ძებნის რეზულტატი:
არჩილ და შოთა არველაძეებმა Sinopharm-ის ვაქცინა გაიკეთეს
არჩილ და შოთა არველაძეებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური Sinopharm-ის ვაქცინა გაიკეთეს. ძმებმა ვაქცინა თბილისის ინფექციური საავადმყოფოში გაიკეთეს.
2021 წლის 26 მაისს მთვარე სრულად დაბნელდება - ასტრონომიური მოვლენა, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდება
2021 წელი არის წელი, როდესაც ზევით უნდა აიხედოთ! უამრავი საოცარი ასტრონომიური მოვლენა მოხდება, თუმცა მთვარის მთლიანი დაბნელება მოხდება 26 მაისს. მთვარის სრული დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც დედამიწა სრულყოფილად შეესაბამება ხაზს მთვარესა და მზეს შორის, ის ქმნის ჩრდილს, რომელიც მთვარეს ანიჭებს მოწითალო-მონარინჯისფრო ელფერს (ამიტომ მთვარის მთლიანი დაბნელება სისხლის მთვარეებად მოიხსენიება). ეს ციური მოვლენა ხილული იქნება წყნარი ოკეანის მთელ ნაწილში და აღმოსავლეთ აზიის, იაპონიის, ავსტრალიის და დასავლეთ ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილებში, რომელიც სავარაუდოდ დაიწყება დღის 1:46 საათზე. მთვარე დედამიწის ჩრდილის ბნელ ნაწილში შევა დაახლოებით 2:45 საათზე და თუ გსურთ თვალი ადევნოთ მთვარის ზედაპირს, მთლიანად დაფარული დედამიწის დაჩრდილულ არეს, ამის შესაძლებლობა დღის 4:11-დან 4:26 საათამდე გექნებათ. დაბნელება მთლიანობას 15 წუთზე ნაკლებ დროში მიაღწევს, ასე რომ დარწმუნდით, რომ არ გამოტოვებთ მას, რადგან 2024 წლამდე უნდა დაელოდოთ, რომ ამჯერა დმზის სრული დაბნელება იხილოთ. იმ ქვეყნებს კი ვისაც საშუალება არ გვაქვს ეს საოცარი სანახაობა პირადად ვნახოთ, სხვადასხვა ასტრონომიურ პლატფორმაზე გვექნება შესაძლებლობა ონლაინ ვუყუროთ. მთვარე ზოგადად მოქმედებს ადამიანების გუნება-განწყობაზე და ასტროლოგებს თუ დავუჯერებთ 20-26 მაისამდე მოსახლეობაში აგრესია მოიმატებს და სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.
როგორ ხორციელდება კიბერთავდასხმა მილსადენზე
8 მაისს განხორციელებული კიბერთავდასხმის შემდეგ, აშშ-ის უდიდესი საწვავის მილსადენის მუშაობა შეფერხდა. მილსადენი საწვავს აღმოსავლეთის სანაპიროს დაახლოებით ნახევარს აწვდის, თუმცა კიბერთავდასხმის გამო მთელმა ქსელმა მუშაობა შეაჩერა. Colonial Pipeline-მა განაცხადა, რომ დაიქირავა კიბერუსაფრთხოების კომპანია, რომელიც თავდასხმის მასშტაბს გამოიძიებს. ახლა გამომძიებლები აშშ-ში ყველაზე მსხვილ მილსადენზე განხორციელებული დამანგრეველი კიბერშეტევის საქმეს იძიებენ. ეს ჰაკერული თავდასხმა ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე, ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ შეტევად განიხილება. როგორ გამოიყვანეს მწყობრიდან ჰაკერებმა მილსადენი, ამ თემაზე სტატია BBC-მ მოამზადა, რომელსაც Europetime გთავაზობთ. როგორ შეიძლება განხორციელდეს ჰაკერული შეტევა მილსადენზე? ბევრი ადამიანისთვის ნავთობის ინდუსტრია არის მილები, ტუმბოები და შავი სითხე. სინამდვილეში კი, Pipeline-ის თანამედროვე ოპერაციის ტიპი დიდწილად ციფრულია. წნევის სენსორები, თერმოსტატები, ვენტილები და ტუმბოები გამოიყენება დიზელის, ბენზინის და რეაქტიული საწვავის დინების, ბენზინისა და რეაქტიული საწვავის ნაკადის მონიტორინგისა და კონტროლისთვის ასობით მილსადენზე. მთელი ეს ოპერაციული ტექნოლოგია დაკავშირებულია ცენტრალურ სისტემასთან და როგორც კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები განმარტავენ, არსებობს კიბერშეტევის საშიშროება, უფრო კონკრეტულად, ყველა მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება თანამედროვე მილსადენის გასაშვებად, კომპიუტერით კონტროლდება. თუ ისინი დაკავშირებულია ორგანიზაციის შიდა ქსელთან და მასზე კიბერშეტევა განხორციელდება, მილსადენი დაუცველია მავნე შეტევებისგან. ჰაკერების შეჭრა „ოპერატიულ ტექნოლოგიაზე პირდაპირი შეტევები იშვიათია, რადგან ეს სისტემები, როგორც წესი, უკეთესად არის დაცული, ამბობენ ექსპერტები. ასე რომ, უფრო სავარაუდოა, რომ ჰაკერებმა კომპიუტერულ სისტემაში წვდომა მოიპოვეს ბიზნესის ადმინისტრაციული მხარის საშუალებით. სპეციალისტების განმარტებით, აქამდე განხორციელებული ყველა შეტევა ელექტრონული ფოსტებიდან იწყებოდა. „თანამშრომელმა შეიძლება მოტყუებით ჩამოტვირთა ზოგიერთი მავნე პროგრამა. ჩვენ ასევე ვნახეთ ჰაკერების ბოლოდროინდელი მაგალითები, რომლებიც იყენებენ მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფის სისუსტეებს ან კომპრომისს. ჰაკერები გამოიყენებენ ნებისმიერ შანსს, რომ ქსელში მოიკიდონ ფეხი“, - ამბობს ჯონ ნიკოლსი, კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი. სპეციალისტების ვარაუდით, პოტენციურად ჰაკერები შეიძლება მილსადენის ქსელში, რამდენიმე კვირით ან თვეობითაც კი ყოფილიყვნენ, ვიდრე დაიწყებდნენ შეტევას.
ირაკლი ღარიბაშვილი 12 მაისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12 მაისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილს სომხეთის რესპუბლიკის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რომლის შემდეგ გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება. "შეხვედრების დასრულების შემდეგ, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი მიმართვა პრესისადმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ერევანში მიემგზავრება ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
დევიდ კრამერი: ახლა, როცა ნიკა მელია თავისუფალია, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს
"ახლა, როცა ნიკა მელია თავისუფალია, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს", - ამის შესახებ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. "კარგია, რომ ნიკა მელია პატიმრობაში აღარ არის. სამწუხარო ისაა, რომ ევროკავშირის ნება გახდა საჭირო მისი გირაოს გადასახდელად. მიუხედავად ამისა, ახლა, როდესაც ის თავისუფალია, ენმ-მა უნდა დაიკავოს ადგილები პარლამენტში, ხოლო "ქართული ოცნება" მზად უნდა იყოს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მისცეს საქმე კონკრეტულ კომიტეტებში და უზრუნველყოს მათი საჭირო რეპრეზენტაცია", - ამბობს კრამერი. კრამერის თქმით, კრიზისი, რომელიც ახლა ქვეყანაშია, "ქართულმა ოცნებამ" შექმნა, თუმცა იმისთვის, რომ ეს პრობლემა დაიძლიოს, საჭიროა, უთანხმოებების წარსულში დატოვება და მომავალზე ორიენტირება. "დროა საქართველოში ეს კრიზისი, რომელიც თებერვალში, "ქართული ოცნების" მესვეურებმა შექმნეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე შტურმითა და მელიას დაკავებით, წარსულში დარჩეს. ამ ქმედებამ პოლიტიკური ჩიხი, პოლიტიკურ კრიზისად აქცია. საქართველოს არ შეუძლია კიდევ ერთი დღე მაინც დაკარგოს კრიზისში, ის დემოკრატიულ გზაზე უნდა დაბრუნდეს", - განაცხადა კრამერმა. გუშინ, სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამენიმე საათში, ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა.
ისრაელის საპასუხო ცეცხლს ღაზის სექტორში 23 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვია
ჰამასის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის ავიაიერიშს 23 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვია. დაშავდა 107 ადამიანი. ჰამასს ჯერ არ გამოუქვეყნებია მსხვერპლთა სრული სია, თუმცა ისრაელმა განაცხადა, რომ დაღუპულთაგან სულ მცირე 15 ადამიანი ტერორისტული დაჯგუფების წევრი იყო.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინით 45 წელს გადაცილებული მოქალაქეებიც აიცრებიან
„ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის პროცესში 45 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღემდე საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში იყო შესაძლებელი.
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
11 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 67 136 ადაიანი აცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 11 504 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522. გისურვებთ ჯანმრთელობას", - ნათქვამია ინფორმაციაში. გასულ 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 689 ადამიანი აიცრა.
ნიკა მელია: ძალთა გაერთიანების გარეშე წარუმატებლობა გარანტირებულია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელმაც საპატიმრო გუშინ დატოვა, პარტიის ოფისში მივიდა. ნიკა მელიას თქმით, პარტიის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით აუცილებელია კონსულტაციები, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღეც გაგრძელდეს. "პირველ რიგში გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული პარტია აგრძელებს კონკრეტული გეგმით მოქმედებას თუ ცვლის, ანუ საპარლამენტო ცხოვრებას იწყებს პარალელურად სხვა საქმიანობისა თუ არ იწყებს. ბუნებრივია მიხეილ სააკაშვილის როლი მნიშვნელოვანია, როგორც ყველა ადამიანის, მან თავისი პოზიცია დააფიქსირა, მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე," - განაცხადა ნიკა მელიამ. ნიკა მელიამ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. "ძალიან მჭიდრო კორდინაციისა და ძალთა გაერთიანების გარეშე წარუმატებლობა არის გარანტირებული, თბილისის მერობის საერთო კანდიდატის გარშემო კი არ უნდა იყოს ერთობა. ყველა წამყვანი პოზიციის დასახელება უნდა მოხდეს საზოგადოების წინაშე და მათ გარშემო უნდა მოხდეს გაერთიანება, ოპოზიცია კოალიციურად უნდა წარსდგეს თბილისში. კანდიდატებს შორის არასოდეს არ ყოფილა თანხმობა 2020 წელს გვქონდა შანსი ერთობის და ესეც ვერ განხორციელდა, ამას ხაზს ვუსვამ, სიმართლე ეს არის," - აღნიშნა ნიკა მელიამ.
Sinopharm-ის მეორე დოზაზე რეგისტრაციის თარიღი ცნობილია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, Sinopharm-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია ხვალ, 12 მასისის 20:00 საათიდან დაიწყება. "Sinopharm-ის მეორე დოზებით ვაქცინაცია მოსახლეობას 25 მაისის შემდეგ უწევს. ხვალ დღის ბოლოდან, 20:00 საათიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უკვე გახსნის რეგისტრაციის შესაძლებლობას სინოფარმის მეორე დოზებზე", - განაცხადა გაბუნიამ. სინოფარმით ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისს დაიწყო. 7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ Sinopharm ვაქცინის საგანგებო გამოყენების ნებართვა გასცა.
,,ლა სკალა" გაიხსნა
7 თვიანი პაუზის შემდეგ ცნობილი საოპერო თეატრი ლა სკალა საზოგადოებისთვის გაიხნა. როგორც Reuters-ი წერს, საოპერო თეატრს 500 ადამიანი ესტუმრა. გახსნის ცერემონიალზე ჯუზეპე ვერდის, რიჩარდ ვაგნერისა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების არიები შესრულდა. ”ეს არის არა მხოლოდ ლა სკალას გახსნა, არამედ ეს მთლიანად იტალიის გადატვირთვის სიმბოლოა”, - განაცხადა ლა სკალას სამხატვრო ხელმძღვანელმა. აღსანიშნავია, რომ იტალიამ გასული წლის ოქტომბერში პანდემიის გამო, დახურა თეატრები და საკონცერტო დარბაზები. როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, ცნობილი საოპერო თეატრი ამ თვეში წარადგენს თავის ახალ სეზონს. Reuters-ის ინფორმაციითვე, ლა სკალაში დაგეგმილი რამდენიმე კონცერტის ბილეთები უკვე სრულად გაყიდულია.
როდის დაიწყება საქართველოში Sinovac-ით ვაქცინაცია
მაღალი საჭიროებიდან გამომდინარე, იმუნიზაციის საბჭომ და ვაქცინაციის გაფართოებულმა საბჭომ მხარი დაუჭირეს Sinovac-ით ვაქცინაციის პროცესის დაწყებას მანამ, სანამ პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს, - ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განუცხადა. გაბუნიას თქმით, საბჭო მთავრობასთან ამ საკითხის განხილვის რეკომენდაციით შედის იმისთვის, რათა ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში Sinovac-ით გაფართოვდეს: "Sinovac-ის 100 000 დოზა ქვეყანამ მიიღო დონაციის სახით ჩინეთის მთავრობიდან. ჯერჯერობით Sinovac-ის გამოყენება არ ხდება, რადგან დათქმა, რა პირობითაც Sinovac-ი შემოვიდა, იყო მოლოდინი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის. ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის Sinovac-თან მიმართებაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან, თუმცა სტრატეგიული ექსპერტების ჯგუფის შუალედური ძალიან კარგი და დადებითი დასკვნაა Sinovac-ის შედეგების შესახებ, რომლის საფუძველზეც გამომდინარე იქედან, რომ საჭიროება მაღალია, იმუნიზაციის საბჭომ, ასევე ვაქცინაციის გაფართოებულმა საბჭომ ორივემ მხარი დაუჭირა მთავრობასთან ამ საკითხის განხილვას Sinovac-ის შედარებით ადრეული გამოყენების შესახებ, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია დასრულდება, ვფიქრობ, რომ ეს მოხდება თვის ბოლოსთვის", - განაცხადა გაბუნიამ.
სროლა რუსეთის ქალაქ ყაზანის სკოლაში, არიან დაღუპულები
რუსეთის ქალაქ ყაზანის სკოლაში სროლისას შვიდი ბავშვი და მასწავლებელი მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ოფიციალური პირების თქმით, 20-ზე მეტი ადამიანი დაჭრილია და მათ შორის ძირითადად ბავშვები არიან. დაკავებულია 19 წლის ეჭვმიტანილი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იარაღის კონტროლთან დაკავშირებული კანონპროექტი გადაიხედება.
ამერიკელ დიპლომატებზე სავარაუდო აკუსტიკური თავდასხმების უკან აშშ რუსეთის სამხედრო დაზვერვის კვალს ხედავს - მედია
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ აშშ-ის მთავრობის პერსონალზე თავდასხმების უკან, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევდა, სავარაუდოდ, რუსული სადაზვერვო სამსახურის (GRU)-ს წარმომადგენლები არიან. როგორც უცხოური მედია იტყობინება, ჯერჯერობით ამ ეჭვის ზუსტი დასაბუთება არ მოიპოვება, თუმცა სავარაუდო თავდასხმების თაობაზე ძიება გააქტიურდა, აშშ-ის ფედერალურმა სპეცსამსახურებმა ჯერ ვერ დაადგინეს ამერიკელთა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზები. Politico წერს, რომ „გრუ“ რუსეთის ერთადერთი სპეცსამსახურია, რომელსაც მოეპოვება ტექნოლოგია აკუსტიკური თავდასხმისთვის. აშშ-ის სპეცსამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა გამოცემას უთხრა, რომ ამგვარი ტექნოლოგიები შეიძლება, ჰქონდეთ ისრაელსა და ჩინეთს, მაგრამ ისინი არ მუშაობენ ყველგან, სადაც ინციდენტები დაფიქსირდა. წყაროების თანახმად, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, უცხოეთში თავდასხმები კავშირშია თუ არა აშშ-ის ტერიტორიაზე მომხდარ მსგავს შემთხვევებთან. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ბოლოდან მოყოლებული, ჰავანაში აშშ-ის დიპლომატები იტყობინებოდნენ მაღალი სიხშირის უცნაურ ბგერებზე, რის შემდეგაც მათ აღენიშნებოდათ თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, დაქანცულობა, თავბრუს ხვევა და კოორდინაციისა და სმენის დაკარგვა. 2017 წლის სექტემბერში აშშ-მა კუბის დედაქალაქიდან გაიხმო თავისი დიპლომატიური კორპუსის უდიდესი ნაწილი. აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუბის ხელისუფლებას დასდო თავდასხმებში ბრალი და ვაშინგტონიდან გააძევა კუბის 15 დიპლომატი. ჰავანა თავდასხმებთან რაიმე კავშირს უარყოფს . Politico ჯერ კიდევ აპრილში იტყობინებოდა, რომ პენტაგონი აშშ-ის ჯარებზე რუსეთის მხრიდან საეჭვო შეტევას იძიებდა. როგორც გამოცემა წერდა, თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურებიის წინააღმდეგ საიდუმლო იარაღის გამოყენების შესახებ კონგრესის კომიტეტს შეატყობინა.
იუსტიციის მინისტრის სპეციალურ მრჩევლად მინდია უგრეხელიძე დაინიშნა
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სპეციალურ მრჩევლად სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიცისს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეს მინდია უგრეხელიძისთვის პირველი თანამდებობაა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მინდია უგრეხელიძის განცხადებით, მინისტრის მრჩევლის რანგი მისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და მზად არის საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება სამინისტროს გუნდს გაუზიაროს. "მინდია უგრეხელიძე სხვადასხვა დროს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში პირველი ქართველი მოსამართლე, „იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა“ და „სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის“ წევრი და 2009 წლიდან ევროსაბჭოს სისტემაში მოქმედი თბილისის პოლიტიკური სკოლის ექსპერტი. მინდია უგრეხელიძეს ეკუთვნის ლექციათა კურსი სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, სამართლის პოლიტიკის, საერთაშორისო სისხლის სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის მოდელირების პრობლემებზე", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციში.
როგორია იტალიელის მდგომარეობა, რომელსაც შეცდომით Pfizer-ის 6 დოზა გაუკეთეს
23 წლის იტალიელი ქალი, რომელსაც შეცდომით Pfizer ვაქცინის 6 დოზა გაუკეთეს, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. Daily Maily წერს, რომ მან საავადმყოფო ორშაბათს დატოვა, თუმცა მედიკოსები მის მდგომარეობას დააკვირდებიან, გააკონტროლებენ და შემდეგ გადაწყვეტენ, საჭირო გახდება თუ არა მისი მეორე დოზით ვაქცინაცია. როგორც ექიმი მედისაშუალებასთან საუბრისას განმარტავს, 23 წლის ქალს არანაირი გვერდითი ეფექტი არ გამოუვლინდა, თუმცა იმის გამო, რომ ის შეშინებული იყო, მისი კლინიკაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. „პაციენტს არ ჰქონდა ცხელება და არ ჰქონდა არანაირი ტკივილი გარდა ინოკულაციის ადგილის ტკივილისა და არც რაიმე სხვა გამოვლინებისა. ის ცოტათი შეშინებული იყო, ამიტომ მისი აქ დარჩენა ვამჯობინეთ”, - განაცხადა ექიმმა. ცნობისთვის, იტალიაში, ტოსკანაში, 23 წლის ქალს, მედიკოსის შეცდომის გამო, Pfizer-ის ვაქცინის 6 დოზა გაუკეთეს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი: მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტში არჩეულ პარტიებს შორის პოლიტიკური დიალოგი განახლდა
"მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტში არჩეულ პარტიებს შორის პოლიტიკური დიალოგი განახლდა", - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, რობერტო მონტელა კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის სპიკერად არჩევას ულოცავს. „თქვენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მოწმობს თქვენს ფართო გამოცდილებაზე საკანონმდებლო და საკონსტიტუციო საკითხებში და ასევე, ადასტურებს იმ დიდ ნდობას, რომელიც თქვენს კოლეგებს ამ კრიტიკულ დროებაში თქვენს მიმართ აქვთ, რადგან თქვენი არჩევა ემთხვევა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების დაბრუნებას ევროკავშირის შუამავლობით მომზადებული შეთანხმების შესაბამისად. მივესალმები იმ ფაქტს, რომ პარლამენტში არჩეულ პარტიებს შორის პოლიტიკური დიალოგი განახლდა და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ლიდერობით, საქართველოს პარლამენტი ყველა დეპუტატის აქტიური და კონსტრუქციული ჩართულობით იმუშავებს. ამავდროულად, მსურს, ასამბლეის სახელით, გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენი აქტიური მუშაობისთვის, რომელიც ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელობის პერიოდში გასწიეთ. როგორც იცით, საქართველოს პარლამენტი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მისი დელეგაცია ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი აქტორები არიან და ასამბლეის მუშაობაში მათი წვლილი უკვე წლებია, განსაკუთრებულად ფასდება. მწამს, რომ ჩვენ მომავალშიც ვიხილავთ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის კონსტრუქციულ ჩართულობას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში და მოველი თქვენთან ნაყოფიერ თანამშრომლობას. ძვირფასო კახა, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი გულწრფელი მოლოცვა და გისურვოთ წარმატებები თქვენს ახალ, საპასუხისმგებლო საქმიანობაში“,- წერია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის მისალოც წერილში.
Sinopharm-ის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია ხვალ იწყება
12 მაისს, 20:00 საათიდან, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის გასაკეთებლად. დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა. სამედიცინო დაწესებულებას მოქალაქე სურვილისამებრ ირჩევს. რეგისტრაცია booking.moh.gov.ge-ზე ან 1522-ზე დარეკვით შეიძლება. ამ ვაქცინით აცრა 4 მაისიდან დაიწყო. რომელი ქვეყნები იყენებენ Sinopharm-ს და ვისთვის არის პრეპარატი ხელმისაწვდომი საქართველოში.
კოვიდუსაფრთხო კუნძული იტალიაში - კაპრი ტურისტების მისაღებად ემზადება
იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურისტული სეზონისთვის ცნობილი კუნძული კაპრის ყველა მცხოვრები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. CNN-ის ინფორმაციით, კუნძულზე, სადაც მაღალი კლასის სასტუმროები და ბრწყინვალე ხედებია ზღვაზე, ვაქცინაციის პროცესი წარმატებით სრულდება. როგორც გუბერნატორი აცხადებს, აცრის პროცესი მალე დასრულდება და კუნძული ,,კოვიდისგან თავისუფალი" იქნება. ”ჩვენ ვემზადებით მილიონობით ტურისტის მისაღებად”, - განაცხადა გუბერნატორმა. მისივე თქმით, დასაკარგი დრო აღარ არის, სასტუმროს სექტორმა თავისი გადაწყვეტილებები მაისამდე უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ ტურისტულ სეზონი დაიკარგება. კაპრის მერმა CNN– ს განუცხადა, რომ 15 000 მცხოვრებიდან 80% –მა მიიღო ვაქცინის პირველი დოზა. ”ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი, რომელსაც ჩვენ მთელ მსოფლიოს ვუგზავნით - თქვენ შეგიძლიათ აქ უსაფრთხოდ ჩამოსვლა”, - თქვა მან. აღსანიშნავია, რომ კაპრი ერთადერთი კუნძული არ არის, რომელმაც საზაფხულო სეზონის წინ ვაქცინაციის კამპანია გააძლიერა. მისმა მეზობელმა ნეაპოლის ყურეში, პროსიდამ, რომელიც 2022 წლისთვის იტალიის კულტურის დედაქალაქი იქნება, ვაქცინაციის კამპანია დაასრულა. ტურისტული სეზონის გაძლიერების კუთხით, G20-ის ქვეყნების შეხვედრაზე, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ უცხოელ ტურისტებს მოუწოდა რომ ზაფხულის არდადეგები იტალიაში გაატარონ და დაისვენონ. მისივე თქმით, მოგზაურობის მსურველებს მაისიდან, როდესაც იტალიას საკუთარი ,,მწვანე პასპორტი" ექნება, შეეძლებათ ქვეყანაში მოგზაურობა. „ევროკავშირი ვაქცინაციის სერთიფიკატს ივნისის შუა რიცხვებში შემოიღებს, ნუ დაველოდებით ივნისს. იტალიას მაისის შუა რიცხვებში საკუთარი „მწვანე პასპორტი“ მზად ექნება. დრო მოვიდა, თქვენი არდადაგები იტალიაში დაგეგმოთ“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
კელი დეგნანმა საარჩევნო რეფორმის საკითხი კახა კუჭავასთან განიხილა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე პარლამენტის ახალი თავმჯდომარის გეგმებზე ისაუბრეს და აშშ-ის ელჩმა კახა კუჭავას სრული მხარდაჭერა აღუთქვა. პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კელი დეგნანი იზიარებს და მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის მზაობას, მოისმინოს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელის პოზიცია და მაქსიმალურად ითანამშრომლოს მათთან. როგორც ელჩმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით მზად არის, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საარჩევნო რეფორმის მიმდინარეობას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს 2021 წლის თვითმმართველობისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს განაცხადზე, რომელსაც საქართველო ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს გააკეთებს. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ელჩს გამოხატული მხარდაჭერისთვის და იმ ურყევი, მტკიცე თანადგომისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მიმართ ყოველთვის იჩენს.