ძებნის რეზულტატი:
ფინანსთა სამინისტრო: სამინისტროს თანამშრომელი მოულოდნელად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, არჩილ ჩაჩანიძე მოულოდნელად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. "საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სახაზინო სამსახურის თანამშრომლის, ბატონი არჩილ ჩაჩანიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. არჩილ ჩაჩანიძე დღეს მოულოდნელად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს გულითადად გილოცავთ რამადანის თვის დადგომას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას რამადანის თვის დადგომას ულოცავს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. “საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს გულითადად გილოცავთ რამადანის თვის დადგომას და მის ღირსეულად, რწმენითა და მოთმინებით დასრულებას გისურვებთ. მე ძალიან ვაფასებ თქვენს უდიდეს წვლილს ჩვენი საერთო სამშობლოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი მომავლის შენებაში. თქვენი თვითმყოფადი კულტურა და ტრადიციები ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, მისი მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია. ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
რუსეთმა თურქეთთან ავიამიმოსვლა 1-ელ ივლისამდე შეზღუდა
თურქეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, თურქეთთან ავიამიმოსვლა 15 აპრილიდან 1-ელ ივნისამდე შეზღუდოს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა. ინფრომაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „გადაწყვეტილება მივიღეთ, მიმდინარე წლის 15 აპრილიდან 1-ელ ივნისამდე რეგულარული და ჩარტერული ავიამიმოსვლა შევზღუდოთ რუსეთის საერთაშორისო აეროპორტებიდან თურქეთის აეროპორტებში და თურქეთის აეროპორტებიდან რუსეთის აეროპორტებში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ. მისივე თქმით, თურქეთთან დაკავშირებით დაშვებული იქნება გამონაკლისიც. მოსკოვი-სტამბოლი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 2 ფრენა განხორციელდება. ამასთან, ფრენებზე პრობლემა არ შეექმნებათ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთის პროვინცია მერსინში აკკუიუს ბირთვული ელექტროსადგურის პროექტზე მუშაობენ. როგორც ცნობილია, ამ პერიოდისთვის შეაჩერა საჰაერო მიმოსვლა ტანზანიასთან.
ილჰამ ალიევმა ბაქოში სამხედრო ნადავლის პარკი გახსნა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთზე გამარჯვების აღსანიშნავად, სამხედრო ნადავლის პარკი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პარკი საომარ ვითარებას ასახავს. აქ განთავსებულია აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სომხეთის არმიისთვის ჩამორთმეული ტექნიკა, ტანკები, საარტილერიო დანადგარები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, სატვირთო მანქანები, ასევე დაღუპული ჯარისკაცების ჩაფხუტები და მოწინააღმდეგის ცვილის ფიგურები.
FBI-მ Amazon-ის სერვერების აფეთქების მცდელობისთვის 28 წლის კაცი დააკავა
Amazon-ის მონაცემების დამუშავების ცენტრის აფეთქების სავარაუდო მცდელობისთვის FBI-მ 28 წლის კაცი, სეტ აარონ პენდლი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავცრელებს. პენდლი მას შემდეგ დაიჭირეს, როდესაც მან FBI-ის ფარული აგენტისგან ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიღო. დაკავებული FBI-ის ყურადღების ქვეშ მაშინ მოექცა, როდესაც უწყებას ინკოგნიტო წყარომ სავარაუდო დამნაშავის ინტერნეტმიმოწერა გადასცა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 28 წლის მამაკაცს 20 წლიანი პატიმრობა ელის. გამომძიებლების აზრით, მისტერ პენდლის მთავარი მიზანი Amazon–ის ვებ-სერვერების ქსელის დაზიანება იყო.
USAID: აგროტურიზმი ეკონომიკის ის სფეროა, რომელსაც სოფლად მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი აქვს
"აგროტურიზმი ეკონომიკის ის სფეროა, რომელსაც სოფლად მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი აქვს", - ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "ინოვაციური ეკონომიკის განვითარებისა და ქვეყანაში ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით USAID თანამშრომლობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან. ეს თანამშრომლობა მოიცავს აგროტურიზმის სექტორის მხარდაჭერას. აგროტურიზმი ეკონომიკის ის სფეროა რომელსაც სოფლად მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი აქვს. დღეს, აშშ. ელჩმა კელი დეგნანმა და USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა მარიკა ოლსონმა მონაწილეობა მიიღეს სოფელ უდაბნოში აგრიტურიზმისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ღონისძიებაზე ციფრული პლატფორმა AgroGate-ის პრეზენტაცია შედგა. პლატფორმა, რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ USAID-სა და Mastercard-თან პარტნიორობით შექმნა, ასახავს აგრიტურისტულ საიტებს სამხრეთ კავკასიაში და მომხმარებლებს უშუალოდ ტურისტულ ოპერატორებთან კავშირის საშუალებას აძლევს. თქვენც სცადეთ პლატფორმა AgroGate.world-ზე", - ნათქვამია განცხადებაში.
14 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება
14 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს. "სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 14 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ნაძალადევის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გუდამაყრის და სანზონის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის და ურეკის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV კვარტლების, აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირის, მიცკევიჩის, ცინცაძის, კუტუზოვის, საბურთალოს, გამრეკელის, საირმის, შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების IIა ზონის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, პეტრიწის, მუხრან მაჭავარიანის, ემხვარის, მიცკევიჩის, საბურთალოს, საირმის, ცაგარელის, შმიდტის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი ლისის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ლეო კვაჭაძის და ბიწაძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, IIIა, IV, V მიკრორაიონების, ნიკო კეცხოველის, ომარ ხიზანიშვილის, ილია ვეკუას, ქერჩის და გრაფ შულენბურგის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, შეშელიძის, ფეიქართა, წყალსადენის, ტაბიძის, ქერჩის, გმირ კურსანტთა, მამკოდის, მორეტის და ვართაგავას ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე მესხის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის, ბეთლემის აღმართის, გუდიაშვილის მოედნის, ლერმონტოვის, ასათიანის, გუდიაშვილის, აბო-თბილელის, ალავერდოვის, ახოსპირელის, ბესაძის, შოთა ნიშნიანიძის, ჩიხლაძის და ჯიბლაძის ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანთელავას, ბუხაიძის, შალვა მჭედლიშვილის, კუმისის და თოიძის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, ზაქრაძის, ლალიონის, არჩილ ქურდიანის, ვახტანგ მახალდიანის, ეროსი მანჯგალაძის, რკინიგზის და თოფურიძის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზედა პლატოს და ირინა შტენბერგის ქუჩის მოსახლეობას. ისნის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, გარეკახეთის, კოშკოვანის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, შირაქის და შორაპნის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, იმედაძის და ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია თელასის განცხადებაში.
13 აპრილს თბილისის 7 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო თბილისის რამდენიმე რაიონში 13 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს. ნაძალადევის რაიონი: გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერწოს, ხევისუბნის და ქვიშხეთის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი: ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV, V კვარტალების, სოფელ დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, რობაქიძის გამზირის, იასამნის, მიქელაძის, ონიანის, ლიუბლიანას, რონდელის, ჩაჩავას და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის და სამტრედიის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV კვარტალების (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ახმეტელის და ლიუბლიანას ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი: გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II, V, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძის, მარატ ნოზაძის, ომარ ხიზანიშვილის და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი: ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტალის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ინტენსიფიკაციის, ხომლის, ლევან ასათიანის და კაპანელის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალეს, იოანე პეტრიწისა და პეტრე იბერის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მოსახლეობას. კრწანისის რაიონი: გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სადგურის, შოთა ნიშნიანიძისა და ვაგზლის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაკი სურგულაძის, შოთა ნიშნიანიძის, სერგი სურგულაძის და ევგენი გეგეჭკორის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი: გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. სამგორის რაიონი: გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩების მოსახლეობას. "კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ბელარუსში Euronews-ის მაუწყებლობა შეაჩერეს
ბელარუსის ხელისუფლებამ ქვეყანაში ევროპული ახალი ამბების ქსელის Euronews მაუწყებლობა შეაჩერა. როგორც ინფორმაციის სამინისტრომ 12 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, Euronews-ის არხს, რომელიც 24 საათი მაუწყებლობდა და მსოფლიოს ამბებს 12 ენაზე, მათ შორის რუსულ ენაზე, აშუქებდა, მაუწებლობის ლიცენზია ამოეწურა. მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Euronews-ის ადგილს რუსული არხი Pobeda დაიკავებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შესახებ ამზადებს სატელევიზიო მასალებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ Euronews-ს მაუწყებლობის ლიცენზია აღარ გაუგრძელეს, რადგან ტელეარხმა ქვეყნის კანონი დაარღვია და რეკლამებს ინგლისურ ენაზე უშვებდა, როდესაც ეს რუსულად, ან ბელარუსულად უნდა გაეკეთებინა. Euronews-ში მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. ადვოკატის თქმით, სხდომას თავად ბრალდებულიც დაესწრება.
დღეიდან, მუსლიმურ სამყაროში რამადანის თვე დაიწყო
დღეიდან, მუსლიმურ სამყაროში რამადანის თვე დაიწყო. ეს პერიოდი მუსლიმთა ცხოვრებაში განსაკუთრებული მარხვით და ლოცვით გამოირჩევა. ერთი თვის განმავლობაში მუსლიმები მარხვას ინახავენ. მარხვა 30 დღის მანძილზე გრძელდება და სამდღიანი ზეიმით მთავრდება. რამადანი მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, ალლაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა შუამავალ მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მიმადლა. წელს ბაირამი 13-15 მაისს აღინიშნება.
კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი: 16 რეკომენდაციიდან საქართველომ 14 რეკომენდაცია შეასრულა
კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს მიერ მეოთხე რაუნდის შეფასების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების შესრულება შეაფასა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, GRECO-ს მონიტორინგის მეოთხე რაუნდი ეხება წევრი ქვეყნების პარლამენტის, პროკურატურისა და სასამართლოს მიმართ გამოცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას. "ანგარიშში GRECO მიესალმება საქართველოს პროგრესს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის გაზრდის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები; პარლამენტში ეთიკის საბჭოს შექმნა; დეპუტატების ტრენინგები ეთიკის საკითხებზე; მოსამართლეთა დანიშვნის წესში გაუმჯობესებული რეგულაციები; მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების გაუმჯობესება და ამ გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა; მოსამართლეთა დისციპლინური პროცედურების გაუმჯობესების მიზნით სამოსამართლო ეთიკის წესების განახლება; პროკურორთა ეთიკის კოდექსის იმპლემენტაციისათვის განხორციელებული პრაქტიკული ღონისძიებები; პროკურორთა დანიშვნისა და დაწინაურების შესახებ გაუმჯობესებული რეგულაციები. მეორე შუალედური ანგარიშის თანახმად, საქართველომ სრულად ან მეტწილად შეასრულა GRECO-ს რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა. პირველ ანგარიშთან შედარებით, გაუმჯობესებულია 3 რეკომენდაციის შესრულების სტატუსი. დარჩენილ რეკომენდაციებზე ანგარიშგებისთვის საქართველოს ვადა 2022 წლის მარტამდე აქვს. ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველომ განაგრძოს კორუფციის თავიდან აცილებისკენ მიმართული რეფორმების გატარება. GRECO-ს ანგარიში ავტორიტეტული საერთაშორისო ანტიკორუფციული ორგანოს მხრიდან საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის წარმატების კიდევ ერთი დადასტურებაა. ანტიკორუფციული მიმართულების სახელმწიფო პოლიტიკასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას საქართველოში ანტიკორუფციული საბჭო განსაზღვრავს, რომელიც უწყებათაშორისი ორგანოა. საანგარიშო პერიოდში საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა, ახლა კი, მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ანტიკორუფციული საბჭოს წევრები არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, მათ შორის, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის, წარმომადგენლები. საქართველოს ინტერესებს GRECO-ს წინაშე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოადგენდა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2013-2017 წლების პერიოდში, ცრუ მოწმეების გამოყენებით, თითქოსდა მიწის ნაკვეთების მიღება განხორცილდა სახელმწიფოსაგან მიწის რეფორმის ფარგლებში, უკანონოდ დაირეგისტრირა მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული 6 ერთეული მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 18 048 კვ.მ, რომლის ღირებულებაც ექსპერტიზის თანახმად შეადგენს 126 356 ლარს. "გამოძიების პროცესში ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები დაყადაღდა. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით",- ნათქვაია განცხადებაში.
ოპოზიციის ცნობით, შესაძლოა, მოლაპარაკება ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჩართულობით განახლდეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილის განცხადებით, მომავალ კვირაში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სავარაუდოდ საქართველოზე იმსჯელებენ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა, კიდევ ერთხელ შეხვდნენ პოლიტიკურ მხარეებს საქართველოში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თვის ბოლოს საქართველოში ევროკავშირის წევრი 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტთან დაკავშირებით. მათი თქმით, მინისტრების ვიზიტზე საგარეო უწყებას ოფიციალური შეტყობინება ამ დრომდე არ მიუღია. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე, რომელიც დიდი ხანია, დაიგეგემა რეგიონული ტურნეს ფარგლებში და ლიეტუველი მინისტრი საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. სალომე სამადაშვილის განცხადებით, მოლაპარაკების პუნქტებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია უცვლელია. „მომავალ კვირაში ევროპის საგარეო მინისტრების საბჭო სავარაუდოდ იმსჯელებს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და შესაბამისად, ვფიქრობ, მათთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ, სად არის პროცესი დღეს, ანუ არსებობს თუ არა რაიმე პროგრესის შანსი და შესაბამისად, გაგრძელდება თუ არა ევროკავშირის მედიაცია. ვფიქრობ, ეს არის მიზეზი, რატომაც გადაწყვიტეს ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა კოლეგებმა, რომ გააგრძელონ მხარეების პოზიციების მოსინჯვა. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის გაიმართება შემდეგი რაუნდი. ჩვენი პოზიცია ცნობილია, რომ მიშელის მიერ განსაზღვრული ხუთივე საკითხი უნდა აისახოს შესაძლო შეთანხმების ტექსტში, ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვისაც გასაგებია, რომ, თუ ეს ასე ვერ მოხდება და მკაფიო ხედვა არ იქნება პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემაზე, ჩვენ პროგრესს ვერ მივაღწევთ. ვფიქრობ, ყველა პარტიას ინდივიდუალურად შეხვდებიან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ერ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მათი პარტია ყოველდღიურ კომუნიკაციაშია ელჩებთან. "ზუსტად ელჩების მზაობაა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მტკიცე პოზიცია, მოლაპარაკებების განახლების შემთხვევაში ისინი აუცილებლად ჩაერთვებიან, რაც გვაძლევს საფუძველს, რომ მოლაპარაკებები შედგება და წარმატებით დასრულდება. ფორმატი ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული. ეს იქნება დანიელსონის ფორმატი თუ საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატი და სავარაუდოდ რა თარიღებში მოხდება, სავარაუდოდ ამ კვირაში, კვირის ბოლომდე გამოიკვეთება. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამი პუნქტის ნაცვლად, ხუთივე პუნქტი იქნება ამ დოკუმენტში და ამის მზაობა არის მათ შორის მედიატორების მხრიდან“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.
ბათუმის ბულვარის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ბათუმის ბულვარის დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე, რომელიც ბულვარის ტერიტორიაზე მშენებლობებსა და მათ გასხვისებას ეწინააღმდეგებოდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ოფიციალურ მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნა დასახელდა. ჯინინჭარაძე ამბობს, რომ სამსახურიდან კრიტიკული აზრის გამო გაათავისუფლეს. მან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, აჭარის ტელევიზიით გაიგო. ირაკლი ჯინჭარაძე, მომხდარს მის მეირ გამოხატულ პროტესტს უკავშირებს, როდესაც შპს ბათუმი თაუერისთის პლაჟის ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარის წესით გადაცემას შეეწინააღმდეგა.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 374 ადამიანს დაუდასტურდა. 422 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 524 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 078 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 446 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობა 290 129-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 278 251-მდე. 3 894 - გარდაიცვალა. დადებითობის მაჩვენებელი: 12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.66 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.58 %. ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან 756 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 116, იმერეთი - 97, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 80, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 7 958, საიდანაც: 2 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 206, აჭარაში - 379, იმერეთში - 352. მძიმე პაციენტი: 400, მათ შორის, თბილისში - 193, აჭარაში - 47, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 81, მათგან თბილისში - 56, აჭარაში - 6, იმერეთში - 7. 323 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 190 - თბილისში, 126 - აჭარაში. 5 190 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 205 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 84, ხოლო აჭარაში - 8. სულ 6 ოქტომბრიდან - 12 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 179 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 834 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 813 პირი, აჭარაში - 1 983, იმერეთში - 958.
ფინანსთა სამინისტრო: IMF-ის 4-წლიანი პროგრამით საქართველომ, დაახლოებით, $687 მლნ მიიღო
IMF-ის შეფასებით, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება, საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ ფინანსთან სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ფინანსთა სამინისტრო საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული 4-წლიანი პროგრამის დასრულებას ეხმაურება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ ფორმალური განხილვის გარეშე, დაასრულა საქართველოსთან მიმდინარე პროგრამის მერვე მიმოხილვა, რის შედეგადაც „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდა დამატებით, დაახლოებით, 111 მილიონი აშშ დოლარი. როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პროგრამის მერვე მიმოხილვით დასრულდა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ 4-წლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ, საერთო ჯამში, დაახლოებით, 687 მილიონი დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. „ეს იყო ძალიან წარმატებული ოთხწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები - გაძლიერდა საჯარო ფინანსები, რამაც საქართველოს საშუალება მისცა ადეკვატურად ეპასუხა გლობალური პანდემიიდან მომდინარე გამოწვევებს. პირველი სამი წლის განმავლობაში პროგრამამ ხელი შეუწყო ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მიღწევას, ბოლო ერთი წელი პროგრამის დახმარებით, ქვეყანამ შეძლო შეერბილებინა COVID-19-ის გლობალური პანდემიის მიერ გამოწვეული შედეგები“, - ნათქვამია რელიზში. პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ რელიზში სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ განახორციელა მართებული ზომები პანდემიის ნეგატიური გავლენის შემსუბუქებისა და მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის დასაცავად. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ მან გარდამტეხი როლი უნდა ითამაშოს COVID-19-ის კონტროლის მიმართულებით, რათა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. სსფ-ის საბაზისო პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაიწყება და მშპ წლის განმავლობაში 3,5 პროცენტით გაიზრდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გაზრდილია მომავალი წლების პროგნოზი, და სამი წლის საშუალო ზრდა 5.5 პროცენტის ფარგლებშია პროგნოზირებული. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო რეგიონში კვლავ ლიდერი ქვეყანაა ეკონომიკური ზრდით. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კიდევ ერთხელ, პოზიტიურად აფასებს მთავრობის ანტიკრიზისულ ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია როგორც მოქალაქეების, ისე ბიზნესის მხარდასაჭერად. ამასთან, ხაზგასმულია მზაობა, საჭიროების შემთხვევაში, მეტი ფისკალური დახმარების გაცემისთვის, გადაიხედოს ბიუჯეტით დაგეგმილი ხარჯების პრიორიტეტულობა.გავრცელებულ რელიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე, საუბრობს ფისკალური წესების დაცვის მნიშვნელობაზე აღნიშნავს რა, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის გატარება, ხელს შეუწყობს ფისკალური რისკების კონტროლს და შემცირებას. ამასთან, სსფ მიიჩვევს, რომ გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გარდა, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის პროცესისთვის, აუცილებელია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. COVID-19 შოკის შედეგების შესამცირებლად, ფონდი მოკლევადიან პრიორიტეტად ასახელებს გადახდისუუნარობის ჩარჩოს კანონმდებლობის ამუშავებას და განათლების რეფორმას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საქსტატი: 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ექსპორტი 5.3%-ით გაიზარდა
2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლისშესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.3 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 821.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (5.3 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 952.4 მლნ. აშშ დოლარი (2.4 პროცენტით ნაკლები). ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოწვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. "უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მარტში 1 131.4 მლნ. აშშ დოლარი დასაგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა", - აღნიშნულია ანგარიშში.
ომბუდსმენი ირაკლი ჯინჭარაძეზე: სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა უკვე დავიწყეთ
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა დაიწყო. "სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო", - წერს ლომჯარია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ბლინკენმა და სტოლტენბერგმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზების საკითხი განიხილეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის საკითხი განიხილეს. NATO-ს გენერალურ მდივანთან საუბრის შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვრებთან სამხედროების საშიში თავმოყრა და აგრესია. როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, უკრაინა მზად არის რუსეთის შემოჭრისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასში ვიზიტისას ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა. რუსეთის სამხედრო აგრესიის მოსაგერიებლად, ზელენსკიმ აშშ-ს სთხოვა დახმარება. ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში, ამბობს, რომ აშშ უკრაინის კარგი მეგობარია, თუმცა, პრეზიდენტმა ბაიდენმა მეტი უნდა გააკეთოს რუსეთის შესაკავებლად. "აშშ უკრაინას უნდა დაეხმაროს ქვეყნის აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულებაში. უკრაინას სამხედრო და ფინანსური დახმარების გარდა სჭირდება თანადგომა NATO-ში გასაწევრიანებლად და თუ აშშ უკრაინას ალიანსის წევრად ხედავს, ეს პირდაპირ უნდა თქვას და რაღაც გააკეთოს. უკრაინას რუსეთის სრულფასოვანი შემოჭრის შესაძლებლობა 2014 წლიდან აქვს გააზრებული.რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ვიცით, 2014 წლიდან ვიცით, რომ ეს შეიძლება მოხდეს. ისინი მზად არიან, მაგრამ ჩვენც ასევე მზად ვართ, რადგან ჩვენს მიწასა და ტერიტორიაზე ვიმყოფებით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია.