ძებნის რეზულტატი:

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონებში მერობის კანდიდატები დაასახელა. კანდიდატები, პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დაასახელა, მათ შორის არის თავად თბილისის მერობის კანდიდატის მამაც, ანზორ მელია. ის ზუგდიდში იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი. სრული სია კი ასეთია: ქუთაისი - ხატია დეკანოიძე მცხეთა - ზაალ უდუმაშვილი რუსთავი - დავით კირკიტაძე თელავი - გიორგი ბოტკოველი მარტვილი - თემურ ჯანაშია ბათუმი - გიორგი კირთაძე ქობულეთი - ბონდო თედორაძე ხელვაჩაური - მიშა ბოლქვაძე ქედა - რამინ ბერიძე შუახევი - როინ ზოიძე ხულო - გოგიტა სოლომონიძე ვანი - ბადრი მებურიშვილი ზესტაფონი - ბაქარ ხიჯაკაძე სამტრედია - მამუკა ბიბილეიშვილი ადიგენი - მარეხ დათაშვილი ასპინძა - გიორგი გიორგაძე საგარეჯო - დავით ჯავახიშვილი ახმეტა - ზურაბ ოტიაშვილი გურჯაანი - სერგი კაკალაშვილი დედოფლისწყარო - თამაზ კოჭლამაზაშვილი სიღნაღი - ზაზა პაპუაშვილი დმანისი - გიორგი ტატუაშვილი თეთრიწყარო - ვანო მაღალაშვილი გორი - ვასილ მახარაშვილი ხაშური - იოსებ ბუაძე კასპი - ნუგზარ ნონიაშვილი ქარელი - ნიკოლოზ ახალკაცი ხობი - ბესო შენგელია

რა გახდა „ტოცილიზუმაბის“ დეფიციტის მიზეზი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

16 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტრო და მომწოდებელი შემოიტანენ „ტოცილიზუმაბის“ დამატებით რაოდენობას და უახლოესი დღეების განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს. რა გახდა ქვეყანაში „ტოცილიზუმაბის“ დეფიციტის მიზეზი, ცერცვაძე აღნიშნული განმარტავს: „ბოლო დღეებში „ტოცილიზუმაბზე“ მკვეთრად და ერთბაშად გაზრდილი მოთხოვნის მიზეზით ამ მედიკამენტის ქვეყანაში არსებული რაოდენობა პრაქტიკულად ამოიწურა და შეიქმნა დროებითი დეფიციტი. ხვალ, 16 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტრო და მომწოდებელი შემოიტანენ ტოცილიზუმაბის დამატებით რაოდენობას და უახლოესი დღეების განმავლობაში იგი ხელმისაწვდომი იქნება. ამასთან, სამინისტრო და მომწოდებელი იღებენ ქმედით ზომებს, რათა ქვეყანაში შესაძლოდ მოკლე დროში შემოტანილ იქნას „ტოცილიზუმაბის“ ისეთი რაოდენობა, რომელიც დააკმაყოფილებს მკვეთრად გაზრდილ მოთხოვნას ამ მედიკამენტზე, მაგრამ ეს არ იქნება იოლი, ვინაიდან მედიკამენტი დეფიციტურია მსოფლიო ბაზარზე. შექმნილი სიტუაცია განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: ჩვენ ტოცილიზუმაბს წარმატებით ვიყენებთ უკვე ერთ წელზე მეტია, პანდემიის დასაწყისიდანვე, მაშინ როდესაც არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც კი ძალიან ცოტა ვინმეს სჯეროდა მისი ეფექტიანობისა და არაერთი მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID-პაციენტი გვყავს გადარჩენილი.ტოცილიზუმაბი ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისიდან შეტანილია COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში და მის ფართოდ დანერგვას კლინიკურ ჯგუფთან და COVID-კლინიკებთან არაერთი შეხვედრა და არაერთი პოსტი მივუძღვენით. ჯანდაცვის სამინისტრო თავის მხრივ ნაციონალურ პროტოკოლში შეტანის პირველივე დღიდან (2020 წლის ივნისიდან) ანაზღაურებდა „ტოცილიზუმაბის“ ღირებულებას (მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ძვირია), და არავითარი პრობლემა ამ მხრივ არ ყოფილა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ „ტოცილიზუმაბი“ იმდენად ძვირი მედიკამენტია, რომ ასეთი ფუფუნების უფლებას თავის თავს საქართველოზე ეკონომიკურად გაცილებით ძლიერი ქვეყნებიც კი ყოველთვის ვერ აძლევენ. ამასთან, ტოცილიზუმაბი ძალიან ძლიერმოქმედი პრეპარატია, აქვს მკაფიო ჩვენებები და უკუჩვენებები და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე COVID-კლინიკებში. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები, სწორედ ისინი, რომლებიც ახლა ალაპარაკდნენ მედიკამენტის დეფიციტზე, მთელი წელი გვაბულინგებდნენ და ბრალს გვდებდნენ იმაში, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტებს ვატარებდით და მოუწოდებდნენ კლინიკებს, არ გამოეყენებინათ ტოცილიზუმაბი. ამის გამო ბოლო დრომდე ტოცილიზუმაბს ჩვენს გარდა მხოლოდ 7-8 კლინიკა იყენებდა და ქვეყანაში არსებული მარაგი საკმარისზე მეტი იყო იმ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც ბოლო დღეებამდე ტოცილიზუმაბზე არსებობდა. იმდენად ძლიერი იყო „ტოცილიზუმაბის“ გამოყენების მოწინააღმდეგეების გავლენა, რომ მას შემდეგაც კი, რაც ინგლისელების დიდი კვლევებით დადასტურდა, რომ ჩვენ მართალი ვიყავით და ტოცილიზუმაბი დროული და სწორი გამოყენების შემთხვევაში 24%-ით ამცირებს მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID-19 პაციენტების სიკვდილიანობა. კლინიკები არ ჩქარობდნენ ტოცილიზუმაბის გამოყენებას და მხოლოდ ბოლო დროს, მას შემდეგ, რაც შევძელით ყველა დაგვერწმუნებინა ტოცილიზუმაბის ეფექტიანობაში, მასზე მოთხოვნა ერთბაშად, ძალიან მოკლე დროში მკვეთრად გაიზარდა, რამაც ბუნებრივია მედიკამენტის დროებითი დეფიციტი შექმნა. სამინისტრომ მაშინვე გადადგა ნაბიჯები, რომ ასევე მკვეთრად გაზრდილიყო ტოცილიზუმაბის მოწოდებაც, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მედიკამენტი დეფიციტურია მთელ მსოფლიოში და ძალიან მოკლე დროში მისი მოწოდების მკვეთრად გაზრდა იოლი არ იქნება. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მედიკამენტის პირველი დამატებითი პარტია უკვე ორშაბათს ა.წ. 16 აგვისტოს შემოვა. კოვიდი უდიდესი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვისაც. ჯანდაცვის სამინისტროს, კლინიკურ ჯგუფსა და COVID-კლინიკების მედპერსონალს საქმიანობა ისედაც ექსტრემალურ პირობებში უწევთ და ამ დროს პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების თუ ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექსპერტების მხრიდან ხელის შეშლა დაუშვებელია“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა გაუმჯობესდა

"ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების გამო, თვეზე მეტია საავადმყოფოშია, თავს უკეთ გრძნობს. COVID19 5 ივლისს, სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩის შემდეგ დაუდგინდა და მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. რაგბის კავშირის ცნობით, იოჰანესბურგში მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის თქმით, ის კვლავ რჩება მართვად სუნთქვაზე, თუმცა თავს უკეთ გრძნობს და პირადად შეძლო კონტაქტზე გამოსვლა. ექიმების განცხადებით, მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმედ ფასდება, თუმცა, თუ გამოჯანმრთელების პროცესი ასეთი ტემპებით გაგრძელდება, დაახლოებით 10 დღეში ის უკვე დამოუკიდებლად შეძლებს სუნთქვას, სრულ რეაბილიტაციას კი 3-6 თვე დაჭირდება.

AP: „თალიბანი“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს

დაჯგუფება „თალიბანი“ აცხადებს, რომ პრეზიდენტის სასახლიდან მალე გამოაცხადებს „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ. იტყობინება სააგენტო Associated Press-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. ეს იყო, ავღანეთის ოფიციალური სახელწოდება „თალიბანის“ რეჟიმის დროს, 1996-2001 წლებში. მანამდე გავრცელდა ცნობა მოლაპარაკებების გამართვის შესახებ „თალიბანთან“, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში უნდა გამართულიყო. ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა Associated Press-ს განუცხადა, რომ მოლაპარაკებების მიზანია „თალიბანისთვის“ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა. BBC-მ გაავრცელა ფოტომასალა, რომელიც ქაბულში საპრეზიდენტო სასახლეში სწორედ „თალიბების“ ყოფნას ასახავს. პარალელურად, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა უსაფრთხოების სამსახურისგან მოისმინა ინფორმაცია ავღანეთში შექმნილი ვითარების შესახებ. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აშშ დამატებით კიდევ 1000 ჯარისკაცს გზავნის ქაბულში. ქაბულის აეროპორტში ყველა სახის ფრენა შეჩერდა სამხედრო თვითმფრინავების გარდა, რომელთაც დიპლომატები გადაგყავთ. 5000 ამერიკელი სამხედრო საელჩოს პერსონალის უსაფრთხოდ გაყვანას ცდილობს. ასევე პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უზბეკეთის ხელისუფლებამ 84 ავღანელი ჯარისკაცი დააკავა, რომლებმაც ქვეყნის საზღვარი გადაკვეთეს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ავღანელ ჯარისკაცებს მიაწოდეს საკვები, გადაიყვანეს დროებით საცხოვრებელში და მიეწოდათ აუცილებელი სამედიცინო დახმარება. უზბეკეთის ხელისუფლება ავღანეთთან მოლაპარაკებების გზით, ჯარისკაცების საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას გეგმავს. ცნობისთვის, ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. ავღანეთის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა მედიას, რომ აშრაფ ღანი მეზობელ ტაჯიკეთში გაფრინდა. მანამდე, დაჯგუფება „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა. დაჯგუფება ავღანეთის 20-მდე პროვინციის დედაქალაქს აკონტროლებს. დაიკავა ქალაქი მაზარ-ი-შარიფი, რომელიც უზბეკეთიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. შეგახსენებთ, ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხოდ ევაკუაციის მიზნით, ქაბულში 3000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს რიცხვი 5000-მდე გაიზრდება. ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ „თალიბანი" დიპლომატების გაყვანის პროცესს საფრთხეს შეუქმნის, ის „ძლიერ სამხედრო" პასუხს მიიღებს. ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს საჰაერო დახმარების გაწევის, ავღანური ძალების საკვებითა და აღჭურვილობით მომარაგებისა და მათი ხელფასების გადახდის შესახებ. „20 წლის განმავლობაში, ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. 300 ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო გადავამზადეთ და თანამედროვე აღჭურვილობა მივაწოდეთ. ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ. მათ თავად უნდა იბრძოლონ. მათ თავიანთი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლონ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ევროპის სხვა ქვეყნებმა ასევე დააჩქარეს საკუთარი დიპლომატებისა და საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია ავღანეთიდან. პირველ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოშ მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი (ქალაქი დმანისი - სამხრეთ-დასავლეთი - 25კმ. სოფელი სამება) ისევ სოფელ სამებასთან დაფიქსირდა და 3.7 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 23:42 საათზე მოხდა.

საქართველოში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 05:44 საათზე დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრემ 5,1 მაგნიტუდა შეადგინა. 05:51 საათზე კი ბიძგების სიდიდე 3,2 მაგნიტუდა იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ისევ სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. (ქალაქი ნინოწმინდა - აღმოსავლეთი - 24კმ. სოფელი სამება) მანამდე სოფელ სამებასთან მიწისძვრა ჯერ 23:42 საათზე, შემდეგ კი, 03:19 საათზე მოხდა.

თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა

თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ქასთამონუს, სინოფისა და ბართინის პროვინციებში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მანამდე 62 ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. სტიქიის შედეგად დაშავდა 284 ადამიანი, ხოლო 76 დაკარგულად ითვლება. ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზემოხსენებული სამი პროვინცია სტიქიის ზონებად გამოაცხადა.

ბორის ჯონსონი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავღანეთი ტერორის გასამრავლებელ ნიადაგად არ იქცეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ არავინ უნდა აღიაროს „თალიბანის“ ხელისუფლება ორმხრივ საფუძველზე. ინფორმაციას Skynews-ი ავრცელებს. „არ გვინდა, რომ „თალიბანი“ ვინმემ ორმხრივად აღიაროს. გვსურს ერთიანი პოზიცია თანამოაზრეებს შორის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ავღანეთი კვლავ არ იქცეს ტერორიზმის გამრავლების ნიადაგად“, – აღნიშნა ჯონსონმა და დასავლეთს მოუწოდა, ერთად იმუშაონ ავღანეთზე ისეთი მექანიზმების გამოყენებით, როგორებიც გაერო და NATO-ა. ცნობისთვის, დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა და ქაბულში კონტროლი დაამყარა. ავღანეთის მთავრობას და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით ქვეყანა დატოვა ავღანეთის პრეზიდენტმა. მედია: თალიბანმა ქაბულზე შეტევა დაიწყო BBC: ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა

ჰაიტიზე მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 1 297-მდე გაიზარდა

Reuters-ის ინფორმაციით, კუნძულ ჰაიტიზე მომხდარი 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულების რაოდენობა გაიზარდა და 1 297-ს მიაღია. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სენ-ლუი დუ სუდიდან 12 კილომეტრში იყო. ბიძგები იგრძნობოდა მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქ პორტ-ო-პრენსშიც. კუნძულზე ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო აღმოფხვრილი 2010 წელს მომხდარი მიწისძვრით გამოწვეული ზარალი. მაშინ სტიქიამ 200 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის გადადგომას ითხოვს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ავღანეთში მომხდარი კატასტროფის შემდეგ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თანამდებობა უნდა დატოვოს. „დროა ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ წავიდეს იმის გამო, რაც მან ავღანეთში დაუშვა“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებად ასევე დაასახელა კორონავირუსის შემთხვევების უზარმაზარი ზრდა, სასაზღვრო კრიზისი, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განადგურება და მოშლილი ეკონომიკა. „მისი გადადგომა დიდი ამბავი არ უნდა იყოს, რადგან ის ლეგიტიმურად არასდროს აურჩევიათ“, - აღნიშნა მან. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ის, რაც ჯო ბაიდენმა ავღანეთთან დაკავშირებით ჩაიდინა, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მარცხი იქნება.

საქართველოში კორონავირუსი 2 676 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 676 ადამიანს დაუდასტურდა, 4 119 გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 730 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 637 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 093 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 676 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 484 254-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.4%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 10.47% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 11.09%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 119 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 425 651 ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 436 მოქალაქე ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 958 შემთხვევა, აჭარა - 538, იმერეთი - 319, ქვემო ქართლი - 115, შიდა ქართლი - 80, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161, კახეთი - 297, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 52 141 საიდანაც: 6 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 176, აჭარაში - 931, იმერეთში - 1 007. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 421 , მათ შორის, თბილისში - 608, აჭარაში - 143, იმერეთში - 327. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პირი, მათგან თბილისში - 198, აჭარაში - 18, იმერეთში - 20. 3 463 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 619 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 41 692 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 71, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 15 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 043 მოქალაქე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 500 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24 018, აჭარაში - 6 968, იმერეთში - 4 986.

აშშ და სამხრეთ კორეა ერთობლივ სამხედრო წვრთნებს 16 აგვისტოდან დაიწყებენ

Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა ყოველწლიურ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს 16 აგვისტოდან დაიწყებენ. ჩრდილოეთ კორეის პროტესტის მიუხედავად, სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები რეგულარულად ატარებენ სამხედრო წვრთნებს, ძირითადად გაზაფხულსა და ზაფხულში. მიმდინარე სწავლება ცხრა დღე გაგრძელდება და უმეტესწილად შედგება თავდაცვით, კომპიუტერულად მოდელირებულ პირობებში და ნაკლებ საველე სიტუაციაში.

ავღანეთის საავიაციო სამსახური სატრანზიტო თვითმფრინავებს მარშრუტის შეცვლას ურჩევს

ავღანეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა განაცხადა, რომ შექმნილი სიტუაციის გამო ქაბულის საჰაერო სივრცეში სატრანზიტო რეისების გაკონტროლება ვერ მოხერხდება და ტრანზიტით მოძრავ თვითმფრინავებს ურჩია, სხვა მარშრუტით ისარგებლონ. გაერთიანებულმა ავიახაზებმა, ბრიტანულმა ავიახაზებმა და Virgin Atlantic– მა უკვე შეწყვიტეს ავღანეთის საჰაერო სივრცის გამოყენება მას შემდეგ, რაც თალიბებმა ქაბულში პრეზიდენტის სასახლე აიღეს. ავიაკომპანიები და ხელისუფლებები უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ კონფლიქტის ზონების საჰაერო სივრცეში ფრენებთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში ორი ფატალური ინციდენტი დაფიქსირდა. ცნობისთვის, დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა და ქაბულში კონტროლი დაამყარა. ავღანეთის მთავრობას და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით ქვეყანა დატოვა ავღანეთის პრეზიდენტმა.

ქაბულის აეროპორტს თურქ სამხედროებთან ერთად აზერბაიჯელი სამხედროებიც დაიცავენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მყოფი 120 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი რაზმი თურქ სამხედროებთან ერთად ქაბულის აეროპორტს დაიცავს. "სამინისტრო მუდმივ კონტაქტშია ჩვენს სამშვიდობოებთან, პერსონალის მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა მაღალ დონეზეა. ძმურ თურქეთთან კოორდინაციით საოპერაციო სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან", - ნათქვამია განცხადებაში. აეროპორტის ტერიტორიაზე გარდა თურქული და აზერბაიჯანული რაზმებისა, ასევე იმყოფებიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ქვეყანაში საელჩოების თანამშრომლების ევაკუაციის მიიზნით მიავლინეს. ცნობისთვის, დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა და ქაბულში კონტროლი დაამყარა. ავღანეთის მთავრობას და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით ქვეყანა დატოვა ავღანეთის პრეზიდენტმა. გარდა უცხოელი მოქალაქეებისა, ქაბულის აეროპორტის გავლით ქვეყნის დატოვებას ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობაც.

როდის შეძლებენ ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი განმარტავს, რატომ ვერ დაბრუნდნენ ამ დროისათვის ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეები და როდის შეძლებენ ისინი ქვეყანაში ჩამოსვლას. მისივე თქმით, თურქულმა მხარემ დაადასტურა მზაობა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჯავშნიანი მანქანებით მიიყვანენ ქაბულის აეროპორტში, ახლა მიმდინარეობს ეს ოპერაცია და უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან, საიდანაც პარტნიორები უზრუნვეყოფენ მათ საქართველოში ჩამოყვანას. ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მოხერხდება თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან. ,,ქაბულის აეროპორტიდან შეთანხმებული გვქონდა რეისი ჩვენს პარტნიორებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, მისულიყვნენ აეროპორტში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი მისვლა აეროპორტში იმ მომენტისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილი და უკრაინული რეისი გამოფრინდა მათ გარეშე, ამასთან ერთად, ჩვენ სხვა პარტნიორებთან ერთად გვქონდა დასტური. ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან. რამდენიმე რეისი კიდევ არის დაგეგმილი", - განაცხადა ღვთისიაშვილმა. ცნობისთვის, დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა და ქაბულში კონტროლი დაამყარა. ავღანეთის მთავრობას და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით ქვეყანა დატოვა ავღანეთის პრეზიდენტმა. გარდა უცხოელი მოქალაქეებისა, ქაბულის აეროპორტის გავლით ქვეყნის დატოვებას ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობაც. შეერთებულმა შტატებმა საკუთარი საელჩოს პერსონალი უკვე გაიყვანა. ამავე თემაზე: ქაბულის აეროპორტს თურქ სამხედროებთან ერთად აზერბაიჯელი სამხედროებიც დაიცავენ ავღანეთის საავიაციო სამსახური სატრანზიტო თვითმფრინავებს მარშრუტის შეცვლას ურჩევს საქართველო ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს AP: „თალიბანი“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს

The Wall Street Journal-ი: ქაბულის აეროპორტში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა სროლის შედეგად ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის სამგზავრო ტერმინალში. ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს. აეროპორტში ათასობით ავღანელი შეიკრიბა იმ იმედით, რომ მიიღებდნენ საევაკუაციო რეისს „თალიბების“ მიერ ქაბულის აღების შემდეგ. აშშ-მ საელჩოდან საკუთარი პერსონალის გაყვანის ოპერაცია დაასრულა. პრეზიდენტმა ბაიდენმა გუშინ დამატებით 1000 სამხედროს გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო და ჯარისკაცების რიცხვი სულ 6000-მდე გაიზარდა. ქაბულის აეროპორტს თურქ სამხედროებთან ერთად აზერბაიჯელი სამხედროებიც დაიცავენ ბაიდენმა უსაფრთხოების სამსახურისგან მოისმინა ინფორმაცია ავღანეთში შექმნილი ვითარების შესახებ. „თალიბანის“ პრესსპიკერმა მუჰამედ ნაიმიმ განაცხადა, რომ ომი დასრულდა: „დღეს დიდი დღეა ავღანელი ხალხისთვის და მოჯაჰედებისთვის. მათ დაინახეს იმის ნაყოფი, რასაც 20 წლის განმავლობაში ეწირებოდნენ“. ცნობისთვის, ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. ავღანეთის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა მედიას, რომ აშრაფ ღანი მეზობელ ტაჯიკეთში გაფრინდა. მანამდე, დაჯგუფება „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა. დაჯგუფება ავღანეთის 20-მდე პროვინციის დედაქალაქს აკონტროლებს. დაიკავა ქალაქი მაზარ-ი-შარიფი, რომელიც უზბეკეთიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. შეგახსენებთ, ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხოდ ევაკუაციის მიზნით, ქაბულში 3000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს რიცხვი 5000-მდე გაიზრდება. ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ „თალიბანი" დიპლომატების გაყვანის პროცესს საფრთხეს შეუქმნის, ის „ძლიერ სამხედრო" პასუხს მიიღებს. ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს საჰაერო დახმარების გაწევის, ავღანური ძალების საკვებითა და აღჭურვილობით მომარაგებისა და მათი ხელფასების გადახდის შესახებ. „20 წლის განმავლობაში, ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. 300 ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო გადავამზადეთ და თანამედროვე აღჭურვილობა მივაწოდეთ. ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ. მათ თავად უნდა იბრძოლონ. მათ თავიანთი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლონ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ევროპის სხვა ქვეყნებმა ასევე დააჩქარეს საკუთარი დიპლომატებისა და საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია ავღანეთიდან. პირველ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. ამავე თემაზე: AP: „თალიბანი“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს

საქართველო ქაბულიდან მოქალაქეების გამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, მთავრობა ავღანეთიდან სამშობლოში საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ცალკე ბორტს გააგზავნის. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა. „გუშინ დილით გვთხოვეს დახმარება, სამწუხაროდ, არ ვიცოდით მათი იქ არსებობა. დაგვირეკეს და გვთხოვეს დავხმარებოდით საქართველოში ჩამოყვანაში. 2 საათისთვის ჩვენ უკვე გვქონდა უზრუნველყოფილი შესაბამისი რეისი ქაბულის აეროპორტიდან, შეთანხმებული გვქონდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მისულიყვნენ აეროპორტში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი აეროპორტში მისვლა იმ მომენტისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილი და უკრაინული ბორტი მათ გარეშე გამოფრინდა. ამასთან ერთად, ჩვენ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საუბარი. მათი მხრიდან არის დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან. რამდენიმე რეისი არის კიდევ დაგეგმილი. მათ საწუხაროდ, ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში აეროპორტში მისვლა, რადგან ქაბულში მდგომარეობა იყო დაძაბული და არჩიეს, დარჩენილიყვნენ ბაზაზე. ახლა ვმუშაობთ უკვე მათი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად. თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა, მზაობა, რომ დაგვეხმარებიან, ისინი მიიყვანონ ჯავშნიანი მანქანებით ქაბულის აეროპორტში, ახლა მიმდინარეობს ეს ოპერაცია და უახლეს მომავალში იმედია, ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან მიყვანილები, საიდანაც ასევე ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ გადმოყვანას საქართველოში. ამასთან ერთად, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად. შესაბამისად, ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები, ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას უკვე ჩვენი ბორტით. ესენი არიან კერძო კონტრაქტორები დასაქმებულები არიან კერძო კომპანიაში. ესენი ყოფილი სამხედროები არიან და მუშაობენ კერძო კონტრაქტით. 17 კაცი დასაქმებულია კანადურ კომპანიაში, 6 - ამერიკულ კომპანიაში“, - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ცნობისთვის, დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა და ქაბულში კონტროლი დაამყარა. ავღანეთის მთავრობას და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით ქვეყანა დატოვა ავღანეთის პრეზიდენტმა. გარდა უცხოელი მოქალაქეებისა, ქაბულის აეროპორტის გავლით ქვეყნის დატოვებას ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობაც. შეერთებულმა შტატებმა საკუთარი საელჩოს პერსონალი უკვე გაიყვანა. ამავე თემაზე: როდის შეძლებენ ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნებას ქაბულის აეროპორტს თურქ სამხედროებთან ერთად აზერბაიჯელი სამხედროებიც დაიცავენ ავღანეთის საავიაციო სამსახური სატრანზიტო თვითმფრინავებს მარშრუტის შეცვლას ურჩევს საქართველო ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს AP: „თალიბანი“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს

ყველაზე უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო მზად არის - ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, თბილისში საველე ჰოსპიტალი 500 პაციენტისთვის მოეწყობა და საწოლთა უმეტესობა ჟანგბადით იქნება აღჭურვილი. ,,საველე ჰოსპიტალი გაიშლება 500 საწოლამდე პაციენტისთვის, საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. გამართულია ყველა ინვენტარი, მოწყობილობა და გაყვანილობა, რომელიც ესაჭიროება ამ საწოლებს, რომ მოხდეს მათი მომარაგება ჟანგბადით. დამონტაჟებულია ორი 5 ტონიანი ცისტერნა, რომელიც მოამარაგებს ამ საწოლებს ჟანგბადით. ბოლო პერიოდში საქართველოში არ ხდება ექიმების მომზადება სამხედრო-საველე პირობებისთვის, მაგრამ ექიმთა მეტ ნაწილს მიღებული აქვს განათლება მაშინ, როდესაც სამხედრო გადამზადება იყო სავალდებულო და მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება ამ მიმართულებით. რაც შეეხება იმ ექიმებს, რომლებსაც აქვთ სამხედრო წოდება, გეგმას არ წარმოადგენს, რომ ისინი იყვნენ გამოყვანილები და განაგრძონ საველე ჰოსპიტლებში მუშაობა. სხვა ექიმთა ჯგუფი მიიღებს პაციენტებს ამ სივრცეებში, რომლებსაც აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია და პაციენტებს გაუწევენ შესაბამის მომსახურებას. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, რომელთაც აქვთ კარგი გამოცდილება მოხალისეების და მუდმივი თანამშრომლების კუთხით, მათთან ერთად პაციენტები მიიღებენ უსაფრთხო მომსახურებას, რომელიც მათ ესაჭიროებათ. ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, რომ საველე ჰოსპიტალი იყოს ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებული, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ როგორც პაციენტების, ასევე ექიმებიდან გამომდინარე კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში და არ გახდეს საჭირო საველე ჰოსპიტალების გამოყენება. ეს არის ყველაზე უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო უკვე მზად არის. 48 საათის განმავლობაში ჯანდაცვის სექტორმა შეძლო მობილიზება გაეკეთებინა საკმაოდ რთული ინფრასტრუქტურის და დარწმუნებული ვართ, რომ ისევე როგორც თბილისში, სხვა რეგიონებშიც საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ამის რესურსს გამოვნახავთ“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყობა

რით ხსნიან სპეციალისტები სოფელ სამებასთან გახშირებულ მიწისძვრას

რით ხსნიან სპეციალისტები სოფელ სამებასთან გახშირებულ მიწისძვრას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ „ეს არის ერთ-ერთი რთული რეგიონი, სადაც გარდა ტექტონიკური ერთეულებისა - სეისმურად აქტიური პროცესებისა, პოსტ ვულკანური პროცესებიც მიმდინარეობს. „მთლიანად ჯავახეთის ქედი არის ვულკანური წარმოშობის. მიწისძვრა არის შედეგი და არა მიზეზი, მიზეზი არის ტექტონიკური პროცესები“, - აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე. საქართველოში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმოლოგი მანანა ძმანაშვილი აღნიშნავს: „ჩვენ ვერანაირ სცენარს წინასწარ ვერ დავდებთ, მთელი ზაფხულის პერიოდი მიდის საკმაოდ აქტიურად 3-4 მაგნიტუდამდე მიწისძვრების სახით, თუმცა უფრო პატარა ბიძგებიც საკმაოდ ხშირია, რასაც მხოლოდ ხელსაწყო აფიქსირებს. გუშინდელი მიწისძვრა საკმაოდ დიდი იყო 5.1 მაგნიტუდის, თბილისშიც კარგად შეიგრძნო მოსახლეობამ, კარგიც არის რომ პატარა ბიძგების სახით ხდება ენერგიის გამოთავისუფლება“, - განუცხადა მან „რუსთვის2-ს“.

უკრაინის ქალაქის მერი გარდაცვლილი იპოვეს

უკრაინაში, ქალაქ,კრივი რიჰის მერი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. უკრაინული პოლიცია აცხადებს, რომ 48 წლის კონსტანტინ პავლოვი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციის თქმით, შემთხვევის ადგილზე იარაღი იპოვეს და მუშაობენ როგორც მკვლელობის ასევე თვითმკვლელობის ვერსიაზე. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც კრივი რიჰის მკვიდრია, განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმე პირად კონტროლზე აიყვანა.