ძებნის რეზულტატი:
"ლელოს“ წევრები უკრაინის საელჩოსთან მხარდამჭერ აქციას მართავენ
"ლელოს“ ლიდერები და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები უკრაინის საელჩოსთან ქვეყნის მხარდამჭერ აქციას მართავენ. აქციაზე შეკრებილები უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ. აქციის მონაწილეებთან უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი მივიდა. მან "ლელოს“ ლიდერებს და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთად არიან.
პრემიერი საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს რამადანის დაწყებას ულოცავს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს რამადანის დაწყებას ულოცავს. „გულითადად გილოცავთ რამადანის თვის დადგომას და მის ღირსეულად, რწმენითა და მოთმინებით დასრულებას გისურვებთ. მე ძალიან ვაფასებ თქვენს უდიდეს წვლილს ჩვენი საერთო სამშობლოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი მომავლის შენებაში. თქვენი თვითმყოფადი კულტურა და ტრადიციები ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, მისი მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია. ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს", - წერს „ფეისბუკზე" მთავრობის მეთაური
აპრილის ბოლოს, თბილისს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
აპრილის ბოლოს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელუს ლანდსბერგისი თბილისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა ავრცელებს. როგორც twitter-ზე კალინდრა წერს, ლანდსბერგისის ვიზიტის დროს მხარეები ევროკავშირის მედიაციის შუამავლობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგის საკითს განიხილავენ. ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და ლიეტუვა-საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. ოპოზიციის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკებების განახლებაში, ევროპის 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩართვებიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თვის ბოლოს საქართველოში ევროკავშირის წევრი 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტთან დაკავშირებით. მათი თქმით, მინისტრების ვიზიტზე საგარეო უწყებას ოფიციალური შეტყობინება ამ დრომდე არ მიუღია. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე, რომელიც დიდი ხანია, დაიგეგემა რეგიონული ტურნეს ფარგლებში და ლიეტუველი მინისტრი საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. ოპოზიციის ცნობით, შესაძლოა, მოლაპარაკება ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჩართულობით განახლდეს
ლადო კახაძე: დღეს მთელი დედამიწა საავადმყოფოს პალატაში წევს
"ურთულესი გამოწვევის წინაშე ვართ, დღეს მთელი დედამიწა საავადმყოფოს პალატაში წევს", - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ლადო კახაძემ პარლამენტში სესიაზე განაცხადა. "დაუძინებელი მტერი ჰყავს დედამიწას, ეს არის კორონავირუსი და წელიწად-ნახევარი გავიდა, რაც ადამიანების მეოხებით ეს ვირუსი წარმატებას აღწევს. ვინ იცის, ეს ვირუსი კიდევ რამდენი შტამით მოახდენს სახეცვლილებას და ის ჩვენვე გადაგვაქვს. ჯერადი მატება გვაქვს, ეს არ არის რამდენიმე ციფრით მატება. 1 374 შემთხვევა დაფიქსირდა დღეს, 3,66%-ზე ავიდა დადებითობის მაჩვენებელი, 4% უკვე კრიტიკული ზღვარია, რომელიც გვაიძულებს იმ ღონისძიებების მხარეს გადავიხაროთ, რომლებიც არავის არ მოგვწონს. ხედავთ დარბაზში შევთხელდით, ჩვენც მოგვერია, ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი კაცი უნდა წასულიყო, კოვიდი დაემართა, მასაც ვიღაცამ გადასდო, უყურადღებობამ გადასდო. ყველა ფლატფორმაზე, უთო რომ ჩართო, იქ უნდა იყოს ამასე საუბარი. დღეს ურთულესი გამოწვევის წინაშე ვართ, დღეს მთელი დედამიწა საავადმყოფოს პალატაში წევს, ჯერ ექიმები და პაციენტები ერთმანეთში ნდობის აღდგენას აპირებენ, ბევრი ანტივაქსერია", - განაცხადა ლადო კახაძემ. როგორც კახაძემ აღნიშნა, ორი არჩევანი გვაქვს - ან ვაქცინაცია, ან დაყოლა შინაგან უნდობლობის ფაქტორზე. "ორი არჩევანი გვაქვს, ან ვაქცინაცია და გონივრული ნაბიჯი, კოვიდზე გამარჯვება, ანდა დაყოლა შინაგან უნდობლობის ფაქტორზე. ვთხოვ მოსახლეობას, რომ ჩვენი გადარჩენა ვაქცინაციაშია, ხელისუფლება და საკანონმდებლო სივრცე ყველაფერს აკეთებს ამისათვის, ახლა თქვენი აქტიურობაა საჭირო", - განაცხადა კახაძე,
„ხანმოკლე წვიმა და ელჭექი...“ - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 აპრილის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი. 14 აპრილს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და 16 აპრილამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13 აპრილს დასავლეთ საქართველოში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოში კი +12, +17 გრადუსი იქნება. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 14-16 აპრილს ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 13 აპრილს +14, +16, ხოლო 14-16 აპრილს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
გიგა ბოკერია: ნიკა მელიას გათავისუფლება, კრიზისის განსამუხტად საკმარისი არ იქნება
ნიკა მელიას სასამართლო პროცესის პარალელურად ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები სასამართლოს წინ საპროტესტო აქციას მართავენ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლება აუცილებელია, თუმცა არასაკმარისი, პოლიტიკური კრიზისი განმუხტვისთვის. გიგა ბოკერია ხაზს უსვამს, კრიზისის განსამუხტად საჭიროა, გიორგი რურუას გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნებისკენ სვლა, საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილება. "ნიკა მელიას თუ გაუშვებენ, რურუას გათავისუფლების, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის და ვადამდელი არჩევნების გარეშე პოლიტიკური კრიზისი მაინც ვერ განიმუხტება. ამიტომ ჩვენ ამოცანა რჩება უცვლელი: მელიას და რურუას გათავისუფლება, შეთანხმება ყველა იმ პუნქტზე, რომელიც მიშელის დოკუმენტშია მოცემული. იქ საკვანძო პუნქტია სვლა ვადამდელი არჩევნებისკენ, ასევე საარჩევნო სისტემის და ადმინისტრაციის ცვლილება. ამ ყველაფრის შესრულება აუცილებელია, რათა დავიწყოთ კრიზისიდან გამოსვლა. საბოლოო ჯამში, შედეგი აუცილებლად იქნება, როდის და რა ფორმით, ამაზე პროგნოზს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ბოკერიამ.
ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, ვითარდება
"ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ მესამე ტალღის მოახლოებასთან დაკავშირებით – საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, ვითარდება", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. "ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა სწორედ ამას ადასტურებს. მარტში ჩვენ გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა – დაახლოებით 31%-ით. ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ მესამე ტალღის მოახლოებასთან დაკავშირებით – საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, ვითარდება, ადგილობრივი წარმოება აფართოებს თავის საექსპორტო შესაძლებლობას და ახალ ბაზრებზე გადის", - განაცხადა თურნავამ.
ნიკა მელია: გახარია თავს გვაჩვენებს, თითქო ჩემი დაკავების წინააღმდეგი იყო
გახარია ჩემი დაპატიმრების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ყველას თავი მოაჩვენა თითქოს მისი დაკავების წინააღმდეგი იყო. "ადვოკატების ეს შუამდგომლობა უსიტყვოდ უნდა დაკმაყოფილდეს, საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე, რომელმაც თქვა, რომ შს მინისტრის მოადგილე ავალებდა, აყალბებინებდა იმ საქმის ფარგლებში მასალებს, რომელზეც მე აქ მომათავსეს. როგორ შეიძლება თქვენ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა გინდოდეთ და ამ ადამიანის დაკითხვის სურვილი არ გაგიჩნდეთ?...თუ ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებთ, ბევრი ადამიანისთვის გასაგები გახდება რას ემსახურებით თქვენ და მე - რას. სანამ თქვენ აქ იმსჯელებდით ჩემ დაკავებაზე, იმ ადამიანებს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება გამოტანილი ჰქონდა რომ მე სატუსაღოში უნდა წავსულიყავი. თქვენ თქვენ რეპუტაციაზე უნდა იფიქროთ, ცოტა მომავლის გადმოსახედიდანაც ხომ უნდა იმსჯელოთ. კობახიძე რომ მოწმის სახით არ დაიბაროთ და არ დაკითხოთ, ეს ხომ თქვენ რეპუტაციას შელახავს? ამ საქმეზე ხომ ჭეშმარიტება დადგინდება? ამ ადამიანმა აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, რომ მელია უნდა დაგვეჭირაო და ბოლოს გადათქვაო, თქვენ კიდევ განჩინება არ გქონდათ გამოტანილი. რა თქმა უნდა, ჩემ დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა მიცემული თანხმობა და კობახიძესაც. ახლა რომ გახარია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს, წინააღმდეგი იყო ჩემი დაპატიმრების, ის ჩემი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ", - განაცხადა მელიამ.
მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, ამირან გულუაშვილის დაკითხვის შესახებ. ასევე, მოსამართლემ უარი უთხრა მათი სატელევიზიო ინტერვიუების მტკიცებულებად დაშვების შუამდგომლობას. ცნობისთვის, ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა, დააყენა შუამდგომლობა საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვის შესახებ, საუბარია, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუ, სადაც მან აღიარა, როგორ მსჯელობდნენ მმართველ პარტიაში ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.
იაპონია რადიოაქტიური წყლის ოკეანეში ჩაღვრას გეგმავს
იაპონია, ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუშიმაზე" დაბინძურებული, მილიონობით ტონა, რადიოაქტიური წყლის წყნარ ოკეანეში ჩაღვრას გეგმავს. ატომური ელექტროსადგური "ფუკუშიმა" მიწისძვრის და ცუნამის შედეგად 2011 წელს დაზიანდა. აღნიშნული წყლის მარაგი რეაქტორების გასაგრილებლად გამოიყენეს. რადიოაქტიური წყალი ამჟამად სპეციალურ საცავებშია, რომლებიც უკვე ივსება, რადგან ბირთვული რეაქტორის ჰერმეტული გარსიდან წყლის გაჟონვა გრძელდება. იაპონიის მთავრობის განცხადებით, მათ სხვა გამოსავალი არ აქვს. რაზეც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს რომ იაპონიის ამ ქმედებაზე ჩინეთს მძაფრი რეაგირება ექნება. "ოკეანეში წყლის ჩაღვრა ყველაზე რეალისტური ვარიანტია. დაგროვილი რადიოაქტიური წყლის პრობლემის გადაჭრის გარეშე ელექტროსადგურის საბოლოოდ დაკონსერვება შეუძლებელია", - აცხადებენ იაპონიის მთავრობაში. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებას "უკიდურესად უპასუხისმგებლო" უწოდა. სამინისტროს ვებგვერდზე გაკეთებულ განცხადებაში, სპიკერმა თქვა, რომ იაპონიამ თავი უნდა შეიკავოს გადაწყვეტილების მიღებისგან სანამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან კონსულტაციას და შეთანხმებას არ მიაღწევენ. "ჩინეთი იტოვებს უფლებას შემდგომი რეაგირება მოახდინოს დაბინძურებული წყლით ოკეანის დაბინძურების მცდელობაზე" - ნათქვამია სპიკერის განცხადებაში.
თამარ გაბუნია: დღევანდელი მდგომარეობით, კოვიდკლინიკებში 2 333 საწოლია თავისუფალი
დღევანდელი მდგომარეობით ქვეყანაში, კოვიდკლინიკებში 2 333 საწოლია თავისუფალი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „იმისდა მიხედვით, თუ რა საჭიროება იქნება, კლინიკებში საწოლების დამატების შესაძლებლობა არსებობის, რადგან ამ კლინიკების ნაწილი ფუნქციონირებს ე.წ. ჰიბრიდულ რეჟიმში, ანუ მათ შეუძლიათ მალევე დაუბრუნდნენ საწყის მდგომარეობას კოვიდის მართვასთან მიმართებაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნია: ენგურზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას პირდაპირ ვერ დავუკავშირებთ ეპიდემიასთან და კარანტინთან დაკავშირებულ მიდგომებს
უბედური შემთხვევა ენგურზე ძალიან ტრაგიკულია და საუბედუროდ ეს პირველი არ არის. ამ შემთხვევას პირდაპირ ვერ დავუკავშირებთ ეპიდემიასთან და კარანტინთან დაკავშირებულ მიდგომებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებები ჩვენთვის, პანდემიის პირველივე დღიდან იყო მტკივნეული საკითხი. ამაზე არაერთხელ იყო მსჯელობა და მექანიზმები, რომლებიც დადგინდა, დადგინდა ეპიდემიური მიზნებიდან გამომდინარე, რომ მოხერხებულიყო მოქალაქეების რისკების კონტროლი, რომელთაც შეიძლებოდა პირველი და უშუალო კონტაქტი ჰქონოდათ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ ადამიანებთან, რომლებიც მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ რეგიონში. ძალიან ბევრი შემთხვევა იყოს ისეთი, როდესაც საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურის აქტიური ძალისხმევის შედეგად ბევრმა პაციენტმა მიიღო სწრაფი და მაღალი ხარისხის დახმარება, როგორც სამეგრელოს რეგიონში არსებული დაწესებულებებიდან, ასევე საკარანტინე სივრცეებსა და კოვიდსასტუმროებში. თბილისსა და სხვა რეგიონებშიც სწრაფად ხდებოდა პაციენტების ტრანსპორტირება. უბედური შემთხვევა ენგურზე ძალიან ტრაგიკულია და საუბედუროდ ეს პირველი არ არის. ამ შემთხვევას ვერ დავუკავშირებთ ეპიდემიასთან და კარანტინთან დაკავშირებულ მიდგომებს. აქედან გამომდინარე, კარანტინის წესებზე მსჯელობა მიმდინარეობს. მექანიზმი, რომელიც დამუშავდება, არ დაუშვებს ეპიდემიური რისკების ზრდას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამირან გამყრელიძე: 100 აცრილი ადამიანი არის, სულ მცირე, ერთი გადარჩენილი ადამიანი
"100 აცრილი ადამიანი არის, სულ მცირე, ერთი გადარჩენილი ადამიანი", - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "გასაგებია, რომ კუმულაციური იმუნიტეტის, საზოგადოებრივი იმუნიტეტის დაგროვებას დიდი დრო სჭირდება. ეს მარტივად ვერ ხერხდება, მაგრამ, თითოეული აცრილი ადამიანი, ეს არის ... 100 აცრილი ადამიანი არის, სულ მცირე, ერთი გადარჩენილი ადამიანი, იცოდეთ ეს. აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ ადამიანთა სიცოცხლე - რაც მეტი იქნება აცრილი, მით ნაკლები გვეყოლება გარდაცვლილი. რაც მეტი იქნება 55 წელზე ზემოთ აცრილი ადამაინი, მით მეტი ხადაზმული გადარჩება", - განაცხადა გამყრელიძემ.
ნიკა მელია: ეს, სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში ან გარეთ
"ეს, სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში ან გარეთ. ვიცი ის გადაწყევტილება, რაც უნდა გამოაცხადოთ, უკვე ცნობილი", - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა. . ნიკა მელიამ მოსამართლეს და პროკურორებს სიტყვით მიმართა და პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა "პროკურორებო, გამამტყუნებთ, მაგრამ ისტორია გამამართლებს, ხვალ და ზეგ ბატონი გავრილოვი რომ ჩამოვიდეს, იგივეს გავაკეთებ, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში. "პროკურორი ამირან გულუაშვილი, ეს ბატონი საუბრობს, რომ ჩემი თვითმიზანი ყოფილა თურმე პატიმრობა. ჯერ ერთი, რატომ გგონიათ, ჩემი თვითმიზანი ეს რატომ უნდა იყოს. ბევრად ეფექტური ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად ციხის გარეთ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. იტყუებით, როდესაც ამბობთ, რომ ეს არაა თქვენი თვითმიზანი. ეს ბატონი კობახიძეები და ივანიშვილები საუბრობენ, თუკი ვინმე რამეზე საუბრობს ჩემს პატიმრობაზე, ეს ადამიანები არიან. დილის რვა საათზე არ გამოცხადდით, პარლამენტში გავრილოვი რომ ჩასვეს იქ, სადაც არ უნდა ჩაესვათ, ბიძინა ივანიშვილი ფერდაკარგული გამოვიდა და თქვა, რომ ვთმობთ პროპორციულ არჩევნებსო, მაგრამ ვიღაცებს დავიჭერთო. ორი წელიწადია გასული, სახელმწიფო გადატრიალებას მედავებიან, საარაკო სიგიჟეს, კამერები თვითონ წაშალეს; ამის შემდეგ, ორი წელიწადია, დამოკლეს მახვილივით ეს საქმე დამკიდეს და ეგონათ, რომ გამბედაობას შემიმცირებდნენ; ორი წელიწადია, მოწმე არ დაუკითხავთ, მტკიცებულება არ გამოუკვლევიათ. რომ საუბრობენ, სამაჯური მოიხსნაო, როდესაც პროპორციული არჩევნები დათმო. დიახაც, სამაჯური მივიღე, რადგან ბევრად მეტი დათმო. მაგრამ ამის შემდეგ, როდესაც გადაგვაგდო, ვარღვევდი პირველივე დღიდან. გლდანში წავედი, წინასაარჩევნო კამპანიას ვატარებდი და მოგიგეთ არჩევნები", - განაცხადა სასამრთლო პროცესზე ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.
ამირან გამყრელიძე: ინფექციის გადატანა აღარ არის გარანტია იმის, რომ ვირუსი მეორედ არ შეგხვდებათ
ვირუსის მუტაციური შტამების გამო, ვირუსის გადატანა აღარ არის გარანტია იმის, რომ ინფექცია მეორედ არ შეგხვდებათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. "ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც იზრდება რეინფიცირების მაჩვენებელი. ინფექციის გადატანა აღარ არის გარანტია იმის, რომ ვირუსი მეორედ არ შეგხვდებათ, რადგან უკვე არის მუტაციები და ბევრი სხვა შტამი ცირკულირებს. წამყვანი ჩვენთანაც და ევროპაშიც არის ბრიტანული შტამი. რეინფიცირების შემთხვევები თანდათან იზრდება", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთმა უკრაინასა და მის გარშემო სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება და პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას საზღვრებთან და მის გარშემო სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება და პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გენერალური მდივანი რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების გადასროლას გაუგებარ და დაუსაბუთებელ ნაბიჯს უწოდებს. შეხვედრის შემდეგ, იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO მხარს უჭერს უკრაინას, მისი სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „ალიანსი ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვართან რუსეთის მიერ ათასობით სამხედროს გადასროლას, რაც 2014 წლიდან ყველაზე მასშტაბური სამხედრო გაძლიერებაა. ეს ქმედებები დაუსაბუთებელი და გაუგებარია. რუსეთმა უკრაინასა და მის გარშემო სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება და პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და დაუყოვნებლივ უნდა განმუხტოს ვითარება“, - განაცხადა სტოლტებერგმა.
ნიკა მელია ოპოზიციას მოუწოდებს, ამნისტიის ფარგლებში მის გათავისუფლებას არ დათანხმდნენ
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ თავის ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდებს, არ დათანხდნენ, მისი გათავისუფლება 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების ამნისტიის ხარჯზე მოხდეს. როგორც სასამართლო პროცესზე ნიკა მელიამ განაცხადა, ეს იქნება ისტორიის გაყალბება. "მივმართავ ჩემს მეგობარ ოპოზიციონერ კოლეგებს, ვინაიდან მე ვარ ციხეში გამომწყვდეული, არავინ მომაყენოს შეურაცხყოფა და ზნეობრივ კომპრომისზე ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ წავიდეთ და ისტორია არ გავაყალბოთ, და მელიას გათავისუფლების ხარჯზე არავინ მაკადროს, 20 ივნისის დამნაშავეები ამნისტიის ქვეშ მივაქციოთ - გთხოვთ, ეს არავინ მაკადროს. ეს კომპრომისი ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ არ იქნება", - თქვა მან. შგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში, ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების ამნისტიის ფარგლებში განიხილებოდა. სხვადსხვა მიზეზებით, დოკუმენტს ხელი არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ არ მოაწერა. ვრცელდება ინფორმაცია მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყების შესახებ. რომელშიც მაღალი რანგის ევროპელი ლიდერებიც ჩაერთვებიან. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე არსებითი განხილვა გაგრძელდა. მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებთან ერთად, პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელ პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა. პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და აღნიშნავდა, რომ ერთადერთი ღონისძიება, რომელმაც შეიძლება აღკვეთის ღონისძიების მიზნები უზრუნველყოს, არის პატიმრობა და ის ძალაში უნდა დარჩეს. პროკურორის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი, დაცვის მხარე თანახმა იქნება, გირაოს შესახებ შეთავაზება შესრულდეს, პროკურატურა შუამდგომლობას დააყენებს. დაცვის მხარე კი მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა. 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.
მელიას ადვოკატი: დღეიდან ნიკა მელია არის პოლიტიკური ტყვე
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ დღეიდან ნიკა მელია პოლიტიკური ტყვეა. როგორც საძაგლშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე მისთვის მოულოდნელი არაფერი არ მომხდარა. "რეალურად არ მოგვისმენია არცერთი არგუმენტი პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, რაც ლოგიკურია, იმიტომ, რომ შეუძლებელია რაიმეთი დაასაბუთო ეს გადაწყვეტილება. მაშინ როდესაც პროკურატურა ამბობს, რომ პატიმრობა არაა ერთადერთი, უალტერნატივო საშულება და რაღაც მზაობის შემთხვევაში ისინი თანახმანი არიან, რომ გირაოთი შეიცვალოს, ეს ნიშნავს იმას, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უბრალოდ სხვა გზა არ აქვს კანონის თანახმად, გარდა იმისა, რომ პირი გაათავისუფლოს. თუკი ნიკა მელია აქამდე იყო პოლიტიკური პატიმარი, დღეის შემდეგ არის პოლიტიკური ტყვე, რომელსაც ხელისუფლება გამოიყენებს პოლიტიკურ მოლაპარაკებებში სავაჭროდ", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
აშშ გერმანიაში დამატებით 500 ამერიკელ სამხედროს განათავსებს
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ბერლინში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ გერმანიაში დამატებით 500 ამერიკელ სამხედროს განათავსებს. როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აშშ აჩერებს გერმანიის სამხედრო დანაყოფების გაგზავნის გეგმას. „ვფიქრობ დამატებით 500 სამხედროს განთავსების შესახებ გადაწყვეტილება მეტყველებს ჩვენი პარტნიორობის დონეზე და NATO-სადმი ჩვენს ვალდებულებაზე“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა. გერმანიიდან ამერიკელი სამხედროების რაოდენობის ნაწილის გაყვანის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ წელს გამოაცხადა.