ძებნის რეზულტატი:

25 მარტს ჯო ბაიდენი პირველ ოფიციალურ პრესკონფერენციას გამართავს

პირველ ოფიციალურ პრესკონფერენციას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 მარტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. განცხადება თეთრმა სახლმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპონენტების და მხარდამჭერების მხრიდან, მედიაში გახშირდა კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჟურნალისტებთან შეხვედრებს არასაკმარისად მართავს. როგორც CNN-ი წერს, თეთრი სახლი იცავდა ბაიდენს და აცხადებდა, რომ პრეზიდენტის ყურადღება გამახვილებული იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების საკამრისი დოზის მომარაგებაზე და 1.9 ტრილიონი დოლარის "დახმარების პაკეტზე".

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან 7 წელი გავიდა

დღეს შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიები - ყირიმი და სევასტოპოლი რუსეთის ფედერაციის ნაწილად გამოაცხადა. 2014 წლის 18 მარტს ვლადიმირ პუტინმა "ყირიმის რესპუბლიკის აღიარებასთან დაკავშირებით" ბრძანებას მოაწერა ხელი, შედეგად, ანექსირებული ყირიმი სევასტოპოლთან ერთად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დე ფაქტოდ შევიდა. მანამდე, 16 მარტს, პრო-რუსი სეპარატისტების ორგანიზებით ჩატარდა რეფერენდუმი, რომელიც ორ კითხვას ითვალისწინებდა - „უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის შეერთებას რუსეთთან, რუსეთის ფედერაციის სუბიექტად? უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას და ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს?“. ხმის მიმცემთა დაახლოებით 96%-მა ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმი და, შესაბამისად, მისი შედეგები ლეგიტიმურად არ ცნო გაერომ, ევროკავშირმა და საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, საქართველომ; ანექსირებულ ყირიმში ამ თარიღს კონცერტით აღნიშნავენ.

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირის წარმომადგენლების შეფასებით, არჩევნები არის თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტულ პირობებში ჩატარებული

ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და სიტუაციის შესახებ; ასევე, ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასებები არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც მათი შეფასებით არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტულ პირობებში ჩატარებული, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აქედან გამომდინარე, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის არავითარი საფუძველი არ არსებობს. „შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გამოსავლის მოძებნა, იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას და გავაგრძელოთ ისეთ დიდ გამოწვევებზე კონცენტრირება, ფოკუსირება, როგორიც არის კოვიდ-პანდემია, ეკონომიკური პრობლემები ქვეყანაში, უმუშევრობა, ოკუპაცია და ა.შ. მით უმეტეს, რეგიონში გართულებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი მიიღებს გონივრულ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს ამ დღეების განმავლობაში. ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას იმისთვის, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ში გამართულ შეხვედრებზე: კიდევ ერთხელ მოხდა შეჯამება იმ პროგრესისა, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში  მივაღწიეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში NATO-ში გამართული შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ მოხდა შეჯამება იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით მიაღწია. მთავრობის მეთაურმა, რეფორმების განხორციელების პროცესში ჩართულ საჯარო მოხელეებს მადლობა გადაუხადა. „ჩვენ NATO-ში გვქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი. კიდევ ერთხელ მოხდა შეჯამება იმ პროგრესისა, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ყველამ ერთად მივაღწიეთ თავდაცვის, უსაფრთხოების მიმართულებით. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი გააქტიურდა

ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი გააქტიურდა. ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ვაშლიჯვრის/ნუცუბიძის გზა უკვე ორმხრივად გადაკეტეს. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშული წლების განამვალობაში მიდებარე სამუშაოებმა, ბუნებრივმა ფაქტორებმა გამოიწვია. "მერიის სამსახურებთან ერთად ჩართულები არიან დარგის სპეციალისტები, შესაბამისი უწყებები. მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება შეზღუდეს უსაფრთხოების მიზნით. მონიტორინგი ხორციელდება. კვლევა-პროექტირება უკვე მიმდინარეობს. პირევლადი მონაცმეების მიღების შემდეგ მოხდება სამუშაოების დაწყება. მედიას ვთხოვ, ნუ შექმნიან ისეთ ფონს, თითქოს ისეთი რამ ხდება, რის დამალვასაც მერია ცდილობს. რამდენიმე დღის გაკეთა მეიამ ამ ტემაზე. რამდენიმე დღის წინ, მეწყერის შესახებ პირველი ინფორაცია მოსახლეობას ჩვენ მივაწოდეთ. ეს ერთი ფაქტის გამო არ მომხდარა. წლების განამვალობაში მიდებარე სამუშაოებმა, ბუნებრივმა ფაქტორებმა, გეოლოგიურმა პორცესება გამოიწვია. რადგან მეწყრეული პროცესის გამომწვევი მიზეზი ჯერ ცნობილი, არაა კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა არ დგას. ეს გზა არის დედაქალაის ერთ-ერთი მთავარი კვანძი და პირველი ამოცანაა ამ გზის უსაფრთხოდ გახსნა", - თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

დავით ზალკანიანი: ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია მრავალპარტიული ფუნქციონალური პარლამენტი

"ჩვენ ვიხილეთ, რომ ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია მრავალპარტიული ფუნქციონალური პარლამენტი, სადაც უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტია, რომელმაც მიიღო მანდატი", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზალკანიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან ინტენსიური შეხვედრები ევროპარლამენტში და ყველამ ერთად ვიხილეთ მათი მკაფიო მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და არჩევნებს აქვს მაღალი საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ამასთანავე, ყველა მეგობარი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, შევიდნენ პარლამენტში „ევროკავშირში ჩვენი ვიზიტის შეჯამებისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის შეფასებები, რომლებიც მოვისმინეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიხილეთ, რომ ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია მრავალპარტიული ფუნქციონალური პარლამენტი, სადაც უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტია, რომელმაც მიიღო მანდატი. ეს იყო მკაფიო გზავნილი არა მხოლოდ ევროკავშირის კომისიის მხრიდან, არამედ ევროპარლამენტის მხრიდან. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან ინტენსიური შეხვედრები ევროპარლამენტში და ყველამ ერთად ვიხილეთ მათი მკაფიო მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და არჩევნებს აქვს მაღალი საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ყველა ჩვენი მეგობარი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, შევიდნენ პარლამენტში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანი: სულ ასოცირების საბჭოს 6 შეხვედრა ჩატარდა და ის დეკლარაცია, რომელიც მიღებული იყო შეხვედრის შედეგად, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია

"სულ ასოცირების საბჭოს 6 შეხვედრა ჩატარდა და ის დეკლარაცია, რომელიც მიღებული იყო შეხვედრის შედეგად, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ასოცირების საბჭოს შეხვედრა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო. როგორც ზალკანიანმა აღნშნა, ერთობლივ დეკლარაციაში საუბარია საქართველოს ევროპულ მისწრაფებასა და ევროპულ არჩევანზე. მინისტრის თქმით, ეს არის სწორედ ის განზომილება, ის მიმართულება, რომელიც ძალიან წაგვადგება და დაგვეხმარება ჩვენი მიზნის განხორციელებაში, რომ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. დავით ზალკალიანის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც დეკლარაციაში აისახა, ისაა, რომ ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ როლს, როგორც დამაკავშირებელს ევროკავშირსა და რეგიონს შორის. „სულ ჩატარდა ასოცირების საბჭოს 6 შეხვედრა და ის დეკლარაცია, რომელიც მიღებული იყო შეხვედრის შედეგად, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია შინაარსიდან და იმ შეფასებებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ყველა მიმართულებით უმაღლესი შეფასებები და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს თანამშრომლობის იმ დონეს, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან. მინდა, რამდენიმე ძირითად მომენტზე შევაჩერო თქვენი ყურადღება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს დეკლარაცია შინაარსის თვალსაზრისით არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მზაობას, საქართველო კიდევ უფრო აქტიურად იყოს დაკავშირებული ევროკავშირთან, მოხდეს ჩვენი ქვეყნის ფიზიკური ინტეგრაცია ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ის ფაქტი, რომ დეკლარაციაში ეს მიმართულებები არის ასახული, კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯად მიგვაჩნია, რადგანაც აქტიურად ვემზადებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, სადაც ევროკავშირს განსაზღვრული აქვს იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც პროგრესს აჩვენებენ, კიდევ უფრო მეტი ხელშესახები პროგრესი დაიდოს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სალომე ზურაბიშვილმა ვაქცინა გაიკეთა

სალომე ზურაბიშვილმა AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა. საქართველოს პრეზიდენტმა აცრა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში გაიკეთა.

სალომე ზურაბიშვილი: თუ გვინდა, იმ ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მოჰყვება ამ პანდემიას, აუციელებელია ვაქცინა გამოვიყენოთ

"თუ გვინდა, იმ ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მოჰყვება ამ პანდემიას, აუციელებელია ეს საშუალება (ვაქცინა) გამოვიყენოთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაქცინის გაკეთების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვაქცინა ურიგოდ გაიკეთა. "მე დღეს ურიგოდ გავიკეთე აცრა. რამეთუ არც პრეზიდენტს ეკუთვნის და არც იმ ჯგუფში ვარ, რომელმაც უნდა გაიკეთოს. ჯერ არის ექიმებისა და ექთნების რიგი და იმ მედპერსონალის, ვინც ეს თვეები ძალიან მძიმედ გაიარა. ნამდვილად საჭიროა ისინი აიცრან, რომ გადამდებები არ იყვნენ და დაცულები იყვნენ, რამეთუ მათზე არის ბევრი რამ დამოკიდებული. მერე დაიწყება შემდეგი გჯუფების რიგიც. თუ გვინდა რომ იმ ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მთელს მსოფლიოში მოჰყვება ამ პანდემიას, აუცილებელია ეს საშუალება (ვაქცინა) გამოვიყენოთ. რამეთუ დავიცვათ საზოგადოება, ქვეყანა და გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ გამოწვევასაც გადავლახავთ და კიდევ სხვასაც", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი ვაქცინა გაიკეთა

მაჭავარიანის ქუჩაზე და  მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესის ნაწილობრივ გააქტიურებას გერმანელი ექსპერტები შეისწავლიან

მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესის ნაწილობრივ გააქტიურებას გერმანელი ექსპერტები შეისწავლიან, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, პრობლემის მოგვარებაში, დარგის სპეციალისტებთან ერთად, ოპერატიულად ჩაერთვნენ მერიის შესაბამისი სამსახურები. „მომდევნო კვირაში გერმანელი ექსპერტები, ამ მიმართულების გეოინჟინერები ჩამოგვყავს. ისინი არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები, მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ისინი უშუალოდ იქნებიან ჩართულები ამ პროცესში. მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე, ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მოქმედებების შედეგად, სტაბილიზაციაში მყოფი მეწყრული პროცესი ნაწილობრივ გააქტიურდა. ამ ფაქტის დადგომასთან ერთად, პრობლემის მოგვარებაში მერიის შესაბამისი სამსახურები, შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად, ოპერატიულად ჩაერთვნენ. ამ საკითხის გადაჭრისთვის მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. ირაკლი ბენდელიანის თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიამ მოსახლეობას რამდენიმე დღის წინ აცნობა. მისივე განცხადებით, ექსპერტების მხრიდან უკვე გაცემულია რეკომენდაციები და ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევა-პროექტირების ეტაპი, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება. „არის რამდენიმე სახის რეკომენდაცია ექსპერტების მხრიდან. პირველ რიგში, უნდა მომხდარიყო მაჭავარიანის ქუჩის ჩაკეტვა, რაც იცით, რომ რამდენიმე დღის წინ მოსახლეობას მერიამ შეატყობინა. ასევე მათი რეკომენდაცია არის, რომ მოხდეს ამ მეწყრული პროცესების მონიტორინგი, რაც უკვე მიმდინარეობს პირველივე წუთიდან. ასევე მათი რეკომენდაცია არის, რომ მოხდეს დეტალური კვლევა-პროექტირება და ამის შემდეგომ, შესაბამისი სამუშაოების გახორციელება. ეს უკანასკნელიც უკვე მიმდინარეობს, ანუ ვართ კვლევა-პროექტირების ეტაპზე. პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება და გვექნება უკვე პირველადი მონაცემები, რასთან გვაქვს საქმე და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს“, - განცხადა ირაკლი ბენდელიანმა. თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, მაჭავარიანის და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ახალი გზის სამუშაოების დაწყებამდე გაკეთებული იყო დეტალური პროექტი, დაიდო გეოლოგების დასკვნები, განხორციელდა ექსპერტიზები და სწორედ ამის შემდეგ მოხდა ამ სამუშაოების დაწყება. მისვე თქმით, საგზაო სამუშაოებს მეწყერთან კავშირი არ აქვს. „მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს მეწყრული პროცესები მიმდინარეობს მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, ზედა ფერდობზე, ხოლო ის საგზაო სამუშაოები, რომელზეც არის საუბარი, არის მაჭავარიანის ქუჩიდან ქვედა ნაწილში“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ამ დროისთვის ერთ-ერთი პირველი ამოცანაა ყველანაირი უსაფრთხოების ნორმების დაცვით მაჭავარიანის ქუჩის გახსნა. ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი გააქტიურდა

კახა კალაძე მეწყრულ პროცესზე: გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ეს არ არის დღეს და გუშინ დაწყებული. ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესი

დედაქალაქის მერის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს გერმანელი სპეციალისტები შეისწავლიან და დაიწყება სამუშაოები, რათა გზა მალე გაიხსნას და მასზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს. კალაძის თქმით, გერმანიიდან ელოდებიან სპეციალისტებს და უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები იმისთვის, რომ გზა რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას და გადაადგილება უსაფრთხო იყოს როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. „გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ეს არ არის დღეს და გუშინ დაწყებული. ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესი. როგორც კი შევატყვეთ, რომ საფრთხე იყო, პრევენციული ღონისძიებები იქნა გატარებული, მაჭავარიანის ქუჩა გადაიკეტა ორმხრივად, მიმდინარეობს პროექტირება. ორშაბათს ველოდებით გერმანიიდან სპეციალისტებს და უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები, იმისთვის, რომ გზა რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას და უსაფრთხო იყოს გადაადგილება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, მეწყრული პროცესი კავშირში არ არის მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ მიმდინარე ახალი გზის მოწყობის სამუშაოებთან. „გზის სამუშაოებთან არ არის კავშირში. მეწყრული პროცესია მაჭავარიანის ქუჩის ზედა ფერდზე, ხოლო ახალი გზის სამუშაოები მიმდინარეობს ამ ქუჩის ქვემოთ. ერთადერთი, რა სამუშაოებიც ჩატარდა მაჭავარიანის ქუჩაზე, იყო წყლის და წყალარინების მილების შეცვლა“, - განაცხადა კახა კალაძემ. ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი გააქტიურდა. მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესის ნაწილობრივ გააქტიურებას გერმანელი ექსპერტები შეისწავლიან

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ქუჩას კი არა, ფანჩატურსაც ვეღარ ავსებენ

"ქუჩას კი არა, ფანჩატურსაც ვეღარ ავსებენ, ეს ნახევრად ხუმრობით. რეალურად ასეთია მათი პოზიციები, საზოგადოება აბსოლუტურად დაღალეს იმ რიტორიკითა და ქცევებით, რომლითაც ისინი გამოირჩევიან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ ოპოზიცია მოქმედებას კვლავ ამ მეთოდებით გააგრძელებს, მათი საქმე კიდევ უფრო მძიმედ წავა. "ქუჩას კი არა, ფანჩატურსაც ვეღარ ავსებენ. ეს ნახევრად ხუმრობით. რეალურად ასეთია მათი პოზიციები, საზოგადოება დაღალეს აბსოლუტურად იმ რიტორიკითა და ქცევებით, რომლითაც ისინი გამოირჩევიან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. საზოგადოებამ დაინახა და ყველას შეფასებით არჩევნები იყო სამართლიანი, მაგრამ მაინც არიან გაჯიქებულები და არ შედიან პარლამენტში, საზოგადოება ამას ხომ ხედავს და აფასებს და ბუნებრივია აქედანაც გამომდინარეობს ის, რომ მათი პოზიციები საზოგადოებასთან მიმართებით კიდევ უფრო შერყეულია, ვიდრე ეს თუნდაც არჩევნების წინ იყო, აქედან გამომდინარე, თუ ასე გააგრძელებენ კიდევ უფრო მძიმედ წავა მათი საქმე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პანდემიით დაზარალებულ ბიზნეს სუბიექტებს, რომელთაც სახელმწიფო ქონება აუქციონის გზით აქვთ მიღებული, ქონების გადასახადები დაუსუბსიდირდებათ

პანდემიით დაზარალებულ ბიზნეს სუბიექტებს, რომელთაც სახელმწიფო ქონება აუქციონის გზით აქვთ მიღებული, ქონების გადასახადები დაუსუბსიდირდებათ. მთავრობის მიერ ინიცირებული სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ცვლილებები უახლოეს პერიოდში წარედგინება პარლამენტს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „იმ კომპანიებიდან, რომლებმაც პრივატიზაციის გზით სხვადასხვა პირობით, აუქციონის გზით შეიძინეს სახელმწიფო ქონება, ძალიან ბევრს შეექმნა პრობლემა პანდემიის გამო. მათ ვერ შეძლეს დროულად საფასურის გადახდა, საინვესტიციო პირობების შესრულება. მათ დაუგროვდათ გადაუხდელი საიჯარო აუქციონის გზით, იჯარით აიღეს სახელმწიფო ქონების გადასახადები. დღემდე არსებობს იურიდიული პრობლემა. კომპანიებისთვის, რომლებიც ამ ქონებას იძენენ სახელმწიფოსგან პირდაპირი გადაცემის წესით, ჩვენ ვაკეთებთ შეღავათს, მაგრამ მათ, ვინც ქონებას იძენდნენ ან იღებდნენ იჯარით აუქციონის გზით, საკანონმდებლო ჩანაწერის გამო ჩვენ შეღავათს ვერ ვუწევდით. ამ ცვლილების შედეგად, ჩვენ თანაბარ პირობებში ჩავაყენებთ სახელმწიფო ქონების ყველანაირი წესით ამღებ და მყიდველ კომპანიას. ყველას მიეცემა საშუალება, თუ ისინი დაასაბუთებენ, რომ პანდემიამ დააზარალა, მთავრობამ თითოეულზე იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება, გადაუვადოს გადასახადები, აპატიოს პირგასამტეხლოები, გადაუვადოს საიჯარო ქირა. ასეთია 109 მცირე და საშუალო კომპანია. საკმაოდ დიდი ოდენობის პირგასამტეხლოები დაუგროვდათ და ეს საკმაოდ დიდი დახმარება იქნება ბიზნესისთვის ამ რთულ, პანდემიურ პირობებში“, - განაცხადა თურნავამ.

ეკატერინე ტიკარაძე: პატრიარქს ვთხოვე, ნიღბების ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მოწოდება ქადაგებებშიც იყოს

„საპატრიარქო მიესალმება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას, რაც გადაიდგმება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ ასევე ვისაუბრეთ დეტალურად ნიღბის ტარების პროცესზე. მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ, ერთობლივად მოვუწოდოთ, რამდენად დადებითი შედეგის მომტანია სოციალური დისტანცია და ნიღბის ტარება. აღვნიშნეთ ასევე ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, საქართველომ, ასევე მსოფლიომ შეძლოს და დაძლიოს ის დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღესდღეობით ვართ. საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა, ისინი არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ისინი მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებებს. ჩემი მხრიდან თხოვნა შეეხებოდა სოციალური დისტანციისა და ნიღბების ტარებას და ამის მეტად მოწოდებას სხვადასხვა ქადაგებაში და თვითონ სინოდისთვის მნიშვნელოვანი იყო ეს პოზიცია, რომელიც ჩვენი მხრიდან გაჟღერდა. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, საპატრიარქოს ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია, თუ რა საფუძვლებს ემყარება ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებები ამა თუ იმ ვაქცინის შერჩევასთან დაკავშირებით. რამდენად უსაფრთხოა ის მოსახლეობისთვის, რა ტექნოლოგიებს ემყარება ვაქცინაცია და რამდენად შეიძლება იყოს ის ერთ-ერთი გამოსავალი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი გამოსავალი რომ შევძლოთ და დავძლიოთ ეს გლობალური გამოწვევა, რასაც კოვიდპანდემია ჰქვია", - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობილია, როდის განაახლებენ მუშაობას ბავშვთა გასათობი ცენტრები და კინოთეატრები

საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. 1-ლი აპრილიდან საბავშვო-გასართობი ცენტრები და კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. "1-ლი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ ბავშვთა გასათრობ ცენტრებსა და კინოთეატრებს", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა.

ეკატერინე ტიკარაძე: საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ ჩაერთვებიან ვაქცინაციის აქტიურ პროპაგანდაში

"საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა, ისინი არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ისინი მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებებს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ ასევე ვისაუბრეთ დეტალურად ნიღბის ტარების პროცესზე. მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ, ერთობლივად მოვუწოდოთ, რამდენად დადებითი შედეგის მომტანია სოციალური დისტანცია და ნიღბის ტარება. აღვნიშნეთ ასევე ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, საქართველომ, ასევე მსოფლიომ შეძლოს და დაძლიოს ის დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღესდღეობით ვართ. საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა, ისინი არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ისინი მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებებს. ჩემი მხრიდან თხოვნა შეეხებოდა სოციალური დისტანციისა და ნიღბების ტარებას და ამის მეტად მოწოდებას სხვადასხვა ქადაგებაში და თვითონ სინოდისთვის მნიშვნელოვანი იყო ეს პოზიცია, რომელიც ჩვენი მხრიდან გაჟღერდა. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, საპატრიარქოს ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია, თუ რა საფუძვლებს ემყარება ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებები ამა თუ იმ ვაქცინის შერჩევასთან დაკავშირებით. რამდენად უსაფრთხოა ის მოსახლეობისთვის, რა ტექნოლოგიებს ემყარება ვაქცინაცია და რამდენად შეიძლება იყოს ის ერთ-ერთი გამოსავალი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი გამოსავალი რომ შევძლოთ და დავძლიოთ ეს გლობალური გამოწვევა, რასაც კოვიდპანდემია ჰქვია", - განაცხადა ტიკარაძემ.

ნათია თურნავა გადაადგილების შეზუღდვის მოხსნაზე: ეს საკითხი დღის წესრიგში დგას

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის საკითხი დღის წესრიგში დგას. როგორც თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობა აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს, თუმცა კონკრეტულად როდის მოიხსნება გადაადგილების შეზღუდვა ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. ეს არის ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი შეზღუდვებს შორის, რაც დარჩა ჩვენს ხელთ. ჩვენ გარკვეულ სიფრთხილეს ვიჩენთ. დგას დღის წესრიგში და მომავალში მივუბრუნდებით ამ საკითხს“, - განაცხადა თურნავამ. ცნობისთვის, დღეს, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. პირველი აპრილიდან საბავშვო-გასართობი ცენტრები და კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ.

თენგიზ ცერცვაძე: 1 დღეში 3,000 ადამიანი უნდა ავცრათ, რომ წლის ბოლომდე 60-65% ვაქცინირებული გვყავდეს

"რამდენიმე დღეა საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს და უკვე აიცრა 3,000-ზე მეტი ადამიანი, თუმცა ეს ძალიან ცოტაა, 3,000 ადამიანი ჩვენ 1 დღეში უნდა ავცრათ, რომ წლის ბოლომდე 60-65% ვაქცინირებული გვყავდეს", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როორც ცერცვაძემ აღნიშნა, ვაქცინა არის უსაფრთხო და ის ფაქტი, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ მისი გამოყენება დროებით შეაჩერა, არაფერს ნიშნავს, რადგან გაკეთდა სპეციალური დასკვნები გაეროს სპეციალური ექსპერტების კომისიის, ევროპის წამლის სააგენტოსა და ყველა ავტორიტეტული მარეგულირებლის მიერ, რომ ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი. „დღეისთვის სულ დარეგისტრირებულია 5,000 ექიმი, რაც ძალიან ცოტაა, ამიტომ ჩვენ მივმართავთ, მე პირადად მივმართავ, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო. ის ფაქტი, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ მისი გამოყენება დროებით შეაჩერა, დაივიწყეთ, რადგან გაკეთდა სპეციალური დასკვნები გაეროს სპეციალური ექსპერტების კომისიის, ევროპის წამლის სააგენტოს და ყველა ავტორიტეტული მარეგულირებლის მიერ, რომ ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი. არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა თრომბოემბოლიური გართულების და მით უმეტეს სიკვდილის კავშირი ვაქცინასთან. დღეს გაკეთდება ჯანმო-ს საბოლოო განცხადება, რომელსაც მერე წყალი არ გაუვა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

პაატა იმნაძე: მე უკვე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან და ეს ყველაფერი ჟურნალისტების თანდასწრებით მოხდება

"მე უკვე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან და ეს ყველაფერი მოხდება თქვენი თანდასწრებით", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც იმნაძემ აღნიშნა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ მოსახლეობის დარწმუნება ვერ ხერხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ნუ გგონიათ, რომ ეს მარტო საქართველოშია. ასეა ძალიან ბევრ ქვეყანაში. ახალი ვაქცინაა, აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი მოვლენაა და ნუ ვიჩქარებთ, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება და თავის ადგილას იქნება. მე უკვე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან და ეს ყველაფერი მოხდება თქვენი თანდასწრებით. მე პირადად ჩიპი არ მაქვს და რა ვქნა ახლა. ასე რომ, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საკოორდინაციო საბჭომ კიდევ რამდენიმე შეზღუდვა შეამსუბუქა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მსუბუქდება. რეგულაციები მოიხსნება შემდეგ შეზღუდვებზე: 1. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინო-თეატრებს. 2. 19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა რესტორნებში. 3. 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%. 4. ასევე, იმართება ძიუდოში გრანდსლემი, რომელზეც ასევე დაიშვება მაყურებელთა 30%. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველ მარტს გაიხსნა მუზეუმები და ბიბლიოთეკები, ბათუმის რესტორნებში მუშაობა შიდა სივრცეებში განახლდა (გარდა შაბათ-კვირისა), ნებადართულია კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება, ფუნქციონირება დაიწყეს საბავშვო ბაღებმა, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფსასწავლებლებში ნებადართულია კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და გამოცდების ჩაბარება. ქვეყანაში 25 თებერვლიდან აღდგა სასტუმროების მუშაობა სამთო-სათხილამურო კურორტებზე და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. ამას გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა უქმე დღეებშიც. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოიხსნება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა. ის ერთ-ერთია იმ შეზღუდვებიდან, რომელიც პირბადეების ტარებასთან და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვასთან ერთად საქართველოში გაურკვეველი ვადით იმოქმედებს. ეპიდემიოლოგები ამ შეზღუდვას მოქალაქეთა მობილობის შემცირების სურვილით ხსნიან. 8 მარტიდან გაიხსნა სამთო კურორტები და საბაგიერობი, რესტორნებს შიდა სივრცეებს სტუმრების მიღების უფლება მიეცათ, ხოლო ბაზრობებმა და სავაჭრო ცენტრებმა შაბათ-კვირას მუშაობა განაახლეს.