ძებნის რეზულტატი:
რამაზ საყვარელიძე: რუსული გავლენების შესაჩერებლად, დიალოგის ჩაშლის გამო, ევროკავშირის მხარადაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების გამო, ევროკავშირი საქართველოს მიმართ, მწვავე რეაგირებას არ მოახდენს, პირიქით, მისი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება. როგორც Europetime-თან საუბრისას პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანისგან და სომხეთისგან განსხვავებით, საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ არ არის. დასავლეთს კი არ სურს რუსეთის გავლენა საქართველოშიც გაძლიერდეს. „ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის შესუსტებას საერთოდ არ ველი, პირიქით, დემოკრატიული პროცესებისადმი დასავლეთის დამოკიდებულების გარდა, არსებობს გეოპოლიტიკური ინტერესებიც. ევროკავშირი სულ იმას ეუბნება დაპირისპირებულ მხარეებს, რუსეთის საქმეს რატომ აკეთებთო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათი ინტერესი საგანი რუსეთია. ის რომ აზერბაიჯანისგან და სომხეთისგან განსხვავებით, საქართველოში რუსეთის გავლენა ჯერ არ არის, დასავლეთს სურს, რუსეთის გავლენა აქაც არ გაძლიერდეს. ამ ფონზე დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერა კი არ შესუსტდება, პირიქით უფრო გაძლიერდება“, - განუცხადა Europetime-ს რამაზ საყვარელიძემ. მისივე თქმით, ევროკავშირის არცერთ წარმომადგენელს არ უთქვამს რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლების ბრალია. " ის რევოლუციური სულისკვეთება, რომელიც სააკაშვილისგან მოდის, უცხოელებისგან მხარდაჭერილი არ არის. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ცალსახად თქვა, რომ მოლაპარაკებები დროის გაყვანაა და მოქმედებაა საჭირო. რითაც რევოლუციურ მოქმედებაზე იყო მინიშნება. შესაბამისად, თუკი რევოლუციას აპირებს, მოლაპარაკება აზრს კარგავს. ორივე ერთად ვერ იქნება" - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, მისი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება და ხელისუფლება-ოპოზიციას შორის ფასილიტაციის პროცესს წარმართავს.როგორ მიშელი აცხადებს, ქართული საზოგადოების ინტერესებისთვის, დროა კომპრომისების გზა გამოინახოს. მისივე ინფორმაციით, დანიელსონი თბილისში კვირის ბოლოს ჩამოვა. ,,დროა გავაკეთოთ საჭირო კომპრომისები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. ელჩი უკან გაემგზავრება შუამავლობის გასაგრძელებლად", - წერს მიშელი მიკრობლოგ Twetter-ზე ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 18 მარტს კი მოლაპარაკებები მხარეებს შორის უშედეგოდ დასრულდა და დანიელსონმა ქვეყანა დატოვა.
NDI: მოსახლეობის 53% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 53% კორონავირუსის ვაქცინის აცრას არ გაიკეთებდა, აცრას 35% გაიკეთებდა, 12%-ს კი გადაწყვეტილი არა აქვს, პასუხობს, რომ არ იცის. კითხვაზე, რატომ არ აიცრებოდით, 48% პასუხობს, რომ არ ენდობა ვაქცინის ხარისხსს. 20%-ს კი მიაჩნია, რომ კორონავირუსის პანდემიას ვაქცინის გარეშეც გაუმკლავდება. გამოკითხულტა 5 პროცენტი კი ვაქცინების წინააღმდეგია. კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარეს (2 024 დასრულებული ინტერვიუ) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია. ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.
NDI: მოსახლეობის 68% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას კარგად გაუმკლავდა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 68% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას კარგად გაუმკლავდა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა გამოკითხვასთან შედარებით მომატებულია. გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საპასუხოდ მთავრობის მიერ შემოუშავებული ეკონომიკური გეგმა ეფექტურია. 37% კი პირიქით თვილის - არ არის ეფექტური. კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარეს (2 024 დასრულებული ინტერვიუ) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია. ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.
NDI: მოსახლეობის 40% არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 40% არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს. კითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტია დგას ყველაზე ახლოს თქვენს შეხედულებებთან, გამოკითხულთა 23% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 7% "ნაციონალურ მოძრაობას", 7% კი სხვა პარტიებს. ამავე კითხვაზე პასუხი არ გასცა 14%-მა, ხოლო 8%-ს პასუხი არ აქვს. კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარეს (2 024 დასრულებული ინტერვიუ) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია. ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.
NDI: მოსახლეობის 44% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 44% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მაჩვენებელი წინა გამოკითხვასთან შედარებით გაუარესებულია. 25% ფიქრობს, რომ საქართველი სწორი მიმართულებით ვითარდება, 22%-ის აზრით კი ქვეყანა საერთოდ არ იცვლება. კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარეს (2 024 დასრულებული ინტერვიუ) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია. ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.
NDI: ეკონომიკა და ჯანდაცვა კვლავ უმთავრესი პრიორიტეტებია. მთავარი გამოწვევა ვაქცინაციის პროცესისადმი ნდობის გამყარება იქნება
თანახმად, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ერთ წლის თავზე, მოსახლეობას კვლავაც ეკონომიკური და ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები მთავრობის მიერ პანდემიის მართვას კვლავაც დადებითად აფასებენ (68 პროცენტი, 2020 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 60 პროცენტი იყო), თუმცა ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი. პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მოქალაქეები არჩეული თანამდებობის პირებისგან მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას ელოდებიან. „გასული თვეების მსგავსად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და „კოვიდ-19“-ის გავლენა ეკონომიკაზე კვლავ მოქალაქეების ყურადღების ცენტრშია. მოსახლეობის მეოთხედი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა (13 პროცენტი) ან ხელფასი/შემოსავალი შეუმცირდა (12 პროცენტი), ხოლო უმრავლესობა თავს უმუშევრად მიიჩნევს. პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად საცალო ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და სარესტორნო სფეროებში დასაქმებული მოქალაქეები დაზარალდნენ. მოქალაქეების 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ მთავრობის ეკონომიკური გეგმა ეფექტურია, ხოლო მათი ნახევარი, ვინც პანდემიის პერიოდში მთავრობისგან რაიმე სახის ფინანსურ დახმარება მიიღო, ამბობს, რომ ეს დახმარება საკმარისია. მოსახლეობა კორონავირუსის აცრის მიმართ კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი. მთავრობის ვაქცინაციის გეგმას ეფექტურად მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები (42 პროცენტი) აფასებს და მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში აიცრებოდა; 53 პროცენტი აცხადებს, რომ არ აიცრებოდა. ქალები და 55 წელს ქვემოთ ასაკის მოქალაქეები, სხვებთან შედარებით, ვაქცინაციის მიმართ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ისინი ვინც ამბობენ, რომ აცრას არ გაიკეთებენ, მიზეზად ასახელებენ ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობას (48 პროცენტი) და რწმენას, რომ პანდემიის გადალახვა ვაქცინაციის გარეშეც შეძლებენ (20 პროცენტი). მოქალაქეები „კოვიდ-19“-ის შესახებ ინფორმაციას უმეტესად ტელევიზიიდან (60 პროცენტი) ან ინტერნეტით (35 პროცენტი) იღებენ, ინფორმაციის სანდოობის მხრივ კი, სამედიცინო სფეროს მუშაკებსა (74 პროცენტი) და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (68 პროცენტი) გამოარჩევენ“, – აღნიშნულია ორგანიზაციების პრესრელიზში. „ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პოლიტიკოსებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება მათი მთავარი პრიორიტეტია. ვაქცინაციის პროცესის გამართულობა და მოსახლეობის ინფორმირებისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გამოყენება გადამწყვეტ როლს ითამაშებს იმაში, რომ ხელისუფლებამ ამ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფა მოახერხოს“, – განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა, ალან გილამმა. ამასთან, გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა ელოდება, რომ არჩეული თანამდებობის პირები მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე იზრუნებენ. მოქალაქეებს სურთ, რომ პარლამენტმა, პირველ რიგში, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეები მათგან ინკლუზიის საკითხებზე მუშაობას მოელიან: მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი პარლამენტში ქალებისა და კაცების თანაბარ განაწილებას ემხრობა. ეს მოსაზრება პარტიული სიმპათიების მიხედვით არ იცვლება. მოსახლეობის უმრავლესობას (54 პროცენტი) არ სჯერა, რომ პარლამენტი მათნაირი ადამიანების აზრს ითვალისწინებს და მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ (55 პროცენტი). საკანონმდებლო ორგანოს მიმართ ნდობის ნაკლებობა პარლამენტის მუშაობაში ჩართვის სურვილზეც აისახება. პარლამენტთან კომუნიკაციის ფორმებზე საუბრისას, მოსახლეობის ყველაზე დიდმა ნაწილმა (39 პროცენტი) თქვა, რომ მის საქმიანობაში მონაწილეობა არ სურს. „NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები. აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
ეკატერინე ტიკარაძე დღეს საჯაროდ აიცრება
დღეს, 23 მარტს, 14:30 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრში აიცრება. ინფროამციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მზად არის, AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრას.
65 წელს ზემოთ მყოფ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის არჩევანი გააკეთონ
"კვირის ბოლომდე ველოდებით Pfizer-ის ვაქცინას და როგორც სამედიცინო პერსონალს, ისე 65 წელს ზემოთ პირებსაც ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 65 წელს ზემოთ პირებისთვის ვაქცინაციის პროგრამა 25 მარტიდან გაფართოვდება. „აპრილის ბოლოსკენ ველოდებით დამატებით დოზებსაც, რაც ასევე განსაზღვრულია COVAX-ის პლატფორმით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
NDI: გამოკითხულთა მხოლოდ 33% ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრები მათ ინტერესებს დაიცავენ
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის კვლევის მიხედვით, პარლამენტის საქმიანობას დადებითად, გამოკითხულთა მხოლოდ 14% აფასებს, 38% საშუალოდ, 36 % კი ცუდად. გამოკითხული მოქალაქეების 50% ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრები მათ ინტერესებს არ დაიცავენ, 33%-ს მიაჩნია, რომ დეპუტატები მათ ინტერესებს დაიცავენ, ხოლო 17%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერების 10% ფიქრობს რომ პარლამენტი ცუდად მუშაობს. 39% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 45% საშუალოდ, კი ცუდად. გამოკითხული მოქალაქეებიდან, რომლებმაც პარტიული კუთვნილება არ დაასახელეს, 39% ამბობს, რომ პარლამენტი ცუდად მუშაობს. 6% კი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას დადებითად აფასებს. ოპოზიციის მხარდამჭერებიდან პარლამენტის საქმიანობას დადებითად 3% აფასებს, 26% საშუალოდ, 66% ცუდად. კითხვაზე, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტმა, რომელ საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, მოქალაქეების 79 % ეკონომიკას ასახელებს. 34% ჯანდაცვას, 22% კი განათლებას. NDI-ის გამოკითხულთა 60%-ს კი მიაჩნია, რომ დეპუტატი გააკეთბს იმას, რასაც პარტია ეტყვის. 14%-ს განსხვავებული აზრი აქვს. ცნობისთვის, კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
თამარ გაბუნია: ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ვაქცინაციასთან მიმართებაში
"ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ვაქცინაციასთან მიმართებაში. ახლა მოგვიწევს ისევ დიდი ძალისხმევა იმისათვის, რომ ეს ნდობა აღდგეს და ეს იქნება,ასევე, სამედიცინო პერსონალის აქტივობა, რადგან ექიმი და ექთანი, თუ არ იცრება და არ ენდობა ამ ვაქცინაციას, ძალიან რთულია მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ უნდა აიცრან", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა NDI -ის კვლევას, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 53% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა. თამარ გაბუნიას განმარტებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის აუცილებლობა იკვეთება. "საინფორამციო კამპანია ნელა იკრებს ძალას. ჩვენ საინფორმაციო კამპანია დავიწყეთ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინა რეალურად შემოვიდა. ამის განმარტება გახლდათ ის, რომ ვაქცინაციისთვის პირველი ჯგუფი იქნებოდა სამედიცინო პერსონალი, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი და ღრმა ცოდნა ვაქცინაციის პროცესის სარგებლის შესახებ და ასევე, მათ უკვე იცოდნენ, თუ რა ვაქცინას შესთავაზებდა მათ პროგრამა. როდესაც ვსაუბრობთ უკვე ასაკოვანი ჯგუფების ჩართვაზე და ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაზე, ცალსახად დგას იმის აუცილებლობა, რომ საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს მეტად აქტიური. საინფორმაციო კამპანია არის ერთ-ერთი სტრატეგია. გეთანხმებით, რომ საინფორმაციო კამპანიის აუცილებლობა აშკარად იკვეთება და ის, რომ მოსახლეობის ნახევარი ვაქცინას უნდობლობას უცხადებს, ესეც გასაკვირი არ არის და სწორედ ამიტომ არის საჭირო აქტიური საინფორმაციო კამპანია. საინფორმაციო კამპანიის დაწყება ვაქცინაციის გეგმით ასეც იყო დაგეგმილი, ანუ ფართო საინფორმაციო კამპანიაზე მაქვს საუბარი, რადგან ზოგადად, გეგმის თანახმად, მოსახლეობის მოცვა არის მე-2 კვარტლის ბოლოდან მე-3 და მე-4 კვარტალი. ამდენად, ჩვენ ჯერ კიდევ საკმარისი დრო გვაქვს იმისათვის, რომ ანტივაქსერები, ან უნდობლობით განწყობილი პირები, რომლებიც არ ენდობიან ვაქცინას, გარკვეულწილად დარწმუნდნენ ვაქცინის ეფექტურობაში. რა შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტური? ყველაზე ეფექტური მაინც არის მაგალითი. ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ ეს კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ვაქცინაციასთან მიმართებაში. ამდენად, ახლა, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ისევ დიდი ძალისხმევა იმისათვის, რომ ეს ნდობა აღდგეს და ეს იქნება,ასევე, სამედიცინო პერსონალის აქტივობა, რადგან ექიმი და ექთანი თუ არ იცრება და არ ენდობა ამ ვაქცინაციას, ძალიან რთულია მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ უნდა აიცრან და ვაქცინაცია მათთვის სასიკეთო იქნება. ამდენად, აქ არის ისევ და ისევ მაგალითი ის, რომ ჩვენ მივიღოთ გარკვეულ პერიდში სამედიცინო პერსონალის მაღალი აქტივობა და ასევე, მოსახლეობაც იყოს მეტად ინფორმირებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. NDI: მოსახლეობის 53% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს. კითხვაზე, რატომ არ აიცრებოდით, 48% პასუხობს, რომ არ ენდობა ვაქცინის ხარისხსს.
28 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის ბილეთების მფლობელებს ე.წ კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლება ექნებათ
28 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის ბილეთების მფლობელებს ერთი ღამით გადაადგილების უფლება მიენიჭებათ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. „28 მარტს დაგეგმილი საერთაშორისო მატჩებს, რომლებიც გაიმართება რაგბსა და ფეხბურთში, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სტადიონზე დაესწრება გულშემატკივართა 30%. რაგბის მატჩი გაიმართება 3 საათზე, ფეხბურთის მატჩი დაგეგმილია 8 საათზე და მოხვდება შეზღუდვების პერიოდში. ამიტომ, ბილეთის ყიდვისას მყიდველს ავტომატურად მიენიჭება გადაადგილების უფლება, რაც უზრუნველყოფს გულშემატკივართა სახლში დაბრუნებას მატჩის შემდგომ“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ. 28 მარტს, საქართველო-ესპანეთის მატჩს მაყურებელთა 30 პროცენტი დაესწრება
რამაზ საყვარელიძე: ოპოზიციამ ფაქტობრივად, ფიასკო განიცადა, აქციაც კი მაისისთვის გადადეს
„თუკი მოლაპარაკების პროცესში ისეთ პუნქტებს ჩადებ, რომელიც რევოლუციის ტოლფასია, ეს იგივე რევოლუციაა, ოღონდ მოლაპარაკების გზით. ამ შემთხვევაში, მეორე მხარე, რა თქმა უნდა, დათმობაზე არ წამოვა“, - აღნიშნული განცხადებით, Europetime-თან საუბრისას, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მოლაპარაკების დროს, ყველა მხარე ცდილობს იპოვოს ისეთი დებულება, რომელიც მასაც აწყობს და სავარაუდოდ, მეორე მხარესაც. პოლიტოლოგის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან არცერთი შენიშვნა, არცერთი აზრი არ გაჟღერებულა იმასთან დაკავშირებით, რომ დიალოგის ჩაშლა ხელისუფლების ბრალია. „ამას მხოლოდ ოპოზიცია ამბობს. ცდილობს, მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ შეთანხმებას ხელისუფლების გამო ვერ აღწევენ. ჯოზეფ ბორელმა თავის განცხადებებშიც აღნიშნა, რომ დემოკრატია ქუჩაში დგომა არ არის და არასაპარლამენტო პლურალიზმს ევროპულ დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. მეტი რაღა უნდა ეთქვა. ამ პროცესის მონაწილე არცერთ უცხოელ დამკვირვებელს და პარტნიორს არ უთქვამს, რომ ოპოზიცია მართალია, თავის მოქმედებებში. ხელისუფლების მიმართ, შეიძლება იყო მოწოდება მელიას დაკავების საქმეზე, ასევე ხელისუფლების გამონათქვამებთან დაკავშირებით, რომ მეტი კორექტულობა ყოფილიყო, მაგრამ არავის უთქვამს, ოპოზიცია მართალია ქუჩაში რომ დგასო“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე. პოლიტოლოგის თქმით, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ცალსახად თქვა, რომ მოლაპარაკებები დროის ტყუილად გაყვანაა და მოქმედებაა საჭირო. რევოლუციურ მოქმედებაზე იყო მინიშნება. „შესაბამისად, თუკი რევოლუციას აპირებს, მოლაპარაკება აზრს კარგავს. ორივე ერთად ვერ იქნება. რევოლუციური სულისკვეთება, რომელიც მიხეილ სააკაშვილისგან მოდის უცხოელებისგან მხარდაჭერილი არ არის. დღეს, ამ მოვლენების ფონზე ცხადი გახდა, პოლიტიკური სპექტრში ძალიან დიდი დეფიციტია. უცხოელები ოპოზიციას მხარს არ უჭერენ. თვითონ ოპოზიციაც გრძნობს, რომ ხალხიც არ უჭერს მხარს. აგერ 15 მაისისთვის გადაიტანეს შემდეგი აქცია. იქამდე იკარგებიან. ოპოზიციის არ ყოლა, ქვეყნისთვისაა ცუდი. ხელისუფლების ოპონირება არ ხდება. საპარლამენტო ცხოვრება არასრულია. სწორედ ამ ფონმა განაპირობა რომ ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ, მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ დააანონსა“, - განუცხადა Europetime-ს რამაზ საყვარელიძემ დასძინა, რომ თუ გახარია საინტერესო პოლიტიკურ გუნდს შეკრავს, შესაძლოა მისი პარტია დასავლეთისთვის საინტერესო პოლიტიკურ ძალად იქცეს. ამიტომ ამ ოპოზიციამ ფაქტიურად ფიასკო განიცადა. თუ კი მოლაპარაკების პროცესში ისეთ პუნქტებს ჩადებ, რომელიც რევოლუციის ტოლფასია, იგივე რევოლუცია, ოღონდ მოლაპარაკების გზით და მაშინ მეორე მხარე რა თქმა უნდა არ წამოვა დათმობაზე“, - განაცხადა Europetime-თან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ. ცნობისთვის, დღეს გამოქვეყნებული NDI-ს კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 40% არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს. კითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტია დგას ყველაზე ახლოს თქვენს შეხედულებებთან, გამოკითხულთა 23% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 7% "ნაციონალურ მოძრაობას", 7% კი სხვა პარტიებს. ამავე კითხვაზე პასუხი არ გასცა 14%-მა, ხოლო 8%-ს პასუხი არ აქვს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, მისი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება და ხელისუფლება-ოპოზიციას შორის ფასილიტაციის პროცესს წარმართავს. როგორც მიშელი აცხადებს, დროა, ქართული საზოგადოების ინტერესებისთვის კომპრომისების გზა გამოინახოს. მისივე ინფორმაციით, დანიელსონი თბილისში კვირის ბოლოს ჩამოვა. ,,დროა გავაკეთოთ საჭირო კომპრომისები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. ელჩი უკან გაემგზავრება შუამავლობის გასაგრძელებლად", - წერს მიშელი მიკრობლოგ Twetter-ზე ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 18 მარტს კი მოლაპარაკებები მხარეებს შორის უშედეგოდ დასრულდა და დანიელსონმა ქვეყანა დატოვა.
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს
კორონავირუსის ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ძირითადად ეს არის ბრიტანული შტამი. „იცით, რომ ის ევროპაში ვრცელდება და აქვს საკმაოდ ფართო გავრცელება და ალბათ ჩვენთანაც რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ როგორც კვლევები აჩვენებს, ვაქცინები, რაც დღეისთვის ადმინისტრირდება, ფარავენ ამ შტამს“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
კორონავირუსის ვაქცინით საქართველოში 4000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი აიცრა
დღევანდელი მდგომარეობით, 4000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია აცრილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, როგორც სამედიცინო პერსონალს, ისე 65 წელს ზემოთ პირებსაც შესაძლებლობა ექნებათ, გააკეთონ არჩევანი „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ შორის.
WHO ქართველი ექთნის გარდაცვალებაზე: ჯანმო საკითხის მოკვლევის პროცესში ჩართულია და უზრუნველყოფს საჭირო ტექნიკურ მხარდაჭერას
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე 27 წლის ექთნის გარდაცვალების საკითხზე Europetime-თან საუბრობს. მისი თქმით, ჯანმო საკითხის მოკვლევის პროცესში ჩართულია. "გვსურს გულწრფელი მწუხარება გამოვუცხადოთ მეგის ბაქრაძის ოჯახს და ახლობლებს ამ რთულ მომენტში. WHO თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ამ საკითხის მოკვლევის პროცესში და უზრუნველყოფს შეფასებისთვის საჭირო ტექნიკურ მხარდაჭერას. როდესაც ხდება ვაქცინის ავტორიზება WHO- ს მიერ (გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენებისთვის დაშვება), მტკიცებულებები მიიღება კონტროლირებული, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შესრულებული კლინიკური კვლევებისგან, რომელშიც ათობით ათასობით მონაწილეა ჩართული. უკიდურესი რეაქციები ვაქცინაციაზე ძალიან იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია მაინც დადგეს. ადამიანების უმეტესობას ვაქცინაციის შემდგომ ან საერთოდ არ აქვს რეაქცია, ან მხოლოდ უმნიშვნელო რეაქციები უვითარდება. თუმცა, ადამიანების ძალიან მცირე რაოდენობას შესაძლოა მაინც განუვითარდეს ალერგიული ან სხვა მწვავე რეაქციები COVID-19 ვაქცინის შემდეგ. ანაფილაქსია ნებისმიერი ვაქცინის ცნობილი, თუმცა ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენაა. ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ ექნება ალერგიული რეაქცია ვაქცინაზე. ის სარგებელი, რაც ვაქცინას მოაქვს COVID-19–სგან დაცვის კუთხით მრავალჯერადად აღემატება იმ ძალიან მცირე პოტენციურ რისკს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას", - განუცხადა სილვიუ დომენტემ Europetime-ს.
ჯანმოს წარმომადგენელი საქართველოში: ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას ვაქცინაზე ალერგიული რეაქცია არ ექნება
"ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას ვაქცინაზე ალერგიული რეაქცია არ ექნება", - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ Europetime-ს განუცხადა. მისი თქმით, უკიდურესი რეაქციები ვაქცინაციაზე ძალიან იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია მაინც დადგეს. მისივე განცახებით, ადამიანების უმეტესობას ვაქცინაციის შემდგომ ან საერთოდ არ აქვს რეაქცია, ან მხოლოდ უმნიშვნელო რეაქციები უვითარდება. "გვსურს გულწრფელი მწუხარება გამოვუცხადოთ მეგის ბაქრაძის ოჯახს და ახლობლებს ამ რთულ მომენტში. WHO თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ამ საკითხის მოკვლევის პროცესში და უზრუნველყოფს შეფასებისთვის საჭირო ტექნიკურ მხარდაჭერას. როდესაც ხდება ვაქცინის ავტორიზება WHO- ს მიერ (გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენებისთვის დაშვება), მტკიცებულებები მიიღება კონტროლირებული, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შესრულებული კლინიკური კვლევებისგან, რომელშიც ათობით ათასობით მონაწილეა ჩართული. უკიდურესი რეაქციები ვაქცინაციაზე ძალიან იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია მაინც დადგეს. ადამიანების უმეტესობას ვაქცინაციის შემდგომ ან საერთოდ არ აქვს რეაქცია, ან მხოლოდ უმნიშვნელო რეაქციები უვითარდება. თუმცა, ადამიანების ძალიან მცირე რაოდენობას შესაძლოა მაინც განუვითარდეს ალერგიული ან სხვა მწვავე რეაქციები COVID-19 ვაქცინის შემდეგ. ანაფილაქსია ნებისმიერი ვაქცინის ცნობილი, თუმცა ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენაა. ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ ექნება ალერგიული რეაქცია ვაქცინაზე. ის სარგებელი, რაც ვაქცინას მოაქვს COVID-19–სგან დაცვის კუთხით მრავალჯერადად აღემატება იმ ძალიან მცირე პოტენციურ რისკს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას", - განუცხადა სილვიუ დომენტემ Europetime-ს.
ჯანმოს წარმომადგენელი საქართველოში: ანაფილაქსია ნებისმიერი ვაქცინის ცნობილი, თუმცა ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენაა
"ანაფილაქსია ნებისმიერი ვაქცინის ცნობილი, თუმცა ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენაა", - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ Europetime-ს განუცხადა. მისი თქმით, უკიდურესი რეაქციები ვაქცინაციაზე ძალიან იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია მაინც დადგეს. მისივე განცახებით, ადამიანების უმეტესობას ვაქცინაციის შემდგომ ან საერთოდ არ აქვს რეაქცია, ან მხოლოდ უმნიშვნელო რეაქციები უვითარდება. "გვსურს გულწრფელი მწუხარება გამოვუცხადოთ მეგის ბაქრაძის ოჯახს და ახლობლებს ამ რთულ მომენტში. WHO თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ამ საკითხის მოკვლევის პროცესში და უზრუნველყოფს შეფასებისთვის საჭირო ტექნიკურ მხარდაჭერას. როდესაც ხდება ვაქცინის ავტორიზება WHO- ს მიერ (გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენებისთვის დაშვება), მტკიცებულებები მიიღება კონტროლირებული, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შესრულებული კლინიკური კვლევებისგან, რომელშიც ათობით ათასობით მონაწილეა ჩართული. უკიდურესი რეაქციები ვაქცინაციაზე ძალიან იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია მაინც დადგეს. ადამიანების უმეტესობას ვაქცინაციის შემდგომ ან საერთოდ არ აქვს რეაქცია, ან მხოლოდ უმნიშვნელო რეაქციები უვითარდება. თუმცა, ადამიანების ძალიან მცირე რაოდენობას შესაძლოა მაინც განუვითარდეს ალერგიული ან სხვა მწვავე რეაქციები COVID-19 ვაქცინის შემდეგ. ანაფილაქსია ნებისმიერი ვაქცინის ცნობილი, თუმცა ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენაა. ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ ექნება ალერგიული რეაქცია ვაქცინაზე. ის სარგებელი, რაც ვაქცინას მოაქვს COVID-19–სგან დაცვის კუთხით მრავალჯერადად აღემატება იმ ძალიან მცირე პოტენციურ რისკს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას", - განუცხადა სილვიუ დომენტემ Europetime-ს.
ჯანმოს წარმომადგენელი საქართველოში: ვაქცინის სარგებელი აღემატება იმ ძალიან მცირე პოტენციურ რისკს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას
"ვაქცინის სარგებელი აღემატება იმ ძალიან მცირე პოტენციურ რისკს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას", - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ Europetime-ს განუცხადა. "გვსურს გულწრფელი მწუხარება გამოვუცხადოთ მეგის ბაქრაძის ოჯახს და ახლობლებს ამ რთულ მომენტში. WHO თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ამ საკითხის მოკვლევის პროცესში და უზრუნველყოფს შეფასებისთვის საჭირო ტექნიკურ მხარდაჭერას. როდესაც ხდება ვაქცინის ავტორიზება WHO- ს მიერ (გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენებისთვის დაშვება), მტკიცებულებები მიიღება კონტროლირებული, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შესრულებული კლინიკური კვლევებისგან, რომელშიც ათობით ათასობით მონაწილეა ჩართული. უკიდურესი რეაქციები ვაქცინაციაზე ძალიან იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია მაინც დადგეს. ადამიანების უმეტესობას ვაქცინაციის შემდგომ ან საერთოდ არ აქვს რეაქცია, ან მხოლოდ უმნიშვნელო რეაქციები უვითარდება. თუმცა, ადამიანების ძალიან მცირე რაოდენობას შესაძლოა მაინც განუვითარდეს ალერგიული ან სხვა მწვავე რეაქციები COVID-19 ვაქცინის შემდეგ. ანაფილაქსია ნებისმიერი ვაქცინის ცნობილი, თუმცა ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენაა. ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ ექნება ალერგიული რეაქცია ვაქცინაზე. ის სარგებელი, რაც ვაქცინას მოაქვს COVID-19–სგან დაცვის კუთხით მრავალჯერადად აღემატება იმ ძალიან მცირე პოტენციურ რისკს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას", - განუცხადა სილვიუ დომენტემ Europetime-ს.
პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ ექთანს, რომელმაც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა, კორონავირუსი დაუდასტურდა
პენიტენციური სამსახურის ცნობით, ექთანს კორონავირუსზე ტესტი 18 მარტს ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხის შემდეგ, იმავე დღეს AstraZenecas ვაქცინით აიცრა, კორონავირუსი კი 20 მარტს დაუდასტურდა „COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის მაისის ბოლოდან პენიტენციური სისტემის თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გადიოდნენ PCR ტესტირებას, ხოლო 2020 წლის ოქტომბრიდან, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მათ კვირაში ერთხელ უტარდებათ PCR ტესტირება, ხოლო შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ანტიგენ ტესტით მოწმდებიან. ამ სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, N5 დაწესებულების ექთანს მიმდინარე წლის 15 მარტს ჩაუტარდა PCR ტესტირება (პასუხი უარყოფითი), ხოლო 18 მარტს სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდა (პასუხი კვლავ უარყოფითი იყო). ამავე დღეს მას გაუკეთდა აცრა COVID-19-ზე. მეორე დღეს, 19 მარტს მის მეუღლეს დაუდგინდა COVID-19, ხოლო თავად ექთანსაც გამოუვლინდა COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ტემპერატურის მატება). იგი მოთავსდა სპეციალიზებულ ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც 20 მარტს დაუდასტურდა COVID-19. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში დატოვებს კლინიკას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციის რეფორმა ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციის რეფორმა და სპეციალური მენეჯერის დანიშვნა არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ამის შესახებ კომისიის ახალ დასკვნაშია ნათქვამი. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ კონსტიტუციურ საკითხებში, 20 მარტს დაასკვნა, რომ პარლამენტის მიერ ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში მიღებული ცვლილება ,,გადაჭარბებულად" აძლიერებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილებას. ,,ელექტრონული კომუნიკაციის რეფორმას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების იურიდიულ და ეკონომიკურ ჩარჩოსა და კონკურენტული გარემოს მარეგულირებელ პრინციპებზე, აძლიერებს პასუხისმგებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) უფლებამოსილებას", - ნათქვამია ანგარიშში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სპეციალური მენეჯერის დანიშვნის უფლებამოსილება საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების პროვაიდერებისთვის არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც ევროპაშია აპრობირებული. განცხადების მიხედვით, კომისიამ "არ იცის" ევროპული კონტექსტში კომუნიკაციების სფეროში მარეგულირებელი ორგანოს ასეთი გადაჭარბებული უფლებამოსილებები, რაც მარეგულირებლის მიერ სპეციალური მენეჯერების ამ ფორმით ჩართვას ითვალისწინებს. ,,მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია ცნობს ლეგიტიმურ მიზანს, რომ არ შეუქმნას საფრთხე ინტერნეტის მომხმარებლებს, ამჟამინდელი გადაწყვეტილება, რომელიც აირჩია კანონმდებელმა კანონის ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ 46-ე მუხლის 1-ლი და 11-ე მუხლებში, ეხება ,,საკუთრების უფლებასა და მედიის თავისუფლებას", ისევე როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლებას მარეგულირებელი კომისიის მიერ 46-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დანიშნულ სპეციალურ მენეჯერს აქვს ”საგანგებო უფლებამოსილება”, რომელიც ემსგავსება სასამართლოს მიერ დანიშნულ ადმინისტრატორს ბანკში, ან ფინანსურ ინსტიტუტში. ვენეციის კომისიამ "არ იცის" ევროპული კონტექსტში კომუნიკაციების სფეროში მარეგულირებელი ორგანოს ასეთი უფლებამოსილებები. უფლებამოსილებები ”იმდენად ფართო და გადაჭარბებულია”, რომ, როგორც ჩანს, ერთადერთი შეზღუდვა არის აქციონერების გაუცხოება, რის გამოც აქციონერებს არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილება. გარდა ამისა, 46-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ”ზედმეტად ფართო და ბუნდოვანია”, რაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აძლევს შესაძლებლობას, უზრუნველყოს სპეციალური მენეჯერი, რათა მიიღოს ყველა მენეჯერული გადაწყვეტილება. გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების თვალსაზრისით, მე -11 მუხლს "არ აქვს სიცხადე", რაც ქმნის გაურკვევლობას სერიოზული საკითხების მიმართ და შეშფოთებას იწვევს სასამართლო განხილვის გამოყენებასთან დაკავშირებით”,- ნათქვამია მოსაზრებაში ცნობისთვის, პარლამენტმა 2020 წლის 17 ივლის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით, 88 ხმით დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილი ხდება, ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს სპეციალური მმართველი დაუნიშნოს.კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, რომელმაც მისი განხილვა დაჩქარებული წესით მოითხოვა..