ძებნის რეზულტატი:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-სა და დასავლეთისგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის ძალადობის ესკალაციის პრევენციის მიზნით, NATO-მ და დასავლეთმა სწრაფად უნდა იმოქმედონ. ამის შესახებ დმიტრო კულებამ NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რუსეთის აგრესიული ზრახვების შესაკავებლად მკაცრი ზომებია საჭირო და ეს შეიძლება სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებაც იყოს. „ოპერატიულ დონეზე, ჩვენ გვჭირდება ზომები, რომელიც რუსეთსა და მის აგრესიულ ზრახვებს შეაკავებს. ეს შეიძლება იყოს სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც გაზრდის რუსეთის აგრესიის ფასს. ეს შეიძლება იყოს პირდაპირი მხარდაჭერა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რადგან ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი არ იშურებს ძალისხმევას, რომ მესამე ქვეყნებმა ხელი არ შეუწყონ უკრაინას თავდაცვის სფეროში. რუსეთი ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების შესუსტებაზე ბეჯითად მუშაობს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

აშშ-მა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა

აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების დროებითი შეჩერების რეკომენდაცია მას შემდეგ გასცეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაქცინაციის შემდეგ ექვს ადამიანს თრომბები განუვითარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ექვსივე ვაქცინირებული 18 -დან 48 წლამდე ქალია. ოფიციალური უწყებების ცნობით, ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე ქალი კი ნებრასკას შტატიდან კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქამდე, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრის შემდეგ, თრომბი ოთხ ადამიანს განუვითარდა. ამ დრომდე ამერიკის შეერთებულ შტატებში Johnson & Johnson-ის ვაქცინით 7 მილიონამდე ადამიანია აცრილი, შტატებში კი დამატებით 9 მილიონი დოზა ვაქცინაა განაწილებული. ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) განაცხადა, რომ ვაქცინის დროებით შეჩერება "უკიდურესი სიფრთხილის" გამო გადაწყდა.

დიდი შვიდეულის ქვეყნები მოსკოვს მოუწოდებენ, უკრაინაში დესტაბილიზაცია შეწყვიტოს

უკრაინის საზღართან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრირების ფაქტებზს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ეხმიანებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დიდი შვიდეულის ჯგუფში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვს მოუწოდეს, „მადესტაბილიზებელი ქმედებები“ შეწყვიტოს. „ძალების ეს მასშტაბური გადაადგილება წინასწარ გაუფრთხილებლად, წარმოადგენს საფრთხის შემცველ მადესტაბილიზებელ მოქმედებას“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს სამხედრო ძალის გადაადგილების გამჭვირვალობის შესახებ ეუთოს ქვეყნების მიერ შეთანხმებული პრინციპები და დაუყოვნებლივ შეამციროს დაძაბულობა. რუსული ჯარის ეს ფართომასშტაბიანი გადაადგილებები, წინასწარი შეტყობინების გარეშე, წარმოადგენს მუქარის შემცველ და დესტაბილიზაციულ საქმიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს პროვოკაციები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაძაბულობა საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. კერძოდ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დაიცვას ეუთოს პრინციპები და ვალდებულებები, რომლებსაც მან ხელი მოაწერა სამხედრო მოძრაობის გამჭვირვალობის შესახებ და უპასუხოს ვენის დოკუმენტის III თავით დადგენილ პროცედურას.", - ნათქავმია 7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში დიდი შვიდეულის კავშირში შემდეგი ქვეყნები ერთიანდებიან: კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. 2008 წლამდე ორგანიზაცია დიდი რვიანის სახელით იყო შესულ, რადგან რუსეთიც კავშირრში ერთიანდებოდა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ კი რუსეთ ორგანიზაციიდან გარიცხეს. ბოლო კვირების გამავლობაში უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ვითარება დაიძაბა. სეპარატისტულ დონბასში რუსეთის აქტიურობით რამდენიჯერმე დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. დაღუპული და დაშავებულია 10-მდე უკრაინელი ჯარისკაცი. 10 აპრილს უკრაინასა და მის გარშემო განვითარებული საგანგაშო ვითარების გამო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო სხდომა გაიმართა. უკრაინის ხელისუფლება, შიშობს, რომ აპრილის ბოლოსთვის მოსკოვს სერიოზული სამხედრო პროვოკაციას გეგმავს. უკრაინამ მარტის ბოლოს საერთაშორისო საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მის საზღვართან და ასევე დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის დიდი სამხედრო ძალების გადასროლის შესახებ. ეუთოს სხდომის დოკუმენტში დეტალურად არის ჩამოთვლილი, თუ რა ძალას მოუყარა თავი რუსეთმა მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში დროებით ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვრის გასწვრივ, სწორედ მშფოთვარე დონბასის მახლობლად.

იენს სტოლტენბერგი: NATO-ს გადასაწყვეტია, როდის იქნება უკრაინა მზად ალიანსის წევრობისთვის

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის 30 წევრის გადასაწყვეტია, როდის იქნება უკრაინა მზად წევრობისთვის და სხვას არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ამ პროცესში. როგორც გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რუსეთი ცდილობს ხელახლა შექმნას გავლენის სფეროები მეზობელ სახელმწიფოებში. სტოლტენერგის თქმით, დღეს მსოფლიო ცდილობს წარსულში დატოვოს გამოცდილება, რომლის მიხედვითაც დიდ სახელმწიფოებს შეეძლოთ გადაეწყვიტათ, რა გაეკეთებინათ მის მეზობელ პატარა ქვეყნებს. „NATO-ს 30 წევრის გადასაწყვეტია, როდის იქნება უკრაინა მზად წევრობისთვის და სხვას არავის აქვს უფლება, ჩარევას ეცადოს ან ჩაერიოს ამ პროცესში. უკრაინის მსგავსი ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, შეიტანოს განაცხადი წევრობაზე, თუმცა ალიანსის 30 წევრის უფლებაა, როდის მოხდება წევრობის შეთავაზება. ეს არის მნიშვნელოვანი პრინციპი. რუსეთი ახლა ცდილობს, ხელახლა შექმნას გავლენის სფერო, სადაც ცდილობს გადაწყვიტოს, რისი გაკეთება შეუძლიათ მეზობლებს. ვცდილობთ, მსოფლიომ წარსულში დავტოვოთ გამოცდილება, სადაც დიდ სახელმწიფოებს შეეძლოთ გადაეწყვიტათ, რა გაეკეთებინათ მის მეზობელ პატარა ქვეყნებს. ამგვარად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენულ უფლებას, გააკეთოს წევრობის განაცხადი და გადაწყვიტოს თავისი გზა და მხოლოდ 30 მოკავშირის გადასაწყვეტია, როდის არის ეს სტანდარტები დაკმაყოფილებული. სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ ვუჭერთ ჩვენ მხარს უკრაინის რეფორმებისა და მოდერნიზების ძალისხმევას. რეფორმა ერთადერთი და საუკეთესო გზაა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

45-დღიანი გამოუცხადებლობა სკოლაში ან დისტანციურ გაკვეთილზე, მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების საფუძველი იქნება

"45-დღიანი გამოუცხადებლობა სკოლაში ან დისტანციურ გაკვეთილზე, მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების საფუძველი იქნება", - "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებები განხორციელდა მე-9 მუხლში და ასე ჩამოყალიბდა: მოსწავლის სტატუსის შეჩერება 1. სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ: ა) მოსწავლე 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში/არ მონაწილეობს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში და არ იღებს შეფასებას; ბ) მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას; გ) სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე; დ) არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით. არასრულწლოვანი მოსწავლის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებამდე სკოლა ვალდებულია მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალურ მუშაკთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეფერირების გზით, დაადგინოს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის მიზეზები. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი ვალდებულია, თავის მხრივ, მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს რეფერირება შესაბამის ორგანოში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერებამდე, კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გარდა, სკოლა ვალდებულია განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, ზედიზედ მე-10 და მე-20 სასწავლო დღის გაცდენის შემთხვევაში, კლასის დამრიგებელმა მოამზადოს წერილობითი ანგარიში მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესის გაცდენის მიზეზების დასადგენად და მის სასწავლო პროცესში ჩასართავად გატარებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგის შესახებ, რომელსაც სკოლა მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს რესურსცენტრს, ხოლო ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ, მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის მართვის მიზნით, კლასის დამრიგებელთან ერთად ჩართოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც, მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის მასთან რეფერირებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ახორციელებს ვიზიტს ოჯახში დამრიგებლის მიერ მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით დასახული ღონისძიებების გაუტარებლობის მიზეზების დასადგენად და/ან მიღწეული შედეგების მდგრადობის შესაფასებლად. 3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჩერდება მოსწავლის სტატუსი და თუ საკითხის შესწავლის შედეგად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობა/მონაწილეობის მიუღებლობა დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში, გახდა მიზეზი არასრულწლოვნის სწავლის უფლების შეზღუდვისა, სკოლა მოქმედებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. 4. მოსწავლეს ავტომატურად უჩერდება სტატუსი, თუ სკოლას უარი ეთქვა ავტორიზაციაზე, გაუუქმდა ავტორიზაცია ან გავიდა ავტორიზაციის ვადა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ათი სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის მოთხოვნით. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სკოლის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსწავლის სტატუსის შეჩერების თაობაზე. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სკოლა ვალდებულია მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ორი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული აქტი და ინფორმაცია მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. ბრძანება უკვე ძალაშია და ამოქმედდა.

დმიტრო კულება: ბუქარესტის სამიტზე NATO-მ უკრაინასა და საქართველოს პირობა მისცა და გვჯერა, რომ ალიანსი დანაპირებს შეასრულებს

,,2008 წელს ბუქარესტის სამიტზე NATO-მ უკრაინასა და საქართველოს პირობა მისცა და გვჯერა, რომ ალიანსი დანაპირებს შეასრულებს", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრინება დროის საკითხია. ამის შესახებ კულებამ NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატომ პირობა მისცა უკრაინასა და საქართველოს. ჩვენ გვჯერა, რომ ალიანსი ის ინსტიტუტია, რომელსაც შეიძლება ვენდოთ და რომელიც დანაპირებს ასრულებს. ჩვენთვის უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დროის საკითხია და სხვა კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს, როდესაც საქმე რუსეთთან ურთიერთობას ეხება, არ არსებობს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში არსებული კრიზისის დასაძლევად ამერიკელ სენატორებს წერილით მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში არსებული კრიზისის დასაძლევად აშშ-ის მეტი ჩართულობისთვის სენატორებს წერილით მიმართავენ. ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) გვერდზე გამოქვეყნდა. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, წერილის თანახმად, „საქართველოში შექმნილი ვითარების გახანგრძლივება, მხოლოდ კრემლს აძლევს ხელს იმ ფონზე, როცა ქვეყანა სერიოზული გეოპოლიტიკური საფრთხეების წინაშე დგას, კრიზისის დაძლევა და ქვეყნის დემოკრატიის შემდგომი განვითარება კი მნიშვნელოვანი ფაქტორებია საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფად გაწევრიანებისთვის“. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ამჟამად საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისს განიცდის”, - ნათქვამია წერილში, „გასული წლის შემოდგომაზე გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციამ ვადამდელი არჩევნები მოითხოვა და პარლამენტის ბოიკოტირება გადაწყვიტა, რის შედეგადაც მივიღეთ ფაქტობრივად ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკონტროლებს. თებერვალში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაეპატიმრებინა უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, რის შედეგადაც პოლიტიკური ჩიხი სრულმასშტაბიან კრიზისად გადაიქცა. სასამართლოს, ანტიკორუფციული პოლიტიკისა და არჩევნების სფეროებში მრავალი წარუმატებელი რეფორმის პარალელურად, მმართველი ელიტის უარმა, რომ ძალაუფლება და პასუხისმგებლობა ოპოზიციასთან გაენაწილებინა, ხელისუფლების ყველა შტოში ერთი პარტიის დომინირება გამოიღო შედეგად. ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის უკან საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტებზე მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური გავლენა დგას. ივანიშვილს არ აქვს რაიმე ოფიციალური თანამდებობა, თუმცა, როგორც ჩანს, სწორედ ის იღებს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად საკითხებსა და პრიორიტეტებზე, მათ შორის რეფორმებსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ასევე საკადრო პოლიტიკაზე, პრემიერ-მინისტრის შერჩევის ჩათვლით. მეორე მხრივ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგრეთვე ახდენს გავლენას ენმ-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე, რაც ასევე ართულებს პროცესს“. „ამ კრიზისის დასასრულებლად „ქართული ოცნება“ უნდა დათანხმდეს ძალაუფლების განაწილებას, უარი თქვას არადემოკრატიულ ქმედებებზე, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებზე, და აიღოს კონკრეტული გადაუდებელი რეფორმების განხორციელების ვალდებულება“, - ნათქვამია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯინ შაჰინისა და სენატორ რონ ჯონსონის სახელზე გაგზავნილ წერილში. გამოხატავენ რა მადლიერებას სენატში საქართველოს საკითხზე 23 მარტს გამართული მოსმენისა და ზოგადად, დემოკრატიის მშენებლობის გზაზე საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებს დახმარებას თხოვენ შემდეგი მიზნების მიღწევაში: 1. გაიზარდოს აშშ-ის მონაწილეობა ევროკავშირის ძალისხმევაში, რომელიც გულისხმობს მედიაციას ამჟამინდელი კრიზისის გადაჭრის მიზნით. ცხადად უნდა იქნეს ნათქვამი, რომ სტატუს კვო, ანუ ფაქტობრივად ერთპარტიული პარლამენტი, შეუთავსებელია ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრობასთან. 2. უნდა მოხდეს კრიზისის დეესკალაცია ბრალდებულთა (ნიკა მელიას და გიორგი რურუას) პატიმრობიდან განთავისუფლებისა და საქმეების შეჩერების გზით, რომლებიც მომავალში რეფორმირებულმა სასამართლომ უნდა განიხილოს. 3. დაყენებულ იქნეს სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელების მოთხოვნა. უზენაესი სასამართლოს წევრების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების (მათ შორის თავმჯდომარის) დასანიშნად საჭირო უნდა იყოს ოპოზიციის თანხმობა. როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ბუნებრივთან მიახლოვებული ბარიერით. ამ სისტემური ცვლილებების განხორციელება 2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე უნდა დაიწყოს. 4. წახალისებულ უნდა იქნეს ძალაუფლების განაწილება სხვადასხვა ინსტიტუტში, მათ შორის პარლამენტში. გენერალური აუდიტორისა და გენერალური პროკურორის დასანიშნად საჭირო უნდა იყოს ოპოზიციის თანხმობა. 5. მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია ქართველი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიღებს ამ ვალდებულებებს, ოპოზიციამ უნდა დაიკავოს 2020 წლის არჩევნებში მიღებული ადგილები პარლამენტში, ჩაერთოს ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკურ პროცესში და მონაწილეობა მიიღოს ზემოაღწერილი რეფორმების შემუშავებასა და განხორციელებაში. წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნები (ISFED), ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation და ლიბერალური აკადემია თბილისი ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ ახლა ქვეყნის განვითარების პროცესში სწორედ ის მომენტია, როდესაც გარე ჩართულობა აუცილებელია ამ კრიზისის დასასრულებლად", - ნათქვამია სამართლიანი არჩევნების გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

თამარ გაბუნია: ექსპერტებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, გამოიყენონ თუ არა ჩინური ვაქცინები 60 წლის ზემოთ ჯგუფში

"ექსპერტებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, გამოიყენონ თუ არა ჩინური ვაქცინები 60 წლის ზემოთ ჯგუფში", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "გარკვეული შეფერხებები იქმნება იმის გამო, რომ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია ტარდება ადგილები, რა თქმა უნდა, ლიმიტირებულია. ყოველდღიურად ემატება ახალი ჰოსპიტლები, ახალი ბრიგადები. გუშინ საღამოს დაემატა 6 ახალი ბრიგადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ასევე, რამდენიმე საავადმყოფო ემზადება, რომ კვირის ბოლომდე ჩაერთოს ვაქცინაციის პროგრამაში. რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინებს, ესეთი არის Sinopharm-ი და Sinovac-ი, ორივე თვის ბოლომდე ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას. საუბარია იმაზე, რომ მათი ეფექტურობა არის საკმაოდ მაღალი. თუმცა, ჯერჯერობით, მონაცემები 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში არის შეზღუდული, ამდენად, ექსპერტების ჯგუფს უჭირს, ჯერჯერობით, პირდაპირი გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, ეს ვაქცინები რამდენად უნდა იქნეს გამოყენებული 60 წლის ზემოთ ჯგუფში,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ბრიუსელში შეხვდა. ინფორმაციას თავად კულება ავრცელებს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რუსეთი განაგრძობს საშიშ რიტორიკას და სწორედ აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა სახელმწიფო მდივანთან. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ აგრესია რუსეთს ზედმეტად ძვირი დაუჯდება ,,ბრიუსელში შევხვდი ენტონი ბლინკენს. რუსეთი განაგრძობს საშიშ რიტორიკა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ მოსკოვი შემდგომი ესკალაციისგან", - წერს Tweeter-ზე კულება.

6 რამ, რაც პედიატრ ფიშერის აზრით, მშობლებმა COVID 19-ის შესახებ უნდა იცოდნენ

პანდემიაში გატარებული ერთი წლის შემდეგ, მშობლები უკვე გადაიღალნენ კორონავირუსზე ინფორმაციების მოსმენით. აქამდე თუ ცნობილი იყო, რომ ბავშვებს ადვილად გადაჰქონდათ ვირუსი, ბოლო თვეების ინფორმაციით კორონავირუსის გადატანიდან რამდენიმე კვირაში ბავშვების ნაწილს მულტისისტემური სინდრომი უვითარდებათ. ამ შემთხვევაში კი აუცილებელია მშობელმა დროულად იმოქმედოს. კალიფორნიის შტატში, სანტა მონიკაში მდებარე წმინდა ჯონის ჯანმრთელობის ცენტრის პედიატრიული კათედრის დოქტორი, დენილ ფიშერისთვის გასაგებია მშობლების სტრესული განწყობა პანდემიის პერიოდში. ის თავადაც არის დედა და ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ შტატში ემსახურებოდა პაციენტებს. მისი აზრით, არსებობს რამდენიმე საყურადღებო ფაქტი, რომლებიც მშობლებმა ბავშვებში ვირუსის გამოვლენის სიმპტომების შესახებ უნდა იცოდნენ. აღიარეთ რისკები ფიშერი ამბობს, რომ როდესაც პანდემიის განმავლობაში ბავშვებთან, როგორც პაციენტებთან უწევს ურთიერთობა, ის ყოველთვის აკვირდება, ხომ არ აქვს პატარას მულტისისტემური სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნები. მოუწოდებს მშობლებს, რომ დააკვირდნენ პატარას და არ გამორჩეთ თუ ის ცუდად არის. აქვე მზად უნდა იყვნენ იმისთვისაც, რომ სიმპტომები ყოველთვის კოვიდ-19-თან არ იქნება დაკავშირებული. სიფრთხილე ფიშერის თქმით, თუ მშობლები ღელავენ გამოვლენილ სიმპტომებზე, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს covid 19-თან ან მულტისისტემურ სინდრომთან, აუცილებლად უნდა დაურეკონ პედიატრს. „თუ თქვენს შვილს აქვს სიმპტომები და თქვენ ამის გამო ხართ შეშფოთებული, დაუკავშირდით და დანიშნეთ შეხვედრა, რადგან ადრეულ ვადაზე აღმოჩენილი მულტისისტემური სინდრომი, შედარებით მარტივი სამართავია. მშობლები უნდა გაეცნონ covid 19-ის სიმპტომებს თინეიჯერებსა და ბავშვებში, რომელიც შეიძლება განსხვავებულად იყოს უფროსებისგან. ისინი ასევე უნდა გაეცნონ მულტისისტემური სინდრომის სიმპტომებს და უნდა ესმოდეთ, რომ კოვიდ-19-ის გადატანიდან რამდენიმე კვირაში დგება მულტისისტემური სინდრომი. ბავშვებში კუჭ-ნაწლავის პრობლემები შეიძლება მიუთითებდეს კორონავირუსზე რესპირატორული და სენსორული სიმპტომები, როგორიცაა გემოვნებისა და ყნოსვის დაკარგვა, COVID-19 ვირუსის საერთო მაჩვენებლებია. მაგრამ ბავშვებისთვის, COVID-19 შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის პრობლემებით, როგორიცაა ღებინება და დიარეა. რადგან ბავშვებში ღებინება და დიარეა ხშირია. ამიტომ დოქტორი ფიშერი მშობლებს მოუწოდებს განმეორებითი დიარეის ან ღებინების შემთხვევაში გამოუძახონ ექიმს. არ გადადოთ გეგმიური ვიზიტი პედიატრთან ფიშერმა ამბობს, რომ პანდემიის გამო მშობლები აჭიანურებენ ბავშვის გეგმიურ ვიზიტს სტომატოლოგთან და პედიატრთან, რადგან ისინი ღელავენ ახლო კონტაქტზე ექიმებთან. "არ გირჩევთ, რომ რომელიმე გეგმიური ვიზიტი გამოტოვოთ. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ბავშვებისთვის ჯანმრთელობის შენარჩუნება", -ამბობს ფიშერი. სკოლა სავარაუდოდ უსაფრთხოა ლოს-ანჯელესში, სადაც ფიშერი ცხოვრობს, სკოლების გახსნა სადავო თემა იყო. როგორც ექიმმა, ამბობს, მას სჯერა, რომ ბავშვების დაბრუნება საკლასო ოთახში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ბავშვების ჯანმრთელობისთვის. ”ჩემი აზრით, მითი, რომ ბავშვები, სუპერგამავრცელებლები არიან, არ გამართლდა, ახლა მნიშვნელოვანი საკითხია იმის უზრუნველყოფა, რომ ბავშვები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სკოლაში.” - ამბობს ფიშერი. ვაქცინა ბავშვებს დაიცავს ჯერჯერობით ბავშვებისთვის ვაქცინა არ არის დამტკიცებული, თუმცა კლინიკური კვლევები კვლავ გრძელდება. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, იმ ფაქტს რომ მშობლებმა რაც შეიძლება მალე აიცრან. „როდესაც ბავშვები არიან დაუცველები, ჩვენ გვინდა, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მათ გარშემო ხალხი იქნებიან ვაქცინირებული. თუ მათი მშობლები მშობლები აიცრებიან, შვილებიც იქნებიან დაცულები...“ - ამბობს ფიშერი.

ენტონი ბლინკენი: რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას ვაგრძელებთ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის ფონზე, აშშ უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას აგრძელებს. „დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შევხვდი. განვიხილეთ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, - წერს Tweeter-ზე სახელმწიფო მდივანი:

ირაკლი ღარიბაშვილი ჯანმოს გენერალურ დირექტორს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. "ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან, ვაქცინის დამატებითი დოზების უმოკლეს ვადაში მიღებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბრისას ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მხარეებმა COVID-19-ის პანდემიის კუთხით მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ვითარება მიმოიხილეს და საქართველოში ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი შეაფასეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოსთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე დღეს სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია სენატორ ჯეიმ რიშს შეხვდება. ინფორმაციას პარტიის პრესამსხური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა აშშ-ის დროით 15:00 საათზე დაიწყება. პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრას დაესწრებიან პარტიის საერთაშორისო მდივანი კახაბერ კუჭავა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 აპრილამდე გაგრძელდება. დელეგაცია შეხვედრებს გამართავს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე ამერიკული Think Tank- ების ხელმძღვანელებთან.

გუმათში, სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ, დაპირისპირება მოხდა

სოფელ გუმათში, კომპანია „ენკას“ ბაზასთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ცოტა ხნის წინ მცირე დაპირისპირება მოხდა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის. აღნიშნულს წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეებმა კომპანია „ენკას“ მანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, აქციის მონაწილეები მოსახლეობის ავტომობილებს გადაადგილებაზე პრობლემას არ შეუქმნიან, თუმცა „ენკას“ მანქანებს არ გაატარებენ. ადგილზე კვლავ მობილიზებულია პოლიცია.

ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა. როგორც ცნობილია, ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართა. მხარეებმა განიხილეს რეგიონული და გლობალური საკითხები, მათ შორის შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით, ასევე უსაფრთხოების საკითხები და „ახალი დასაწყისის“ შეთანხმების გაფართოება. „პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე მკაფიოდ აღნიშნა, რომ აშშ მტკიცედ იმოქმედებს მისი საერთაშორისო ინტერესების დასაცავად რუსეთის ისეთი ქმედებების საპასუხოდ, როგორიცაა კიბერ შეჭრა და არჩევნებში ჩარევა. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. პრეზიდენტმა გააჟღერა ჩვენი შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვრებზე რუსული სამხედრო ძალების მოულოდნელ ზრდასთან დაკავშირებით და რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა თავისი მიზანი რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობის დამყარებაზე აშშ-ის ინტერესების შესაბამისად და შესთავაზა უახლოეს თვეებში მესამე ქვეყანაში შეხვედრა, რათა განიხილონ შეერთებული შტატებისა და რუსეთის წინაშე მდგარი საკითხების სრული სპექტრი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Reuters: აშშ ავღანეთიდან ჯარებს 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გამოიყვანს

Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. გამოცემის ინფორმაციითვე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას NATO-ს მოკავშირეებს, სავარაუდოდ, 14 აპრილს მიაწვდიან. როგორც ცნობილია, ჯარების გაყვანა უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების გარკვეულ გარანტიებს დაეფუძნება.

Wizz Air საქართველოს ბაზარზე ფრენებს ანახლებს

​აეროპორტების გაერთიანების ცნობით, Wizz Air საქართველოს ბაზარზე ფრენებს ანახლებს. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ს შორის გაფართოებულ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. შედეგად, 18 აპრილს Wizz AIR ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას დაიწყებს“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში. მათი ცნობით, თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით კი, სამომავლოდ სიხშირეების ზრდა იგეგმება. მაისიდან კი, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქუთაისიდან რეგულარული ფრენების განახლებას რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს. ხოლო, ივნისიდან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ეტაპობრივად განახლდება პირდაპირი ფრენები ევროპის კიდევ 13 მიმართულებით. „გვახარებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღეში ქუთაისის გაფართოებულ აეროპორტში რეგულარულ ფრენებს Wizz Air განაახლებს. ცოტა ხნის წინ დაგვიდასტურა ჩვენმა ძირითადმა პარტნიორმა ავიაკომპანიამ მზადყოფნა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების განახლების შესახებ. ჩვენის მხრივ, მგზავრებს ვპირდებით, რომ დახვდებათ ოთხჯერ უფრო გაფართოებული აეროპორტი, ახალი სერვისებითა და სიახლეებით, რომელიც ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ. საჰაერო გზით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხით ან საზღვარზე კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით შეუძლიათ. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ლიეტუვის სახელმწიფოში შესვლისას, იმ პირობების გარდა, რასაც ქვეყნის მთავრობა ითხოვს, გამგზავრებამდე აუცილებლად შევსებული უნდა ჰქონდეთ სპეციალური PLF ფორმა ვებგვერდზე https://keleiviams.nvsc.lt/en/form. პოლონეთის მთავრობა მგზავრებისთვის წინასწარი რეგისტრაციის შესავსებ სპეციალურ ფ

დავით ზალკალიანსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „შესანიშნავია, რომ სახელმწიფო მდივან ბლინკენთან ერთად ვისაუბრეთ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის შესახებ. აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ველოდებით ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის“, – წერს ზალკალიანი Tweeter-ზე.

იენს სტოლტენბერგი: გავაძლიერებთ თანამშრომლობას უკრაინასა და საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას უკრაინასა და საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე. ამის შესახებ მან ნატო-უკრაინის კომისის შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ მხარი დავუჭირეთ ყოვლისმომცველ რეფორმებს, რაც უკრაინას უფრო მდგრადს გახდის და ხელს შეუწყობს მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას უკრაინასა და საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა. „პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე მკაფიოდ აღნიშნა, რომ აშშ მტკიცედ იმოქმედებს მისი საერთაშორისო ინტერესების დასაცავად რუსეთის ისეთი ქმედებების საპასუხოდ, როგორიცაა კიბერ შეჭრა და არჩევნებში ჩარევა. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. პრეზიდენტმა გააჟღერა ჩვენი შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვრებზე რუსული სამხედრო ძალების მოულოდნელ ზრდასთან დაკავშირებით და რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა თავისი მიზანი რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობის დამყარებაზე აშშ-ის ინტერესების შესაბამისად და შესთავაზა უახლოეს თვეებში მესამე ქვეყანაში შეხვედრა, რათა განიხილონ შეერთებული შტატებისა და რუსეთის წინაშე მდგარი საკითხების სრული სპექტრი“, – აღნიშნულია განცხადებაში.