ძებნის რეზულტატი:

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ინიციატივით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ინიციატივით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ალიანსის დამფუძნებელი და წევრი ორგანიზაციები, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები. USAID ეკონომიკური მმართველობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამების ხელმძღვანელები. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ტურიზმის ალიანსის მიერ სამუშაო წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შეჯამება და დაინტერესებული მხარეებისთვის სამოქმედო გეგმის წარდგენა. ღონისძიების პირველი ნაწილი ალიანსის მიერ 1-წლიანი საქმიანობის შეჯამებასა და შეაფასებას დაეთმო, კოვიდის დაძლევის მექანიზმები, ტურიზმის საკანონმდებლო ჩარჩოში ცვლილებებისა და ახალი კანონის შექმნის პერსპექტივებზე გაკეთდა მთავარი ფოკუსი. დამფუძნებლებმა წარმოადგინეს ის ღირებულებები რის გარშემოც ალიანსი გაერთიანდა.მეორე ნახევარში ალიანსის სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიული მიმართულებებზე გაკეთდა აქცენტი. საკანონმდებლო რეფორმა, სფეროს ადვოკატირება, ახალი პროდუქტებისა და სერვისების შექმნის ინიციატივები, საჯარო და კერძო სექტორების დიალოგის პლატფორმების მნიშვნელობა, ასოციაციებისა და ბიზნესის გაძლიერების მექანიზმები. კონკრეტული ნაბიჯები და რაც მთავარია ინდუსტრიის საერთო ხმის მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში. “ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება, ძლიერი კერძო სექტორის მაღალ პასუხისმგებლობაზე გადის, მრავალფეროვანი კერძო სექტორი თამაშის საერთო წესებზე როცა თანხმდება უფრო მარტივია სამთავრობო დონეზე ინდუსტრიის ხმის მიწვდენა და მდგრად განვითარებაზე ვექტორის სწორება” -განაცხადა ალიანსის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ეკოტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნატალია ბახტაძემ. “იცვლება პოლიტიკური მოცემულობა, სფეროს კი სწრაფი აღდგენა და მდგრადი განვითარება ესაჭიროება. მრავალფეროვანი ასოციაციების გაერთიანებით საერთო ღირებულებებზე დამყარებული ალიანსი, პანდემიის გამოწვევებს უფრო ეფექტურად დაძლევს” - აღნიშნა ლევან ქოქიაშვილმა, გასტრონომიული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალიანსის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა. . “ საჯარო-კერძო სექტორების დიალოგი ქმედითი უნდა იყოს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, კონკურენცია არა სექტორის შიგნით, არამედ სხვა ქვეყნებთან უნდა გვქონდეს. დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა და ფინანსური რესურსები გონივრულად უნდა გამოიყენოს სექტორმა, უნდა შექმნას მდრადი ბიზნესი, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს მომავალში არსებობას და სამუშაო ადგილების შექმნას”- განაცხადა ალიანსის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ასოციაცია “ავიაკომუნიკატორის” პრეზიდენტმა, თამუნა თანდაშვილმა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრა ამერიკის ელჩ კელი დეგნანთან. ცნობისთვის, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი შეიქმნა 2020 წლის 25 აპრილს. ალიანსი აერთიანებს ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედ 13 ასოციაციასა და 19 ორგანიზაციას. ალიანსი მიზნად ისახავს ინტერსექტორალური თანამშრომლობის გზით საქართველოს ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, ტურიზმის კერძო სექტორის დემოკრატიული პლატფორმის შექმნას ცვლილებებისა და რეფორმების განსახორციელებლად, ინდუსტრიის გაძლიერებას კერძო, საჯარო და დონორი ორგანიზაციების პარტნიორობით. ღონისძიება მხარდაჭერილია USAID ეკონომიკური მმართველობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამების მიერ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინის, მოლდოვისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინის, მოლდოვასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით 19 ივლისს ბათუმს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევიან, სადაც ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება. „შეხვედრას შეუერთდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ასოცირებული ქვეყნების ლიდერები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ერთობლივი შეხვედრის შემდეგ პრესისათვის განცხადებებს გააკეთებენ. ლიდერთა შეხვედრა გაიმართება, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ,,საქართველოს ევროპული გზის” ფარგლებში”, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. შარლ მიშელი 19 ივლისს სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ეწვევიან შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა

სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები ევროპული საბჭოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების შეხვედრას ბათუმში

ევროპული საბჭოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების 19 ივლისს საქართველოში ვიზიტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე გამოეხმაურა. „მოხარული ვარ, მივესალმო ევროპული საბჭოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების შეხვედრას ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინის, მოლდოვისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. შარლ მიშელი 19 ივლისს სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ეწვევიან შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა

ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში 18 წლის ოლივერ დაემენი გაემგზავრება

18 წლის ოლივერ დაემენი გახდება ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც 20 ივლისს კოსმოსში, Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსთან ერთად გაფრინდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაემენი შეცვლის ადამიანს, რომელმაც კოსმოსში გასამგზავრებლად, ადამიანების შესარჩევად გამოცხადებულ აუქციონზე, $28 მილიონის გადახდაზე თანხმობის შემდეგ გაიმარჯვა. თუმცა, ბოლო მომენტში ორბიტალურ ტურზე "გრაფიკში არსებული კონფლიქტის" გამო უარი თქვა. გავრცელებული ინფორმაციით, კოსმოსში გასამგზავრებლად, ოლივერის მამა ემზადებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა, გადაწყვიტა, ამის შანსი მიეცა შვილისთვის, რომელიც ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტია. ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაემგზავრება ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში სამოგზაურო ბილეთი აუქციონზე 28 მილიონ დოლარად გაიყიდა

ირაკლი ღარიბაშვილი: ბელგიის მიერ  20 ივლისის გლოვის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველო გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს

ბელგიის მიერ 20 ივლისის გლოვის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. „ღრმად ვარ დამწუხრებული დასავლეთ ევროპაში კატასტროფული წყალდიდობით გამოწვეული ტრაგიკული მოვლენებითა და ადამიანთა განსაცდელით. ბელგიის მიერ 20 ივლისის გლოვის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველო გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი. ბელგიაში 20 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადდა

ევროპის ცენტრალური ბანკი ციფრული ევროს დანერგვის საკითხს განიხილავს

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მმართველმა საბჭომ გამოაცხადა, რომ იწყებს საპილოტე პროექტს, რომელიც შეისწავლის ევროს ციფრული ვერსიის დანერგვის სარგებელს და რისკებს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ”ჩვენი საქმიანობა მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ ციფრულ ეპოქაში მოქალაქეებსა და ფირმებს ჰქონდეთ ფულის ყველაზე უსაფრთხო ფორმა”, - განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა. როგორც გამოცემა წერს, 19 ქვეყნის მიერ გამოყენებული ვალუტის ციფრულმა ფორმამ, რომელიც ევროზონაში არის ცნობილი, შეიძლება უზრუნველყოს მესამე მხარის გადახდის სერვისებისა და კრიპტოვალუტის ალტერნატივა, როგორიცაა ბიტკოინი. კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესი ბოლო წლების განმავლობაში აფეთქდა. მაგრამ ცენტრალური ბანკერები შიშობენ, რომ უცხოური ან არარეგულირებული ვალუტების ფართო გამოყენებამ შეიძლება ეკონომიკის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი სავარაუდოდ გაგრძელდება ორი წელი. ამ პერიოდის განმავლობაში, ECB მიზნად ისახავს ციფრული ვალუტის შესაძლო დიზაინის იდენტიფიცირებას, ასევე პოტენციურ გავლენას ევროპის ეკონომიკაზე. გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა შეაქო ეს გადაწყვეტილება და თქვა, რომ ციფრული ევრო "რეალურია" და "უზარმაზარ შესაძლებლობებს" გვთავაზობს. ცალკე, გერმანიისა და საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება ასევე მიესალმა ტესტის ფაზას. ECB ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ციფრული ევრო არ შეცვლის ფიზიკურ ევროს. უფრო მეტიც, იგი გამოყენება მასთან ერთად, როგორც ონლაინ გადახდის დამატებითი ფორმა, რაც უზრუნველყოფს უფრო სწრაფ ციფრულ ტრანსაქციებს.

შარლ მიშელი სომხეთში ჩავიდა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მიშელი შეხვდება პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს, რის შემდეგაც ფაშინიანი და მიშელი გააკეთებენ განცხადებებს, სადაც შეაჯამებენ მოლაპარაკებებს მასმედიის წარმომადგენლებისთვის. ევროსაბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს და ეწვევა სომეხთა გენოციდის მემორიალურ კომპლექსს. 18 ივლისს შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს ბათუმის კონფერენციაში.

ივანე ჩხაიძე: საქართველოში გამოყენებული ოთხივე ვაქცინა ინდური შტამის საწინააღმდეგოდაც მოქმედებს

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, დღეისათვის საქართველოში გამოყენებული ოთხივე ვაქცინა კორონავირუსის "დელტა" ვარიანტის საწინააღმდეგოდაც მოქმედებს. ამის შესახებ მან "პირველი არხის" გადაცემაში "დღის თემა" განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში გამოყენებული ოთხივე ვაქცინა ინდური შტამის გარდა, ასევე ეფექტურია სხვადასხვა ვარიანტის წინააღმდეგ. "დღეისათვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზებულია ექვსი ვაქცინა. აქედან ოთხი არის საქართველოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ოთხივე ვაქცინა არის ეფექტური კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტის წინააღმდეგ, მათ შორის როგორც ბრიტანული, ისე ინდური ვარიანტის წინააღმდეგ. მკაფიოდ გვინდა დავაფიქსიროთ აზრი, რომ დღეისათვის საქართველოში გამოყენებული ოთხივე ვაქცინა მოქმედებს დელტა ვარიანტის საწინააღმდეგოდაც", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალი წარუდგინეს

6-საათიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალი წარუდგინეს. ერიკ დიუპონ-მორეტის სასამართლო ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ ანგარიშსწორებას ედავებიან, რომლებთანაც მას ინტერესთა კონფლიქიტი, უთანხმოება ჰქონდა. მინისტრი ბრალდებას უარყოფს. დიუპონ-მორეტის ადვოკატები ბრალდების გაბათილებისთვის შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ ის მთავრობაში დარჩება გამოძიების მიუხედავად. დიუპონდ-მორეტი, სახელგანთქმული იურისტი, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მინისტრის თანამდებობაზე ერთი წლის წინ დაასახელა.

გაზრდილი ნაკადის გამო, თბილისსა და ბათუმს შორის მატარებლის დამატებითი რეისი დაინიშნა

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა, 18 ივლისს, ბათუმის მიმართულებით, დამატებით რეისს ნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბილეთები უკვე იყიდება. მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ ბმულზე.

კუნძულ სარდინიაზე ერთ-ერთი სახლის სახურავს კოკაინით სავსე ჩანთა დაეცა

კუნძულ სარდინიაზე ერთ-ერთი სახლის სახურავს კოკაინით სავსე ჩანთა დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სახლის მფლობელებმა ხმაური გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ სახლის სახურავზე შავი ჩემოდანი ნახა, რომელშიც 8,5 კგ სუფთა კოკაინი იყო და რომლის ღირებულებაც 9 მილიონ ევროს აღემატება. "სარდინიაში კოკაინი წვიმს", - იტყობინება იტალიური პრესა. ვარაუდობენ, რომ ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკი იყო, მცირე ზომის თვითმფრინავიდან ნარკოდაჯგუფებების წევრებისთვის უნდა გადაეგდოთ, თუმცა ტვირთი ადგილობრივი მცხოვრების სახლის სახურავს დაეცა. პოლიციის თქმით, ჩემოდანის ჩამოგდებამდე რამდენიმე წუთით ადრე, თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა, რადგან ის საკმაოდ დაბლა დაფრინავდა. "თვითმფრინავის ბორტზე განთავსებული GPS-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ ამ 20 წუთის განმავლობაში თვითმფრინავმა რამდენიმე წრე შეასრულა იმ ადგილის ზემოთ, სადაც ჩემოდანი ვნახეთ”, - თქვა პოლიციამ. შემთხვევა სარდინიის ქალაქ ბარატილი სან პიეტროში 2021 წლის მარტში მოხდა. ოთხთვიანი გამოძიების შემდეგ პოლიციამ თვითმფრინავის პილოტი დააკავა. სამართალდამცველები ნარკოდაჯგუფების წევრებს ეძებენ, რომლებისთვისაც კონტრაბანდული ტვირთი იყო განკუთვნილი.

აჭარელი ნოტარიუსების ოფისი ბათუმის იუსტიციის სახლში განთავსდება

ნოტარიუსტა პალატის აჭარის წარმომადგენლობას დღეიდან ახალი მისამართი აქვს. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინიციატივით, ისინი ბათუმის იუსტიციის სახლის მე-16 სართულზე განთავსდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ნოტარიუსთა პალატის აჭარის ოფისი ბათუმის იუსტიციის სახლში ფუნქციონირებას უკვე დღეიდან შეუდგება. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სამუშაო ვიზიტით ქუთაისში, ოზურგეთსა და აჭარაში იმყოფებოდა . მან დასავლეთ საქართველოში სტუმრობა ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან შეხვედრით დაასრულა. "რეგიონებში მინისტრის სამუშაო შეხვედრების მიზანი იუსტიციის სისტემის გამოწვევების იდენტიფიცირება და მათზე დროული და ეფექტიანი რეაგირებაა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯო ბაიდენმა და ანგელა მერკელმა ვაშინგტონის დეკლარაციას მოაწერეს ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ხელი მოაწერეს ვაშინგტონის დეკლარაციას ორმხრივი თანამშრომლობისა და სტრატეგიული პრინციპების შესახებ. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. თეთრი სახლის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი აცხადებენ, რომ მთელ მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის დამყარების მიზნით მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობისთვის მზად არიან. "ჩვენი ურთიერთობის საფუძველია დემოკრატიული პრინციპების, ღირებულებებისა და ინსტიტუტების ერთგულების ერთობლივი ვალდებულება. ერთად, ჩვენ დავიცავთ კანონის უზენაესობას, ხელს შევუწყობთ გამჭვირვალობას და ეფექტურ მმართველობას და ხელს შევუწყობთ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას. ჩვენ დავიცავთ ყველა პიროვნების უფლებებსა და ღირსებას და შევეწინააღმდეგებით უსამართლობასა და უთანასწორობას, სადაც არ უნდა მოხდეს", - აღნიშნულია დოკუმენტში. როგორც დოკუმენტში წერია, ქვეყნების ლიდერები იღებენ ვალდებულებას, "დაიცვან ღია სამყარო". "გერმანიის გაერთიანებიდან სამ ათეულ წელზე მეტი ხნის შემდეგ. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას დაუღალავად ევროპისთვის, რომელიც არის ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი. NATO დარჩება ამ ძალისხმევის ქვაკუთხედი. ჩვენ ჩვენს თავზე ღია სამყაროს თავდაცვას ვიღებთ. მთელ მსოფლიოში, ყველა ერმა თავისუფლად უნდა განსაზღვროს თავისი პოლიტიკური მომავალი, საზღვარგარეთიდან ჩარევის, საგარეო ძალების იძულების ან ბატონობის გარეშე. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს ალიანსებსა და პარტნიორულ ურთიერთობებზე დამყარების აუცილებლობას, რათა გადავწყვიტოთ მომავალი გამოწვევები, მათ შორის კიბერსაფრთხეები, ენერგეტიკული უსაფრთხოება, დეზინფორმაცია, კორუფცია, დემოკრატიული დათმობები და არჩევნებში ჩარევა. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ განვითარებადი ტექნოლოგიების მარეგულირებელი წესები, ნორმები და სტანდარტები მიმართული იყოს თავისუფლებისკენ და არა რეპრესიებისკენ. რადგან ტექნოლოგია აყალიბებს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას, ჩვენს ეროვნულ ეკონომიკას და ჩვენს გეოპოლიტიკურ გარემოს, ეს უნდა ასახავდეს ჩვენს ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს... სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან მოქალაქეების უფლებები და ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ სათვალთვალო ტექნოლოგიების გამოყენებას და გავრცელებას, ადამიანების უფლებების არასათანადოდ შეზღუდვის მიზნით. ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიყოთ ერთად გამოწვევების გლობალური გადაწყვეტის შემუშავების პროცესში. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ გადაუდებელი ზომები კლიმატის კრიზისის მოსაგვარებლად, კერძოდ, კლიმატისა და ენერგეტიკული პარტნიორობის დაწყების გზით. , - აღნიშნულია დოკუმენტში. ჯო ბაიდენი ანგელა მერკელზე: ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩვენი მეგობრობის გაგრძელებაა ჯო ბაიდენი: აშშ და გერმანია ერთად აღუდგებიან წინ რუსეთის აგრესიას

რეინჯერებმა სამხედრო სპეციალისტის პროგრამა დაასრულეს

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის მსმენელებმა სამხედრო სპეციალისტის პროგრამა დაასრულეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლების დასკვნით ეტაპზე რეინჯერებმა AN-2 ტიპის საფრენი აპარატიდან სტატიკური პარაშუტის ხტომა ტვირთითა და იარაღით განახორციელეს. „საპარაშუტო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა რეინჯერების ხტომა დადებითად შეაფასეს. 3 კვირის განმავლობაში ნატოს სტანდარტის სამხედრო სპეციალისტის პროგრამას სპეციალური ოპერაციების ძალების 30 რეინჯერი ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში გადიოდა. პროგრამა თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგებოდა, რომელიც მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომასა და ჰაერში მოქმედების წესების შესწავლას მოიცავდა. მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლა 2000 წლიდან ფუნქციონირებს. საპარაშუტო მომზადების სკოლა პირადი შემადგენლობისთვის ექვსი სახეობის საპარაშუტო კურსს ატარებს. სკოლა მუდმივად თანამშრომლობს ნატოს წევრი ქვეყნების ანალოგიურ დაწესებულებებთან, მათ შორის აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და ესტონეთის საპარაშუტო მომზადების სკოლებთან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 808 ადამიანს დაუდასტურდა, 361 გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 386 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 363 318, გარდაიცვალა 5 538 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 979 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 711 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 268 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 16 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.17 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.50% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.86%. ინფიცირების 1 808 ახალი შემთხვევიდან 1 046 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 161, იმერეთი - 123, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 78, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 74, კახეთი - 111, მცხეთა-მთიანეთი - 39, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 17 313, საიდანაც: 4 135 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 519, აჭარაში - 211, იმერეთში - 495. მძიმე პაციენტი: 805, მათ შორის, თბილისში - 430, აჭარაში - 39, იმერეთში -166. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 180, მათგან თბილისში - 142, აჭარაში - 3, იმერეთში - 7. 1 008 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 728 - თბილისში, 268- აჭარაში. 12 170 ინფიცირებული კურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 16 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 952 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 413 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 104, პირი, აჭარაში - 1 334, იმერეთში - 1 234.

კონკურსის „ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა“ გამარჯვებული გამოვლინდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა“ გამარჯვებული გამოავლინა. სამინისტროს ცნობით, კონკურსში გაიმარჯვა შპს „სილესტიალ დიმენშენის“ პროექტმა „ძლევაი საკვირველი“. „სამინისტრომ დააფინანსა კომპიუტერული თამაშის პირველი ფაზა სრულყოფილი თამაშის შექმნის მიზნით. წლის ბოლომდე დასრულდება კომპიუტერული თამაშის პირველი ფაზა, ხოლო სრულყოფილ სახეს თამაში მიიღებს 2022 წლის გაზაფხულის ბოლოს. კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 150 000 ლარს და მოცემული კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მომართა 10-მა განმცხადებელმა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინის კიდევ ერთი მილიონი დოზა ჩამოვა

მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას ფართო ვაქცინაცია შესთავაზოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში საქართველოში Sinopharm-ისა და Sinovac-ის დამატებით მილიონი დოზა ჩამოვა. „ბოლო დღეების განმავლობაში, ინფიცირების შემთხვევების მატება გვაქვს. ამ სიტუაციაში, მთავრი გამოსავალი არის ვაქცინაცია. იქამდე, იყო პრობლემა, რომ ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობა არ იყო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინები ჩამოგვეტანა. მილიონი ვაქცინაა ადგილზე. ერთი მილიონი დოზა Pfizer-ის მოწოდება უკვე დაიწყო და ყოველ შაბათ-კვირას, ჩვენ შემოგვივა Pfizer-ის ვაქცინები. ასევე, აღსანიშნავია მილიონი Sinopharm-ი და Sinovac-ი, რომლებიც ტრადიციულად დამზადებული ვაქცინებია და ავტორიზებულია ჯანმო-ს მიერ. Pfizer-ს რაც შეეხება, მილიონის შემოტანა არის დაგეგმილი და ნახევარი მილიონის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც უახლოეს რამდენიმე კვირაში მივიღებთ და კიდევ ერთი მილიონი Sinopharm-ი და Sinovac-ი ჩემოვა საქართველოში. ინფიცირების შემთხვევებმა იმატა ბავშვებში. მე, როგორც მშობელმა, მინდა, მივმართო ჩვენს მოსახლეობას; გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას ფართო ვაქცინაცია შესთავაზოს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ახლა მთავრობას სჭირდება თანადგომა, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, შემოიტანა ვაქცინები და ახლა საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, ამ ფართო ვაქცინაციის წარმატებით მართვა და დასრულება. „გუშინ იყო რეკორდული რაოდენობა - 10 000 აცრა ჩავატარეთ, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა ავიდეთ 20-30 ათასზე მინიუმ, რომ თვეში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ჩვენი მოქალაქე ავცრათ. ამის გარდა, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ, რა თქმა უნდა, მე არ მინდა, რომ გავიმეორო სიტყვა შეზღუდვების დაწესება ხელახლა, რაც არის ძალიან შემაწუხებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესისთვის და ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. მე მინდა, რომ ეს ყველამ კარგად გავიაზროთ, კერძო სექტორმა და თითოეულმა მოქალაქემ, რომ მთავრობას სჭირდება ახლა თანადგომა. მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, შემოიტანა ვაქცინები, ახლა ჩვენ გვჭირდება, ერთობლივი ძალისხმევით, ამ ფართო ვაქცინაციის წარმატებით მართვა და დასრულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერი: უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები პირდაპირ მოუწოდებენ ჩვენს მთავარ პარტნიორს, იქნებ როგორმე გაფუჭდეს ურთიერთობა საქართველოსთან

ორიოდე კვირის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც, სახელმწიფო მდივანიც მადლობას მიხდიდნენ პირადად მე რეგიონში გაწეული ლიდერობისთვის და იმ წარმატებული საქმეებისთვის, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ამერიკასთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ცდილობენ, საქართველოს გაუფუჭდეს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან, თუმცა ქვეყნის წინსვლას და განვითარებას ვერ შეაფერხებენ. „ჩვენ, ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ გამორჩეული, უნიკალური სტრატრეგიული პარტნიორობით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ჩვენ მთავარ სტრატრეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შერთებულ შტატებთან, სახელმწიფოსთან, როემლიც არს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მხარდამჭერი. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ამერიკას. ყოველთვის გამოვხატავ მადლიერებას მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის, ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ ჩვენი მხრივ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო გავაძიეროთ პარტნიპრობა და მეგობრობა, რომელიც დაფუძნებულია თანასწორუფლებიან, ურთიერთპატივსაცემ დამოკიდებულებაზე. ყოველგვარი სპეკულაციები, სანქციები და ა.შ. ეს პირდაპირ პრორუსულ ნარატივს ემსახურება. სრული უფლება მაქვს მე ვთქვა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ ჩვენ ვართ გამორჩეული მეგობარი ამერიკის სახელმწიფოსი და არა ცალკეული ინდივიდების, არც ცალკეული ჩინოვნიკების. უკმაყოფილება არის გამოხატული სასამართლოსთან მიმართებაში, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით დ ა.შ. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, როცა მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, გავაკეთეთ ძალიან დიდი რეფორმა სასამართლოში, რომლის შედეგადაც ძალიან დიდი პროგრესი იქნა მიღწეული სასამართლოში. ჩვენ გვახსოვს კარგად, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით - 2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ, ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმ დროინდელი სასმართლოს მიმართ, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა და არ არის სამართლიანი. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან სასამართლო რეფორმას რომელიც არის განგრძობითი პროცესი, რომელიც არ მთავრდება ერთ ან ორ დღეში. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ იდეალური და უშეცდომონი, მაგრამ ეს არის პროცესი. ჩვენ სასამართლოს დამოუკიდებლობის, გამჭვირვალეობის კუთხით, ვუსწრებთ ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას. სასამართლოსადმი ნდობის მხრივ, ვართ მოწინავე რიგებში ევროკავშირის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს გარკვეული კითხვები და რაღაც გაუგებრობა შეიქმნას. მე ვაძლევ პირობას ყველას, რომ ეს გაუგებრობა ჩვენს სტრატეგიულ მთავარ პარტნიორთან აუცილებლად აღმოიფხვრება და ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. ამას სჭირდება მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა და მეტი ახსნა-განმარტება. ორიოდე კვირის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც, სახელმწიფო მდივანიც მადლობას მიხდიდნენ პირადად მე რეგიონში გაწეული ლიდერობისთვის და იმ წარმატებული საქმეებისთვის, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ამერიკასთან ერთად. აქეთად გამომდინარე, უპასუხისმგებლო, მავნებელი პოლიტიკოსების გასაგონად მინდა ვთქვა, მე გუშინ მოვისმინე კომენტარები, რომ ისინი პირდაპირ მოუწოდებენ ჩვენს მთავარ პარტნიორს, იქნებ როგორმე გაფუჭდეს ურთიერთობა ჩვენთან, საქართველოსთან. ეს არის პირდაპირ რუსეთის ინტერესებში. მოსახლეობას შევახსენებ, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, დათო ბაქრაძე, კანდელაკი და სხვები, აღარ ჩამოვთვლი სხვა გაუგებარ ადამიანებს, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ლიდერობით, ევროკავშირში დადიოდნენ და სთხოვდნენ, არ მიენიჭებინათ საქართველოსა და ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი. ეს არის გაგრძელება იმ მავნებლური პოლიტიკისა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე მივაწვებით, ბოლომდე გავაკეთებთ და ვერავითარი ძალა, ვერავითარი ეს უსამართლო გაუგებარი მავნებლური პოლიტიკა ჩვენს პროგრესს ვერ შეაფერხებს და ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ენტონი ბლინკენი: აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეების დამტკიცების გამო ნედ პრაისი: საქართველოში დემოკრატიისადმი სანდოობა მოითხოვს, რომ დაისაჯოს ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს, ჟურნალისტებს და წაახალისა ძალადობა სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება გამჭვირვალე მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე

მაშველებმა ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს

მაშველებმა ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სამაშველო ოპერაციაში ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 70 თანამშრომელი მონაწილეობდა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში, ხინოს ხეობაში, ხინოსა და გომის მთებს შორის იმყოფებოდა ორი გზააბნეული მოქალაქე, რომლებიც ვერ ახერხებდნენ უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება. ერთ-ერთ მათგანს მიღებული ჰქონდა ქვედა კიდურის დაზიანება, რის გამოც მაშველების მისვლამდე, დაკარგულებს მოუწიათ მთებს შორის არსებულ ხევში გაჩერება. შეტყობინების მიღებისთანავე, მოქალაქეების დასახმარებლად გავიდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის პირველი მორეაგირე ჯგუფები. რთული რელიეფის და უამინდობის მიუხედავად მეხანძრე-მაშველები 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში სხვადასხვა მიმართულებიდან, აჭარისა და გურიის რეგიონებიდან ახორციელებდნენ სამაშველო ოპერაციას. მეხანძრე-მაშველთა სპეციალური ჯგუფები ხეობებში ქვეითად გადაადგილდებოდნენ და დეტალურად ამოწმებდნენ ყველა ლოკაციას. სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი აქტიურად იყო ჩართული. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 70 თანამშრომლის მიერ ჩატარებული უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, ხინოს ხეობაში მოხერხდა გაუჩინარებული ორი მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა. ორივე მათგანი ნაპოვნია უვნებლად, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ახალგაზრდების ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. სამაშველო ოპერაციაში ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს 15 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. გარდა ამისა, პროცესში ჩართულები იყვნენ იმერეთის, აჭარის და გურიის მთავარი სამმართველოების მეხანძრე-მაშველები, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობდა საფრენი აპარატის, დრონის მეშვეობით. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა აუცილებელი აღჭურვილობა და ტექნიკა“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა

16 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დღე აღინიშნება. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, I რანგის კაპიტან რამაზ პაპიძესთან ერთად პირად შემადგენლობას პროფესიული დღე ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის 14 წარმომადგენელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა. მათ შორის, 2 თანამშრომელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშანი "უმწიკვლო სამსახურისათვის" გადაეცა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.