ძებნის რეზულტატი:

ნათია თურნავა: დღეიდან „ენგურჰესი“ მწყობრშია და ელექტროენერგიას აწვდის სრულიად საქართველოს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დღეიდან ენგურჰესი საქართველოს ენერგეტიკის ერთიან ქსელშია ჩართული. მისივე თქმით, სადერივაციო გვირაბის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ, ქვეყნის უდიდესი ჰიდროლექტროსადგურის ჰიდროაგრეგატები უკვე ამუშავდა. როგორც მინისტრმა განმარტა, ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წყლის დანაკარგები 20%-30%-იანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით დაახლოებით 90 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს. „ენგურჰესი“ არის ჩვენი ძალიან დიდი სიმდიდრე, რომელიც გვაერთიანებს ქართველებსა და ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს. დღეიდან ენგურჰესი არის მწყობრში და აწვდის ელექტროენერგიას სრულიად საქართველოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ამასთან, მინისტრმა მადლობა გადაუხადა „ენგურჰესის“ თანამშრომლებს. „ძალიან დიდი მადლობა „ენგურჰესის“ თითოეულ თანამშრომელს და თითოეულ მუშას, ვინც მუშაობდა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციაზე. ამ სამუშაოებს ქართული კომპანია ასრულებდა, თუმცა ამ პროცესში უცხოელი ინჟინრები და სპეციალისტები იყვნენ ჩართულები. დიდი მადლობა ყველას, რომ ასე ოსტატურად და ვადაზე ადრე განახორციელეს ამ ურთულესი სამუშაოს დასრულება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. „ენგურჰესი“ სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით, 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სადერივაციო გვირაბში ჩატარებული რეაბილიტაციის შედეგად, გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც სამომავლოდ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე აისახება. „სადგურის სადერივაციო გვირაბში სარემონტო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. გვირაბის რეაბილიტირებული მონაკვეთის ინსპექტირება ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს. მხარეების შეფასებით, შესრულებული სარემონტო სამუშაოები დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში. რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან, შვიდი მილიონი ევროკომისიის გრანტია, 38 მილიონი კი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი, უშუალოდ გვირაბის რეაბილიტაციისთვის კი რვა მილიონი ევრო გამოიყო. სადგურის სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ენერგონმა“ შეასრულა. პროცესში ჩართული იყვნენ გერმანელი სპეციალისტები.

ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია 60 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა

ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია 62,074-მა ადამიანმა გაიარა. მოქალაქეებმა შესაბამის პორტალზე ვაქცინების ჩამონათვალიდან მაქსიმუმ 3 სასურველი ვაქცინა უნდა აირჩიონ. მათი არჩევის შემდეგ დამატებით მეოთხე ვაქცინის არჩევის საშუალებას სისტემა აღარ იძლევა, თუმცა დათანხმებამდე, მოქალაქეს ვაქცინის ცვლილების საშუალება ეძლევათ. ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი 19 აპრილს ამოქმედდა. ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა 18 წელს გადაცილებულთათვისაა ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი შექმნის მიზანი იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობის განსაზღვრაა. ამ დროისთვის საქართველოში კოვიდვაქცინით სულ 41 801 ადამიანი აიცრა. ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 1 706-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ვაქცინირებულია - 4 397. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 307 401 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 816, გარდაიცვალა 4 077 პაციენტი. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 551 ადამიანს დაუდასტურდა, 878 გამოჯანმრთელდა, 17 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ვიოლა ფონ კრამონი: პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რთული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი გადადგა

„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რთული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი გადადგმა“, მივესალმები მის სიმამაცესა და ლიდერობას“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი twitter-ზე წერს. „ნიკა რურუას შეწყალებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რთული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი გადადგმა. მივესალმები მის სიმამაცესა და ლიდერობას. სხვა ქართველმა პოლიტიკოსებმაც უნდა შეიტანონ წვლილი და მიჰყვნენ/შეუერთდნენ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას. საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი. გიორგი რურუა პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის შემდეგ მოაწერა ხელი.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაყვანის მიუხედავად, უკრაინის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს. „ის, რომ რუსეთს სამხედროები გაჰყავს, არ ნიშნავს, რომ არმია არ უნდა იყოს მზად, რუსული ჯარის უკრაინის საზღვრებთან ნებისმიერ მომენტში დაბრუნებისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმეკვირიანი დაძაბულობის შემდეგ, 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა წვრთნები დაასრულეს და პირველ მაისამდე დატოვებენ, როგორც უკრაინის საზღვრისპირა ტერიტორიებს, ისე ყირიმს. ამასთან, შოიგუმ მოუწოდა რუსეთის არმია მზადყოფნაში იყვნენ რეაგირებისთვის, თუ ნატო-ს მიერ დაგეგმილი სწავლება „ევროპის დამცველის“ მიმდინარეობის ადგილებში სიტუაციის არახელსაყრელი განვითარებისთვის“.

შალვა ნათელაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „ძვირფასო მეგობრებო,დამიდგინდა კოვიდი.პროცესი მიმდინარეობს მსუბუქად. ვარ ორკვირიან იზოლაციაში და ვმუშაობ სახლიდან. ყველა ძალიან მენატრებით და მიყვარხართ“, - წერს შალვა ნათელაშვილი.

ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია "ENKA" სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა

წყალტუბოს მაგისტრატმა სასამართლომ „ენკა რინიუებზლის“ მიმართ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევის გამო, ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია 5 000 ლარით დააჯარიმა. როგორც ცნობილია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კომპანიას ედავება მოსამზადებელი სამუშაოების ისე დაწყებას, რომ არ შეასრულა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული 15 პირობა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მიუთითა შპს "ენკა რინიუებზლის" მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის #2-91 ბრძანების საფუძველზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შესახებ და წარადგინა შესაბამისი მტკიცებულება. სასამართლო პროცესის პარალელურად "რიონის ხეობის მცველები" აქციას მართავდნენ. მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძის მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ აქცია წყალტუბოს მერიასთან გადაინაცვლებს.

ავიაკომპანია FlyArystan-ი საქართველოსა და ყაზახეთს შორის რეგულარულ ოპერირებას იწყებს

ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. ავიაკომპანია Air Astana-ს შვილობილი კომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შემდეგი განრიგით შეასრულებს: ატირაუ-ქუთაისი-ატირაუ, 2 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველ ხუთშაბათს და კვირას; აქტაუ-ქუთაისი-აქტაუ, 4 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს; ნურსულთანი-ქუთაისი-ნურსულთანი, 4 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანიას სააგენტოს მიერ ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 27 აპრილს მიენიჭა. „გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს

როდიდან შეეძლებათ მოქალაქეებს Astrazeneca-ს მეორე დოზით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია? - ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნულის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, Astrazeneca-ს ვაქცინის მეორე დოზით აცრისთვის სარეგისტრაციის პორტალი, სავარაუდოდ, 5 მაისს გაიხსნება. როგორც გამყრელიძე განმარტავს, 5 მაისიდან მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ დარეგისტრიდნენ ვებგვერდზე. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუკი რეგისტრაცია 5 მაისს დაიწყება, სავარაუდოდ, მეორე დოზით აცრის პროცესი უკვე 10 მაისიდან გახდება შესაძლებელი. ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საბოლოოდ თარიღთან დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ლიეტუვა საქართველოს ჭეშმარიტი მეგობარი და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ძლიერი მხარდამჭერია

„მინდა დავადასტურო, რომ ლიეტუვა გახლავთ საქართველოს და ქართველი ხალხის ჭეშმარიტი მეგობარი და ნამდვილი მხარდამჭერი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ნებისმიერი გზით და ნებისმიერი საჭიროების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ლიეტუვის პირველი დიპლომატის თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე განხილული იქნა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო, ხაზი გაესვა რეგიონის მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელობას. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით ლიეტუვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას. საუბრისას მინისტრებმა ასევე განიხილეს Covid19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა როგორც საქართველოში, ისე ლიეტუვაში. ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პანდემიასთან ბრძოლის გზაზე. ლიეტუვის მხარემ დაადასტურა ამ მიმართულებით დახმარების მზაობა. ლიეტუვის მხარე ასევე მიესალმა ევროკავშირის მედიაციით მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმებას. „ჩვენ არ გაგვაჩერებს შიდა პოლიტიკური პრობლემები ჩვენს სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში, რათა საქართველო უფრო დაცული გახდეს, რეგიონი იყოს უსაფრთხო. ჩვენ გავაგრძელებთ ტრანსატლანტიკური მიმართულების განხილვას, რომლის ნაწილადაც საქართველო აღიქვამს თავს“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა პატივი მიაგო ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და შეამკო გმირთა მემორიალი. ვიზიტის ფარგლებში, გაბრიელიუს ლანდსბერგი შეხვდა საქარველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას. დღესვე გაიმართება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან. 29 აპრილს, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

ვალერი ჩეჩელაშვილი: პუტინი კარგი ტაქტიკური მოთამაშეა, მაგრამ ცუდი სტრატეგი, არცერთი გულწრფელი მოკავშირე აღარ დარჩა

"პუტინი კარგი ტაქტიკური მოთამაშეა, მაგრამ ცუდი სტრატეგი. მან საქართველოში 2008 წელს ბრწყინვალე ტაქტიკური ოპერაციები გაითამაშა, უკრაინაში - 2014 წელს. რის შედეგადაც, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე კონტროლი მოიპოვა, მაგრამ საქართველო დაკარგა, ყირიმის ანექსიით დაკარგა უკრაინა, კონტროლი აქვს დნესტისპირეთზე, მაგრამ დაკარგა მოლდოვა", - ამის შესახებ ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, პრაქტიკულად, ვერ მოიძებნება ქვეყანა, რომელიც რუსეთის გულწრფელი მოკავშირეა და თუ რუსეთს ჰგონია რომ ჩინეთია, ეს იქნება პუტინის ყველაზე დიდი შეცდომა. "ისეთი ქვეყნებიც კი, როგორიც არის ბელარუსი, სომხეთი ან ტაჯიკეთი, თითქოს, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულნი არიან რუსეთზე, იქაც კი საზოგადოებრივ განწყობებს თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ საზოგადოება რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი არ არის. ამ მანკიერ პრინციპებზე აწყობილი პოლიტიკა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ცივილიზებულ სამყაროში მიღებულ თამაშის წესებს. ეს არა მხოლოდ საგარეო ასპარეზზე უქმნის პრობლემებს პუტინს, ამ სანქციური პოლიტიკის ჩათვლით, არამედ ქვეყნის შიგნითაც. ყველა ქვეყანა ხედავს, რომ კრემლს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს, რაც შეიძლება უფრო მეტად შეასუსტოს თავისი სამეზობლო, დემოკრატიის გაძლიერება და იმ სახელმწიფოს განვითარება, კეთილდღეობა არ დაუშვას. შესაბამისად, შეინარჩუნოს დომინირება. ეს პოლიტიკა რუსეთს არა მხოლოდ საგარეო ასპარეზზე უქმნის პრობლემას, არამედ შიგნითაც. კრემლი ცდილობს, ქვეყანაში ინტერნეტი შეზღუდოს, მაგრამ ახლა სხვა სამყაროა, ადამიანებს მოგზაურობას ვერ აუკრძალავ, ვერც ინტერნეტით სარგებლობას, მაშინ ჩრდილოეთ კორეა უნდა გახდე. ამიტომ, რუსეთის შიგნით საზოგადოებაში თანდათან აკუმულირდება პუტინის მიმართ სერიოზული უკმაყოფილება", - აღნიშნავს Europetime-თან ინტერვიუში ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი. ვალერი ჩეჩელაშვილი: ახლა, უკრაინასთან ურთიერთობის დინამიური განვითარება უნდა იყოს, ჩვენი საკვანძო, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი რუსეთი 1.5 ტრილიონამდე ეკონომიკით, აშშ-ს ევროკავშირის და ბრიტანეთის 45 ტრილიონამდე ეკონომიკის პირისპირ - ვალერი ჩეჩელაშვილი ჯეიმს აპატურაი: NATO და საქართველო იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ რჩება ზურაბ ბატიაშვილი: გენოციდის აღიარებაზე თურქეთი შეეცდება ისეთი პოზიცია დაიკავოს, მისი ეკონომიკა მეტად არ დაზიანდეს

საქართველოში წამლის ეროვნული ლაბორატორია იქმნება

საქართველოში წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „იქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც განახორციელებს როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის შესწავლას. ამ დრომდე მედიკამენტების ხარისხის შემოწმებისთვის ჩვენ გვიწევს ევროპის ლაბორატორიებისთვის მიმართვა, რაც მნიშვნელოვანი ბარიერია მედიკამენტების ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის. წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთოხების და ეფექტურობის გარდა, ფასის რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ზემოხსენებული კონტროლის პროცესები იქნება მაქსიმალურად ინტენსიური და გამჭვირვალე, რათა საბოლოოდ დასრულდეს კულუარული ლობირება, რომელიც სრულებით არ ემსახურება ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

თბილისის მერიის ზოგიერთი სამსახური უქმე დღეებში ფუნქციონირებას განაგრძობს

თბილისის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სამსახური, საზოგადოების საჭიროებებიდან გამომდინარე, უქმე დღეებში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა ყველა იმ სამსახურის თანამშრომელს, რომელიც თბილისსა და თბილისელებს 24-საათიან რეჟიმში ემსახურება. „საზოგადოების საჭიროებებიდან გამომდინარე, ფუნქციონირებას არ შეწყვეტენ შემდეგი სამსახურები: მერიის ადმინისტრაცია, მუნიციპალური ინსპექცია, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური. ვიცით, რომ ზოგადად, ბევრ ადამიანს ესაჭიროება ამ მიმართულებით მხარდაჭერა და ამიტომ, აღნიშნული სამსახურები გააგრძელებენ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს. ასევე, მუშაობას გააგრძელებს უსაფრთხოების საქალაქო სამსახური; ცხოველთა მონიტორინგის სამსახური; „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დანაყოფების (მეტროპოლიტენის, საბაგირო გზების, ავტობუსების და პარკინგის) ფუნქციონირებას; ,,თბილსერვის ჯგუფის“ ის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნარჩენების მართვას, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციას, გარე განათების ექსპლუატაციას და საწყობების მართვას; „ეკოსერვის ჯგუფი“, „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს" ის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხელი ხაზის საშუალებით მოქალაქეთა კონსულტაციას და საქმისწარმოებას; „თბილისის განვითარების ფონდი, „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“, „სოციალური მზრუნველობის სააგენტო“. მინდა ყველა აღნიშნული სამსახურის თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ისინი ყოველთვის მზად არიან თბილისს და თბილისელებს 24-საათიან რეჟიმში ემსახურონ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისი უქმე დღეებად განისაზღვრა.

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ. ამ დროისთვის, მინისტრს დეპუტატები უსვამენ შეკითხვებს. „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დაინტერესდა, რატომ აქვს საქართველოში „არაადამიანური ფასები“ მედიკამენტებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ კომენდანტის საათის გაუქმების საკითხი წამოწია. „რამდენად ეფექტიანად მუშაობს „კომენდანტის საათი“ და შეგვიძლია თუ არა გადავწიოთ ან საერთოდ გავაუქმოთ? გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა გადაადგილდება სამოქალაქო ტრანსპორტით, იმ დროს, როცა „კომენდანტის საათი“ იწყება, მოსახლეობის ურავლესობა ერთდროულად ხვდება სამოქალაქო ტრანსპორტში, იქმნება მობილობის დიდი დონე, რაც დაავადების გავრცელების სერიოზულ რისკებს ქმნის“, - მიმართა მან ეკატერინე ტიკარაძეს. მინისტრს ჯერ კითხვებზე პასუხების გაცემა არ დაუწყია. მანამდე კი, პარლამენტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში წამლის ეროვნული ლაბორატორია იქმნება. მან ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის, სამინისტრო კოვიდვაქცინაციის პუნქტების რაოდენობას ზრდის, სადაც პროცესი უსაფრთხოების უმაღლესი ზომების დაცვით წარიმართება. მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში, ვაქცინაციის მხარდამჭერ პროცესებში ახალგაზრდები ვაქცინაციის ოფიცრების სტატუსით ჩაერთვებიან. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციაზე დეზინფორმაციის გამო მოსახლეობამ აცრაზე უარი არ უნდა თქვას. „სახელმწიფო უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ვაქცინებით მოსახლეობის შეუფერხებლად უზრუნველყოფისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს Pfizer-ის მილიონი დოზის მოწოდების ვადების დაზუსტება. მაისის ბოლომდე ჩვენ დამატებით მივიღებთ Astrazeneca-ს 86 000 დოზას და „სინოვაკის“ 100 000 დოზას. მინისტრის თქმით, ინფიცირების შემთხვევების მატების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო გადავიდა როგორც ჰოსპიტალური, ისე პირველადი ჯანდაცვის სექტორის მობილიზაციაზე. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მობილიზებულია 5 500 კოვიდსაწოლი, რომელსაც სისტემა გეგმაზომიერად გამოიყენებს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა პანდემიას გაზრდილი საწოლფონდით, მასშტაბური ტესტირებით, სრულად მობილიზებული მედპერსონალითა და მკურნალობის გაუმჯობესებული რეჟიმით ებრძვის. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა საიმედო ხელშია. მინისტრმა ინდურ შტამზე საუბრისას აღნიშნა, რომ მესამე ტალღა რთული და საყურადღებოა, რადგან საქმე გვაქვს განსხვავებულ შტამთან. დადგენილი ოპტიმალური ტარიფების ფარგლებში მნიშვნელოვნად შემცირდა პაციენტების ჯიბიდან გადასახადი, თუმცა ამის მიუხედავად, კვლავ აქვს ადგილი პაციენტების მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ სამწუხაროდ, კვლავ აქვს ადგილი პაციენტების მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას. დადგენილი ტარიფების ფარგლებს ზემოთ, კვლავ თხოვენ პაციენტებს თანხას სრულიად გაუგებარი მიზეზებით. მსგავს პრეცედენტებზე ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მოგვიწევს სათანადო უწყებებისთვის მიმართვა, რათა გამოიძიონ და რეაგირება მოახდინონ მსგავს ფინანსურ სქემებზე. მიუხედავად იმისა, რომ გათანაბრებული ტარიფების ინიციატივა არაერთხელ გახდა განსჯის საგანი, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავსი არაპოპულარული ნაბიჯები დიდი რეფორმების ნაწილია, რომელშიც კეთილსინდისიერად, პასუხისმგებლობით ჩართულობა ყველას ვალდებულებაა“, - აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანი: ლიეტუვა ყოველთვის იყო საქართველოს ერთ-ერთი უერთგულესი მეგობარი და მტკიცე მხარდამჭერი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაბრიელიუს ლანდსბერგისთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ლიეტუველ კოლეგას საქართველოში სტუმრობისთვის, რაც გახლავთ ლიეტუვას მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე მხარდაჭერისა და მეგობრობის კიდევ ერთი დადასტურება და ხაზი გაუსვა პანდემიასთან ბრძოლის პირველი და მეორე ფაზის დროს ლიუტუვის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობას. საგარე საქმეთა სამინისტროს ცობით, ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ხაზი გაესვა ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობისა და სუვერენტიტეტის, ისევე როგორც ევროინტერგაციის მიმართულებით. დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ნაბიჯები და ინიციატივები ევროპული ინტეგრაციის გზაზე. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვის ხელისუფლებას იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაში, ასევე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო მოქმედებებთან დაკავშირებით ევროკავშირისთვის ობიექტური ინფორმაცის მიწოდების კუთხით.

შეგვიძლია თუ არა, რომ კომენდანტის საათი გადავწიოთ, ან საერთოდ გავაუქმოთ? - „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დავით კაჭარავა ჯანდაცვის მინისტრს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ კომენდანტის საათის შესაძლო გაუქმების საკითხი წამოწია. მან პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მისულ ჯანდაცვის მინისტრის ჰკითხა, შეგვიძლია თუ არა, რომ კომენდანტის საათი გადავწიოთ, ან საერთოდ გავაუქმოთ? „რამდენად ეფექტიანად მუშაობს „კომენდანტის საათი“ და შეგვიძლია თუ არა გადავწიოთ ან საერთოდ გავაუქმოთ? გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა გადაადგილდება სამოქალაქო ტრანსპორტით, იმ დროს, როცა „კომენდანტის საათი“ იწყება, მოსახლეობის ურავლესობა ერთდროულად ხვდება სამოქალაქო ტრანსპორტში, იქმნება მობილობის დიდი დონე, რაც დაავადების გავრცელების სერიოზულ რისკებს ქმნის“, - მიმართა მან ეკატერინე ტიკარაძეს. მინისტრს ჯერ კითხვებზე პასუხების გაცემა არ დაუწყია.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რიინა კალიურანდს შეხვდა. შეხვედრას თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელიც ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი საკრებულოს ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ტალინის სახელობის სკვერის გახსნასთან დაკავშირებითაც იმსჯელეს. ,,დღეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განვიხილეთ. საუბარი აგრეთვე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებსა და ღონისძიებებსაც შეეხო. თბილისში ესტონეთის დედაქალაქის, ტალინის სახელობის გეოგრაფიული ობიექტის გაჩენა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ და დიპლომატიურ ურთიერთობებს,“-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. "საკრებულოს თავმჯდომარემ ელჩს ტალინში საქართველოს სახელობის სკვერის გახსნასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავიაკომპანია flydubai ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას ანახლებს

მიმდინარე წლის 12 მაისიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია flydubai ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენებს განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ავიარეისები Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით განხორციელდება: • დუბაი - ბათუმი - დუბაი, 12 მაისიდან 29 აგვისტომდე, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას. ამასთან, ავიაკომპანია შეასრულებს დამატებით რეგულარულ ფრენებს დუბაი - თბილისი -დუბაის საჰაერო ხაზზე მიმდინარე წლის 13, 14, 16 და 17 მაისს. "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 27 აპრილს მიენიჭა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაქცინირებული ადამიანებისთვის შესაძლოა, "კომენდანტის საათი" და სხვა შეზღუდვები მოიხსნას

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის შესაძლოა, გარკვეული შეღავათები დაწესდეს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, შესაძლოა, ვაქცინირებული ადამიანებისთვის ,,კომენდანტის საათი" გაუქმდეს. მისი თქმით, ცენტრი აპირებს მომავალ კვირაში აღნიშნული წინადადებით საკოორდინაციო საბჭოს მიმართოს. "დაავადებათა კონტროლის ცენტრი აპირებს, შესაბამისი ინიციატივით შევიდეს საკოორდინაციო საბჭოში, რომ ამ ადამიანებს შეზღუდვების პირობებში შეღავათები ჰქონდეთ. რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის, მათ შორის, "კომენდანტის საათის" დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობის დროს დოკუმენტის მიცემა, კიდევ სხვა ინიციატივებზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებთ. გვინდა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეს უფრო მეტი უფლება და საერთოდ მოსახლეობას ჰქონდეს უფრო მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იყვნენ აცრილი", - თქვა მან.

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინთან შესახვედრად ვატიკანი იდეალური ადგილია

"პუტინთან შესახვედრად ვატიკანი იდეალური ადგილია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა. "უკრაინასა და რუსეთს დიდი ხნის განმავლობაში არანაირი პირდაპირი კომუნიკაცია არ ჰქონია. ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს. ამიტომ, მეჩვენება, რომ შეხვედრა, დასაწყისისთვის, უნდა ჩატარდეს იმ ტერიტორიაზე, რომელიც მშვიდობასა და დიალოგს განასახიერებს... ვატიკანი ნამდვილად იდეალური ადგილია მშვიდობის შესახებ დიალოგისთვის.ვატიკანი არის გლობალური მორალური ავტორიტეტი, რომელიც შუამავლის როლს ყოველთვის ეფექტურად ასრულებს, რადგან მიუკერძოებელია და კონფლიქტის მონაწილეებში ნდობას იწვევს. ამ მიზეზით, ისტორიაში სამოციქულო დედაქალაქს ხშირად მიმართავდნენ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტების მოგვარების და მშვიდობიანი მომავლის განვითარების მიზნით. რომის პაპი თავისი მოწოდებით მშვიდობის წინასწარმეტყველია. ვატიკანი განსხვავდება სხვა მსოფლიო მოთამაშეებისგან: ის რჩება მხოლოდ მორალურ ძალად და ყოველთვის მოქმედებს სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გარეშე. რა თქმა უნდა, შეხვედრის ადგილი ნდობას უნდა იწვევდეს ორივე მხარეში", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შედგება

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ლიეტუვისა და საქართველოს მაღალი დონის დიალოგი გაგრძელდება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, ზურაბიშვილთან შეხვედრისას კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაზე გამახვილდა ყურადღება. მისივე თქმით, ლიეტუვისა და საქართველოს მაღალი დონის დიალოგი გაგრძელდება „საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვლთან შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაზე, რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერითა და ევროკავშირის შუამავლობით მიღებული შეთანხმების ამოქმედების გზით, რათა საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს. ლიეტუვისა და საქართველოს მაღალი დონის დიალოგი გაგრძელდება“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. ცნობისთვის, გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს სგარეო საქმეთა მინისტრს.