ძებნის რეზულტატი:
შრომის ინსპექციამ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექციამ მიმდინარე წლის 10-11 ივნისს 322-ე დადგენილების დარღვევის ფაქტი გამოავლინა. კერძოდ, მისი განმარტებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ფართში იმართებოდა ფართომასშტაბიანი აკრძალული სოციალური ღონისძიება, სადაც რეგულაციების უხეში დარღვევით, დიდი რაოდენობით მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. „შრომის ინსპექციამ გამოავლინა დარღვევის ჩამდენი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ აკრძალულ ღონისძიებას და დადგენილების შესაბამისად არ განახორციელეს სავალდებულო შეტყობინება. აღსანიშნავია, რომ დამრღვევი პირები მოქმედებდნენ ერთგვარი სქემის მიხედვით და იჯარის, ქვეიჯარის ხელშეკრულებების სიმრავლის გამოყენებით ცდილობდნენ ფართის გადაცემის რეალური მიზნის შენიღბვას, აკრძალული აქტივობის ორგანიზებისა და ხელშეწყობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას“, – განაცხადა ბექა ფერაძემ. მისივე განმარტებით, ზემოაღნიშნულ ობიექტზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაფიქსირდა ანალოგიური დარღვევის სამი ფაქტი, რაზეც გატარდა კანონით დადგენილი ღონისძიებები და დაჯარიმდნენ აქტივობის ორგანიზატორები. „მიუხედავად წინარე არაერთი სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისა, შესაბამისი ინფორმაციის ქონის პირობებში, ამჯერად ფართის მესაკუთრისა და კანონიერი მფლობელების მხრიდან უგულვებელყოფილი იქნა 322-ე დადგენილების მოთხოვნა აკრძალული საქმიანობისათვის ფართის გადაცემისა და შეტყობინების განხორციელების თაობაზე. ყველა კომპანია, თუ ფიზიკური პირი, ვინც სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით ჩართული იყო ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევის სქემაში აღმსრულებლის ან თანამონაწილის სახით, დაჯარიმდა კანონით დადგენილი წესით. ხოლო, ობიექტს, სადაც იმართებოდა სოციალური ღონისძიება, დარღვევის კრიტიკული შეუსაბამობისა და არაერთჯერადი ხასიათის გათვალისწინებით, შეუჩერდა საქმიანობა. ქვეყანაში გართულებული ეპიდმდგომარეობის პირობებში, შრომის ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ეფექტიანი კოორდინაციის გზით, აგრძელებს აქტიურ მონიტორინგს დადგენილებით განსაზღვრული დარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. მოვუწოდებთ ყველა თანამოქალაქეს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ ჩაერთონ მსგავს სოციალურ ღონისძიებებში. რაც შეეხება ფართის მფლობელთა და სოციალური აქტივობის ორგანიზატორთა მცდელობებს, თავი აარიდონ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ამისთვის მრავალფეროვანი სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებისა, თუ ფაქტობრივი გარემოებების დაფარვის გზით, შრომის ინსპექცია კვლავაც უზრუნველყოფს კანონის მოთხოვნების აღსრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და გაატარებს სათანადო ღონისძიებებს, რათა მომავალში მაქსიმალურად იქნას აღკვეთილი მსგავსი ხასიათის სამართალდარღვევის ფაქტები“, – განაცხადა ბექა ფერაძემ. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ დაწესებულებში ფართომასშტაბიანი აკრძალული სოციალური ღონისძიება იმართებოდა.
მეუფე იაკობი სასულიერო პირებზე: მაგალითი უნდა ვიყოთ სხვებისთვის და ვაღიაროთ, ცუდი რაც ჩავიდინეთ
ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა სასულიერო პირებს მიმართა და მოუწოდა, რომ საზოგადოებას მაგალითი მისცენ და აღიარონ თუკი რამე ცუდი ჩაუდენიათ. როგორც მეუფე იაკობმა ამბიონიდან ქადაგებისას განაცხადა, ადამიანს, რომელსაც აღიარება შეუძლია, სინანულიც შეუძლია , ამიტომაც მან სასულიერო პირებს ცოდვების მონანიებისკენ მოუწოდა. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ჩავიხედოთ ჩვენს სულებში და გულებში, განსაკუთრებით სასულიერო პირებს მივმართავ, მაგალითი უნდა ვიყოთ სხვებისთვის და ამ მძიმე მდგომარეობიდან და ვაღიაროთ, ცუდი რაც ჩავიდინეთ. ადამიანს, რომელსაც აღიარება შეუძლია და სინანულსაც დავინახავთ, ის ძვირფასი ხდება, ვინც არ უნდა იყოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა. მისივე თქმით, ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია საქართველოს დაშლისკენ არის მიმართული. „ყველა ფრთხილად უნდა იყოს! რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან. ეს ორაზროვანი ლაპარაკები, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ცოტა დაფიქრდნენ, აირჩიონ – ღმერთთან დგანან, თუ მატყუარებთან. იმიტომ, რომ უკომპრომისოები ვიქნებით, მერე ავტოტირეტიც აღარ არსებობს და ყველას მიეხედება. ერთობა ნამდვილი ვიცი და ძალით ერთობა არ გამიგია. ჩვენს პატრიარქს ღმერთმა მეტი გამძლეობა მისცეს, სულიერად ძალიან ძლიერად არის. ფიზიკურად ვხედავთ, რომ იმდენს ლოცულობს ჩვენთვის, რომ რამდენი წელია ხორციელ ტკივილშია. რომ გვიყურებს, ასე რომ ვიქცევით, სულიერი ტკივილიც ექნება. მადლობა უფალს, არასდროს არ მიუტოვებია და დღესაც 44-ე წელია, მწყემსავს ჩვენს ერს. რამდენი რამე გადაიტანა თვითონ, ამ გზაზე რომ მოვეყვანეთ. ეკლესია რომ ჩაიბარა, ამდენი მრევლიც არ იყო მაშინ. გაგვზარდა და არ ვაფასებთ. ღმერთი, ვინც დასაფასებელია, ყველას დააფასებს. ეკლესიას იმიტომ ებრძვიან, რომ ადვილად დაშალონ საქართველო, დავალება აქვთ. გადაივლის ეს დღეები, ან შეინანებენ, ან არადა ნახავენ ღვთის ძალას“, – აღნიშნა ბოდბის ეპარქიის წინამძღვარმა, მეუფე იაკობმა.
ამირან გამყრელიძე: მესამე ტალღა ქვეყანაში დაიწყო
დაავადებათა ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ე.წ მესამე ტალღა უკვე დაიწყო. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები დაიცვან. ,,მესამე ტალღა ქვეყანაში დაიწყო, მაგრამ გვინდა რომ ის მაქსიმალურად მართვადი იყოს და ფართომასშტაბიან ეპიდემიაში არ შევიდეთ… ყველა ეს კლასტერი, რაც აქამდე გვაქვს პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება სწორედ თავშეყრებს სხვადასხვა მიზეზით. იქნება ეს ქორწილები, ქელეხები, დაბადებისდღები და ა.შ. მარტო კონტორილი არ უშველის თუ ჩვენი თვითშეგნება არ იქნება რომ თავი უნდა შევიკაოთ ამ ტიპის თავშეყრებისგან,”- განაცხადა გამყრელიძემ ,,რუსთავი 2"-თან
მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება
საწვავის ფასების გაზრდასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა შეიქმნას კომისია, რომელიც საწვავის ფასს დარეგულირებს, წინააღმდეგ შემთხვევში კარვების გაშლასა და პროტესტის ამ ფორმით გაგრძელებას აანონსებენ. ,,ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ საპარლამენტო დონეზე შეიქმნას კომისია, რომელიც დაარეგულირებს შემომტანების თვითნებობის საკითხს. ასევე, ვითხოვთ აქციზის გაუქმებას საწვავთან დაკავშირებით.თუ დღეს არ იქნება პასუხი და მთავრობა არ მოგვაქცევს ყურადღებას კარვებს გავშლით და ამ ფორმით გავაგრძელებთ პროტესტს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება საპროტეტსო აქციები გაგრძელდება" , - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
დომინიკ რააბი: ბრიტანეთი და აშშ მტკიცედ ეწინააღმდეგებიან რუსეთის კამპანიას უკრაინის წინააღმდეგ
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დომენიკ რააბის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი მკაცრად ეწინააღმდეგება უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ დესტაბილიზაციის კამპანიას და მოუწოდებს რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისკენ. ,,ენტონი ბლიკენი და მე შევთანხმდით, რომ რუსეთმა დაყოვნებლივ უნდა მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები", - წერს Tweeter-ზე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ილია მეორე, პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო, დედოფალ ელისაბედ მეორეს სამძიმარს უცხადებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო, დედოფალ ელისაბედ მეორეს სამძიმარს უცხადებს. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი მის უდიდებულესობას, დედოფალ ელისაბედ მეორეს თქვენო უდიდებულესობავ, საქარველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით მიიღეთ სამძიმარი მეუღლის, მისი სამეფო უმაღლესობის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო. პრინც ფილიპეს სახით, ათწლეულების მანძილზე თქვენ გყავდათ თქვენი ფრიად საპატიო ჯვრის ღირსეული და ერთგული თანამტვირთველი. თქვენი სამეფო ოჯახისა და გაერთიანებული სამეფოს მწუხარებას, რომელსაც იზიარებს მთელი მსოფლიო, ვუერთდებით ჩვენც. ვლოცულობთ პრინც ფილიპეს უკვდავი სულისათვის და ამასთან, შევთხოვთ ღმერთს, მოგანიჭოთ მხნეობა და სულიერი ძალა თქვენი სამეფო ოჯახისა და თქვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. პატივისცემით, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, – ნათქვამია წერილში.
შსს: სოფელ ნამახვანის მიმდებარედ მოსალოდნელია რიონის წყლის დონის განსაკუთრებული მატება, მივიღეთ გადაწყვეტილება კარვების გატანის
სოფელ ნამახვანის მიმდებარედ მოსალოდნელია მდინარე რიონის წყლის დონის განსაკუთრებული მატება, მივიღეთ გადაწყვეტილება კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანაზე. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს. „ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის თანახმად მიიღო გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
ლაშა ტალახაძემ ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა
მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ ქართველმა სპორტსმენმა მისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. ლაშა ტალახაძის მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პირველ ცდაზე 208 კგ შეუკვეთა, თუმცა ბოლო მომენტში გადააკეთა და 211 თავისუფლად აიტაცა. ტალახაძის შემდეგ სომხეთის წარმომადგენელი გორ მინასიანი გამოვიდა, რომელმაც 212 კგ ასწია. ასანიძემ ტალახაძისთვის 217 კგ შეუკვეთა. მანამდე შტანგასთან მინასიანი მივიდა, 216 კგ ასწია. ამის შემდეგ ტალახაძემ 217 კგ დაძლია და ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.
კლემენტ ბიონი: ევროპას სჭირდება COVID19-ისგან გამოწვეული ზარალის აღდგენის უფრო ამბიციური გეგმა
ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს COVID19-ისგან გამოწვეული ზარალის აღდგენის უფრო ამბიციური გეგმა, ვიდრე 750 მილიარდი ევროს სტიმულირების გეგმაა. ამის შესახებ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა კლემენტ ბიონმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროპამ არ უნდა გაიმეოროს ათწლეულის წინ გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ დაშვებული შეცდომები. ”ეკონომიკური პასუხი უფრო ამბიციური უნდა იყოს”, - თქვა მან. ბიონი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მაისისთვის მოახდენენ აღდგენითი ფონდის რატიფიცირებას. როგორც ცნობილია ამ გეგმის მიხედვით, საფრანგეთი 40 მილიარდ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ის არ იზიარებს ზოგიერთის მოსაზრებას, რომ ევროკავშირის აღდგენის ფონდი არასაკმარისია აშშ – ს სტიმულირების გეგმასთან შედარებით.
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა გუმათჰესის დასახლებაში ავტომობილებით გზა გადაკეტეს
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა გუმათჰესის დასახლებაში ავტომობილებით გზა გადაკეტეს. როგორც ცნობილია, ისინი დაშლილი კარვების სხვა ადგილზე გადატანას ითხოვენ. ჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ გზას იმ შემთხვევაში გახსნიან, თუ მათ სოფელ ნამახვანში წასვლის საშუალებას მისცემენ, რათა საკუთარი ნივთები აიღონ და კარვები სხვა ლოკაციაზე გადაიტანონ. პარალელურად, სამართალდამცველები კარვებს შლიან სოფელ ნამახვანში. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სოფელ ნამახვანის მიმდებარედ მოსალოდნელია რიონის წყლის დონის განსაკუთრებული მატება და საფრთხის თავიდან აცილების, აქციის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიიღეს გადაწყვეტილება კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ.
Reuters: ჩინეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შერევას განიხილავს
Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის მთავარმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანა ოფიციალურად განიხილავს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შერევას. როგორც ცნობილია, აღნიშნულის შესახებ ინიციატივა უკავშირდება იმას, რომ ვაქცინების უფრო ეფექტური გამოყენება მოხდეს. Reuters-ი წერს, რომ არსებული მონაცემებით, ჩინური ვაქცინები ჩამორჩება სხვებს, მათ შორის Pfizer– სა და Moderna– ს, ეფექტურობის თვალსაზრისით, მაგრამ შენახვის დროს საჭიროა ნაკლებად მკაცრი ტემპერატურის კონტროლი.
ეუთო-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზაცია დაგმეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეუთოს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზაცია დაგმეს. როგორც ცნობილია, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შეხვედრა უკრაინის მხარის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა ოფიციალურმა მოსკოვმა. უკრაინული მედიის ცნობითვე, ბრიტანეთმა მოითხოვა „მეტი გამჭვირვალობა“ რუსეთის არმიის ქმედებებთან დაკავშირებით და გამოხატა შეშფოთება მოსკოვის გადაწყვეტილების შესახებ, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო. კანადამ რუსეთს მიმართა, როდის გეგმავს სამხედრო აქტივობის დასრულებას და როდის დაბრუნდებიან ჯარები თავიანთი მუდმივი განლაგების ადგილებში. გერმანიამ და საფრანგეთმა ასევე გააკრიტიკეს რუსეთის რეაგირება ჯარების მოძრაობაზე. შვეიცარიამ მადლობა გადაუხადა უკრაინას შეხვედრის ინიცირების გადაწყვეტილებისთვის და თქვა, რომ იგი „ყურადღებით ადევნებს თვალყურს მოვლენების განვითარებას“.
ისრაელში, საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო
დღეიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დდაიწყო. რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას ლეგალურად შეძლებენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორის შეხვდა. მხარეებმა ისრაელში ლეგალურად დასაქმების საკითხზე დეტალურად ისაუბრეს. „დღეს პატივი მქონდა შევხვედროდი მინისტრის მოადგილეს, ორმხრივი შეთანხმების განხორციელების ფაზაში გადასვლის მიზნით. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა 1000-მდე ქართველისთვის ჩამოვიდეს და იმუშაოს ისრაელში. აღნიშნული წარმოადგენს ისრაელში საქმიანობის შედარებით ახალ მიმართულებას და ჩვენ განსაკუთრებულად დიდი სიფრთხილით მივუდექით იმ საკითხს, თუ რომელი ქვეყნებისთვის, რომელი მთავრობებისთვის მიგვემართა. ამ ეტაპისთვის შერჩეულია მხოლოდ ორი ქვეყანა, მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველო“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორიმ. ელჩის თქმით, ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ იმ საკვალიფიკაციო და პროფესიონალურ მომზადებას, რომელსაც აღნიშნული სპეციალისტები საქართველოში გადიან. „დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში ჰქონდეთ ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობა და საშუალება. ჩვენ ისრაელთან ხელმოწერილი ხელშეკრულების განხორციელებას ვიწყებთ ორშაბათიდან, რომლის ფარგლებშიც შინ მოვლის სპეციალისტებს ექნებათ საშუალება ისრაელში დასაქმდნენ 1 წლის განმავლობაში შესაბამისი ანაზღაურებით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ. მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომ ჩვენ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საზღვარგარეთ დასაქმების სურვილი, ჰქონდეთ შესაძლებლობა ლეგალურად დასაქმდნენ, არ დარჩნენ არალეგალურად და მათი შრომითი უფლებები იყოს დაცული იმ ქვეყანაში სადაც მუშაობენ. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ გაივლის. ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი.
ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძე კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შხვედრებს გამართავს. ანალიტიკური, კვლევითი ცენტრების Think Tank-ებს ხელმძღვანებს.
კარლ ჰარცელი: ჯერ კიდევ ველოდებით, შარლ მიშელი რა დასკვნებს წარადგენს ბრიუსელში
"ჯერ კიდევ ველოდებით, ბრიუსელში, პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ, რა დასკვნები იქნება წარდგენილი , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. ამ საკითხთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან არაფერია გადაწყვეტილი. ჯერ კიდევ ველოდებით, თუ რა დასკვნებს წარადგენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ბრიუსელში”, - აღნიშნა ჰარცელმა. გუშინ საღამოს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, პარტია "ლელოს" ლიდერები საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს შეხვდნენ. ელჩები გუშინ, ასევე შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს. შგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიატორობით, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული დიალოგი წარუმატებლად დასრულდა. შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან, კომპრომისის მიღწევის მზაობა, არცერთი მხარისგან არ ყოფილა.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გამოქვეყნეს დამაჯერებელი ანგარიში, თუ როგორ დაიწყო COVID19-ის პანდემია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, COVID19-ის წარმოშობასთან დაკავშირებით, ჩინეთმა ჯანდაცვის ექსპერტებს ინფორმაციაზე წვდომა შეუზღუდა, რამაც პანდემიის შესწავლის საკითხი კიდევ უფრო გაართულა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. როგორც Reuters-ი წერს, ბლინკენმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა ვირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული და გამჭირვალე გაზიარება არ უზრუნველყო. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოქვეყნეს დამაჯერებელი ანგარიში, თუ როგორ დაიწყო პანდემია. „ჩვენ ეს ზუსტად იმგვარად უნდა გავაკეთოთ, რომ სრულად გავიგოთ, თუ რა მოხდა. ამგვარად, გვექნება საუკეთესო სურათი, რათა ეს აღარასდროს განმეორდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ამ საკითხის ძირამდე ჩასვლა“, – განაცხადა ბლინკენმა. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც ჩინელ მეცნიერებთან ერთად შეიქმნა, ნათქვამია, რომ ვირუსი ადამიანებს ღამურებისგან გადაეცათ სხვა ცხოველის საშუალებით და ლაბორატორიიდან გაჟონვა „ნაკლებად სავარაუდოა“.
წყალდიდობის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაკურხევის ექვსი სოფელი გარე სამყაროს მოწყდა
წყალდიდობის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაკურხევის ექვსი სოფელი გარე სამყაროს მოწყდა. ძლიერმა ნალექმა და მდინარე არაგვის ადიდებამ საავტომობილო გზის დაზიანება გამოიწვია. ამ დროისთვის, ბაკურხევის ექვს სოფელთან დაკავშირება, მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი. უამინდობის და უხვი ნალექის გამო, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები წყლის დონის დაწევის შემდეგ დაიწყება.
საპატრიარქო: ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს facebook გვერდზე ინფორმაციული შეტევა განხორციელდა
ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს facebook გვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „დანანებით აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული მედიაკამპანიის ფარგლებში დიდი ხანია გამოიკვეთა ოპონენტთა მეტად აშკარა და თვალშისაცემი მეთოდით – ე.წ. „ბოტებითა“ და „ტროლებით“, ანუ არარსებული ფეისბუქპროფილებით მანიპულირება. ვფიქრობთ, ინფორმაციულ სამყაროში ეს მოძველებული ხერხია, თუმცა საქართველოსთვის, მისი სახელმწიფოებრიობისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის – ეკლესიის მიმართ მსგავსი ანტიპიარი სულ მცირე უხერხული უნდა იყოს. ყალბი პროფილებით ემოციის გამოხატვა (მოწონება, სიცილი და სხვ.), ასევე არარსებული პიროვნებების სახელით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე უცენზურო და შეურაცხმყოფელი კომენტარები, სამწუხაროდ, თითქმის ყოველდღიურობად იქცა. მსგავსი შემთხვევების სიმრავლის გამო, ქვემოთ მოყვანილია მხოლოდ ორი შემთხვევიდან აღებული ფაქტები. აღსანიშნავია, რომ პირველი მათგანი სულ რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოსთან მხარდასაჭერად მოსული მოსახლეობის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალაზე მომხდარ ფაქტებს ეხება. საკითხის მეტი სიზუსტისათვის დავძენთ, რომ მარტო აღნიშნულ შემთხვევაში დაახლოებით 500 (!) ყალბი, ინდური წარმომავლობის „პროფილი“ გამოიკვეთა. მიგვაჩნია, რომ გაუყალბებელი, ობიექტური და სინამდვილის ამსახველი ინფორმაცია უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ჩვენს სახელმწიფოს, საზოგადოებას, მედიასა და ეკლესიას, ვიდრე გაყალბებული რეიტინგი და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება“,- აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.
უკრაინის ელჩი საქართველოში: კრემლი ცდილობს დაიქვემდებაროს პროცესები ახალგაზრდა დემოკრატიულ ქვეყნებში
საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის განცხადებით, კრემლი კლავს მომავალს, ცდილობს დაიქვემდებაროს დემოკრატიები ახალგაზრდა დემოკრატიულ ქვეყნებში. ,, ვლადიმერ პუტინს შეაჩერებს ორი რამ: პირველი - რუსები, რუსი ხალხი, ისინი აგრძელებენ მოთმენას, მაგრამ ეს დიდი ხანი ვერ გაგრძელდება და მეორე სოლიდარობა... სოლიდარობა, ძალიან სუსტიც კი, 2008 წელს სოლიდარობამ შეაჩერა პუტინი საქართველოში, ამ სოლიდარობამ შეძლო ეს. ამჟამად ეს უფრო შესაძლებელია, უფრო კარგი გაგება გვაქვს, ყველას კარგი გაგება გვაქვს თუ ვინ არის პუტინი... კრემლი კლავს მომავალს, ცდილობს დაიქვემდებარეს დემოკრატიები ახალგაზრდა დემოკრატიულ ქვეყნებში. მათ ვერ დავარქმევ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ჩვენ არ ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ჩვენ დემოკრატიული ქვეყნები ვართ ჩვენი ტრადიციებითა და მომავლით. ძალიან შორს ვართ მოსკოვისგან, ჩვენ არ ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყნები", - განაცხადა დოლგოვმა გადაცემა ,,კონტექსტში"
იგორ დოლგოვი: ვლადიმერ პუტინს შეაჩერებს ორი რამ, რუსი ხალხი, რომელიც დიდხანს აღარ მოითმენს და ერთმანეთის სოლიდარობა
საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ორ რამ შეაჩერებს, რუსი ხალხი, რომელიც აღარ მოითმენს და ერთმანეთის სოლიდარობა. ელჩის თქმით, 2008 წელს სოლიდარობამ შეაჩერა ვლადიმერ პუტინი საქართველოში. ,, ვლადიმერ პუტინს შეაჩერებს ორი რამ: პირველი - რუსები, რუსი ხალხი, ისინი აგრძელებენ მოთმენას, მაგრამ ეს დიდი ხანი ვერ გაგრძელდება და მეორე სოლიდარობა... სოლიდარობა, ძალიან სუსტიც კი, 2008 წელს სოლიდარობამ შეაჩერა პუტინი საქართველოში, ამ სოლიდარობამ შეძლო ეს. ამჟამად ეს უფრო შესაძლებელია, უფრო კარგი გაგება გვაქვს, ყველას კარგი გაგება გვაქვს თუ ვინ არის პუტინი...", - განაცხადა დოლგოვმა გადაცემა ,,კონტექსტში"