ძებნის რეზულტატი:

რუსეთმა შავ ზღვაში მარცვლეულის დერეფანზე თავდასხმისთვის, შესაძლოა, საზღვაო ნაღმები გამოიყენოს - დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის ძალებმა შესაძლოა, გამოიყენოს საზღვაო ნაღმები შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმისთვის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიშში, რომელიც 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსულმა ძალებმა შესაძლოა, შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტიორი სამოქალაქო გემების გზები დანაღმონ და განხორციელებულ შეტევებში უკრაინა დაადანაშაულონ. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთმა „უკვე გაანადგურა იმდენი მარცვლეული, რამდენიც ერთი წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ადამიანის გამოკვებისთვის იქნებოდა საჭირო.“ „რუსეთს, რა თქმა უნდა, სურს, თავიდან აიცილოს სამოქალაქო გემების ღიად ჩაძირვა, სამაგიეროდ, დაადანაშაულოს უკრაინა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმისთვის,“ - ნათქვამია მოხსენებაში. ივლისში შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ჩაშლის შემდეგ რუსმა სამხედროებმა შავი ზღვის გავლით სავაჭრო გზები გადაკეტეს. ამავდროულად, რუსეთმა განმეორებითი თავდასხმებით უკრაინის პორტი და მარცვლეულის ინფრასტრუქტურა დააზიანა. რუსეთის აგრესია შავ ზღვაში დიდ საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიშის თანახმად, რუსეთმა „უკვე გაანადგურა იმდენი მარცვლეული, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ადამიანის გამოკვება შეეძლო. ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით განახორციელეს დარტყმები რუსეთის სამხედრო ობიექტებზე შავ ზღვასა და ოკუპირებულ ყირიმში. 22 სექტემბერს უკრაინამ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow-ს რაკეტებით შეუტია. უკრაინულმა ძალებმა ასევე გამოიყენეს ექსპერიმენტული საზღვაო თვითმფრინავები რეგიონში სამიზნეებზე, მათ შორის ყირიმის ხიდსა და რუსულ სარაკეტო ხომალდზე დარტყმის მისატანად. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს ქლევერლიმ განაცხადა, რომ მცდელობები, რომ კიევი დაადანაშაულონ სამოქალაქო გემების ობიექტებზე თავდასხმაში, უგულვებელყოფილი იქნება. „ჩვენ ვხედავთ რუსეთის ცინიკურ მცდელობებს, დაადანაშაულოს უკრაინა მათ თავდასხმებში,“ - აღნიშნა ქლევერლიმ.  

თურქეთი უკრაინის სამშვიდობო გეგმის განსახილველად, სამიტს უმასპინძლებს - Bloomberg

თურქეთი უმასპინძლებს მესამე საერთაშორისო შეკრებას, რომელიც უკრაინის სამშვიდობო გეგმის განხილვას ისახავს მიზნად. იტყობინება Bloomberg.  შეხვედრა სავარაუდოდ, ოქტომბერში, სტამბოლში გაიმართება. საუდის არაბეთში, ჯედაში გამართულ წინა სამიტზე, 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის უკრაინა და მისი მოკავშირეები, გლობალური სამხრეთის ქვეყნები და ჩინეთი, რუსეთის გარეშე შეიკრიბნენ.  Bloomberg-ის ცნობით, კიევს და მის დასავლელ პარტნიორებს სურთ, გამოიყენონ მომავალი შეხვედრა ნეიტრალური ქვეყნების, როგორიცა,ა ბრაზილია და ინდოეთი, სამშვიდობო მოგვარების მცდელობებში ჩართვისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი სტამბოლში არ არის მიწვეული. მან წინა შეკრებები არალეგიტიმურად შეაფასა. თურქეთში შეკრების დღის წესრიგში პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულა და მომავალი სამშვიდობო სამიტი. პრეზიდენტმა 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გასული წლის ნოემბერში წარადგინა. ის მოიცავს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსული ჯარების სრულ გაყვანას უკრაინიდან, სამხედრო ტყვეებისა და დეპორტირებულთა გათავისუფლებას. აგვისტოში ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ უკრაინა აპირებს გლობალური სამშვიდობო სამიტის გამართვას მომავალ შემოდგომაზე, რომელიც  სხვა საკითხებთან ერთად უნდა შეეხოს სამშვიდობო ფორმულის განხორციელებას, უკრაინის ომის შემდგომ აღდგენას და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.  

ნენსი პელოსის კაპიტოლიუმის შენობაში მდებარე ოფისი დაატოვებინეს

CNN-ის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დროებითმა სპიკერმა, პატრიკ მაკჰენრიმ ამავე პალატის ყოფილ სპიკერსა, დემოკრატ ნენსი პელოსის და მის მოადგილეს, მერილენდის წარმომადგენელ სტენი ჰოიერს, საკუთარი ოფისების დატოვება მოსთხოვა. CNN-ის ცნობით, ამ გადაწყვეტილების უკან კევინ მაკკარტი დგას. ხსენებულ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. პელოსთან და ჰოიერთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ეს იყო შურისძიება დემოკრატებისთვის, რომლებიც მხარს უჭერდნენ მაკკარტის გადაყენებას. მაკარტი და მაკჰენრი კომენტარს არ აკეთებენ. თავად პელოსიმ თავის განცხადებაში, მომხდარი ტრადიციიდან მკვეთრ გადახვევად შეაფასა. „საოფისე ფართს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, მათთვის მნიშვნელოვანია. ახლა, როცა რესპუბლიკელთა ახალმა ხელმძღვანელობამ მოაგვარა ეს „მნიშვნელოვანი საკითხი“, ვიმედოვნებთ, რომ ისინი დაიწყებენ მუშაობას იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ამერიკელი ხალხისთვის,“ - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა.  შეგახსენენბთ, აშშ-ის კონგრესის სპიკერი, კევინ მაკკარტი თანამდებობიდან 4 ოქტომბერს გადააყენეს.  

აზერბაიჯანმა, საქართველომ და უზბეკეთმა საბაჟო სფეროში მემორანდუმი გააფორმეს

აზერბაიჯანის, საქართველოსა და უზბეკეთის საბაჟო ორგანოებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა ბაქოში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WTO) შესაძლებლობების განვითარების ევროკავშირის რეგიონალურ ოფისში, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. მემორანდუმის გაფორმების შედეგად იგეგმება სატრანზიტო სისტემის გაუმჯობესება და ერთობლივი ინფორმაციის გაცვლა. აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ცნობით, ღონისძიებას აზერბაიჯანის, უზბეკეთის და საქართველოს საბაჟო სამსახურების, ასევე, აზიის განვითარების ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სატრანზიტო პროცედურების გამარტივება სახელმწიფო საზღვრებზე საქონლის გადაადგილების დაჩქარების მიზნით. სამდღიან ღონისძიებაზე გაიმართება პრეზენტაციები და დისკუსიები ეფექტიანი სატრანზიტო რეჟიმების შემუშავების მნიშვნელობაზე, ასევე, სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაზე რეგიონში ვაჭრობის გაზრდის მიზნით.   

აშშ-მ ირანისთვის ჩამორთმეული 1.1 მილიონი ტყვია უკრაინას გაუგზავნა

აშშ-მ უკრაინას 1.1 მილიონი ტყვია გაუგზავნა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (Centcom), რომელიც ზედამხედველობს ოპერაციებს ახლო აღმოსავლეთში, ამბობს, რომ ტყვიები დეკემბერში იემენში მიმავალი გემიდან ამოიღეს. ხსენებულ ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო, ადგილზე შეიარაღების შეტანა აკრძალულია. მის მფლობელად ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი მიიჩნიეს. BBC-ის ცნობით, ირანული ტყვიები უკრაინას ორშაბათს გადაეცა. აშშ-ის მთავრობამ მათზე წვდომისა და კონფისკაციის უფლება ივლისში მოიპოვა იმ პროცესის მეშვეობით, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელია აქტივის ჩამორთმევა, თუ მისი მფლობელი კრიმინალურ საქმიანობაშია ჩართული. გასული წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ირანი არაერთხელ დაადანაშაულეს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში, განსაკუთრებით უპილოტო თვითმფრინავებით მომარაგებაში, რასაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში აქტიურად იყენებს. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ მწირი რეზერვების და არასაკმარისი წარმოების გამო გაუჭირდებათ უკრაინის მომარაგება ტყვიებით იმ ფონე, როდესაც კიევი ბრძოლის ველზე მათ დიდი რაოდენობით იყენებს. NATO-ს სამხდრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების სამხედრო მარაგები საუკეთესო შემთხვევაში, ნახევრად არის სავსე. მისი თქმით, NATO მოუწოდებს მოკავშირეებს, გაზარდონ საბრძოლო მასალის წარმოება უკრაინისთვის.  

„კანვას საქართველოს" დირექტორი სასამართლოში გამოკითხეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოჰკითხეს „კანვას საქართველოს" დირექტორი გიორგი მელაძე. მან რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, რომ ის, რაც სხდომაზე მოისმინა, საშიშია ადამიანის უფლებებისთვის. „მინდა, ამ ყველაფრის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე დავიწყო. ამ ყველაფრის ასე გატარება არ შეიძლება - ადგა და გრიფი მიანიჭა, არ შეიძლება. მგონია, რომ საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს, რა ხდებოდა იქ. ჩემი შეფასებით, იქ ჩემს გამოკითხვაში არაფერი საიდუმლო არ იყო... რაც ხდებოდა, ის იყო შეურაცხმყოფელი - კითხვები, რაც იყო ჩემ მიმართ დასმული, იყო შეურაცხმყოფელი პროფესიული და პიროვნული თვალსაზრისით... სახელმწიფომ თუ გადაწყვიტა ამ კითხვის დასმა, ეს უკვე არის დიდი პრობლემა, სახუმარო არაფერი არ არის. მე რაც მოვისმინე, იყო ძალიან საშიში ადამიანის უფლებებისთვის," - ამბობს გიორგი მელაძე. გიორგი მელაძის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარების შესახებ ცნობილი გახდა გუშინ, 4 ოქტომბერს. გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს „კანვას საქართველო“. CANVAS საქართველომ სუს-ის განცხადების შემდეგ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართა  

კონგრესში დავის ფონზე, ბაიდენი უკრაინის მხარდამჭერ „მძლავრ სიტყვას“ ამზადებს - ამერიკის ხმა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს, რომ ამერიკელი ხალხი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაში დაარწმუნოს. ამერიკის ხმის ცნობით, კონგრესში დავების ფონზე, რომლის გამოც კიევის დაფინანსება საფრთხის ქვეშ დადგა, ბაიდენი „მძლავრ სიტყვას“ ამზადებს. „მე ვაპირებ, ვაჩვენო, რომ უკრაინის წარმატება მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშია,“ - განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ. ფონი რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტიდან გადააყენეს. მანამდე კონგრესმა ამოიღო დებულებები უკრაინის შემდგომი დახმარების შესახებ შეთანხმებიდან, რამაც თავიდან აიცილა მთავრობის ნაწილობრივი დახურვა. ბაიდენმა მიანიშნა, რომ ეძებს ალტერნატიულ გზებს უკრაინის დახმარების შესანარჩუნებლად. „ჩვენ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ უკრაინას შემდეგი ტრანშით, რომელიც გვჭირდება,” - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. „არის სხვა საშუალებები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ დაფინანსება,“ - განმარტა ბაიდენმა დეტალების დაზუსტების გარეშე. პენტაგონი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუ კონგრესი არ იმოქმედებს, დაფინანსება უახლოეს თვეებში ამოიწურება.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა მილერმა. მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი." „აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის სადავო გადაწყვეტილების ფონზე, მოკავშირეებს უდასტურებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს.

აზერბაიჯანის პარლამენტმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

აზერბაიჯანის პარლამენტმა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება დაამტკიცა. შეთანხმებას ხელი ბაქოში, 2023 წლის 24 აპრილს მოეწერა ხელი. დოკუმენტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობას და გაძლიერებას, ასევე, მხარეთა მიერ მიღებული სამხედრო თანამშრომლობის პროგრამების განხორციელების პრაქტიკულ აქტივობებს.  

ჩიკაგოშო მცხოვრები 104 წლის ქალი ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, რომელიც თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტა

„ასაკი მხოლოდ რიცხვია,“ - ეს სიტყვები წარმოთქვა ჩიკაგოში მცხოვრებმა 104 წლის დოროთი ჰოფნერმა მას შემდეგ, რაც თვითმფრინავიდან პარაშუტით, 4 115 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა და გახდა ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელმაც მსგავსი „მისია შეასრულა.“ წერს AP. ნახტომი სულ 7 წუთს გაგრძელდა. დოროთი ჰოფნერი პარაშუტით ინსტრუქტორთან ერთად გადმოხტა. რეკორდის ოფიციალურად აღიარებისათვის განაცხადს უკვე განიხილავენ. პარაშუტით ტანდემური ხტომის რეკორდი 2022 წელს შვედეთში დამყარდა. მისი ავტორი 103 წლის რუტ ლინეა ინგეგარდ ლარსონია.  

საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია. უწყების ცნობით, საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. „შეშფოთებას გამოვთქვამთ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ. მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას. საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია,“ - აღნიშნულია განცხადებაში. პუტინი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა. ბჟანიას თქმით, რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტის განთავსებას აპირებს.  

პრემიერი: მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში, ჩვენ მოვახერხეთ საკმაოდ გონივრულად მანევრირება

„ჩვენ მართლაც სპეციფიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ეს ჩვენმა კოლეგებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, ამ მხრივ, ჩვენ განვსხვავდებით სხვა ქვეყნების მდგომარეობისგან,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავარი საზრუნავი ახლა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯის მიღება, რაც არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. „ჩვენ არ გვაქვს არც NATO-ს ქოლგა, ასე ვთქვათ, არავითარი უსაფრთხოების გარანტიები ქვეყანას არ გააჩნია. ჩვენ არ ვართ არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას უწევს საკმაოდ გონივრულად მანევრირება ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც სავსე არის ამ ტურბულენტობით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვახერხეთ, მას შემდეგ, რაც ეს კონფლიქტი, ომი დაიწყო უკრაინაში, საკმაოდ გონივრულად მანევრირება, მე ასე ვიტყოდი. რაც მთავარია, ერთი მხრივ, ჩვენ ვიცავთ მტკიცედ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოებას და მეორე მხრივ, ვართ კოორდინაციაში ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მხარს ვუჭერთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს და ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯის მიღება, რაც არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანამ უნდა მოახდინოს მშვიდობიანად დეოკუპაცია

ქვეყანამ უნდა მოახდინოს მშვიდობიანად დეოკუპაცია - აი ეს არის მთავარი მიზანი და ქვეყნის გაერთიანება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს. პრემიერის თქმით, ფოკუსირება უნდა მოხდეს არა თარიღებზე, არამედ იმაზე, რაც ხალხს და ქვეყანას სჭირდება. „ჩვენ თარიღებზე არ უნდა ვფოკუსირდეთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ხალხს და ქვეყანას სჭირდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, ქვეყნის განვითარება, გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, რაც არის უმნიშვნელოვანესი. რაც მთავარია - უსაფრთხოების საკითხები -  ქვეყანამ უნდა მოახდინოს მშვიდობიანად დეოკუპაცია. აი ეს არის მთავარი მიზანი და ქვეყნის გაერთიანება,“ - განაცხადა პრემიერმა.  

კახა კალაძე ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის განთავსების გეგმაზე: შემაშფოთებელი და მძიმეა აღნიშნული გადაწყვეტილება

თბილისის მერი, კახა კალაძე ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებას, რომლის თანახად, რუსეთთან „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს და „ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა იქნება“, შემაშფოთებელს და მძიმეს უწოდებს.  კალაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თანამედროვე მსოფლიოსგან აქვს სრული მხარდაჭერა. „არ გავცნობივარ განცხადებას თუმცა, თუ მართლა ასეა, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია და მძიმეა. იცით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან. მთავარი ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, თანამედროვე მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ.  

ისტორიაში პირველად, ვარშავაში ამერიკულ Patriot-ზე დაფუძნებული სარაკეტო თავდაცვის სისტემა განთავსდა

ვარშავის ცის უსაფრთხოებას ამერიკული Patriot-ის სისტემა დაიცავს. პირველად ისტორიაში, პირველად პოლონელმა სამხედროებმა ქვეყნის დედაქალაქ ვარშავაში ანტისარაკეტო და საზენიტო თავდაცვის სისტემა (Vistula) განათავსეს. ის ამერიკულ საზენიტო სარაკეტო კომპლექს Patriot-ზეა დაფუძნებული. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა ფაქტს „ისტორიული და ინოვაციური“ უწოდა. „ვფიქრობ, ეს არის მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობა, Patriot-ის ტიპის სისტემა. ეს არის ჩვენი დიდი საერთო წარმატება,“ - განაცხადა ბლაშჩაკმა ბევოვოს აეროდრომზე ვიზიტისას. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ ვარშავის ცას მალე დაფარავს Patriot-ის ტიპის სისტემაზე დაფუძნებული სარაკეტო თავდაცვის სისტემა. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პოლონეთი საჰაერო თავდაცვას აძლიერებს.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი ვერ ჩაანაცვლებს იმ დახმარებას, რომელსაც აშშ უკრაინას უწევს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება როგორც ევროკავშირის, ასევე, აშშ-ის მხარდაჭერა. მან ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი ვერ ჩაანაცვლებს იმ დახმარებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას უწევს. „ჩემი და უკრაინელების იმედი და მჯერა, რომ ყველას იმედი, ვისაც ამ ომში პუტინის გამარჯვება არ სურს, შეეხება გზების პოვნას, რომ ამ საკითხს შეერთებულ შტატებში დაუბრუნდებიან და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ,“ - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. კითხვას, შეუძლია თუ არა ევროკავშირს, შეავსოს ხარვეზი შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარების ჩასანაცვლებლად? - ბორელმა უპასუხა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის დახმარების გაზრდას გეგმავს, თუმცა შეერთებულ შტატებს ვერ ჩაანაცვლებს. „რა თქმა უნდა, ევროპა ვერ ჩაანაცვლებს შეერთებულ შტატებს. ევროპა ზრდის მის მხარდაჭერას, რომელიც წინადადების პროექტში სამოქალაქო და ეკონომიკური საჭიროებებისთვის 50 მილიარდ ევროს ითვალისწინებს, 20 მილიარდს კი სამხედრო საჭიროებისთვის,“ - აღნიშნა ბორელმა. შეგახსენებთ, რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტიდან გადააყენეს. მანამდე კონგრესმა ამოიღო დებულებები უკრაინის შემდგომი დახმარების შესახებ შეთანხმებიდან, რამაც თავიდან აიცილა მთავრობის ნაწილობრივი დახურვა. ბაიდენმა მიანიშნა, რომ ეძებს ალტერნატიულ გზებს უკრაინის დახმარების შესანარჩუნებლად. „ჩვენ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ უკრაინას შემდეგი ტრანშით, რომელიც გვჭირდება,” - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. „არის სხვა საშუალებები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ დაფინანსება,“ - განმარტა ბაიდენმა დეტალების დაზუსტების გარეშე. პენტაგონი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუ კონგრესი არ იმოქმედებს, დაფინანსება უახლოეს თვეებში ამოიწურება.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა მილერმა. მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი." „აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის სადავო გადაწყვეტილების ფონზე, მოკავშირეებს უდასტურებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს.  

კუპიანსკის მახლობლად რუსეთის თავდასხმისას სულ მცირე 47 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სულ მცირე 47-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა რუსული საარტილერიო თავდასხმის შედეგად, რომელიც ხუთშაბათს, კუპიანსკის მახლობლად მდებარე სასურსათო მაღაზიაზე მოხდა. „სასტიკი რუსული დანაშაული - სარაკეტო თავდასხმა ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიაზე, სრულიად მიზანმიმართული ტერორისტული აქტი. ხარკოვის რეგიონის კუპიანსკის რაიონი. ამ დროისთვის ცნობილია 47-ზე მეტი ადამიანის დაღუპვის შესახებ. ვუსამძიმრებ ყველას. რომლებმაც დაკარგეს ოჯახი და მეგობრები, დაჭრილებს ეხმარებიან...“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. „რუსული ტერორი უნდა შეწყდეს. ყველა, ვინც რუსეთს ეხმარება სანქციების თავიდან აცილებაში, დამნაშავეა. ყველა, ვინც დღემდე მხარს უჭერს რუსეთს, მხარს უჭერს ბოროტებას. რუსეთს ეს და მსგავსი ტერაქტები მხოლოდ ერთი მიზნით სჭირდება: თავისი გენოციდური აგრესია გახდეს ახალი ნორმა მთელი მსოფლიოსთვის,“ - წერს პრეზიდენტი.  

ტურავა კობახიძეს: იმპიჩმენტის პროცედურა რაიმე ზიანის მომტანი ხომ არ იქნება საქართველოს ინტერესებისთვის ისტორიულ მომენტში

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინების ზეპირი მოსმენით განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა. კითხვა-პასუხის შემდეგ, მონაწილეები დასკვნითი სიტყვით წარსდგნენ. მანამდე, განხილვის მიმდინარეობისას  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უპასუხა მოსამართლე მერაბ ტურავას კითხვას იმის შესახებ, რომ „პრეზიდენტი უცხოური მედიის მიხედვით პროდასავლურ ლიდერად არის აღიარებული, ასეთი პიროვნებისთვის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება-განხორციელება რაიმე ზიანის მომტანი ხომ არ იქნება ისევ საქართველოს ინტერესებისთვის იმ ეტაპზე და იმ ისტორიულ მომენტში, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით“. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა არის როგორც ობიექტურად, ისე სუბიექტურად დაინტერესებული, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს აქვს საპირისპირო მიზანი. „პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ თუ ვინმეა პროდასავლური ამ ქვეყანაში, ეს არის პარლამენტი და მთავრობა, რომლებიც განსაზღვრავენ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და ახორციელებენ საგარეო პოლიტიკას. მოქმედი საპარლამენტო შემადგენლობა და მოქმედი მთავრობა იდგა იმ ინიციატივის სათავეში, რომლის საფუძველზეც 78-ე მუხლში გაიწერა ქვეყნის შესაბამისი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია. საქართველოს მთავრობა არის როგორც ობიექტურად, ისე სუბიექტურად დაინტერესებული, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი და ეჭვს მიღმა ვარაუდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს საპირისპირო მიზანი, რაც უტყუარად მტკიცდება მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში გაკეთებული განცხადებებით. მას რომ სურდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, პარლამენტში არ იტყოდა იმას, რომ ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს. და ბოლოს, ეს არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი და პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე მსჯელობა უნდა მივანდოთ 150 პარლამენტარს, როგორც უმრავლესობას, ასევე ოპოზიციას. თქვენ იცით, რომ გადაყენების რეალური შანსი ფაქტობრივად არ არსებობს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საჯაროდ და აქაც შემიძლია იგივე ვთქვა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას უხეშად არღვევდა სწორედ ოპოზიციის იმედით. თუმცა პარლამენტის საკითხია მისი პოლიტიკური მიზანშეწონილობის თემა. ერთი პრიორიტეტული ამოცანაა პრეზიდენტის გადაყენება, ამას გვეუბნება პირდაპირ კონსტიტუცია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ამოცანა. პრეზიდენტმა რამდენჯერმე უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და განაცხადა, რომ შემდეგი წლის განმავლობაშიც აპირებს იგივე პრაქტიკით მოქმედებას და ამის რეაგირების გარეშე დატოვება ნიშნავს სწორედ ევროპული მიდგომების და ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრას იმიტომ, რომ თუ რაიმეზე დგას ევროპა ისტორიულად, ეს არის სწორედ სამართლის უზენაესობა, კონსტიტუციის უზენაესობა და როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ასეთი მიდგომებით ქვეყანას, რა თქმა უნდა, არაფერი ესაქმება ევროკავშირში და ჩვენი მხრიდან ამაზე რეაგირება იყო ჩვენი პასუხისმგებლობა ქართულის საზოგადოების წინაშე, ქართული სახელმწიფოს წინაშე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.

ზელენსკი და ფაშინიანი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ესპანეთის ქალაქ გრანადაში შეხვედრის ამსახველ ფოტოს ზელენსკი ავრცელებს. გრანადაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მონაწილეობით, პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მიმდინარეობს. „ჩემი პირველი შეხვედრის დროს სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ყურადღება გავამახვილე სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების ვითარებაზე. უკრაინა დაინტერესებულია რეგიონის სტაბილურობითა და მის ხალხთან მეგობრული ურთიერთობებით. ასევე განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონთაშორისი ეკონომიკური პროექტები,“ - წერს ზელენსკი. ცნობისათვის, გასულ თვეში ფაშინიანის მეუღლე კიევში იმყოფებოდა. უფრო ადრე, ივნისში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის. ფაშინიანის მეუღლე უკრაინაში: ომებში წამებული ბავშვები ყველა ჩვენგანის, უფროსების მარცხია ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

ომის გაყინვის შემთხვევაში, რუსეთს 2028 წლისთვის სხვა ქვეყნებში შეჭრის პოტენციალი ექნება - ზელენსკი

უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაციის „გაყინვის“ შემთხვევაში, რუსეთს 2028 წლისთვის შეეძლება, აღადგინოს უკრაინელების მიერ დეგრადირებული სამხედრო პოტენციალი და ექნება საკმარისი ძალა სხვა ქვეყნებში, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესაჭრელად. ზელენსკის თქმით, რუსეთი ახლა განიხილავს სხვადასხვა სცენარს მომავალი წლებისთვის და ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით საშიშია. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ მოსკოვი სამხედრო პოტენციალის აღდგენას შეძლებს, მას სხვა ქვეყნებზე იერიშის მიტანა შეეძლება.  ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელიც სიტყვით გამოვიდა გრანადაში (ესპანეთი) ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაზე. „მე ვიქნები გულწრფელი თქვენთან, როგორც ყოველთვის. რუსეთი ახლა განიხილავს სხვადასხვა სცენარს მომავალი წლებისთვის. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით საშიშია. თუკი უკრაინის წინააღმდეგ ამ აგრესიაში გარკვეული პაუზა იქნება - სიტუაციის ნებისმიერი გაყინვა მოხდება. დადგება ახალი კრიტიკული მომენტი. 2028 წელი“, - განაცხადა მან. ზელენსკის თქმით, „თუ რუსეთს ახლა მიეცემა ადაპტაციის საშუალება, 2028 წლისთვის კრემლი შეძლებს, აღადგინოს სამხედრო პოტენციალი, რომელიც უკრაინამ გაანადგურა და ექნება საკმარისი ძალა, რომ შეუტიოს რუსეთის ექსპანსიის სამიზნე ქვეყნებს.“ „უკრაინის გარდა, ეს ნამდვილად არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები და, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნები, სადაც რუსული კონტინგენტები იმყოფებიან. ეს არის მკაფიო ინფორმაცია ჩვენი დაზვერვისგან. ჩვენ ამის შესახებ სიგნალს გაძლევთ," - განაცხადა უკრაინის ლიდერმა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი ეძებს შესაძლებლობებს „სიტუაციის გაყინვისთვის, ადაპტაციისთვის" და „წინსვლისთვის ემზადება." „გთხოვთ გახსოვდეთ, რომ ყველაზე საშიში მტერი ისაა, ვინც დასკვნები გამოიტანა და ამ დასკვნების საფუძველზე მოემზადა შემდეგი თავდასხმისთვის. მოსკოვი ნათლად ასახავს თავის ამბიციას - დაიპყროს მეტი იმპერიული სივრცე, არ დაუშვას ევროპა თავისუფალი ერებისა და საქმიანი დემოკრატიების ადგილი იყოს. დაარღვიოს ევროპული ერთიანობა და ომი არის რუსეთის ძირითადი ინსტრუმენტი ამისთვის - ინსტრუმენტი დამონების ან სხვების მანიპულაციისთვის," - განაცხადა ზელენსკიმ.

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში ცვლილება მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა სამივე მოსმენით მის დამტკიცებას მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების ფარგლებში აპირებს. ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი