ძებნის რეზულტატი:

პარლამენტმა 52 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა 52 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ ჩატარდა 31 სხდომა. საქართველოს პარლამენტის 52 ოპოზიციონერმა წევრმა არასაპატიო მიზეზით გააცდინა გამართული სხდომების ნახევარზე მეტი, რაზეც იმსჯელა საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა და მიიჩნია, რომ კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის წევრს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განმარტა, საპარლამენტო უმრავლესობა პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. „პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმრავლესობა, ფრაქცია „ქართული ოცნება“ არც ერთი მათგანის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. იგივე მიდგომა გვექნება დღეს, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და შალვა ნათელაშვილთან დაკავშირებით, რომელთაც შეტანილი აქვთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. თუმცა, თუ ეს დეპუტატები მომავალშიც შემოიტანენ განცხადებას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა მათ ამ წინადადებას მხარს დაუჭერს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. პარლამენტმა დეპუტატების: თეონა აქუბარდიას, არმაზ ახვლედიანის, დავით ბაქრაძის, ლევან ბეჟაშვილის, თინათინ ბოკუჩავას, გიორგი ბოტკოველის, გიორგი გოდაბრელიძის, რომან გოცირიძის, ხატია დეკანოიძის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი ვაშაძის, გრიგოლ ვაშაძის, აბდულა ისმაილოვის, მანუჩარ კვირკელიას, ვახტანგ კიკაბიძის, დავით კირკიტაძის, თამარ კორძაიას, ნონა მამულაშვილის, პაატა მანჯგალაძის, ნიკა მაჭუტაძის, ვახტანგ მეგრელიშვილის, აკაკი მინაშვილის, შალვა ნათელაშვილის, ტარიელ ნაკაიძის, კობა ნაყოფიას, ანა ნაცვლიშვილის, რამაზ ნიკოლაიშვილის, კახაბერ ოქრიაშვილის, სალომე სამადაშვილის, ხათუნა სამნიძის, გუბაზ სანიკიძის, სულხან სიბაშვილის, ზაალ უდუმაშვილის, დავით უსუფაშვილის, ბაჩუკი ქარდავას, შალვა შავგულიძის, თამარ ჩარკვიანის, ცეზარ ჩოჩელის, ნატო ჩხეიძის, როსტომ ჩხეიძის, ანა წითლიძის, დევი ჭანკოტაძის, ლევან ხაბეიშვილის, დილარ ხაბულიანის, მამუკა ხაზარაძის, დავით ხაჯიშვილის, ეკატერინე ხერხეულიძის, იაგო ხვიჩიას, ელენე ხოშტარიას, თეიმურაზ ჯანაშიას, ბადრი ჯაფარიძის და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი არ დაუჭირა.

დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა აღარ გაიმართება

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, დღევანდელი რიგგარეშე პლენარული სხდომა დაიხურა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დღეს აღარ გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მინისტრის მოსმენა. „ფაქტი ერთა - რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, სამწუხაროდ, პირველ რიგში, მიზანმიმართულად იყო დაორგანიზებული, რომ დღეს ეს სხდომა არ შემდგარიყო. ძალიან სამწუხაროა, რადგან შესვენების დროს მე მოვისმინე განცხადებებიც, სადაც პირდაპირ და ღიად აცხადებენ, რომ მათი მიზანი არ იყო, პოლიტიკურ ჯგუფებს ვგულისხმობ, დღეს სხდომის ჩატარება იმისთვის, რომ დაესვათ კითხვები და მოესმინათ პასუხები, მათ განახორციელეს პროტესტი, რომლის უფლება ჰქონდათ, თუმცა, სამწუხაროა, როდესაც იყო მოთხოვნა, რომ დავბრუნებულიყავით ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს არ განხორციელდა და პროტესტი დღესაც გრძელდება იმ ადგილიდან, საიდანაც ერთადერთი ვალდებულება არის გაშუქდეს სესიის სხდომა, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს არა მხოლოდ კონსტრუქციულ ფარგლებში იმ კითხვების და პასუხების მოსმენას, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, უმრავლესობის მხრიდან დააყენეს საკითხი, რომ ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება ნამდვილად არ ემსახურება იმ მიზანს, რისთვისაც შევიკრიბეთ და დაინიშნა რიგგარეშე სხდომა, ამიტომ, დღევანდელ სხდომას ვაცხადებ დახურულად, და საკითხზე ვიმსჯელებთ სხვა რიგგარეშე სხდომაზე, რა საკითხები გვექნება განსახილველი - უკვე ბიუროს ფორმატში“, - განაცხადა კუჭავამ. ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პროტესტი გამოხატეს და შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას გარდაცვლილი ოპერატორის ფოტოსურათები გაშალეს. აღნიშნულს ხმაური და დაპირისპირება მოყვა უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის. ოპოზიციის პროტესტს ჟურნალისტების ნაწილიც შეუერთდა და სხდომათა დარბაზში მყოფმა მედიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სივრციდან გადმოფინეს ბანერი წარწერით - ,,დასაჯე მოძალადეები". პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზში ტექნიკური შესვენება ორჯერ გამოაცხადა, თუმცა სხდომა აღარ განახლებულა.

ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაშია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავა. BBC-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ჯანდაცვის მდივან საჯიდ ჯავიდისთან კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. პრემიერი დაგეგმილ შეხვედრებს დისტანციურად გამართავს. იზოლაციაში გადავა კანცლერი რიში სუნაკიც. აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონი COVID-19-ით უკვე იყო ინფიცირებული და მან დაავადება მძიმედ გადაიტანა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაშიც კი იმყოფებოდა.

გრენლანდიის მთავრობა ნავთობის მოპოვებაზე უარს ამბობს

Associated Press-ის ინფორმაციით, კლიმატის ცვლილების გამო, გრენლანდიის ხელისუფლებამ ნავთობის ჭაბურღილებზე საძიებო სამუშაოები შეაჩერა და ნავთობის მოპოვებაზე უარს ამბობს. როგორც გრენლანდიის მთავრობა აცხადებს, რომ მათთვის გლობალური დათბობა პრიორიტეტული საკითხია. გრენლანდიის წყლებში ნავთობის მოპოვების შეჩერების შესახებ ხელისუფლებამ გადაწვეტილება 24 ივნისს მიიღო, თუმცა ინფორმაცია 15 ივლისს გაასაჯაროვა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით ქვეყანაში ნავთობის არსებული მარაგი დაახლოებით 17,5 მილიარდი ბარელია, ხოლო ბუნებრივი აირის მარაგი ოთხ ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

პაკისტანში ავღანეთის ელჩის ქალიშვილი გაიტაცეს და აწამეს

Reuters-ის ინფორმაციით, დაშავდა პაკისტანში ავღანეთის ელჩის, ნაჯიბ ალიხილის ქალიშვილი, რომელიც უცნობებმა გაიტაცეს. ავღანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ავღანეთის ელჩის ქალიშვილი წამების მსხვერპლად იქცა. ამჟამად ის გათავისუფლებულია და ერთ-ერთ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო მომხდარი და შეშფოთება გამოთქვა პაკისტანში დიპლომატებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ, პაკისტანის მთავრობას კი, მომხდარის გამოძიებისკენ მოუწოდა. პაკისტანსა და ავღანეთს რამდენიმე წელია, ცივი ურთიერთობა აქვთ. ქაბული პაკისტანს „თალიბანის“ მებრძოლებისთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებს, ისლამაბადი კი, ავღანეთს პაკისტანის რამდენიმე რეგიონში თავდასხმის მხარდაჭერაში სდებს ბრალს. ბრალდებებს ორივე მხარე უარყოფს.

შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიის ჩრდილოეთ-დასავლეთით სულ მცირე 60 ადამიანი გაიტაცეს

შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიის ჩრდილოეთ-დასავლეთით სულ მცირე 60 ადამიანი გაიტაცეს და ერთი კი მოკლეს. როგორც Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, თავდამსხმელები დასახლებულ პუნქტებში მოტოციკლეტებით გადაადგილდებოდნენ და ჰაერში უმისამართოდ ცეცხლს ხსნიდნენ. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

ადამ კიზინგერი: საქართველოს მთავრობა ღიად არღვევს შეთანხმებებს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი ადამ კიზინგერი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. ,,ეს სრული სიყალბეა. ჩვენ ხშირად ვიყავით კრიტიკულები. ახლა, როგორც ჩანს, პროგრესი ნელდება და საქართველოს მთავრობა ღიად არღვევს შეთანხმებებს”, - წერს კიზინგერი Twitter-ზე. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემასთან და პროკურატურასთან დაკავშირებით, 2012 წლამდე, ამერიკისგან და ევროპისგან კრიტიკა არ მოუსმენია. ,,ჩვენ კარგად გვახსოვს, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით, 2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ, ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა და არ არის სამართლიანი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. იან კელი ღარიბაშვილის განცხადებაზე: ჩვენ, ამერიკელებმა ვიცით ისეთი ლიდერის საშიშროება, რომელიც იგონებს საკუთარ ფაქტებს და გაურბის სიმართლეს

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 18 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 353 835 აცრა. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 129 769 ადამიანი. „აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522”, - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ამ პერიოდის განმავლობაში აცრები ჩატარდა ვაქცინებით: Astrazeneca , pfizer, Sinopharm-ი და Sinovac-ი.

შარლ მიშელი საქართველოშია

საქართველოს მორიგი ოფიციალური ვიზიტით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. მიშელი თვითმფრინავი უკვე დაეშვა ბათუმის აეროპორტში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმში აზერბაიჯანიდან გამოფრინდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს. 19 ივლისს მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდება მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ამავე დღეს დაგეგმილია შარლ მიშელის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთობლივი შეხვედრა, რის შემდეგაც გაიმართება პრესკონფერენცია. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის საკითხში უშუალოდ იყო ჩართული და მან სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონიც მიავლინა თბილისში. ხანგრძლივი მოლაპარაკებები საბოლოოდ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამდგომლობით შემუშავებულ დოკუმენტზე ხელმოწერით დასრულდა.

ზურაბიშვილის შეფასებით, პარლამენტში განვითარებული მოვლენები დამაზიანებელია ქვეყნისთვის, კრიტიკული პოზიციის მიუხედავად კი, მედიას უნდა მიეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა

საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ქვეყნის პრეზიდენტი დამაზიანებლად მიიჩნევს ქვეყნისთვის, მით უფრო ისეთი მნიშვნელოვანი დღის წინ, როდესაც საქართველოს სტუმრობენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სალომე ზურაბიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა და მით უფრო პარლამენტში, რომელიც ადგენს ადამიანის უფლებების დაცვის საკანონმდებლო საფუძველს და რომელიც უნდა იყოს მაგალითის მიმცემი საზოგადოებისთვის. "ხვალ საქართველოსთვის, მისი ევროპული გზისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა! ბათუმს ევროპული საბჭოს და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების - უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები ეწვევიან! ამ მნიშვნელოვანი დღის წინ კი, საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენები დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ზოგადად მიუღებელია! ნებისმიერ შემთხვევაში, გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა და მით უფრო პარლამენტში, რომელიც ადგენს ადამიანის უფლებების დაცვის საკანონმდებლო საფუძველს და რომელიც უნდა იყოს მაგალითის მიმცემი საზოგადოებისთვის! რაც შეეხება მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმის გაწყვეტას, ნებისმიერი კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და მედიას უნდა მიეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა! ხვალ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე და ლიდერთა შეხვედრაზე მსჯელობა იქნება ჩვენი ქვეყნის ერთ უალტერნატივო არჩევანზე - გზა ევროპისკენ! სამი ასოცირებული ქვეყანა ხელს აწერს ერთობლივ დეკლარაციას! ჩვენი გაცხადებული სურვილი ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი უნდა იყოს საქმით გამყარებული და დამტკიცებული, ხვალ სწორედ ამის დროა!", - ნათქვამია პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებაში.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ უმასპინძლებს, რომელიც წელს ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება. ღონისძიებას გახსნის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ამასთან, გახსნით სესიასზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვას, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, მაია სანდუ, ვოლოდიმირ ზელენსკი და შარლ მიშელი. აღსანიშნავია, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია თემაზე: „ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი და აღმოსავლეთ ევროპა“. აღნიშნულ სესიაში მონაწილეობას საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ. სესიის მსვლელობისას განხილულ იქნება ისეთი თემები, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, ტრადიციულ მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და სხვა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული გლობალური პანდემიიდან გამომდინარე ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია 2020 წელს არ გაიმართა, მიმდინარე წელს იგი ჰიბრიდული ფორმატში ტარდება, 2019 წელს კი ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსების ათი წლისთავს მიეძღვნა. შარლ მიშელი საქართველოშია საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ეწვევიან

დღეიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი რეგულაციები ამოქმედდა

დღეიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი რეგულაციები დაწესდა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებში ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე დასწრება დასაშვებია მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე, ასევე 19 ივლისიდან ბანაკის ტიპის შეკრებები იკრძალება. ახალი რეგულაციები სპორტულ ტურნირებსა და სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებსაც შეეხო, რომლის თანახმად პირები შეჯიბრებებსა და სასწავლო შეკრებებზე PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის მეშვეობთ დაიშვებიან. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო მაცნეში 15 ივლისს გამოქვეყნდა.

გერმანიაში, სტიქიის ზონაში ანგელა მერკელი ჩავიდა

ევროპაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 188-მდე გაიზარდა. სტიქიამ ყველაზე მეტად გერმანია დააზარალა, სადაც წყალდიდობას სულ მცირე 157 ადამიანი ემსხვერპლა. Reuters-ის ინფორმაციით, ეს არის გერმანიის ყველაზე დიდი სტიქია ბოლო ექვსი ათეული წლის განმავლობაში. სტიქიის ზონაში ჩავიდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ადგილობრივ მოსახლეობას ფინანსურ დახმარებას დაპირდა. გერმანიის მთავრობის მეთაურმა სტიქიას „შემაძრწუნებელი“ უწოდა და თქვა, რომ გერმანულ ენას არ შეუძლია აღწეროს მსგავსი მასშტაბის განადგურება. რეკორდული რაოდენობის ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი ზარალი ნახა რაინლანდ-პფალცმა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურმა მიწებმა. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის და კომუნიკაციების გარეშეა დარჩენილი. წყალდიდობას 31 ადამიანი ემსხვერპლა ბელგიაში, 163 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. ქალაქ პეინსტერში, სადაც სტიქიამ ათეულობით სახლის დაანგრია, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში არმიაც ჩაერთო. ნიდერლანდების ხელისუფლებამ წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ავსტრიის ქალაქ ჰალეინში მდინარე კოტბახი კალაპოტიდან გადავიდა და ქალაქი ცენტრი დატბორა. წყალდიდობის მზადყოფნის რეჟიმშია შვეიცარიის რამდენიმე რეგიონიც.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში მეტი ევროკავშირი ძლიერი გზავნილია ჩვენი წინსვლისა და განვითარებისათვის

საქართველოში მეტი ევროკავშირი ძლიერი გზავნილია ჩვენი წინსვლისა და განვითარებისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც ამ წუთებშიც ხვდება. „დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მადლობა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ამაში მონაწილეობისთვის. საქართველოში მეტი ევროკავშირი ძლიერი გზავნილია ჩვენი წინსვლისა და განვითარებისათვის. გზავნილი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად უცვლელია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს მორიგი ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. ის ბათუმში აზერბაიჯანიდან გამოფრინდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია მიიღებს მონაწილეობას". კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, საკეისრო კვეთის შემდეგ კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ტელეკომპანია ,,ფორმულასთან" საუბრისას ამბობს, ქალს საკეისრო კვეთა 36-ე კვირაზე ჩაუტარდა. ის კლინიკაში კორონავირუსის გართულებული ფორმებით შეიყვანეს. ოპერაციის შემდეგ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ლევან რატიანის ინფორმაციით, ახალშობილი რეანიმაციულ განყოფილებაშია. ის თავდაპირველად მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება აღარააა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 848 ადამიანს დაუდასტურდა, 1 231 გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 194 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 607 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 587 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 848 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 388 329-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.66 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.60% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.92%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 231 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 366 250-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 566 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 848 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 487 შემთხვევა, აჭარა - 94, იმერეთი - 46, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 25, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 35, კახეთი - 64, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 487 საიდანაც: 4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 651, აჭარაში - 273, იმერეთში - 535. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 859 პირი, მათ შორის, თბილისში - 447, აჭარაში - 46, იმერეთში -175. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 186 პირი, მათგან თბილისში - 143, აჭარაში - 3, იმერეთში - 9. 1 092 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 731 - თბილისში, 334- აჭარაში. 10 949 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 10. სულ 6 ოქტომბრიდან - 18 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 960 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 130 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 453, აჭარაში - 1 545, იმერეთში - 1 423.

შარლ მიშელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

ბათუმში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან განაცხადეს, განხილვის ერთ - ერთი მთავარი თემა სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტი იქნება და ის, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნით აღნიშნული შეთანხმება ირღვევა. პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ელის, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გზავნილები ძალიან მომთხოვნი და მკაცრი იქნება სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, გარდა იმისა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა შარლ მიშელის შეთანხმებას ეწინააღმდეგება, ამასთანავე, „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნა 6 მოსამართლე, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ვერც პროფესიონალიზმთან და ვერც კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებულ კრიტერიუმს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი მიშელი ჩამოვიდა ისევ საქართველოში და ცდილობს, კიდევ ერთხელ დაეხმაროს ამ შემთხვევაში პოლიტიკურ სპექტრს, რომ ეს სიტუაცია, რაც საქართველოში კრიზისის მერე ჩამოყალიბდა, დაუბრუნდეს კიდევ ერთხელ ნორმალურ კალაპოტს და ამისთვის, მას, რა თქმა უნდა, მადლობა. ჩემი მთავარი გზავნილი და სათქმელი არის დაკავშირებული შეთანხმების შესრულების იმ ნაწილთან, რომელიც უკავშირდება სასამართლოს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ სასამართლოში „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნა 6 მოსამართლე, რომელიც, ჩემი აზრით, ვერ აკმაყოფილებს ვერც პროფესიონალიზმისა და ვერც კეთილსინდისიერების კროტერიუმს, გარდა იმისა, რომ ეს დანიშვნა, ჩემი აზრით, ასევე, ეწინააღმდეგებოდა შარლ მიშელის შეთანხმებას. ამ საკითხზე ვაპირებ მე პირადად მასთან საუბარს. იცით, რომ მე ვესწრებოდი გასაუბრებებს და ვიცი, ამ ადამიანების ბიოგრაფია და მინდა მას დეტალურად გავაცნო ამის შესახებ. მე ველი, რომ ძალიან მომთხოვნი და მკაცრი იქნება მისი გზავნილები სასამართლოსთან მიმართებით. მე არ ვიცი, ამას რამდენად მოჰყვება სანქციები და ტრანშების შეჩერება, მაგრამ ეს თუ ასე იქნება, ეს იქნება ძალიან ცუდი იმიტომ, რომ ამ ყველაფრით დაზარალდება ქვეყანა, დაზარალდებიან ჩვენი მოქალაქეები და არა ის მოსამართლეები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნა სასამართლოში. ამიტომ ჩემი სურვილი არ არის, რომ დაზარალდეს ქვეყანა, ჩემი სურვილია რეფორმა, რომელიც დაიწყო სასამართლოში, დასრულდეს წარმატებით,“ - განაცხადა იოსელიანმა. ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია შარლ მიშელისა და ევროპული საბჭოს სრული ჩართულობა იმისთვის, რომ ,,პროცესი შემოტრიალდეს" და საქართველო წავიდეს ისევ ევროპული კურსით. „ქართულმა ოცნებამ“ ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია. ამაზე მექნება მსჯელობა. ის ერთი მხრივ, ძალადობს არა მარტო ჟურნალისტებზე, არამედ საკუთარ მოქალაქეებზე და მეორე მხრივ, არ ასრულებს შარლ მიშელის შეთანხმების ნაკისრ ვალდებულებებს. შარლ მიშელის დოკუმენტი ეს არის საქართველოს ევროპისკენ გზა. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შარლ მიშელის და ევროპული საბჭოს სრული ჩართულობა იმისთვის, რომ შემოვატრიალოთ პროცესი და საქართველო წავიდეს ისევ ევროპული კურსით. ის, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეწინააღმდეგება ჩვენი მოქალაქეების არჩევენას და ინტერესს, პირდაპირ მიზანმიმართულად აფერხებს ევროპისკენ ინტეგრაციის პროცესს“ , - განაცხადა ვაშაძემ. „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრისას ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბევრი უნდა ისაუბრონ იმ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც სწორედ მიშელის მედიაციით შედგა. „ბევრი სასაუბრო გვაქვს იმ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტ მიშელის მედიაციით შედგა. ვისაუბრებთ მისი განხორციელების პროცესზე , იმაზე, თუ როგორ ირღვევა ცალმხრივად „ქართული ოცნების“ მიერ. ასევე საუბარი გვექნება საქართველოში მიმდინარე სხვა პროცესებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი თემაა, რომელზეც ვისაუბრებთ პრეზიდენტ მიშელთან და ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მოკლე პერიოდში ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობს პირი ქვეყანაში მესამედ იმყოფება, ეს არის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრაზე მისი პარტიის ერთ-ერთი გზავნილი იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა „ძალაუფლების შენარჩუნებისთვის უარი თქვას ევროატკლანტიკურ კურსზე“. „პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრაზე გვექნება მნიშვნელოვანი გზავნილები, პირველ რიგში, ეს შეეხება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევას ორი მიმართულებით - ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხის და მოსამართლეების დანიშვნის მიმართულებით. „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია ეს შეთანხმება და ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს შეთანხმება დარღვეულიყო. კიდევ ერთი საკითხია საქართველოს მომავალი, დემოკრატიული უკუსვლა - ქვეყნის საგარეო კურსი აშფოთებს ევროპელ მეგობრებს. უკვე ძალიან აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის უარი თქვას იმ ღირებულებებზე და ევროატლანტიკურ კურსზე, რომელიც ამ ქვეყანაში მრავალი თაობის მონაპოვარია. ამიტომ თავდასხმა ჟურნალისტებზე და უმცირესობებზე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს და პრემიერ - მინისტრის მხრიდან უპასუხისმგებლობა - ეს იქნება ჩვენი ძირითადი გზავნილები პრეზიდენტ მიშელთა. ჩვენ ასევე, გავახმოვანებთ ყველა ჟურნალისტის პოზიციას“, - განაცხადა დეკანოიძემ. პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით კი, მიშელთან შეხვედრისას ისაუბრებს იმაზე, რომ არ სრულდება შეთანხმება, რომელიც სასამართლო სისტემას და მის დამოუკიდებლობა ეხება. „19 აპრილის შეთანხმების მთავარი მიზანი და სულისკვეთება, როგორც ამ შეთანხმების პრეამბულა გვეუბნება ნათლად და ცალსახად, არის პოლარიზაციის დასრულება და რადიკალიზაციის ხარისხის შემცირება. ამ შეთანხმებიდან ზუსტად სამი თვის თავზე სამწუხაროდ ვხედავთ, რომ პოლარიზაციის და რადიკალიზაციის ხარისხი არ არის შემცირებული. უპირველეს ყოვლისა, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ასევ ვნახეთ, რომ უმნიშვნელოვანესი პუნქტების იმ ნაწილში, რომელიც სასამართლო სისტემას და მის დამოუკიდებლობას ეხება და რომელიც ეროვნული მნიშვნელობის, ზეპარტიული საკითხია, შეთანხმება არ სრულდება. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ამაზე მოხდება აქცენტების დასმა. დანარჩენს შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ვისაუბრებ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს მორიგი ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. ის ბათუმში აზერბაიჯანიდან გამოფრინდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია მიიღებს მონაწილეობას". კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. შეხვედრა ბათუმის „შერატონში“ მიმდინარეობს, სადაც დღის განმავლობაში საერთაშორისო კონფერენციაც უნდა გაიმართოს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში მისვლისას პრემიერი ჟურნალისტებთან კომენტარის გასაკეთებლად არ გაჩერებულა, თუმცა მედიის წარმომადგენლებმა მას მიმართეს კითხვით, როდის აპირებდა დაკავებული თანამდებობის დატოვებას და პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომას. ინფორმაციისთვის, შარლ მიშელი პრემიერთან შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტსა და ქართული ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შეხვდა. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს მორიგი ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. ის ბათუმში აზერბაიჯანიდან გამოფრინდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია მიიღებს მონაწილეობას". კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება

ზელენსკი გათავისუფლებულ მეზღვაურებზე: გადაწყვეტილება შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმი ზელენსკი უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას შეესაბამება. „2020 წლის ნოემბრიდან ჩვენ ვმუშაობდით საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების იური ხომიჩისა და ვლადიმირ დიაჩენკოს გათავისუფლებაზე. დღეს საქართველომ ისინი გაათავისუფლა პატიმრობიდან. მადლობელი ვარ ქართული მხარის ამ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორების სულისკვეთებას“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა სამი პირი, რომელსაც საქართველო ტეიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდა. დაკავებულებიდან ორი უკრაინელი მეზღვაური იყო, ერთი კი საქართველოს მოქალაქე. უკრაინის მოქალაქეები იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო და საქართველოს მოქალაქე – მიხეილ ბატურინი 2020 წლის 28 ნოემბერს დააკავეს. მათ პატიმრობა 14 ივლისს მიუსაჯეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოშია

საქართველოში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩამოვიდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ. ზელენსკი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება