ძებნის რეზულტატი:
საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო
საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. შეხვედრა ელისეის სასახლეში მიმდინარეობს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ოფისი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ვლადიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, მათ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც შეუერთდებათ.
USAID: დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საფუძველია
"დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საფუძველია", - ამის შესახებ USAID-ის Facebook-ზე გამოქვეყნებულ ტექსტშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავჯდომარესთან ნინო ქადაგიძეს შეხვედრას ასახავს. "USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი და დემოკრატიული განყოფილების დირექტორის მოადგილე ლორა ბერგერი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე ნინო ქადაგიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და USAID-ის მხარდაჭერაზე საჭირო რეფორმების შემუშავების, მიღებასა და მათ განხორციელების საკითხებში. USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი და დემოკრატიული განყოფილების დირექტორის მოადგილე ლორა ბერგერი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე ნინო ქადაგიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და USAID-ის მხარდაჭერაზე საჭირო რეფორმების შემუშავების, მიღებასა და მათ განხორციელების საკითხებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნათია თურნავა ნამახვანჰესზე: დღეს გაიმართება შეხვედრა, სადაც ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე ვიმსჯელებთ
"ჩვენი მოთხოვნით, ნამახვანი ჰესის მშენებელმა კომპანია "ენკა რინიუებლზმა" გაასაჯაროვა ყველა კვლევა, რაც დაკავშირებული იყო პროექტის მომზადებასთან - ეს არის გარემოსდაცვითი, გეოლოგიური, საინჟინრო და სხვა სახის კვლევები", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. ნათია თურნავას განცხადებით, დღეს შეხვედრა გაიმართება, სადაც ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე იმსჯელებენ. მისი თქმით, შეხვედრაზე მიწველია ყველა ის სპეციალისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სამეცნიერო წრეების წარმომადგენელი, რომელთაც ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით ინეტერსი გამოხატეს. „შეხვედრაზე გვექნება შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება და რომელიც დააორგანიზებს პროცესს, რომ მოხდეს კვლევების დამუშავება, სხვადასხვა დაინტერესებული პირისგან რეკომენდაციების და კომენტარების მიღება. საბოლოო ამოცანაა, მივიღოთ უკეთესი პროექტი, გავზარდოთ მის მიმართ ნდობის ხარისხი მოსახლეობაში, სამეცნიერო წრეებში, ექსპერტებს შორის და არასამთავრობო სექტორს შორის. დარწმუნებული ვარ, გაცილებით ფართო წრეა იმ ექსპერტების, ვინც ინტერესს გამოხატავს პროექტის მიმართ და მინდა ვთქვა, რომ პროცესი ღიაა ყველასთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ. საბჭოს შემადგენლობაში გაერთიანდებიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები.
ანგელა მერკელი Astrazeneca-ს ვაქცინით აიცრა
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი Astrazeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მერკელმა ვაქცინის პირველი დოზა ბერლინის ტემპელჰოფის ყოფილ აეროპორტში გაიკეთა, სადაც ამჟამად ვაქცინაციის ცენტრია მოწყობილი. „მოხარული ვარ, რომ დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა მივიღე. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობს ვაქცინაციის კამპანიაში - და ყველას, ვინც იცრება. ვაქცინაცია არის პანდემიის დაძლევის გასაღები,“- განაცხადა მერკელმა.
ენტონი ბლინკენი: ავღანეთში არც ერთ მხარეს არ აქვს სამოქალაქო ომის ინტერესი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცახდებით, ავღანეთში სამოქალაქო ომის ინტერესი არც ერთ მხარეს, არც ავღანელ ხალხს, არც მეზობელ სახელმწიფოებს და არც თალიბანს აქვს. მისივე თქმით, ავღანეთის ლიდერებთან შეხვედრისას "ყველამ მშვიდობის ძლიერი სურვილი გამოხატა". "თალიბები აცხადებენ, რომ მათ სურთ გარკვეული რამ, მათ შორის საერთაშორისო აღიარება, ავღანეთის საერთაშორისო მხარდაჭერა, მათ შორის ლიდერების თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობა. და თუ სამოქალაქო ომი გაჩაღდება, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნება. ასე, რომ ვფიქრობ, ამის საწინააღმდეგოდ უამრავი რამ არსებობს. და კიდევ, როგორც უკვე რამდენჯერმე ვთქვი, ეს არის ძალიან განსხვავებული ქვეყანა, ვიდრე ეს იყო 20 წლის წინ", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ამასთანავე, ბლინკენმა თალიბანი, რომ აშშ-ის ჯარებზე ქვეყნიდან გასვლისას თავდასხმა თუ მოხდა, ამას მოჰყვება, „ ძალიან ძლიერი პასუხი“.
ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს გულისთვის ოპოზიციამ უნდა მიბაძოს „ქართული ოცნების“ მაგალითს
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების“ მიერ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილებას ეხმაურება და სწორ ნაბიჯად მიიჩნევს. „კარგია, რომ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მზაობას კომპრომისისთვის. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი. საქართველოს გულისთვის ოპოზიციამ ასევე უნდა მიბაძოს მაგალითს. ამასობაში, ჯერ კიდევ რჩება ბევრი დეტალი, რომელიც შესამუშავებელია. ევროკავშირი კვლავ მზად არის ამაში დასახმარებლად“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი Tweeter-ზე. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნება" კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს.
სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა
დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს, გიორგი მენაბდეს აღკვეთის სახით, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თვილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა გიორგი მენაბდისთვის პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. სამართალდამცველებმა გიორგი მენაბდე მომხდარიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს.მას გამოძიება წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორ აფასებს ოპოზიცია ხელისუფლების გადაწყვეტილებას და რომელი პარტია ამბობს უარს, დოკუმენტის ხელმოწერაზე
დღეს, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ 5 პუნქტიან დოკუმენტს, ხელი მოაწერა, თუმცა ოპოზიცია დოკუმენტის ხელმოწერაზე კვლავ უარს აცხადებს. "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მათი პარტია ხელს არ მოაწერს კრისტიან დანიელსონის გეგმას, რადგან მასში საუბარი არ არის ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხზე. „წნეხის შედეგად "ქართული ოცნება" გატყდა, მაგრამ ამით ვერ დაიწყება კრიზისის განმუხტვა. სამ პუნქტზე თანახმა ვართ ახლაც. ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ვადამდელ არჩევნებზე ან პლებისციტზე შეთანხმებას. პოლიტპატიმრების საკითხი - მათ ათავისუფლებენ ახლავე? დოკუმენტში ვადამდელი არჩევნები არის ერთ-ერთი პუნქტი, რაზეც შეთანხმება უნდა მოხდეს და შემდეგ მმართველი ძალის პოზიციის გამო მედიატორმა ეს საკითხი აღარ ასახა და ამიტომ იყო არასრულფასოვანი. დოკუმენტის ვარიანტს, რომელიც ვადამდელ არჩევნებს არ შეიცავს და პოლიტპატიმრები ბუნდოვანია. რა თქმა უნდა, არ მოვაწერთ. ეს უკვე ვთქვით", - განაცხადა გიგა ბოკერია როგორც ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავს, საქართველოს გულისთვის ოპოზიციამ ასევე უნდა მიბაძოს ხელისუფლების მაგალითს და დოკუმენტს ხელი მოაწეროს. „კარგია, რომ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მზაობას კომპრომისისთვის. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი. ამასობაში, ჯერ კიდევ რჩება ბევრი დეტალი, რომელიც შესამუშავებელია. ევროკავშირი კვლავ მზად არის ამაში დასახმარებლად“, – წერს twitter-ზე ვიოლა ფონ კრამონი. როგორც დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, „ქართული ოცნება“ მზადაა, თვითმმართველობის არჩევნებზე მხარდაჭერის 40-პროცენტიანი პრინციპი აამოქმედოს. მისი განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია ამომრჩეველთა ხმების 40 პროცენტს ვერ მიიღებს, დათანხმდება განიხილოს ოპოზიციის მოთხოვნები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის აკაკი მინაშვილის შეფასებით, ადგილობრივ არჩევნებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის თქმით, 5 პუნქტიანი დოკუმენტიდან, სამუშაო რჩება დამატებით ორი საკითხზე - პოლიტპატიმრების თემა და ვადამდელი არჩევნები. "ცხადია, ჩვენ ვერ მოვაწერთ ხელს პოლიტპატიმრების თემისა და ვადამდელი არჩევნების თემის გარეშე. ოპოზიციას განსხვავებული პოზიცია არ უთქვამს და დღესაც იგივე აზრზეა", - ამბობს სამადაშვილი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძის განცხადებას დეტალური ანალიზი სჭირდება. მისივე თქმით, კონსულტაციები გაიმართება როგორც პარტიის შიგნით, ასევე სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან. „რაც შეეხება თვითმმართველობის 40 პროცენტს, ეს დანიელსონის დოკუმენტში არ წერია. შესაბამისად, ეს პუნქტია ჩასამატებელი, ოღონდ აქ ძალიან სერიოზული სამსჯელოა და ბევრი კითხვის ნიშანია, რადგან 40 პროცენტი თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან პატარა ზღურბლია და ნიშნავს 1000-პროცენტიან გარანტიას. ეს არის სადებატო თემა, რამდენად მისაღებია. არ დაგვავიწყდეს, საუბარია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. ამის მიბმა ადგილობრივ არჩევნებზე, თანაც 40 პროცენტზე ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ გარკვეულწილად მზად არის მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა ჩიხლაძემ. "ლელო საქართვეოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აზრს იზიარებს დ აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტის გარეშე დოკუმენტი მათთვის მისაღები ვერ იქნება. "ოცნებამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს. ამიტომ დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია ბნ. დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა", - წერს ხაზარაძე ოფიციალურ facebook გვერდზე. იგივე მიზეზების გამო, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ აწერს, ზურაბ ჯაფარიძის ახალი პარტიაც "გირჩი - მეტი თავისუფლება". ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. როორც Europetime-თან საუბარში პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ბიძინა ლებანიძე აღნიშნავს, ხელისუფლების მხრიდან დოუმენტზე ხელწმოწერის დ ამისი რეალურად შესრულების დაწყების შემდეგ, ოპოზიციის მორიგი უარი დოკუმენტის ხელმოწერაზე, დასავლეთის თვალში ქართული ოპოზიციის მარგინალიზაციას გამოიწვევს. მისივე თქმით, რადგან ევროპელი პარტნიორები მთავარ პასუხისმგებლობას მაინც ხელისუფლებას ანიჭებენ, თუნდაც ოპოზიციამ უარი თქვას ხელმოწერაზე, ხელისუფლების მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა და მისი შესრულება, დასავლეთთან ურთიერთობებს გაალღობს. „ერთის მხრივ, მდგომარეობა რადიკალიზებულია და მხარეებს უჭირთ განხილვა , მაგრამ მეორეს მხრივ, ევროკავშირთან ძაფების ბოლომდე გაწყვეტა და წითელი ხაზების გადაკვეთა არცერთ მხარეს არ აწყობს“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი Europetime-თან საუბარში. დოკუმენტის ხელმოწერაზე, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელის ოფისშიც. "ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა მოიკრიბონ იმდენი პოლიტიკური ნება და იმდენი პოლიტიკური სიმამაცე, რომ დასძლიონ კრიზისი", - აღნიშნულია ზოფეპ ბორელის ოფისის განცხადებაში, რომელსაც "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. „ქართული ოცნება“ ხელს აწერს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს რას გულისხმობს კრისტიან დანიელსონის მიერ პარტიებისთვის წარდგენილი დოკუმენტი ლორა თორნტონი: ვადამდელი არჩევნების დანიშვნა „მოლიპულ დაღმართზე“ სიარული იქნება, რომლითაც არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ საქართველოც პანდორას ყუთს გახსნის
უკრაინის შს მინისტრი: პუტინის რეჟიმი ახალი აგრესიით იმუქრება, ცოფიანი ძაღლი ისევ მოადგა ჩვენს კარს
"პუტინის რეჟიმი კვლავ კრებს სამხედრო ძალებს უკრაინის საზღვრებთან. ცოფიანი ძაღლი ისევ მოადგა ჩვენს კარს", - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა სოციალურ ქსელში დაწერა. „პუტინის რეჟიმი კვლავ კრებს სამხედრო ძალებს უკრაინის საზღვრებთან და ახალი აგრესიით იმუქრება! ცოფიანი ძაღლი კვლავ მოადგა ჩვენს კარს. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ და თავს დავიცავთ“, - წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია საფრთხეზე საერთო მიზნის ირგვლივ ყველა პატრიოტული ძალის გაერთიანებით რეაგირება. "იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს კრებს, საჭიროა უკრაინის დაცვისთვის მომზადება", - აღნიშნა არსენ ავაკოვმა
ტუნისის საბაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად, მინიმუმ 21 აფრიკელი მიგრანტი დაიღუპა
ტუნისი სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, მინიმუმ 21 აფრიკელი მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე გადასვლას ცდილობდნენ. „ამ ეტაპზე, სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა 21 ცხედარი აღმოაჩინეს. სამშველო-ძებნითი სამუშაოები კვლავ გრძელდება“, - განაცხადა ტუნისის სამოქალაქო დაცვის სამსახურის დირექტორმა, მუარდ მეხრიმ.
აშშ-ის სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა ქვეყნიდან 10 ამერიკელი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო
აშშ-ის სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა ქვეყნიდან 10 ამერიკელი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. 8 ამერიკელი მაღალჩინოსანი კი "შავ სიაში" შეიყვანა. ამ ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. "10 დიპლომატი შეიყვანეს სიაში, რომელიც გადმოგვცეს თხოვნით, რომ მათ აშშ დატოვონ. ჩვენ ამ ზომას სარკისებურად ვუპასუხებთ. ასევე, შევთავაზებთ რუსეთში აშშ-ის 10 დიპლომატს, დატოვონ ჩვენი ქვეყანა", – განაცხადა ლავროვმა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მოსკოვი ასევე შეზღუდავს ქვეყანაში ამერიკული ფონდებისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც მისი თქმით, პირდაპირ ერევიან რუსეთის შიდაპოლიტიკურ საქმეებში. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა მოსკოვში შეერთებული შტატების ელჩს ჯონ სალივანს კონსულტაციებისთვის ვაშინგტონში წასვლა ურჩია. მინისტრის თქმით, რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი, რომელიც სამშობლოში მარტის შუა რიცხვებში დაბრუნდა, კვლავ რუსეთის ფედერაციაში იმყოფება.
მერკელი, მაკრონი და ზელენსკი რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის საზღვრებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს
ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ ზელენსკი რუსეთს მოუწოდებენ, ვითარების დეესკალაციის მიზნით, უკრაინის საზღვრებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. დღეს გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერებმა ვიდეოკონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადებით, მერკელმა, მაკრონმა და ზელენსკიმ განიხილეს უკრაინა-რუსეთის საზღვარზე და აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია. მათ შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვრის გასწვრივ და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების რაოდენობის ზრდის გამო და რუსეთს მოუწოდეს ქვედანაყოფების შემცირებისკენ ვითარების დეესკალაციის მიზნით. განცხადების თანახმად, გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ორივე მხარის მიერ მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულების აუცილებლობას და განაცხადეს, რომ გერმანია და საფრანგეთი „ნორმანდიულ ფორმატში“ თავიანთ ძალისხმევას გააგრძელებენ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოში ყველა მხარეს მოვუწოდებ, დანიელსონის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას შეუერთდეს
"გამიხარდა, რომ საქართველოში ევროკავშირის შუამავლობით განხორციელებულ პოლიტიკურ დიალოგში პოზიტიური დინამიკაა", - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი Twitter-ზე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომ ხელი მოაწეროს კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს. „გამიხარდა, რომ საქართველოში ევროკავშირის შუამავლობით განხორციელებულ პოლიტიკურ დიალოგში პოზიტიური დინამიკაა. ყველა მხარეს მოვუწოდებ, პატივი სცეს ამ ძალისხმევას, პასუხისმგებლობა აიღოს და შეთავაზებულ შეთანხმებას შეუერთდეს და იმუშაოს იმაზე, რომ იგი ეფექტურად განხორციელდეს საქართველოს მომავლისთვის“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მარინა კალიურანდი: მთელი გულით მივესალმები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ეს იყო აუცილებელი
"ეს არის უდიდესი ნაბიჯი და მინდა შევაქო საქართველოს მმართველი პარტია ამ გადაწყვეტილების გამო", - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა. ევროპარლამენტარი შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. "ძალიან მიხარია ამ განცხადების გაკეთება . ეს არის ის, რაც ჩვენი მოწოდება იყო. ეს არის ის, რასაც ჩვენ ველოდებოდით. ამ რეკომენდაციას ვაძლევდით პოლიტიკურ პარტიებს და ძალიან გახარებული ვარ. პოლიტიკური კრიზისის დროს ყველა პასუხისმგებელია და ყველას მოვუწოდებდით მიეღოთ ზომები. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ პირველი ნაბიჯი გადაედგა მმართველ გუნდს და მიეცა მაგალითი სხვებისთვის. ეს ნაბიჯი გადადგმულია. როდესაც ხელისუფლებაში ხარ და მმართველ ძალას წარმოადგენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს. მთელი გულით მივესალმები ამ ნაბიჯს. მე ვიცი და მესმის, რომ ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ეს იყო აუცილებელი", - განაცხადა კალიურანდმა.
აუდიტი: 8,200-ზე მეტი პენსიონერი მასწავლებლის სკოლიდან წასვლა სახელმწიფოს 75.7 მლნ ლარი დაუჯდა
2019-2020 წლების მონაცემებით, სამინისტროს მიერ დაკმაყოფილდა 1,923 სკოლის 8,200-ზემეტი მასწავლებლის განაცხადი ჯილდოს მიღებასთან დაკავშირებით, რაზეც მასწავლებლებისსისტემიდან გასვლის სანაცვლოდ, გაიხარჯა 75.5 მლნ ლარი, ხოლო დანარჩენ მასწავლებლებსკვლავ მიეცათ გამოცდის გზით კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა. ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების 2017-2019 წლების აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. "ამასთანავე, არსებული რეგულაციის მიხედვით, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადიჯილდოს მიღებისა და სისტემიდან გასვლის შემდეგ, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2-წლიანივადის დასრულებისას გადაწყვეტს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას და დააკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითდადგენილ მოთხოვნებს, მას შეეძლება კვლავ განაგრძოს პედაგოგიური საქმიანობა, ფულადი ჯილდოს დაბრუნების გარეშე. სამინისტროს და ცენტრს არ აქვთ შემუშავებული სამოქმედო გეგმა იმ მასწავლებლების ახალი კადრებით ჩასანაცვლებლად, რომლებმაც დატოვეს სისტემა. სასწავლო პროცესის ხარისხიანი და შეუფერხებელი წარმართვის და ასევე შესაძლო დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, მნიშვნელოვანია სისტემიდან გასული მასწავლებლების დროული ჩანაცვლება ახალი კვალიფიციური კადრებით. აღსანიშნავია, რომ მოცემულ მიზანს ემსახურება 2010 წელს შექმნილი „მაძიებლობის პროგრამა“, რომელსაც ახორციელებს ცენტრი. 2019 წელს აღნიშნული პროგრამის პირველადი ვერსია გაუქმებულად გამოცხადდა და დამტკიცდა ახალი. მასწავლებლობის მაძიებლობა ერთ-ერთი გზაა მასწავლებლობის უფლების არმქონე პირმა მოიპოვოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება. 2019-2020 წლების მონაცებებით, ქვეყნის მასშტაბით სქემაში ჩართულია 2,138 მაძიებლობის სტატუსის მქონე მასწავლებელი, რომელთა 85% რამდენიმე წლის განმავლობაში ასრულებდა პედაგოგიურ საქმიანობას და იმ მასწავლებლების რიცხვს მიეკუთვნებოდნენ, რომლებსაც არ ჰქონდათ სტატუსი მინიჭებული. 2019 წელს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე 8,200 მასწავლებელს შეუწყდა სტატუსი. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში ახალი კადრების შედინება მოცემული პროგრამის ფარგლებში მოხდება, არსებული დანაკლისის მხოლოდ 26%-ის შევსებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ მასწავლებლობის მაძიებელი ვალდებულია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებისა და მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებიდან 2 წლის განმავლობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით და 2016-2020 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, სისტემიდან გასული მასწავლებლების ჩანაცვლებას მხოლოდ მაძიებლობის პროგრამით დასჭირდება 4 წელი", - ნათქვამია ანგარიშში.
საბაჟო გამშვები პუნქტი "ნინოწმინდას“ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
საბაჟო გამშვები პუნქტი "ნინოწმინდას“ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირებული 11 მებაჟე ოფიცრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. "COVID-19-ზე რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ "ნინოწმინდას“ მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას (საერთო ჯამში 50 პირი) გამოკვლევა ჩაუტარდათ. აქვე განვმარტავთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი "ნინოწმინდა“ სრული დატვირთვით, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. აღსანიშნავია, რომ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მიზნობრივი ტესტირება რისკ ჯგუფებში მყოფ ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, მიმდინარეობს ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დეტალური ანამნეზის შეკრებას. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ობიექტებზე, რისკ ჯგუფებში შემავალი პირების სისტემური ტესტირების პროცესი კვლავ გაგრძელდება. ამასთან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უწყების მიერ, ყველა ობიექტზე შეტანილია ეფექტური სადეზინფექციო საშუალებები და მიმდინარეობს დამუშავების პროცესი.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყველას სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს", - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
ბაიდენის ადმინისტრაცია COVID-19-ის ახალ შტამებთან საბრძოლველად $ 1.7 მილიარდს გამოყოფს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პარასკევს განაცხადა, რომ 1,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას აპირებს, რათა დაეხმაროს შტატებს და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს COVID-19-ის ახალ შტამებთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც თეთრი სახლი აცხადებს, ინვესტიცია, რომელიც იქნება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის $1,9 ტრილიონიანი "აშშ-ის სამაშველო გეგმის" ნაწილი, გააუმჯობესებს ახალი ვარიანტების გამოვლენას, მონიტორინგს და შემსუბუქებას, გენომიკური თანმიმდევრობის მცდელობებით, რაც გავრცელების შეზღუდვის მთავარი ეტაპია, "COVID-19-ის თავდაპირველი შტამი ამერიკაში დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით ნახევარზე მოდის. ვირუსის ახალი და პოტენციურად საშიში შტამები კი შემთხვევების მეორე ნახევარს შეადგენს", - აღნიშნა თეთრმა სახლმა განცხადებაში.
ევროპარლამენტარი დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ: ეს კარგი მესიჯი და კარგი ახალი ამბავია, ახლა ველით იმას, თუ რას იტყვის ოპოზიცია
"ეს კარგი მესიჯი და კარგი ახალი ამბავია, ახლა ველით იმას, თუ რას იტყვის ოპოზიცია", - ასე შეფასა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ "ქართული ოცნების" მხრიდან გადადგმული ნაბიჯი დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა "რუსთავი 2-ს" განუცხადა. "ეს კარგი მესიჯი და კარგი ახალი ამბავია, ახლა ველით იმას, თუ რას იტყვის ოპოზიცია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველას სჭირდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, რადგან ის სიტუაცია, რომელიც ახლა არის - საშინელებაა. ახლა გადამწყვეტი დროა იმისთვის, რომ დავინახოთ, თუ რა ხდება უკრაინის საზღვართან. რუსეთი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნები ევროკავშირს დაუახლოვდნენ, ან გახდნენ ნატოს წევრები. ახლა ბევრი შესაძლებლობა იხსნება და ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ქვეყანაში სტაბილურობა და განვითარდეს საქართველოს პოლიტიკური სისტემა - ძლიერი ლიდერებით, ოპოზიციით. მათ, შეიძლება, განსხვავებულად ესმოდეთ სხვადასხვა პროგრამა საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გეოპოლიტიკური მიმართულების საერთო გაგება. თუ იქნება შეთანხმება, მე ვთხოვდი საქართველოს პოლიტიკოსებს, რომ წინ წასულიყვნენ და ეჩვენებინათ სიგნალი საქართველოს წევრობისთვის ევროკავშირსა და NATO-ში. ყველა უნდა იყოს საკმარისად აქტიური, რათა წინ წაიწიონ ამ მიმართულებით,"- აცხადებს რასა იუკნევიჩიანე.
მარინა კალიურანდი: ახლა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა მიბაძონ მმართველ პარტიას და მოაწერონ ხელი დოკუმენტს
"ახლა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა მიბაძონ მმართველ პარტიას და მოაწერონ ხელი დოკუმენტს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა "ქრონიკას" განუცხადა. მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" უარს ამბობს დოკუმენტის ხელმოწერაზე. „ახლა მთელი ჩვენი ყურადღება კონცენტრირებულია ოპოზიციაზე. ახლა ოპოზიციური პარტიების დროა. მოლაპარაკებებში ჩართულმა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და მოაწერონ ხელი დოკუმენტს. ოპოზიციამ უნდა მიბაძოს მმართველ პარტიას და უკვე მათი მხრიდან ხელმოწერით უნდა დასრულდეს საქართველოში პოლიტიკური კრიზისი. მართლაც ძალიან სამწუხაროა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი არ აწერენ ხელს დოკუმენტს. მმართველი პარტიის მხრიდან კომპრომისულ დოკუმენტზე ხელი მოწერილია და კომპრომისისკენ ჩვენ მოვუწოდებდით არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ ოპოზიციასაც. კრიზისის დასრულებას სჭირდება კომპრომისი. თუ კარგად დავაკვირდებით ევროკავშირიდან დაწყებულ მედიაციის პროცესს, ნათლად დავინახავთ, რომ კრისტიან დანიელსონმა მაგიდაზე დადო კომპრომისული შეთანხმება. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მაღალი დონის პროფესიონალიზმს. ეს არის ძალიან დაბალანსებული ტექსტი და წინადადებების პაკეტი. მისი გაცნობისთანავე ჩვენ განვაცხადეთ, რომ ტექსტი მისაღები იყო და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებდით დანიელსონს. დოკუმენტი ორივე მხარის პოზიციებს ასახავს და ამიტომ გულდასაწყვეტი იყო აქამდე ხელმოწერის გარეშე დატოვებული ეს დოკუმენტი. ახლა მინდა მოვუწოდო ოპოზიციას გადადგას შემხვედრი ნაბიჯი“, - აცხადებს კალიურანდი.
მარინა კალიურანდი: ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, გამოსავალი თუ ვერ მოიძებნება, ამაში დამნაშავე თვითონ იქნება
"ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, გამოსავალი თუ ვერ მოიძებნება, ამაში დამნაშავე ოპოზიცია იქნება", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდიმ "პირველ არხს" განუცხადა. როგორც კალიურანდმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ოპოზიცია გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და გადადგამენ ნაბიჯებს გამოსავლისკენ. მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველოში კრიზისის გადასაჭრელად დიდი ინვესტიციები დააბანდა. „დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია გადახედავს საკუთარ პოზიციას. დღეს ყველა მათ უყურებს. დღეს პასუხისმგებლობა მათზეა, რათა მოიძებნოს კომპრომისი და კრიზისი დასრულდეს. ასე რომ, ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, თუ გამოსავალი ვერ მოიძებნება, ამაში დამნაშავე ოპოზიცია იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი გადახედავენ გადაწყვეტილებას და გადადგამენ ნაბიჯებს გამოსვლისკენ. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ჩვენ დავუბრუნდებით იმ ეტაპს, როდესაც ბატონი დანიელსონი წავიდა, მისი მეორე ვიზიტის შემდეგ და შვიდმა ევროპარლამენტარმა გავავრცელეთ განცხადება, ვფიქრობ, ამ განცხადებაში ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ გამოსვალი თუ არ მოიძებნა, საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან იგივე აღარ დარჩება. ეს კი ძალიან სამწუხაროა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ოპოზიციის ყველა პოლიტიკურ ლიდერს, რათა გადახედონ ყველა ნაბიჯს და ყველა სიტყვას, რომელსაც დღეიდან იტყვიან. ამას მოჰყვება შედეგები საქართველოსთვის, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს რეალობაა. ევროკავშირმა დიდი ინვესტიციები დააბანდა საქართველოში კრიზისის გადასაჭრელად და უმაღლეს დონზე იყო ჩართული. იმაზე მაღალი დონე, ვიდრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და მისი პირადი წარმომადგენელია, აღარ იქნება. ამიტომ ყველას ვთხოვ, ამას სერიოზულად მიუდგნენ. აქვე ვიტყვი, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას თუ არ შეუძლია შეთანხმების მიღება, მაშინ იმათ მაინც მოვუწოდებ, ვისაც ეს ძალუძს. გამოდით საჯაროდ, გააკეთეთ განცხადებები, შედით პარლამენტში, ხელი მოაწერეთ დანიელსონის დოკუმენტს, რადგან ამას შეიძლება მოახდინოს ზემოქმედებს სხვა ოპოზიციურ პარტიებზე. ვფიქრობ, დღეს არავის სურს, მარტო ყოფნა კუთხეში, დამნაშავის სტატუსით“, – განაცხადა კალიურანდიმ.