ძებნის რეზულტატი:
"ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ავტოლოკოლონებით რუსთავის ციხისკენ მიემართებიან
ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ. მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხისკენ მიემართებიან. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, , ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს და „ვინც ამას გააკეთებს, ყველა მისი მტერია“. „„ქართულ ოცნებას" თავში რა მოუვა, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის, მაგრამ ფაქტია, რომ ნიკა მელია კატეგორიული წინააღმდეგია, ვინმემ მისი თავისუფლებით ივაჭროს". ჩვენ ერთად ვნახეთ ნიკა მელიას ძალიან ცალსახა და მკვეთრი პოზიცია, რომ ის არც ერთ შემთხვევაში არანაირი გირაოს გადახდას არ აპირებს. ყველა ის ადამიანი ვინც ამას გააკეთებს, მისი მტერი იქნება, ვინც არ უნდა იყოს.დღეს კიდევ ერთხელ ჩავალთ რუსთავში, რომ კიდევ ერთხელ გავამხნევოთ ნიკა მელია", - განაცხადა ნადირაძემ. გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა ნიკა მელიას გირაოს თანხა ევროკავშირმა გადაიხადოს. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, მელიას უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვენ და თუ ნიკა მელია გირაოთი ან ამნისტიით გათავისუფლდება, "ნაციონალური მოძრაობა" დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რადგან მხოლოდ მელიას უპირობოდ გათავისუფლების შემთხვევაში შევლენ პარლამენტში.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 310 ადამიანს დაუდასტურდა, 632 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 241 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 446 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 795 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 310 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 299 038-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.33 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.38%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.16%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 632 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 282 869-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 971 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 798 შემთხვევა, აჭარა - 85, იმერეთი - 72, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 39, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 113, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 172, საიდანაც: 3 363 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 852, აჭარაში - 388, იმერეთში - 396. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 591 პირი, მათ შორის, თბილისში - 297, აჭარაში - 69, იმერეთში -82. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, მათგან თბილისში - 67, აჭარაში - 9, იმერეთში - 9. 575 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 303 - თბილისში, 255 - აჭარაში. 8 234 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 249 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 217, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 20 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 469 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 963 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 211 პირი, აჭარაში - 2 378, იმერეთში - 1 082.
22-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დაასრულა
ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-8 როტაციის დახურვის ცერემონია გაიმართა. მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობას პროგრამის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მიულოცეს. ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და საბრძოლო მომზადების განვითარების პროცესში GDRP-ის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრმა ამერიკელ პარტნიორებს მხარდაჭერისა და პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. უწყების ცნობით, მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი მე-8 ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის - GDRP-ის ფარგლებში მომზადდა. ქვედანაყოფმა ასეულისა და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში სხვადასხვა მნიშვნელოვანი სწავლება გაიარა. წვრთნები ქვედანაყოფების მიერ ამოცანით მართვის პირობებში ბრძოლის შესაძლებლობაზე იყო ორიენტირებული. მე-8 როტაციის მომზადების პროცესში საბრძოლო მომზადების ცენტრს მენტორობას აშშ-ის 2-5 კავალერიის, პირველი დივიზიის, პირველი ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფი „ასკალონ“ უწევდა. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) 2018 წელს დაიწყო. GDRP-ის მიზანს საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდა წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში თავდაცვის ძალების 9 სამანევრო ბატალიონის დაკომპლექტება, აღჭურვა და გაწვრთნაა გათვალისწინებული.
პოლიციამ 10 ნარკორეალიზატორი დააკავა
პოლიციამ ფონიჭალაში, წითელი ხიდის მაგისტრალზე და ლილოში 10 ნარკორეალიზატორი დააკავა, ამოღებულია შვიდ კილოგრამამდე „ჰეროინი“. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 10 პირი დააკავეს. 1988 წელს დაბადებულ რ.ა.-ს, 1973 წელს დაბადებულ ჰ.ფ.-ს, 1996 წელს დაბადებულ ე.ე.-ს, 1971 წელს დაბადებულ რ.ე.-ს, 1985 წელს დაბადებულ გ.თ.-ს და 1996 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება ედებათ ბრალად“, – აცხადებენ შსს-ში. უწყების ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიოვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. რაც შეეხება 2001 წელს დაბადებულ ი.ი.-სა და 1988 წელს დაბადებულ გ.ა.-ს, სამართალდამცველებმა ისინი წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ავტომანქანით გადაჰქონდათ. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილით, ასევე, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო მაგისტრალზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს 1967 წელს დაბადებულ ე.ფ.-ს, რომლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და ფული. პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი პირი დააკავა. ბრალდებულის სახით დაკავებულია 1960 წელს დაბადებული ზ.ბ., რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „ჰეროინის“ შემცველი ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება“, – განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა. შსს-ს ცნობით, გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ნიკა მელია: თავს ვგრძნობ მოტყუებულად და დამცირებულადაც კი
„თავს ვგრძნობ მოტყუებულად და დამცირებულადაც კი", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე შარლ მიშელის დოკუმენტის იმ ნაწილს აკრიტიკებს, სადაც მისი გათავისუფლების გზებზეა საუბარი. " შეთანხმება, რომ შედგეს, აუცილებელია ერთი წინაპირობა შესრულდეს და რა არის ეს წინაპირობაა თურმე?! ვიღაცამ უნდა გადამიხადოს გირაო მე და ამისთვის საჭირო ყოფილა ჩემი თანხმობა. არაფერი არ შეცვლილა ჩემთან მიმართებაში ბოლო ორი თვის განმავლობაში, ეს არის არა ჩემი აკვიატება, არა ახირება, არამედ იდეა. იდეა, რომ ერთხელ და სამუდამოდ თავი არ დავუხარო ამ უსამართლობას და ამით გავწყვიტო ეს ჯაჭვი. იდეას მე არ ვუღალატებ. ამ იდეისთვის ხალხი სიცოცხლეს სწირავს, არათუ თავისუფლებას", - აცხადებს მელია. მელიას ოპოზიციის წარმომადგნლების, ანაგუნდელების მიმართ წუხილს გამოთქვამს, რომ მათ მისი პოზიცია არ დაიცვეს. "როგორ ვეხვეწე ჩემს კოლეგებს, დიდ ნაწილს სასამართლო პროცესზე, რომ ამ ბრძოლაში არ მიეცათ ჩემი თავისუფლებით ვაჭრობის უფლება და არ უნდა ვექციე ვაჭრობის საგნად. გამოვიდა, რომ ჩემი ურყევი პოზიცია, რომ არც მე და არც არავინ არ უნდა გადაიხადოს ეს გამოსასყიდი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არავინ არ დაიცვა. ეს არის ფაქტი, ძალიან მიჭირს ამის თქმა", - აცხადებს ნიკა მელია. გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა ნიკა მელიას გირაოს თანხა ევროკავშირმა გადაიხადოს. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, მელიას უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვენ და თუ ნიკა მელია გირაოთი ან ამნისტიით გათავისუფლდება, "ნაციონალური მოძრაობა" დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რადგან მხოლოდ მელიას უპირობოდ გათავისუფლების შემთხვევაში შევლენ პარლამენტში.
თორნიკე შარაშენიძე: "ნაციონალური მოძრაობა" ხაფანგში აღმოჩნდა, დასავლეთი მალე დაიღლება მათი ჭირვეულობით
"ახლა როცა დოკუმენტს ხელს აწერს ყველა, დასავლეთი დაიღლება „ნაციონალური მოძრაობის“ ჭირვეულობით", - ამის შესახებ Europetime-ს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა. მისი თქმით, ეს სიტუაცია უკვე გადაიქცა „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემად და გამოსავლის პოვნას ცდილობენ. . "მელიას ახლაც შეუძლია ნებისმიერ დროს გამოვიდეს ციხიდან, ყველამ იცის ეს. რას ქვია თუ გათავისუფლდება როგორც ეს, ნიკა მელიას სურს?! სააკაშვილის დღევანდელი განცხადებიდან გამომდინარე, ვფიქრობ ის იაზრებს, რომ ხაფანგში აღმოჩნდა. ხაფანგში იმიტომ, რომ ერთადერთი პარტიაა, რომელიც პარლამენტის გარეთ რჩება, რასაც თავისი შედეგები მოჰყვება. რამდენ ხანს უნდა იყოს ეს პარტია და რამდენ ხანს იარსებებს, სააკაშვილის ფაქტორის ხარჯზე? ამომრჩევლის რაღაც ნაწილი შეიძლება შეინარჩუნოს, მაგრამ საგრძნობლად დაარტყამს და დააზარალებს ეს სიტუაცია. პირველ რიგში დასავლეთის თვალში მათ რეპუტაციას დაარტყამს. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კი დასავლეთის მხარდაჭერა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. მემგონი უკვე ცდილობენ გამოსავალი იპოვონ“, - განუცხადა Europetime-ს თორნიკე შარაშენიძემ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ შეთანხმების დოკუმენტს, ოპოზიციამ სრულად არ მოაწერა ხელი. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდის და ამნისტიის გზით გათავისუფლდება, დოკუმენტს ხელს მაინც არ მოაწერენ, რადგან მხოლოდ მის უპირობოდ გათავისუფლებაზე არიან თანახმა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, თუ მელია პატიმრობიდან გათავისუფლდება ისე, როგორც მას სურს, „ნაციონალურ მოძრაობას“ დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს. ნიკა მელია კი აცხადებს, რომ ის უარს ამბობს გირაოს გადახდაზე და ამნისტიით გამოშვებაზე. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ნიკა მელიას გირაოს თანხა ევროკავშირმა გადაიხადოს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას დასავლეთის ძლიერი მხარდაჭერა აქვს, თუმცა გაცილებით მეტი შეიძლება დაგვჭირდეს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენკის განცხადებით, უკრაინას დასავლეთის ქვეყნების ძლიერი მხარდაჭერა აქვს, თუმცა გაცილებით მეტი შეიძლება დაჭირდეს, ვიდრე პარტნიორების დიპლომატიური შეშფოთება. „არ გვეშინია, ვინაიდან საერთაშორისო პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს. ისინი ჩვენ გვერდით დგანან. ისინი ნათლად ხედავენ რუსეთის ჭეშმარიტ მოტივებს“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ პარტნიორები მზად არიან, უკრაინას ფინანსურად დაეხმარონ და რუსეთს უფრო მკაცრი სანქციები დაუწესონ. „უკრაინა მადლობელია ამ მხარდაჭერისთვის. ამასთანავე, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რისთვის არის მსოფლიო კიდევ მზად. როგორ დაგვეხმარებით, თუ ევროპის ცენტრში საზღვრების უგულებელყოფა კვლავ მოხდება? გესმით თუ არა, რომ უკრაინას გაცილებით მეტი დასჭირდება, ვიდრე დიპლომატიური შეშფოთება?“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უკრაინას მკაფიო სიგნალები სჭირდება, რომ დახმარებას არა ტრიბუნებიდან, არამედ უშუალოდ ველზე მიიღებს“. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გამოძახების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, უკრაინის მთავრობას ექნება საშუალება, ოპერატიულად დააკომპლექტოს სამხედრო ნაწილები ისე, რომ მობილიზაციის გამოცხადება საჭირო აღარ გახდება. პრეზიდენტის მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ხელმოწერის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. კანონის მიხედვით, განსაკუთრებულ პერიოდში სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მოქალაქეებს, რომელთაც სამხედრო სამსახურის რეზერვში გავლის შესახებ კონტრაქტი აქვთ გაფორმებული. მათი გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიიღებს. სამხედრო სამსახურში გაწვევის უგულებელყოფა სისხლის სამართლებრივი დანაშაული იქნება. შეგახსენებთ, უკრაინის საზღვრებთან ვითარება უკვე რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. კიევის ცნობით, უკრაინის საზღვრების სიახლოვეს და ყირიმში მობილიზებულია 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი.
ნაფიცმა მსაჯულებმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანეს
მინეაპოლისის სასამართლომ ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. მას 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ნაფიცმა მსაჯულებმა შოვინის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. მოსამართლემ დერეკ შოვინის სასჯელის ზომა რვა კვირაში ვადაში უნდა გამოაცხადოს. ცნობისთვის, 46 წლის ფერადკანიანი მოქალაქე მინეაპოლისში პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ პოლიციის ოფიცერი, დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერდა, ხოლო დაკავებული ჯორჯ ფლოიდი კი სუნთქვის საშუალების მიცემას ითხოვდა. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 მარტს დაიწყო. სლოგანით „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ აშშ-სა და მსოფლიოს სხვა, არაერთ ქვეყანაში რასიზმს აპროტესტებდნენ.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: შეთანხმების იმპლემენტაცია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებასთან უფრო მეტად დააახლოებს
დანია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისთვის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე სებასტიან კოფოდი ავრცელებს. მისი თქმით, ეს არის საქართველოს, ევროკავშირის და აშშ-ის დაუღალავი ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. „მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომ ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას. მისი იმპლემენტაცია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებასთან უფრო მეტად დააახლოებს“, - აცხადებს იეპე სებასტიან კოფოდი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) რომელსაც 19 აპრილს მოეწერა ხელი, 5 პუნქტს მოიცავს: პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა;კანონის უზენაესობა/მართლმსაჯულების რეფორმა; პარლამენტში ძალთა გადანაწილება; მომავალი არჩევნები. პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ შეთანხმების განხორციელებისთვის, დოკუმენტის ხელმომწერმა მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს. გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა. ვადები: ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ამ დებულების შესასრულებლად საჭირო ქმედებები;.ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ კენჭი უყაროს საკანონმდებლო და რეგლამენტის ცვლილებებს. პარლამენტში ძალთა გადანაწილება ოპოზიციის დეპუტატებისთვის უნდა გამოიყოს 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 შემდეგი 5 კომიტეტიდან უნდა იყოს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერტობების კომიტეტი. ოპოზიციის დეპუტატებებისთვის უნდა გამოიყოს თავმჯდომარის 1 პოზიცია შემდეგი საპარლამენტო დელეგაციებისთვის საერთაშორისო არენაზე: ევრონესტი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. მომავალი არჩევნები 2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. „მხარეები ითვალისწინებენ OSCE/ODIHR-ის მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომლის თანახმად, „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ამის მიუხედავად, ამომრჩეველზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის წაშლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ. ფორმალისტური ნიშნით საჩივრების უმრავლესობის სისტემურმა უარყოფამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება“. მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.
ვახტანგ მეგრელიშვილი: ჩემ ადგილს ვხედავ განათლების კომიტეტში
პარტია ,,გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ის საპარლამენტო სამქმიანობაში ჩართვისას მის ადგილს განათლების კომიტეტში ხედავს. მისივე თქმით, მას კომუნიკაცია უკვე აქვს იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც მოუწევს განათლების კომიტეტში თანამშრომლობა. „ჩემს ადგილს მე, მაგალითად ვხედავ განათლების კომიტეტში.ველაპარაკები უკვე იმ ადამიანებს, ვისთანაც მომიწევს თანამშრომლობა ამ სფეროში, მაგრამ ეს თითოეული ადამიანის პერსონალური ამბავია და არავის ამაზე ჯერ არ უმსჯელია“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტს აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ მისი უფლებადამცველი არცილ ჩოფიკაშვილი აცხადებს. ადვოკატის თქმით, მისი შუამდგომლობა პროკურატურამ დააკმაყოფილა და ამასთან, საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა. „აფგან მუხთარლის და „უფლებები საქართველოს“ მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. გამოძიების დაწყებიდან თითქმის, ოთხი წლის შემდეგ, „უფლებები საქართველოს“ იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის მიერ პროკურატურისთვის წარდგენილი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, რომელიც დაუდგენელმა პირებმა 2017 წლის მაისში თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. გარდა ამისა, დაზუსტდა საქმის კვალიფიკაცია. გამოძიება, რომელიც აქამდე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობდა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნტქით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთას.
ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია 47 000-მდე მოაქალაქემ გაიარა - რომელ ვაქცინას ირჩევენ საქართველოს მოქალაქეები
ორი დღის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ პლატფორმაზე https://www.moh.gov.ge/covid-chart/register საქართველოს მოსახლეობას საშუალება მისცა წინასწარ დარეგისტრირებულიყვნენ ვაქცინაციის მისაღებად და თავად შეერჩიათ მათთვის მისაღები სამი ვაქცინა. წინასწარი რეგისტრაციის მიზანი გახლდათ სახელმწიფოს მიეღო ინფორმაცია COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ასევე მოსახლეობას თავად მისცემოდათ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა ახლაც შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას. ამ დროის მონაცემებით მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 44 723-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს „მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 21831 ადამიანმა გამოთქვა. 9003 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 6269 მოალაქეს კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას, მისი გაკეთების სურვილი 4357-მა ადამიანმა გამოთქვა, 2427 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს, 539-ს კი „სინოვაკით“…
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოში პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში შემდგომ პროგრესს უხსნის კარს
„საქართველოში პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში შემდგომ პროგრესს უხსნის კარს“, - ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკატერინა ზაჰარიევამ განაცხადა. „მტკიცედ ვუჭერ მხარს პოლიტიკურ შეთანხმებას საქართველოში. მისი განხორციელება რეფორმების, ასევე ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში, შემდგომი პროგრესისკენ გახსნის კარს“, - აცხადებს მინისტრი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) რომელსაც 19 აპრილს მოეწერა ხელი, 5 პუნქტს მოიცავს: პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა;კანონის უზენაესობა/მართლმსაჯულების რეფორმა; პარლამენტში ძალთა გადანაწილება; მომავალი არჩევნები. პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ შეთანხმების განხორციელებისთვის, დოკუმენტის ხელმომწერმა მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს. გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა. ვადები: ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ამ დებულების შესასრულებლად საჭირო ქმედებები;.ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ კენჭი უყაროს საკანონმდებლო და რეგლამენტის ცვლილებებს. პარლამენტში ძალთა გადანაწილება ოპოზიციის დეპუტატებისთვის უნდა გამოიყოს 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 შემდეგი 5 კომიტეტიდან უნდა იყოს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერტობების კომიტეტი. ოპოზიციის დეპუტატებებისთვის უნდა გამოიყოს თავმჯდომარის 1 პოზიცია შემდეგი საპარლამენტო დელეგაციებისთვის საერთაშორისო არენაზე: ევრონესტი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. მომავალი არჩევნები 2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. „მხარეები ითვალისწინებენ OSCE/ODIHR-ის მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომლის თანახმად, „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ამის მიუხედავად, ამომრჩეველზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის წაშლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ. ფორმალისტური ნიშნით საჩივრების უმრავლესობის სისტემურმა უარყოფამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება“. მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.
რასა იუკნევიჩენე: საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ახალი ეტაპია
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩენე აცხადებს, რომ საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ახალი ეტაპია. „ეს ნიშნავს მეტ ანგარიშვალდებულებას, განსაკუთრებით მმართველი პარტიისთვის. ასევე, ნაკლებ სიძულვილს პოლიტიკაში, გამჭვირვალე არჩევნებს, მედიის თავისუფლებას და პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც მტერი არ არის, არამედ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია“, – წერს ევროპარლამენტარი Tweeter-ზე. საქართველოში შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პოლიტიკური პარტიების ნაწილმა 19 აპრილს მოაწერა ხელი.
მარინა კალიურანდი: ახლა მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების ამოქმედება
ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებით, საქართველოში რადიკალურად შეცვლილი სიტუაციაა, ახლა მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების ამოქმედება. ამის შესახებ მან „ევროპული პოლიტიკის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინვებინარზე განაცხადა. კალიურანდის თქმით, პარლამენტი ვერ იფუნქციონირებს და ვერ იქნება დემოკრატიული, თუ იქ არ არის ოპოზიცია. „ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში და უნდა საუბრობდეს ხმამაღლა. ოპოზიციამ უნდა იმუშაოს პარლამენტში ისე, როგორც ეს ქართველმა ხალხმა ისურვა, როდესაც პოლიტიკოსებს მანდატები მისცა ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების დროს. ვერ ვიტყოდი, რომ უკვე ყველაფერი კარგადაა, თუმცა ვიტყვი, რომ საქართველო დაბრუნდა იქ სადაც იმყოფებოდა პოლიტიკურ კრიზისამდე. ახლა საქართველოს შეუძლია ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაზე მუშაობა. მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა იმ გზას დაუბრუნდება, რომელზეც ვიდექით და ახლა უფრო მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება ამ თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა კალიურანდმა.
ჯანმო: გასულ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, მსოფლიოში, გასული 7 დღის განმავლობაში, კორონავირუსის 5 236 922 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ახალი შემთხვევების რაოდენობამ მთელ მსოფლიოში თითქმის ყველგან მოიმატა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 141 754 944 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 025 835 ადამიანი გარდაიცვალა.
14 ყველაზე ლამაზი ციხესიმაგრე ევროპაში იდუმალი ისტორიებით
ამ ციხესიმაგრეებში სტუმრობისას აუცილებლად ჩაიძირებით წინა საუკუნეები ევროპაში. აღმოაჩენთ მეფეების ცხოვრებას, ისტორიებს მაშინ ასე მოდურ ვენდეტაზე, ევროპული ტერიტორიების ისტორიას, ომების, ერებისა და რეგიონებისა და იმ ოჯახთა ისტორიებს, რომლებმაც შექმნეს ევროპა. აღმოაჩინე ყველაზე ლამაზი ციხესიმაგრეები ევროპაში. პენის სასახლე ( The Palace of Pena) სინტრა-პორტუგალია სინტრას გორაკებში მდებარე პენის პარკი და სასახლე მეფე ფერდინანდ II-ის შემოქმედების ნაყოფია, რომელიც მე-19 საუკუნის რომანტიზმის გამოხატულებაა პორტუგალიაში. ის მანუელინისა და მავრიტანული სტილის არქიტექტურის ნაზავია. სასახლე ისეა აშენებული, რომ მისი დანახვა პარკის ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი. გარშემო შემოსაზღვრულია ტყით და მდიდრული ბაღებისგან, ხუთასზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხისგან, რომელიც დედამიწის ყველა კონტინენტიდან არის წამოღებული. ალკაზის ციხე სეგოვია-ესპანეთი სეგოვიას ალკაზარი (სიტყვასიტყვით სეგოვიას ციხე) არის ქვის ნაგებობა, რომელიც მდებარეობს ესპანეთის ძველ ქალაქ სეგოვიაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სასახლე ესპანეთში თავისი ფორმის მიხედვით - გემის მშვილდის მსგავსი. ალკაზარი თავდაპირველად ციხედ იყო აშენებული, თუმცა მას მოუწია სამეფო სასახლის, სახელმწიფო ციხის, სამეფო საარტილერიო კოლეჯისა და სამხედრო აკადემიის ფუნქციაც შეესრულებინათ შემდგომ წლებში. ეს სასახლე უოლტ დისნეის კონკიას სასახლის შთაგონების წყაროა. ციხესიმაგრე ქარში რავადინოვო-ბულგარეთი ქარზე შეყვარებული სასახლე ზღაპრებიდან მარმარილოს ზღაპრული სტრუქტურითა და სახეცვლილი კირქვითაა ნაგები, არქიტექტორის გეორგ ტუპალოვის მიერ. ადგილი, სადაც სასახლეა აშენებული, უნიკალური კლიმატია. აქ ხშირად ქრის ქარი, მზეშიც კი. სოფლის მახლობლად, ტრიალ მინდორზე გეორგი ტუპალოვმა გადაწყვიტა თავისი ბავშვობის ოცნება სინამდვილედ ექცია და ააშენა სასახლე, რომლის მსგავსიც მხოლოდ ზღაპრებში არსებობს. არქიტექტორის გადაწყვეტილებამ, სოფელ რავადიოვი ყველაზე მიმზიდველი ტურისტულ ადგილად აქცია. 2013 წელს უოლტ დისნეიმ სასახლის მაკეტი გამოიყენა თავისი ფილმის, მძინარე მზეთუნახავის შესაქმნელად. ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრე ბავარია-გერმანია მეფე ლუდვიგ II- ის გარდაცვალებიდან შვიდი კვირის შემდეგ, 1886 წელს, ნოიშვანშტაინი გაიხსნა საზოგადოებისთვის. მორცხვმა მეფემ ეს სასახლე საზოგადოებრივი ცხოვრებისგან თავის დასაღწევად ააშენა - ახლა კი უამრავი ადამიანი მიდის რომ ნახონ მეფის პირადი თავშესაფარი. დღეს ნოიშვანშტაინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ევროპაში ტურისტებისთვის. ყოველწლიურად 1,4 მილიონი ადამიანი სტუმრობს მეფის ციხეს. ზაფხულში დღეში დაახლოებით 6000 ვიზიტორი დადის ოთახებში, რომლებიც განკუთვნილი იყო ერთი ადამიანისთვის. ჰოენცოლერნის სასახლე ადენ-ვიურტემბერგი - გერმანია პირველი პერსონალური ცნობარი ჰოენცოლერნის სახლის შესახებ 1061 წლით თარიღდება ("Wezil et Burchardus de Zolorin"). ციხის კომპლექსი ("Castro Zolre") პირველად ახსენეს 1267 წელს. იმ დროსთვის სასახლე უნდა ყოფილიყო უზარმაზარი და მხატვრულად გაფორმებული კომპლექსი. თუმცა 1423 წელს ციხე მთლიანად განადგურდა. კონვის ციხე კონვი-უელსი შუა საუკუნეების ციხე უელსის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს. იგი ააშენა ედვარდ I- მა, უელსის დაპყრობის დროს, 1283-1289 წლებში. იუნესკო მიიჩნევს, რომ კოვი არის ევროპაში მე -13 საუკუნის ბოლოსა და მე -14 საუკუნის დასაწყისის სამხედრო არქიტექტურის საუკეთესო მაგალითი და იგი კლასიფიცირებულია როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. მართკუთხა ციხე აგებულია ადგილობრივი და იმპორტირებული ქვით. მდებარეობს სანაპიროს ქედზე და თავდაპირველად გადაჰყურებს მდინარე კონუის. ელცის ციხე ვიერშემი - გერმანია 850 წელზე მეტია რაც ელცის ციხე სტუმრებს იღებს. აქ აუცილებლად გექნებათ განცდა რომ შუასაუკუნბეებია და ბუნებას კი ადამიანის ხელი არ შეხებია. ჩამბორდის ციხესიმაგრე ჩამბორდი-საფრანგეთი 1519 წელს სოლონის რაიონის ჭაობიან დაბლობთან, გარეული ღორით სავსე ტყის პირას, ფრანსუა I- მა, ახალგაზრდა მეფემ, ბრძანა სასახლე აეშენებინათ. ჩამბორის შატოში მეფე მუდმივად არ აპირებდა ცხოვრებას. მხოლოდ რამდენიმე კვირას ატარებდა ხოლმე სასახლეში. იგი ასევე ყველაზე მნიშვნელოვან სტუმრებს სწორედ ჩამბორდის სასახლეში ხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შატო ფრანსუა I - ის დროს არ დასრულებულა, ის იმ პერიოდის ნაგებობებიდან ერთ-ერთი შენობაა, რომელიც გადარჩა თავდაპირველი დიზაინის ძირითადი ცვლილებების გარეშე. კულზიანის ციხე მეიბოლი-შოტლანდია Culzean Castle არის გვირგვინი ნაციონალური ტურიზმის შოტლანდიაში. მე -18 საუკუნის ბოლოს ცნობილმა არქიტექტორმა რობერტ ადამმა თავისი სავაჭრო ნიშნით ნეო კლასიკურ სტილში გადააკეთა ეს გრანდიოზული კლდის მწვერვალი. ეილი დონანის ციხე ჰაილენდსი-შოტლანდია შოტლანდიური ციხე, ფოტოგრაფებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილია. მე-18 საუკუნის დასაწყისში დანგრეული შენობა დაახლოებით ორი საუკუნის შემდეგ აღადგინეს, მთელი თავისი ბრწყინვალებით. ახლა ის კლან მაკრეის შტაბია. უინძორების სასახლე უინძორი-ინგლისი უინძორის ციხე არის ყველაზე ძველი და უდიდესი ციხე მსოფლიოში. ის მისი უდიდებულესობის დედოფლის ოფიციალური რეზიდენცია გახლავთ და ციხის მდიდარი ისტორია თითქმის 1000 წელს ითვლის. ციხე მოიცავს დაახლოებით 5 ჰექტარ ტერიტორიას , მასში შედის: • სამეფო კოლექციის საგანძურით აღჭურვილი ბრწყინვალე სახელმწიფო ბინები • წმინდა გიორგის სამლოცველო (ინგლისის ერთ – ერთი ულამაზესი საეკლესიო ნაგებობა და 10 მონარქის სამარხი) • დედოფალ მარიამის თოჯინების სახლი, შედევრი მინიატურულ სტილში • ნახატების გალერეა, რომელშიც გამოფენაა წარმოდგენილი კორვინის სასახლე ჰუნედოარა - რუმინეთი კორვინის ციხე 1446 წელს ააგეს. მშენებლობა დაიწყო ჯონ ჰუნიადის დაკვეთით, რომელსაც სურდა ჩარლზ I-ის მიერ აშენებული ციხესიმაგრე გადაეკეთებინა. ჩენონსოს ციხე ჩენონსო - საფრანგეთი სამეფო რეზიდენცია განსაკუთრებული ადგილია არა მხოლოდ ორიგინალური დიზაინის, კოლექციების სიმდიდრის, ავეჯისა და დეკორაციების წყალობით, არამედ ბედით, რადგან ამ ციხეს მართავდნენ და იცავდნენ ქალები, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ. ჰოჰენვერფენის ციხე ვერფენი - ავსტრია ჰოჰენვერფენის ძლევამოსილი ციხე 900 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სალზახტალის ხეობის თავზე 155 მეტრის სიმაღლის კლდის სვეტს ეყრდნობოდა. იქ ყველაზე კარგად შემონახული თავდაცვითი ნაგებობები და ოთახებია მთელ კონტინენტზე. საუკუნეების განმავლობაში ციხემ უთვალავი თავდასხმას და ალყას გაუძლო.
საფრანგეთი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება
საფრანგეთი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. ამ განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საფრანგეთი 19 აპრილს, საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. მასზე ხელმომწერები კომპრომისის გზას ირჩევენ, მათი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და ნაბიჯს დგამენ პოლიტიკური კრიზისის დასრულებისკენ, რომელშიც ქვეყანა უკვე 6 თვეა, იმყოფება. საფრანგეთი ხაზს უსვამს საქართველოს პრეზიდენტის პოზიტიურ როლს ამ შეთანხმებისთვის ხელშეწყობისთვის. საფრანგეთი მიესალმება შარლ მიშელისა და მისი სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ძალისხმევას. ის ყურადღებით დააკვირდება ამ შეთანხმების შესრულებას, რაც ქართველ ხალხს საშუალებას მისცემს, გაერთიანდეს არსებული პრობლემების გადასაჭრელად. ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ქართული დემოკრატიის კიდევ უფრო განმტკიცებას. ძლიერი დემოკრატია ხელს შეუწყობს საქართველოს ძალისხმევას, განამტკიცოს მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რასაც საფრანგეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) რომელსაც 19 აპრილს მოეწერა ხელი, 5 პუნქტს მოიცავს: პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა;კანონის უზენაესობა/მართლმსაჯულების რეფორმა; პარლამენტში ძალთა გადანაწილება; მომავალი არჩევნები. პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ შეთანხმების განხორციელებისთვის, დოკუმენტის ხელმომწერმა მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს. გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა. ვადები: ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ამ დებულების შესასრულებლად საჭირო ქმედებები;.ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ კენჭი უყაროს საკანონმდებლო და რეგლამენტის ცვლილებებს. პარლამენტში ძალთა გადანაწილება ოპოზიციის დეპუტატებისთვის უნდა გამოიყოს 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 შემდეგი 5 კომიტეტიდან უნდა იყოს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერტობების კომიტეტი. ოპოზიციის დეპუტატებებისთვის უნდა გამოიყოს თავმჯდომარის 1 პოზიცია შემდეგი საპარლამენტო დელეგაციებისთვის საერთაშორისო არენაზე: ევრონესტი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. მომავალი არჩევნები 2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. „მხარეები ითვალისწინებენ OSCE/ODIHR-ის მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომლის თანახმად, „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ამის მიუხედავად, ამომრჩეველზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის წაშლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ. ფორმალისტური ნიშნით საჩივრების უმრავლესობის სისტემურმა უარყოფამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება“. მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.
საია ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს
საია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლა აქციაზე მყოფი პირების უფლებების მასშტაბურ დარღვევაში გადაიზარდა. აღნიშნულის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "2021 წლის 19 ივნისს საიამ მედიაციის პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდა, ხელი მოეწერათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ წინადადებაზე, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმების იმპლემენტაცია უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი საგანი პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. შესაბამისი პუნქტის თანახმად, „საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე.[1] კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.“ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საია იცავს 20-21 ივნისის აქციის დროს დაზარალებულ პირთა (როგორც დემონსტრანტების, ისე ჟურნალისტების) ინტერესებს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ევროპულ სასამართლოში. 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის დაშლა აქციაზე მყოფი პირების უფლებების მასშტაბურ დარღვევაში გადაიზარდა. დაზარალებულთა მიმართ გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა, დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, აქტიური სპეციალური საშუალებების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემები, და გამოძიების არაეფექტიანობა, თავისი არსით, იწვევს ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა), როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ასპექტის დარღვევას. საია ხაზგასმით განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს. ამნისტიის გამოყენება იმ პირებთან მიმართებით, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს (იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს თუ არა), კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება, რადგან მსგავსი ქმედება აბრკოლებს ამგვარ დანაშაულებზე წარმოებულ გამოძიებას და, ამავდროულად, იწვევს პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობას. ასეთი შედეგი კი, არასათანადო მოპყრობის აკრძალვით შექმნილ დაცვის გარანტიებს ილუზორულად აქცევს,[2] და, იმავდროულად, მსუსხავი ეფექტი აქვს პირთა მიერ შეკრების ან/და გამოხატვის თავისუფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობის კუთხით. საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ საქმეებში (იხ. ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ,[3] გირგვლიანი და ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ[4]) ევროპულმა სასამართლომ მკაცრად გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ კანონმდებელმა ამნისტიის შესახებ კანონის მიღებისას სათანადო ყურადღება არ გაამახვილა სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ (იქნება ეს დაბალი თუ მაღალი რანგის სამართალდამცავი) ჩადენილი სერიოზული გადაცდომის სრული სიმკაცრით დასჯის აუცილებლობაზე. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ კიდევ ერთხელ განმარტა საერთაშორისო სამართლით დადგენილი სტანდარტი, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიმართ ამნისტიის ან შეწყალების გამოყენება არ უნდა იყოს დაშვებული ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით, მათ შორის, არაადამიანურ/დამამცირებელ მოპყრობასთან მიმართებით.[5] იმავე მიდგომას იზიარებს ინტერ-ამერიკული სასამართლო,[6] გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი,[7] გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია,[8]გაეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი,[9] გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო,[10] ეუთო[11]და ევროპული პარლამენტი.[12] შესაბამისად, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშულებში (იმის მიუხედავად, თუ ეროვნულ დონეზე რა კვალიფიკაციით იქნება საქმე წარმოებული),სახელმწიფოს წარმომადგენელ პასუხისმგებელ პირთა მიმართ ამნისტიის და შეწყალების გამოყენება არის საერთაშორისო სამართლის დარღევა. საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომლებიც ამგვარ აკრძალვას ითვალისწინებენ, საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილია, და, კონსტიტუციის შემდეგ იერარქიით ყველაზე მაღლა დგას, შესაბამისად, საქართველო მათ შესრულებაზე ვალდებულია როგორც საერთაშორისო ორგანოების, ისე, საკუთარი მოქალაქეების წინაშე. საია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე (იმის მიუხედავად, გამოძიება რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს). წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხის ქვეშაა არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო. შედეგად კი, სხვა სიკეთეთა შორის, ასევე, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ადამიანების შეკრებისა თუ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის უფლებას." - ნათქვამია განცხადებაში. 2021 წლის 19 ივნისს საიამ მედიაციის პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდა, ხელი მოეწერათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ წინადადებაზე, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმების იმპლემენტაცია უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი საგანი პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. შესაბამისი პუნქტის თანახმად, „საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე.[1] კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.“ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საია იცავს 20-21 ივნისის აქციის დროს დაზარალებულ პირთა (როგორც დემონსტრანტების, ისე ჟურნალისტების) ინტერესებს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ევროპულ სასამართლოში. 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის დაშლა აქციაზე მყოფი პირების უფლებების მასშტაბურ დარღვევაში გადაიზარდა. დაზარალებულთა მიმართ გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა, დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, აქტიური სპეციალური საშუალებების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემები, და გამოძიების არაეფექტიანობა, თავისი არსით, იწვევს ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა), როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ასპექტის დარღვევას. საია ხაზგასმით განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს. ამნისტიის გამოყენება იმ პირებთან მიმართებით, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს (იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს თუ არა), კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება, რადგან მსგავსი ქმედება აბრკოლებს ამგვარ დანაშაულებზე წარმოებულ გამოძიებას და, ამავდროულად, იწვევს პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობას. ასეთი შედეგი კი, არასათანადო მოპყრობის აკრძალვით შექმნილ დაცვის გარანტიებს ილუზორულად აქცევს,[2] და, იმავდროულად, მსუსხავი ეფექტი აქვს პირთა მიერ შეკრების ან/და გამოხატვის თავისუფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობის კუთხით. საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ საქმეებში (იხ. ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ,[3] გირგვლიანი და ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ[4]) ევროპულმა სასამართლომ მკაცრად გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ კანონმდებელმა ამნისტიის შესახებ კანონის მიღებისას სათანადო ყურადღება არ გაამახვილა სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ (იქნება ეს დაბალი თუ მაღალი რანგის სამართალდამცავი) ჩადენილი სერიოზული გადაცდომის სრული სიმკაცრით დასჯის აუცილებლობაზე. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ კიდევ ერთხელ განმარტა საერთაშორისო სამართლით დადგენილი სტანდარტი, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიმართ ამნისტიის ან შეწყალების გამოყენება არ უნდა იყოს დაშვებული ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით, მათ შორის, არაადამიანურ/დამამცირებელ მოპყრობასთან მიმართებით.[5] იმავე მიდგომას იზიარებს ინტერ-ამერიკული სასამართლო,[6] გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი,[7] გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია,[8]გაეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი,[9] გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო,[10] ეუთო[11]და ევროპული პარლამენტი.[12] შესაბამისად, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშულებში (იმის მიუხედავად, თუ ეროვნულ დონეზე რა კვალიფიკაციით იქნება საქმე წარმოებული),სახელმწიფოს წარმომადგენელ პასუხისმგებელ პირთა მიმართ ამნისტიის და შეწყალების გამოყენება არის საერთაშორისო სამართლის დარღევა. საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომლებიც ამგვარ აკრძალვას ითვალისწინებენ, საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილია, და, კონსტიტუციის შემდეგ იერარქიით ყველაზე მაღლა დგას, შესაბამისად, საქართველო მათ შესრულებაზე ვალდებულია როგორც საერთაშორისო ორგანოების, ისე, საკუთარი მოქალაქეების წინაშე. საია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე (იმის მიუხედავად, გამოძიება რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს). წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხის ქვეშაა არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო. შედეგად კი, სხვა სიკეთეთა შორის, ასევე, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ადამიანების შეკრებისა თუ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის უფლებას," - ნათქვამია განცხადებაში
აღდგომის დღესასწაულზე "კომენდანტის საათის" გაუქმება არ იგეგმება
აღდგომის დღესასწაულზე "კომენდანტის საათის" გაუქმება არ იგეგმება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას, აღდგომის დღესასწაულზე იქნება თუ არა "კომენდანტის საათი", გაბუნიამ უპასუხა, "დღევანდელი მდგომარეობით, ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება. ყველაფერი იქნება ისე, როგორც არის დღეს".