ძებნის რეზულტატი:
ელენე ხოშტარია სალომე სამადაშვილზე: არასდროს მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა
"სალომე სამადაშვილს არასდროს მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა", – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სალომე სამადაშვილთან დაკავშირებით Facebook-ში დაწერა. "სალომე სამადაშვილის პოზიცია (ჩემგან განსხვავებული) პირველი დღიდან ბოლო დღემდე იყო თანმიმდევრული. არასდროს არ მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა. გვიკამათია და ვიკამათებთ, მაგრამ ჩემგან ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა მისი ერთგულება საკუთარი პოზიციის მიმართ", – წერს ელენე ხოშტარია. შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშავილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. „ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა, წარმატებები“, - დაწერა პოლიტიკოსმა.
შარლ მიშელის დოკუმენტს "ევროპული საქართველოს" კიდევ ერთმა დეპუტატმა მოაწერა ხელი
დღეს, შარლ მიშელის დოკუმენტს "ევროპული საქართველოს" კიდევ ერთმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა მოაწერა ხელი, ინდივიდუალურად. დავით ბაქრაძისგან განსხვავებით, არმაზ ახვლედიანი "ევროპული საქართველოს" მოქმედი წევრია. 2020 წლის არჩევნებზე გიგა ბოკერიას პარტიამ, სულ 5 სადეპუტატო მანდატი მოიპოვა. დავით ბაქრაძემ, რომელმაც პარტიის თავმჯდომარის პოსტიც და პარტიაც რამდენიმე დღის წინ დატოვა, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი, გუშინ , ორბელიანების სასახლეში მოაწერა. შეთანხმებას ასევე ინდივიდუალურად მოაწერა ხელი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა, რომელმაც თანაპარტიელების კრიტიკული განცხადებების შემდეგ "ნაცონალური მოძრაობიდან" წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. "ევროპული საქართველო", ნიკა მელიას გათავისუფლებამდე, დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავს იკავებს. შეთანხმების ხელმოწერაზე უარს აცხადებს "ნაციონალური მოძრაობაც". "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ ნიკა მელია გირაოთი ან ამნისტიით გათავისუფლდება, ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ენმ მელიას უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს. 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციური პარტიებიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შემდეგმა პარტიებმა. "სტრატეგია აღმაშენებელმა", ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩმა", "ლელომ", რესპუბლიკელებმა, "მოქალაქეებმა"
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მივესალმები პოლიტიკურ პარტიებს შორის ჩიხის დასასრულებლად მიღწეულ შეთანხმებას
"მივესალმები საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის, ევროკავშირის შუამავლობით, ჩიხის დასასრულებლად მიღწეულ შეთანხმებას, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ Twitter-ში წერს. მინისტრის განცხადებით, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას. "მივესალმები საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის, ევროკავშირის შუამავლობით, ჩიხის დასასრულებლად მიღწეულ შეთანხმებას. ეს კარგი ნიშანია იმის, რომ საქართველო განაგრძობს სწორი მიმართულებით სვლას დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ და ევროპულ გზაზე. რუმინეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს", – წერს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
Politico ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ დოკუმენტში შესაძლო სადავო პუნქტზე მიუთითებს
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანენ. ამ სათაურით სტატიას POLITICO აქვეყნებს. საქართველოს მთავრობა და ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შეწყვეტენ პოლიტიკურ დაპირისპირებას და ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ეს შეთანხმება გზას უხსნის დაპატიმრებული ორი ოპოზიციონერის გათავისუფლებას, განსაზღვრავს რიგ საარჩევნო და სასამართლო რეფორმას და რაც მთავარია, პარლამენტს საშუალებას მისცემს, უფრო ნორმალურად იმუშაოს თვეების შემდეგ, როდესაც ბევრმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა უარი თქვა ადგილების დაკავებაზე ხანგრძლივი დავის შემდეგ, რომელიც ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდებოდა. მიშელმა, რომელმაც გასული თვის დასაწყისში თბილისში, ვიზიტის დროს წამოიწყო სარისკო შუამავლობის პროცესი, მიესალმა შეთანხმებას, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანას ახალ სტარტს სთავაზობს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის წარმატების მისაღწევად მიშელმა განაცხადა, რომ სამშაბათს დილით გაემგზავრება საქართველოში შეთანხმების აღსანიშნავად. Politico შეთანხმების ერთ პუნქტზე ამახვილებს ყურადღებას: 1. საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ შეთანხმების განხორციელებისთვის, დოკუმენტის ხელმომწერმა მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. Politico აღნიშნავს, რომ ეს „ეკვივალენტური შედეგი“ აშკარად მიანიშნებდა პრეზიდენტის შეწყალების შესაძლებლობაზე და ამან აიძულა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაეკეთებინა განცხადება: „მზად ვარ, მივიღო ჩემთვის სკანდალური გადაწყვეტილება, თუმცა მას ვიღებ მხოლოდ ჩემი პირობით - კრიზისის დასრულებისთვის ეს ნაბიჯი ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმში ცხოვრებას და გამოწვევების გამკლავებას. ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირსა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებებიდან ერთი კვირის განმავლობაში შეწყალების აქტს ხელს მოვაწერ“, - ციტირებს გამოცემა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. სტატიის ავტორი წერს, რომ შუამავლობის მცდელობის დაწყების შემდეგ, მიშელმა დაასახელა ელჩი, კრისტიან დანიელსონი, ვეტერანი შვედი დიპლომატი და ევროკავშირის ოფიციალური პირი, რომელიც საქართველოში მოლაპარაკებებს წარმართავდა. „მოლაპარაკებები შეფერხდა და ჩაშლისკენ მიემართებოდა კვირას, ვიდრე ევროკავშირმა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მხარდაჭერით წინადადების ახალი პროექტი წარადგინა. ალბათ ყველაზე სადავოა, რომ ეს შეთანხმება იწვევს საპარლამენტო არჩევნებს, თუ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიაღწია 43%-იან ბარიერს ადგილობრივ არჩევნებზე, მიმდინარე წლის ბოლოს. ოპოზიციის ნაწილი ვადამდელი არჩევნების დაუყოვნებლივ ჩატარებას მოითხოვდა“, - აღნიშნულია სტატიაში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) რომელსაც 19 აპრილს მოეწერა ხელი, 5 პუნქტს მოიცავს: პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა;კანონის უზენაესობა/მართლმსაჯულების რეფორმა; პარლამენტში ძალთა გადანაწილება; მომავალი არჩევნები. პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ შეთანხმების განხორციელებისთვის, დოკუმენტის ხელმომწერმა მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს. გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა. ვადები: ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ამ დებულების შესასრულებლად საჭირო ქმედებები;.ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ კენჭი უყაროს საკანონმდებლო და რეგლამენტის ცვლილებებს. პარლამენტში ძალთა გადანაწილება ოპოზიციის დეპუტატებისთვის უნდა გამოიყოს 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 შემდეგი 5 კომიტეტიდან უნდა იყოს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერტობების კომიტეტი. ოპოზიციის დეპუტატებებისთვის უნდა გამოიყოს თავმჯდომარის 1 პოზიცია შემდეგი საპარლამენტო დელეგაციებისთვის საერთაშორისო არენაზე: ევრონესტი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. მომავალი არჩევნები 2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. „მხარეები ითვალისწინებენ OSCE/ODIHR-ის მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომლის თანახმად, „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ამის მიუხედავად, ამომრჩეველზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის წაშლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ. ფორმალისტური ნიშნით საჩივრების უმრავლესობის სისტემურმა უარყოფამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება“. მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.
ეს არის არსებული კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა - "გახარიას გუნდი" შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს მოაწერს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტირს გიორგი გახარიას გუნდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერს. "ეს არ არის იდეალური შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის არსებული კრიზისის განმუხტვის და დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა. რასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ და ხელს მოვაწერთ", - ამის შესახებ გახარიას გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც პარლამენტის წევრიცაა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. "ფაქტია, რომ პოლიტიკოსების ორივე მხარის უპასუხისმგებლო ქმედებებმა, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. აქედან უდანაკარგო გამოსავალი, უბრალოდ, აღარ არსებობს. სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის ხელმძღვანელობაში ბრალდებული ადამიანის მიმართ კანონის არათანმიმდევრული აღსრულებით და პარტიაში შევარდნის გზით, ეს საქმე აქციეს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად, რითაც შექმნეს ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მეტად სახიფათო პრეცედენტი. პოლიტიკოსების ამ უპასუხისმგებლობამ ჩვენი პარტნიორები იძულებული გახადა პირდაპირ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყვნენ. დღეს კრიზისის განმუხტვა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივისთვის... ამ ფონზე რადიკალიზმის გაგრძელება შეუძლებელია", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
ირაკლი ქადაგიშვილი: ნიკა მელიას ამნისტია, მხოლოდ გირაოს გადახდის შემდეგ მოხდება
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიას მას შემდეგ მიიღებენ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს გადაიხდის. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ისინი მელიას უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვენ და თუ ნიკა მელია გირაოთი ან ამნისტიით გათავისუფლდება, "ნაციონალური მოძრაობა" დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ქადაგიშვილის განმარტებით, შეთანხმების დოკუმენტშიც ასეა გაწერილი. “იქ შემოთავაზებული მექანიზმი იყო ასეთი, რომ უნდა მოხდეს გირაოს გადახდა და ამის შემდეგ პარლამენტში დეპუტატები მივიღებთ პოლიტიკური ამნისტიის აქტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. კანონის ელემენტარული პატივისცემა უნდა ყოფილიყო ყველასთვის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით პოლიტიკოსისთვის. გამომდინარე აქედან, ამაზეა საუბარი, რომ ჩვენთვის ნიკანორ მელიას 40-ათასლარიანი გირაო არაფერს არ წარმოადგენს. აქ საუბარია ელემენტარულ გაგებაზე, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერი და პარლამენტის წევრი კანონის დარღვევის პროპაგანდას არ უნდა აკეთებდე. ეს არის მთავარი, თორემ პოლიტიკური ამნისტიის აქტის გამოცემა მოხდება “რაც შეეხება ვადებს, აქ უნდა ვივარაუდოთ ის, რომ ყველაფერი “ქართულ ოცნებაზე” არის დამოკიდებული. დამოკიდებულია იმ პარლამენტარებსა და პარტიებზე, რომელთაც ხელი მოაწერეს ამ ხელშეკრულებას”, - განაცხადა ქადაგიშვილმა. შეთანხმების დოკუმენტს ამ ეტაპზე ხელი მოაწერა “სტრატეგია აღმაშენებელმა”,“ლელომ”, “რესპუბლიკელებმა”, “გირჩმა”, “მოქალაქეებმა”, “ქართულმა ოცნებამ”. დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი სალომე სამადაშვილმა, რომელმაც ხელმოწერის შემდეგ ენმ-ის დატოვების შესახებ განაცხადა, ასევე “ევროპული საქართველოს” მოქმედმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა და ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
ჯეიმს აპატურაი: საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება მართლაც კარგი ამბავია
"საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება მართლაც კარგი ამბავია", - სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას Facebook-ზე ეხმაურება. მისი განცხადებით, ეს შეთანხმება საქართველოში პოლიტიკის პოლარიზაციის დაძლევას უნდა ემსახურებოდეს. „საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება მართლაც კარგი ამბავია, როგორც ქართველებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც საქართველოს წარმატების დანახვა სურს. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩის ძალისხმევას, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს. ეს შეთანხმება საქართველოში პოლიტიკის პოლარიზაციის დაძლევას უნდა ემსახურებოდეს“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
მარინა კალიურანდი: ვულოცავ ყველა პასუხისმგებლიან პოლიტიკოსს, რომელმაც ქართველ ხალხს მოუსმინა
ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას Twitter-ზე ეხმაურება. "ვულოცავ ყველა პასუხისმგებლიან პოლიტიკოსს, რომელმაც ქართველ ხალხს მოუსმინა და ქვეყნის ინტერესები პარტიის ინტერესებზე მაღლა დააყენა. ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას", - წერს ევროპარლამენტარი.
მიხეილ სააკაშვილი: როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, ისე როგორც მას სურს, მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი მოაწეროს
"მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, ისე როგორც მას სურს, მე მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი მოაწეროს შეთანხმებას", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს. “ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, ძალიან ბევრ ხარვეზს შეიცავს, ძალიან შორსაა იმისგან, რაც კრიზისს ბოლომდე გადაწყვეტდა, მაგრამ იქ 2 მთავარი რამაა: ჩვენი პარტიის გმირი თავმჯდომარე ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, ისევე როგორც გიორგი რურუა! ეს უპირობოდ უნდა მოხდეს. მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, ისე როგორც მას სურს, მე მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას, იმიტომ, რომ ამ შეთანხმებაში არის მთავარი მეორე პუნქტი - შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად რეფერენდუმი დაინიშნა „ქართული ოცნების“ ივანიშვილის ხელისუფლებისგან ჩამოშორების თაობაზე“, - აღნიშნავს სააკაშვილი. სააკაშვილის განცხადებით, შეთანხმების თანახმად 2022 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დაგეგმილ რეფერენდუმზე, ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში და მისი მხარდამჭერების გვერდით დადგება. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია თანაგუნდელებს მოუწოდებს გირაოს გადახდას და ამნისტიას არ დასთანხდნენ. ის უარს ამბობს ასეთი ფორმით გათავისუფლებაზე და მხოლოდ უპირობოდ გათავისუფლებას დასთანხდება. ირაკლი ქადაგიშვილი: ნიკა მელიას ამნისტია, მხოლოდ გირაოს გადახდის შემდეგ მოხდება თუ ნიკა მელია გირაოთი ან ამნისტიით გათავისუფლდება, ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს ხელს არ მოაწერს - ლევან ხაბეიშვილი
ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გახანგრძლივდა
საქართველოს მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, განბაჟების ვადა კიდევ ერთხელ, 2021 წლის 1-ელ ივნისამდე გაუხანგრძლივდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. „მომსახურების სააგენტო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავთ 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე პერიოდში და არ გაუვლიათ საბაჟო პროცედურები, რიგისა და საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართონ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს და 31 მაისის ჩათვლით განახორციელონ საბაჟო პროცედურები. მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში გამოცხადდნენ პირბადით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჟოზეფ ბორელი: მოვუწოდებ ყველა დეპუტატს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და შევიდნენ პარლამენტში
"მოვუწოდებ ყველა დეპუტატს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და შევიდნენ პარლამენტში", - საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელი დოკუმენტის ხელმოწერას Twitter-ზე ეხმაურება. "მივესალმები საქართველოში პოლიტიკური ლიდერების მიერ მიღწეულ შეთანხმებას. ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპია. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, შევიდნენ პარლამენტში და მტკიცედ იმუშაონ ევროკავშირის შუამავლობით გათვალისწინებული შეთანხმების შესრულებაზე, საქართველოს მოქალაქეებისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო ღრმა ურთიერთობებისთვის“, - წერს ჟოზეფ ბორელი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტის პროგრამა ცნობილია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტის პროგრამა ცნობილია. შარლ მიშელი თბილისის აეროპორტში, დღეს, თბილისის დროით, 15.00 სათზე ჩამოფრინდება. 15:30-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პირველ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართავს. 16.50-ზე სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციის შემდგომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და შემდეგ უკვე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას. საღამოს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტ შარლ მიშელს, მის საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამზე უმასპინძლებს.
ბენ ჰოჯესი: საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რომ მთელი ქვეყანა გახდეს პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის და მიიზიდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში
„საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რომ მთელი ქვეყანა გახდეს პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის და მიიზიდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში“, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: უნდა დადგეს თუ არა დღის წესრიგში კვლავ ანაკლიის პროექტის განხორციელება? იქნება თუ არა ეს კონკრეტული გზავნილი საქართველოს ხელისუფლების პოზიციის და ქვეყნის პოზიციონირების? „ეს არის კარგი მაგალითი, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ამბობს საქართველოს მთავრობა, რომ მას სურს დასავლური განვითარება და ინვესტიციები ქვეყანაში, თუმცა სინამდვილეში ცოტა რამ გააკეთა ამის განსახორციელებლად. ანაკლიის პროექტი იქნებოდა თამაშის წესების შემცვლელი მთელი რეგიონისთვის, გაიხსნებოდა რა აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკური დერეფანი ევროპასა და ევრაზიას შორის. იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საკითხს ისევ დღის წესრიგში დააბრუნებს, როგორც უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილს შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის. მაგრამ იმედია, საქართველოს მთავრობაც დააყენებს მოცემულ საკითხს დღის წესრიგში. ჯერჯერობით, ვფიქრობ, რომ კრემლის გავლენამ შეანელა ეს პროექტი, რადგანაც მას არ სურს, რომ საქართველო გახდეს წარმატებული, და რომ აქ გაიაროს ევრაზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელმა მარშრუტმა, რომელიც არ გადის რუსეთის გავლით. მე ასევე ვფიქრობ, რომ საქართველოს შიგნით არსებულ ძალებს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ბიზნეს გავლენით, არ სურთ ამ პროექტის განხორციელება, რადგან ის ფოთის ან ბათუმის კონკურენტი აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ეს ძალიან ვიწრო აზროვნებაა. საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რომ მთელი ქვეყანა გახდეს პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის და მიიზიდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში (პორტები, რკინიგზა, მილსადენები, ტელეკომუნიკაციები და გზები), რათა შეძლოს ამის განხორციელება“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა. ინტერვიუ სრულად ამ ბმულზე შეგიძლიათ, ნახოთ.
ბენ ჰოჯესი: ანაკლიის პროექტი იქნებოდა თამაშის წესების შემცვლელი მთელი რეგიონისთვის
„ანაკლიის პროექტი იქნებოდა თამაშის წესების შემცვლელი მთელი რეგიონისთვის“, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: უნდა დადგეს თუ არა დღის წესრიგში კვლავ ანაკლიის პროექტის განხორციელება? იქნება თუ არა ეს კონკრეტული გზავნილი საქართველოს ხელისუფლების პოზიციის და ქვეყნის პოზიციონირების? „ეს არის კარგი მაგალითი, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ამბობს საქართველოს მთავრობა, რომ მას სურს დასავლური განვითარება და ინვესტიციები ქვეყანაში, თუმცა სინამდვილეში ცოტა რამ გააკეთა ამის განსახორციელებლად. ანაკლიის პროექტი იქნებოდა თამაშის წესების შემცვლელი მთელი რეგიონისთვის, გაიხსნებოდა რა აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკური დერეფანი ევროპასა და ევრაზიას შორის. იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საკითხს ისევ დღის წესრიგში დააბრუნებს, როგორც უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილს შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის. მაგრამ იმედია, საქართველოს მთავრობაც დააყენებს მოცემულ საკითხს დღის წესრიგში. ჯერჯერობით, ვფიქრობ, რომ კრემლის გავლენამ შეანელა ეს პროექტი, რადგანაც მას არ სურს, რომ საქართველო გახდეს წარმატებული, და რომ აქ გაიაროს ევრაზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელმა მარშრუტმა, რომელიც არ გადის რუსეთის გავლით. მე ასევე ვფიქრობ, რომ საქართველოს შიგნით არსებულ ძალებს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ბიზნეს გავლენით, არ სურთ ამ პროექტის განხორციელება, რადგან ის ფოთის ან ბათუმის კონკურენტი აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ეს ძალიან ვიწრო აზროვნებაა. საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რომ მთელი ქვეყანა გახდეს პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის და მიიზიდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში (პორტები, რკინიგზა, მილსადენები, ტელეკომუნიკაციები და გზები), რათა შეძლოს ამის განხორციელება“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.
ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღაიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის განცხადებით, მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდება, რომელიც თბილისს 15:00 საათზე ეწვევა.
ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოს ოფისი ავრცელებს. გრიგოლ ვაშაძემ, პარტიის ლიდერების მხრიდან, ანტიდასავლური განცხადებების გამო, "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე თვის წინ დატოვა. "ნაციონალური მოძრაობიდან" შეთანხმებას, ინდივიდუალურად ხელი მოაწერა სალომე სამადაშვილმაც. ხელმოწერის გამო, თანაპარტიელების მხრიდან გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო, სამადაშვილმა ენმ-ს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ ნიკა მელია გირაოთი ან ამნისტიით გათავისუფლდება, ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ენმ მელიას უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს. 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციური პარტიებიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შემდეგმა პარტიებმა. "სტრატეგია აღმაშენებელმა", ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩმა", "ლელომ", რესპუბლიკელებმა, "მოქალაქეებმა". შეთანხმებას ხელი მოაწერა ასევე "ევროპული საქართველოს" საარჩევნო სიით გასულმა სამმა დეპუტატმა: დავით ბაქრაძემ, არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ. "ევროპულმა საქართველომ" 2020 წლის არჩევნებზე სულ 5 მანდატი მოიპოვა.
ანა ფოტიგა: ველოდები მელიას და რურუას გათავისუფლებას და ყველა ვალდებულების შესრულებას. საქართველოს გაუმარჯოს
"ველოდები მელიას და რურუას გათავისუფლებას და ყველა ვალდებულების შესრულებას. საქართველოს გაუმარჯოს", - ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის შეტანხმების გაფორმების საკითხს Twitter-ში გამოეხმაურა. "გუშინდელი მრავალპარტიული შეთანხმება არის მკაფიო ნაბიჯი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მადლობა შარლ მიშელს ამ ძალისხმევის წინ გაძღოლისთვის. ველოდები ნიკა მელიას და გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას და ყველა ვალდებულების შესრულებას. საქართველოს გაუმარჯოს". - წერს ფოტიგა.
შარლ მიშელი საქართველოშია
საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვიდა. მისი თვითმფრინავი უკვე დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. აეროპორტში მიშელს საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი დხვდნენ. საქართველოში ვიზიტისას ის შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს. ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და განიხილავს სამომავლო ნაბიჯებს, რომლებმაც უნდა გაამყაროს კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა
პოეტი ზურაბ რთველიაშვილი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა. სიმსივნეს დიაგნოზი მას 2021 წლის მარტში დაუსვეს. ზურაბ რთველიაშვილი 1967 წელს დაიბადა. ზურაბ რთველიაშვილი ცნობილია თავისი პერფორმანსებით და ლექსებით: „აპოკრიფი”, „მათი ნებაა…”, „მე ვარ ვენახი”, „მითხარი, როგორ არ მოგწონვარ?”, „ოდდა თავისუფლებას”, „ოდდა მის უდიდებულესობას სამოქალაქო საზოგადოებას”, „ტატჰაგატა”, „წმინდა მგლების ლოცვა” და სხვა. 2018 წელს მისმა პოეტურმა კრებულმა „პოეზიის დიქტატურა“ პრემია „საბა“ მიიღო წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განმარტავს, სად აიცრებიან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით ორგანოგადანერგილი პირები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ორგანოგადანერგილი პირების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. "ორგანოგადანერგილ პირებს Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეუძლიათ ჩაიტარონ 2021 წლის 21-23 აპრილს აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ადგილზე მისვლით. (მისამართი: ვაჟა ფშაველა გამზ.#29). მათი რეგისტრაცია დაცული წესით განხორციელდება ადგილზე. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.