ძებნის რეზულტატი:
რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ფინეთი 16 მარტამდე უნდა დატოვონ
რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ფინეთი 16 მარტამდე უნდა დატოვო. გასულ შემოდგომაზე ფინეთმა რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ფინეთის საბაჟო სამსახურის კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა სამი რაკშიტმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ რთულია იმის პროგნოზირება, თუ რას მოიმოქმედებენ რუსულ მანქანებთან მიმართებით, დაწესებული ვადის გასვლის შემდეგ. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე შეაფასებენ, რატომ რჩება მანქანა ჯერ კიდევ ფინეთში, რამდენი ხანია, რაც ადგილზე იმყოფება და ასე შემდეგ. უფრო დეტალური სამოქმედო გეგმა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. რუსული ნომრით მანქანების გადაადგილება ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანამ აკრძალა. ეს აკრძალვები ასევე შემოიღეს პოლონეთმა, ფინეთმა, ნორვეგიამ და ბულგარეთმა. რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ლიეტუვა 11 მარტამდე უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მფლობელებს მანქანებს ჩამოართმევენ. ამის შესახებ ლიეტუვის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურმა განაცხადა. „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც რუსული სანომრე ნიშნის მქონე მანქანებით მიემგზავრებიან კალინინგრადის რეგიონის მიმართულებით ან ლიეტუვის გავლით, ამ მოთხოვნას არ დაექვემდებარებიან, განმარტეს საბაჟო სამსახურში. თუმცა, ასეთი ტრანზიტი არ შეიძლება, 24 საათზე მეტ ხანს გაგრძელდეს და მას მანქანას მფლობელი უნდა ახლდეს, აღნიშნეს დეპარტამენტში. მფლობელის არყოფნის შემთხვევაში მანქანა ლიეტუვის ტერიტორიაზე არ დაიშვება. „ვილნიუსი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს ასრულებს,“ განმარტავენ საბაჟო სამსახურში. 2023 წლის 12 სექტემბრიდან ლიეტუვასა და ლატვიაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შემოსვლა აკრძალულია. შეზღუდვებს ესტონეთი ერთი დღის შემდეგ შეუერთდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეს ღონისძიება რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციების შემდგომი განმარტების შესახებ ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნებული დირექტივით ახსნეს. ამ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აღარ აქვთ. რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ლიეტუვა 11 მარტამდე უნდა დატოვონ
ზელენსკი თურქეთშია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კორვეტის (Hetman Ivan Mazepa) მონახულებით დაიწყება, რომელიც სტამბოლთან ახლოს მდებარე ქარხანაში შენდება. დღის წესრიგშია ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი თურქი კოლეგის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ორმხრივი შეხვედრა. ასევე, უკრაინული და თურქული დელეგაციების გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკება და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა თურქული თავდაცვითი კომპანიების წარმომადგენლებთან. ზელენსკისა და ერდოღანის შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენცია გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს განიხილება მშვიდობის ფორმულა; მშვიდობის სამიტის ორგანიზება; შავ ზღვაში ტრანსპორტირების უსაფრთხოება; საკვების გლობალური სტაბილურობა; რუსეთის მეირ უკრაინელი ტყვეებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ეს ზელენსკის მეორე ვიზიტია ქვეყანაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ზელენსკი თურქეთში ჩადის
პრეზიდენტი: პოლიტიკაში ვერ მივაღწიეთ იმას, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობამ აიწიოს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკასა და ეკონომიკაში ქალების როლის გაძლიერებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ქალების როლი პოლიტიკაში უნდა გაიზარდოს. „პოლიტიკაში ვერა და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობამ აიწიოს. ჩვენ ევროპასა და აზიაში ერთ-ერთი უკანასკნელი თუ არა ბოლო რიგებში მყოფი ქვეყანა ვართ. ეს არ ასახავს იმ მდგომარეობას, რაც აღვწერე და რაც არის საქართველოში, სადაც ქალები არიან ყველა სფეროში წინ, მაგრად და ძლიერად წარმოდგენილები. რატომ არ არიან პოლიტიკაში, პარლამენტში, მთავრობაში ცოტანი არიან, ეს არის იმ ზოგადი მდგომარეობის, ძალადობის შედეგი, რაც არსებობს. იმ მორალური ძალადობის, რაც პოლიტიკაში არსებობს. სიძულვილის ენა და არამხოლოდ, გამოხატულებები, რაც არსებობს და რაც ყველამ გამოვცადეთ, ყველამ ვიცით, და რაც ფაქტობრივად, ქალების შესვლას პოლიტიკაში აფერხებს. ისინი თავს იკავებენ, რომ ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, რასაც ტელევიზიით ხედავენ და დიდად მიმზიდველი ახალგაზრდა ქალებისთვის არ არის. შედეგი კი გვაქვს სახეზე. მეორე მიმართულება სადაც არ არის სახარბიელო მდგომარეობა, ეს არის ეკონომიკა. ეკონომიკის კუთხით, ქალები, როგორც ქვეყანაში ქალთა ძალა ეკონომიკაში იმ დონესა და საფეხურზე არაა, სადაც უნდა იყვნენ. არც იმ ხელფასებით, რაც მათ უნდა ჰქონდეთ. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ყველა ქვეყანა იმისკენ იღვწის, რომ ხელფასები გათანაბრდეს. ჩვენ შორს ვართ და კიდევ ბევრია გასაკეთებელი. სოფლად მყოფი ქალებისთვის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, რამეთუ მათ ფინანსურ სახსრებთან ხელი რთულად მიუწვდებათ. ეს ვიცით, ამას ვიმეორებთ, თუმცა კანონმდებლობით ეს მდგომარეობა არ იცვლება, არ არის მიღებული ის ზომები, რომ მათ უფრო გაეხსნათ საშუალებები, თუნდაც კრედიტთან ხელმისაწვდომობის კუთხით. ეს მათ მისცემთ შესაძლებლობას, რომ დინამიკური წამოწყების უნარები, რაც მათ გააჩნიათ, გამოიყენონ და გამოიყენონ ამ ქვეყნის სასიკეთოდ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა
ლუქსემბურგი უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას უერთდება
ლუქსემბურგმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 800 000 ერთეული საარტილერიო საბრძოლო მასალის შესყიდვის შესახებ ჩეხეთის ინიციატივას უერთდება. ამის შესახებ ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრმა იურიკო ბაკესმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე დაწერა. „ეს იქნება ჩვენი საერთო ძალისხმევის ნაწილი, რათა უკრაინას მივაწოდოთ აუცილებელი შესაძლებლობები რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - აღნიშნა მინისტრმა. გერმანია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება ჩეხეთს უკრაინისთვის პირველი 300 000 ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება უკვე აქვს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა. ფიალას თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ, უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდონ, ამ დროისთვის 300 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება მოიპოვა, თუმცა, პარტნიორების ძებნას გაარძელებენ. „ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ბევრად მეტი. ჩვენი მუშაობა და დახმარება უკრაინისთვის აქ არ მთავრდება. ვაგრძელებთ პარტნიორების ძებნას, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა რუსი აგრესორის წინააღმდეგ გაბედულ ბრძოლაში,“ – აღნიშნა ფიალამ. როგორც ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა დღეს განაცხადა, ინიციატივას სულ 13 ქვეყანა შეუერთდა. ჩეხეთის ინიციატივისთვის ნორვეგია 1,6 მილიარდ ნორვეგიულ კრონას გამოყოფს, ნორვეგიას გერმანია და საფრანგეთიც უერთდებიან.
ფინეთი წითელ ზღვაში, კრიზისის მართვის ოპერაციებისთვის ჯარისკაცებს გაგზავნის
ფინეთი წითელ ზღვაში, კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად 7 ჯარისკაცს გაგზავნის. ინფორმაციას ფინეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. მანამდე „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად ადენის ყურეში, ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი ამერიკული გემის - True Confidence-ის, ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. მეთიუ მილერი: „ჰუსიტები“ პასუხს აგებენ სატვირთო გემზე თავდასხმისთვის, რომლის დროსაც, ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა შეგახსენებთ, ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე არაერთი საპასუხო დარტყმა მიიტანეს.
მაკრონი მზადაა, ჯარი გაგზავნოს უკრაინაში, თუ ფრონტის ხაზი ოდესაში ან კიევში გაივლის - მედია
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხუთშაბათს საპარლამენტო პარტიებს შეხვდა. შეხვედრის დროს მაკრონმა განაცხადა, რომ ის ღიაა უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობისთვის, თუ ფრონტის ხაზი ოდესას და კიევს გაივლის. ამის შესახებ ფრანგულმა გაზეთმა L’Independant-მა დაწერა. კერძოდ, როგორც გამოცემა წერს, საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა ფაბიენ რუსელმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „მაკრონმა მიუთითა სცენარზე, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს [საფრანგეთის ჯარების] ინტერვენცია: „ფრონტის წინსვლა ოდესის ან კიევისკენ.“ შეხვედრის რამდენიმე მონაწილემ Le Figaro-ს ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ მაკრონს "ხელში რუკები" ეჭირა, როდესაც ის ხსნიდა უკრაინის ფრონტის ხაზიდან რუსული ძალების სასარგებლოდ უკან დახევის რისკებს. ”მან არსებითად განგვიმარტა, რომ თუ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და მაინც ვისაუბრებთ საკუთარი თავის შეზღუდვაზე, ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ, წარმატებას მიაღწევს,” - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ. საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი ადრინდელი გაანცხადება ცოტა ხნის წინ განმარტა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “მოზომილი და გააზრებული” იყო. კერძოდ, მაკრონს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გაზომილი და გააზრებული,” - განაცხადა მაკრონმა. NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი.
პუტინის მიზანია უკრაინის სრული განადგურება - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინი არ არის დაინტერესებული „მხოლოდ გარკვეული ტერიტორიით“, მისი გეგმაა უკრაინის სრული განადგურება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ Rai 1-თან ინტერვიუში განაცხად, რომ ამაზე მეტყველებს პუტინისა და მისი გარემოცვის საჯარო განცხადებები და ქმედებები, რაც გამოიხატება სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებსა და მოსახლეობის დაშინებაში. „დარწმუნებულები ვართ, რომ პუტინი არ არის დაინტერესებული მხოლოდ გარკვეული ტერიტორიით: ქალაქით ან სოფლით, ყირიმით, თუ დონბასით. ის დაინტერესებულია უკრაინის სრული განადგურებით, დამოუკიდებელი უკრაინის მიწების რუსეთთან ანექსირებით,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე განცხადებით, კონფლიქტის გაყინვა ახლა იქნება სერიოზული გამოწვევა უკრაინისა და მისი მომავლისთვის და ეს გამოცდილება უკრაინას უკვე აქვს, როდესაც ყირიმისა და დონბასის ნაწილის ოკუპაცია მოხდა -"ომში პაუზა იქნება პაუზა პუტინისთვის,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიკორსკი: უკრაინაში დასავლური ჯარების ყოფნა წარმოუდგენელი არ არის
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების ჯარები უკრაინაში, წარმოუდგენელი არ არის. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ გამორიცხა NATO-ს ჯარების პოტენციური ყოფნა უკრაინაში. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისას სიკორსკიმ აღნიშნა, რომ ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობდა, კერძოდ კი, 1950-1953 წლების კორეული ომის დროს, როდესაც ქვეყნის დასახმარებლად გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყნების კოალიცია გაემგზავრა. „გახსოვდეთ, გაეროს გენერალურ ასამბლეაში, შეჭრის შემდეგ მალევე 190-დან 140 ქვეყანაზე მეტმა ხმა მისცა იმას, რომ აგრესია, როგორც მიუღებელი რამ დაეგმოთ. ეს უბრალოდ პრესისთვის განცხადება არაა, ეს უფლებრივი ბაზის შექმნაა,” - განაცხადა სიკორსკიმ. მანვე აღნიშნა, რომ ამის გათვალისწინებით „აგრესიის შესაწყვეტად გაეროს წევრი ქვეყნების კოალიცია რამე წარმოუდგენელი არ არის“. „ამიტომ ვაფასებ ბოლო დღეები ფრანგულ ინიციატივას. ვინაიდან, ჩემი აზრით, მას კარგი ზრახვები აქვს, კერძოდ კი - რათა სწორედ რუსეთის პრეზიდენტი ეკითხებოდეს საკუთარ თავს, როგორი იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს, რომ კრეატიულს არაფერს გავაკეთებთ და ამიტომ შეძლოს შემდეგი სცენარების დაგეგმვა,” - განაცხადა სიკორსკიმ. საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი ადრინდელი გაანცხადება ცოტა ხნის წინ განმარტა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “მოზომილი და გააზრებული” იყო. კერძოდ, მაკრონს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გაზომილი და გააზრებული,” - განაცხადა მაკრონმა. NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი. მაკრონი მზადაა, ჯარი გაგზავნოს უკრაინაში, თუ ფრონტის ხაზი ოდესაში ან კიევში გაივლის - მედია
კულება: უკრაინისთვის დახმარების წვეთ-წვეთად გადაცემა აღარ მუშაობს, ძლიერი გადაწყვეტილებები - ომის დასასრულია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოკავშირეებისგან ძლიერი გადაწყვეტილებების აუცილებლობაზე ისაუბრა. დმიტრო კულებამ ლიეტუვაში ესტონელ, ლიეტუველ, ლატვიელ და ფრანგ კოლეგებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების წვეთ-წვეთად გადაცემა აღარ მუშაობს, ძლიერი გადაწყვეტილებები - ომის დასასრულია. „დღეს ერთი რამ არის ნათელი, და ეს სიმწრითა და სიფხიზლით უნდა ვაღიაროთ. მინდა, რომ ყველა ჩვენმა პარტნიორმა იცოდეს: უზომოდ მადლიერები ვართ იმისთვის, რაც უკრაინისთვის გააკეთეთ, მაგრამ უკრაინისთვის დახმარების წვეთ-წვეთად გადაცემა აღარ მუშაობს. ის დასრულდა. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ახლა ხდება, ყველა ჩვენგანისთვის ეს კარგი არაფრით არ დასრულდება. აუცილებელია ყველა სახის იარაღისა და ამუნიციის შეუფერხებელი და დროული მიწოდებები, რათა უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს და ევროპაში ომი უშუალოდ მასზე არ გავრცელდეს,” - განაცხადა დმიტრო კულებამ. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საჭიროა ახალი რეალობის მიღება, რომ ევროპაში მშვიდობის ეპოქა დასრულდა. „ეს, ჩემი აზრით, ის გზავნილია, რომლამდეც პარიზი მივიდა, როდესაც ერთი კვირის წინ სამიტი მოიწვია: ვისაც არ სჯერა, რომ ომი უკრაინის ფარგლებს გარეთაც შეიძლება მოხდეს, გავრცელდეს ტერიტორიაზე, რომელიც ამ დროისთვის NATO-ს ტერიტორიაა, გთხოვთ, გაიღვიძეთ, ისტორიის სახელმძღვანელოები წაიკითხეთ, მოუსმინეთ, რას ამბობს ახლა პუტინი და 10 განსხვავება იპოვეთ. ვერ იპოვით,” - განაცხადა დმიტრო კულებამ.
ინდოეთმა რუსული სქემა გაშიფრა: ინდოელ ახალგაზრდებს რუსეთში სამსახურს ჰპირდებოდნენ და ომში უშვებდნენ
ინდოეთმა გამოააშკარავა "ადამიანებით ვაჭრობის ქსელი", რომლებიც ახალგაზრდებს რუსეთში სამუშაოს ჰპირდებოდნენ და შემდეგ უკრაინაში ფრონტის ხაზზე საბრძოლველად უშვებდნენ. ინდოეთის გამოძიების ცენტრალური ბიუროს [CBI] ცნობით, ტრეფიკინგის სქემით, ამ დროისთვის, რუსეთში დაახლოებით 35 კაცი გაიგზავნა. მათგან სულ მცირე ორი ფრონტზე დაიღუპა, რამდენიმე კი, მძიმედ დაშავდა. „ტრეფიკინგის ქვეშ მყოფი ინდოეთის მოქალაქეები გაწვრთნეს საბრძოლველად და განალაგეს რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე მათი სურვილის საწინააღმდეგოდ," - განაცხადა CBI-მ. გამოძიების მიხედვით, ჩხრეკა ჩატარდა რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის, დედაქალაქ ნიუ დელიში და ასევე მუმბაიში. ამოღებულია 50 მილიონი რუპია (605,000 აშშ დოლარი) ნაღდი ფული, დოკუმენტები და ელექტრონული ჩანაწერები. დააკავეს ეჭვმიტანილებიც. CBI-ს სისხლის სამართლის საქმეში ნათქვამია, რომ ზოგიერთ კაცს ასევე შესთავაზეს ჩაბარება რუსეთის „საეჭვო კერძო უნივერსიტეტებში“ და „ფასდაკლებით ვიზის გაგრძელება.“ როგორც Reuters-ი წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა. ნიუ დელი და მოსკოვი ათწლეულების განმავლობაში სარგებლობდნენ მჭიდრო ურთიერთობით, ხოლო ინდოეთი რუსეთის მიერ წარმოებული ომის დაგმობაზეუარს აცხადებდა და მოუწოდებდა ორივე მხარეს, დაესრულებინათ კონფლიქტი დიალოგისა და დიპლომატიის გზით. ინდოეთმა ასევე გააძლიერა იაფი რუსული ნავთობის შესყიდვა, რამაც დასავლეთის დედაქალაქების იმედგაცრუება გამოიწვია.
ქალთა უფლებების დარღვევის გამო, კანადამ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
კანადამ ირანის წინააღმდეგ, ქალთა უფლებების დარღვევის გამო, სანქციები გააფართოვა. ინფორმაციას კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სანქციების სიაში დაემატა ორი მაღალი რანგის ირანელი წარმომადგენელი. „ახალი ზომები გამოიყენება ორი პირის მიმართ ირანის მოქალაქეების, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების სასტიკ რეპრესიებში მონაწილეობის გამო. სანქციების სიას თეირანის მეტროპოლიტენის გენერალური დირექტორი მასუდ დოროსტი დაემატა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონის გამო. სიაში ასევე მოხვდა გავლენიანი პარლამენტარი ზოჰრენ ელაია მოძრაობა "ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება" მონაწილე მომიტინგეებისთვის სიკვდილით დასჯის მხარდაჭერის გამო. ამ ორმა ადამიანმა გამოიყენა თავისი გავლენები ირანში ქალებისა და გოგონების მიმართ რეპრესიების მოწოდების, ან ჩადენის მიზნით," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ, ეს კანადის მიერ ირანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების მე-17 პაკეტია. ამ დროისთვის სანქცირებული პირების საერთო რაოდენობა 153-ს შეადგენს. ასევე სანქციების ქვეშაა 87 ირანული კომპანია და ორგანიზაცია.
ესტონეთის დაზვერვა: რუსეთის ოპერატიული და ტაქტიკური ამოცანები შეუსრულებელი რჩება
უკრაინაში რუსული ოპერაციების ტემპმა, რომელიც მანამდე შემცირდა, კვლავ დაიწყო მატება. ეს განსაკუთრებით ეხება სახმელეთო ძალებს. თუმცა, ოპერაციების გაზრდილი ტემპის მიუხედავად, რუსეთის ოპერატიული და ტაქტიკური ამოცანები, როგორც ადრე, შეუსრულებელი რჩება. აცხადებს ესტონეთის თავდაცვის ძალების (EDF) სადაზვერვო ცენტრის ხელმძღვანელი ანტს კივისელგი. კივისელგის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კუპიანსკისა და ლიმანის რაიონებში დამატებითი ტერიტორიები დაიკავეს. მისი თქმით, რუსეთის სავარაუდო მიზანი არის კუპიანსკის რაიონში, მდინარე ოსკილის მონაკვეთისა და მდინარე ზერებეცის მონაკვეთის გაკონტროლება ლიმანისკენ. „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ ინიციატივას მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, რუსული წინსვლა ლიმანისკენ გასული კვირის განმავლობაში საკმაოდ მცირე იყო და რუსეთმა ვერ მიაღწია ზემოხსენებული მდინარის ხაზებს,“ - ამბობს ანტს კივისელგი. დონეცკის ფრონტზე ძირითადი საბრძოლო მოქმედებები ბახმუტისა და ავდიივკის არეალში მიმდინარეობს. „ორივე რეგიონში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ფორმირებებს წინსვლა აქვთ. საბედნიეროდ - შეზღუდულ ფორმატში. არის გარკვეული ძვრები ბახმუტის რაიონის ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთით. ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა," აცხადებს ესტონეთის თავდაცვის ძალების (EDF) სადაზვერვო ცენტრის ხელმძღვანელი. მისი თქმით, ავდიივკის არეალში უკრაინელებმა მოახერხეს თავდაცვის ორი ხაზის შექმნა, რითაც ხელი შეუშალეს რუსეთის შემდგომ წინსვლას. რუსეთმა ასევე მიაღწია მცირე წარმატებებს დონეცკის რეგიონში. ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით, აქტივობა წინა კვირასთან შედარებით გარკვეულწილად, დაბალი იყო. „ყველაზე დიდი აქტივობა დაფიქსირდა რობოტინოსა და ვერბოვის მიმართულებით, სადაც რუსეთის ფედერაცია წინსვლას ცდილობდა,“ - ამბობს კივისელგი. დნიპროს მარცხენა სანაპიროზე უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ იქ შექმნილი ხიდების შეკავებას და ამ ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმების მოგერიებას. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა ჯარებმა მოიგერიეს მტრის 23 თავდასხმა ავდიივკის მიმართულებით, დაიკავეს პოზიციები და მოიგერიეს საოკუპაციო ძალების თავდასხმები ხერსონის მიმართულებით. ტავრიის ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა ალექსანდრე ტარნავსკიმ განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
ზელენსკი ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ: თავდაცვის სფეროში ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით შეთანხმებებს მივაღწიეთ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქ კოლეგას შეხვდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებების შემდეგ, ზელენსკი ამბობს, რომ თავდაცვის სფეროში ერთობლივი პროექტების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. უკრაინასა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები ყოველთვის გულწრფელი და ნაყოფიერია. დღეს ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებებს თავდაცვის სფეროში ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით, როგორც სამთავრობო დონეზე, ასევე, კომპანიებს შორის. შევხვდი თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ჩვენ მზად ვართ, სწრაფად ვიმოქმედოთ, რათა ყველაფერი, რაც განვიხილეთ, ამოქმედდეს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ დისკუსიებით და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგები ძლიერი იქნება. ჩვენ ასევე მზად ვართ, სწრაფად გადავწყვიტოთ ყველა საკითხი, რომელიც ეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, მათ შორის, რეკონსტრუქციას და ჩვენი ხალხებისთვის აუცილებელი ორმხრივი შეთანხმებების წინსვლას. დღეს უკრაინამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვაჭრობის გამარტივებისა და ბიზნესისთვის ბარიერების მოხსნის შესახებ. რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტსაც მოეწერა ხელი თავდაცვის სამინისტროების დონეზე. უკრაინა და თურქეთი აძლიერებენ ერთმანეთს, ისევე როგორც მთელ ჩვენს რეგიონს,“ წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ზელენსკი თურქეთშია
ერდოღანი: 31 მარტის არჩევნები ჩემთვის ბოლო კენჭისყრა იქნება
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ 31 მარტისთვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები მისი ბოლო კენჭისყრა იქნება. „ეს ჩემთვის ფინალია, კანონით მონიჭებული მანდატის თანახმად, ეს ჩემი ბოლო არჩევნებია," განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. „ის შედეგი, რომელიც იქნება, მემკვიდრეობით გადავა ჩემს დებსა და ძმებზე, რომლებიც მოვლენ ჩემ შემდეგ," - აღნიშნავს ერდოღანი. 70 წლის ერდოღანი ორ ათწლეულზე მეტია, რაც ქვეყანას მართავს. 2002 წლის შემდეგ ათზე მეტი არჩევნების გამარჯვებული ერდოღანი, 2023 წლის მაისში ხუთი წლის ვადით ხელახლა აირჩეს.
ჯო ბაიდენი TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუ კონგრესი მას დაამტკიცებს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუ კონგრესი მას დაამტკიცებს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტმა ჩინურ კომპანია ByteDance-ს მოუწოდა, რომ TikTok-ზე უარი თქვას, ან აშშ-ში საქმიანობა აეკრძალება. ჩინური სოციალური ქსელის აკრძალვის კანონპროექტს მხარს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონიც უჭერს. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი TikTok-ის აკრძალვას ეწინააღმდეგება, რადგან ეს ნაბიჯი კონკურენტ სოციალურ ქსელს Facebook-ს დაეხმარება. „თუ ისინი ამას მიიღებენ, მე ხელს მოვაწერ,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტის შესახებ.
CNN ტრამპისა და ორბანის შეხვედრის დეტალებზე წერს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს შეხვდა. დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ვიქტორ ორბანი Heritage Foundation-ში, კონსერვატიულ ანალიტიკურ ცენტრში სიტყვით გამოვიდა. „ოჯახების მხარდაჭერა, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვა. ეს ევროპისა და აშშ-ის კონსერვატიულ ძალებს შორის თანამშრომლობის საერთო საფუძველია,“ - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი X-ზე. ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის ვიდეოკადრები ვიქტორ ორბანმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენლებმა კი, განაცხადეს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა და დონალდ ტრამპმა უნგრეთისა და აშშ-ის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის, ძლიერი და უსაფრთხო საზღვრების მნიშვნელობა. დონალდ ტრამპისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის შესახებ კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც გააკეთა. „იცით, ვის ხვდება დღეს მარ-ა-ლაგოში? ორბანს უნგრეთიდან, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ დემოკრატია არ მუშაობს, იგი დიქტატურისკენ ისწრაფვის,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. როგორც CNN იტყობინება, ტრამპმა მარ-ა-ლაგოში ვიქტორ ორბანთან "მეგობრული" შეხვედრა გამართა. „შემდეგ, ავტოკრატი კონცერტზე წაიყვანა,“ იუწყება ამერიკული ტელეარხი. ერთ-ერთმა წყარომ შეხვედრა "სოციალურ შეხვედრად" შეაფასა, რომელიც დღის წესრიგის გარეშე შედგა, ხოლო ცალკეულმა წყარომ განაცხადა, რომ ეს იყო "მეგობრული" შეხვედრა,“ წერს CNN. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN- დაუდასტურა, რომ თეთრ სახლს არ მიწვევია ორბანი ბაიდენთან შესახვედრად.
თურქეთს რუსეთის მონაწილეობით სამშვიდობო სამიტის მასპინძლობა სურს, რასაც ზელენსკი შეუძლებლად მიიჩნევს
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა და პარტნიორები მშვიდობის საინაუგურაციო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლების დასწრების შესაძლებლობას არ განიხილავენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტამბოლში თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბევრი ისაუბრეს მშვიდობის ფორმულაზე. „მადლობელი ვარ ბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის. ბატონ პრეზიდენტს ლიდერების დონეზე მშვიდობის სამიტის მომზადების შესახებ შევატყობინე, რომელიც შვეიცარიაში ორგანიზდება - მშვიდობის საინაუგურაციო სამიტი… რაც შეეხება თავად საინაუგურაციო სამიტის ფორმატს: ამ სამიტზე რუსეთის წარმომადგენლებს ვერ ვხედავთ. ვერ ვხედავთ, როგორ შეიძლება იმ ხალხის დაპატიჟება, რომლებიც ყველაფერს ბლოკავენ, ანადგურებენ და კლავენ. შედეგის მიღება გვსურს. სამართლიანი მშვიდობის შედეგის და სამართლიანის სწორედ უკრაინისთვის,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მანვე აღნიშნა, რომ „თავდაპირველად მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნები დეტალურ გეგმას შეიმუშავებენ და შედეგი ექნებათ [მშვიდობის პირველი სამიტის შედეგად]“. „მხოლოდ მერე ჩართავენ რუსეთის წარმომადგენლებს - სწორედ მათ, ვინც მზად იქნება სამართლიანი მშვიდობისთვის,” - განაცხადა ზელენსკიმ. იმავე პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის მშვიდობის სამიტს უმასპინძლოს რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით. მისი თქმით, „უკრაინასა და რუსეთს შორის ომი უნდა დასრულდეს სამშვიდობო მოლაპარაკებით. „სულ დასაწყისიდან წვლილი შეგვაქვს მოლაპარაკებების საფუძველზე ომის დასრულებაში. მზად ვართ, ვუმასპინძლოთ სამშვიდობო სამიტს, რომელში ჩართული რუსეთიც იქნება,“ - განაცხადა ერდოღანმა. „მხარს ვუჭერთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - უკრაინის - ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას,“ აღნიშნა ერდოღანმა. „სამწუხაროდ, ომი მზარდ ნეგატიურ გავლენას ახდენს რეგიონული და გლობალური კუთხით და პირველ რიგში, უკრაინაზე. არ გადადგმულა დიპლომატიური ნაბიჯები მოლაპარაკებების მაგიდის გამოყენებაზე, რომელიც 2022 წლის მარტში სტამბოლში შევქმენით მშვიდობის დასამყარებლად… მომავალში ჩვენ, ერთი მხრივ, სოლიდარულები ვიქნებით უკრაინასთან, მეორე მხრივ - გავაგრძელებთ მოლაპარაკებების საფუძველზე სამართლიანი მშვიდობით ომის დასრულებაზე ჩვენს მუშაობას,“ - განაცხადა ერდოღანმა. უკრაინის ფორმულა გულისხმობს უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის მთლიანად გაყვანას, პოსტსაბჭოთა, 1991 წლის საზღვრების აღდგენას და რუსეთზე მისი მოქმედებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. NATO-ს წევრი თურქეთი ორივე თავის მეზობელთან შავ ზღვაში, ომის მონაწილე მხარეებთან, კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს. ის გაეროსთან ერთად გამოვიდა ინიციატივით, შუამავლობა გაეწია თავისი ნავსადგურებიდან უკრაინული წარმოების ხორბლის გატანაში. ამ ინიციტივიდან რუსეთი ცალმხრივად გავიდა. როგორც ერდოღანმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მოლაპარალებების დროს ასევე განიხილეს შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოება და ხორბლის ტრანსპორტირება. ზელენსკი ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ: მივაღწიეთ შეთანხმებებს თავდაცვის სფეროში ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით
NBC News: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და „რესპუბლიკელები“ უკრაინის დახმარების საკუთარ პაკეტს ამზადებენ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და „რესპუბლიკელები“ უკრაინის დახმარების საკუთარ პაკეტს ამზადებენ. შესაბამის ინფორმაციას NBC News-ი სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინის დახმარების პაკეტის შემუშავების გეგმები ადრეულ ეტაპზეა, თუმცა იმ „რესპუბლიკელებს“, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, სურთ, რომ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყონ, როგორც კი კონგრესი 22 მარტს აშშ-ის მთავრობის დაფინანსების პაკეტს დაამტკიცებს,“ წერს გამოცემა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი და წარმომადგენელთა პალატის მთავარი კომიტეტების „რესპუბლიკელი“ ხელმძღვანელები უკრაინისთვის არასამხედრო დახმარების სესხის სახით გადაცემას განიხილავენ. დემოკრატები და რესპუბლიკელები დღემდე ვერ თანხმდებიან რამდენად მკაცრი და ზუსტად როგორი უნდა იყოს საზღვრის დაცვის პოლიტიკა და უკანონო იმიგრაციასთან გამკლავების გზები. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ თანხმდებიან რესპუბლიკელები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას. რესპუბლიკელების ნაწილს სურს, რომ საზღვრის კვეთისა და საიმიგრაციო საკითხები მათი პრიორიტეტების მიხედვით გადაწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებიან უკრაინისთვის დახმარების გადაცემას. ბაიდენმა 7 მარტს კონგრესისადმი მიმართვისას კიდევ ერთხელ ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია მის მიერ წარდგენილი პაკეტის დამტკიცება უკრაინის დასახმარებლად.
აშშ უკრაინაში დიპლომატიურ წარმომადგენლობას ზრდის - Foreign Policy
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში საელჩოში დამატებით 30-40 თანამშრომლის გაგზავნას და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უსაფრთხოების მიზნით დაწესებული მათი გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy წერს. შეერთებული შტატების კონგრესი წელიწადზე მეტია, თეთრ სახლს სთხოვს, გაზარდოს მისი დიპლომატიური ყოფნა უკრაინაში, ჩართული სამუშაოს მნიშვნელოვანი მოცულობის გამო - მათ შორის აშშ-ის დახმარების ზედამხედველობა და ოფიციალური ვიზიტების მოწყობა. გარდა ამისა, უკრაინაში მყოფ ამერიკელ დიპლომატებს ჯერჯერობით მხოლოდ კიევის შიგნით შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება და მის ფარგლებს გარეთ მოგზაურობისთვის მათ უნდა მიიღონ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს თანხმობა. ეს მექანიზმი 2012 წელს ლიბიაში ამუშავდა აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმის შემდეგ, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, კიევში, აშშ-ის საელჩოში დაახლოებით 800 ადამიანი მუშაობდა, უმეტესობა ადგილობრივი მუშაკი იყო. საელჩოს პერსონალი ამჟამად 100-დან 200-მდე ამერიკელ დიპლომატს და სამხედრო პერსონალს ითვლის. Foreign Policy არ აკონკრეტებს, ზუსტად როდის შევა ძალაში თეთრი სახლის გადაწყვეტილებები. კანონმდებლებმა კიევში საელჩოს პერსონალის გაზრდის შესახებ თებერვალში შეიტყვეს. შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ბოლოს თავდაცვის სამინისტრომ და კიევში აშშ-ის საელჩომ ამერიკული სამხედრო დახმარების ზედამხედველობის შესახებ ახალ კონცეფციას ხელი მოაწერეს.
კორვეტი Ivan Mazepa თურქეთში შენდება - ზელენსკი უკრაინის საზღვაო ძალების მომავალი ფლაგმანის შესაძლებლობებს გაეცნო
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თურქეთში, უკრაინის საზღვაო ძალებისთვის მშენებარე კორვეტები დაათვალიერა. ზელენსკი სტამბოლში უკრაინელ სამხედრო პერსონალს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Ivan Mazepa-ს მზადყოფნის დონეს და აღჭურვილობას, ტექნიკურ მახასიათებლებსა და შესაძლებლობებს გაეცნო. კიევის შეფასებით, ეს Ada კლასის წყალქვეშა კორვეტი უკრაინის საზღვაო ძალების მომავალი ფლაგმანი უნდა გახდეს. გემის ბორტზე პრეზიდენტი შეხვდა და გაესაუბრა უკრაინის საზღვაო ძალების პერსონალს, რომელიც ტრენინგს გადის გემის სისტემების მუშაობისა და შენარჩუნების შესახებ. „გმადლობთ სამსახურისთვის, იმისთვის, რომ უკრაინას აქ დიდ პატივს სცემენ. თქვენ იცით, რომ გელოდებით უკრაინაში. რათა ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გაძლიერდეს," - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ორი სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა მედლებით "სამშობლოს დამცველი", რაც აღიარებს მათ თავდაუზოგავ ქმედებებს უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, ასევე, სამხედრო მოვალეობის სამაგალითო შესრულებაში. Ada კლასის კორვეტები სანაპირო ზონის თანამედროვე ხომალდებია, რომლებსაც შეუძლიათ წყალქვეშა ოპერაციები და ღია ზღვაში პატრულირება, მათ დიზაინში სტელსი ტექნოლოგიის პრინციპები ფართო არის გამოყენებული. Ada კლასის კორვეტების დიზაინი და საბრძოლო გამოყენების კონცეფცია მსგავსია თავისუფლების კლასის ზღვისპირა საბრძოლო გემების კონცეფციისა, რომელიც Lockheed Martin-ის მიერ აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის არის შემუშავებული. Ada კლასის კორვეტებს აქვთ უფრო ძლიერი შეიარაღება, რადარი და სონარის სისტემები. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში 8 მარტს ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კორვეტის (Hetman Ivan Mazepa) მონახულებით დაიწყო, რომელიც სტამბოლთან ახლოს მდებარე ქარხანაში შენდება. ზელენსკი ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ: მივაღწიეთ შეთანხმებებს თავდაცვის სფეროში ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით თურქეთს რუსეთის მონაწილეობით სამშვიდობო სამიტის მასპინძლობა სურს, რასაც ზელენსკი შეუძლებლად მიიჩნევს