ძებნის რეზულტატი:
კახი კავსაძე გარდაიცვალა
ლეგენდარული ქართველ მსახიობი კახი კავსაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს. „რუსთაველის ეროვნული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, გენიალური ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს“- წერია თეატრის ვებგვერდზე. კახი კავსაძერ ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. მსახიობს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.
ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინაციის ოფიცრები კარდაკარის პრინციპით მოქალაქეებს რეგისტრაციაში დაეხმარეიან
ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე წინასწარი რეგისტაციის პროცესში არსებულ გამოწვევების გასამკლავებლად, უწყება ვაქცინაციის ოფიცრებს გადაამზადებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, ვაქცინაციის ოფიცრები რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებას მოახდენენ და პორტალზე დარეგისტრირებაში დაეხმარებიან. "დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობას, რადგან გამოიკვეთა, რომ რეგისტრაციასთან მიმართებით მნიშვნელოვანი შეფერხებები არსებობს. ჩვენი მოქალაქეები არ არიან სათანადო უნარ-ჩვევებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილები, რათა მათ პლატფორმაზე რეგისტრაცია შეძლონ. აქედან გამომდინარე, ვამუშავებთ ახალ პროექტს, რომელიც ვაქცინაციის ოფიცრების გადამზადებას გულისხმობს. პროექტში ახალგაზრდები ჩაერთვებიან და ისინი კარდაკარის პრინციპით მოქალაქეების როგორც ინფორმირებას, ასევე ჩვენი მოქალაქეების რეგისტრაციას მოახდენენ“. - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
პარლამენტის წევრებმა კახი კავსაძის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს
"ყველას სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახსა და ახლობლებს“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ სხდომის მიმდინარეობისას. საქართველოს პარლამენტში, სადაც პლენარული სხდომა მიმდინარეობს, დეპუტატებმა ლეგენდარული ქართველ მსახიობის, კახი კავსაძის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. „საქართველოს საზოგადოების სიყვარულით გამაერთიანებელი, ბატონი კახი კავსაძე გარდაიცვალა. გთხოვთ, წუთიერი დუმილით, პატივი ვცეთ მას. ყველას სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახსა და ახლობლებს“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ჯეიმს აპატურაი: NATO და საქართველო იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ დარჩეს
„NATO ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული შემდგომი ნაბიჯების შესრულებას ინტერესით დააკვირდება; ალიანსი და საქართველო იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას შავ ზღვაში იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ დარჩეს; ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება განახლებულ ბიძგს მისცემს შიდა რეფორმებს და საქართველოს უფრო დააახლოებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებთან, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისთვის; NATO სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გადაადგილების გაკონტროლებას განაგრძობს“, - NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს: როგორ აფასებს NATO საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას, დადგა თუ არა გადამწყვეტი დრო საქართველოსთვის NATO-ში ინტეგრაციისთვის, როგორ აფასებს NATO უკრაინაში ბოლო პერიოდში დაძაბულ ვითარებას და რა სტრატეგია უნდა შემუშავდეს დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების განსამტკიცებლად? ჯეიმს აპატურაი ასევე აცხადებს: ახლა დროა, წინ ვიყუროთ. მჯერა, რომ შეთანხმება შესანიშნავ პოზიციაში აყენებს საქართველოს, რათა ყურადღება რიგ შეყოვნებულ რეფორმებზე გაამახვილოს. ეს ავტომატურად მნიშვნელოვანია NATO-ში წევრობისთვის მომზადების კონტექსტშიც. _როგორ აფასებს NATO საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას, თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდით, რომ თუ პარლამენტი სრულყოფილად ვერ მუშაობს, ეს ძალიან ნეგატიური სიგნალია ქვეყანაში დემოკრატიის სიძლიერეზე. როგორ ფიქრობთ, შეთანხმების მიღწევა და გარკვეულწილად პოლიტიკური კრიზისის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი ახლა რა სიგნალია ქვეყნისგან, რომელიც NATO-ში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება ნამდვილად კარგი ამბავია ყველა დაინტერესებული მხარისთვის. პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან მათ არჩეულ წარმომადგენლებს მუშაობის დაწყება შეეძლებათ, თავის მხრივ, მთავრობას შეეძლება, ფოკუსირდეს მიმდინარე გამოწვევებზე, როგორიცაა კოვიდკრიზისი და მისი ეკონომიკური გავლენა, ასევე - სასამართლო სისტემის რთულ, მაგრამ საჭირო რეფორმებზე. ეს ასევე კარგი ამბავია საქართველოში პოლიტიკოსებისთვის, რადგან შეთანხმება ითვალისწინებს რიგ მექანიზმებსა და გარანტიებს, რომლებიც საშუალებას მისცემს ყველა პოლიტიკოსს, ჩაერთონ დიალოგში არსებით საკითხებზე და ითანამშრომლონ კონსტრუქციულად. და ბოლოს, ეს ასევე კარგი ამბავია ყველა ჩვენგანისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ვისაც სურს, იხილოს საქართველოს წარმატება. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება განახლებულ ბიძგს მისცემს შიდა რეფორმებს და საქართველოს უფრო დააახლოებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებთან, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისთვის. ამრიგად, ძალიან ვაფასებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩის, კრისტიან დანიელსონის და აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ძალისხმევას, რაც აღნიშნული მიზნების შესრულების შესაძლებლობას ხელს შეუწყობს. ვიყურებით რა წინ, NATO შეთანხმებით გათვალისწინებული შემდგომი ნაბიჯების შესრულებას ინტერესით დააკვირდება. _თქვენი აზრით, რა გავლენა იქონია NATO-ში გაწევრიანებაზე მიმდინარე პროცესებმა და მხარეებს შორის საბოლოოდ მიღწეულმა შეთანხმებამ გარკვეულწილად საფრთხეები ამ ეტაპზე რამდენად აარიდა ქვეყანას. ვგულისხმობთ იმას, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ბოლო პერიოდში ხშირად ისმოდა მინიშნებები, რომ არსებული ვითარება უარყოფითად იმოქმედებს წევრობის პერსპექტივაზე. ამასთან, თქვენი შეფასებით, კრიზისის დასრულება NATO-ში ინტეგრაციის პროცესში შემდგომ პროგრესს რამდენად უხსნის გზას? უპირველეს ყოვლისა, NATO-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. მათ შემდეგ სამიტებზე კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. მეორე, NATO არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ინდივიდუალური თავისუფლება. მოქალაქეთა მიერ თავისუფალ და სამართლიან პირობებში გამართულად ფუნქციონირებადი პარლამენტი, ის საკითხია, რომელსაც ნებისმიერ დემოკრატიაში ცენტრალური ადგილი უკავია. მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეშფოთების საგანს წარმოადგენდა, თუმცა, ახლა დროა, წინ ვიყუროთ. მჯერა, რომ შეთანხმება შესანიშნავ პოზიციაში აყენებს საქართველოს, რათა ყურადღება რიგ შეყოვნებულ რეფორმებზე გაამახვილოს. ეს ავტომატურად მნიშვნელოვანია NATO-ში წევრობისთვის მომზადების კონტექსტშიც. ნებისმიერ შემთხვევაში განვაგრძობთ საქართველოს პრაქტიკულ დახმარებას, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საშუალებით, რომელიც ახლახან განახლდა. აღნიშნული პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შესაძლებლობების განვითარებას და საბოლოოდ, საქართველოს NATO-ში წევრობისთვის მომზადებას ისახავს მიზნად. _ ცნობილია NATO-ს პოზიცია, რომ ალიანსი არ შეეგუება იმას, რაც საფრთხეს უქმნის და ემუქრება მისი პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არის თუ არა დრო უფრო ქმედითი ნაბიჯების, რაც შეიძლება, გულისხმობდეს NATO-ს გაფართოებას, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა კრიზისის დროს სარგებლობს რუსეთი და ამაზე ბოლო პერიოდში ბევრ განცხადებას ვისმენთ? რაც შეეხება NATO-ს მომავალ გაფართოებას, ამაზე ვისაუბრე წინა კითხვაზე პასუხის დროს. ამასთან, ნება მომეცით, ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მოკავშირეებმა აშკარად და მტკიცედ დააფიქსირეს, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება; მან უნდა გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ამ რეგიონებიდან. ჩვენ ვგმობთ ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებს. NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ სათანადოდ გავითვალისწინეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს რუსეთის პასუხისმგებლობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე და ამ ადგილებში რუსეთის დე ფაქტო კონტროლზე. გარდა ამისა, NATO-მ გადადგა რიგი ნაბიჯები, რათა დაეხმაროს ჩვენს პარტნიორებს შესაძლებლობების გაძლიერებაში, მათ შორის საქართველოში. კოვიდკრიზისის მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი; გავაძლიერეთ თანამშრომლობა თავდაცვის სექტორის მენეჯმენტისა და თავდაცვის რეფორმების მიმართულებით, NATO-საქართველოს არსებითი განახლებული პაკეტის საშუალებით. ეს მოიცავს ინიციატივებს, რომლებიც საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და კიბერსივრცეს ეხება. მისი მიზანია, კიდევ უფრო გაზარდოს ურთიერთქმედება საქართველოსა და NATO-ს სტრუქტურების სხვადასხვა ნაწილში, გააძლიეროს პაკეტის საზღვაო კომპონენტი, უფრო მეტი ყურადღება გაამახვილოს შესაძლებლობებისა და სხვადასხვა ქართულ ერთეულს შორის კოორდინაციის გაძლიერებაზე. ეს პრაქტიკული ნაბიჯები აჩვენებს, რომ NATO საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერია. _შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი მნიშვნელოვანია NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის. როგორ შეაფასებდით უკრაინაში ბოლო პერიოდში დაძაბულ ვითარებას და რა სტრატეგია უნდა შემუშავდეს დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების განსამტკიცებლად? რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და არალეგიტიმური ანექსიის შემდეგ, NATO-მ თავისი ყოფნა შავ ზღვაში გაზარდა. NATO-ს გემები რეგულარულად პატრულირებენ და ატარებენ წვრთნებს შავ ზღვაში. რამდენიმე მოკავშირე ახორციელებს საჰაერო კონტროლს. კრაიოვში გვყავს მრავალეროვანი ბრიგადა, რომელსაც რუმინეთი უძღვება. NATO-ს სამი წევრი ქვეყანა - ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი არიან სანაპირო ქვეყნები, საკუთარი ძალებით შავი ზღვის რეგიონში. ამავდროულად, საქართველოსთან საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას ვაძლიერებთ, მათ შორის საქართველოს სანაპირო დაცვის ტრენინგით. NATO და საქართველო ასევე იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას შავ ზღვაში იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ რჩება, NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე NATO-ს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის საკითხი. ეს საკითხი NATO-უკრაინის კომისიის სხდომაზე ასევე განვიხილეთ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთმა ჯარი (ათიათასობით, საბრძოლო მზადყოფნაში) და სამხედრო ტექნიკა გადაიტანა უკრაინის საზღვრებთან და სამხედრო მზადყოფნის შემოწმების შესახებ გამოაცხადა. მან გააძლიერა თავისი სამხედრო ყოფნა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულსა და შავი ზღვის რეგიონში. ეს სამხედრო აქტივობა ძალიან უჩვეულოა როგორც მასშტაბით, ასევე პერიოდით და რუსეთი თავის მიზნებში არ იყო გამჭვირვალე. ეს არის რუსეთის აგრესიული მოქმედებების მაგალითის კიდევ უფრო ფართო ნაწილი, რაც ძალიან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ სათანადოდ გავითვალისწინეთ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბოლოდროინდელი განცხადება რუსეთის მხრიდან დეესკალაციის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანი და დაგვიანებულია. NATO სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გადაადგილების გაკონტროლებას განვაგრძობთ. NATO უკრაინის გვერდით დგას და მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალა უკრაინის ტერიტორიიდან. ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინას უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორის ინსტიტუტების შესაძლებლობების განმტკიცებაში დავეხმარეთ. გავაუმჯობესეთ თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში მეტი სწავლებით და პორტში ვიზიტებით; ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ფართო რეფორმის დღის წესრიგს, რაც უკრაინას უფრო მდგრადს გახდის და ხელს შეუწყობს მის NATO-სთან დაახლოებას. გენერალური მდივანი სტოლტენბერგი ახლახან ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის, ჩავატარეთ NATO-უკრაინის კომისიის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან ერთად, სადაც განვიხილეთ უახლესი მოვლენები. NATO-ს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი რჩება. _ჩვენ ვიცით, რომ NATO, ეს არ არის სამხედრო ალიანსი ვინმეს წინააღმდეგ, ესაა ფასეულობებსა და ღირებულებებზე დამოკიდებული და შექმნილი ერთიანობა. თუმცა ისიც ვიცით, რომ ლოზუნგი - „რუსეთი არ გავაღიზიანოთ“ არ არის ვალიდური და ამგვარ კომპრომისებს იმედგაცრუება მოაქვს. თქვენი აზრით, საერთო ფასეულობითი ერთიანობა, კონსოლიდირება და დემოკრატიული პრინციპების ერთგულება იქნებოდა თუ არა სწორედაც მშვიდობიანი, მაგრამ ხისტი პასუხი რუსეთისთვის? საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ NATO-ს მოკავშირეებს, რომლებიც იზიარებენ პრინციპებსა და ღირებულებებს, საუკეთესოდ იმუშაონ საფრთხეებისა და გამოწვევების ფართო სპექტრის პირისპირ, ეჭვგარეშეა, რომ 14 ივნისს დაგეგმილი სამიტის წინ განხილვების დროს, უმთავრესი იქნება. ნება მომეცით დავამატო, რომ ამ გამოწვევათა ნაწილის სათავე პრეზიდენტ პუტინის აგრესიული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაა, როგორიც არის მაგალითად უკრაინის საზღვართან მიმდინარე მოვლენები, მაგრამ სხვა გამოწვევები სათავეს სხვაგან იღებს. პასუხის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა ვეძიოთ მაღალი დონის სოლიდარობის და საერთო გადაჭრის დამყარებაში ჩვენს შორის - ანუ მოკავშირეებში, და ასევე პარტნიორებთან, როგორიც არიან საქართველო და სხვა თანამოაზრე ქვეყნები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს
86 მომხრე, 6 მოწინააღმდეგე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 96-მა დეპუტატმა გაიარა. ცნობისთვის, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 აპრილს დატოვა, რის შემდეგაც "ქართულმა ოცნებამ" ამ თანამდებობაზე კახა კუჭავა წარადგინა.
კახა კუჭავა: იმისათვის რომ გავაერთიანოთ საქართველო, ჩვენ ჯერ უნდა გავერთიანდეთ პარლამენტში
"მტკიცედ მჯერა, იმისათვის რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს და გავაერთიანოთ საქართველო, ჩვენ ჯერ უნდა გავერთიანდეთ აქ, პარლამენტში. ეს სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს საერთო მომავალს", - განაცხადა კახა კუჭავამ პლენარულ სხდომაზე. "საქართველოს მომავალი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა, რაც უკვე ძალიან ახლოსაა, - 2024 წელს განაცხადის გაკეთებისთვის ვემზადებით. ასეთი დაახლოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, რომელიც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დამთავრდება ღირსეული წევრობით, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების, კეთილდღეობისა და მშვიდობის მთავარი გარანტიაა, ეს არის ქართველი ხალხის ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომელიც უპირობო და შეუქცევადია. ჩვენ ერთად უნდა გავამყაროთ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა, რომ საქართველო ყოველთვის იქნება არჩეული კურსის ერთგული და მუდამ იქნება დასავლეთისთვის სტაბილური დასაყრდენი რეგიონში. ეს ის საქმეა, რომელსაც ერთად უნდა შევეჭიდოთ და ერთად დავდოთ სასურველი შედეგი", - განაცხადა კახა კუჭავამ.
პრემიერი: კახი კავსაძის დაუვიწყარი როლები საყოველთაო აღიარებას იმსახურებს, ქართველმა ხალხმა ის უდიდესი სიყვარულით დააჯილდოვა
ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა დაგვტოვა. გარდაიცვალა ნამდვილი სახალხო არტისტი, ყველა თაობის ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებულად საყვარელი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მსახიობი კახი კავსაძე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მთავრობის მეთაური მწუხარებას გამოთქვამს კახი კავსაძის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს და მთელ ქართულ საზოგადოებას. "ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა დაგვტოვა. გარდაიცვალა ნამდვილი სახალხო არტისტი, ყველა თაობის ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებულად საყვარელი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მსახიობი კახი კავსაძე. მისი დაუვიწყარი როლები საყოველთაო აღიარებას იმსახურებს ყველა თაობაში, სწორედ ამიტომაც ის ქართველმა ხალხმა ყველაზე დიდი ჯილდოთი - უდიდესი სიყვარულით დააჯილდოვა. ვუსამძიმრებ ამ დიდი ადამიანის და მსახიობის გარდაცვალებას მის ოჯახს, ახლობლებს, მთელ ქართულ საზოგადოებას", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
კახა კუჭავა: როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, რომ დაუყოვნებლივ განხორციელდეს 19 აპრილის შეთანხმება
"მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, რომ დაუყოვნებლივ განხორციელდეს 19 აპრილის შეთანხმება, პარლამენტში დაცული იყოს ძალთა ბალანსი, გადანაწილდეს კომიტეტები და, შესაბამისად, მოხდეს პასუხისმგებლობის გაზიარება მმართველ გუნდთან ერთად იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც დღეს ჩვენს ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება", - ამის შესახებ კახა კუჭავამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, იმისთვის რომ საზოგადოება იყოს უფრო ინფორმირებული, საჭიროა როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისე მედიასთან უფრო მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა. "იმისთვის, რომ ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი რაც შეიძლება სწრაფად აისახოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე - უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. უნდა გაიზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტის მიმართ და გახდეს მეტად ინტენსიური და ინკლუზიური. გაძლიერდება საზედამხედველო ფუნქციით შემუშავებული საპარლამენტო რეკომენდაციების აღსრულების მონიტორნგის მექანიზმები. ამავე დროს, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საჭიროა როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისე მედიასთან უფრო მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს უფრო მეტად ინფორმირებული და არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისა და მანიპულაციებისათვის. მნიშვნელოვანად გაიზრდება, კერძო სექტორის ჩართულობა საპარლამენტო საქმიანობაში“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 40 095-მა ადამიანმა გაიკეთა
27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 40 095-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 3622 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522",- ნათქვამია ინფორმაციაში.
CNN: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შესაძლოა, მაისში უკრაინას ეწვიოს
CNN-ის ინფორმაციით, თეთრი სახლი ემზადება ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისთვის და ევროპული სამიტის დეტალებს გადის. როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, შესაძლოა, მაისში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინას ეწვიოს და სწორედ აქედან გამომდინარე იწყებს თეთრი სახლი ლიდერების შეხვედრის სამზადისს. CNN-ის ინფორმაციით, კიევში ენტონი ბლინკენის ვიზიტმა უნდა ცხადყოს, რომ ვაშინგტონი მოსკოვის მიმართ ხისტ კურსზე უარს არ იტყვის. ის ფაქტი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია თავის მთავარ დიპლომატს უკრაინაში აგზავნის, ბაიდენი-პუტინის შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე, მკაფიო სიგნალია იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინას და მას, როგორც მოკავშირეს აფასებს. გამოცემა წერს, რომ ბლინკენის ვიზიტი უკრაინაში იქნება ბაიდენ-ზელენსკის პოტენციური შეხვედრის განხილვის შესაძლებლობაც. ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია სად გაიმართება პრეზიდენტების შეხვედრა, თუმცა რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოთქვა მზადყოფნა შეხვედრას უმასპინძლონ.
ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შესაძლოა, ივნისში გაიმართოს
აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შესაძლოა, ივნისში გაიმართოს. როგორც Financial Times-ი წერს, ლიდერების შეხვედრის სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით კომენტარი კრემლის წარმომადგენელმა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ვიდრე, პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება, CNN ავრცელებს ინფორმაციას, რომ მაისში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინას ეწვევა. ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია სად გაიმართება პრეზიდენტების შეხვედრა, თუმცა რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოთქვა მზადყოფნა შეხვედრას უმასპინძლოს. შეხვედრის შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა იქნება.
საქართველო იდალგოს ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი
საქართველო იდალგოს ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - FINI 2021-ის გახსნის საზეიმო ცერემონია 23 აპრილს გაიმართა. უწყების ცნობით, მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ფესტივალის პირველივე დღეს მოეწყო 2 გამოფენა - “ათასფერი საქართველო”, რომელიც იდალგოს დედაქალაქში ივნისის ბოლომდე გაგრძელდება და, ასევე - “ქართული ფოტოგრაფია - წარსული, აწმყო და მომავალი”. "ამავე დღეს, ფესტივალის ოფიციალურ ონლაინ პლატფორმის საშუალებით, გაიმართა ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის - ბადრი ვადაჭკორიას ვიდეო-კონფერენცია. 25 აპრილის პროგრამა წარმატებულ ქართველ კინემატოგრაფისტებს – ნინო კირთაძესა და დეა კულუმბეგაშვილს დაეთმო. ნინო კირთაძემ წაიკითხა ონლაინ ლექცია - “ზღვარი დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს შორის”, ხოლო დეა კულუმბეგაშვილმა ისაუბრა თემაზე - “ქართული კინო”. ფესტივალის პროგრამის და საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს შესახებ, ასევე ფესტივალის თემის - წყლის რესურსების პრობლემების თაობაზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორატის წარმომადგენელმა მარკო ანტონიო ალფარომ, საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თამარ გამილაღდიშვილმა და ფესტივალის სტუმრებმა. უკვე მოეწყო ფოტო-კონკურსში გამარჯვებული ხელოვანების გამოვლენა და დაჯილდოება, ხოლო დოკუმენტური ფილმების კონკურსზე, ჟიურის საპატიო წარმომადგენელია ნინო კირთაძე. ფესტივალი მექსიკაში უკვე მეათედ იმართება, მაგრამ პანდემიის გამო ღონისიძიებები ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება 30 აპრილს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთმა არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების სიაში საქართველოც შეიყვანა
რუსეთმა არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების სიაში საქართველოც შეიყვანა. "Россия 1-ის" პირდაპირ ეთერში, რუსი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების შეფასებით, პირველი ქვეყანა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს, ამერიკის შეერთებული შტატებია. რუსეთისთვის არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების სიაში შემდეგი ქვეყნები შედიან: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი. ამ სიას კი ახლა აშშ და ჩეხეთი დაემატა. 24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი "არამეგობრული ქვეყნების" დიპლომატიურ მისიებში და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს.
ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდა
France 24-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდა. როგორც გამოცემა წერს, სატელეფონო საუბრის დროს ემანუელ მაკრონმა შეშფოთება გამოხატა ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალექსეი ნავალნის ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს. საფრანგეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს უკრაინასთან დაძაბულობის შემცირების ვალდებულება.
უკრაინამ რუსეთის კონსული პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
მოსკოვიდან უკრაინელი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოდესაში რუსეთის კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა. მათივე ინფორმაციით, დიპლომატმა უკრაინის ტერიტორია 30 აპრილის დღის ბოლომდე უნდა დატოვოს. როგორც გამოცემა წერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "მწვავე პროტესტი გამოთქვა" რუსეთის დიპლომატიური სამსახურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვში უკრაინის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს. სამინისტრომ ასევე დასძინა, რომ ”ისინი მთლიანად გამორიცხავენ ბრალდებებს, რომ უკრაინელი დიპლომატი ეწევა დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას”.
ირაკლი ღარიბაშვილი: Pfizer-თან დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განვიხილეთ
ვაგრძელებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაქცინების მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, ვაქცინის დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორ ალბერტ ბურლასთან სატელეფონო საუბრისას Pfizer-ის დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განიხილა. „ვისაუბრეთ საქართველოში Pfizer-ის დამატებითი დოზების მიღების კუთხით ლოჯისტიკურ და ტექნიკურ მზადყოფნაზე, მათ შორის ულტრა ცივი ჯაჭვის სისტემის კუთხით, ასევე - ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზე. აღვნიშნე, რომ Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში მაღალი სანდოობით სარგებლობს. ყურადღება გავამახვილეთ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე, რომელიც წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად და ამისთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების დროულად მობილიზების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. მადლობას ვუხდი Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს თანამშრომლობისთვის და მჯერა, მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენი ქვეყანა Pfizer-ის დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიიღებს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ჰამილტონის კლასის ამერიკული კატარღა შავი ზღვისკენ მიემართება
აშშ-ის საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჰამილტონის კლასის ამერიკული კატარღა შავი ზღვისკენ მიემართება. როგორც ცნობილია, კატარღა რეგიონში NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან იმუშავებს. „ეგეოსის ზღვაში ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდ რუზველტთან მუშაობის დასრულების შემდეგ, ჰამილტონის კლასის აშშ-ის სანაპირო დაცვის საპატრულო კატერმა ჩრდილოეთის სრუტეების გავლით შავ ზღვაში გასასვლელად სვლა დაიწყო", - ნათქვამია Tweeter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
ერგენთში მორიგი შეხვედრა იმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში დღეს 99-ე შეხვედრა იმართება. დღის წესრიგით განსახილველ საკითხებს შორის, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი იქნება ბოლო დღეების განმავლობაში, ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გამყოფ ხაზთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. „მჯერა, რომ ერგნეთის შეხვედრები ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნების, დაძაბულობის შემცირებისა და მონაწილეთა შორის ნდობის აღდგენისთვის აუცილებელია“, - ამის შესახებ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა. „როგორც ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ერთ-ერთ თანათავმჯდომარეს, მჯერა, რომ ეს შეხვედრები აუცილებელია ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, დაძაბულობის შემცირებისთვის და მონაწილეთა შორის ნდობის აღდგენისთვის, ეს ფორმატი იძლევა პირდაპირი დისკუსიის შესაძლებლობას იმ ძალიან კონკრეტული საკითხების შესახებ, რომლებიც აწუხებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას - საკითხების როგორიცაა, კონკრეტული დაკავებების შემთხვევები ან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები. ფაქტობრივად, ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები ამჟამად არის ერთადერთი ფორმატი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივ საჭიროებებზე და მონაწილეები ხშირად საჯაროდ საუბრობენ ამ მექანიზმის მნიშვნელობაზე. ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების გასულმა შეხვედრებმა მაგალითისთვის, ხელი შეუწყო დაკავებული პირების გათავისუფლებას და ირიგაციის მსგავსი სხვა პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტას. მე მზად ვარ, განვაგრძო ეუთოსთან თანამშრომლობით მსგავსი დისკუსიების თანათავმჯდომარეობა და ნდობის აღდგენაში წვლილის შეტანა. ასევე ხაზი მინდა გავუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართულ ცხელ ხაზს, როგორც კიდევ ერთ ეფექტიან საშუალებას, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყენება ჰუმანური ქმედებების, ინცინდენტთა მართვის და ნდობის შექმნის უზრუნველსაყოფად. მაგალითისთვის, 2020 წელს, ცხელი ხაზი 2820-ზე მეტჯერ ამოქმედდა ძირითადად სამედიცინო მიზეზებით გადასვლების შემთხვევების განსახილველად, დაკავებების, სასოფლო სამეურნეო საკითხებთან და „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებული ინფორმაციის გასაცვლელად“, - აღნიშნა მარეკ შჩიგელმა.
აშშ-ს საელჩო: ვუსამძიმრებთ კახი კავსაძის ოჯახს, მეგობრებსა და ყველა ქართველს, ვინც მის დაკარგვას გლოვობს
საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს. „ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალებას ბევრი ქართველი ოჯახის წევრის დაკარგვასავით განიცდის. ბატონი კავსაძის შემოქმედებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უამრავ ადამიანზე და სანაცვლოდ მიღებული სიყვარულისა და პატივისცემის მოზღვავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი მემკვიდრეობა მარადიულია. აშშ-ის საელჩო გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს კახი კავსაძის ოჯახს, მეგობრებსა და ყველა ქართველს, ვინც მის დაკარგვას გლოვობს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ სამძიმარში.
ულამაზესი ფოტოები, რომლითაც საქართველო საერთაშორისო ფესტივალზე წარადგინეს - ბადრი ვადაჭკორიას ფოტოპროექტი
მექსიკაში, ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა წარდგენილი. ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - FINI 2021-ის გახსნის საზეიმო ცერემონია 23 აპრილს გაიმართა. საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ფესტივალის ფარგლებში, ვირტუალურად უკვე მოეწყო ბადრი ვადაჭკორიას ორი გამოფენა: „ათასფერი საქართველო“ და „წარსული, აწმყო და მომავალი“. სწორედ მან გახსნა ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი.