ძებნის რეზულტატი:
შარლ მიშელი ხურვალეთში ჩასვლაზე: ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივებისთვის მეთქვა, რომ მარტო არ არიან
"ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივებისთვის მეთქვა, რომ მარტო არ არიან" - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საოკუპაციო ხაზთან ხურვალეთში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, ევროპული საბჭო ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის. "ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საკუთარი თვალით მენახა, რა სიტუაციაა ადგილზე, სწორედ ამიტომ ვარ აქ. ევროპული საბჭო ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის. ასევე უნდა ავღნიშნოთ, მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ასრულებს ევროპული მონიტორინგის მისია იმისთვის, რომ რამდენადაც შესაძლებელია, შენარჩუნდეს სტაბილურობა და ნდობის აღდგენის ზომებთან დაკავშირებით გადაიდგას ნაბიჯები. ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის სიტუაცია ძალიან რთულია, სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მეთქვა ადგილობრივებისთვის, რომ მარტო არ არიან",- თქვა შარლ მიშელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან, ვერნერ ჰოიერთან ერთად თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ახალი ოფისები გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს. „ჩემთვის დიდი პატივია დღევანდელ საზეიმო გახსნაში მონაწილეობის მიღება, ჩემს მეგობართან, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან ერთად. ვფიქრობ, დღეს მტკიცე ევროპული თანამშრომლობისა და ევროპის გუნდის მნიშვნელობის შესახებ ძლიერი გზავნილი გავაჟღერეთ. მოგეხსენებათ, ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობებს და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ. ჩვენი მეგობრობისა და პოლიტიკური ნების გამოსახატად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა ამ ქვეყანასთან", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა კი აღნიშნა, რომ ახალი საერთო ოფისი „ევროპის გუნდის“ თანამშრომლობას უფრო ძლიერსა და ეფექტიანს გახდის. „ახალი საერთო ოფისი „ევროპის გუნდის“ თანამშრომლობას უფრო ძლიერსა და ეფექტიანს გახდის. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გავუწიოთ დახმარება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიმართულებით. ევროპის საინვესტიციო ბანკი, როგორც ევროკავშირის ბანკი, მზადაა დახმარების აღმოსაჩენად. ევროკავშირის ინიციატივები, რომლებიც მიმართულია კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევაზე, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციაზე და მდგრად განვითარებაზე, მიზნად ისახავს ასეულობით მილიონი ევროს მოცულობის საინვესტიციო შესაძლებლობების უზრუნველყოფას. გასულ წელს მხოლოდ ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის აღსადგენად 170 მილიონი ევრო გამოყო - 70 მილიონი ევრო მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სესხებზე წვდომის გასაადვილებლად და 100 მილიონი ევრო - პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მომავალ თვეებსა და წლებში ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ“,- განაცხადა ვერნერ ჰოიერმა.
დღეიდან დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება
დღეიდან, საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება. „ტაბელის ცხრილის“ შევსების ვალდებულება დამსაქმებლებს ყოველთვიურად ექნებათ, თანაც კომპანიებმა ამ სიების არქივი 1 წლის ვადით უნდა შეინახონ. „ტაბელის ცხრილის" შესახებ საკანონდებლო ცვლილება, ჯანმრთელობის დაცვის და შრომის მინისტრის ბრძანებულებით განისაზღვრა და საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. „დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაო დღეს წერილობით ან/და ელექტრონულად აღრიცხოს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დრო და სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. დასაქმებული უფლებამოსილია, დამსაქმებლისგან მოითხოვოს მის მიერ ნამუშევარი საათების აღრიცხვის დოკუმენტების გაცნობა", - ნათქვამია დოკუმენტში. 60 საათი კვირაში - რას შეცვლის სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა? მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა.
სუს-მა სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავა
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დგინდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზნესმენებს, მათ მიერ შესაძენად შერჩეული მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოსაწყობად, ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯანმრთელი ხეების გაკაფვას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა 8 000 აშშ დოლარის გადახდა. მიმდინარე წლის 26 თებერვალს სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელმა აიღო მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 4 000 აშშ დოლარის ოდენობით, რა დროსაც იგი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
ნიკოლა სარკოზის სასამართლომ ერთწლიანი შინაპატიმრობა და 2 წლიანი პირობითი მსჯავრი მიუსაჯა
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საფრანგეთის ყოფილ პირველს პირს ბრალად ედება საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება, კორუფცია და გავლენის ბოროტად გამოყენება, ასევე მოსამართლის მოსყიდვის მიზნით მონაკოში პრესტიჟული სამსახურის შეთავაზება. BBC-ის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკოლა სარკოზი ერთ წელს შინაპატიმრობაში გაატარებს, ორი წლის ვადით კი, პირობითი მსჯავრი შეუფარდეს, ელექტრონული სამაჯურის ტარების პირობით. . იგივე პირობებით სამ წლიანი პატიმრობა შეეფარდა სარკოზის ადვოკატსაც, ტიერი ჰერცოგის. და ასევე მოსამართლე ჟიზბელ აზიბერისთვის. მათ ბრალი დასდეს პროფესიული საიდუმლოს გამჟღავნებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: შარლ მიშელის ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს
"შარლ მიშელის ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აფასებს ევროკავშირის ჩართულობას კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში. „ჩვენ ასევე შევეხეთ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, როგორიც არის ოკუპაცია. მე მინდა, ბატონ პრეზიდენტს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მან თავად მოინახულა საოკუპაციო ხაზის მიმდინარე, არსებული მძიმე ვითარება, პრობლემები, რომელიც ჩვენ გვაწუხებს, როგორიც არის ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავება, სულ ახლახანს კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე იქნა გასამართლებული, ბატონი ზაზა გახელაძე და რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხი, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს და მე მინდა ევროკავშირს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათი ჩართულობისთვის. ბოლოს, მე მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის ჩართულობას კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში და ჩვენ ვართ მადლიერი. კიდევ ერთხელ მინდა ამისთვის მადლობა მოგახსენოთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს ოპოზიციასთან შეხვედრაზე დათანხმდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის მზად არის, დღეს ოპოზიციასთან შეხვედრა გამართოს. ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვედრის ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი გუნდი მზადაა, დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. „მინდა, გამოვეხმაურო შარლ მიშელის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მინდა, დავადასტურო საჯაროდ – მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო შეხვედრაში მონაწილეობა. მინდა, მზადყოფნა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური, კონსტრუქციული დიალოგისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის ბატონ პრეზიდენტს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პრემიერს დღეს შეხვდა, მიშელმა რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხს გაუსვა ხაზი, ისაუბრა პოლიტიკურ კრიზისზე, ბორდერიზაციაზე და ვაქცინებზე. შარლ მიშელმა მმართველ გუნდს და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა. "ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ ევროკავშირი არის საქართველოს მთავარი პარტნიორი. ჩვენ ვიზიარებთ, იმ ფასეულობებს, რომელიც უკავშირდება დემოკრატიას და კანონიერებას. მეორე მთავარი გზავნილია ის, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლის დროს თქვენს გვერდით ვართ. მესამე გზავნილი არის ის, რომ მაწუხებს ის პოლიტიკური კრიზისი, რაც საქართველოშია. ეს თქვენი პრემიერობის პერიოდში და თქვენი კოლეგების, როგორც ოპოზიციონერების ძალისხმევითაც უნდა გამოსწორდეს. უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები და სირთულეებს გაუსწროს თვალი. ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები, იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს. მე ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შეხვდეს. დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადახვიდეთ მედიაციაზე", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, ის მზად არის ამ შეხვედრას დაესწროს . ცნობისთვის, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრას სთავაზობს. „ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შეხვდეთ. დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე“,- განაცხადა შარლ მიშელმა ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე.
შარლ მიშელი: ხელისუფლებას და ოპოზიციას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ
"ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა დრო, ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთ, პოლიტიკური დიალოგის დროა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შარლ მიშელმა მმართველ გუნდს და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა. "ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ ევროკავშირი არის საქართველოს მთავარი პარტნიორი. ჩვენ ვიზიარებთ, იმ ფასეულობებს, რომელიც უკავშირდება დემოკრატიას და კანონიერებას. მეორე მთავარი გზავნილია ის, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლის დროს თქვენს გვერდით ვართ. მესამე გზავნილი არის ის, რომ მაწუხებს ის პოლიტიკური კრიზისი, რაც საქართველოშია. ეს თქვენი პრემიერობის პერიოდში და თქვენი კოლეგების, როგორც ოპოზიციონერების ძალისხმევითაც უნდა გამოსწორდეს. უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები და სირთულეებს გაუსწროს თვალი. ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები, იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს. მე ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შეხვდეს. დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადახვიდეთ მედიაციაზე. ეს პროცესი რამდენიმე საკითხს მოაგვარებს, ეს არის სასამართლო სისტემა, საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოს მიმართ ნდობა. მოგიწოდებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით განახორციელოთ რეფორმები. ამას ასევე დასჭირდება კომპრომისებზე წასვლა. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე, იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ წვდომა ვაქცინებზე. მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა. დღეს მქონდა საშუალება მივსულიყავი ადმინისტრაციულ ხაზთან და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შევხვედროდი ადგილობრივ თემს. ბორდერიზაცია, უკანონო დაკავება აბსოლუტურად მიუღებელია. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენი ფუნდამენტური ინტერესი რეგიონში არის აღმოსავლეთ პარტნიორობის იდეის და სულისკვეთების ამსახველი,"-აღნიშნა შარლ მიშელმა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელის უპასუხა და განუცხადა, რომ მზად არის დიალოგისთვის. "მინდა გამოვეხმაურო ამ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება ჩემსა და ოპოზიციას შორის შეხვედრას. მე ვარ მზად ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო მონაწილეობა. მე მინდა ჩემი გუნდის სახელით მზაობა დავადასტურო, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას დეესკალაციისთვის გადადგმული. მე მინდა მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის პრეზიდენტს,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შარლ მიშელი: დამოუკიდებელი სასამართლო არის ის ასპექტი, რომელიც ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს
"დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო არის ის ასპექტი, რომელიც ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოსადმი ნდობის გამოხატვა და შეგრძნება. "ეს მნიშვნელოვანი ასპექტია და ყველამ ვიცით, რომ კონკრეტული საქმეები უნდა იქნას მოგვარებული. ასევე, მოგიწოდებთ, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და მეტი ამბიციებით განახორციელოთ რეფორმები. ამას დასჭირდება თქვენი ლიდერული პოზიცია, ყველა მხარის ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა. ეს არის ის გზა და დემოკრატიული ფორმატი, რომელიც მოგვიტანს კეთილდღეობას, დემოკრატიას და კიდევ უფრო ძლიერი პარტნიორობა შედგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა შარლ მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს გუშონ საღამოს ეწვია და დღეს, საქარველოს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა გამართა.
შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში მიიწვია
"ბრიუსელში ორ კვირაში გვექნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მასპინძლობის სიამოვნება. ასოცირების საბჭოს შეხვედრაა ჩანიშნული. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი ურთიერთობის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. მისივე თქმით, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ევროპული პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია. "იმედი მაქვს, რომ თქვენ შეძლებთ, წინსვლა გქონდეთ დიალოგის პროცესში. ჩვენ თუ შევძლებთ წინსვლის მიღწევას, მაშინ იმ რეფორმებსაც განვახორციელებთ, რაც ქვეყნის მოსახლეობას სჭირდება და არა – ევროკავშირს. თქვენს ქვეყანას სჭირდება ეს რეფორმები. რეფორმის განხორციელება არის აუცილებლად მნიშვნელოვანი და ეს რეფორმები გააძლიერებს საქართველოს“, – განაცხადა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გამოთქვა კმაყოფილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადყოფნის გამო. „საქართველო და არა მარტო საქართველო ძალიან რთული სიტუაციის წინაშეა, რადგან გლობალურად, „კოვიდის“ მიერ გამოწვეული სირთულეებია – ვაქცინაზე წვდომა და ა.შ. არსებობს იმის აუცილებლობა, რომ შემუშავდეს სტრატეგია. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი, რომ ქვეყანამ იქონიოს წვდომა ვაქცინებზე. საერთაშორისო დონეზე გეოპოლიტიკური სიტუაციაც გულისხმობს იმას, რომ ბევრი პოლიტიკური სირთულე არსებობს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტა ვიპოვოთ ამ პროცესში. ერთადერთი გზა არის პოლიტიკური დიალოგი. ამიტომ, მახარებს ის გზავნილი, რომელიც ბატონმა პრემიერმა გამოხატა და, რომელსაც ევროკავშირში წავიღებ. სხვადასხვა მოსაზრება იქნება გაჟღერებული, მოსმენილი, სხვადასხვა საკითხზე შედგება დიალოგი, რომ წინსვლა გვქონდეს. ჩვენ მზად ვართ, ყველა დადებით ძალისხმევას შევუწყოთ ხელი, რომ ამ მოთამაშეებმა, არამარტო მთავრობამ, არამედ ოპოზიციამაც პოზიტიური და კონსტრუქციული როლი ითამაშონ პროცესში და სწორი მიმართულებით განვითარდეს ქვეყანა. ამის გაჟღერებას ვცდილობ“, – განაცხადა მიშელმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მზად არის, ოპოზიციასთან გამართულ იმ შეხვედრას დაესწროს, რომელიც შარლ მიშელის ინიციატივით დაიგეგმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა
„მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა“, - ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირი არის ყველაზე დიდი მონაწილე, რომ საქართველოს ვაქცინაზე წვდომა ჰქონდეს. "ევროკავშირი მხარს უჭერს საქარველოს 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტში, იმისთვის რომ მოხდეს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევა შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. მანამდე მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. შემდეგ კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შარლ მიშელი საქართველოს ხვალ, 2 მარტს დატოვებს.
შარლ მიშელი: საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ევროპული პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია. "იმედი მაქვს, რომ თქვენ შეძლებთ, წინსვლა გქონდეთ დიალოგის პროცესში. ჩვენ თუ შევძლებთ წინსვლის მიღწევას, მაშინ იმ რეფორმებსაც განვახორციელებთ, რაც ქვეყნის მოსახლეობას სჭირდება და არა – ევროკავშირს. თქვენს ქვეყანას სჭირდება ეს რეფორმები. რეფორმის განხორციელება არის აუცილებლად მნიშვნელოვანი და ეს რეფორმები გააძლიერებს საქართველოს. მოგიწოდებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და მეტი ამბიციებით განახორციელოთ რეფორმები. ამას დასჭირდება თქვენი ლიდერული პოზიცია, ყველა მხრივ ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა. ეს არის ის გზა და ის დემოკრატიული ფორმატი, რომელიც მოგვიტანს კეთილდღეობას, დემოკრატიას და კიდევ უფრო ძლიერი პარტნიორობა შედგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის", - განცხადა შარლ მიშელმა. მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ერთიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. „დღეს ასევე გვქონდა საშუალება, მივსულიყავი ადმინისტრაციულ ხაზთან და შევხვედროდი ადგილობრივ თემს. მე ვხედავ, რომ ეს კონფლიქტი აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე. ბორდერიზაცია, უკანონო დაკავება აბსოლუტურად მიუღებელია. მე ვიმეორებ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ერთიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ევროკავშირი არის სრულად ერთგული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში და მინდა, კიდევ ერთხელ გამოვიყენო შესაძლებლობა და მთელ გუნდს გადავუხადო მადლობა, ევროკავშირის მონიტორინგის გუნდს, ადგილზე ისინი არიან, ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას, ისინი არიან საერთაშორისო თანამეგობრობის ყური და პირი და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ფუნდამენტური ინტერესი რეგიონში არის აღმოსავლეთ პარტნიორობის იდეის და სულისკვეთების ამსახველი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველომ იქონიოს მომავალშიც ევროკავშირის იმედი,“- განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა 2 მარტს გაემგზავრება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს და პრემიერს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ერთგულად და დაუღალავად განვაგრძობთ წინსვლას ევროკავშირის წევრობისკენ
"მადლობას ვუხდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს პირადი ძალისხმევისთვის საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ საქართველო კვლავინდებურად წარმოადგენს ევროკავშირის სანიმუშო მოკავშირეს და პარტნიორს. „რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ საქართველო კვლავინდებურად წარმოადგენს ევროკავშირის სანიმუშო მოკავშირეს და პარტნიორს. ჩვენ ერთგულად და დაუღალავად განვაგრძობთ წინსვლას ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა პოლიტიკური დიალოგისთვის,“- აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ვროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ევროპული პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია.
დღეს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიწვევით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პირველი დიალოგი პრეზიდენტის სასახლეში შედგება. შეხვედრა დღეს საღამოს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მზად არის, ოპოზიციასთან გამართულ იმ შეხვედრას დაესწროს, რომელიც შარლ მიშელის ინიციატივით დაიგეგმა. „მინდა, გამოვეხმაურო შარლ მიშელის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მინდა, დავადასტურო საჯაროდ – მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო შეხვედრაში მონაწილეობა. მინდა, მზადყოფნა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური, კონსტრუქციული დიალოგისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის ბატონ პრეზიდენტს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. დღესვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ოპოზიციის წარმოადგენლებთანაც გამართა შეხვედრა.
ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმას უჩივლოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ კოვაქს პლატფორმას, ჯანდაცვის სამინისტრომ წერილობით პასუხი მოსთხოვა იმ ბრალდებაზე, რაც მათ "ინტერპრესსნიუსსთან" ინტერვიუში გააჟღერეს. "ჯანდაცვის სამინისტრომ დღესვე მიმართა კოვაქს პლატფორმას და ჩვენ მოვთხოვეთ მათ პასუხი, თუ რატომ გაეცა, "ინტერპრესნიუსს" მსგავსი პასუხი. ვინაიდან, ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ კოვაქს პლატფორმასთან 18 სექტემბრის მერე, მსგავსი გადაცდომა მათი მხრიდან და აღნიშვნა, არ ყოფილა რომ ჩვენ, რაიმე შეცდომა დავუშვით. კოვაქს პლატფორმა ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში ბოსნიასთან, რის გამოც ბოსნიამ კოვაქსს უჩივლა. ამ ეტაპზე, ველოდებით მათგან განმარტებებს, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, ვინაიდან, მსგავსი ფაქტი ნამდვილად არ ყოფილა და ამის შემდეგ განვაგრძობთ კომუნიკაციას. გამომდინარე იქიდან, რომ აქ, საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ჩივილსაც არ გამოვრიცხავ, ვინაიდან, ეს ყველაფერი საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციის მხრიდან გამნოყენებულია იმის ესკალაციისთვის, რომ საქართველოში მოხდეს დიდი დაძაბულობა და ესკალაცია. არ დავუშვებთ, რომ ოპონენტებმა ისარგებლონ ამ ბრალდებით," - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციას ვადამდელ არჩევნებს სთავაზობს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციას მოუწოდებს, ვადამდელ არჩევნებს დათანხმდნენ. ამის შესახებ ფაშინიანმა ერევნის რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე, მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.. მისი თქმით, ის გამოდის მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ ოქტომბერში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით, რათა ქვეყანა მართვის საპარლამენტოდან, ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეს. სომხეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, ონიკ გასპარიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს, მის დაქვემდებარებაში მყოფმა პირებმა კი, მოვალეობის შესრულება განაგრძონ. რესპუბლიკის მოედნიდან, პრემიერი მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობაში ჩაერთო. სომხეთი, ამასთან, 2018 წელს გადავიდა ნახევრად საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე. ამ ცვლილებების მომხრეები მოელოდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი, სერჟ სარქისიანი შეინარჩუნებდა ხელისუფლებას როცა პრემიერი გახდებოდა, მაგრამ ეს გეგმა ჩაშალეს მასობრივმა გამოსვლებმა, რასაც მოჰყვა ფაშიანის მოსვლა ხელისუფლებაში. 1 მარტს საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს, მთავრობის შენობაში შეიჭრა. ოპოზიცია და კრიტიკოსები ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ მას შემდეგ, რაც მან აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების თაობაზე. გასულ კვირაში პოლიტიკური დაპირისპირება შეიარაღებულ ძალებსაც შეეხო მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა გაათავისუფლა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ტირან ჟაჩატრიანი, რომელმაც მანამდე პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკა. ამის საპასუხოდ გენშტაბის რამდენიმე ათეულმა მაღალი რანგის ოფიცერმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ფაშინიანს და მის მთავრობას ბრალი დასდეს ქვეყნის „კოლაფსის პირამდე“ მიყვანაში. მათი თქმით, მთავრობა ამ ვითარებაში „ვეღარ შეძლებს ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებას“.
დიპლომატები უკრაინიდან ევროპაში ძვირფასეულობის და დიდი ოდენობით ფულის უკანონოდ გადატანას ცდილობდნენ
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოქმედი და ყოფილი დიპლომატები სატვირთო ავტომობილით უკრაინიდან ევროპაში ძვირფასეულობას და დიდი ოდენობით ფულის გადატანას უკანონოდ ცდილობდნენ. ამ დრომდე უცნობია იმ პირთა ვინაობაც, ვინც სქემაში იყო ჩართული. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს სახელებისა და გვარების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ვიდეოკადრები, რომლებიც სპეცოპერაციის შემდეგ იქნა გადაღებული, ასახავს დიდი ოდენობით ძვირფასეულობას და სხვადასხვა ქვეყნის ვალუტას. სატვირთო ავტომობილში ძვირფასეულობასთან ერთად თამბაქოც იყო მოთავსებული. "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, დიპლომატიური ნომრების მქონე სატვირთო ავტომობილიდან, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გააჩერეს, ამოღებულ იქნა: 140 000 ამერიკული დოლარი;67 200 ევრო;11 600 პოლონური ზლოტი ( 3 060 ამერიკული დოლარი)16 კილოგრამი ოქრო - (საერთო ღირებულება 530 000 ამერიკული დოლარი)53 000 ამერიკული დოლარის ღირებულების თამბაქოს ნაწარმი.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა ამ დრომდე დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის. მომხდარს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" უკვე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც წერს, რომ ინფორმაცია უნდა გახდეს საჯარო. "უნდა დავანებოთ თავი ისეთ სამარცხვინო მიდგომას, რომელიც გულისხმობს, რომ სახლიდან ნაგავი არ უნდა გავიტანოთ. არა, საჭიროა მისი გატანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ნაგავში ვიცხოვრებთ,"- წერს დიმიტრი კულება.
შარლ მიშელი: დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი და ვამაყობ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით
„დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი და ვამაყობ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარდა. „ამ ქვეყანაში ბევრი რთული და კომლექსური გამოწვევაა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური ვითარება, Covid19 უსაფრთხოება, სტაბილურობა - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც უნდა გადაილახოს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ეს პოლიტიკური კრიზისი და დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ როცა ყველა მონაწილეს ვკითხე, არიან თუ არა მზად დიალოგისთვის, რათა ერთად იპოვონ გამოსავალი, მათი პასუხი იყო „კი“. ეს არის კარგი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ გავაგრძელებთ ყველა პოზიტიური მცდელობის მხარდაჭერას,“ - განაცხადა შარლ მიშელმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: შეხვედრაზე შევთანხმდით რომ დიალოგი გაგრძელდება
შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ორბელიანების სასახლეში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მინდა გითხრათ, რომ ბატონი შარლ მიშელის მიერ ინიცირებული და ორგანიზებული დღევანდელი შეხვედრა წარიმართა საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში. ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე და განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ, მმართველ პარტიას, ხელისუფლებას და ასევე ოპოზიციას გვაქვს. ბუნებრივია, ჩვენ გარკვეულ საკითხებზე პრინციპული პოზიციები გვაქვს. ასევე მოვისმინეთ თითოეული წარმომადგენლისგან მათ მიერ დასმული შეკითხვები და მე მათ რა თქმა უნდა პასუხი გავეცი. ასევე ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება. მე მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩვენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით და ამის თაობაზე საზოგადოებას ვაცნობებთ. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება და რეკომენდაცია იგივე რჩება - რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ ყველამ ერთად, ოპოზიციამ, ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც ემსახურება ჩვენი ხალხის ინტერესს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობდა. „დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი და ვამაყობ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარდა. „მხარეებს ვთავაზობთ ევროკავშირის მხარდაჭერას. მთავარი მესიჯი არის შემდეგი: ქართველი მოსახლეობის ინტერესების დაცვა. ამ ქვეყანაში არაერთი კომპლექსური გამოწვევაა - ეკონომიკური განვითარება, სოციალური ვითარება, კორონავირუსი, სტაბილურიბა. ამ საღამოს, მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ როცა მხარეებს ვკითხე, არიან თუ არა მზად დიალოგისთვის, რათა ერთად იპოვონ გამოსავალი, შეხვედრის ყველა მონაწილის პასუხი იყო - დიახ“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მხარეები შეთანხმდნენ 6-პუნქტიან დღის წესრიგზე, რომელიც დიალოგის ფარგლებში სამომავლოდ უნდა განიხილონ
„სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს. გადაწყდეს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრის შემდეგ, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციაში, ოპოზიციის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართა. „შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში, მათ შორის თვითონ ევროკავშირის პრეზიდენტის ინიციატივით, შესულია ისეთი საკითხები, როგორიც არის პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დღის წესრიგი ყოვლისმომცველია და ყველა ის თემაა, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემისთვის და მათ შორის ოპოზიციისთვის. მაგრამ მოლოდინი, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე, ან ყველაფერი შეთანხმდებოდა, არ უნდა ყოფილიყო. სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს. გადაწყდეს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დაემატა 2 პუნქტი - მართლმსაჯულების რეფორმა და ძალაუფლების დანაწილება: „ძალიან ზოგადი შეთანხმება მოხდა, ხელისუფლებასთან კონკრეტულზე არაფერზე შეთანხმებულან“. „შარლ მიშელს იმედი აქვს, რომ პროგრესი მიიღწევა. არანაირი თარიღი არ გვაქვს, ერთადერთი, რაზეც იყო საუბარი და უშუალოდ პრეზიდენტმა ისაუბრა, ორ კვირაში ბრიუსელში არის ასოცირების კომისიის სხდომა, ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსთვის და მას უნდა, რომ ამ დროისთვის პროგრესი იყოს. ღარიბაშვილმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, როგორ აფასებს ის შექმნილ სიტუაციას, როგორ აფასებს არჩევნებს და ასე შემდეგ. არაფერი ახალი არ ყოფილა. რაზეც შეთანხმება მოხდა ისაა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჩვენთან და „ქართულ ოცნებასთან“ საუბრის შემდეგ წარმოგვიდგინა პუნქტები. ეს არის იგივე პუნქტები, რაც იყო ისედაც მოლაპარაკების მაგიდაზე, პლუს არის დამატებული ორი პუნქტი. ერთი ეხება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, ზოგადი ჩანაწერია, არაფერი კონკრეტული არ წერია, მეორე ეხება ძალაუფლების დანაწილებას, ზოგადი ჩანაწერია, თუ სწორად მახსოვს, პარლამენტს შიგნით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებას ეხება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. „არის პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნების თემა, გვაქვს პოზიტიური საწყისი წერტილი", - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. „მთავრობას აქამდე ჰქონდა არახელსაყრელი პოზიცია. შარლ მიშელის ჩარევით კი ახლა გვაქვს პოზიტიური საწყისი წერტილი. პრეზიდენტმა მიშელმა თქვა, რომ ეს არ არის კვირები და თვეები, შემდეგ დღეებში უნდა ვნახოთ პროგრესი", - განცხადა გიგა ბოკერიამ. „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის ფიქრობს, რომ გამოსავალას ნახავენ. „შეხვედრაზე ჩამოიწერა დაახლოებით ექვსი პუნქტი, რომელიც თვითონ პრეზიდენტმა შეადგინა, თუმცა მისი გასაჯაროება ამ ეტაპზე არ შემიძლია. კიდევ ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ დღეს არ უნდა იყოს კუნთების თამაში, ვის უფრო ძლიერი პოზიცია აქვს, ვინ უფრო ძლიერია ქუჩაში, ვის უკავია ხელისუფება. კუნთების თამაშმა შეიძლება ეს ქვეყანა მიიყვანოს ძალიან მძიმე მდგომარეობამდე. პოლიტპატიმრების ნაწილსაც შევეხეთ. კატეგორიულად იყო საკითხი დასმული, რომ ვიდრე მელია არის ამ მდგომარეობაში, ძალიან ძნელია საუბრის გაგრძელება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ გამოსავალსაც ორივე მხარე ერთად ვნახავთ. ჩამოიწერა დაახლოებით ექვსი პუნქტი. ეს დოკუმენტი თვითონ პრეზიდენტმა შეადგინა. მე ამის გასაჯაროების უფლება არ მაქვს. შევნიშნე, რომ ღარიბაშვილმა საუბრის რაღაც ნაწილი დაუთმო ისევ წარსულს და მერე შევთანხმდით, რომ უნდა ვისაუბროთ მომავალზე“, - განაცხადა ხაზარაძემ. „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციამ დაადასტურა, რომ მზად არის, ევროკავშირის უშუალო მოდერაციით მოლაპარაკებების პროცესი განახლდეს. „თუ ბრიუსელში იქნება ჩასვლა საჭირო, მზად ვართ, იქაც მივიღოთ მონაწილეობა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. იმედი მაქვს, რომ კონკრეტული შედეგით დასრულდება. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ ყოფილა. პლებისციტზეც არ გვისაუბრია. ზოგადად, ოპოზიციის მხრიდან უკვე იყო წარდგენილი ეს საკითხები. დღეს არის სხვა გარემოება, სხვა დონის ჩართულობა ამ პროცესში და ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს გადაწყვეტილებებს. პიკეტირებას და პროტესტს ვაგრძელებთ იმიტომ, რომ ეს არის ცალსახა განუყრელი ნაწილი იმისთვის, რომ შედეგზე გავიდეთ. ამ პროცესს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავაჩერებთ", - განცხადა ვაშაძემ გიგა ბოკერიას თქმით, მშვიდობიანი აქციები, ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის რისკის გაზრდის გარეშე აბსოლუტური ნორმალური ნაწილია დემოკრატიული საზოგადოების. „ბლოკირებას ისედაც არავინ აპირებდა, ამიტომ არაფერი შეცვლილა, მშვიდობიან პიკეტირებას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბოკერიამ.