ძებნის რეზულტატი:

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. შეზღუდვა არ შეეხება საქალქთაშორისო ტრანსპორტს. მთავრობამ შეიმუშავა სქემა, რომლის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, ვაქცინაციის დიდ ცენტრებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. რა შეზღუდვები იმოქმედებს საქართველოში 14 აგვისტოდან როგორ მოხდება ვაქცინაციის დიდ ცენტრებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირება - სქემა

დღეიდან საქართველოში კვების ობიექტების მუშაობის დრო იცვლება

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე, დღეიდან 4 სექტემბრამდე პერიოდში კვების ობიექტების მუშაობის დრო იცვლება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს. კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. რა შეზღუდვები იმოქმედებს საქართველოში 14 აგვისტოდან დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება როგორ მოხდება ვაქცინაციის დიდ ცენტრებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირება - სქემა

რა შეზღუდვები იმოქმედებს დღეიდან საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე, დღეიდან გარკვეული შეზღუდვები ისევ ამოქმედდა. დღეიდან 4 სექტემბრამდე: 1. მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. შეზღუდვა არ შეეხება საქალქთაშორისო ტრანსპორტს. 2. კვების ობიექტების მუშაობის დრო იცვლება. კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე 3. სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. 4. იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურადგადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს. მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. შეგახსენებთ, მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას - ექვემდებარებიან დალუქვას; საკოორდინაციო საბჭოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შ. ზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას. ამავე თემაზე: დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება რა შეზღუდვები იმოქმედებს საქართველოში 14 აგვისტოდან როგორ მოხდება ვაქცინაციის დიდ ცენტრებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირება - სქემა დღეიდან საქართველოში კვების ობიექტების მუშაობის დრო იცვლება კვების ობიექტებში, სპა სალონებსა და ფიტნესცენტრებში შესაძლოა, ვაქცინირებულები ან კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეები დაუშვან

გაეროს გენერალური მდივანი "თალიბანს" თავდასხმების შეწყვიტისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში "თალიბანს" თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვიტისკენ მოუწოდებს. "ახლა შეტევის შეჩერების დროა. ახლა სერიოზული მოლაპარაკებების დაწყების დროა. ახლა დროა, თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი სამოქალაქო ომი, ან ავღანეთის იზოლაცია", - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა. გუტერეშის განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა "განურჩეველი თავდასხმების" გამო, განსაკუთრებით ჰელმანდის, ყანდაარისა და ჰერატის პროვინციებში. "ბრძოლა "თალიბანსა" და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის იწვევს უზარმაზარ ზიანს. საავადმყოფოები სავსეა. საკვები და სამედიცინო მარაგი მცირდება. განადგურებულია გზები, ხიდები, სკოლები, კლინიკები და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. ყოველდღიურად, კონფლიქტი უფრო და უფრო დიდ ზიანს აყენებს ქალებსა და ბავშვებს. ურბანული კონფლიქტის გაგრძელება ნიშნავს ხოცვა-ჟლეტვას - სამოქალაქო პირები გადაიხდიან ყველაზე მაღალ ფასს", - განაცხადა გუტერეშმა. ამავე თემაზე: ევროკავშირი „თალიბანს“ ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა აშშ ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციას გეგმავს ბენ ჰოჯესი: აშშ-მა ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია უნდა შესთავაზოს თარჯიმნებს, ან მათ, ვისაც განსაკუთრებით დაემუქრება თალიბანი გაეროს ინფორმაციით, ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად, ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს ავღანეთი: „თალიბანი“ გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის მედია: „თალიბანმა“ ავღანეთის მთავრობის მედიის დეპარტამენტის დირექტორი მოკლა მედია: ასობით ავღანელი ჯარისკაცი „თალიბებს“ ჩაბარდა აშშ ავღანეთში საელჩოდან პერსონალის ევაკუაცის მიზნით, 3000 ჯარისკაცს გაგზავნის მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით, ავღანეთში ჯარისკაცებს ბრიტანეთიც გზავნის

აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდაზე შესვლამდე კორონავირუსი დაუდასტურდათ, დამატებითი საგამოცდო სესიები ჩაუტარდათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, COVID19-ის მიზეზით არც ერთი აპლიკანტი საგამოცდო პროცესის მიღმა არ დარჩენილა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოცდები 2021-ის მიმდინარეობა მინისტრმაშეაფასა და აღნიშნა, რომ პროცესი უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით წარიმართა. "მოხარული ვარ, რომ წლევანდელი გამოცდები, გასული წლის მსგავსად, მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით ჩატარდა. ჩვენი გუნდი მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდა, რათა საგამოცდო პროცესი ყოფილიყო უსაფრთხო და თითოეული აპლიკანტის ინტერესებზე მორგებული. მიუხედავად პანდემიისა, ყველა აპლიკანტს მივეცით შესაძლებლობა, გამოცდებზე საკუთარი ცოდნა გამოევლინა. როგორც მოგეხსენებათ, COVID19-ით ინფიცირების გამო არც ერთი აპლიკანტი საგამოცდო პროცესის მიღმა არ დარჩენილა. საგანგებოდ მათთვის, ვისაც გამოცდაზე შესვლამდე კორონავირუსი დაუდასტურდა, დამატებითი საგამოცდო სესიები ჩავატარეთ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამოცდები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, უსაფრთხო ვითარებაში წარიმართა. მინდა, მადლობა გადავუხადო საგამოცდო პროცესის ორგანიზებაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს გამოცდების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, ხოლო აბიტურიენტებს, მაგისტრანტობის მაძიებლებს, სტუდენტებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენი შესაძლებლობებისრეალიზებაში", - აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

ირაკლი ღარიბაშვილი: ისტორიული სამართლიანობა აღდგება და საქართველო აუცილებლად გაერთიანდება

"ისტორიული სამართლიანობა აღდგება და საქართველო აუცილებლად გაერთიანდება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრემიერი 29 წლის წინ აფხაზეთში დაწყებულ საომარ მოქმედებებს ეხმიანება. "29 წლის წინ, დღევანდელ დღეს, დაიწყო საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა - აფხაზეთის ომი. მოძმე ხალხთა შორის კონფლიქტმა მრავალი ადამიანის - ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა.ფრონტის ხაზის ორივე მხარეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იდგნენ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს. ისტორიული სამართლიანობა აღდგება და საქართველო აუცილებლად გაერთიანდება. მშვიდობისა და განვითარების გზით ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად შევქმნით ძლიერ, განვითარებულ სახელმწიფოს, რომელიც მიმზიდველი იქნება მისი თითოეული მოქალაქისთვის, სადაც ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების პირობებში ყველას ექნება თვითმყოფადობის შენარჩუნების, კეთილდღეობისა და განვითარების შესაძლებლობა", - წერს ირაკლი ღარიბაშვლი. აფხაზეთის ომის დაწყებიდან 29 წელი გავიდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 29 წელი გავიდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 29 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ, პირველად, სწორედ, 29 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს გაუხსნა ცეცხლი. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. 1993 წლის სექტემბერში აფხაზეთისთვის გადამწყვეტი ბრძოლა სოხუმთან გაიმართა. ალყაშემორტყმულ ქალაქს ინტენსიურად ბომბავდა რუსული არტილერია და ავიაცია. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. აფხაზეთის ომში დაიღუპა 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 000-მდე პირი.აფხაზეთი იძულებით 300 000-მდე ქართველმა დატოვა. რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში, საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ აღიარა.

კორონავირუსი კიდევ 5 579 ადამიანს დაუდასტურდა, 50 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 579 ადამიანს დაუდასტურდა, 1 867 გამოჯანმრთელდა, 50 ინფიცირებული გარდაიცვალა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 580 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 517 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 063 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 13 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 10.13% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 10.93%. ინფიცირების 5 579 ახალი შემთხვევიდან 2 355 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 746, იმერეთი - 667, ქვემო ქართლი - 281, შიდა ქართლი - 345, გურია - 133, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 364, კახეთი - 418, მცხეთა-მთიანეთი -125, სამცხე-ჯავახეთი - 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 53 854, საიდანაც: 6 835 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 106, აჭარაში - 913, იმერეთში - 968. მძიმე პაციენტი: 1 398, მათ შორის, თბილისში - 597, აჭარაში - 139, იმერეთში - 314. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 300, მათგან თბილისში - 192, აჭარაში - 19, იმერეთში - 17. 3 457 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 609 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 43 562 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 13 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 035 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 43 600 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 21 458, პირი, აჭარაში - 6 129, იმერეთში - 4 518.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 26 524-მა ადამიანმა გაიკეთა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 26 524-მა ადამიანმა გაიკეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 14 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 767 882 ადამიანი აიცრა. სრულად ვაქცინირებულია 229 236 ადამიანი. ცნობისთვის, აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3. ბოლო 24 საათში, კორონავირუსი კიდევ 5 579 ადამიანს დაუდასტურდა, 50 ინფიცირებული გარდაიცვალა

შრომის ინსპექციას ქელეხების, ქორწილებისა და იუბილეების აღკვეთის უფლება მიენიჭა

შრომის ინსპექციას ხალხმრავალი ღონისძიების - ქელეხების, ქორწილებისა და იუბილეების აღკვეთის - უფლება მიენიჭა. ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შევიდა. აქამდე მოქმედი რეგულაციით, ინსპექციას ჯარიმის გამოწერის უფლება ქელეხის, ქორწილის, იუბილისა და სხვა სახის შეკრების ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ჰქონდა, ახალი დადგენილება მას აძლევს შესაძლებლობას, რეაგირება დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ღონისძიების გამართვამდე მოახდინოს. რეაგირება გულისხმობს ობიექტის ან მასობრივი ღონისძიებებისთვის საჭირო ნივთების (მაგალითად, აუდიოაპარატურა) დალუქვას. ამასთანავე მსგავსი ღონისძიების განმეორების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცეს სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მიზნით. "შრომის ინსპექციის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია დროებით შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის ან/და ნივთის (მათ შორის ობიექტის ან მასზე არსებული კონკრეტული ადგილის, აპარატურის ან/და სხვა ნივთის გამოყენება რომლებიც უშუალო კავშირშია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების განხორციელებასთან) გამოყენება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების გამართვისას განმეორებით კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის/ ნივთის გამოყენება და გადასცეს საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მიზნით. დაუშვებელია ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულვებელყოფა". - წერია დადგენილებაში. დღეიდან საქართველოში კვების ობიექტების მუშაობის დრო იცვლება . რა შეზღუდვები იმოქმედებს დღეიდან საქართველოში დღეიდან სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას აძლიერებს

იენს სტოლტენბერგი: NATO ავღანეთში დიპლომატიურ წარმოდგენილობას შეინარჩუნებს

NATO-ს მოკავშირეებს სურთ, ავღანეთში არსებული კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა და საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს "თალიბანს", თუ ისინი ქვეყანას ძალით აიღებენ. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მას შემდეგ რაც NATO-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დიპლომატები ავღანეთის საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ, სტოლტენბერგმა თქვა, რომ მოკავშირეები "ღრმად შეშფოთებულნი არიან თალიბანის თავდასხმით გამოწვეული ძალადობის მაღალი დონით, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმებით, მიზნობრივი მკვლელობებითა და ადამიანის უფლებების სხვა სერიოზული დარღვევებით". "თალიბანს" უნდა ესმოდეს, რომ ისინი არ იქნებიან აღიარებულნი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, თუკი ისინი ქვეყანას ძალით აიღებენ. ჩვენ კვლავაც მხარს ვუჭერთ კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაწყვეტას" - განაცხადა სტოლტენბერგმა. სტლტენბერგის თქმით, NATO ავღანეთში დიპლომატიურ წარმოდგენილობას შეინარჩუნებს "ჩვენ მიზნად რჩება ავღანეთის მთავრობისა და უსაფრთხოების ძალების მაქსიმალური მხარდაჭერა. ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება უმთავრესია. NATO შეინარჩუნებს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ქაბულში და გააგრძელებს ქმედებებს საჭიროებისამებრ", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. გავრცელებული ინფორმაციით, „თალიბანმა" ავღანეთის რამდენიმე ქალაქი აიღო. ამავე თემაზე: გაეროს გენერალური მდივანი "თალიბანს" თავდასხმების შეწყვიტისკენ მოუწოდებს ევროკავშირი „თალიბანს“ ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა ბენ ჰოჯესი: აშშ-მა ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია უნდა შესთავაზოს თარჯიმნებს, ან მათ, ვისაც განსაკუთრებით დაემუქრება თალიბანი გაეროს ინფორმაციით, ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად, ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს ავღანეთი: „თალიბანი“ გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის მედია: ასობით ავღანელი ჯარისკაცი „თალიბებს“ ჩაბარდა აშშ ავღანეთში საელჩოდან პერსონალის ევაკუაცის მიზნით, 3000 ჯარისკაცს გაგზავნის მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით, ავღანეთში ჯარისკაცებს ბრიტანეთიც გზავნის

თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

თურქეთის შავიზღვისპირეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. როგორც თურქეთის კატასტროფის მართვის სააგენტოში აცხადებენ, 34 ადამიანი დაიღუპა კასტამონუს პროვინციაში, 6 კი სინოპის პროვინციაში. წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. თურქეთში, რომელიც მანამდე ძლიერმა ხანძარმა დააზარალა, წყალდიდობა 11 აგვისტოს დაიწყო. ამავე თემაზე: თურქეთში წყალდიდობას, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა თურქეთის სამი პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა

წითელ ხიდსა და სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

წითელ ხიდსა და სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების შ.ტ.-სა და მ.ა.-ს კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 170,75 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 6 380.92 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 6 380.92 ლარის ოდენობით შეეფარდათ“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ეკატერინე ტიკარაძე: დღეს დაწყებული შეზღუდვები ეპიდვითარებას 80%-მდე გააუმჯობესებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში დღეიდან დაწესებული შეზღუდვები ეპიდვითარებას 80%-მდე გააუმჯობესებს. ამის შესხებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ტიკარაძე აღნინა, უწყებათაშორისმა საბჭომ გადაწყვეტილება შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით დაკვირვების რეჟიმიდან გამომდინარე მიიღო. "ჩვენ ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს და ვთვლით, რომ დღეს დაწყებული შეზღუდვები 80%-მდე გააუმჯობესებს იმ ეპიდვითარებას, რომელიც ამ ეტაპისთვის გვაქვს. თუმცა, იმისთვის, რომ ჩვენ ეს ფაქტობრივად დავინახოთ, საჭიროებს გარკვეულ პერიოდს. ეს პერიოდი როგორც უკვე მთელმა საზოგადოებამ იცის, 2 კვირის ვადაში განიხილება ხოლმე. აქედან გამომდინარე იქნა საბჭოს გადაწყვეტილება მიღებული სამკვირიან შეზღუდვაზე, რათა ჩვენ ორი კვირის განმავლობაში შევძლოთ და დავაკვირდეთ იმ დადებით პროგრესს, რომელიც ეპიდემიის გაუმჯობესების კუთხით არის მოსალოდნელი ამ შეზღუდვებით",- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. დღეიდან საქართველოში კვების ობიექტების მუშაობის დრო იცვლება დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება რა შეზღუდვები იმოქმედებს დღეიდან საქართველოში როგორ მოხდება ვაქცინაციის დიდ ცენტრებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირება - სქემა

სად შეძლებენ მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას რეგისტაციის გარეშე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) იმ ამცრელი პუნქტების მისამართებს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება რეგისტაციის გარეშე შეუძლიათ. NCDC-ის ცნობით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია შესაძლებელია: ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) - ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე „ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა, ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას 22) - ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-დან - 17:30-მდე მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე, მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსი (სამხედროს ქუჩა 9) - ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე. ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 26 524-მა ადამიანმა გაიკეთა კორონავირუსი კიდევ 5 579 ადამიანს დაუდასტურდა, 50 ინფიცირებული გარდაიცვალა დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება როგორ მოხდება ვაქცინაციის დიდ ცენტრებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირება - სქემა

გერმანიის მთავრობა ქაბულში საელჩოს თანამშრომლებს მინიმუმამდე შეამცირებს

გერმანია ქაბულის საელჩოში დასაქმებულთა რაოდენობას "აბსოლუტურ მინიმუმამდე" შეამცცირებს, - ამის შესახებ გრმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მასმა განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. "ჩვენ უახლოეს დღეებში აბსოლუტურ მინიმუმამდე შევამცირებთ ქაბულში გერმანიის საელჩოს თანამშრომლების რაოდენობას. ჩვენ გავგზავნით კრიზისული დახმარების ჯგუფს ქაბულში, რომელიც დაგვეხმარება უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაში."- განუცხადა მაასმა ჟურნალისტებს. მაასის თქმით, საელჩოს ადგილობრივ თანამშრომლებს გერმანიაში ჩასვლისთანავე მიეცემათ ვიზა "გამგზავრების პროცესის დასაჩქარებლად". როგორც Deutsche Welle წერს, საელჩო ამ მომენტში გააგრძელებს ფუნქციონირებას. იენს სტოლტენბერგი: NATO ავღანეთში დიპლომატიურ წარმოდგენილობას შეინარჩუნებს გაეროს გენერალური მდივანი "თალიბანს" თავდასხმების შეწყვიტისკენ მოუწოდებს ევროკავშირი „თალიბანს“ ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს აშშ ავღანეთში საელჩოდან პერსონალის ევაკუაცის მიზნით, 3000 ჯარისკაცს გაგზავნის მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით, ავღანეთში ჯარისკაცებს ბრიტანეთიც გზავნის

იაპონიაში, წყალდიდობის გამო, თითქმის 1,5 მილიონი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება

დასავლეთ იაპონიაში, წყალდიდობის გამო, თითქმის 1,5 მილიონი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება, რადგან ქვეყანა უფრო ძლიერი წვიმისთვის ემზადება, - ამის შესახებ იაპონურ მედიაზე დაყრდნობით, Deutsche Welle ავრცელებს. მედიის ცნობით, ხელისუფლებამ ახალი გაფრთხილებები გამოაქვეყნა ჰიროსიმაში და კიუშუში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო ძლიერი წვიმის პროგნოზის გამო. გავრცელებული ინფრომაციით, საფრთხე ემუქრება მრავალ პრეფექტურებს, მათ შორის ფუკუოკას, ჰიროსიმასა და ნაგასაკას. სტიქიამ, ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილი დააზარალა, თუმცა, მომდევნო დღეებში, უხვი ნალექი მთელ ქვეყანაშია მოსალოდნელი.

კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველი მკვლევარი: დიაბეტისა და სხვა აუტოიმუნური დაავადებების მართვაში ალბათ ვაქცინა მოიკიდებს ფეხს

Europetime-მა ექსკლუზიურად ჩაწერა ქართველი მეცნიერ-იმუნოლოგი ნატო ტეტელოშვილი, რომელიც ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში აუტოიმუნური დაავადებების და პირველი ტიპის დიაბეტის მიმართულებით მუშაობს. ქართველმა მკვლევარმა სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოში დაამთავრა და სამეცნიერო ხაზით მოღვაწეობა ნიუ-იორკში განაგრძო. რა სიახლეები შეიძლება გაჩნდეს დიაბეტის მკურნალობის ტაქტიკაში და ჩანაცვლდება თუ არა ინსულინი, ამ საკითხების გარდა ქართველი მეცნიერ-იმუნოლოგი ასევე საუბრობს ვაქცინაციის მნიშვნელობასა და კორონავირუსულ პანდემიაზე. Europetime კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველ მეცნიერ-იმუნოლოგ ნატო ტეტელოშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ: ნატო ტეტელოშვილი: შევისწავლი აუტოიმუნური დაავადების მექანიზმებსა და გენეტიკურ კომპონენტებს. ასევე ვცდილობ, დავნერგო პლატფორმა, სადაც უფრო ღრმად შევისწავლი ამ მექანიზმებს, მაგალითად იმას, თუ რატომ ვითარდება პირველი ტიპის დიაბეტი და რა უდევს საფუძვლად აუტოიმუნურ დაავადებას. ამისთვის ვიყენებ გენურ ინჟინერიას, სადაც ვახდენ გენების ისეთ მოდიფიცირებას, რომ შევისწავლო, რატომ ვითარდება აუტოიმუნური უჯრედები. ეს არის პრეკლინიკური კვლევები. ვმუშაობ თაგვებზე და ასევე, ადამიანის ქსოვილებსა და უჯრედებზე. ვიწრო ინტერესის არჩევა გიწევს იმის მიხედვით, რა ინტერესი აქვს ლაბორატორიას. მე მეორე წელია, პირველი ტიპის დიაბეტის მიმართულებით ვმუშაობ, რომელიც მეხმარება კვლევების წარმართვაში, მაგრამ ჩემი ინტერესი სცდება პირველი ტიპის დიაბეტს და უფრო ფართოდ გადის აუტოიმუნურ დაავადებებზე იმიტომ, რომ ამ დაავადებებს აქვს საერთო მექანიზმები. ამიტომ არის, რომ დაავადებებს სხვადასხვა სახელი აქვს იმის მიხედვით, თუ სად ვითარდება, მაგრამ მექანიზმები არის ძალიან მსგავსი. რატომ ვსწავლობ გენეტიკას. დაავადების განვითარების ორი კომპონენტი არსებობს. ერთი არის გარემო და მეორე - გენეტიკა. ორივე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ რატომ ემართება ერთი და იგივე გარემოში ერთ ადამიანს დიაბეტი, მეორეს - რევმატიზმი, ან ერთს უვლინდება ნებისმიერი ალერგიული რეაქცია, მეორეს - არა? თითოეულ დაავადებას ახასიათებს თავისი გენეტიკური კომპონენტი. მე ვსწავლობ გენეტიკური კომპონენტების ფუნქციურ დატვირთვას ამა თუ იმ მექანიზმების განვითარებაში, რაც საფუძვლად უდევს დიაბეტს ან აუტოიმუნურ დაავადებას. ხომ არ უნდა ველოდოთ რაიმე სიახლეს დიაბეტის მკურნალობის კუთხით - ბევრი რაღაც იცვლება, კვლევის შედეგები ძალიან დამაიმედებელია და ეს ეხება არამხოლოდ მკურნალობის ტაქტიკას, არამედ აუტოიმუნური დაავადების პრევენციის მეთოდებს. იმუნოთერაპია დღეს ფეხს იკიდებს და ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დარგია იმუნოლოგიაში, დაავადებების მართვაში. ალბათ, მომავალში როგორც დიაბეტის, ასევე სხვა აუტოიმუნურ დაავადებებში, იმინოთერაპია და ვაქცინა უფრო მოიკიდებს ფეხს. ვაქცინებს ძალიან დამაიმედებელი შედეგები აქვს. ეს ყველაფერი პრეკლინიკურია, მაგრამ დღეს რასაც ბიოტექნოლოგია აკეთებს, მართლაც დიდი მიღწევაა. მოსალოდნელია თუ არა ინსულინის ჩანაცვლება - ბევრი კვლევა ტარდება და ისეთი შედეგებია, რომლებიც იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ინსულინი ჩანაცვლდება. ზუსტად იმიტომ, რომ მუდმივად არ უმკურნალონ პაციენტს ინსულინით, ვაქცინის მსგავსი პრეპარატები მზადდება, სადაც ყველა ის კომპონენტი შევა, რომ ამ აუტოიმუნური უჯრედების „განათლება“ მოხდეს. იმოქმედებს თუ არა ეს მათზე, ვისაც უკვე აქვს დიაბეტი - ამაზე პასუხის გაცემა რთულია, მაშინ, როცა არ ვიცი, რა მოხდება წლების შემდეგ. ძალიან რთულია იმ დაავადებების პრევენცია, როცა არ იცი, როდის რა ვითარდება, მაგრამ თუ ეს დაავადება ადრეულ ეტაპზე განვითარდა, შეიძლება, ასეთი ტიპის მკურნალობით პროგრესი შეჩერდეს და დაავადების სიმძიმე შენელდეს თუნდაც ვაქცინით. ამის მაგალითს ვხედავთ კორონავირუსის ვაქცინებზე, არცერთი ვაქცინა არ გვიცავს 100%-ით, მაგრამ გვიცავს დამძიმებისგან. ჯერჯერობით, ვერ ვხედავ ისეთ ვაქცინას, რომელიც აბსოლუტურ პრევენციას მოგვცემს. ამას ალბათ, უფრო მეტი კვლევა, წლები დასჭირდება. ვაქცინები ზოგადად, მეცნიერები სკეპტიკურად უყურებდნენ RNM-ის პლატფორმას, რადგან ეს არის ნაკლებად მდგრადი, ვიდრე DNM-ის პლატფორმა. RNM-ის პლატფორმა არ იყო ასეთი გამოყენებადი კლინიკებსა და დიდი რაოდენობით ადამიანებში, რომლებიც ახლა იცრებიან, მაგრამ ეს ყველაფერი საჭიროებამ მოიტანა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ მეცნიერებს, მათ უნდა შეექმნათ რაღაც, რაც ამ პანდემიას გადაგვარჩენდა. ამაში არაფერი ტოქსიკური და უკუჩვენებითი არ არის, ხალხს ეშინია, რადგან ეს რაღაც ახალია მათთვის და ვერ ხვდებიან, რომ RNM-ი გარდაიქმნება DNM-ად თვითონ ორგანიზმში და ეს წარმოქმნის სპაიკ ცილის პროტეინს, რომელიც აუცილებელია ჩვენი იმუნური სისტემისთვის, რადგან ინფიცირების შემთხვევაში არ განვითარდეს ის სიმპტომები, რომლებიც ჩვეულებრივი ინფექციის დროს ვითარდება. დღევანდელმა და გასული წლის კვლევებმა აჩვენეს, რომ ორივე პლატფორმა ერთნაირად უსაფრთხოა. შეიძლება, DNM-ის პლატფორმა კიდევ უსაფრთხო არ იყოს, ვიდრე RNM-ის, რადგან ჩვენ დავინახეთ Astrazeneca-ს მაგალითები, როცა გამოიწვია გართულება რამდენიმე ადამიანში, თუმცა ეს ახასიათებს მას და მეცნიერები მუშაობენ მიზეზის დასადგენად. აშშ-ში არის უკვე საუბარი იმაზე, რომ Pfizer-ის და Modern-ას მესამე დოზით დაიწყონ იმუნიზაცია, რადგან ყველაზე მეტი ეფექტიანობა მათ აჩვენეს. რამდენად განსხვავდება „ბუსტერ“ დოზა სხვა დოზებისგან არ ვიცი, ალბათ იქნება ძალიან მცირე მოდიფიკაცია, დიდი განსხვავება არ იქნება. ამ ვაქცინების ეფექტიანობა „დელტა“ შტამის მიმართ 60-80%-ია. საქართველოში სამწუხაროდ, მასობრივად არ მიმდინარეობს ვაქცინაცია, 3% არაფერს ნიშნავს, რადგან გვყავს ბევრი აუცრელი. რეგულაციების დაწესება აუცილებელია. რასაც ვუყურებ, არ ხდება სავალდებულო რეგულაციების შემოღება. ვაქცინაციაც მნიშვნელოვანია და რეგულაციების შემოღება. საქართველოში რომ ყოფილიყო იმ მასშტაბის ვაქცინაცია, როგორიც აშშ-ში, რეგულაციებზე ლაპარაკი არ დაგვჭირდებოდა და სიკვდილიანობაც ნაკლები იქნებოდა. თუნდაც ახლა რომ დაიწყოს მასობრივად აცრა, ვაქცინაციას შორის ინტერვალს დრო ხომ სჭირდება. ამიტომ არის ლაპარაკი, რომ შემოდგომაზე შეიძლება დამატებითი ტალღა წამოვიდეს, რადგან ძალიან ცოტაა აცრილი. მოვისმინე აზრიც, რომ აცრილებისთვის არ იყოს რეგულაციები და აუცრელებისთვის - იყოს. თუმცა საქართველოში უმრავლესობა აუცრელია და რეგულაციები გარდაუვალი იქნება. აცრა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს. 16 წლამდელებში არ მიმდინარეობს მძიმე სიმპტომებით დაავადება, თუმცა ბავშვებს გავრცელება შეუძლიათ, ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. თუ აცრილია ადამიანი, აღარ შეგეშინდება. შეიძლება, ვირუსი დაგემართოს, თუმცა მსუბუქად გადაიტანო ისე, რომ ვერ გაიგო. ჩინური ვაქცინები არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის არის ვაქცინა. მთავარია, იყოს უსაფრთხო და აღიარებული ვაქცინა. ბევრს ვიცნობ, ვინც ჩინური ვაქცინით აიცრა. ზოგი აიცრა, რადგან შეეშინდა გვერდითი მოვლენების, რომლებიც მაგალითად Astrazeneca-ს აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ეს კომპანია ერთ პლატფორმას იყენებს. ჩინური ვაქცინა გვიან აღიარეს, რაშიც ჩართული იყო პოლიტიკური და არაპოლიტიკური მოვლენები. ჩინურმა ვაქცინამ პირველ ეტაპზე ვერ აჩვენა ისეთი ეფექტურობა, როგორიც Astrazeneca-ს დროს იყო. ამისთვის დასჭირდა ვაქცინის გაუმჯობესება, რამაც დამატებითი დრო წაიღო და სამწუხაროდ, გვიან აღიარეს, თუმცა ის რომ, ჯანმომ აღიარა და ხალხისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ძალიან ბევრს ნიშნავს. აუცრელობა დანაშაულად მიმაჩნია, ისევ აცრა სჯობს და 60 %-იანი ეფექტურობა, ვიდრე ნულპროცენტიანი დაცვა. იმუნიტეტი და ანტისხეულები აცრის შემდეგ მე არ ვურჩევდი აცრილებს, რომ „თავი გაიგიჟონ“, წავიდნენ და გაიკეთონ ყველა ანალიზი. ანტისხეულებით არ ჩნდება ზოგჯერ ისეთი ტიტრი, რომელსაც ადამიანი ელოდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაუცველია. იმუნიტეტი არანაკლებ ძლიერი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ანტისხეულების წარმომქნელი B უჯრედები. უჯრედულში იგულისხმება ლიმფოციტები და T უჯრედები. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ანტისხეული გექნება მაღალი ტიტრით თუ T უჯრედების მეხსიერება გექნება ხანგრძლივ ვადიანი. ამ ყველაფერს დრო გამოცდის. დღემდე ხდება დაკვირვება მათზე, ვინც თავდაპირველად, Pfezer-ით და Moderna-თი აიცრა, იმუნიტეტი 5-6 თვემდე გრძელდება, მაგრამ ამას ანტისხეულებით ზომავდნენ და რთულია, განსაზღვრო უჯრედული იმუნიტეტი, ვიდრე ადამიანს არ დაემართება ინფექცია და არ ნახავენ, რა კლინიკური გამოხატულება აქვს. ზოგს ჰგონია, როცა აიცრება, არც პირბადე სჭირდება და არაფერი, თუმცა განსაკუთრებით საშიშია ახალი შტამები და შეიძლება, დაავადების მიმდინარეობა არც თუ ისე მსუბუქი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ აცრილია. მაგალითად, აშშ-ში დაუბრუნდნენ რეგულაციებს, რადგან აცრილი ხალხი წავიდა ღონისძიებაზე, ხელმეორედ დაინფიცირდა და ზოგს მძიმე სიმპტომები ჰქონდა. იყო ტეხასში შემთხვევაც, რომ 60 წლის ადამიანი, რომელიც აცრილი იყო, გარდაიცვალა. მას ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემა, რაღაც ვერ ჰქონდა მწყობრში, მაგრამ აცრილი წავიდა და არ შეეშინდა. მერე გამომჟღავნდა, რომ „დელტა“ ვარიანტით იყო ინფიცირებული, მაშინ, როდესაც იგივე ქორწილიდან, სხვებმა შედარებით მსუბუქად გადაიტანეს. ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პირველი დოზის შემდეგ, ადამიანი ფრთხილად იყოს, ვიდრე მეორე დოზას არ მიიღებს, რადგან ზოგჯერ უფრო მეტი დრო მიაქვს უჯრედული იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, ამაშიც არის სადღაც გენეტიკური კომპონენტი. ბუსტერ დოზა იყო კვლევები და სავსებით მისაღებია ვაქცინების არევა. თუ პირველი ვაქცინა იყო ვთქვათ ჩინური და მერე Pfizer-ი, არ ნიშნავს, რომ არ იმოქმედებს, პირიქით, შეიძლება, უფრო მდგრადი იმუნიტეტიც იყოს. თუ გექნებათ საშუალება და შემოვა ბუსტერ დოზები, მე ვიტყოდი, რომ აიცერით. მაგალითად, Moderna-ს მეორე დოზა პირველისგან განსხვავდებოდა, მეორე დოზაში ის ელემენტები, რომლებიც ჰქონდა პირველ დოზას, მოჭარბებული იყო, ან განსხვავებულად მოდიფიცირებული. მეორე დოზა მძიმედ გადავიტანეთ არამხოლოდ მე, არამედ ჩემმა თანამშრომლებმაც, ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებდით გამოცდილებას, რაც არ შეედრებოდა Pfizer-ის მეორე დოზას. Pfizer-მა მერე დაიწყო ფიქრი „ბუსტერ“ დოზის შემუშავებაზე. ბუსტერ დოზები პირველ რიგში ხელმისაწვდომია მაღალ განვითარებული ქვეყნებისთვის, სადაც უშუალოდ ხდება პროდუქცია. შეიძლება, თავდაპირველად არ აღიაროს ჯანმომ, რადგან ის ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება, თუმცა აშშ-ში საუბარია, რომ უკვე სექტემბერში შემოიღონ „ბუსტერ“ დოზები. მსჯელობენ, რა ტიპის ადამიანებმა უნდა გაიკეთონ ეს დოზა. პირველ რიგში საუბარია მაღალი რისკის ქვეშ მყოფებზე, რადგან შეიძლება, ყველას არ ეყოს. ვიდრე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, ამასაც დრო სჭირდება. სამწუხაროდ, მოდის ცივი სეზონი, ჩვენ მოგვიწევს გრიპის ვაქცინის გაკეთება და მოვუწოდებდი საქართველოშიც, რომ გაიკეთონ, რადგან გრიპის ვირუსის შემდეგ, როდესაც ორგანიზმი დასუსტებულია, კოვიდი შეიძლება ძალიან მძიმედ გადაიტანოს. როცა იქნება შესაძლებლობა, ვურჩევდი, საქართველოშიც გაიკეთონ „ბუსტერ“ დოზები, რადგან იმ მუტაციურ შტამებს, რომლებიც ახლა გამოჩნდა, არსებული ვაქცინები ნაკლებად ერევა და ამიტომ, “ბუსტერი„ მეტ ეფექტურობას სძენს. ანტივაქსერები ისინი ყოველთვის არსებობდნენ. მაშინაც, როდესაც გრიპის ვირუსზე იცრებოდნენ, ბევრი არ აიცრა. ბერვი სკეპტიკურად არის განწყობილი. ზოგს აქვს რელიგიუი მიზეზები, ზოგს - თავისებური, არ უნდა აცრა, ზოგს ჰგონია, რომ მის ირგვლივ თუ აიცრნენ, უკვე დაცულები იქნებიან. მე ვესაუბრე ჩემს მეგობრებს ევროპაში და ანტივაქსერების მოძრაობა ნაწილობრივ განპირობებულია იმ შეზღუდვებით, რასაც ქვეყანა ამ ხალხს უწესებს. ჰგონიათ, რომ ეს რაღაც დონეზე პოლიტიზებულია და საჭირო არ არის. ამას სჭირდება ხალხის ინფორემირება იმის შესახებ, თუ რა მოხდება, თუ არ აიცრებიან. მე თვითონ ახლა პატარას ველოდები. გაკეთებული მაქვს Moderna-ს ვაქცინა. საქართველოშიც ძალიან ბევრი ანტივაქსერია სამწუხაროდ, და ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს არის რაღაც ეშმაკისეული. მე მივესალმები ჩემს კოლეგებს, თანამშრომლებს, მეგობრებს, რომლებიც ეუბნებიან ხალხს, რომ არ არის საშიში ეს ვაქცინა არც ორსულებისთვის, არც განაყოფიერებისთვის, არც კაცებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დაშინებულია და ინფორმაციას არ ფლობს. მაგალითად აშშ-ში, მობილური აცრის მანქანები დადიან და ხალხს ქუჩაში ცრიან. კამპანიაა ასეთი, რომ ოღონდ მოდი და აიცერი და ბონუსები დაგერიცხება, მეტროს ბარათს მოგცემთ და ასე შემდეგ. თუმცა ასევე დაიწყო სავალდებულო აცრაც, მაგალითად, სამსახურში გამოგვიცხადეს, რომ ვისაც უნდა სამსახურში დაბრუნება, ყველა უნდა იყოს აცრილი, სპეციალური აპლიკაცია გვაქვს ტელეფონში, სადაც უნდა მიუთითო, ხარ თუ არა აცრილი. თუ აცრილი არ ხარ, მიზეზებიც უნდა მიუთითო, აქაც არ ხდება დაძალება, მაგრამ არის მკაცრი რეგულაციები იმასთან შედარებით, რაც გვქონდა. სამი რეკომენდაცია პირველ რიგში ვაქცინაცია, რადგან ვაქცინა გვიცავს. მეორე - რეგულაციების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა გვიცავს, ის, ვინც ჩვენს ირგვლივ არის აუცრელი, მაღალი რისკის ქვეშ არის. რას ვგულისხმობ რეგულაციებში - პირველ რიგში პირბადის ტარება და დისტანცირება, დანარჩენი სახელმწიფოზეა დამოკიდებული, რომ თავყრილობების (ქორწილები, ქელეხები) თავიდან აცილება მოხდეს. იმ ფონზე, რაც საქართველოში ხდება, კონცერტებს როგორ ატარებენ, არ ვიცი. ვისურვებდი, რომ ეს არ მოხდეს. მესამე - ჯანმრთელობის გაფრთხილება და შეძლებისდაგვარად, რამე თუ გაწუხებთ, ექიმთან მიდით და გამოკვლევები ჩაიტარეთ. საქართველოში ძალიან ბევრს არ აქვს საშუალება, რომ საკუთარი თავი გამოიკვლიოს და დგება სამწუხარო რეალობის წინაშე, როცა კლინიკები გადატვირთულია კოვიდპაციენტებით, მძიმე პათოლოგიით ადამიანებს ვეღარ იღებენ და ეს კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა.

ირანში ხუთდღიანი ლოკდაუნი დაწესდა

კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, ირანის მთავრობა, ორშაბათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 5-დღიან "ლოკდაუნს" აწესებს. გავრცელებული ინფორმაციით, 16 აგვისტოდან 21 აგვისტომდე ქვეყანაში ყველა არააუცილებელი ბიზნესობიექტი და დაწესებულება დაიხურება, ასევე შეიზღუდება ავტომობილების გადაადგილება, რადგან პანდემიის გარცელებამ ირანში საგანგაშო დონეს მიაღწია. როგორც ცნობილია, 15 აგვისტოდან 27 აგვისტომდე აიკრძალება გზებზე ყველა ავტომობილის მოძრაობა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებისა და იმ სატვირთო ავტომობილების გარდა, რომლებსაც საკვები და სხვა აუცილებელი მოხმარების პროდუქტები გადააქვთ. მედიის ცნობით, ჯანდაცვის ოფიციალური პირები ბოლო დღეებში მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ საავადმყოფოები დანგრევის პირასაა და საწოლებისა და აღჭურვილობის ნაკლებობაა. ირანის უზენაესმა ლიდერმა აკრძალა ამერიკული და ბრიტანული წარმოების ვაქცინების შეძენა, რაც ახლა ცხელ პოლიტიკურ საკითხად იქცა.

შრომის ინსპექციამ აჭარაში 10-მდე ობიექტი დალუქა, 30-მდე კი დააჯარიმა

შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლს განაგრძობს. აჭარის რეგიონში, ბოლო დღეების განმავლობაში 30-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა. დაილუქა 10-მდე ობიექტი, - ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. მათივე ცნობით, აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის და ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები არიან ჩართულები. ისინი კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ. "შრომის ინსპექციის სამსახური ბიზნეს ობიექტებს არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებისკენ მოუწოდებს. უწყება მადლობას უხდის იმ ბიზნეს ოპერატორებს, რომლებმაც შრომის ინსპექციის რეკომენდაცია გაიზიარეს და დაანონსებული ღონისძიებები გააუქმეს", - ნათქვაია განცხადებაში. შრომის ინსპექციას ქელეხების, ქორწილებისა და იუბილეების აღკვეთის უფლება მიენიჭა შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას აძლიერებს