ძებნის რეზულტატი:
კითხვას - პუტინი მკვლელია თუ არა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა
ტელეკომპანია ABC-თვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე - ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მკვლელია, მან დადებითი პასუხი გასცა. ,,დიახ, ვფიქრობ", - განაცხადა ბაიდენმა. მისივე თქმით, აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო, ვლადიმერ პუტინს ფასის გადახდა მოუწევს. ,,ის ფასს გადაიხდის. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საერთაშორისო ლიდერებთან ურთიერთობაში მეხმარება, ჩემი გამოცდილებაა... მე უბრალოდ ვიცნობ მას", - თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: NATO-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების მთავარი პრიორიტეტია
ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების მთავარი პრიორიტეტია. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-სგენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "NATO-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების მთავარი პრიორიტეტია. თან იმდენად მნიშვნელოვანი რომ ჩვენს კონსტიტუციაშიც არის გათვალისწინებული. ჩვენი NATO-სკენ სწრაფვა ემყარება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს. რომელიც მხარს უჭერს ამ მიზანს. ესარის ფართო კონსესუსის საკითხის მსხვის პოლიტიკურ პარტიებს შორისაც. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად, ჩვენ ვართ ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო და ურთიერთავსებადი პარტნიორი. 2020 წელი აღინიშნა NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის მიღებით. ეს განახლებული შეთანხმება მას უფრო ამბიციურ დონეზე გაიყვანს და მეტად იქნება მორგებული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე. მადლობას ვუხდი ყველა მოკავშირეს ამ აქტიური მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, რომ NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი მომავალში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს. NATO-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ჩვენ ვაძლიერებთ რეფორმებს და წინ მივიწევთ ინტეგრაციის პროცესში, მიუხედავად შიდა და გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა. ეფექტურობაზე დაფუძნებული მიდგომა კვლავ რჩება NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მთავარ ასპექტად, ამიტომ საქართველოს წვლილის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს დაწინაურების დრო დადგა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება სრულად შესრულდება, რაც გამოიწვევს კონკრეტულ და ხელშესახებ ნაბიჯებს, რომელიც ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს სრულ გაწევრიანებას ისახავს მიზნად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს: მიგვაჩნია, რომ საქართველოს დაწინაურების დრო დადგა
ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში გამაღრთულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მიმართა და განუცხადა, რომ "საქართველოს დაწინაურების დრო დადგა". "NATO-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების მთავარი პრიორიტეტია. თან იმდენად მნიშვნელოვანი რომ ჩვენს კონსტიტუციაშიც არის გათვალისწინებული. ჩვენი NATO-სკენ სწრაფვა ემყარება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს. რომელიც მხარს უჭერს ამ მიზანს. ესარის ფართო კონსესუსის საკითხის მსხვის პოლიტიკურ პარტიებს შორისაც. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად, ჩვენ ვართ ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო და ურთიერთავსებადი პარტნიორი. 2020 წელი აღინიშნა NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის მიღებით. ეს განახლებული შეთანხმება მას უფრო ამბიციურ დონეზე გაიყვანს და მეტად იქნება მორგებული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე. მადლობას ვუხდი ყველა მოკავშირეს ამ აქტიური მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, რომ NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი მომავალში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს. NATO-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ჩვენ ვაძლიერებთ რეფორმებს და წინ მივიწევთ ინტეგრაციის პროცესში, მიუხედავად შიდა და გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა. ეფექტურობაზე დაფუძნებული მიდგომა კვლავ რჩება NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მთავარ ასპექტად, ამიტომ საქართველოს წვლილის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს დაწინაურების დრო დადგა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება სრულად შესრულდება, რაც გამოიწვევს კონკრეტულ და ხელშესახებ ნაბიჯებს, რომელიც ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს სრულ გაწევრიანებას ისახავს მიზნად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები
შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოს და საქართველოს პრიორიტეტია, - ამის შესახებ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენ გვაშფოთებს რუსეთის მუდმივი სამხედრო გაძლიერება რეგიონში. რუსეთი ყირიმს იყენებს შავ ზღვაზე ძალების შემდგომი განვითარებისთვის. ამიტომ, ვმუშაობთ შავ ზღვაზე, ჩვენი პატრულირების გაძლიერებაზე. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები“, - განაცხადა იენს სტოლტენბერმა.
იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს: ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ, ოპოზიციასთან იმუშაოთ
"NATO მხარს უჭერს მედიაციის პროცესს, რომელსაც ევროკავშირი ხელმძღვანელობს", - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. NATO-ს გერნერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოპოზიციასთან თანამშორმლობისკენ მოუწოდა. "NATO-ს აღელვებს ბოლოდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში და მოელის, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს მიემხრობა, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა და პოლიტიკური განსხვავებები დიალოგის გზით გადაიჭრება. NATO მხარს უჭერს მედიაციის პროცესს, რომელსაც ევროკავშირი ხელმძღვანელობს. ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ ოპოზიციასთან იმუშაოთ, რომ თანამშრომლობისთვის საერთო საფუძველი ნახოთ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ელჩებისა და ევროკომისრების თანდასწრებით. საქართველო ჩვენთვის ნამდვილად ფასეული პარტნიორია და ვაფასებთ ამ პოლიტიკურ პარტნიორობას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი: ვაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ გახდეს NATO-ს წევრი
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და ამ გადაწყვეტილებას ისინი კვლავ მხარს უჭერენ და იცავენ. ამის შესახებ სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგმა NATO-ს წევრებს საქართველოს პრაქტიკული დახმარებისკენ მოუწოდა. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და NATO-ს შორის თანამშრომლობას, ეს ჩვენთვის ნამდვილად ღირებულია. მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, გაატაროს რეფორმები. გავაგრძელებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. NATO-ს მოკავშირეები ამ მკაფიო გზავნილს უერთდებიან. ასევე მოვუწოდებ NATO-ს წევრებს პრაქტიკული დახმარება გაწიონ საქართველოს. გვჯერა, რომ საქართველო კვლავ უნდა იყოს ფოკუსირებული რეფორმებზე, იმ დროს, როდესაც საქართველო კვლავ წინ მიიწევს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. NATO-ს წევრები მხარს უჭერენ საქართვლოს ამ გზაზე. ეს ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომელიც პრემიერ-მინისტრთან განვიხილე. ჩვენ ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და ამ გადაწყვეტილებას კვლავ მხარს ვუჭერთ და ვიცავთ. ამიტომაც ვაგრძელებთ საქართვლოს ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ გახდეს NATO-ს წევრი“, – განაცხადა იენს სტოლტენბეგრმა.
შალვა ნათელაშვილმა კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. ნათელაშვილის თქმით, პარტია მონაწილეობას არ მიიღებს იმ ფორმატში, სადაც პირველ საკითხად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები არ განიხილება. „ლეიბორისტული პარტია ტოვებს მოლაპარაკების მაგიდას, სადაც პირველ საკითხად არ განიხილება ახალი არჩევნების თარიღი, პირველ საკითხად არ წყდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის ჩვენ გვერდით მოლაპარაკებების მაგიდასთან. მე დავუბრუნდები მოლაპარაკებების მაგიდასა და კონსულტაციებს, როგორც კი ეს ორი საკითხი იქნება გარკვეული და გადაწყვეტილი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სახლის აშენებას იწყებენ საძირკვლიდან და ასრულებენ სახურავით“, - განუცხადა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს". – თქვა შეხვედრიდან გამოსულმა შალვა ნათელაშვილმა. „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა გრძელდება.
ევროკომისიამ კოვიდპასპორტების გეგმა წარადგინა
ევროკომისიამ ე.წ "ციფრული მწვანე სერთიფიკატის", ანუ კოვიდპასპორტის შესახებ გეგმა წარადგინა, რაც პანდემიის პერიოდში ევროკავშირში უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, სერთიფიკატი დაადასტურებს, რომ მოქალაქემ გაიკეთ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა, ან აქვს კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან უკვე გადაიტანა კორონავირუსი და გამოჯანმრთელდა. აღნიშნულ სერთიფიკატს კი ის გამოიყენებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. გარდა ამისა, სერთიფიკატი შეიძლება გამოიყენონ ისლანდიაში, ლიხტენშტეინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში. ციფრულ მწვანე სერთიფიკატზე იქნება QR კოდი, ციფრული ხელმოწერით, რომელიც მას დაიცავს გაყალბებისგან.
მარინა კალიურანდი: თუ მედიაცია არ შედგება, ამას ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე დიდი გავლენა ექნება
"იმ შემთხვევაში თუ მედიაცია არ შედგება, ამას ექნება დიდი გავლენა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე"- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „TV პირველის“ ეთერში პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. ევროპარლამენტარმა ოპოზიციას და ხელისუფლებას მოუწობდა პრობლემის გადაჭრისკენ. მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მათ ერთად უნდა იმუშაონ. პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის გზა მხოლოდ ქართული პოლიტიკური პარტიების ლიდერების ხელშია. "იმ შემთხვევაში, თუ მედიაცია არ შედეგბა, რა თქმა უნდა, ამას ექნება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე. ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიულ რეფორმებს. ევროკავშირი ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არასდროს მიიღებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, ეს არ შეიცვლება, რა თქმა უდნა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ევროპის კორიდორში ძალიან დიდი დაძაბულობა შეიქმნება აღმოსავლეთ პარტნიორობასა და საქართველოს შორის. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პრობლემა, ჩვენ გვაქვს კოვიდის პრობლემები, ვაქცინაციის პრობლემები, ტერორიზმთან დაკავშირებული პრობლემები, მიგრაცია და სხვა ბევრი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში. საქართველომ აქტიურად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ პოლიტიკურ დღის განრიგში მოწინავე ხაზებზე იყოს. თუ საქართველოსგან არ წამოვიდა აქტიური ჩართულობა და არ წამოვიდა თავდადება, შეიძლება ევროპა დაიღალოს. არ მინდა სპეკულაციაში ჩამომართვათ, მაგრამ საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ყველამ უნდა გავიგოთ და ვეცადოთ, საქართველომ არ დაკარგოს მისი უნიკალური პოზიცია, რომელიც დღეს აქვს. მნშვნელოვანია საქართველო ევროპას მალე დაუახლოვდეს და მოვახდინოთ ევროინტეგრაცია" - განაცხადა მარინა კალიურანდიმ.
"ძალიან მძიმე და რთული შეხვედრა იყო" - ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დასრულდა
კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დასრულდა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, შეხვედრა "ძალიან მძიმე და რთული იყო". "გრძელი, ძალიან რთული და მძიმე შეხვედრა იყო. მოლაპარაკება ხვალ გაგრძელდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არანაირ შედეგებზე ლაპარაკი არ შეიძლება. „ჩვენი ამოცანა რჩება ის, რაც თქვენთვის ცნობილია - ჩვენ გვინდა მოლაპარაკება. თავისთავად ის, რომ გუშინდელი განცხადებების შემდეგ დღეს შედგა შეხვედრა და ის რომ, პრეზიდენტ მიშელის პოლიტიკური ინვესტიცია ამ პროცესში ძალიან დიდია - ეს არის კარგი, მაგრამ შინაარსი ძალიან მძიმე იყო და ხვალ გაგრძელდება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. "გირჩის" ერთ-ერთი წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ხვალ დასრულდება საკითხების განხილვა. "ხვალ იქნება უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლითაც დავასრულებთ. შეთანხმება ყველაფერზე შეთანხმებას ნიშნავს და არა რომელიმე კონკრეტულ საკითხზე, შესაბამისად, არ დაგვისრულებია და შეთანხმება არ იქნება მანამდე, ვიდრე ყველაფერს არ გავივლით. დღეს მხოლოდ საკითხების ნაწილი განვიხილეთ, ხვალ დავასრულებთ განხილვას", - განაცხადა მეგრელიშვილმა. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, მოლაპარაკების პროცესი მარტივად არ მიდის. შეთანხმება უნდა მოხდეს ხუთივე საკითხზე. მთავარი რაზეც შევთანხმდით, ეს არის პრინციპი, რომ nothing is agreed until everything is not agreed - ანუ, არაფერია შეთანხმებული, ვიდრე ყველაფერი არ არის შეთანხმებული. ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეთანხმება. დღეს გვქონდა საკმაოდ რთული სამუშაო, ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. მარტივად არ მიდის პროცესი, ხვალ ვაგრძელებთ მოლაპარაკების პროცესს. იმედი მაქვს, ამ კვირაში ხუთივე საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდებით. უნდა შევთანხმდეთ პოლიტპატიმრების საკითხზეც, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზეც, საარჩევნო რეფორმაზეც, სასამართლო რეფორმაზეც, ძალაუფლების განაწილებაზეც. ყველა ამ საკითხზე შეთანხმების დოკუმენტში უნდა იყოს კონკრეტული ტექსტი და კონკრეტული გადაწყვეტილება. ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნა ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ.
სახელმწიფო ენერგოსისტემა: ამ ეტაპზე, ელექტროენერგიის მოხმარება 70%-მდე იფარება იმპორტით. იმპორტის ავარიული შეწყვეტა გავლენას ახდენს მოხმარების ელექტრომომარაგებაზე
„ენგურჰესის“ სარებილიტაციო, ხოლო გაზსადენის „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასია“ აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის გამო, ქვეყანაში შემცირებულია ელექტროენერგიის გამომუშავება და ქვეყნის 1 800 მგვტ მოხმარება 70%-მდე იფარება იმპორტით. ასეთ რეჟიმში იმპორტის ავარიული შეწყვეტა გავლენას ახდენს მოხმარების ელექტრომომარაგებაზე, - ამის შესახებ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადებაშია ნათქვამი. "17 მარტს, 00:04 საათზე, ქვესადგურის „ახალციხე-500" მუდმივი დენის გარდამსახი სადგურის გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა თბილისის, გორის, ხაშურის, ზესტაფონის, მარნეულის, ზუგდიდის, აჭარისა და კახეთის მომხმარებლების ნაწილს. „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო, ხოლო გაზსადენის „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასია“ აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის გამო, ქვეყანაში შემცირებულია ელექტროენერგიის გამომუშავება და ქვეყნის 1800 მგვტ მოხმარება 70 %-მდე იფარება იმპორტით. ასეთ რეჟიმში იმპორტის ავარიული შეწყვეტა გავლენას ახდენს მომხმარებლის ელექტრომომარაგებაზე. დედაქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 30 წუთში, ხოლო რეგიონებს 45 წუთში აღუდგა და ამ ეტაპზე, ქვეყნის ენერგომომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება", - ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო. თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა, რის გამოც ენერგომომარაგება საქართველოს უმეტეს ნაწილს შეეზღუდა
სურსათის სააგენტომ ნახევარ ტონაზე მეტი ცხენისა და საქონლის საკვებად უვარგისი ხორცი ამოიღო
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა სამმართველომ ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარედ გაურკვეველი წარმომავლობის ცხენისა და საქონლის 500 კილოგრამზე მეტი საკვებად უვარგისი ხორცი გამოავლინა. სეს-ის ინფორმაციით, ხორცი დალუქულია და სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის ზედამხედველობით განადგურდება. კანონმდებლობით დადგენილია, რომ პირუტყვი სასაკლაოზე დაიკლას და რეალიზაციისას ხორცს ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი ჰქონდეს.
საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ აშშ-ის სენატში მოსმენა გაიმართება
საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, 23 მარტს, მოსმენა გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს, რომელიც მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული საქართველოში პოლიტიკური ვითარების ზედამხედველობაში. სხდომაზე მომხსენებლები სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი იქნებიან.
ჯეიმს აპატურაი: საქართველოს არ აქვს დრო ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისისთვის
"საქართველოს არ აქვს დრო ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისისთვის", - სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი ბრიუსელში საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტს ეხმაურება. ის განცხადებას სოციალურ ქსელს Facebook-ში აქვეყნებს. „როგორც ყოველთვის, ნატო მხარს უჭერს საქართველოს. ჩემი მთავარი დასკვნა: რეგიონული სიტუაციის, კოვიდის კრიზისისა და რეფორმების უწყვეტი საჭიროების გათვალისწინებით, საქართველოს არ აქვს დრო ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისისთვის. პოლიტიკური პოლარიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა შემცირდეს, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ, რათა პარლამენტმა გამართულად ფუნქციონირება შეძლოს და ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს პოლიტიკური პროცესის საერთო გზაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობის ძალისხმევას, რომელსაც ორი შესანიშნავი დიპლომატი ხელმძღვანელობს“, - წერს ჯეიმს აპატურაი.
საგარეო უწყება: ნატოს გენერალური მდივნის ანგარიში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს ადეკვატურად ასახავს
ნატოს გენერალური მდივნის ანგარიში ადეკვატურად ასახავს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, - ამის შესახებ აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის 2020 წლის ანგარიშს ეხება. სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ გამოქვეყნდა ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც შეჯამებულია ალიანსის მიერ 2020 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობები, მათ შორის ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ღონისძიებები. „დოკუმენტში საქართველო თავდაპირველად ნახსენებია ნატოს ღია კარის პოლიტიკის ქვეთავში. აღნიშნულია, რომ ალიანსი აგრძელებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების დამფუძნებელი პრინციპი და ალიანსის ყველაზე დიდი და ხელშესახები წარმატებაა, ბოლო წლების განმავლობაში. გენერალური მდივნის ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეძღვნება საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხს, სადაც ხაზგასმულია განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობა, რომელიც დამტკიცდა 2020 წელს. ასახულია, რომ განახლებული პაკეტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის კიბერ ლაბორატორიის განვითარებას, ნატოსა და საქართველოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის დამყარებას, სამხედრო ინჟინრების სწავლებასა და გაუმჯობესებული ინფორმაციის გაცვლას საზღვაო და საჰაერო სივრცეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამასთან საგულისხმოა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი გამოკვეთილია ანგარიშის შეკავების, თავდაცვისა და დიალოგის პოლიტიკის თავში, სადაც ხაზგასმულია 2020 წელს შავ ზღვაზე ალიანსის გააქტიურების მნიშვნელობა და ამ კონტექსტში საქართველოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტულობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ნატოს გენერალური მდივნის ანგარიში ადეკვატურად ასახავს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, როგორც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. დოკუმენტში ასევე ყურადღება გამახვილებულია საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ნატოს მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის კუთხით“, - აცხადებენ სამინისტროში. NATO-ს გენერალური მდივნის წლიურ ანგარიშში საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხს ცალკე ქვეთავი მიეძღვნა იენს სტოლტენბერგის წლიური ანგარიში: ჩვენი პრიორიტეტი იყო, რომ ჯანდაცვის კრიზისი უსაფრთხოების კრიზისი არ გამხდარიყო
ირაკლი ღარიბაშვილი: შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება
"შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება", - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შესახებ, Twitter-ზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს ევრო-ატლანტიკურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის ძალა. "ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკის შესახებ. საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს ევრო-ატლანტიკურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის ძალა. შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება", - აღნიშნავს პრემიერი.
ირაკლი კობახიძე: პროცესი სწორი მიმართულებით წავიდა. ახლა მთავარია, ოპოზიციამ რაიმე საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისათვის, რომ მოლაპარაკება ჩაშალოს
"პროცესი სწორი მიმართულებით წავიდა. ახლა მთავარია, ოპოზიციამ რაიმე საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისათვის, რომ მოლაპარაკება ჩაშალოს", - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. "დღეს ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ და პროცესი სწორი მიმართულებით წავიდა. ახლა მთავარია, ოპოზიციამ რაიმე საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისათვის, რომ მოლაპარაკება ჩაშალოს. საინტერესო დისკუსია შედგა. განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები. რაღაცებზე პოზიციები იყო შეჯერებული. თმცაა, რა საკვირველია, გრძლებდე სხვა საკითხების განხილვა. იმედი გვაქვს, ხვალ გაგრძელდება განხილვა კონსტრუქციულ რეჟიმში. შევხედოთ როგორ გაგრძელდება პროცესი. ხვალ გვექნება დამატებით საკითხებზე საუბარი. ჩვენ გავქვს იმედი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ", - განაცხადა კობახიძემ.
არჩილ თალაკვაძე: პოზიციები, ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის საჭირო საკითხებზე, ამას ხაზგასმის ვამბობ, არის ძალიან დაახლოებული
"პოზიციები, ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის საჭირო საკითხებზე, ამას ხაზგასმის ვამბობ, არის ძალიან დაახლოებული", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. "ეს იყო ძალიან ჯანსაღი და კარგი დისკუსია., რომელიც, საბოლოო ჯამში მოლაპარაკების პროცესს და შეთანხმებას ხელს შეუწყობს. ვისურვებდი, რომ დღეს ოპოზიცია, როგორც იყო წარმოდგენილი და რა დამოკიდებულებაც ჰქონდა ამ დიალოგის მიმართ, ეს იყო საერთო სტანდარტი სხვა დროსაც. რაც ძალიან კარგი იქნება, შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტშიც ჩვენ გვინდა ზუსტად ისეთი ოპონირება და საუბარი რაც დღეს ვნახეთ აქ. პოზიტიური რაც იყო დღევანდელ შეხვედრაში, არის ის, რომ ჩვენ მეტი დრო დავხარჯეთ საერთო საკითხების, საერთო არგუმენტების მოძებნაზე, ვიდრე დაპირისპირების საკითხებზე და განსხვავებების ძებნაზე. დიალოგის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ჩვენ მოვძებნოთ საერთო პოზიციები და არა განსხვავებები ჩვენ შორის. არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვერ შევთანხმდებით, ვერც მომავალში, თუ ამას პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ. პოზიციები, ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის საჭირო საკითხებზე, ამას ხაზგასმის ვამბობ, არის ძალიან დაახლოებული. რაც, პრინციპში, შეთანხმებისთვის ეს საკითხები მზად არის, დღევანდელი დისკუსიის შემდეგ და, ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, ნამდვილად არის შესაძლებელი, თუ ოპოზიცია პრაგმატულ ნაბიჯებს გადადგამს, ეს შეთანხმება შედგეს", - განაცხადა თალაკვაძემ.
ვარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაცია იწყება
თბილისის მერია ვარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაციას იწყებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე თვეში დაიწყება და 2021 წლის ოქტომბერში დასრულდება. პარკის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 5 მლნ 700 ათას ლარს შეადგენს. თბილისში რეკრეაციული ზონები მნიშვნელოვანია, თუმცა ეს საკმარისი არაა და უნდა განვაგრძოთ საქმიანობა ამ მიმართულებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, სამგორის რაიონში ვარკეთილის ხევის რეაბილიტაციზე ტენდერი გამოცხადდა. „როგორც ვიცი, აქ წლების წინ იყო პარკი, რეკრეაციული სივრცე, თუმცა, ამჟამად ეს ტერიტორია იმდენად გაპარტახებულია, ძნელი იქნება ამ პროცესს რეაბილიტაცია ვუწოდოთ. შეიძლება ითქვას, რომ სრულებით ახალი პარკი ეწყობა. პარკის პროექტით, არსებული ბუნებრივი რესურსების, მწვანე ნარგავების შენარჩუნება და გარემოში მინიმალური ჩარევით თანამედროვე სარეკრეაციო სივრცის შექმნა იგეგმება. ტერიტორია მოიცავს 3 ჰექტარს, რომელიც დაიყოფა პასიურ და აქტიურ დასვენების ზონად“, - განაცხადა კალაძემ. თბილისი მერის თქმით, შეიქმნება მოსასვენებელი სივრცეები საჩრდილობლებით, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, სასმელი წყლის შადრევნები, სკეიტ-პარკი, გადმოსახედი ბაქანი. განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდი, ველობილიკი, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე. პარკის ტერიტორია შეივსება ახალი მწვანე ნარგავებით და მდელოს სახით გაჩნდება საპიკნიკე არეალები. გათვლილი იქნება ყველა ასაკობრივ ჯგუფზე და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. თბილისის მერის განცხადებით, ქალაქს რამდენიმე ტერიტორია დაუბრუნა, სადაც სკვერები და ბაღები გაშენდა. „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რეკრეაციული ზონების ხარჯზე განხორციელდეს მშენებლობა. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით მშენებლობას, თუმცა ყველაფერი უნდა აშენდეს გენერალური გეგმის ფარგლებში და ურბანულად სწორად“, - აღნიშნა კალაძემ.
ზურაბ ჯაფარიძე: შეხვედრა იმაზე პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ველოდი
"არის საკითხები, რაზეც პოზიციები შეჯერდა, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა. შეხვედრა იმაზე პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ველოდი", - ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, საკმაოდ რთული საუბარი იყო, თუმცა შეხვედრა იმაზე პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ელოდა. „ჯერ არაფერი დასრულებულა. ბევრ საკითხზე საკმაოდ რთული საუბარი იყო. არის საკითხები, რაზეც პოზიციები შეჯერდა, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. ხვალ ისევ გაგრძელდება მოლაპარაკება. დეტალებში ვერ შევალ. რაღაც საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, თუმცა საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია. უფრო პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ველოდი. დათმობაზე საუბარი საერთოდ არ არის. დეტალებში ვერ შევალ, ყველაფერი წინაა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.