოწინააღმდეგის იმ ქვედანაყოფების განადგურება მიმდინარეობს, რომლებიც რუსული ჯარის უკან დახევის დაცვას უზრუნველყოფდა. შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთში რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.  

NATO-ს შავი ზღვის რეგიონში ჩართულობის გაზრდა სურს

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება კიდევ ერთი აქტუალური თემაა, რომელმაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. აშშ-მ ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი შეიმუშავა. ალიანსს როგორ წარმოუდგენია შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არსებული კონტექსტის გათვალისწინებით. ამ თემაზე საუბრობს NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან ინტერვიუში. „მოგეხსენებათ, გასულ წელს, მადრიდის სამიტზე დამტკიცდა ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ეს სტრატეგიული კონცეფცია ფუნდამენტური დოკუმენტია NATO-სთვის, ეს არის მეორე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ. NATO შავ ზღვაში დაზვერვას აძლიერებს, მათ შორის - საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში კი, შავი ზღვის რეგიონი მოხსენიებულია, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი. რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, NATO-ს განლაგება შავ ზღვაზე და მის გარშემო მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ რეგიონში ჩვენ გვყავს სამი წევრი ქვეყანა და ორი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. ამდენად, ვმასპინძლობთ პორტში ვიზიტებს, გვყავს გემები, თვითმფრინავები, ვაწარმოებთ მეტი ინფორმაციის გაცვლას. ასე რომ, ჩვენი ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში იზრდება და მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს გაგრძელდება. ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან  

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერთა ინიციატივას, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშვნას ითვალისწინებდა

მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის ინიციატივას, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშვნას ითვალისწინებდა. „შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილეს და კენჭისყრის შედეგით - 20 მომხრე, 4 - წინააღმდეგი, ჩააგდეს. ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში ინიცირებული პროექტი პარლამენტს თეონა აქუბარდიამ გააცნო. აქუბარდიამ განმარტა, რომ რამდენადაც საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის და სურს, ცივილიზებული დასავლეთის სრულფასოვანი წევრი გახდეს, მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისითაც დასავლეთის ქვეყნებთან თანხვედრა არსებობდეს და ფაშიზმზე გამარჯვება საქართველოშიც 8 მაისს აღინიშნოს. აქუბარდიას თქმით, რუსეთში 9 მაისის აღნიშვნა დაცლილია იმ შინაარსისგან, რაც ამ დღეს უნდა ახლდეს და პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის ქცეული. „საქართველოში, ისე როგორც ცივილიზებულ დასავლეთში, ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშვნით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება საბჭოური მემკვიდრეობისაგან განთავისუფლებისა და დასავლეთის ცივილიზებულ ქვეყნებთან ერთობის თვალსაზრისით“, - განაცხადა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პროექტის განხილვისას, უმრავლესობის დეპუტატები დაინტერესდნენ, ინიციატორებს ჰქონდათ თუ არა ამ თემაზე ომის ვეტერანებთან ურთიერთობა, იცოდნენ თუ არა ვეტერანების აზრი და რას ეტყოდნენ ადამიანებს, რომლებიც ფაშიზმზე გამარჯვებას სწორედ 9 მაისს აღნიშნავენ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საზოგადოებაში დაპირისპირების შეტანისა და საზოგადოების გახლეჩის მცდელობა იყო. „ყველგან მანიპულაციურ დეტალებს ეძებთ იმ მიზნით, რომ ხალხი გახლიჩით“, - მიმართა ოპოზიციას ირაკლი კობახიძემ. საპარლამენტო ოპოზიცია ინიციატივით გამოდის, ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნოს ასევე გაეცანით: ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც 8 მაისს ნაციზმზე გამარჯვების დღედ აცხადებს  

პოლონეთი 1700 სადაზვერვო დრონს შეიძენს

პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო 1700 სადაზვერვო თვითმფრინავს შეიძენს. შესაბამისი ხელშეკრულება  ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანდჯეი დუდას თანდასწრებით, პოლონეთის ქალაქ კიელცეში დაამტკიცა. კონტრაქტები მოიცავს ლოგისტიკურ და სასწავლო პაკეტებს უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებისთვის. FlyEye-ს ტიპის მინი უპილოტო საფრენი აპარატები განკუთვნილია აერო გამოსახულების დაზვერვისთვის, რასაც უზრუნველყოფს ოპტოელექტრონული სისტემები, რომლებიც თერმული კამერით არის აღჭურვილი.

ანკარა საბერძნეთთან ურთიერთობებში „ახალ ეპოქას“ იწყებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ანკარაში თავის ბერძენ კოლეგას გეორგიოს გერაპეტრიტისს შეხვდა. ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთი საბერძნეთთან ურთიერთობაში ახალ მიდგომებს უჭერს მხარს. ანკარა მზად არის, გააგრძელოს დიალოგი საბერძნეთთან „წინაპირობის გარეშე." „ჩვენ შევთანხმდით ახალი მიდგომების შემოტანაზე პრობლემების გადასაჭრელად," - განაცხადა ფიდანმა. NATO-ს წევრებს საბერძნეთსა და თურქეთს დიდი ხანია, უთანხმოება აქვთ, ნავთობით და მინერალებით მდიდარ ეგეოსის ზღვაში საჰაერო და საზღვაო უფლებების შესახებ. უთანხმოებამ გამოიწვია საჰაერო ძალების თითქმის ყოველდღიური პატრულირება ძირითადად საბერძნეთის კუნძულების ირგვლივ, სადავო საჰაერო სივრცეში, რომელზეც თურქეთმა არაერთხელ გამოთქვა პრეტენზია, თავად კი, მისი მხრიდან რაიმე სახის დარღვევას უარყოფს.  ასევე წაიკითხეთ: საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში  

პოლონეთი პირველი უცხოური მიმღებია, რომელმაც აშშ-ის არმიის ახალი ანტისარაკეტო სარადარო სისტემა შეიძინა

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ შეერთებულ შტატებთან, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. იტყობინება პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო. „ამერიკის შეერთებულ შტატებთან დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში პოლონეთი მიიღებს სამხედრო ტექნიკას, მათ შორის 12 LTAMDS-ის რადარს,  PATRIOT M903-ის სისტემის 48 გამშვებსა და PAC-3 MSE რაკეტების მარაგს,“ - აცხადებენ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში. პოლონეთი 1700 სადაზვერვო დრონს შეიძენს ამასთან, მწარმოებელ RTX-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთი პირველი საერთაშორისო მომხმარებელი იქნება აშშ-ის არმიის ახალი საჰაერო და ანტისარაკეტო სარადარო სისტემისა, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გაერთიანებული საქართველოს საჭიროება ასე აუცილებელი არასდროს ყოფილა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვედანტ პატელმა ტრადიციულ ბრიფინგზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, გაერთიანდნენ და კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებაზე ერთად იმუშაონ. შეკითხვა ეხებოდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს. ამ თემაზე სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი კომენტარი გაკეთდა. „ჩვენ მკაფიოები ვიყავით, ისევე როგორც ქართველი ხალხი. ნათლად ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს და ევროკავშირმა საქართველოს ნათელი საგზაო რუკა განუსაზღვრა, რათა კანდიდატის სტატუსს მიაღწიოს. საქართველოს მთავრობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, რომ გაერთიანდნენ და ამ მიზნისთვის იმუშაონ, განსაკუთრებით საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. გაერთიანებული საქართველოს საჭიროება ასე აუცილებელი არასდროს ყოფილა,“ – განაცხადა ვედანტ პატელმა. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.

თურქეთის პარლამენტი ახალ კონსტიტუციაზე მუშაობას იწყებს

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის პარლამენტი ახალ კონსტიტუციაზე მუშაობას ოქტომბერში დაიწყებს. 1982 წლიდან სამხედრო გადატრიალების შემდეგ შემუშავებულ კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. „ჩვენ მთლიანად გავათავისუფლებთ თურქეთს სახელმწიფო გადატრიალების ეპოქის კონსტიტუციისგან და განვაახლებთ ძალისხმევას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ მივიღოთ სამოქალაქო კონსტიტუცია, რომელიც შეეფერება ჩვენს დემოკრატიას,. ეს მოხდება მაშინ, როდესაც ჩვენი პარლამენტი განაახლებს მუშაობას,“ - განაცხადა ერდოღანმა პრესკონფერენციაზე.  

სომხეთი და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ

სომხეთი და შეერთებული შტატები მომავალ კვირიდან სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. „საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მომზადების ფარგლებში სომხეთ-აშშ ერთობლივი წვრთნები „EAGLE PARTNER 2023“ 11-დან 20 სექტემბრამდე სომხეთში გაიმართება,“ - ნათქვამია განცხადებაში. Reuters-ი თავის სტატიაში ხაზს უსვამს, რომ რუსეთს სამხედრო ბაზა აქვს სომხეთში და საკუთარ თავს განიხილავს, როგორც გამორჩეულ ძალას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. შეგახსენებთ, 4 დღის წინ, ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.  

ბლინკენი უკრაინაშია - მედია

უკრაინული მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. გასულ ღამით, რუსეთმა კიევზე სარაკეტო შეტევა მიიტანა. უკრაინული გამოცემის თანახმად, საჰაერო განგაში კიევში ბლინკენის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე დასრულდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში 2022 წლის აპრილსა და სექტემბერშიც იმყოფებოდა. მედიაში მისი ვიზიტის შესახებ ცნობები 5 სექტემბერს გავრცელდა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 29 აგვისტომდე, აშშ-მა უკრაინას 43 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გადასცა.  

აშშ ბალისტიკურ რაკეტას გამოცდის

პენტაგონის განცხადებით, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის (ICBM) ოპერატიული საცდელი გაშვება დაგეგმილია ჩრდილოეთ ვანდენბერგის კოსმოსური ბაზიდან, 5 სექტემბერს, საღამოს 11:47 საათზე. 6 სექტემბრამდე, 5:47 სთ-მდე - წყნარი ოკეანის დროით. „ჩვენი მიზანია აშშ-ს ბირთვული ძალების მზადყოფნის დემონსტრირება და სანდოობის უზრუნველყოფა. ეს ტესტი რუტინულია და დაგეგმილი იყო წლების წინ. ICBM-ის სატესტო გაშვება ერთგვარად შეამოწმებს იარაღის სისტემის ეფექტიანობას, მზადყოფნას და სიზუსტეს. სტანდარტული პროცედურების შესაბამისად, შეერთებულმა შტატებმა წინასწარი შეტყობინება ჰააგის ქცევის კოდექსის შესაბამისად გაავრცელა და ICBM-ის დაგეგმილი სატესტო გაშვების შესახებ, ჩვენი ორმხრივი ვალდებულებების შესაბამისად, რუსეთის მთავრობას წინასწარ აცნობა,“ -  განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, პატრიკ რაიდერმა.  

უკრაინამ 8 რუსული რაკეტა და 15 დრონი ჩამოაგდო - საჰაერო ძალები

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე გასული ღამის განმავლობაში მიტანილი იერიშისას საჰაერო და სახმელეთო ბაზირების რაკეტები და დამრტყმელი დრონები გამოიყენა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების სარდლობის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რვავე რაკეტა და 25-დან 15 დრონი გაანადგურეს. წინასწარი მონაცემებით, კიევსა და კიევის ოლქზე სარაკეტო შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული რუსული რაკეტების ნამსხვრევებმა კიევის ოლქში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე ხანძარი გამოიწვია. გასული ღამის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევსა და კიევის და ოდესის ოლქებზე იერიში მიიტანა. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად, იზმაილის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა. დაზიანებულია საპორტო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტები - ელევატორები, ადმინისტრაციული შენობები და აგროსაწარმოები. იზმაილის რაიონი ოდესის ოლქის სამხრეთში, მდინარე დუნაიზე მდებარეობს. ამ რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურა უკრაინული ხორბლის და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.  

ალექსანდრე ვინიკოვი: საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მას NATO-სთან დაახლოებისთვის სჭირდება

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს, რაზეა კონცეტრირებული NATO, საქათველოს მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის კვალდაკვალ და ამ კონტექსტში რას მიიჩნევს უმთავრეს პრიორიტეტად ალიანსი თბილისთან ურთიერთობაში ინტერვიუს თემა ასევე იყო უკრინა და შავი ზღვის უსაფრთხოება. ვინიკოვის განცხადებით, NATO უზრუნველყოფს ღონისძიებებს საქართველოს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებისთვის, ასევე, მისი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, რომ საქართველომ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს. „ჩვენ ახლა კონცეტრირებულნი ვართ ძალიან მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი მხარდაჭერის ღონისძიებების გატარებაზე, რომელიც NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ეს დოკუმენტი უელსის სამიტზე შეთანხმდა. გასულ წელს, მადრიდის სამიტზე კი, ურთიერთობის შემდგომი გაძლიერების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, მათ შორის, ე.წ. საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის დამტკიცებით. ახლა ჩვენ ამ პაკეტების იმპლემენტაციაზე ვართ ორიენტირებულნი. საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მას NATO-სთან დაახლოებისთვის სჭირდება,“ - განუცხადა Europetime-ს NATO წარმომადგენელმა საქართველოში.  

ევროპის თავდაცვის სააგენტომ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ პირველი კონტრაქტები გააფორმა

ევროპის თავდაცვის სააგენტომ (EDA) 5 სექტემბერს ხელი მოაწერა 8 კონტრაქტს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ, რაც ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ევროკავშირი არაწევრი ქვეყნისთვის იარაღს ერთობლივად შეისყიდის. კონტრაქტების საფუძველზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ნორვეგია EDA-ს მეშვეობით 155მმ-იან საბრძოლო მასალას შეიძენენ. საბრძოლო მასალა განკუთვნილია თვითმავალი ჰაუბიცებისთვის, რომლებიც ევროკავშირმა უკრაინას გადასცა, მათ შორისაა ფრანგული Caesar-ი, პოლონური Krab-ი, გერმანული Panzerhaubitze 2000 და სლოვაკური Zuzana. სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად და სავაჭრო საიდუმლოების დასაცავად EDA კონტრაქტორების სახელებსა და შეძენილი საბრძოლო მასალის ღირებულებას არ ასაჯაროებს. კონტრაქტები სამმხრივი მიდგომის ნაწილია, რაც უკრაინისთვის მეტი საარტილერიო საბრძოლო მასალისა და რაკეტების მიწოდებას ითვალისწინებს. შეთანხმება ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის მარტში გააფორმა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე