ძებნის რეზულტატი:
ფეხბურთის ფედერაცია: ბილეთების მფლობელებს კომენდანტის საათი არ შეეხებათ
28 მარტს ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა გაიმართება. მანამდე კი საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას შვედეთში ამ ქვეყნის ნაკრებთან გამართავს. დღეს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ცნობილი გახადა, რომ საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩს მაყურებელთა 30 პროცენტი დაესწრება. გულშემატკივრებს შორის აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა. ბილეთები ელექტრონულად, პირადი ნომრის მეშვეობით გაიყიდება, ბილეთის მფლობელი გულშემატკივარი კი კომენდატის საათის დროს მოძრაობას ავტომატურად შეძლებს. "ბილეთების გაყიდვა, უეფას რეკომენდაციით, ონლაინ რეჟიმში მოხდება. იმ ადამიანს, რომელსაც მატჩის ბილეთი ექნება, ავტომატურად იქნება სიაში და კომენდანტის საათი არ შეეხება, თუმცა მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივრებმა სახლში დაბრუნება 23:59-მდე უნდა მოახერხონ":, - აცხადებენ ფეხბურთის ფედერაციაში.
Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან ზაფხულის სეზონის ფრენების ნაწილი გააუქმა
ქუთაისის აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ზაფხულში დაგეგმილი ფრენების ნაწილი გააუქმა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფრენების გაუქმების მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებია. ავიაკომპანია მგზავრებს დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ავტომატურად შეატყობინებს და შესთავაზებს ბილეთის გადაცვლას, თანხის 100%-ის ბარათზე დაბრუნებით ან 120%-ის Wizz Air-ის ანგარიშზე დაბრუნებით. ,,საავიაციო ინდუსტრიაში მიღებული პრაქტიკაა, რომ ფრენების სიხშირეები სამოგზაურო სეზონების, კონკრეტულ პერიოდში აქტუალური მიმართულებებისა და გაუთვალისწინებელი ფორსმაჟორული სიტუაციების მიხედვით იცვლება. Wizz Air-მა ქუთაისიდან 2021 წლის ზაფხულის სეზონზე ფრენები რამდენიმე მიმართულებით შეაჩერა. ამ ცვლილების შედეგად დაზარალებულ მგზავრებს ავტომატურად მიუვათ შეტყობინება ცვლილების შესახებ და შეთავაზება ბილეთის გადაცვლის, თანხის 100%-ის ბარათზე დაბრუნების ან 120%-ის Wizz Air-ის ანგარიშზე დაბრუნების შესახებ,"- განაცხადა ავიაკომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ.
"ევროპის დამცველი": საქართველო NATO-ყველაზე მასშტაბურ წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და გერმანიაში სამხედრო სწავლება „ევროპის დამცველი 2020“ ჩატარდება. სწავლება NATO-ს საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზანს ემსახურება. წვრთნები ითვალისწინებს ევროპაში 20 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნას. მათ შორის იქნებიან - სამხედრო-საჰაერო ძალები, საზღვაო ქვეითები, ეროვნული გვარდიის ნაწილები და სარეზერვო დანაყოფები. გეგმის თანახმად, სამხედრო კონტინგენტის დიდი ნაწილი პოლონეთში განთავსდება. მთლიანობაში, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 18 ქვეყნის 37 000 სამხედრო მოსამსახურე. სამხედროების განთავსებისთვის გათვალისწინებულია 6 000 სატრანსპორტო საშუალებისა და 2 500 აღჭურვილობის კონტეინერის გამოყენება. მიმდინარე თვეს ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ალიანსის ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყება და ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. სწავლება გულისხმობს, უფრო მეტი NATO-ს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების ჩართვას სწავლებაში, ვიდრე 2020 წელს იყო დაგეგმილი. 27 ქვეყნის 28 000-ზე მეტი მრავალეროვნული სამხედრო ძალა განახორციელებს თითქმის ერთდროულ ოპერაციებს ათზე მეტი ქვეყნის 30-ზე მეტი სასწავლო ადგილას. ის ასევე მოიცავს აშშ-ს საჰაერო ძალებისა და აშშ-ს საზღვაო ძალების მნიშვნელოვან მონაწილეობას. სასწავლო ღონისძიებების ძირითადი ნაწილი მაისში ჩატარდება და სწავლება ივნისში დასრულდება აშშ-ს ბაზაზე განთავსებული ძალებისა და აღჭურვილობის გადანაწილებით. 1. სწრაფი რეაგირება მოიცავს სადესანტო ოპერაციებს ესტონეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 7000-ზე მეტი ჯარისკაცი 11 ქვეყნიდან. 2. დაუყოვნებლივი რეაგირება (მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის დასაწყისამდე) 8 ქვეყნის 5000-ზე მეტი ჯარისკაცი განთავსდება 12 სხვადასხვა ქვეყნის 31 საწვრთნელ ზონაში. ასევე ჩატარდება ერთობლივი ლოგისტიკური ოპერაცია . 3. Saber Guardian (მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის დასაწყისამდე) - 19 ქვეყნის 13 000-ზე მეტი სამხედრო წევრი ჩაატარებს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ოპერაციებს. ,,ევროპის დამცველი 21“ არის აშშ-ის მეთაურობით მიმდინარე მრავალეროვნული ერთობლივი სწავლება, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის, NATO–ს და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და ურთიერთქმედების გაძლიერებას.
ევროპის წამლის სააგენტო: AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია
ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოკვლელებით დადასტურდა, რომ AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სააგენტომ განაცხადა, რომ აგრძელებდა შესაძლო კავშირების ძიებას თრომბებსა და ვაქცინებს შორის, თუმცა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა. კვლევები მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც რამდენიმე ევროპის ქვეყანამ ვაქცინაცია დროებით შეაჩერა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხუთშაბათს მოუწოდა ქვეყნებს, განაგრძონ ვაქცინის გამოყენება.
ექთანი, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს
30 წლამდე ექთანს, რომელსაც ახალციხის „იმედის“ კლინიკაში „AstraZeneca-ს“ ვაქცინით აცრის შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს. როგორც ცნობილია, პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება. ახალციხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება. ამის შესახებ მან უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვაქცინაცია შეჩერდეს. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან და რამდენიმე წუთის წინ შევიტყვეთ AstraZeneca მიმართ გაკეთებული დასკვნა, რის საფუძველზეც ის არის აღიარებული როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არც ერთ ქვეყანას არ აძლევს იმის საფუძველს, რომ შეჩერებული იქნას AstraZeneca მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხელბლად გაგრძელდება“, – განაცხადა ტიკარაძემ. ცნობისთვის, ახალციხეში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა. შემთხვევის მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთის დაზიანება,განადგურების ფაქტზე, ორი პირი დააკავა, თუმცა ისიმი მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მომხდარი ფაქტის გამო, იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი ჯანდაცვის უწყებაში შეიკრიბა, რათა მიეღოთ გადაწყვეტილებ ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების შესახებ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, ხოლო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.
ფენილკეტონურიის მქონე ბავშვები. მშობლები სავალდებულო გენეტიკური ანალიზის პრობლემაზე საუბრობენ
6 წლის ანასტასია ფენილკეტონურია და ის 10 000-ში ერთია. როგორც Europetime-ს ანასტასიას დედა თეონა გუბელაძე უყვება, მის შვილს ათეულობით ბავშვის მსგავსად, სამედიცინო სისტემის უყურადღებობის ან გულგრილობის მიზეზით, ფენილკეტონურიის დიაგნოზი დაბადებიდან რამდენიმე დღის ნაცვლად, 4 წლის ასაკში დაუსვეს. მისივე ინფორმაციით, 4 წლამდე რამდენიმე არასწორი დიაგნოზით მკურნალობდნენ. 3 წლის ასაკში კი, ძლიერი ფსიქოტროპული პრეპარატები დაუნიშნეს. ბავშვი წამლებისგან ითიშებოდა. მშობლის პროტესტის მიუხედავად, ექიმები მისი მკურნალობის მეთოდებს არ ცვლიდნენ. ეს ყველაფერი პატარა ანასტასიამ მხოლოდ იმიტომ გაიარა, რომ დაბადებიდან 42-78 საათის განმავლობაში ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზმა, ფენილკეტონურია არ გამოავლინა. ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებს, ცილების გადამუშავება არ შეუძლიათ. ამიტომ, მათ რაციონში მკაცრად შეზღუდულია ცხოველური საკვები. დედის რძეც კი მომწამვლელია. სწორედ ამიტომაა აუცილებელი დიაგნოზის ადრეულ ასაკში აღმოჩენა, რომ არასწორი კვების გამო, მათი ფიზიკური და გონებრივი განვითარება არ შეფერხდეს, ყველაზე უარეს შემთხვევაში, ტვინი არ დაზიანდეს. იშვიათი გენეტიკური დაავადება ფენილკეტონურია განაჩენი არ არის, ის განსხვავებული ცხოვრების წესია და დროული დიაგნოზის შემთხვევაში, ბავშვები დიეტოთერაპიის თანხლებით სრულფასოვნად ცხოვრობენ. ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობებითაც კი გამოირჩევიან. ანასტასიას დედამ, თეონა გუბელაძემ Europetime-ს იმ რთული გზის შესახებ უამბო, რომელიც ბავშვთან ერთად მცდარი დიაგნოზებით მკურნალობისას გაიარა. „დაგვიანებული დიაგნოზის გამო, ბავშვი სიარულს ვერ ახერხებდა და მენტალური პრობლემებიც დაეწყო, ვერაფერს ხვდებოდა, ვერ მცნობდა. ფაქტობრივად რეაქციები არ ჰქონდა არაფერზე. თითოეულ არასწორ დიაგნოზზე რამდენჯერ მომკლეს და რამდენჯერ მოვკვდი, ვერ წარმოიდგენთ. ბრძოლა დავიწყეთ 1.2 წლიდან. მანამდე ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა. პედიატრს ვეუბნებოდი, რომ ვერ ჯდებოდა კარგად,თუმცა მეუბნებოდნენ, რომ არაუშავს. როდესაც ფიზიკური განვითარების პრობლემა პირველად შევნიშნე და რამდენიმე ექიმთან მივიყვანე, თავიდან მითხრეს, რომ ეს იყო ცერებრალური დამბლა, რომელიც არ იკურნება და უნდა შევგუებოდი. მერე ეპილეფსია და სხვა კიდევ ბევრი დიაგნოზი დასვეს. ნელ-ნელა ცილამ იმატა და უკუსვლა მოხდა. იმდენ თერაპიაზე დაგვყავდა ბავშვი, ისე დაისტრესა, ბოლოს დამამშვიდებლებს აძლევდნენ. ძლიერ ფსიქოტროპულ წამლებს. ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფსიქიატრთან დამყავდა და ისეთ წამლებს აძლევდა, თიშავდა ბავშვს. მე რომ ვაპროტესტებდი, მეუბნებოდა შენ თუ ამ წამლების მიცემაზე უარს იტყვი, მერე ძალიან ინანებო. მაგ დროს აღარ იცი რა ქნა. ბავშვი დატანჯეს, გააგიჟეს იმდენი აწვალეს. მერე უკვე სწორი დიაგნოზის დროს, სპეციალისტებმა მითხრეს, კიდევ კარგი საერთოდ არ დაკარგა მეტყველების უნარი და ტვინი საერთოდ არ დაუზიანდაო. როცა სწორი დიაგნოზი დაისვა, ექიმებმა გვითხრეს, საოცრებაა, ამდენი რამის შემდეგ, ბავშვს ტვინი რომ არ დაუზიანდაო. ერთ ბავშვზე ვიცი, რომ 2 წლის ასაკში აღმოუჩინეს და ტვინი უკვე დაზიანებული ჰქონდა. დროული დიაგნოზის და დიატოთერაპიის თანხლებით ცხოვრების შემთხვევაში, ანასტასია სრულფასოვან ცხოვრებას გააგრძელებდა. სამშობიაროს და სკრინინგ ცენტრის უყურადღებობის გამო, მე და ჩემს შვილს, ბოლო წლები ჯოჯოხეთის გავლა მოგვიწია. პირადად მე, უკვე 7 ბავშვზე ვიცი, რომ სამშობიაროში ვერ აღმოუჩინეს ფენილკეტონურია და დიაგნოზის დაგვიანების გამო, მათი ფიზიკური და გონებრივი განვითარება შეფერხდა. ანალიზის სწორად ჩატარების შემთხვევაში, შეუძლებელია დაბადებისთანავე არ გამოჩნდეს ეს დიაგნოზი. ფენილკეტონურია გენეტიკური დაავადებაა და ქუსლიდან აღებულ სისხლის ანალიზში შეუძლებელია, არ გამოჩნდეს, თუ ანალიზის აღების პროცედურები სწორად დაიცვეს და სკრინინგიც ხარისხიანად ჩატარდა. სამშობიარო კლინიკა ვალდებულია, ყველა ახალშობილს დაბადებიდან 48-72 საათის განმავლობაში 3 გენეტიკურ დაავადებაზე, სავალდებულო ანალიზი გაუკეთოს, მათ შორის ფენილკეტონურიაზე. სასამართლოში საჩივარი შევიტანე. ვუჩივი სამშობიარო კლინიკას და სკრინინგს. იმიტომ, რომ ზუსტად არ ვიცით, რომელმა დაუშვა შეცდომა, ანალიზის აღებისას. ეს სასამართლო საქმე უკვე ერთ წელზე მეტია, გრძელდება და ერთ ადგილს ვტკეპნით. გენეტიკოსი განიხილავს, რომ ექთნების ბრალია. ყველა ბავშვის შემთხვევაში ექთანი როგორ შეცდა?! მე ვფიქრობ, უფრო სკრინინგში აპარატურის და უხარისხო მასალების ბრალია ის, რომ დაბადებისთანავე ვერ დაფიქსირდა ეს გენეტიკური დავაადება. საერთოდ არ ვიცოდი გენეტიკური ანალიზი რა იყო. მშობლების სრულმა უმრავლესობა არ იცის, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ფენილკეტონურიაზე საზოგადოების ცნობიერება უნდა ამაღლდეს. ყველა დედას ვურჩევ, მოითხოვეთ ეს ანალიზი და თან დამადასტურებელი საბუთი გამოართვით. ძალიან მალევე, აუცილებლად გადაამოწმეთ. არ ვიცი ეს სამი წელი როგორ გადავიტანეთ. სწორი დიაგნოზის დასმის შემდეგ, პროგრესი გვაქვს. ჩვენც გვიკვირს, როგორ მივაღწიეთ პროგრესს. მე სხვა ბავშვებზე ვიცი რომ 2 წლის ასაკში აღმოაჩინეს და ვერ უშველეს, ტვინი ისე ჰქონდა დაზიანებული. ჩვენ 4 წლის ასაკში გავიგეთ“, - ამბობს ანასტასიას დედა. Europetime-მა რამდენიმე ისტორია მოიძია, როდესაც სამშობიარო კლინიკის ან სკრინინგ ცენტრის შეცდომის გამო, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. თუმცა ასეთი ფაქტები ათეულობით ფიქსირდება. ზოგ შემთხვევაში მკურნალობა ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდა. ამ დროისთვის საქართველოში სულ 178 ფენილკეტონურიის მქონე პაციენტი ფიქსირდება. 3 წლის დემეტრე ერთ-ერთია იმ ბავშვებიდან, რომელსაც სამედიცინო სისტემის ხარვეზების გამო, 10 თვის ასაკში, დაგვიანებით დაუდგინეს ფენილკეტონურიის დიაგნოზი,. „დღევანდელი დემეტრე, რომელიც 3 წლის და 7 თვისაა, რადიკალურად განსხვავდება იმ დემეტრესგან, რომელიც საწოლზე 10 თვის განმავლობაში გაუნძრევლად იწვა, დღეს აქტიური და ჭკვიანია. დაგვიანებული დიაგნოზის მიუხედავად გაგვიმართლა და განვითარება დაიწყო. ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ ყველაფრის სწავლა. იმის გამო, რომ დიაგნოზი თავიდანვე არ ვიცოდით და მისთვის დედის რძეც კი საწამლავი იყო, ჯანმრთელობის დარღვევების სერიოზული პრობლემების წინაშე დავდექით. როგორმე თავის ასაკს რომ დაეწიოს, ბევრი შრომაა საჭირო, მუდმივი თერაპიები, რომ მისი ტვინი არ მოდუნდეს, რაც შეიძლება მეტი ახალი რამე შეისწავლოს, მუდმივი ცოცხალი კომუნიკაციაა საჭირო. მშობიარობის შემდგომ, სკრინინგის შედეგად მისი დიაგნოზი ვერ გამოვლინდა. დღემდე არ ვიცი პასუხი ვის უნდა მოვკითხო - სამშობიარო სახლს თუ სკრინინგს, რადგან ალბათ ვერასოდეს გავიგებ ანალიზის აღების წესი დაირღვა თუ თვითონ სკრინინგი არ კეთდება ეფექტურად. ამისთვისაა საჭირო მეტი ინფორმირებულობა, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რას მიაქციონ ყურადღება, რომ განგაში ატეხონ და ჩვენსავით მათაც დიდი დრო არ დაკარგონ. აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის წამოწყება, რაშიც სახელმწიფო აქტიურად უნდა იყოს ჩართული. პანდემიამ ხელი ძალიან შეგვიშალა, უამრავი გეგმა გვქონდა“, - აღნიშავს Europetime-თან საუბარში პატარა დემეტრეს დედა იაკო მგალობლიშვილი. Europetime კიდევ ერთ დაზარალებულ მშობელს მაგდა ქსოვრელიშვილს ესაუბრა, რომლებიც სხვა დედებს რამდენიმე რჩევას აძლევს. „თუ ბავშვი ექვსი თვის ასაკში ვერ ჯდება და შარდს მძაფრი, უსიამოვნო სუნი აქვს, პედიატრებმა და ექიმებმა კი ფენილკეტონურიაზე ვერ იეჭვეს, იმიტომ რომ არ იციან მის შესახებ, რასაც მოწმობს არაერთი არასწორი დიაგნოზი და დაგვიანებული შემთხვევა, მშობლებმა თვითონ უნდა გამოიჩინონ ინიციატივა და ექიმებს გენეტიკური ანალიზის ჩატარება სთხოვონ. ჩემს შვილს განვითარების ჩამორჩენა ექვსი თვის ასაკში შევამჩნიეთ, რადგან ბავშვი დაჯდომას ვერ ახერხებდა. ორი თვის განმავლობაში დაუსრულებელი არასწორი დიაგნოზების შემდეგ, საბოლოოდ ერთმა ექიმმა ეჭვი მიიტანა ფენილკეტონურიაზე. 8 თვის იყო ბავშვი, როცა განმორებითი გენეტიკური ანალიზი აუღეს, მაგრამ ანალიზის პასუხს 4 თვე ველოდებოდით. ფენილკეტონურიის მქონე ბავშვებს არათუ ოთხი თვე, ერთი კვირის დაგვიანებაც კი დიდ ზიანს აყენებს. ერთი წლის ასაკში ჩემი შვილი ახალდაბადებული ბავშვის უნარებით იყო. როცა დიაგნოზი დაისვა, ერთი წლის ასაკში და ცილების კონტროლი და სწორი მკურნალობა დავიწყეთ, ახალ დაბადებულის ნიშნულიდან დაიწყო განვითარება. როცა დიაგნოზი იცი, ცილებს აკონტროლებ. ახლა ორი წლისაა და ერთი წლის ბავშვის განვითარება აქვს. პროგრესი გვაქვს და იმედია მალე დავძლევთ ამ ყველაფერს“, - ამბობს მაგდა. Europetime ფენილკეტონურიაზე და მისი დროული დიაგნოსტირების პრობლემებზე გენეტიკოსს ლალი მარგველაშვილს ესაუბრა. გენეტიკოსის განმარტებით, ფენილკეტონურია იშვიათ გენეტიკური დაავადებაა. ნივთიერებათა ცვლის დეფექტი, რომლის მიზეზიც არის ფენილანინის მონელების დარღვევა. რასაც იწვევს, შესატყვისი ფერმენტი, რომელმაც უნდა დაშალოს ფენილანინი. ფერმენტი თუ არ არის სისხლში და ღვიძლში ვერ მოხდება ამ ფენილანინის დაშლა. მოხდება მისი ნახევარ დაშლილის პროდუქტების მოგროვება და ბავშვის ნერვული სისტემა დაზიანდება. „ამ დიაგნოზს სვამენ ახალშობილთა სავალდებულო მასიური სკრინინგით, რომელიც ტარდება მშობიარობიდან 72 საათის განმავლობაში. დაბადებიდან 48 საათი უნდა იყოს გასული, რომ აიღონ სისხლი. ანალიზის შედეგებსა თუ სისხლში ფენილანინი მომატებულია, მაშინ ეჭვი მიგვაქვს ამ დაავადებაზე. ამის დასადასტურებლად, შემდეგ უკვე გენეტიკური ანალიზია საჭირო. ერთი შემთხვევა მახსენდება როცა კლინიკამ სკრინინგი არ ჩაატარა, დიაგნოზი დაგვიანებით დაისვა და ამის გამო ძალიან მკაცრად დაისაჯა, როგორც ფინანსურად, ისე ადმინისტრაციულად. სამწუხარო ისაა, რომ ახალ დაბადებულზე თუ ეს არ გამოვლინდა, მშობელი სინდრომს მხოლოდ მაშინ შეამჩნევს, როცა ბავშვის განვითარება რეგრესს დაიწყებს. ეს ნიშნავს რომ ბავშვთან უკვე გამოხატულია დაავადება. ამ დროს, მშობლები მიმართავენ ნერვოპათოლოგებს. რომლებმაც ყურადღება უნდა გაამახვილონ სიმპტომებზე და საერთო ევროპული გაიდლაინის თანახმად, ბავშვი ნივთიერებათა ცვლის გამოსაკვლევად გაგზავნონ. ჩემთან როცა მოდიან ბავშვები, ყველას აქვს გართულების, ან დაგვიანებული მკურნალობის თავისი მიზეზი. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ მშობიარობიდან 48 საათის განმავლობაში ფენილანინი ნორმაშია, რადგან ბავშვი ჯერ კარგად არ არის მომწიფებული და სათანადოდ არ ჭამს. ამ დროს,შეიძლება ფენილანინმა 48 საათში ვერ მოასწროს აწევა. ზუსტად ამიტომ არის მოწოდება, რომ ნერვოლოგებმა და პედიატრებმა მეტი ყურადღება გამოიჩინონ. თუ ხედავენ განვითარების შეფერხებას, მაშინვე გენეტიკოსთან უნდა გადაამისამართონ. მშობელი ამას ვერ მოითხოვს, ეს უნდა მოითხოვს ოჯახის ექიმმა ან ნერვოლოგმა. მშობელი ყურადღებით უნდა იყოს, რომ მალევე შენიშნოს მისი ბავშვი, როდიდან ვეღარ ვითარდება. დიაგნოზის დასმის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია როგორ შეუწყობს ხელს მშობელი, როგორი სიზუსტით გააგრძელებს შვილის მკურნალობას და კვების ხელშეწყობას. ძირითადი პრობლემა არის, ის რომ მარტო ექიმი და მარტო საზოგადოება ბავშვს ვერ დაეხმარება, თუ მშობელიც არ არის აქტიური. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ფენილკეტონურების ასოციაცია არსებობს. საერთო ევროპული გაიდლაინის მიხედვით დამტკიცებული მკურნალობის გაიდლაინი გვაქვს, რომელიც მთავრობის მიერ ფინანსდება. სახელმწიფო ამ ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს სპეციალურ ამინომჟავურ ნაკრებს, რომლის გარეშეც დიეტური თერაპია შეუძლებელია.ყველა ასაკობრივ ჯგუფს აქვს თავისი შესატყვისი კონცენტრაცია და კვლევები და კონსულტაციები არის უფასო. ამჟამად 178 პაციენტია აღრიცხვაზე“, - აღნიშნავს გენეტიკოსი. Europetime ს კრინინგ ცენტრ მედიქალ სოფტ"-ის დირექტორს გიორგი კალანადაძეს ესაუბრა იმ მიზეზებე, თუ რატომ ვერ მოხერხდა ადრეულ ეტაპზევე სწორი დიაგნოზის დასმა და რა ხარვეზები ფიქსირდება სკრინინგ სისტემაში. „ყველა ტესტს აქვს ცრუ დადებითის, ან ცრუ უარყოფითი პასუხის პროცენტული მაჩვენებელი, მათ შორის ფენილკეტონურიას ტესტსაც. დიაგნოზის გამოპარვის, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ტესტის შესაძლო ცრუ მაჩვენებლის ალბათობა. ჩვენი ყველა ტესტი ხარისხიანია, მაგრამ ზოგადად ნებისმიერ დაავადებაზე ჩატარებულ ტესტს აქვს ცდომილება, მათ შორის კოვიდ ტესტებს. მეორე ვარიანტი შეიძლება იყოს, თვითონ სისხლის ანალიზის არასწორად აღების ბრალი. სისხლის ანალიზის ასაღებად, 48 საათი უნდა გავიდეს დაბადებიდან. თან ბავშვს ძუძუთი კვება უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეს. ყველა სამშობიარო ყველა ექთანი გაფრთხილებული გვყავს რომ დროულად, რეკომენდაციების ფარგლებში აიღონ სისხლის ანალიზი. ამას ჩვენ ასე ვერ გავაკონტროლებთ, ჩვილის სამედიცინო ისტორიაში კეთდება ჩანაწერი, როდის აუღეს. შეიძლება ეს მიზეზიც იყოს, ექთნების შეცდომა“, - აცხადებს გიორგი კალანდაძე. ერთ-ერთი მშობელი თეონა გუბელაძე ამბობს, რომ მსოფლიოში სკრინინგის მეთოლოგია და ტექნიკა ისე განვითარდა, ცდომილება არ უნდა არსებობდეს. „მათ რომ ხარისხიანი ტექნიკა და მასალები ჰქონდეთ შეცდომა არ მოხდებოდა. გენეტიკოსისგან ვიცი, რომ მთელს მსოფლიოში უკვე ჩასუნთქვის შემოწმებითაც კი ადგენენ, მაღალია თუ არა ცილების რაოდენობა. იმ დონეზეა განვითარებული სამედიცინო ტექნოლოგიები. ჩვენთან კი სწორ დიაგნოზსაც ვერ სვამენ. საქართველოში, ყველაზე დაბალი ხარისხის სკრინინგია“, - აღნიშნავს თეონა გუბელაძე. იაკო მგალობლიშვილი საზოგადოებაში არსებულ სტიგმაზე ამახვილებს ყურადღებას და იმ ბარიერების გადალახვის გზებზე საუბრობს რომელთან შეჯახებაც ფენილკეტონურიის მქონე ბავშვების მშობლებს უხდებათ. „ფენილკეტონურიასთან ერთად ცხოვრება მარტივი არაა, თუმცა არც განაჩენი. ამას ახლა ვფიქრობ, რადგან დემეტრეს მდგომარეობა დიდი ბრძოლის შედეგად საგრძნობლად გაუმჯობესდა. მას გენეტიკური დიაგნოზი ფენილკეტონურია 10 თვის ასაკში, დაგვიანებით დაუსვეს. რამაც მისი ფიზიკური და მენტალური განვითარების დაყოვნება გამოიწვია. როდესაც დიაგნოზის შესახებ გავიგე, ქართულ ინტერნეტ სივრცეში არანაირი ინფორმაცია არ იძებნებოდა და ამის გამო უფრო ვიყავი შეშინებული, დათრგუნული, რადგან არაფერი ვიცოდი. შემდეგ მშობლები გავიცანი, გამოცდილება გავუზიარეთ ერთმანეთს და თითქოს ნელ-ნელა დავლაგდი. თუმცა ცხოვრების ახალი ეტაპი მაშინ დაიწყო, როცა დემეტრეს განვითარებისთვის ბრძოლა დავიწყეთ. იყო მომენტი, როდესაც შეგუებული ვიყავი მის უსუსურ მდგომარეობას და მხოლოდ იმაზე ვდარდობდი, როგორ დამეცვა საზოგადოებისგან. ხშირად უკითხავთ - რა სჭირს? რატომ ვერ ლაპარაკობს? რატომ ვერ თამაშობს ბავშვებთან, თუმცა არასოდეს არ დამიმალავს მისი მდგომარეობა, პირიქით, ყოველთვის ღიად ვსაუბრობდი, რადგან მისი არსებობა და მდგომარეობა არ ყოფილიყო სტიგმა. მშობლებს დღესაც უჭირთ ამ თემაზე საუბარი, და ზოგჯერ მგონია რომ ისინი თავად ამკვიდრებენ სტიგმას საზოგადოებაში.სულ ვფიქრობ, რომ არა დემეტრეს განსაკუთრებული მისია ალბათ ვერ მექნებოდა ის ძალა, რაც ახლა მაქვს. ჩემი შვილი განსაკუთრებულია, რადგან 10 ათასში ერთია. მას განსხვავებული ცხოვრების წესი აქვს, რაც სპეციალურ კვებასთანაა დაკავშირებული. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენთვის ამ დიაგნოზთან ერთად ცხოვრება რთული მარტო იმიტომაა, რომ მათ სპეციალური საკვები სჭირდებათ, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ხშირად საქართველოში არც იშოვება და უცხოეთიდან ვიწერთ. არცერთ დიდ ჰიპერმარკეტში ვერ შეხვდებით ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ დაბალ ცილოვან საკვებს“, - აღნიშნავს 3 წლის დემეტრეს დედა იაკო მგალობლიშვილი. 3 წლის დემეტრე 6 წლის ანასტასია სწორი დიაგნოზის და სწორი მკურნალობის შემდეგ
ეკატერინე ტიკარაძე: დარწმუნებული ვარ, ექთნის მდგომარეობა ჩვენი ექიმების ძალისხმევით საიმედო იქნება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმედს გამოთქვამს, რომ ექიმების ერთობლივი ძალისხმევით, ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობა გაუმჯობესდება. „რაც შეეხება დღეს დამდგარ ფაქტს, საბჭოს მთავარი სამსჯელო იყო ექთანთან მიმართებაში დამდგარი ფაქტის გაანალიზება, რის საფუძველზეც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს მივაწოდებთ ყველა საჭირო ინფორმაციას. რეგულირების სააგენტო დღის 16:00 საათზე იმყოფებოდა ადგილზე, კლინიკაში და მათი მხრიდან მოხდა დეტალური შესწავლა და მოკვლევა იმ ქმედებების, რომელიც განხორციელდა კლინიკაში პაციენტთან მიმართებაში. ყველა ეს დოკუმენტაცია გადაცემული იქნება გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტისთვის და ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ამ ფაქტის შესწავლას, რის საფუძველზეც მოქალაქეებს დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას იმ მიზეზშედეგობრივი კავშირის შესახებ, თუ რისგან დადგა არსებული ფაქტი. პაციენტი გადმოყვანილია თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში, განვახორციელეთ დამატებითი ღონისძიებები. ექიმების მულტიპროფილური გუნდი საღამოს 21:00 საათზე გამართავს ერთობლივ კონსილიუმს, რის საფუძველზეც მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნება პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მალე შევძლებთ და გვექნება საიმედო გამოსავალი“, – განაცხადა ტიკარაძემ. ცნობისთვის, ახალციხეში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა. შემთხვევის მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთის დაზიანება,განადგურების ფაქტზე, ორი პირი დააკავა, თუმცა ისიმი მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
28 მარტიდან საქართველოსა და პოლონეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება
28 მარტიდან საქართველოსა და პოლონეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ავიარეისებს კვირაში ოთხჯერ, ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას შეასრულებს. ამასთან, მიმდინარე წლის 31 მაისიდან, ვარშავა-თბილისი-ვარშავას საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები კვირაში ხუთჯერ განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორიციელების ნებართვა უკვე მიენიჭა. „გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმი მიმდინარეობს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმი მიმდინარეობს. საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მისი მოადგილე თამარ გაბუნია. კონსილიუმს ექიმების მულტიპროფილური გუნდი, სხვადასხვა კლინიკების იმუნოლოგები და ნევროლოგები ესწრებიან. კონსილიუმის საფუძველზე მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილება, როგორი იქნება პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. ცნობისთვის, ახალციხეში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა. შემთხვევის მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთის დაზიანება,განადგურების ფაქტზე, ორი პირი დააკავა, თუმცა ისიმი მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
თეთრი სახლის წარმომადგენელი: ჯო ბაიდენი არ ნანობს, რომ ვლადიმერ პუტინს მკვლელი უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ ნანობს, რომ ვლადიმერ პუტინს მკვლელი უწოდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. ცნობისთვის, ტელეკომპანია ABC-თვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე - ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მკვლელია, მან დადებითი პასუხი გასცა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას ჯანმრთელობას უსურვებს.
ენტონი ბლინკენი: ,,ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაიცავს კანონმდებლობას, რომელიც ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მონაწილე სუბიექტებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. მისივე განცხადებით, დეპარტამენტი კვლავ აფრთხილებს გაზსადენის პროექტში ჩართულ კომპანიებს, რომ მათ სანქციებს დაუწესებს. ,,როგორც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა. სახელმწიფო დეპარტამენტი გაზსადენის მშენებლობის დასრულების მცდელობებს აფიქსირებს და ამ პროექტში ჩართულ კომპანიებზე ინფორმაციას იღებს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაიცავს კანონმდებლობას, რომელიც ამ პროექტში მონაწილე სუბიექტებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ჩრდილოეთის ნაკადი-2“ რუსეთის გეოპოლიტიკური პროექტია, რომელიც ევროპის დაყოფასა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დასუსტებისკენ არის მიმართული. სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ აფრთხილებს გაზსადენის პროექტში ჩართულ კომპანიებს, რომ მათ აშშ სანქციებს დაუწესებს. შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ გაზსადენზე მუშაობა", - ნათქვამია განცხადებაში.
ჯანდაცვის მინისტრი ექთნის მდგომარეობაზე: შემდეგი 24 საათი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე, თუმცა სტაბილურია. მისივე თქმით, ექიმთა კონსილიუმმა არსებული მდგომარეობა შეაფასა და საუკეთესო გამოსავლისთვის საჭირო ღონისძიებებზე შეჯერდნენ. ტიკარაძე ამბობს, რომ პაციენტისთვის მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი 24 საათი. „კონსილიუმს ესწრებოდა ექიმების სრული შემადგენლობა, მათ შორის იყო ექიმი, რომელმაც პაციენტს ადგილზე გაუწია საჭირო დახმარება. მისი მხრიდან მოვისმენთ, რა კონკრეტული ქმედებები განხორციელდა პაციენტთან მიმართებაში. ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია შოკის კლინიკით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამ ეტაპისთვის მას უტარდება ყველა საჭირო კვლევა, რომელიც შემდეგ იქნება გათვალისწინებული მისთვის საჭირო მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებისთვის. ექიმებმა ასევე მიიღეს გარკვეულ ნაბიჯებზე გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნება შემდგომი ტაქტიკა. კვლევების შედეგად დაზუსტებული მდგომარეობის შემდეგ, თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, შეტანილი იქნება შესაბამისი ცვლილებები. შემდეგი 24 საათი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პაციენტის დინამიკის განვითარებისთვის. ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, თუმცა არა უიმედო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, ახალციხეში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა. შემთხვევის მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთის დაზიანება,განადგურების ფაქტზე, ორი პირი დააკავა, თუმცა ისიმი მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ლევან რატიანი ექთნის მდგომარეობაზე: ყველაფერი გაკეთდება მის გადასარჩენად
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი კეთდება. როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, 28 წლის ქალბატონი კლინიკაში შემოყვანილია საათნახევრის წინ, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. „არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა არასტაბილურია, ჩატარდა ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად. რაც შეეხება კვლევებს, ჩატარდა როგორც ინსტრუმენტული, ასევე კლინიკური კვლევები, ლაბორატორიული კვლევების მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე, რადგან აქ იყო დაუზუსტებელი შოკი. გაკეთდა ინექცია და ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ყველაფერი, დადასტურებისთვის უფრო ღრმა კვლევებია ჩასატარებელი. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად იქნას გამოყვანილი პაციენტი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება“, – განაცხადა რატიანმა. ცნობისთვის, ახალციხეში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა. შემთხვევის მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთის დაზიანება,განადგურების ფაქტზე, ორი პირი დააკავა, თუმცა ისიმი მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
საფრანგეთში ერთთვიანი კარანტინი გამოცხადდა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ჟან კასტექსის განცხადებით, ქვეყნის16 დეპარტამენტში ერთი თვით კარანტინის რეჟიმი გამოცხადდა. კარანტინის პერიოდში დახურული იქნება მაღაზიები. აღნიშნული შეზღუდვა სასურსათო მაღაზიებზე არ გავრცელდება. გარდა ამისა, აიკრძალება გადაადგილება იმ დეპარტამენტებს შორის, სადაც კარანტინი დაწესდება. აღსანიშნავია, რომ კარანტინი ასევე გამოცხადდა ილ-დე-ფრანსის რეგიონში, რომლის შემადგენლობაში საფრანგეთის დედაქალაქი შედის. „თუ საჭირო გახდება, შემზღუდავი ზომები სხვა დეპარტამენტებშიც დაწესდება. კარანტინის რეჟიმი 20 მარტს ამოქმედდება. გარდა ამისა, კომენდანტის საათი 18:00 საათის ნაცვლად, 19:00 საათიდან ამოქმედდება“, - აღნიშნა ჟან კასტექსმა.
ესპანეთი და იტალია მოსახლეობის AstraZeneca-თი ვაქცინაციას განაახლებენ
ესპანეთი და იტალია მოსახლეობის AstraZeneca-თი ვაქცინაციას განაახლებენ. კონკრეტულად კი იტალია ვაქცინით მოქალაქეების აცრას პარასკევიდან დაიწყებს. გადაწყვეტილება იტალიაში მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპის წამლის სააგენტომ ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტიანად გამოაცხადა. ხოლო ესპანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსახლეობის AstraZeneca-თი ვაქცინაცია 24 მარტს კვლავ დაიწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროკავშირის მარეგულირებელმა, ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო. ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია. „საუბარია უსაფრთხო და ეფექტურ ვაქცინაზე. AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მის შესაძლო რისკებს აღემატება“, - განაცხადა ემერ ქუკმა.
ეკატერინე ტიკარაძე: ექთნის ვაქცინაციის პროცესში დაფიქსირებულ გართულებასთან დაკავშირებით ჯანმოსა და AstraZeneca-ს ეცნობება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და AstraZeneca-ს ვაქცინაციის პროცესში წარმოქმნილი გართულების შესახებ შემდეგი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება ინფორმაცია. „ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ ეს ყველაფერი „რეპორტის“ სახით გადავცეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რაც აუცილებლად განხორციელდება შემდეგი 24 საათის განმავლობაში. კომიტეტმა უნდა იმუშაოს, დასკვნა დადოს და მე მათ დასკვნას გავიზიარებ”, - განაცხადა ტიკარაძემ. ცნობისთვის, ახალციხეში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა. შემთხვევის მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთის დაზიანება,განადგურების ფაქტზე, ორი პირი დააკავა, თუმცა ისიმი მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
დანიელსონი ბრიუსელში ბრუნდება: იმედი მაქვს, პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან და კომპრომისის სურვილი ექნებათ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ბრიუსელში ბრუნდება და მოლაპარაკებების შედეგებს შარლ მიშელს გააცნობს. კრისტიან დანიელსონმა ევროკავშირის წარმომადგენლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხანგრძლივი, თითქმის ათსაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დიპლომატის თქმით, ზოგიერთ მონაკვეთში მიღწეული იყო მნიშვნელოვანი პროგრესი, სხვადასხვა ასპექტში პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ ექვსპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, ეს მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კრიზისთან დაკავშირებული საკითხები მოგვარდეს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები წინსვლა იყო. „კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროპული მისწრაფებებისთვის. იმედი მაქვს, რომ ახლა პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან იმ გზაზე, რომელიც არის გასავლელი და ექნებათ სურვილი, რომ კომპრომისზე წავიდნენ, ეს კი იმის საშუალება იქნება, რომ მედიაციის პროცესი წარმატებით განხორციელდეს და მჯერა, რომ ამის ღირსია ქართველი ხალხი“, - აღნიშნა დანიელსონმა.
გიორგი ვაშაძე: ქართულ საზოგადოებას მაღალი კულტურა და ღია ევროპული სტანდარტი ვერ ვაჩვენეთ, ამაში „ქართული ოცნებაა“ დამნაშავე
„ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენსაათიანი მუშობის შედეგად ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა და ღია ევროპული სტანდარტი ქართულ საზოგადოებას, ამაში კი დამნაშავე „ქართული ოცნებაა“, - ეს განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, რა არის ევროპული ინტეგრაცია და დასავლეთმა ნახა, „ვისთან აქვთ საქმე“. გიორგი ვაშაძე მოლაპარაკებებს უშედეგოს უწოდებს.
ალეკო ელისაშვილი: შეთანხმება ჩაიშალა
„ძალიან ცოტა კომპრომისი იყო, როგორი გაგრძელება ექნება მოვლენებს, არ ვიცი, არცერთ მხარეს არ ადარდებს, რა მოხდება ამ ქვეყანაში და ურჩევნიათ, იჯანჯღაროს ამ ქვეყანამ“, - ეს განცხადება მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმება არ შედგა, შეთანხმება ჩაიშალა.