ძებნის რეზულტატი:
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: NATO-ს ერთგულება საქართველოს მიმართ არის ურყევი
"ჩვენ გვაქვს ძალიან ხანგრძლივი და ღირსეული ისტორია, რომელიც განასახიერებს NATO-სა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობას, - ამის შესახებ, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, საჰაერო ძალების ფელდმარშალმა, სტიუარტ ფიჩმა, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფები თქვენს ბაზაზე. თქვენ გაქვთ ძალიან ხანგრძლივი და ღირსეული ისტორია, რომელიც განასახიერებს NATO-სა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობას. პარტნიორობას, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება. ეს აისახა პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას NATO-ს შტაბ-ბინაში, რომელიც მისი დანიშვნიდან ძალიან მალე განხორციელდა. საქართველოს მთავრობამ ძლაიან მკაფიოდ განაცხადა, რომ NATO-ში ინტეგრირება კვლავ რჩება ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უდიდეს ამოცანად და ალიანსმა საქართველოს კიდევ 3 წლით გაუგრძელა გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი. ჩვენმა პარტნიორობამ დაამტკიცა, რომ ის არის ურთიერთსასარგებლო. საქართვლო არის დიდი ხნის პარტნიორი, რომელიც მუდმივად მონაწილეობს NATO-ს ოპერაციებსა და მისიებში, ვინაიდან NATO-ს მტკიცე მისია დასასრულს უახლოვდება, ხოლო NATO განიხილავს თავის შემდგომ მიდგომას ავღანეთში, მინდა ვაღიარო საქართველოს წვლილი და მადლობა გადავუხადო თქვენს ქვეყანას, როგორც უმსხვილეს კონტრიბუტს ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის. თვქენი მსხვერპლი - ჩვენი მსხვერლია, თქვენი დანაკარგი - ჩვენი დანაკარგია. ამისთვის მსურს, ჩემი პირადი მადლობა გამოვხატო თქვენ მიმართ, განსაკუთრებით თქვენი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც მისიაში ყოფნისას მხარს გიჭერდნენ. დაიმსახურეთ ერის პატივისცემა და რაც მთავარია, დიდი შთაბეჭდილება მოახდინეთ თქვენს მოკავშრეებზე, თქვენი პროფესიონალიზმით, მამაცობით, თავგანწირვითა და ერთგლებით. NATO-ს მიმართ მუდმივი ერთგულება კიდევ ერთხელ ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნის გლობალური სტაბილურობა და უსაფრთხოება. NATO-ს ერთგულება საქართველოს მიმართ არის ურყევი", - განაცხდა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ლიეტუვა არასდროს წავა კომპრომისზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით
"ლიეტუვა არასდროს წავა კომპრომისზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ჟურნალისტებს განუცხადა. "ჩემს გუნდთან ერთად ძალიან საინტერესო დღე მქონდა თბილისში და მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან ღია და გულახდილი დისკუსიებისთვის. პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო ლიეტუვასა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობა, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს ყოფილა. ლიეტუვა არასდროს წავა კომპრომისზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. რუსეთის აგრესიული ნაბიჯები, ბორდერიზაცია, რუსი სამხედროების გაზრდილი რიცხვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქნება დაგმობილი ნებისმიერ ხელმისაწვდომ ფორმატში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქეები, სრულად დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და აგრეთვე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას. ამ კუთხით ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ზაზა გახელაძესა და მის ოჯახს, აგრეთვე სხვა უკანონოდ დაკავებულ პირებსა და მათ ოჯახებს. ლიეტუვა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს", - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდა
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2 პროცენტი შეადგინა. 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის დაკონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია.კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის,ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში. წინა თვეების მონაცემები: იანვარში - მინუს 11.5%; თებერვალში - მინუს 5.1%; მარტში - ზრდა 4% ჯამური ვარდნა პირველ კვარტალში - 4.2%. საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 3.5%-ით გაიზრდება - აზიის განვითარების ბანკი. საქსტატი: თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა.
აშშ-ის საელჩო: სიამაყით ვუწოდებთ საქართველოს თავდაცვის ძალებს ჩვენს ძმებსა და დებს ბრძოლაში
"სიამაყით ვუწოდებთ საქართველოს თავდაცვის ძალებს ჩვენს ძმებსა და დებს ბრძოლაში", - ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ქართული ჯარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. "ჩვენ მივესალმებით თავდაცვის ძალების უდიდეს ძალისხმევას გასული 30 წლის განმავლობაში დასავლური თავდაცვის რეფორმების მიღების, ნატოსთან თავსებადობის გაუმჯობესებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესაძლებლობების გაზრდის კუთხით. ჩვენ ვიხსენებთ 32 დაღუპული და 293 დაჭრილი ქართველი სამხედროს მსხვერპლს ერაყისა და ავღანეთის საერთაშორისო მისიებში და სიამაყით ვუწოდებთ საქართველოს თავდაცვის ძალებს ჩვენს ძმებსა და დებს ბრძოლაში. მოუთმენლად ველით უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში". - წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ჯო ბაიდენი: ამერიკა უკან არასდროს დაიხევს
„ამერიკა კვლავ წინ მიიწევს; ამერიკა უკან არასდროს დაიხევს“, - ამ სიტყვებით ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის გაერთიანებული სხდომაზე, კანონმდებლებსა და ერს სიტყვით მიმართა. მან ისაუბრა როგორც შიდა პრობლემებზე, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, ყურადღება გაამახვილა ვაქცინაციაზე. საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამერიკა ესკალაციას არ ცდილობს, მაგრამ რუსეთის, ისევე როგორც სხვა ავტორიტარული ქვეყნების აგრესიულ ქმედებებს საპასუხო შედეგები მოჰყვება. „პრეზიდენტ პუტინს ამის შესახებ მკაფიოდ განვუცხადე. მე პირდაპირ და პროპორციულად ვუპასუხე ჩვენს არჩევნებში რუსეთის ჩარევას და ჩვენს მთავრობაზე კიბერთავდასხმებს, მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ, როდესაც ეს ჩვენს საერთო ინტერესებშია“, - განაცხადა ბაიდენმა. „ამერიკის მოწინააღმდეგეები ფსონს დებენ იმაზე, რომ ჩვენი დემოკრატია ვერ შეძლებს, გადალახოს სიცრუე, მრისხანება, სიძულვილი და შიში, რამაც ერთმანეთისგან დაგვაშორა? ისინი ცდებიან. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ისინი ცდებიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: კარგი იქნება, თუ ნიკა მელია განიხილავს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გარანტიებს
"რაც შეეხება ნიკა მელიას, კარგი იქნება, თუ ის განიხილავს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გარანტიებს", - ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პარტიების მხრიდან ხელმოწერა ცხადყოფს იმ ვალდებულებას, თავდადებას და პასუხისმგებლობას, რაც უკავშირდება ევროატლანტიკური კურსისკენ სვლას "ხაზს ვუსვამ იმ სარგებელს, რომელიც აქვს შარლ მიშელის შეთანხმებას. ეს კარგად ცხადყოფს იმ ვალდებულებას, თავდადებასა და პასუხისმგებლობას, რომელიც უკავშირდება ევროპულ და ევროატლანტიკური კურსით სვლას. ლიეტუვასაც ჰქონდა იგივე პრობლემა 1992 წელს, მაგრამ ყოველთვის მივდიოდით ევროატლანტიკური მიმართულებით. სწორედ ამიტომ შეგვიძლია, გაგიზიაროთ ეს გამოცდილება, რომ საქართველომ არასდროს გადაუხვიოს ამ კურსს. რაც შეეხება ნიკა მელიას, კარგი იქნება, თუ ის განიხილავს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გარანტიებს", - განაცხადა ლანდსბერგისმა. გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ასევე აღნიშნა, რომ ლიეტუვა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს. "ქართველი მოსახლეობის ნება,რომ გააჩნდეთ დემოკრატიული და უსაფრთხო ევროპული საქართველო არასდროს იქნება უგულვებელყოფილი. რუსეთის აგრესიულ ნაბიჯები, ბორდერიზაცია და რუსი სამხედროების რაოდენობის ზრდა იქნება დაგმობილი ნებისმიერ ხელმისაწვდომ ფორმატში,"- აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი
"ჩვენ მზაობას ვაცხადებთ, დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენ შეგვიძლია, ამ მიზნით გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, რაც თავად დაგავროვეთ ევროკავშირში", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, მზად არიან, საქართველოს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარონ. „ლიეტუვა მზად არის, დაუჭიროს მხარი საქართველოს თავის ევროატლანტიკურ კურსზე და გზაზე. ჩვენ მზაობას ვაცხადებთ, დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს ვეროკავშირის წევრი, ჩვენ შეგვიძლია, ამ მიზნით გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, რაც თავად დაგავროვეთ ევროკავშირში. ასევე, დავაგროვეთ იმ კუთხით, როცა ვეხმარებოდით სხვა ქვეყნებს, რომ გამხდარიყვნენ ევროკავშირის წევრები. ჯერ კიდევ საჭიროა, ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა და პროექტი განხორციელდეს საქართველოში. ზოგიერთი მათგანი უკვე გაჟღერებულია იმ შეთანხებაში, რომელსაც ხელი მოეწერა. სტრუქტურული რეფორმების განხორციელება გახლავთ აუცილებელი, მაგალითად, სავაჭრო ურთიერთობები, თუნდაც მიკრო ფინანსური დახმარება. ასევე არსებობს ღრმა და ყივლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხების მექანიზმები, მაგრამ სრულად არ არის გამოყენებული. ამ რეფორმების განხორციელებას ვგულისხმობ", – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
2020 წელს საქართველოს მოსახლეობა 0.3%-ით გაიზარდა და 3 728.6 ათასი კაცი შეადგინა
2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 728.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.3%-ით მეტია. ამის შესახე საქართვეოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. საქსტატის ცნობით, ბუნებრივი მატება 2020 წელს უარყოფითი იყო და მინუს 4,017 შეადგინა, დადებითი მიგრაციული სალდო კი 15,732 იყო, შედეგად მოსახლეობა 0.3%-ით გაიზარდა. 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 796.2 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 932.4 ათასი. წინა წელთან შედარებით კაცების და ქალების რიცხოვნობა 0.3%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, 2020 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0.7 ერთეულით შემცირდა და 73.4 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 69.1 წელი, ხოლო ქალებისათვის – 77.7 წელი. 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს. 2020 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 74,264 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 29.3 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 7.1 პროცენტით შემცირდა და 89,996 შეადგინა (სხვაობა 15,732).
ფინანსთა მინისტრი: ეკონომიკის აღდგენის პროცესი მოსალოდნელზე სწრაფი ტემპით დაიწყო
„ეკონომიკის აღდგენის პროცესის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მის კომენტარს სამინისტრო ავრცელებს. „რეალურად პირველი შემთხვევაა პანდემიის დაწყების შემდგომ, როცა დადებითი დინამიკა ფიქსირდება ეკონომიკურ ზრდაში. ზრდა ასევე გამოიხატა დღგ-ის გადამხდელთა ბრუნვების ზრდაში, რომელმაც 20%-ს გადააჭარბა მიმდინარე თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა გრძელდება ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, საშულებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაწყებულია. ვფიქრობ, რომ ეს არის უკვე არაერთჯერადი, შეუქცევადი პროცესი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2 პროცენტი შეადგინა.
2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დასრულდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი 8 მარტს კოვიდპროტოკოლის ყველა წესის დაცვით გაიხსნა, გუდაურის შემთხვევაში 25 აპრილამდე გაგრძელდა, დანარჩენ კურორტებზე კი ბუნებრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით აპრილის შუა რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიხურა. „გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე დამონტაჟებული ავსტრიული კომპანია „სკიდატას“ უკონტაქტო გამშვები პუნქტები საშუალებას იძლევა, ზუსტად მოხდეს იმის დათვლა, თუ რამდენი ვიზიტორი სტუმრობდა მთას. 2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონზე ოთხივე კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) 134 183 ვიზიტორი დაფიქსირდა მთაზე, ხოლო გაყიდული ბილეთების რაოდენობამ (ყველა კატეგორია) 78 462 შეადგინა. 2021 წლის სეზონზე გუდაურის სათხილამურო არეალს 83 055, ბაკურიანისას – 35 166, გოდერძის – 7 262, ხოლო მესტიას (თეთნულდი, ჰაწვალი) 8 700 ვიზიტორი სტუმრობდა“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე დაამტკიცეს. არჩილ თალაკვაძეს 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 24 აპრილს განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს.
გაბრიელიუს ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში ჩავიდა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში ჩავიდა. ლიეტუველი დიპლომატი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადგილზე არსებულ ვითარებას ეცნობა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს. გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ლიეტუვა არასდროს წავა კომპრომისზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით გაბრიელიუს ლანდსბერგისი: კარგი იქნება, თუ ნიკა მელია განიხილავს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გარანტიებს გაბრიელიუს ლანდსბერგისი: მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი
კათოლიკოს-პატრიარქმა თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დალოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საპატრიარქოში თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი მიიღო. ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. როგორც ცნობილია, პატრიარქმა უწყების ხელმძღვანელ პირებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა, ქართული ჯარი დალოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. ცნობისთვის, დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 30 წელი გავიდა. ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს უზენაესი საბჭოს დადგენილებით შეიქმნა, რითაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება დაიწყო. 1991 წლის 24 აპრილის განკარგულებით კი წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ბრძანება გამოიცა და 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ აქედან იწყება თანამედროვე ქართული ჯარის დაარსების ისტორია.
კახა გოგოლაშვილი: ევროკავშირისა და აშშ-ს ასეთი აქტიურობა გასაკვირი არ არის, შეიძლება საქართველო მალე დასჭირდეთ NATO-ში
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ გასაკვირი არც არის ევროკავშირის და აშშ-ს ასეთი აქტიურობა საქათველოში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, რადგან დასავლეთშიც ფიქრობენ, რომ შეიძლება მალე დადგეს მომენტი, როცა საქართველო NATO-ში დასჭირდებათ. ანალიტიკოსის განმარტებით, ადრე აშშ-ს და ევროკავშირს, რუსეთთან დაპირისპირება არ სურდათ. მაგრამ ახლა, ისედაც დაპირისპირებულები არიან და სიტუაცია ისე გამწვავდა, ურჩევნიათ საქართველო და უკრაინა ბოლომდე მათ მხარეზე იყოს. „ახლა სხვა მოცემულობაში ვართ, სხვა სიტუაციაში, შეიძლება ნებისმიერ დროს გამოჩნდეს შესაძლებლობები“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი. თუ რა პრობლემები შეიძლება შეექმნას რუსეთს, დასავლეთის გაერთიანებულ ძალებთან დაპირისპირებაში, რა შეიძლება იყოს ის საფასური, რომლის გადახდაც რუსეთს საკუთარი ქმედებებისთვის მოუწევს, როგორც ამას აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს და რას ცვლის საქართველოსთვის ეს ყველაფერი? - ამ საკითხებზე Europetime-ს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი ესაუბრა. - თქვენი აზრით, ბაიდენმა რა იგულისხმა რუსეთის მიერ მაღალი საფასურის გადახდაში და რა შეიძლება იყოს ეს საფასური? -არაერთხელ ითქვა, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოები სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ არ ჩაერთვებიან. ასეთი ილუზია არავის უნდა ჰქონდეს. თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში, NATO-ს წევრი სახელმწიფოები და მათი ჯარები სამხედრო კუთხით არ ჩაერევიან, თუმცა იქნება მაღალი დონის სანქციები. ახლა თუ რაღაც შედარებით მსუბუქი სანქციები გამოუცხადა აშშ-მ რუსეთს, სამხედრო აგრესიის დაწყების შემთხვევაში, სანქციები იქნება ბევრად უფრო მძიმე. მაგალითად, შეიძლება რუსეთი გათიშონ საერთაშორისო საფინანსო გადახდების სისტემებიდან. შეუჩერონ ყველანაირი ანგარიშები. უამრავი სხვა სახის სანქცია შეიძლება ამოქმედდეს. ახლა აშშ-სა და ევროკავშირის პირდაპირი სანქციებია, კომპანიების მიმართ, რომლებიც ყირიმში გარკვეულ ოპერაციებთან არიან დაკავშირებულნი. გამწვავების შემთხვევაში კი, შეიძლება ირიბი სანქციებიც დაწესდეს, რომელიც ამ კომპანიების მიერ დაფუძნებულ ან მათ პარტნიორ ორგანიზაციებსაც შეეხება. მოსალოდნელია უფრო ფართო სანქციებიც, რომელიც რუსეთის მთელ ეკონომიკას მოიცავს. ასევე, შესაძლოა შესყიდვები შეწყდეს რუსეთიდან, მაგალითად გაზის შესყიდვა. ევროპის ქვეყნებს რამდენიმე თვიანი მარაგები გააჩნიათ. სანამ LNG-ის ტერმინალების საშუალებით ამერიკულ გაზზე, ან სხვა წყაროებიდან მოწოდებაზე გადასვლა მოხდება, შეუძლიათ ეს რამდენიმე თვიანი რეზერვები გამოიყენონ. რაც შეეხება ნავთობს, სხვა მომწოდებლებისგანაც იყიდიან. ეს ევროპელებს ეხება მხოლოდ, ამერიკას აღნიშნული პრობლემა არ აქვს. -თუ გავითვალისწინებთ პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ზიანსაც, ფართომასშტაბიანი სანქციები, რამდენად მძლავრად დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას და როგორ აისახება ეს ყოველივე, სექტემბერში დანიშნულ არჩევნებზე, პუტინის პარტიის რეიტინგზე და გავლენების შესუსტებაზე? ის რასაც აშშ აცხადებს, რომ რუსეთს მოუწევს საფასურის გადახდა, ხომ არ გულისხმობს რუსეთში პუტინის გავლენებზე დარტყმას, სხვადასხვა გზით? თუ გავითვალისწინებთ ნავალნის საქმესაც.. -მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობამ განაცხადა უკრაინის საზღვრებიდან ჯარი გამომყავსო, ჯერ ამის დაჯერება ნაადრევია. რისკი ჯერ კიდევ რჩება, კი განაცხადეს ჯარები გაგვყავსო, მაგრამ ძირითადი ძალების დისლოცირებას, იქვე, ახლოს გეგმავენ. ფაქტია, უკრაინაში შეჭრა უკვე წამგებიანი იქნება მისთვის. ერთადერთი, რასაც რუსეთში მოსახლეობა ამართლებდა, იყო ყირიმის ანექსია. რაც შეეხება დონბასს, იქ ამართლებდნენ მხარდაჭერას და არა ანექსიას. მაგრამ ეს მხარდაჭერაც ფსევდოპატრიოტული მოსაზრებებიდან გამომდინარეობდა, რომ იქ რუსეთის მოქალაქეები არიან და ა.შ. კრემლის დანარჩენ გეგმებს - შავი ზღვისპირეთი წაართვას უკრაინას, შეიჭრას უკრაინის სიღრმეში და კიევს შეუტიოს, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, რუსეთის მოსახლეობა მხარს არ უჭერს, კრემლის ასეთ მოქმედებებს. უკრაინასთან ფართო მასშტაბიანი ომი არ სურთ. შეიძლება პუტინმა აქ სტრატეგიულად ძალიან წააგოს, თუ ასეთი სახის ომს წამოიწყებს და მით უმეტეს, თუ ეს ომი დამატებით პრობლემებს მოუტანს. მაგალითად ვერ მოახერხოს სწრაფი მოქმედება. უკრაინა ის აღარ არის, რაც 2014-ში იყო. ამიტომ შეიძლება სწრაფი გამარჯვება არ მოუტანოს და დიდი დანაკარგები ჰქონდეს. ძალიან არაპოპულარული შეიძლება გახდეს ეს ომი, თავად რუსეთში. ნავალნის საქმეც თავისთავად. ნავალნის, რომ რამე მოსვლოდა ან მოუვიდეს, სულ სხვა სიტუაცია იქნება, ვიდრე თავის დროზე ნემცოვის მკვლელობა. იმიტომ, რომ ნავალნიმ მოასწრო არამარტო ლაპარაკი, კრემლის კორუმპირებულობაზე კონკრეტული ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოჩენაც. თუმცა ესეც არ არის ბოლომდე საკმარისი კრემლის პროპაგანდის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის, მაგრამ ნავალნიმ მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოატრიალა სხვა მიმართულებით და თვალები აუხილა. -საუბარია ბაიდენის და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე. თუ რუსეთის შიდა პრობლემებს გავითვალისწინებთ, ასევე უკრაინასთან ომით გამოწვეულ იმ შედეგებს, რაზეც თქვენ საუბრობთ, რამდენად აწყობს პუტინს სიტუაციის განმუხტვა და შესაძლოა თუ არა დათანხმდეს ამ შეხვედრას, ან ვითარების დასტაბილიზირება დაიწყოს? -შეხვედრა არ ვიცით ჯერ იქნება საერთოდ თუ არა. ამიტომ ალბათ ესეც რაღაც ტაქტიკური ნაბიჯია. მას შემდეგ რაც ბაიდენმა თქვა პუტინი მკვლელიაო, პუტინის მხრიდან ასე სწრაფად დათანხმება შეხვედრაზე, მის რეიტინგზე ალბათ უარყოფითად იმოქმედებდა და ამიტომ ჯერ პასუხი არ მიუცია. ამასთან ჩანს რომ ჯერ სხვა გეგმები აქვს. საბოლოო ჯამში ძალიან სარისკო თამაშს თამაშობს პუტინი და არ ვიცით მისთვის ეს ყველაფერი როგორ დასრულდება. გამორიცხული არ არის გამოსავალი ჯერჯერობით თვითონაც არ იცოდეს. - გარდა ამერიკის და უკრაინისა, ბოლო კვირებში რუსეთს ურთიერთობა დაეძაბა ევროპის ბევრ სხვა ქვეყანასთანაც. როდესაც დასავლეთი ერთიანდება რუსეთის წინააღმდეგ, კრემლის დასაყრდენი, მოკავშირე, ვინ შეიძლება იყოს ამ ეტაპზე, აშშ-ს, ევროკავშირის და NATO-ს გაერთიანებული ძალების წინააღმდეგ? -ერთადერთი, ვისკენაც ახლა რუსეთი იყურება, ეს არის ჩინეთი, რადგან ამერიკა ჩინეთს უფრო მეტად, თვლის სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ, ვიდრე რუსეთს. ამიტომ კრემლი ყველანაირად შეეცდება ჩინეთის მხარდაჭერა მოიპოვოს, თუ დასავლეთთან კონფლიქტი უფრო მეტად გაუმწვავდება. თუმცა, არ მგონია, ჩინეთი ბოლომდე სანდო პარტნიორი იყოს რუსეთისთვის. ჯერ ერთი რომ მათ ტერიტორიები აქვთ გასაყოფი და თუ ვინმეს უჭირავს რუსეთის ტერიტორიებზე თვალი, ეს ჩინეთია. ევროპას და ამერიკას რუსეთის ერთი გოჯი მიწაც კი არ სჭირდებათ. ჩინეთი კი დიდი სიამოვნებით წაიღებდა მის ტერიტორიებს, რადგან ძალიან სჭირდება და ისტორიული პრეტენზიებიც გააჩნია. მეორე ის, რომ ჩინეთის ეკონომიკისთვის დასავლეთის ბაზარი არის უმნიშვნელოვანესი. რაც არ უნდა ცუდი ურთიერთობები ჰქონდეს დასავლეთთან, მისი შემოსავლის ძირითადი წყარო მაინც ევროპის და ამერიკის ბაზარია. იმხელა სავაჭრო ბრუნვა აქვს ამ ბაზრებზე, რომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვას 20-ჯერ აღემატება. თუ ის ამ ბაზრებს დაკარგავს და მასთანაც ჩაკეტავენ ურთიერთობებს, სერიოზულად დაზარალდება ჩინეთი. თუმცა ომიც რომ დაიწყოს, დასავლეთიც ბოლომდე ვერ ჩაკეტავს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებს, ერთმანეთზე იმდენად დამოკიდებულნი არიან. მაგრამ თუ შემცირდება ეს სავაჭრო ბრუნვა, ჩინეთს ძალიან დაარტყამს. არ მგონია ჩინეთის ხელმძღვანელობა ამდენად ჭკუამოკლე და ფანატიკოსი იყოს, საგარეო ურთიერთობების კონტექსტში. შეიძლება ჩინელების პოლიტიკა არ მოგვწონდეს და ფუნდამენტურად მცდარიც იყოს, მაინც კომუნისტური რეჟიმია, მაგრამ მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ურთიერთობებში სტრატეგიულად და გრძელვადიანად აზროვნებენ. ამიტომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ჩინეთის იმედი. თუ რუსეთი დასავლეთთან ომში ჩაება, შეიძლება ჩინეთმა ამით ისარგებლოს და ისეთი დარტყმა მიაყენოს, რომლისგანაც ის ვეღარ გადარჩება. ერთადერთი რაც რუსეთს იცავს და რითიც ის აშანტაჟებს მთელ მსოფლიოს, არის მისი ბირთვული არსენალი, მაგრამ არ ვიცით ჩინეთს რამდენად ეშინია უკვე ამ რუსული ბირთვული შანტაჟის. თვითონაც საკმაოდ ძლიერი შესაძლებლობები აქვს, რუსეთის გასანადგურებლად, სამხედრო და სამოქალაქო თვალსაზრისით. -რაც შეეხება თურქეთს, რომელიც აცხადებს, რომ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში. თუმცა გადახედა მონტროს კონვენციას, რაც აშშ-ს და NATO-ს გემებს შავ ზღვაში შემოსვლის შესაძლებლობას მისცემს. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებს და პოზიციებს როგორ შეაფასებთ? თურქეთი რამდენად სანდო შეიძლება იყოს დასავლეთისთვის, ამ სიტუაციაში? -თურქეთი თუ არჩევანს გააკეთებს, რა თქმა უნდა ეს დასავლეთის სასარგებლოდ იქნება. ჯერ ერთი, თურქეთი და რუსეთი უფრო მეტად მოწინააღმდეგეები არიან ისტორიულად, ვიდრე თურქეთი და დასავლეთი. ყირიმის ფაქტორიც მნიშვნელოვანია, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის რომ კონკურენტები არიან, მაგალითად შუა აზიაში. პანთურქიკული იდეები, რომელიც ერდოღანს აქვს, რუსეთისგან განსხვავებით დასავლეთს ნაკლებად ადარდებს. რუსეთს თვითონ ჰყავს თურქულენოვანი მოსახლეობა დიდი მასშტაბით და თურქეთის ინტერესების გაზრდის ეშინია. გარდა ამისა მათი ინტერესები ეჯახება სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში. ყველგან არის დაპირისპირებული ინტერესები. თუმცა რაღაც დონეზე ახერხებენ გამოსავლის პოვნას და ურთიერთობების შენარჩუნებას, სიტუაციურ დონეზე. ოღონდ ეს არის სიტუაციურ დონეზე. საბოლოო ჯამში სტრატეგიულად, თურქეთი მაინც დასავლეთის მხარეზე დადგება. 1936 წელს ხელმოწერილი მონტროს კონვენცია საბჭოთა კავშირსა და შემდგომ რუსეთს შავ ზღვაზე დომინაციის საშუალებას აძლევს. რა თქმა უნდა თანამედროვე ეტაპზე NATO-ს წევრ ქვეყნებს და აშშ-ს სჭირდებათ თავისუფლი შესვლა შავ ზღვაზე. მონტროს ხელშეკრულებამ პრაქტიკულად რუსეთს შესაძლებლობა მისცა ჰეგემონი გამხდარიყო შავ ზღვაში, თურქეთი კი მარტო ვერ უმკლავდება იქ, განსაკუთრებით ყირიმში, რუსეთის სამხედრო აღმშენებლობას. ამიტომ აუცილებელია, ან კონვენციის გადახედვა, ან სხვა გამოსავლის ნახვა, მაგალითად რასაც თურქეთი აპირებს - ბოსფორის სრუტის გვერდის ავლით ახალი სანაოსნო არხის გაჭრას. -მთელი ამ გლობალური პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, საქართველომ როგორ უნდა გამოიყენოს შავი ზღვის რესურსი? უკრაინა ბოლო დროს, აქტიურად ითხოვს NATO-ში გაწევრიანების დაჩქარებას. რა შანსები აქვს ახლა უკრაინას ალიანსში გასაწევრიანებლად და საერთაშორისო უსაფრთხოების ამ ახალ არქიტექტურაში, საქართველო სად არის? რა ნიშნულზეა? როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს სიტუაცია? . - რუსეთი შესაძლოა სწორედ მაგიტომ ქმნიდეს კრიზისს უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში, რომ გამორიცხოს სტაბილიზაცია, რომელიც რეგიონული უსაფრთხოების რისკებს დაბლა დაწევს და NATO-სა და მის წევრ სახელმწიფოებს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს. სტრატეგიულად ეს ქვეყნები ალიანსს ძალიან ბევრს შემატებს, საქართველო თავისი ტერიტორიის გეოპოლიტიკური უპირატესობებით და მნიშვნელობით, უკრაინა, როგორც თავისთავად უზარმაზარი რესურსების მქონე ქვეყანა. ჯერ მარტო უკრაინის არმიაზე შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ლამის უკვე ყველაზე დიდი არმიაა. ახლო მომავალში უკრაინას შეიძლება ჰყავდეს მინიმუმ 300-400 ათასიანი აქტიური ჯარი. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება, ეს დიდი ძალა აღიჭურვება NATO-ს შეიარაღებით, მისი სტანდარტებით გაიწვრთნება. მეორეც, უკრაინა თავისი სტრატეგიული სიღრმით, ბუნებრივ ბუფერს ქმნის რუსეთთან მიმართებაში და რუსეთზე სამხედრო უპირატესობის მოსაპოვებლად მნიშვნელოვან სამხედრო პლაცდარმს წარმოადგენს. - გულისხმობთ იმას, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო დაძაბულობა იმიტომ შექმნა, NATO მისი გაწევრიანების დაჩქარებას გეგმავდა? იყო ამის ფონი და ამის სიგნალები დასავლეთიდან? -2018 წელს უკრაინა ისეთივე უახლოესი პარტნიორი გახადეს, როგორც საქართველოა და დაიწყო ინტენსიური ლაპარაკი რომ უკრაინა მიიღონ NATO-ში. როდის და რანაირად მოხდება ეს არავინ იცის. ჯერ შესაბამისი პირობები არ ჩამოყალიბებულა. რუსეთი ამას ითვალისწინებს და იცის რომ უკრაინის შესვლა NATO-ში მისთვის ძალიან დიდ სტრატეგიულ მარცხს ნიშნავს. თავისთავად ის აკეთებს ამის პრევენციას. თავის დროზე ყირიმის თემით პრევენცია მოახდინა. ეშინოდ, თუ უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერდა, მერე NATO-სგანაც შეიძლება მიეღო MAP-ი და ყირიმიდან სამხედრო ბაზების გაყვანა მოეთხოვა, რაც შავ ზღვაში რუსეთის პოზიციებს საგრძნობლად დაასუსტებდა. ამის გამო, ყირიმის ანექსია მოახდინა. რუსეთისთვის სამხედრო სტრატეგიული უპირატესობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორიც შავი ზღვაა, ან ნებისმიერი მიმართულება ევროპისკენ. თუ უკრაინა NATO-ში შევა, უკრაინის ყველა პორტი მისთვის საფრთხე ხდება. -თუ ასეთი დიდია NATO-ს სტრატეგიული ინტერესი, უკრაინის მიმართ, დღევანდელი ვითარების გათვალისწინებთ, რამდენად მოსალოდნელია NATO-მ თვალი დახუჭოს იმ ფაქტორზე, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ მყარად არაა ჩამოყალიბებული დემოკრატიული ინსტიტუციები, ასევე გარკვეული კითხვები არსებობს კორუფციაზე? შესაძლებელია, მიუხედავად აღნიშნული პრობლემებისა, მაინც მიიღონ ალიანსში? -თავის დროზე, როცა თურქეთი მიიღეს NATO-ში, ძალიან შორს იყო დასავლური დემოკრატიისგან და უამრავი პრობლემა ჰქონდა ქვეყნის შიგნით, მაგრამ ტრუმენის დოქტრინის საფუძველზე, ჩაითვალა რომ საბჭოთა კავშირის მხრიდან თურქეთისა და საბერძნეთის მიმართ საფრთხე რეალური იყო. ამიტომ 1952 წელს ორივე ეს იმ დროისთვის არადემოკრატიული ქვეყანა ალიანსში გააწევრიანეს. მიუხედავად იმისა, რომ NATO არის დემოკრატიული ქვეყნების ალიანსში, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში დემოკრატია ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, უკრაინა ასევე შეიძლება მიიღონ ალიანსში. -ჩვენ სად ვართ ამ პროცესში? საქართველოს რა შანსები აქვს? -ჩვენც მანდ ვართ. პრინციპში გასაკვირი არც არის ევროკავშირის და აშშ-ს ასეთი აქტიურობა რომ საქართველოში ეს პოლიტიკური კრიზისი დაესრულებინათ, მე ასე მგონია, რომ ეს დაპირისპირება პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელიც ასე გაგრძელდა და ასეთი ფორმით იყო, აქ იმუშავა გარკვეულმა, შესაძლოა რუსულმა ძალებმა. არ მინდოდა მთლად ისე გამომსვლოდა, თითქოს შეთქმულების თეორიას ვავითარებდე. ჩვენც გვაქვს ჩვენი საკუთარი „ნიჭი“ იმისა, რომ ჩვენივე ცხოვრება გავართულოთ. საბედნიეროდ, ევროკავშირმა და NATO-ს წევრმა ქვეყნებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს, იმისთვის რომ დაემთავრებინათ ეს არასტაბილური ვითარება, საქართველოში. დასავლეთიც ფიქრობს, რომ შეიძლება მალე მოვიდეს მომენტი და საქართველო დასჭირდეთ NATO-ში. გააჩნია ეს ყველაფერი როგორ გაგრძელდება. თუ რუსეთმა გააგრძელა აგრესიული რიტორიკა, პოლიტიკა და სამხედრო მუქარები მთელი ევროპის მიმართულებით, მაშინ გამორიცხული არ არის, ევროპამაც ცოტა უფრო აქტიურად და გაბედულად იმოქმედოს. ახლა გააქტიურდა საუბრები, რომ NATO შავ ზღვაში უფრო მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი, გემების გამოგზავნას აპირებენ, მეტ პატრულირებას. შავი ზღვა გახდა ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად უკრაინაც და საქართველოც, ორივე სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ხდება, ჩვენი NATO-ში გაწევრიანებამდე დარჩენილი მანძილი ინტენსიურად მცირდება და შეიძლება ეს გზა სწრაფად გავიაროთ. არ მინდა ისე გაიგოთ თითქოს NATO-ში გაგვაწევრიანებენ მალე. უბრალოდ მე ვამბობ იმას, რომ ახლა სიტუაცია ისე დაიძაბა, რუსეთის მოქმედებების გამო, გამორიცხული არ არის, მოულოდნელად გაჩნდეს შესაძლებლობის ფანჯარა. ეს ერთი. მეორეც, როცა იძაბება სიტუაცია, თუნდაც ადამიანის მაგალითზე ავიღოთ, როცა ადამიანი საფრთხეს ხედავს, ეძებს უფრო მეტ შესაძლებლობებს, დასაყრდენს, უფრო ფართოდ ახელს თვალს და პატარა შანსსაც კი ეპოტინება. ასე არის ახლაც, დასავლეთს სიტუაცია ძალზე დაეძაბა რუსეთთან. საქართველოს და უკრაინას რა თქმა უნდა, უკვე უფრო სერიოზულად განიხილავენ, როგორც საჭირო პარტნიორებს. როცა დასავლეთი წყნარად იყო, იმდენად არ ვჭირდებოდით. პირიქით, თავის ტკივილი იყო, თუნდაც უკრაინის NATO-ში შეყვანა, რადგან რუსეთთან დაპირისპირების სუნი უდიოდა, რაც არ სურდათ. მაგრამ ახლა ისედაც დაპირისპირებულები არიან. სიტუაცია უკვე გამწვავდა. ამიტომ ურჩევნიათ საქართველო და უკრაინა მათ მხარეზე იყოს, ვიდრე რუსეთის მხარეზე. ახლა სხვა მოცემულობა გვაქვს, სხვა გარემოება და შესაძლოა ნებისმიერ დროს გამოჩნდეს ახალი შესაძლებლობები.
საფრანგეთის ელჩი: საფრანგეთი ამაყობს, რომ 30 წელია საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობს
"საფრანგეთი ამაყობს, რომ 30 წელია საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობს. ჩვენთვის ეს საქართველოს მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალებაა", - საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეს ულოცავს. "ჩვენს დიდ მეგობარს საქართველოს მხარს ვუჭერთ სხვა კონტექსტშიც - ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რამდენადაც ქვეყანას ურყევი დასავლური კურსი აქვს არჩეული, ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით ვიდგებით მის გვერდით. საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს. ეს გახლავთ ცენტრალური აფრიკის მისიაში ერთობლივი მონაწილეობა, სამთო მიმართულება, საჰაერო თავდაცვის კუთხით თანამშრომლობა. ასევე განათლების სფეროსაც გამოვყოფდი. საუკეთესო ფრანგული სასწავლებლები მზად არიან და სიამოვნებით მასპინძლობდნენ სხვადასხვა რანგის ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს. გარდა ამისა, ჩვენ მათ ფრანგულ ენასაც ვასწავლით. ასე რომ, ეს არის ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ მხოლოდ ყველაზე ახლო მეგობართან, მათ შორის ჩვენს დიდ მეგობართან, საქართველოსთან გვაქვს", - განაცხადა დიეგო კოლასმა.
ბაიდენი პუტინთან შეხვედრისას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის განხილვას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს უკრაინის საკითხის განხილვას გეგმავს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა MSNBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. „ჯო ბაიდენი განიხილავს ურთიერთობების ფართო სპექტრს, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხს და აშშ სხვა პარტნიორებთან ერთად, უკრაინის გვერდით დგას“ განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა. საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას ბაიდენმა კონგრესისადმი სიტყვით მიმართვისას აღნიშნა, რომ ამერიკა ესკალაციას არ ცდილობს, მაგრამ რუსეთის, ისევე როგორც სხვა ავტორიტარული ქვეყნების აგრესიულ ქმედებებს საპასუხო შედეგები მოჰყვება. ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შესაძლოა, ივნისში გაიმართოს. აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია, სად გაიმართება პრეზიდენტების შეხვედრა, თუმცა რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, შეხვედრას უმასპინძლოს. შეხვედრის შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა იქნება.
თენგიზ ცერცვაძე: მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტი გვყავს აცრილი და ეს შეზღუდვებს ვერ შეამცირებს
„მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტი გვყავს აცრილი და ეს შეზღუდვებს ვერ შეამცირებს“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 30% აიცრება, პირბადის ტარების მაჩვენებელი 90-95% იქნება და მთავრობა მაინც არ მოხსნის შეზღუდვებს, მაშინ შეუძლია მოსახლეობას, გააკრიტიკოს ხელისუფლება. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება, თუმცა აგრესიული დარწმუნების მეთოდები უნდა იყოს გამოყენებული. ამის მაგალითად მან ის ფაქტი მოიყვანა, რომ ისრაელში იმ ექიმთან, რომელიც ვაქცინირებული არ არის, პაციენტების ჩაწერა არ არის დაშვებული, ავიაკომპანიები კი აუცრელ ადამიანზე ბილეთებს არ ყიდიან.
დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა
დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. როგორც ცნობილია, დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ 191 მილიონ 310 ათასი ლარით განისაზღვრა. მათივე ცნობით, თბილისის ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა და მილიარდ 191 მილიონ 310 ათასი ლარით განისაზღვრა. საქალაქო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ გაზრდილი 78 მილიონი ლარიდან 30 მილიონი ცენტრალური ხელისუფლების ტრანსფერია, დანარჩენი კი სხვადასხვა შემოსავლები. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია და მაქსიმალურად პასუხობს ყველა მოთხოვნას, რაც ჩვენი ქალაქის წინაშე დგას. გიორგი ტყემალაძემ ცენტრალურ ხელისუფლებას ტრანსფერისთვის მადლობა გადაუხადა. „2021 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია. ეს არის მეტი შესაძლებლობები ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ მთავრობას ამ ტრანსფერისთვის. გაზრდილ ბიუჯეტი მაქსიმალურად არის ორიენტირებული პრიორიტეტებზე,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. "დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდება შემდეგ პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე: ინფრასტრუქტურული პროექტები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია, გამწვანების და დასუფთავების ღონისძიებები, ჯანდაცვის და სოციალური ღონისძიებები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა, სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა, სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქცია. გარდა ამისა, ბიუჯეტით განსაზღვრულ ჩამონათვალს დაემატა ახალი პროგრამა - 2015 წლის 13-14 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
2022 წელს, Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 3 მილიარდი დოზის გამოშვებას გეგმავს
Forbes-ის ინფორმაციით, 2022 წელს, კომპანია Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 3 მილიარდი დოზის გამოშვებას აპირებს. როგორც გამოცემა წერს, კომპანიაში აცხადებენ, რომ ფარმაცევტული კონცერნი აშშ-ში საწარმოო შესაძლებლობებს 50%-ით, ხოლო შვეიცარიაში 100%-ით გაზრდის. „კორონავირუსის ვარიანტების გამრავლებისა და მსოფლიოში ვაქცინების საჭიროების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ ჩვენი ინვესტიციები გავზარდოთ წარმოების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით“, - აღნიშნეს კომპანიაში.
სუსი: საქართველო, ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით, კვლავ ძალიან დაბალი რისკის ქვეყნებს შორის მოხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ საფრთხესა და გამოწვევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს. დოკუმენტს პარლამენტის წევრებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აცნობს. დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების - 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 13 შემთხვევა იდენტიფიცირდა. „საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ხანგრძლივი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა აღნიშნოს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას საკითხი. აღნიშნული პირების მიმართ საოკუპაციო რეჟიმმა გამოიყენა განსაკუთრებით უსამართლო და არაჰუმანური მიდგომა და მათ მრავალწლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში რჩებიან გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა საქართველოს ათეულობით მოქალაქე“, - ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევა მიმართული იყო ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამხედრო პოტენციალისა და ეკონომიკური ინტერესების უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების, მათი ეგიდით მოქმედი ორგანიზაციებისა თუ ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაცვისკენ, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის მცდელობის სხვა დანაშაულების აღკვეთის, სახელმწიფო საიდუმლოების და სტრატეგიული ობიექტების დაცვის უზრუნველყოფისა და ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებისკენ. უწყების შეფასებით, ცალკეული ქვეყნების დაზვერვითი საქმიანობისა და შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისგან სახელმწიფოს დასაცავად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და გატარდა სათანადო კონტრზომები. სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის 12 საქმეზე დაიწყო. აქედან, 16 პირის მიმართ სასამართლოში წარიმართა სისხლის სამართლის 6 საქმე. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 7 პირის მიმართ, ხოლო 9 პირთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა გრძელდება. საანგარიშო პერიოდში სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის 5 საქმეზე. სუს-ის ინფორმაციით, საქართველო, ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით, კვლავ ძალიან დაბალი რისკის ქვეყნებს შორის მოხვდა. უწყების ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებდა, რაც სხვა მიმართულებებთან ერთად ითვალისწინებდა საერთაშორისო ტერორისტული საფრთხეების გამოვლენას, ტერორიზმის საწინააღმდეგო პრევენციული სახის აქტივობებს, ტერორისტული გამოწვევების წინააღმდეგ მიმართული მექანიზმების გაუმჯობესებას. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა „დაეშის“ ერთ-ერთი მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილის უკრაინაში დაკავება და მისი ექსტრადირება. ტოხოსაშვილს საქართველოს სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „საქართველოში არ დაფიქსირებულა კერები, სადაც მიმდინარეობდა ექსტრემისტული იდეოლოგიის აქტიური გავრცელება, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, გატარდა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები, რის შედეგადაც, ექსტრემისტული იდეოლოგიის პროპაგანდაში შემჩნეულმა უცხო ქვეყნის არაერთმა მოქალაქემ ქვეყანა დატოვა. ასევე, უკანასკნელი წლების მსგავსად, 2020 წელს არ გამოვლენილა სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეთა გამგზავრების არც ერთი ფაქტი“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.