ძებნის რეზულტატი:

მაია სანდუ: კონფერენციაზე განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები, ერთად უფრო ძლიერები ვართ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის სამმხრივი ურთიერთობების გაძლიერების გზები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი. „მოუთმენლად ველოდები დღევანდელ დღეს ბათუმში, სადაც შევხვდები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ბათუმის 2021 წლის კონფერენციის ფარგლებში, რომელზეც განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის სამმხრივი ურთიერთობები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი, ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ Twitter-ზე. მაია სანდუ ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება

ვოლოდიმირ ზელენსკი საოკუპაციო ხაზთან ჩავა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზსს მოინახულებს. მისივე თქმით, საქართველოს და უკრაინას აქვთ ერთნაირი გამოწვევები, ორივე ებრძვის რუსეთიდან მომდინარე აგრესიას. „ბატონი ზელენსკი ჩამოსვლისთანავე ეწვევა ხურჩას და ენგურის ხიდს, მოინახულებს საოკუპაციო ხაზს. მოგეხსენებათ, საქართველოს და უკრაინას აქვთ ერთნაირი გამოწვევები. ორივე ებრძვის ოკუპაციას. ორივე ებრძვის რუსეთიდან მომდინარე აგრესიას. საოკუპაციო ხაზზე ვიზიტი კიდევ ერთი ხაზგასმაა იმ საერთო საფრთხეებისა, რაც საქართველოსა და უკრაინას აქვთ“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლადიმირ ზელენსკი ბათუმში ჩაფრინდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით ჩამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტი დღეს ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას გახსნის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან მივიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან მივიდა. აღსანიშნავია, რომ ზელენსკი საოკუპაციო ხაზისკენ საქართველოში ჩამოსვლისთანავე გაემგზავრა. მისი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 1 საათის წინ დაჯდა. ცნობისთვის, ზელენსკი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს. ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოშია ვოლოდიმირ ზელენსკი საოკუპაციო ხაზთან ჩავა ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება

შარლ მიშელი: 19 აპრილის შეთანხმების შესრულება არის მთავარი გარანტია, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს

ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს. ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. „დღეს ვეწვიე საქართველოს იმისთვის, რომ დავსწრებოდი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და ასევე შეხვედრას ევროკავშირთა ასოცირებული პარტნიორი სახელმწიფოების - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერებთან. მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, იმისთვის, რომ მათთან ერთად განმეხილა საქართველოში მიმდინარე მოვლენები და 19 აპრილის შეთანხმების შესრულება. ჩემი მთავარი მესიჯი, გზავნილი ყველა პოლიტიკურ პარტიისადმი საქართველოში არის, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია იმისათვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს. ქვეყნის ინტერესებიდან და მოსახლეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა მიშელმა. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია. მან შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტთან ირაკლი ღარიბაშვილთან. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება

შარლ მიშელი: მართლმსაჯულების რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილი და ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობაა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილი და ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობა. ამის შესახებ მან ბათუმში, ოპოზიციასთან და პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „მართლმსაჯულების რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილი და ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობაა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომლებიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ, დაინტერესებულ, ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად დაკარგული შესაძლებლობაა“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია. მან შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტთან ირაკლი ღარიბაშვილთან. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება შარლ მიშელი: 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს

შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა. ღარიბაშვილის თქმით, მიშელს მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები „ქართული ოცნების“ მხრიდან. „მინდა, პირველ რიგში ვთქვა, რომ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები საქართველოში, ბათუმში. პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტები გვეწვია. ჩვენ დღეს ერთობლივად განვიხილავთ ტრიოს ფორმატში ჩვენს რეგიონულ თაანამშრომლობას, ასევე იმ საკითხებს, რომლებიც სამივე ქვეყანას აქვს დღის წესრიგში. ასევე, მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი პრეზიდენტ მიშელთან. პირველ რიგში, მე მას მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ მოტივირებული და მივყვებით ამ პროცესს. ჩვენი მხრიდან ყველა ვლდებულება შესრულდა, სრულდება ის პირობები, რომლებიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში. აქვე, მე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს ხელი მოწერილი აღნიშნულ შეთანხმებაზე, რაც ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და ზოგადად სიტუაციის დამშვიდებისთვის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებითაც ესაუბრა. „შარლ მიშელს ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, პროცესი იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე და ტრანსფარენტული. ასევე პრეზიდენტ მიშელს ვთხოვე, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ ევროკავშირის ეგიდითა და მისიით საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე, რომ არავის მიეცეს საშუალება ნებისმიერი მიზეზით სპეკულაციის. ამასთან, მქონდა საუბარი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ და რომ გვქონდა ჩართულობა ოპოზიციასთან. ვუთხარი, რომ ვართ მოწადინებული, მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ და ვაკეთებთ მართლმსაჯულების რეფორმას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ვუთხარი, რომ წლების განმავლობაში ჩვენ უკვე ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ სასამართლოში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს და ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება

შარლ მიშელი: მოვუწოდებ მათ, ვისაც ჯერ არ მოუწერია ხელი შეთანხმებისთვის, გააკეთონ ეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელი19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებს მათ, ვისაც ეს ჯერ გაუკეთებიათ. „მოხარული ვიყავი, რომ შეთანხმების ყველა ხელმომწერი რჩება ვალდებული შეთანხმების სრულად შესრულებისადმი და ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ ძალას შორის უფრო მეტად ინკლუზიური, ერთიანი გზის განვითარებისადმი. მოვუწოდებ მათ, ვისაც ჯერ არ მოუწერია ხელი შეთანხმებისთვის, გააკეთონ ეს“, – განაცხადა შარლ მიშელმა. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია. მან შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტთან ირაკლი ღარიბაშვილთან. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება

შარლ მიშელი: კონსტიტუციური უფლებები, პრესისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული

,,მე განვსაზღვრე და ხაზი გავუსვი ჩემს შეხვედრებში დღეს, რომ მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზით იმყოფება. მისივე თქმით, უმცირესობების უფლებები მარგინალური საკითხი არ არის. „პატივისცემა მრავალფეროვენებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და ასევე საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში. კონსტიტუციური უფლებები, პრესისა და გამოხატვის თავისუფლება, უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა შარლ მიშელმა. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია. მან შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტთან ირაკლი ღარიბაშვილთან. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება

Politico NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატებს ასახელებს

ამერიკული გამოცემა Politico NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატებს ასახელებს. ალიანსის მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს მანდატი 2022 წელს ეწურება. ის NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. NATO-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დისკუსიები ახლახან დაიწყო და იენს სტოლტენბერგის მემკვიდრე NATO-ს ლიდერების სამიტზე მადრიდში, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში იქნება წარდგენილი. როგორც გამოცემა Politico აღნიშნავს, ზოგიერთი მაღალჩინოსანი, დიპლომატი და ანალიტიკოსი ამბობს, რომ 72 წლის შემდეგ, დროა ალიანსმა პირველი ქალი გენერალური მდივანი დანიშნოს. სხვები ამბობენ, რომ რუსეთთან დაპირისპირების ფონზე, აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლის არჩევა მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება მოსკოვისთვის. გამოცემა Politico-ს განცხადებით, ხორვატიისა და ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტები, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და დალია გრიბაუსკაიტე და ესტონეთის მოქმედი პრეზიდენტი, კერსტი კალულაიდი, შესაძლოა, NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კანდიდატებად განიხილონ. თუმცა, NATO-ს საკითხებში ზოგიერთმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის წარმომადგენლის გენერალური მდივნის თანამდებობაზე არჩევა მოსკოვის მიმართ ძალიან მტრულ ნაბიჯად შეიძლება იყოს განხილული იმ დროს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების დალაგებას ცდილობს.

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოშია

საქართველოს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ეწვია. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე დახვდა. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 19 ივლისს ბათუმში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ერთობლივ შეხვედრას გამართავს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებთან. როგორც ცნობილია, მაია სანდუ ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემაა - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება. მაია სანდუ: კონფერენციაზე განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები, ერთად უფრო ძლიერები ვართ

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო: კიბოთი დაავადებული პაციენტების უმეტესობამ ვაქცინის მესამე დოზა არ უნდა მიიღოს

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის პროვაიდერებსა და კლინიკებს აფრთხილებს, რომ კიბოთი დაავადებული პაციენტების უმეტესობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა არ შეუყვანონ. გასულ კვირას, ისრაელმა ვაქცინის მესამე დოზის შეყვანა დაიწყო დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებისთვის. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ონკოლოგიური პაციენტების დაახლოებით 90%, რომლებიც ვაქცინირებულნი არიან და ქიმიოთერაპიას გადიან, ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულებს მაღალ დონეზე ინარჩუნებს და, ამრიგად, გამაძლიერებელი დოზის საჭიროება არ არსებობს. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ვაქცინამ შეიძლება გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს ზოგიერთ პაციენტში, მათ შორის ლიმფური კვანძების გადიდება ან ღვიძლის დისფუნქცია და, შესაბამისად, ამ დროისთვის რეკომენდაციაა, რომ კიბოთი დაავადებულთათვის ვაქცინის მესამე დოზის შეყვანა არ მოხდეს. ამასთანავე, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჰემატოლოგიური სიმსივნით დაავადებული პირებისთვის ვაქცინის მესამე დოზის შეყვანა შეიძლება. გამაძლიერებელი დოზის მიღების შესახებ ყველა გადაწყვეტილება ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღება.

კელი დეგნანი: სახალხო დამცველის ინსტიტუტი თამაშობს უაღრესად მნიშვნელოვან როლს ნებისმიერ დემოკრატიაში, განსაკუთებით საქართველოში

საქართველოს სახალხო დამცველი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რეგულარულად მართავენ შეხვედრებს, რომლებზეც ადამიანის უფლებათა აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ და საუბრობენ. „ძალიან კარგი შესაძლებლობა მქონდა განმეხილა სახალხო დამცველთან და მის გუნდთან ბოლო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. სახალხო დამცველის ინსტიტუტი თამაშობს უაღრესად მნიშვნელოვან როლს ნებისმიერ დემოკრატიაში, განსაკუთებით აქ საქართველოში, მაშინ როდესაც ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან და რთულ საკითხებს უმკლავდება. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს სახალხო დამცველის აპარტთთან მუშაობას თანამშრომლობის გასაღრმავებლად და სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი როლის მხარდასაჭერად, რომელსაც ის ასრულებს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში“, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. „დღევანდელი ვიზიტი ელჩის მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პატივისცემის დადასტურება და გამოხატულება იყო. ჩვენ დღეს ყურადღება გავამახვილეთ უზენაეს სასამართლოში განხორციელებულ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე და იმ პრობლემებზე, რასაც ამ პროცესში ვხედავთ. ასევე, ვისაუბრე 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, ხაზი გავუსვი სახელმწიფოს და სამართლადამცავი ორგანოების პასუხისმგებლობას და აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა და ინდიკატორისა, სამართლადამცავ ორგანოებს დღემდე არავინ არ მიუცია პასუხისგებაში ამ ძალადობრივი ქმედების ორგანიზებისთვის“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ევროპული მომავალი არის გარდაუვალი - ეს არის საკითხი, რაზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება

"ევროპული გზის არჩევანი ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის უალტერნატივოა. ბათუმის კონფერენცია არის სიგნალი, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ ძალისხმევაში, მხარს გვიჭერენ და გვაძლიერებენ - ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და კიდევ უფრო სწრაფად", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "ჩემთვის და ზოგადად, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენი შეკრება ამ კონფერენციაზე და მოგვიანებით ასოცირების ლიდერთა შეხვედრა, ამ ფორმატში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით, იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს საერთო გზაზე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. დღეს არის იმის მაგალითი, რამდენად სერიოზულია ჩვენი საერთო ვალდებულება. ეს იმის მაგალითი და დასტურია, რომ ევროპული წარსული და ევროპული მომავალი არის გარადაუვალი. პანდემიის შეზღუდვების მიუხედავად არა მხოლოდ განვაახლებთ, არამედ ვაგრძელებთ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და ამ ღონისძიებას უმაღლეს დონეზე ვატარებთ. პირველად ხდება 4 პრეზიდენტის მონაწილეობით ასეთი ღონისძიების ჩატარება და ეს არის ახალი დასაწყისი. ახალი დასაწყისი ჩვენ გვაძლევს იმედს და ეს იმას ნიშნავს ყველა ჩვენგანისთვის, რომ ახალი ვალდებულებები გვაქვს ნაკისრი ჩვენი საერთო მიზნების მიმართ. უპირველესად, ეს არის საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულება - საქართველოს ევროპული მომავალი არის გარდაუვალი და განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან და ფასეულობებისგან. ეს არის ყველა ჩვენს კონსტიტუციურ დებულებებში აღქმული. დამოუკიდებლობის დღიდან, ეს იქნა გაცხადებული როგორც ჩვენი ხალხის არჩევანი. ესაა საკითხი, რაზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი და არასდროს ვკამათობთ ამაზე. მიუხედავად გამოწევებისა და ოკუპაციისა, ჩვენი მისწრაფება არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. ევროპული გზის არჩევანი ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის უალტერნატივოა. ბათუმის კონფერენცია არის სიგნალი, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ ძალისხმევაში, მხარს გვიჭერენ და გვაძლიერებენ - ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და კიდევ უფრო სწრაფად.ბათუმის კონფერენცი არის ძლიერი გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიოროისთვის",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მოლდოვის პრეზიდენტი: ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია ქვეყანა, ჩემი ქვეყანა და ბრიუსელი აცნობიერებდა, რომ აღარ ვიყავით წარმატებული

,,ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია ქვეყანა და მალევე ჩემი ქვეყანა და ბრიუსელი აცნობიერებდა, რომ ჩვენ აღარ ვიყავით წარმატებული შემთხვევა", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა. როგორც სანდუმ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, ქვეყანა ჩაეფლო იმ მორევში, რომელიც მოლდოვას აღარ აძლევდა ევროკავშირთან ინტეგრაციის შესაძლებლობის გამოყენების უფლებას და დასჯის, ან სანქციების გარეშე, მოლდოვამ დაკარგა რეპუტაცია. ,,ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვიმყოფები და ჩვენი ქვეყნების ევროკავშირისკენ მისწრაფებები ვსაუბრობთ, თან ვსაუბრობთ პარტნიორობაზე, რომელიც ერთად შეგვიძლია შევქმნათ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განვათაროთ. მინდა დავუბრუნდე აღმოსავლეთ პარნტიორობის დასაწყის და შეგახსენოთ მეგობრებო, რომ ამ დროს ჩემი ქვეყანა, მოლდოვა, მიიჩნეოდა წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში და დიდი იმედები არსებობდა იმისა, რომ ქვეყანაშიც და ევროკაშირის ინსტიტუტებშიც, რომ ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მოლდოვამ გააფორმა განვითარდებოდა ქვეყანა, დემოკრატიული სისტემები ჩამოყალიბდებოდა მთელ ქვეყანაში მისი მოქალაქეების სასარგებლოდ, თუმცაღა მალევე, იმ საპნის ბუშტმა რომელიც შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში საბანკო სისტემებში და მას მოჰყვა სხვა კრიზისები, სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა - ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია ქვეყანა და მალევე ჩემი ქვეყანა და ბრიუსელი აცნობიერებდა, რომ ჩვენ აღარ ვიყავით წარმატებული შემთხვევა. რეფორმები ქაღალდზე დარჩა, დისკუსიები რეფორმების შესახებ მხოლოდ ლამაზ ანგარიშებში იგზავნებოდა ბრიუსელში. მოლდოვას არ ჰქონდა უკვე საფუძემდებლო საკითხები, რომლებიც ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე არის მნიშვნელოვანი. ქვეყანა ჩაეფლო იმ მორევში, რომელიც ჩვენ აღარ გვაძლევდა ევროკავშირთან ინტეგრაციის შესაძლებლობის გამოყენების უფლებას და დასჯის, ან სანქციების გარეშე, მოლდოვამ დაკარგა რეპუტაცია. ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარნტიორი, ჩვენ აღარ მიგვიჩნევდნენ იმ ქვეყნად რომელიც ნაკისრი ვალდებულებების შემსრულებელი იყო. ცვლილებები მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად და ამის შემდეგ ხალხმა აირჩია ნამდვილი დემოკრატია, კარგი მმართველობა და ძალიან ძლიერი მხარდაჭრრა გამოგვიცხადა ხალხმა. ცვლილებები მოხდა ბოლო წლის განმავლობაში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად და შემდეგ ხალხმა აირჩია კარგი, დემოკრატიული მმართველობა და ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ამას ხელს უწყობს ევროკავშირი. რადგან გვაქვს ევროკავშირის ძალიან დიდი მხარდაჭერა ამ დღის წესრიგში, ახალი მთავრობა, ახალი უმრავლესობა პარლამენტში ვალდებულია, სწრაფად განახორციელოს დანაპირები. ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, რომ ეს გამოწვევები დავძლიოთ. პრიორიტეტის სახით უნდა აღვადგინოთ მოსახლეობის ნდობა ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ხალხს კვლავ უნდა დავაჯეროთ, რომ სახელმწიფო არსებობს და მუშაობს მათთვის, რათა მოვახდინოთ კონსოლიდაცია ძლიერი ინსტიტუტების. დავიწყოთ იქიდან, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ხალხს, სამართლის უზენაესობა, ანტიკორუფციული ძალისხმევა. ჩვენ უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან, საჯარო მოხელეებისგან და ეს არის სამომავლოდ ჩვენი ძალისხმევა. აქამდე მუშაობდა სქემები კერძო ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით. ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს. ნაკლები უნდა ვისაუბროთ, ვაკეთოთ მეტი. უნდა არსებობდეს სტაბილური უმრავლესობა და ფუნქციონალური მთავრობა, რათა მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიოთ და დავარწმუნოთ მოლდოველები, რომ მომავალი შეიძლება, შეიქმნას სახლშიც და ევროკავშირშიც. ბევრი მოლდოველის სახელით ვსაუბრობ და ვიტყვი, რომ ჩვენი სტანდარტები, რომელიც დავამკვიდრეთ ევროპული გზების, სკოლების, რკინიგზის, საავადმყოფოების შექმნით, მასტიმულირებელი ფაქტორების შექმნით, რომელიც კერძო სექტორს წაახალისებს, ღრმად და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე ჩვენს მოქალაქეებს და მეწარმეებს აძლევს საშუალებას, ევროკავშირის სამომხმარებლო ბაზარზე მოახდინონ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი და ორგანულად, ეტაპობრივად ეს იქცეს რეალობად. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი სახლში, მოლდოვაში. ანტიკორუფციული, სასამართლო სისტემის რეფორმის და სხვა მიმართულებით, ჩვენ გვაქვს ევროკავშირის იმედი. აღმოსავლეთ ევროპის ინსტრუმენტები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს ევროკავშირის, როდესაც საუბარი გვაქვს ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, გვინდა, მეტი წვდომა გვქონდეს ბაზრებზე, დახმარება მივიღოთ კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით, რათა უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას მოლდოველებისთვის. კორუფციასთან ბრძოლას განვაგრძობთ და დაკარგული, მოპარული აქტივების დაბრუნებას შევძლებთ. კორუფცია მოლდოვის საზღვრებს სცდება. ამიტომ გვჭირდება ევროპული ინსტიტუტების დახმარება და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დახმარება. ჩვენ მოლდოვას თუ დავაბრუნებთ დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე და თუ კვლავ გავხდებით სტაბილური, პროგნოზირებადი პარტნიორი ევროკავშირისთვის, ჩვენ მეტი წარმატება გველის ინტეგრაციის გზაზე. კარგად გვესმის, რომ მთავარი დღის წესრიგი არის ჩვენივე ქვეყანაში. გვესმის, რომ საშინაო დავალება შესასრულებელი გვაქვს, პირობა დადებულია, ვალდებულება ნაკისრია ჩვენი ხალხისა და ევროკავშირის წინაშე. თქვენ გვეხმარებოდით წლების განმავლობაში. პოლიტიკური ვალდებულება დავდეთ და ვიკისრეთ ჩვენი მოქალაქეების სახელით“, – განაცხადა მაია სანდუმ.

დავით ზალკალიანი: ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია არის შესაძლებლობა, ურთიერთობები დამყარდეს ასობით მონაწილეს შორის და ალბათ ეს გვაკლია ყველაზე მეტად დღეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გახსნა. დავით ზალკალიანის თქმით, ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან ერთად, მოიცავს ეკონომიკური შესაძლებლობების, რეგიონული განვითარებისა და სხვა საკითხებს. მისივე თქმით, ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია არის ასევე შესაძლებლობა, ურთიერთობები დამყარდეს ასობით მონაწილეს შორის. "ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია თავის დროზე ჩაფიქრებული იყო როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის განხილვის შესაძლებლობა. თავიდანვე, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენელი წევრი სახელმწიფოების პარლამენტის და მთავრობის წევრები, ასევე მეცნიერები და ანალიტიკოსები ჩართული იყვნენ ევროპული ინტეგრაციის საკითხებისა და გამოწვევების განსახილველად, შესაძლებლობების განსახილველად, რომელიც გვეძლევა ამ გზაზე, იმ ახალი იდეების განსახილველად, რომელიც ეხება ევროკავშირთან ჩვენს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას. კონფერენცია ახალ ეტაპზე გადადის და უფრო გამორჩეული მონაწილეები ესწრებიან მას. დღის წესრიგიც განსაკუთრებით შეცვლილია და მოიცავს რეგიონულ განვითარებას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს შავი ზღვის რეგიონში და აღმოსავლეთ პარტნიორობის სფეროში. ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია არის ასევე შესაძლებლობა, ურთიერთობები დამყარდეს ასობით მონაწილეს შორის და ალბათ ეს გვაკლია ყველაზე მეტად დღეს" - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, "დღევანდელი შეკრების ბოლო აკორდი იქნება ლიდერების შეხვედრა". "ევროპული საბჭოს, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის პრეზიდენტები შეიკრიბებიან. ეს იქნება პირველი ერთობლივი შეხვედრა ასოცირების პარტნიორების ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. მიმაჩნია, რომ ეს განსაკუთრებული შეხვედრა იქნება ერთობლივი ნაკისრი ვალდებულების მაგალითი ევროკავშირის და ასოცირების პარტნიორების მიმართ", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, ჩვენთანაც მსგავსი ტრაგიკული სიტუაციაა და სწორი არჩევანი მნიშვნელოვანია

,,ჩვენ კარგად გვესმის და ღრმად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას, ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არის ის ქვეყნები, რომლებმაც გააკეთეს ეს სწორი არჩევანი. „აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, რათა მენახა უსაფრთხოების საკითხები და ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ საკუთარი ყურით მომესმინა. უკრაინაში ყოველდღე მივდივარ საოკუპაციო ხაზთან. ჩვენთანაც ოკუპირებული ტერიტორიებზე მსგავსი ტრაგიკული სიტუაციაა. ასეთ შემთხვევებში ჩვენ კარგად გვესმის და ღრმად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არის ის ქვეყნები, რომლებმაც გააკეთეს ეს არჩევანი. ჩვენ დღეს ვართ ერთად, ეს არჩევანი გაკეთებული გვაქვს და ეს რეალობაა“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ასოცირების ტრიო არის ახალი რეგიონალიური განზომილება. „ევროპის დიზაინი გაკეთებულია და გვაკლია სამი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი. მე მახარებს ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იზიარებს ამ ინიციატივას და აცხადებს, რომ ეს ასოცირების ტრიო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, ევროკავშირისა და ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით, ჩვენი დემოკრატია ფორმაშია

"დღეს ჩვენი დემოკრატია ფორმაშია ევროკავშირისა და ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელმძღვანელობს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატია წარმატებით მუშაობს ძლიერ თავდაცვასა და ურთიერთდახმარებასთან ერთად. "დიპლომატიურ ფრონტზე, შეერთებულ შტატებთან გუნდური თანამშრომლობით, ჩვენ ცოტა ხნის წინ შევძელით სომეხი პატიმრების გათავისუფლება, აზერბაიჯანში ნაღმების უსაფრთხო განეიტრალების უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთელი ეს საქმიანობა გლობალური პანდემიის ფონზე ხორციელდებოდა, რომელიც არ ზოგავს არც ერთ ქვეყანას, არც ერთ ერს, არც ერთ ეკონომიკურ კლასს. საქართველომ პანდემიას თავი დააღწია განახლებული ძალებით და შემართებით, ყურადღება გაამახვილა NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე და თან თავის წილ საქმეს აკეთებს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში. დღეს ჩვენი დემოკრატია ფორმაშია ევროკავშირისა და ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელმძღვანელობს. განახლებული მრავალმხრივი მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების შედეგად, ნორმალური მდგომარეობა ბრუნდება, დემოკრატია მუშაობს და ჩვენს ეკონომიკაში აღმავლობა იწყება. გლობალური პანდემიით შექმნილი გამოწვევის შედეგი ის არის, რომ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პირობისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უფრო ფართო განზომილებაში. დიახ, ჩვენი ხალხის უსაფრთხოება, დაცულობა და ჯანმრთელობა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია, მაგრამ მათი მომავალი მსოფლიოში ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას უკავშირდება. ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ხალხის წინაშე და ეს არის ჩვენი ვალდებულება თქვენს წინაშე. ამიტომ, უდავოდ შეგიძლიათ დაეყრდნოთ საქართველოს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირი და შეერთებული შტატები იყვნენ სამაგალითო პარტნიორები საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკის და დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საერთაშორისო ფორმატში მხოლოდ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უზრუნველყო მუშაობა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საოკუპაციო ძალების პროვოკაციების აღკვეთას 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ. ევროკავშირი და შეერთებული შტატები იყვნენ სამაგალითო პარტნიორები ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით. ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ, მაგრამ ვუსმენთ, ვსწავლობთ და ვვითარდებით, თან ვცდილობთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მეტ ინტეგრაციას. როგორც ჩემი გამოსვლის დასაწყისში ვთქვი: მოდით, აქ ყველამ დავდოთ პირობა, რომ ჩვენს რეგიონს შესაძლებლობების ოაზისად ვაქცევთ და არ დავტოვებთ კონფლიქტების რეგიონად. ყველას დიდ მადლობას გიხდით საქართველოში ჩამოსვლისთვის. გმადლობთ, მსოფლიოს დახმარებისთვის, რათა ის დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას. გმადლობთ, ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების განვითარებისათვის. ყველას გულწრფელად გისურვებთ წარმატებულ კონფერენციას, რათა უფრო მეტი თანამშრომლობა აკავშირებდეს ჩვენს ერებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თურქეთმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტექნიკური მომსახურების მანქანები გადასცა

თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო მანქანების უმსხვილესი კომპანია BMC-ის მიერ წარმოებული 4 ერთეული ტექნიკური მომსახურების მანქანა, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ორხევის საავტომობილო ბაზაზე ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრნენ. "კომპანია BMC-სთან 4 ერთეული ტექნიკური მომსახურების მანქანის მიწოდების თაობაზე ხელშეკრულება 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა. აღნიშნული ტექნიკის საერთო ღირებულებამ 866,400.00 აშშ დოლარი შეადგინა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შარლ მიშელი: იმედია ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებთ არა ბრიუსელის გასახარად, არამედ საკუთარი ხალხისთვის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი კვლავაც ამ ქვეყნების სანდო პარტნიორია, ხოლო ამ ქვეყნებმა თავის მხრივ აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ, ოღონდ არა ბრიუსელის, არამედ საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. „საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან დამოუკიდებელნი უკვე 30 წელია. ერთი თაობა ძალიან ძლიერი მიღწევებით, ძალისხმევით, წინსვლითა და დაბრკოლებებით. ერთი თაობა, რომელიც განსაზღვრავს მომავალს და აშენებს საკუთარი სივრცეს – კეთილდღეობის, თანამშრომლობის ამ საერთ ფასეულობების საფუძველზე. არ ყოფილა ეს იოლი გზა. ეს სულისკვეთება, რომელიც მიმდინარეობდა დესტაბილიზაციის, ამ გამოწვევების, აგრესიის პირობებში ევროკავშირი თქვენთან არის და სრულ სოლიდარობას გიცხადებთ. აქ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი საერთო მიზნისკენ გვინათებს გზას. ჩვენ გვინდა, რომ სტაბილურობა, ჩვენი გამძლეობა, ჩვენი მედეგობა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში იყოს და ეს ტრანსატლანტიკური პარტნიორების ძალისხმევით განხორციელდეს. ერთ თაობაში მოხდა ეს ყველაფერი. ევროკავშირი ასევე განიცდიდა ძირეულ ცვლილებებს და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დემოკრატიული სივრცე ჩვენი ერთობის, ჩვენი თავისუფლების საფუძველია და ეს არის ჩვენი ფასეულობების საფუძველი. 2009 წელს, პრაღის სამიტზე გადავწყვიტეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნა და დღეს 12 წლის თავზე, ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა უკვე რეალობად იქცა. [ის] სარგებელს აძლევს ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეს. ჩვენ გვაქვს ჩვენი საერთო დღის წესრიგი, ჩვენი საერთო მისწრაფებები საჭიროებები და დეკემბერში ჩვენ გვაქვს შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში და თქვენ ყველას გპირდებით საჯაროდ, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდო პარტნიორად თვენი ქვეყნებისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენ შეასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმების მიმართულებით არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხის ინტერესებისთვის, თქვენი საზოგადოების საკეთილდღეოდ. ჩვენ ყველას გვესმის ადამიანთა უფლებები, თანასწორობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, მცირე და საშუალო საწარმოები, პრესის დაცულობა არის ის ფასეულობები, რომლებიც საუკეთესო გარანტიაა კეთილდეობისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ინგლისში კორონავირუსთან დაკავშირებული თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნა

ინგლისში კორონავირუსთან დაკავშირებული თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმდა. ინფიცირების შეთხვევების ზრდის მიუხედავად, ახალი რეგულაციები 19 ივლისიდან ამოქმედდა. ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები იმედოვნებენ, რომ მოსახლეობა ვაქცინაციის პროგრამაში აქტიურად ჩაერთვება. ბრიტანეთში ყოველდღიურად 50 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.