ძებნის რეზულტატი:

ზელენსკი: სამართლიანია, ირანელ ხალხს მივცეთ შანსი, თავი დააღწიონ ტერორისტულ რეჟიმს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებულმა ვითარებამ აჩვენა, თუ რამდენად რთულია რაკეტებისა და "შაჰედის" ტიპის საბრძოლო მასალისგან სრული დაცვის უზრუნველყოფა, იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომლებსაც უკრაინაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვთ. ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს ასეთი თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების გაზიარებით „ახლო აღმოსავლეთში არსებულმა ვითარებამ აჩვენა, თუ რამდენად რთულია რაკეტებისა და "შაჰედებისგან" 100%-იანი დაცვის უზრუნველყოფა. სპარსეთის ყურის ქვეყნებიც კი, რომლებსაც აქვთ მაღალი ხარისხის საჰაერო თავდაცვის სისტემები და მსგავსი სისტემების დიდი რაოდენობა - ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ყველა ბალისტიკური რაკეტის ჩაჭრას. რეგიონში ზოგიერთმა "შაჰედის" ტიპის დრონმაც გაარღვია საჰაერო თავდაცვა. ყველას ხედავს, რომ ჩვენი თავდაცვის გამოცდილება, მრავალი თვალსაზრისით, შეუცვლელია. ჩვენ მზად ვართ, გავუზიაროთ ეს გამოცდილება, მზად ვართ, დავეხმაროთ იმ ერებს, რომლებიც უკრაინას დაეხმარნენ ამ ზამთარში და ამ ომის განმავლობაში," - აცხადებს ზელენსკი. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა ყურადღებით აკვირდება ირანის გარშემო არსებულ სიტუაციას. „მნიშვნელოვანია, რომ ირანში ცვლილებების შესაძლებლობა გონივრულად იქნას გამოყენებული. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მკაფიო პოზიცია ადამიანებისა და სიცოცხლის მხარდასაჭერად.... მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულმა გადაწყვეტილებამ და მსოფლიოში ყველას გადაწყვეტილებამ ნამდვილად იმუშაოს,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.  

პაკისტანში, ირანის მთავრობის მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა აშშ-ის საკონსულოზე შტურმი სცადეს

პაკისტანის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ კარაჩისა და ქვეყნის ჩრდილოეთით მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის ძალადობრივი შეტაკებების შედეგად, სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 120-ზე მეტი დაშავდა, როდესაც ირანის მთავრობის მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა კვირას აშშ-ის საკონსულოზე შტურმი სცადეს. ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს. ძალადობის ფაქტები მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც, უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს. პოლიციისა და ყარაჩის საავადმყოფოს წარმომადგენლების თქმით, შეტაკებების დროს სულ მცირე 50 ადამიანი დაიჭრა და ზოგიერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.  

კაია კალასი: ახლა გზა სხვა ირანისკენ არის გახსნილი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ირანის უზენაესი მმართველის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი „ირანის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტი“ იყო. „რა მოხდება შემდეგ, გაურკვეველია. თუმცა ახლა გზა სხვა ირანისკენ არის გახსნილი, ისეთისკენ, რომლის ფორმირების თავისუფლებაც მის ხალხს შეიძლება ჰქონდეს“, - განაცხადა კალასმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე. „მე კონტაქტი ვარ პარტნიორებთან, მათ შორის რეგიონში მყოფ პირებთან, რომლებიც ირანის სამხედრო მოქმედებების სიმძიმეს განიცდიან, რათა ვიპოვო პრაქტიკული ნაბიჯები დეესკალაციისთვის,“ - წერს კალასი.  

იტალიის თავდაცვის მინისტრი დუბაიდან სამშობლოში სამხედრო თვითმფრინავით დაბრუნდა

იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გუიდო კროსეტომ განაცხადა, რომ ის იტალიაში ბრუნდება მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების საპასუხოდ ირანის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების გამო დუბაიში ჩარჩა, რადგან საჰაერო მიმოსვლა შეწყდა. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გააკრიტიკა კროსეტოს გადაწყვეტილება დუბაიში კერძო ვიზიტით გამგზავრების შესახებ და მას გადადგომისკენ მოუწოდა. კროსეტოს თქმით, დუბაიზე ირანის სარაკეტო თავდასხმა „ირანის საპასუხო სცენარებს შორის არ განიხილებოდა“, რადგან გასულ წელს ირანზე აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების დროს, არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ საპასუხო ზომები არ ყოფილა და „დუბაის აეროპორტი ღია დარჩა.“ მისი თქმით, დუბაიში ყოფნა სინამდვილეში „სასარგებლო“ იყო და მაინც ახერხებდა პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან შეხვედრებზე დასწრებას რომში ვიდეოკავშირის საშუალებით. მინისტრმა რომი პარასკევს საღამოს სამოქალაქო რეისით დატოვა - მის ოჯახი უკვე დუბაიში იმყოფებოდა დასასვენებლად. „მე მარტო ვბრუნდები, რათა თავიდან ავიცილო სხვების დამატებითი საფრთხის ქვეშ დაყენება, რადგან ყველა, ვინც ჩემთან ერთად მოგზაურობს ამჟამინდელ ვითარებაში, შეიძლება, რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. მე სამხედრო თვითმფრინავით ვბრუნდები და ჩემს ოჯახს აქ დავტოვებ,“ - დაწერა გუიდო კროსეტომ X-ზე.  

ნავთობის ფასი ირანის კონფლიქტის გამო 10%-ით გაიზარდა - Reuters

ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 10%-ით გაიზარდა და დაახლოებით 80 დოლარს მიაღწია. ამის შესახებ ნავთობით მოვაჭრე კომპანიებმა განაცხადეს. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ფასები შესაძლოა 100 დოლარამდეც კი გაიზარდოს მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ახალი ომი დაიწყო. გადაზიდვების მონაცემების თანახმად, ენერგომომარაგების შეფერხების ნიშნად, აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შემდეგ, სულ მცირე, 150 ტანკერმა, მათ შორის ნედლი ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდავმა გემებმა, ღუზა ჩაუშვეს ჰორმუზის სრუტის მიღმა, სპარსეთის ყურის ღია წყლებში, ხოლო ათობით სხვა ტანკერი საზღვრის გადაკვეთის ზოლის მეორე მხარეს იმყოფებოდა. „მიუხედავად იმისა, რომ საომარი მოქმედება თავისთავად ხელს უწყობს ნავთობის ფასებს, აქ მთავარი ფაქტორი ჰორმუზის სრუტის დახურვაა,“ - განაცხადა „დამოუკიდებელი სასაქონლო დაზვერვის სამსახურების“ (ICIS) ენერგეტიკისა და გადამუშავების დირექტორმა აჯაი პარმარმა. სავაჭრო წყაროების ცნობით, ტანკერების მფლობელების, ნავთობის მსხვილი კომპანიებისა და სავაჭრო კომპანიების უმეტესობამ შეაჩერა ნედლი ნავთობის, საწვავისა და თხევადი ბუნებრივი აირის გადაზიდვები ჰორმუზის სრუტის გავლით, მას შემდეგ, რაც თეირანმა სრუტე ოფიციალურად გადაკეტა და გემები გააფრთხილა ამ საზღვაო გზით გადაადგილების შესახებ. გლობალური ნავთობის 20%-ზე მეტი გადაადგილდება ჰორმუზის ვიწყო სრუტის გავლით, რომელზე კონტროლიც ირანს აქვს. გემები მისი გავლისას ირანის და ომანის ტერიტორიულ წყლებში შედიან, თუმცა ისინი „სატრანზიტო გავლის“ უფლებით სარგებლობენ.  

ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დროს სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა

კვირას აშშ-ის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დროს სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ხუთი მძიმედ დაიჭრა - ეს აშშ-ის მხრიდან გამოცხადებული პირველი მსხვერპლია. „კიდევ რამდენიმემ ნამსხვრევებით მიიღო მსუბუქი დაზიანებები, ტვინის შერყევა და ამჟამად სამსახურში დაბრუნების პროცესშია. გრძელდება ძირითადი საბრძოლო ოპერაციები და ჩვენი რეაგირების ძალისხმევაც. ვითარება არასტაბილურია, ამიტომ, ოჯახების პატივისცემის გამო დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დაღუპული მეომრების ვინაობას უახლოესი ნათესავების ინფორმირებიდან 24 საათის განმავლობაში არ გავავრცელებთ,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ მასშტაბური დაბომბვები დაიწყეს. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ შაბათს, ოპერაციის დაწყებიდან მოყოლებული, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის 1000-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში. აშშ-ის საჰაერო და საზღვაო ძალები, ისრაელის ძალებთან ერთად, ინტენსიურად ბომბავენ ირანს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიზანი ქვეყნის სამხედრო პოტენციალის განადგურებაა. საპასუხოდ, ირანმა რაკეტები ისროლა ისრაელში მდებარე სამიზნეებსა და რეგიონში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე.  

ფაშინიანმა და ალიევმა ირანის პრეზიდენტს მიუსამძიმრეს და ხაზი გაუსვეს ხამენეის როლს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანელ კოლეგას, მასუდ ფეზეშქიანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. „ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ღრმად დამწუხრებული ვართ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის აიათოლა სეიდ ალი ხამენეის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ამ მძიმე დანაკარგთან დაკავშირებით, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას თქვენ, გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობარი ირანელი ხალხის მიმართ და მოთმინებასა და გამძლეობას გისურვებთ. აიათოლა სეიდ ალი ხამენეი მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ირანის სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრებაში, განსაკუთრებული ადგილი ეკავა თავისი ქვეყნის პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაში. მისი სიკვდილი დიდი დანაკარგია ირანისთვის. ამ რთულ დღეს მეგობარ და მოძმე ირანელ ხალხს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ,“ – აღნიშნულია ალიევის წერილში. განახლება: დღეს, 2 მარტს სომხური მედია ფაშინიანის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით წერს, რომ ფაშინიანმა ფეზეშქიანს მიუსამძიმრა ირანის ხელისუფლებასა და მოქალაქეებში მსხვერპლის გამო და ხაზი გაუსვა, რომ ყოველთვის ემსახსოვრებათ უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის პირადი როლი სომხეთ-ირანის ურთიერთობების განვითარებაში. სომხეთის პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ახლო აღმოსავლეთში მალე დაისადგურებს მშვიდობა და სტაბილურობა.  

დიდმა ბრიტანეთმა კატარისკენ გაშვებული ირანული დრონი ჩამოაგდო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, სამეფო საჰაერო ძალების (RAF) თვითმფრინავმა წარმატებით გაანადგურა კატარის ტერიტორიისკენ მიმავალი ირანული დრონი. „Typhoon-ის თვითმფრინავი თავდაცვით საჰაერო პატრულირებას ახორციელებდა და AAM ტიპის რაკეტა გამოიყენა დრონის ჩამოსაგდებად, რითაც უზრუნველყო კატარის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება და ბრიტანეთის ინტერესები რეგიონში“, - ნათქვამია განცხადებაში. დიდი ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავები კვიპროსსა და კატარს ირანის რაკეტებისა და დრონებისგან იცავენ.  

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირანის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირანის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად 58 ადამიანი დაშავდა. სამინისტროს განცხადების თანახმად, აქამდე ირანმა 167 რაკეტა და 541 დრონი გაუშვა და ამ დრონებიდან 35 ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდა, რამაც მსხვერპლი და მატერიალური ზარალი გამოიწვია. სამინისტრო აცხადებს, რომ უწყება კვლავ მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაშია და ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვის მზადაა.  

დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ს უფლება მისცა, გამოიყენოს სამხედრო ბაზები „თავდაცვითი ზომებისთვის“

დიდი ბრიტანეთი აშშ-ს, „თავდაცვითი მიზნებისთვის“, სამხედრო ბაზების გამოყენების უფლებას მისცემს.  „აშშ-მ მოითხოვა ნებართვა ბრიტანული ბაზების გამოყენების შესახებ ამ კონკრეტული და შეზღუდული თავდაცვითი მიზნებისთვის,“ - ამბობს სტარმერი წინასწარ ჩაწერილ ვიდეოში. „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაკმაყოფილოთ ეს მოთხოვნა, რათა თავიდან ავიცილოთ ირანის მიერ რეგიონში რაკეტების გაშვება, რაც უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას კლავს, ბრიტანელების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს და იმ ქვეყნებს დაარტყამს, რომლებიც არ არიან ჩართულნი,“ - ამბობს სტარმერი. ის ადასტურებს, რომ დიდი ბრიტანეთი ჯერ კიდევ არ არის ჩართული ირანზე მიმდინარე აშშ-ისრაელის თავდასხმებში. თუმცა, სტარმერი აშშ-ს მიერ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზების გამოყენების ნებართვაზე საუბრობს.  

საფრანგეთმა გადაწყვიტა, თავისი ავიამზიდი ბალტიის ზღვიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გადაიყვანოს

საფრანგეთმა გადაწყვიტა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გადაეყვანა თავისი ავიამზიდი „შარლ დე გოლი“ და მისი საზღვაო დამრტყმელი ჯგუფი, რითაც შეწყვიტა მათი მისია ბალტიის ზღვაში, რეგიონული დაძაბულობის ზრდის ფონზე, იტყობინება კვირას ფრანგული მაუწყებელი BFMTV. ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია უსაფრთხოების მდგომარეობის შესაფასებლად. , საბჭოსადმი მიმართვისას მაკრონმა განაცხადა, რომ „არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (UAE), აბუ-დაბის პორტზე დრონის თავდასხმის შედეგად, დაზარალდა ბაზის ანგარი, რომელიც ემირატების ბაზის მიმდებარედ მდებარეობს.“ არაბთა გაერთიანებული საემიროები „ყველაზე მეტად დაზარალებულია,“ განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ კატარიც მაღალი რისკის ქვეშ იყო, ხოლო „რეგიონის ყველა სხვა ქვეყანა დაზარალდა.“ მაკრონმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარასკევ დილიდან ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის დარტყმებმა „უპრეცედენტო რეგიონული ესკალაცია“ გამოიწვია. მან დასძინა, რომ ირანის საპასუხო შეტევა რაკეტებითა და დრონებით „სრულიად არაპროპორციულად და განურჩევლად განხორციელდა, როგორც სამხედრო ობიექტებზე, ასევე, „მრავალ სამოქალაქო სამიზნეზე.“  კვირას, არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორმა ირანულმა დრონმა აბუ დაბიში, ალ-სალამის საზღვაო ბაზაზე მდებარე საწყობი დაბომბა, რამაც გამოიწვია ხანძარი ორ კონტეინერში, სადაც სხვადასხვა მასალა ინახებოდა. გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთმა, განაცხადეს, რომ მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ირანის წინააღმდეგ „თავდაცვითი ზომები“ მიიღონ და დაიცვან საკუთარი და სპარსეთის ყურეში მოკავშირეების ინტერესები. სამი ქვეყნის ლიდერები, კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერი და პრემიერი ემანუელ მაკრონი „შეძრწუნებულნი არიან ირანის მიერ რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული განურჩეველი და არაპროპორციული სარაკეტო თავდასხმებით, მათ შორის, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი აშშ-სა და ისრაელის საწყის სამხედრო ოპერაციებში,“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაბიჯები პოტენციურად შეიძლება მოიცავდეს ირანის რაკეტებისა და დრონების განადგურების მიზნით აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ზომების მიღებას. „ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს ჩვენი და რეგიონში ჩვენი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად, პოტენციურად აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ქმედებების განხორციელების გზით", - ნათქვამია ლიდერების განცხადებაში.  

საქართველოს მთავრობა უსამძიმრებს ირანს, ისრაელს და სოლიდარობას უცხადებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს

საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა „სამძიმარს უცხადებს ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის, უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ასევე, სამძიმარს უცხადებს მეგობარ ებრაელ ხალხს.“ „სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის, უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო. საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს. საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად,“ - ნათქვამია განცხადებაში. მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "ყურადღებით” და “ღრმა შეშფოთებით” ადევნებს თვალს ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას. უწყების მიერ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ხაზი ჰქონდა გასმული "დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად." მოგვიანებით, ირაკლი კობახიძე ტელეფონით ესაუბრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, ამის შესახებ კობახიძემ Faceboook გვერდზე დაწერა. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს კობახიძემ "დაუდასტურა საქართველოს ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან" და გამოხატა "გულწრფელი სოლიდარობა" და იმედი გამოთქვა, "რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება." "ასევე აღვნიშნე, რომ ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას და კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან,” - დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელში. 28 თებერვლიდან, აშშ-ის და ისრაელის იერიშის საპასუხოდ, ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში. The New York Times-ის ცნობით,  ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ. ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე. რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის, ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან." დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. საამიროების თავდაცვის სამინისტრომ პირველ მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო. ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ. სააგენტოების, Reuters-ის და France Presse-ის ცნობით, დღეს, 2 მარტს დუბაისა და დოჰაში ისევ აფეთქებები იყო.  

სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ირანის თავდასხმები დაგმეს და განაცხადეს, რომ თავდაცვის უფლება აქვთ

სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭომ რიგგარეშე შეხვედრა გამართა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის მიერ წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმები განიხილეს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ბლოკმა დაგმო ირანის მიერ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებზე განხორციელებული „აშკარა და გაუმართლებელი თავდასხმები“ და ხაზი გაუსვა წევრი სახელმწიფოების უფლებას, „მიიღონ ყველა საჭირო ზომა“ მათი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასაცავად. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს რამდენიმე სახელმწიფოში აშშ-ის სამხედრო ობიექტებია განლაგებული, რაც მათ აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის ეპიცენტრში აყენებს. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო რეგიონული პოლიტიკურ-ეკონომიკური ბლოკია, რომელიც აერთიანებს საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კატარს, ქუვეითს, ბაჰრეინს და ომანს. ალიანსი მჭიდროდ კოორდინაციას უწევს უსაფრთხოების, თავდაცვისა და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებს და ხშირად იწვევს საგანგებო შეხვედრებს რეგიონული არასტაბილურობის პერიოდებში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირე ქვეყნებმა სპარსეთის ყურეში, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. აშშ, ბაჰრეინი, ქუვეიტი, კატარი, იორდანია, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები გმობენ ირანის „განურჩეველ და უგუნურ“ სარაკეტო შეტევებს და დრონებით თავდასხმებს რეგიონის ქვეყნების სუვერენულ ტერიტორიებზე, მათ შორის, ბაჰრეინში, ერაყში, იორდანიაში, ქუვეიტში, ომანში, კატარში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. აშშ, ბაჰრეინი, ქუვეიტი, კატარი, იორდანია, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები აცხადებენ, რომ ირანის ქმედებები წარმოადგენს სახიფათო ესკალაციას, რომელიც არღვევს არაერთი სახელმწიფოს სუვერენიტეტს დ ემუქრება რეგიონულ სტაბილურობას. თავდასხმები სამოქალაქო მოსახლეობაზე იმ ქვეყნების, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ, შეფასებულია უგუნურ და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებად. აშშ და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ ერთიანი არიან მოქალაქეების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დაცვაში და ადასტურებენ, რომ თავდაცვის უფლება აქვთ. 28 თებერვლიდან, აშშ-ის და ისრაელის იერიშის საპასუხოდ, ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში. The New York Times-ის ცნობით,  ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ. ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე. რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის, ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან." დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. საამიროების თავდაცვის სამინისტრომ პირველ მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო. ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ. სააგენტოების, Reuters-ის და France Presse-ის ცნობით, დღეს, 2 მარტს დუბაისა და დოჰაში ისევ აფეთქებები იყო.  

საფრანგეთი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ყოფნას გააძლიერებს

საფრანგეთი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ყოფნას გააძლიერებს მას შემდეგ, რაც ირანმა რეგიონში მდებარე ფრანგულ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე კონტრშეტევა განახორციელა. შესაბამის ინფორმაციას Politico ავრცელებს. „საფრანგეთი გააძლიერებს თავის [სამხედრო] პოზიციას და თავდაცვით მხარდაჭერას, რათა დადგეს მათ გვერდით, ვისთანაც გვაქვს თავდაცვის ხელშეკრულებები და შევძლოთ ჩვენი პოზიციის ადაპტირება ბოლო რამდენიმე საათის მოვლენებთან,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. Politico წერს, რომ პარიზმა შაბათს განაცხადა, რომ არ იყო ინფორმირებული ირანზე ამერიკისა და ისრაელის თავდასხმების შესახებ და არც ჩართული იყო მასში. მაკრონმა თავდაპირველად მხარეებს დიპლომატიის აღდგენისკენ მოუწოდა, თუმცა მისი ტონი შეიცვალა მას შემდეგ, რაც კვირას ორმა ირანულმა დრონმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ფრანგულ სამხედრო-საზღვაო ბაზას დაარტყა. გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთმა, განაცხადეს, რომ მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ირანის წინააღმდეგ „თავდაცვითი ზომები“ მიიღონ და დაიცვან საკუთარი და სპარსეთის ყურეში მოკავშირეების ინტერესები. სამი ქვეყნის ლიდერები, კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერი და პრემიერი ემანუელ მაკრონი „შეძრწუნებულნი არიან ირანის მიერ რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული განურჩეველი და არაპროპორციული სარაკეტო თავდასხმებით, მათ შორის, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი აშშ-სა და ისრაელის საწყის სამხედრო ოპერაციებში,“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაბიჯები პოტენციურად შეიძლება მოიცავდეს ირანის რაკეტებისა და დრონების განადგურების მიზნით აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ზომების მიღებას. „ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს ჩვენი და რეგიონში ჩვენი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად, პოტენციურად აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ქმედებების განხორციელების გზით", - ნათქვამია ლიდერების განცხადებაში. საფრანგეთმა გადაწყვიტა, თავისი ავიამზიდი ბალტიის ზღვიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გადაიყვანოს  

ქუვეითში რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - ქუვეითის თავდაცვის სამინისტრო

ქუვეითის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დღეს დილით რამდენიმე ამერიკული ავიამოიერიშე ჩამოვარდა. მინისტრის ინფორმაციით, ეკიპაჟი უვნებლად გადარჩა, მოხდა მათი ევაკუაცია და ჰოსპიტალში გადაყვანა. მინისტრის ინფორმაციით, ეკიპაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თავდაცვის მინისტრის თქმით, ის კოორდინაციაშია თავის ამერიკელ მოკავშირეებთან შემთხვევის გარემოებებთან დაკავშირებით და აგრძელებს გამოძიებას აღნიშნულთან დაკავშირებით. თავდაცვის სამინისტროს არ დაუსახელებია არც ამერიკული თვითმფრინავების რიცხვი და არც მათი ჩამოვარდნის მიზეზი. ამერიკულ სარდლობას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ქუვეითი ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ირანის ძალების ერთ-ერთ სამიზნედ იქცა. 28 თებერვლიდან, აშშ-ის და ისრაელის იერიშის საპასუხოდ, ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში. The New York Times-ის ცნობით,  ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ. ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე. რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის, ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან." დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. საამიროების თავდაცვის სამინისტრომ პირველ მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო. ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ. სააგენტოების, Reuters-ის და France Presse-ის ცნობით, დღეს, 2 მარტს დუბაისა და დოჰაში ისევ აფეთქებები იყო.

კვიპროსზე, ბრიტანულ ბაზას ირანულმა დრონმა დაარტყა

კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდესმა განაცხადა, რომ კვირას ირანული დრონი კვიპროსში ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზას მოხვდა. მსხვერპლი არ არის, მიყენებული ზიანი მინიმალურია. ბრიტანეთმა უსაფრთხოება გაზარდა. „გარდიანი“ წერს, რომ კვიპროსში, დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების აკროტირის ბაზას ცალმხრივი თავდასხმის დრონი დაესხა თავს, რამაც ბაზის ნაწილობრივი ევაკუაცია გამოიწვია. ევროკავშირის ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც ორშაბათს და სამშაბათს კვიპროსში უნდა გამართულიყო, გადაიდო მას შემდეგ, რაც დრონმა ღამით ბრიტანეთის იქ განლაგებულ საჰაერო ბაზას დაარტყა. „ჩვენ გვქონდა ერთი, იზოლირებული ინციდენტი, როდესაც კვიპროსში, აკროტირიში, ბრიტანული ბაზა უპილოტო საფრენი აპარატის სამიზნე გახდა. მოვლენების მოულოდნელი განვითარების გათვალისწინებით, რომელმაც სამწუხაროდ, გავლენა მოახდინა კვიპროსში დღევანდელ ფრენებზე, კვიპროსის თავმჯდომარეობამ გადაწყვიტა, ზოგადი საქმეთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრა გადადოს,“ - განაცხადა კვიპროსის თავმჯდომარეობის პრესსპიკერმა. უპილოტო საფრენი აპარატის ზუსტი წარმომავლობა ზუსტდება. „უპილოტო საფრენი აპარატის ზუსტი წარმომავლობა ამჟამად დაზუსტების პროცესშია, თუმცა დადასტურდა, რომ რესპუბლიკა თავდასხმის სამიზნე არ ყოფილა,“ - აღნიშნა პრესსპიკერმა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 მარტს განაცხადა, რომ მისი ძალები კვიპროსის ბაზაზე სავარაუდო დრონით თავდასხმაზე რეაგირებას ახდენენ. უწყების ინფორმაციით, დარტყმა სამეფო საჰაერო ძალების აკროტირის ბაზაზე შუაღამისას განხორციელდა.   კვიპროსში, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, განლაგებულია გაერთიანებული სამეფოს ორი საჰაერო ბაზა, რომლებიც ბრიტანეთის სუვერენულ ტერიტორიად ითვლება. კვიპროსი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. სამეფო საჰაერო ძალების აკროტირის ბაზა ქალაქ ლიმასოლთან ახლოს მდებარეობს. ლონდონმა ცოტა ხნის წინ ამ ბაზაზე თავდაცვითი ზომების სახით დამატებითი საშუალებები განათავსა, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადარები და F-35 ტიპის თვითმფრინავები. BBC-ს ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რეგიონში მყოფი ჯარების დაცვა უმაღლეს დონეზეა. მანამდე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთის ჯარები და სამოქალაქო მოსახლეობა ახლო აღმოსავლეთში არიან ირანის მხრიდან განურჩეველი შეტევების რისკის ქვეშ.  გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პირველ მარტს, ბრიტანელებს მიმართა და განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არ მონაწილეობს ირანის საწინააღმდეგო ოპერაციაში, რადგან რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის საუკეთესო გზად მიიჩნევს მოლაპარაკებებს, რომელთა შედეგად ირანმა უარი უნდა თქვას ბირთვული იარაღის შემუშავებაზე. მაგრამ, სტარმერის თანახმად, ირანი დიდ საფრთხეს უქმნის ბრიტანელებსაც და ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეების ინტერესებს და ამ საფრთხის აღსაკვეთად საჭიროა ირანის რაკეტების განადგურება. სტარმერის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ითხოვა ბრიტანული სამხედრო ბაზების გამოყენება და ლონდონმა ეს თხოვნა დააკმაყოფილა, რათა ირანს ხელი შეუშალოს მთელ რეგიონზე სარაკეტო შეტევებსა და უდანაშაულო ადამიანების დახოცვაში. სტარმერის განცხადებითვე, მიიწვევენ უკრაინელ ექსპერტებსაც, რომლებიც ბრიტანელებთან ერთად სპარსეთის ყურეში პარტნიორებს დაეხმარებიან ირანული დრონების ჩამოგდებაში. ტრამპი ირანში მიმდინარე ოპერაციაზე: "ტერორისტულ რეჟიმს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი”  

საუდის არაბეთის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონების სამიზნე გახდა

ორშაბათს, საუდის არაბეთმა ორი დრონი შეაკავა, რომლის სამიზნეც ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე რას-ტანურას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა, განუცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ტურკი ალ-მალიკიმ, „ალ არაბიას.“ ალ-მალიკიმ განაცხადა, რომ „ჩაჭრილი“ დრონების ნამსხვრევებმა „შეზღუდული“ ხანძარი გამოიწვია. რას-ტანურა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი და ექსპორტის ობიექტია. Ras Tanura-ს გარდა, რამდენიმე სხვა სტრატეგიული ობიექტი ახლო აღმოსავლეთში დროებით დაიხურა. ზოგიერთი ობიექტი უსაფრთხოების მიზნით დახურეს. კერძოდ, Reuters-ის წყაროს ცნობით, საუდის არაბეთის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ერაყის ქურთისტანის და ისრაელის ნავთობისა და გაზის საბადოები დაიხურა. შაბათიდან მოყოლებული, ირანზე ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმების საპასუხოდ, ირანი ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, მათ შორის, საუდის არაბეთზე, „განურჩევლად ახორციელებს“ დრონების და სარაკეტო თავდასხმებს. სამეფომ დაგმო თავდასხმები მის ტერიტორიაზე და მეზობელ სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იტოვებს თავდაცვისა და შესაძლოა, შურისძიების უფლებას. სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ირანის თავდასხმები დაგმეს და განაცხადეს, რომ თავდაცვის უფლება აქვთ  

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ქუვეითმა სამი ამერიკული ავიამოიერიშე შეცდომით ჩამოაგდო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ქუვეითმა F-15E ტიპის სამი ამერიკული ავიამოიერიშე შეცდომით ჩამოაგდო. „სამი ამერიკული F-15E Strike Eagles, რომლებიც ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ მხარდასაჭერად დაფრინავდნენ, ქუვეითის თავზე ჩამოვარდა, სავარაუდოდ, მეგობრული ცეცხლისგან გამოწვეული ინციდენტის გამო. აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს, რომელიც მოიცავდა თავდასხმებს ირანული თვითმფრინავები, ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით, აშშ-ის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები შეცდომით ჩამოაგდეს ქუვეითის საჰაერო თავდაცვის ძალებმა,“ - ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ეკიპაჟის ექვსივე წევრი კატაპულტირდა და სტაბილურ მდგომარეობაში არიან. „ქუვეითმა აღიარა ეს ინციდენტი და მადლიერები ვართ ქუვეითის თავდაცვის ძალების ძალისხმევისთვის და მათი მხარდაჭერისთვის ამ მიმდინარე ოპერაციაში,“ - განაცხადა ცენტრალურმა სარდლობამ. ქუვეითში რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - ქუვეითის თავდაცვის სამინისტრო  

არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველა მთავარ აეროპორტში რეისები შეჩერებულია

არაბთა გაერთიანებული საამიროების მასშტაბით ფრენები შეჩერებულია. სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა ორგანომ (GCAA) განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ეროვნულ და საერთაშორისო ორგანოებთან სრული კოორდინაციით, უსაფრთხოებისა და ოპერატიული რისკების საფუძვლიან შეფასებას მოჰყვა. მარეგულირებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მგზავრების, ბორტგამტარების უსაფრთხოება და არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო სივრცის დაცვა მთავარ პრიორიტეტად რჩება. GCAA-მ განმარტა, რომ ის მჭიდროდ კოორდინაციას უწევს აეროპორტებისა და ავიაკომპანიების გრაფიკის სინქრონიზაციას, საგანგებო გეგმების გააქტიურებისა და ნორმალურ ოპერაციებში სწრაფი დაბრუნების უზრუნველსაყოფად. მგზავრებს მოუწოდებენ, თვალყური ადევნონ ოფიციალურ განახლებებს დამტკიცებული არხებით და დაუკავშირდნენ შესაბამის ავიაკომპანიებს უახლესი ინფორმაციის მისაღებად. ცნობისთვგის, აბუ-დაბის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ზაიედის საერთაშორისო აეროპორტს (AUH) დამიზნებული დრონი ჩაჭრეს, რის შედეგადაც „ნამსხვრევები ჩამოვარდა“, ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (DXB) — მსოფლიოში მგზავრთნაკადით ყველაზე დაკავებული აეროპორტი — დაზიანდა „შემთხვევის“ შედეგად, რომლის დროსაც ოთხი თანამშრომელი დაშავდა, აცხადებენ ხელისუფლებაში, თუმცა დამატებითი დეტალებს არ ასაჯაროებენ. ბაჰრეინში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აეროპორტი დრონის მიერ მიზანში ამოღების შემდეგ დაზიანდა. 28 თებერვლიდან, აშშ-ის და ისრაელის იერიშის საპასუხოდ, ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში. The New York Times-ის ცნობით,  ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ. ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე. რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის, ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან." დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. საამიროების თავდაცვის სამინისტრომ პირველ მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო. ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ. სააგენტოების, Reuters-ის და France Presse-ის ცნობით, დღეს, 2 მარტს დუბაისა და დოჰაში ისევ აფეთქებები იყო.  

ტრამპი ირანში აშშ-ის ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ დარტყმების დიდი ტალღა ჯერ კიდევ წინ არის. აშშ-ის პრეზიდეენტმა მედიას განუცხადა, რომ ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს, „თუ ეს საჭირო იქნება.“ თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ასევე მიანიშნა ორშაბათს, რომ ირანში ჯარების განლაგება არ არის გამორიცხული. როდესაც ჰეგსეთს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, უკვე იმყოფებოდნენ თუ არა სამხედროები ადგილზე, მან განაცხადა: „არა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ იმის განსაზღვრას, თუ რას გავაკეთებთ ან არ გავაკეთებთ.“  „ჩვენ იმდენად შორს წავალთ, რამდენადაც საჭირო იქნება,“ - აღნიშნა ჰეგსეთმა. რაც შეეხება შეკითხვას, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ოპერაცია, ჰეგსეთმა უპასუხა: „ოთხი კვირა, ორი კვირა, ექვსი კვირა, შეიძლება, გაიზარდოს. შეიძლება- პირიქით.  28 თებერვლიდან, აშშ-ის და ისრაელის იერიშის საპასუხოდ, ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში. The New York Times-ის ცნობით,  ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ. ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე. რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის, ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან." დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. საამიროების თავდაცვის სამინისტრომ პირველ მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო. ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ. სააგენტოების, Reuters-ის და France Presse-ის ცნობით, დღეს, 2 მარტს დუბაისა და დოჰაში ისევ აფეთქებები იყო.