ძებნის რეზულტატი:
ბოლო 24 საათში ვაქცინა 25 083-მა ადამიანმა გაიკეთა
17 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 831 815-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 245 207 ადამიანი. 16 აგვისტოს კი ვაქცინა 25 083-მა ადამიანმა გაიკეთა. საქართველოში კორონავირუსი კიდევ 6 208 ადამიანს დაუდასტურდა
NCDC-ს ახალი რეგულაცია დამსაქმებლებს შეეხებათ
NCDC-ს ახალ წინადადებაა, რომ სხვადასხვა დაწესებულებაში დასაქმებულებს, რომლებსაც სრულად არ იქნებიან ვაქცინირებულები, შესაძლოა, თავად ან მათ დამსაქმებლებს მოუწიოთ გეგმიური ტესტირებების დაფინანსება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საუბარია ესენციურ ჯგუფებზე, მათ შორის მასწავლებლებსა და პოლიციელებზეც. ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს დადასტურებული 6000-ზე მეტი შემთხვევა ბევრია, თუმცა პროგნოზულად უფრო მეტს ელოდნენ და როგორც ჩანს, მობილობის შეზღუდვამ იმოქმედა. „აცრის გარეშე, ამ პანდემიას ვერ დავასრულებთ. ჩემი პროგნოზით, აგვისტოს ბოლოს, 600-650 ათას აცრას გადავაბიჯებთ, სექტემბერში ეს აუცილებლად უნდა ავიდეს 800-900 ათასზე და ოქტომბერში კიდევ ერთ ამდენზე, რათა ამ სამ თვეში სულ მცირე, 2.5 მილიონი აცრა ჩატარდეს. თუ ეს მოხდება, ეპიდემიას სერიოზულად გავტეხთ წელში. 150 ათასი Pfizer-ი დევს დღეს პირველი დოზისთვის, 130 ათასი Sinopharm-ი დევს პირველი დოზისთვის, ნახევარი მილიონი „სინოვაკი“ დევს პირველი დოზისთვის, 15 ათასი Astrazeneca დევს პირველი დოზისთვის. ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ვინც არ ბრძანდებით აცრილები, მიბრძანდეთ და აიცრათ, იმიტომ რომ აცრაზე გადის დღეს პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ხაზი. რომ ვიოცნებოთ და ყველამ ერთად შევძლოთ და ერთი-ორი კვირის განმავლობაში დღეში ავცრათ 100 ათასი ადამიანი, ვნახავთ, რომ ერთი კვირის შემდეგ სერიოზულ გარდატეხას შევიტანთ ეპიდემიის განვითარებაში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა წესების დაცვისა და შეკრებებისგან თავის შეკავებისკენ. „ეპიდემიის დასრულების მთავარი გზა აცრებზე გადის. მეორე მხრივ, საჭიროა წესების დაცვა. ამ თვეების განმავლობაში, ვიყოთ მეტად მოკრძალებულები, შევიკავოთ თავი შეკრებებისგან. სერიოზულად მიდის მონიტორინგი და აღსრულება ნებისმიერი ქორწილის, ქელეხის, კონცერტის, წვეულების შემთხვევაში. არაა ახლა ამის დრო, როცა ქვეყანაში, ყოველდღიურად, 30-40 და მეტი სიკვდილის შემთხვევაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ბოლო 24 საათში ვაქცინა 25 083-მა ადამიანმა გაიკეთა
15 სექტემბერს საკლასო ოთახებში სწავლა შესაძლოა, ვერ დაიწყოს
"ღმერთმა არ ქნას, ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იყოს სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს დაბლა ჩამოვიდა, მაშინ სწავლის განახლების საკითხი დადგება. "ღმერთმა არ ქნას, ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იყოს სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ველით, შეზღუდვებმა, რომლებიც ახლა შემოვიღეთ და აცრების ინტენსიფიკაციამ სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი. თუ ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს დაბლა, დრეს გვაქვს 10%-ის ფარგლებში,მაშინ დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ", - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძე: არაა ქორწილის, ქელეხის, კონცერტის, წვეულების დრო, როცა, ყოველდღიურად, 30-40 და მეტი სიკვდილის შემთხვევაა
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ", "გირჩი - მეტი თავისუფლებამ" და ელენე ხოშტარიას "დროამ" დედაენის ბაღში თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. "ევროპული საქართველოდან" სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი დათო ჟღენტი იქნება, ისანში - ბესიკ დონაძე, ჩუღურეთში კი გიორგი ნონიაშვილი. პარტია "დროას" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია, ვაკის მაჟორიტარი - ბათუ ქუთელია, კრწანისში - თამაზ ახობახე. პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ნიკა მოსიაშვილი, ნაძალადევიში - ბადრი გრიგალაშვილი, მთაწმინდაზე - თენგიზ კირთაძე და საბურთალოში - ბორის ყურუა.
აბონენტებისთვის ზედმეტად დარიცხული თანხების გამო „თელასს“ და „თელმიკოს“ ახალი პირობის შესრულება დაევალათ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „თელმიკოს“ და სს „თელასს“ მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების გადაანგარიშება დაავალა. „ერთი თვის ვადაში კომპანიებმა სემეკში უნდა წარადგინონ დარიცხვების გადაანგარიშების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია კვლავ იმსჯელებს კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე“, - ნაქვამია სემეკის განცხადებაში. სემეკმა „თელმიკო“, „თელასი“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაჯაარიმა სემეკმა უსაფუძვლოდ ჩათვალა „თელასისა“ და „თელმიკოს“ მიერ ივნისსა და ივლისში აბონენტებზე დარიცხული თანხა. მომხმარებლებს მოუწოდებენ, კომპანიების მხრიდან უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ქოლ ცენტრის ნომერზე - 16 216.
რა წესი იმოქმედებს აუცრელთა გარკვეული ჯგუფისთვის სექტემბრიდან
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსზე საშუალოდ 38 ათასი ტესტი ტარდება. ამიტომ NCDC-მ გადაწყვიტა, რომ 15 სექტემბრიდან, ის ესენციური ჯგუფები, რომლებიც აუცილებლად იტესტებიან სახელმწიფოს მიერ, აღარ გაიტესტებიან ამ დაფინანსებით. „ამავდროულად, მათ ექნებათ ვალდებულება, ტესტი ჩაიტარონ. თუ ორჯერ ვაქცინირებულები იქნებიან, ისევ სახელმწიფო დააფინანსებს ტესტირებას. მაგრამ თუ არ იქნებიან ვაქცინირებულები, მაშინ ან დამსაქმებელმა, ან თვითონ უნდა გადაიხადონ იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო უზრუნველყოფს და უფასოდ ცრის მათ, კეთილი ინებონ და აიცრან. ისინი გარკვეულ პერიოდში კვირაში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ უნდა გაიტესტონ“, - განაცხადა NCDC-ს ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. საუბარია სხვადასხვა მოლის, მაღაზიის თანამშრომლებზე, მასწავლებლების გარკვეული ჯგუფებსა და პოლიციის ჯგუფებზე, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით იტესტებიან. NCDC-ს ახალი რეგულაცია დამსაქმებლებს შეეხებათ
იუსტიციის სახლმა კოვიდბარათების გაცემა დაიწყო
იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში დღეიდან კოვიდბარათები უფასოდ გაიცემა. დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალშია შესაძლებელი. მასზე, პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე, აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული. ამ დრომდე კოვიდბარათი მხოლოდ ვაქცინაციის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში გაიცემოდა. კოვიდბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა. დოკუმენტი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე განცხადების წარდგენისთანავე გაიცემა; მომსახურების მიღება კი, ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად აპოსტილით/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, მათ აღნიშნული სერვისის მიღება ადგილზე, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეეძლებათ. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დააანონსა, რომ მოქალაქეები, რომლებიც სრულად ვაქცინირებულნი არიან იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ. „კოვიდბარათი აქტიურად იქნება გამოყენებული უცხოეთში. ევროკავშირთან სახელმწიფო უკვე მუშაობს, რომ ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ბაზაში უახლოეს პერიოდში აისახოს, რაც მოქალაქეებს გაუმარტივებს მოგზაურობას, როგორც ბიზნესის, ისე ტურისტული კუთხით“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
შრი-ლანკის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრი გადააყენა, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ჯადოქრობა ეფექტიანია
შრი-ლანკის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრი გადააყენა, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ჯადოქრობისა და მაგიური ელექსირების გამოყენება ეფექტიანია. იტყობინება France 24. იანვარში მინისტრი პავიტრა ვანიარაჩჩი თავად დაავადდა, მიუხედავად იმისა, რომ იღებდა „ჯადოსნურ წამალს“. მინისტრის მიერ უჩვეულო მეთოდების გამოყენება ამით არ ამოწურულა. მას კაცმა, რომელიც საკუთარ თავს ღმერთს უწოდებს, ნაკურთხი წყალი მისცა, რომელიც მინისტრმა მდინარეში გადაასხა. ამით მან პანდემიის დასრულება ივარაუდა. ცნობისთვის, პავიტრა ვანიარაჩჩი ჯანდაცვის მინისტრობიდან მოხსნეს, თუმცა ტრანსპორტის მინისტრად დანიშნეს.
ახალ ზელანდიაში კოვიდინფიცირების ერთი შემთხვევის გამო, ,,ლოკდაუნი" გამოცხადდა
ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევის გამო, ,,ლოკდაუნი" გამოცხადდა. როგორც BBC წერს, ეს არის ექვსი თვის განმავლობაში დაფიქსირებული პირველი ინფიცირების შემთხვევა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა დაფიქსირდა ოკლენდში, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში იქნება ჩაკეტილი, ხოლო ქვეყნის დანარჩენი ნაწილი 3 დღით იქნება ჩაკეტილი. ასევე, სანაპირო ქალაქი კორომანდელი, სადაც ინფიცირებულმა გარკვეული დრო გაატარა, 7 დღის განმავლობაში იქნება ჩაკეტილი. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი შემთხვევა შესაძლოა კორონავირუსის დელტა ვარიანტი იყოს. ახალი ზელანდიის მოსახლეობის 20% არის სრულად აცრილი. ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყნის საზღვარზე გამოვლენილი Covid-19– ის ყველა შემთხვევა დელტა ვარიანტი იყო.
ევროპარლამენტარები: რუსეთი და ჩინეთი ავღანეთში პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას სწრაფად შეეცდებიან. ევროკავშირმა ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს
რუსეთი და ჩინეთი ავღანეთში პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას სწრაფად შეეცდებიან. ევროკავშირმა ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს. ჩვენივე ინტერესებშია მორიგი მიგრაციული კრიზისის თავიდან აცილება - ეს არის ევროპარლამენტარების გზავნილები, რომლებიც მათ ერთოვლიბ განცხადებაში აისახა. ევროპარლამენტარები ყველა მხარეს მოუწოდებენ, უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ უცხოელებისა და ავღანელების ქვეყნიდან უსაფრთხო და მოწესრიგებულ გასვლას. მათივე განცხადებით, ევროკავშირი, სხვა პარტნიორებთან ერთად, სასწრაფოდ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანაში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს. „ჩვენივე ინტერესებშია მორიგი მიგრაციული კრიზისის თავიდან აცილება. ევროკავშირმა უნდა შეიმუშაოს ახალი სტრატეგია ავღანეთსა და რეგიონში ახალი გარემოებების გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი და ჩინეთი სწრაფად შეეცდებიან პოლიტიკური ვაკუუმი შეავსონ. კერძოდ, პაკისტანს, ირანს და ინდოეთს უნდა მოუწოდონ, შეასრულონ კონსტრუქციული როლი ავღანეთში", - აღნიშნავენ ევროპარლამენტარები. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ავღანეთში ბოლოდროინდელი პოლიტიკური, სამხედრო და მორალური კატასტროფის გამო, პირობების შესრულების გარეშე შეერთებული შტატებისა და NATO-ს ჯარების ნაჩქარევი გაყვანა ქვეყნიდან და ავღანეთის ინსტიტუტებისა და მისი უსაფრთხოების ძალების შოკისმომგვრელმა დაშლამ საშუალება მისცა "თალიბანს", დაეკავებინა ქვეყანა მოულოდნელად სწრაფი გზით. ჩვენ სასწრაფოდ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ უცხო ქვეყნის მოქალაქეების და ავღანელების უსაფრთხო და მოწესრიგებულ გამგზავრებას, რომელთაც სურთ ქვეყნის დატოვება. ჩვენ ვიღებთ მორალურ პასუხისმგებლობას მათზე, ვინც მუშაობდნენ ევროკავშირის სუბიექტებისთვის, NATO-ს პარტნიორებისთვის და სხვა საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ ავღანეთში ძალაუფლების მქონე პირებს, თავი შეიკავონ ძალადობისაგან და პატივი სცენ ადამიანის ძირითად უფლებებს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და ქალებისა და გოგონების უფლებების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ბოლო 20 წლის მიღწევებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ბორის ჯონსონი ავღანეთის საკითხის ,,დიდი შვიდეულის" ქვეყნებთან განხილვას გეგმავს
ბრიტანეთის პრემიერი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან ავღანეთის საკითხის სასწრაფო განხილვას გეგმავს. ,,დაუნინგ სტრიტზე“ აღნიშნულის შესახებ ბორის ჯონსონსა და ანგელა მერკელს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადეს. „დაუნინგ სტრიტის“ ინფორმაციით, ორივე ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ გამოიყენონ საკუთარი საერთაშორისო გავლენა, რათა ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ერთობლივი მიდგომა მიიღონ. გარდა ამისა, ბრიტანეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შეთანხმების მიღების აუცილებლობას, რომლითაც თალიბანის მომავალი მთავრობა საერთაშორისო საზოგადოების გავლენის ქვეშ აღმოჩნდება. ბორის ჯონსონი „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალურ შეხვედრაზე მოწვევას პირველივე შესაძლებლობისთანავე გეგმავს.
აცრილთა რაოდენობა რეგიონების და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ვინ რომელი ვაქცინით იცრება
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ქვეყნის მასშტაბით აცრილთა რაოდენობასა და ასაკობრივ ჯგუფებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა. ყველაზე მეტი აცრა თბილისში ტარდება. შემდეგ მოდის აჭარა. Europetime-მა სტატისტიკა შეკრიბა და გთავაზობთ მას გრაფიკულად. ყველაზე მეტი ვაქცინირებული 60-წელს გადაცილებულებშია. უმრავლესობა Sinopharm-ით არის აცრილი, შემდეგ მოდის Sinovac-ი და Astrazeneca. ბოლო 24 საათში ვაქცინა 25 083-მა ადამიანმა გაიკეთა. საქართველოში ვირუსის გავრცელების შემდეგ, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა 17 აგვისტოს გამოვლინდა
ირაკლი ღარიბაშვილი: გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით
ჩემი დავალებით, მთავრობა მუშაობს, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე აშენდეს ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის, ზაზა დიასამიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. „მინდა ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგიზიაროთ - ამ ისტორიულ, ულამაზეს ადგილზე ვიმყოფებით, ცნობილ გონიოს ციხეში. აქვე ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასევე უნიკალური ადგილი - გონიოს ყოფილი პოლიგონი, რომელიც არის დაახლოებით 300 ჰექტარი, უფრო მეტიც. ჩემი დავალებით, მთავრობა მუშაობს, მათ შორის აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი, ბატონი თორნიკე რიჟვაძე, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთდ და გვაქვს შემდეგი ხედვა, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალური ეკონომიკური ზონა, თავისი ფინანსური ცენტრით. რეალურად, ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება აღნიშნული პროექტი და იდეა. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კონცეფციაზე, რომელიც წლის ბოლოს იქნება დასრულებული. ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად ჩავრთოთ საუკეთესო კომპანია და ორგანიზაცია, რომელიც ამ სფეროშია სპეციალზებული და გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით, ფინანსური ცენტრი უნდა შეიქმნას და რეალურად, ახალი სიცოცხლე შევიტანოთ ამ მხარეში და რეგიონში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
,,თალიბანის" ანგარიშსწორების შიშით, ქაბულის დატოვებას უამრავი ადამიანი ცდილობს - საერთაშორისო მედია ავღანეთზე
ბოლო დღეების განმავლობაში, მსოფლიო მოვლენის ეპიცენტრში ავღანეთია. „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც. Europetime-მა საერთაშორისო მედიის მიხედვით შეკრიბა ინფორმაცია ქაბულზე და გთავაზობთ ამ მასალას: ,,თალიბანის" ანგარიშსწორების შიშით, ქაბულის აეროპორტში უამრავი ადამიანი ქვეყნის დატოვებას ცდილობს. Sky News Arabia-ს ინფორმაციით, „თალიბანმა“ დღეს ავღანეთის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა მიმართულებით რეისები აკრძალა. ტელეკომპანია Aljzeera-ს ინფორმაციით კი, „თალიბანის“ რაზმები ქაბულის აეროპორტს მიუახლოვდნენ, „თალიბთა“ ცალკეული ჯგუფები უკვე შენობაში იმყოფებიან. მისივე ცნობით, აეროპორტი სამოქალაქო პირთათვის 21 აგვისტოს გაიხსნება. Aljzeera იუწყება, რომ გასამხედროებულმა მოძრაობამ ავღანეთის მასშტაბით გამოაცხადა ,,ამნისტია" და მოუწოდა ქალებს, შეუერთდენენ მათ მთავრობას. ქალებს, რომლებიც ამ მოძრაობის მხრიდან ყველაზე მეტად იდევნებიან, ნება დართეს, გაუძღვნენ ტელეგადაცემებს და მონაწილეობა მიიღონ ავღანეთის მომავალ მთავრობაში. ქაბულში, ავღანელმა ქალებმა საკუთარი უფლებების დაცვისთვის აქცია გამართეს Daily Mail-ი ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ მასალას აქვეყნებს და წერს, რომ ,,ასობით ავღანელი, რომლებიც ქაბულის აეროპორტში მავთულხლართების მიღმა არიან ჩამწკრივებულნი, იძულებულნი არიან, დაელოდონ გადარჩენას“. როგორც გამოცემა წერს, „თალიბანის“ სისხლიანი ანგარიშსწორების შიშით, უამრავი ავღანელი აეროპორტში ელოდა სამხედრო ფრენებს, რათა ქვეყანა დაეტოვებინათ. მას შემდეგ, რაც ორშაბათს, ასობით ავღანელი სასოწარკვეთილი ცდილობდა ქვეყნის დატოვებას, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. მედია წერს, რომ ავღანეთიდან ევაკუაცია სულ მცირე 56 000 ადამიანს სჭირდება, მათ შორისაა აშშ-ის სპეციალური საიმიგრაციო ვიზების მქონე 22 000 ადამიანი, 4 000 ბრიტანეთის მოქალაქე, 30 000 ლტოლვილი, რომელთაგან 10 000 ადამიანს გერმანია მიიღებს, ხოლო 20 000-ს კანადა. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს მას შემდეგ, რაც ათეულობით ქვეყნის დიპლომატიური მისიის პერსონალსაც გაითვალისწინებენ. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ შესაძლოა, გასცეს 80 000 სპეციალური საიმიგრაციო ვიზა მათთვის, ვინც დაეხმარა საბრძოლო მოქმედებებში და სავარაუდოდ, ,,თალიბანის" შურისძიების მსხვერპლი იქნება. ამჟამად, აეროპორტს 7 500 ჯარისკაცი იცავს - მათ შორის 6 000 ამერიკელი და უფრო მცირე რაოდენობის ბრიტანელი, თურქი და ავსტრალიელი. კვირას, „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღების პარალელურად დაწყებული საევაკუციო ფრენებით სულ მცირე 6 000 ადამიანმა მოახერხა ავღანეთის დატოვება, ათეულობით ადამიანი კი, სამშაბათს გაფრინდა. მათი უმრავლესობა ძირითადად ახლო აღმოსავლეთის მეზობელ ქვეყნებში მიფრინავს, რადგან შემდეგ ამ ქვეყნებიდან მოახერხონ დასავლეთის სახელმწიფოებში გადასვლა. აქტიურად მიმდინარეობს დიპლომატიური მისიების პერსონალის გამოსვლა ავღანეთიდან. ესპანეთმა, საფრანგეთმა და ინდოეთმა უკვე დაადასტურეს, რომ მათი დიპლომატიური პერსონალის ევაკუაცია მოხდა. რუსეთმა და ინდონეზიამ დაადასტურეს, რომ მათი საელჩოები ნაწილობრივ იქნება ევაკუირებული, ევროკავშირის მისიამ კი განაცხადა, რომ თანამშრომლები, მათ შორის მისი ელჩი ანდრეას ფონ ბრანდტი ჯერ კიდევ რჩება ავღანეთში. Daily Mail-ი ასევე აქვეყნებს ქაბულის აეროპორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის ამსახველ ფოტოსურათებს, სადაც მკაფიოდ ჩანს, თუ როგორ ცდილობს მოსახლეობა ქვეყნის დატოვებას, მათ შორის ბავშვები და ქალები. Europetime წარმოგიდგენთ ამ ფოტომასალას ბრიტანელი ჯარისკაცი თვითმფრინავის ბორტზე აცილებს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბრიტანეთის მოქალაქეებს ქაბულის აეროპორტთან მავთხულხთართებთან დგანან ავღანელები, რომელთა ნაწილს აქვს მხოლოდ საიმიგრაციო დოკუმენტი დაახლოებით 7 000-ზე მეტი უცხოელი ჯარისკაცი უზრუნველყოფს აეროპორტში უსაფრთხოებას რამოდენიმე ავღანელის გვერდით. სამშაბათს ჰამიდ კარზაის აეროპორტში ააფეთქეს ვერტმფრენი. ქაბულის აეროპორტში ფრანგი ჯარისკაცები იცავენ სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავს. ავღანეთში საფრანგეთის ელჩი დევიდ მარტინონი (მარცხნივ ), ელოდება საფრანგეთისა და ავღანეთის მოქალაქეებს, რომ ჩასხდნენ საფრანგეთის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავზე ქაბულის აეროპორტში. საფრანგეთის მოქალაქეები და მათი ავღანელი კოლეგები დგანან ქაბულის აეროპორტში რიგში, რათა სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავზე ავიდნენ. საფრანგეთის მოქალაქეს ქაბულის აეროპორტში იატაკზე სძინავს მოსახლეობა თვითმფრინავებში ასვლასა და ქალაქის დატოვებას ცდილობს ამავე თემაზე: ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა ჯო ბაიდენი: არ შეიძლება, ამერიკელები იღუპებოდნენ ომში, რომელშიც ავღანელებს თავად არ სურთ ბრძოლა თავის დასაცავად ჯო ბაიდენი ავღანეთთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა ავღანეთის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს ბაიდენი "თალიბანს" ძლიერი სამხედრო პასუხით ემუქრება აშშ ავღანეთში საელჩოდან პერსონალის ევაკუაცის მიზნით, 3000 ჯარისკაცს გაგზავნის ჯეიკ სალივანი: ავღანეთის არმიამ გადაწყვიტა, რომ არ იბრძოლებენ ქაბულისთვის და ქვეყნისთვის ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება ანტონიო გუტერეში: ავღანეთის ხალხი არ უნდა მივატოვოთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში შექმნილ ვითარებას ხვალ განიხილავენ 70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს AP: „თალიბანი“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს ევროპარლამენტარები: რუსეთი და ჩინეთი ავღანეთში პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას სწრაფად შეეცდებიან. ევროკავშირმა ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს გაეროს უშიშროების საბჭო: ავღანეთში ახალი მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც ერთიანი, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი იქნება
გერმანიის პრეზიდენტი: იმის ნახვა, თუ როგორ ცდილობს ხალხი ქაბულიდან გაქცევას, სამარცხვინოა დასავლეთისთვის
იმ სურათების ნახვა, თუ როგორ ცდილობს ხალხი ქაბულიდან გაქცევას, სამარცხვინოა დასავლეთის ერებისთვის, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. "ჩვენ განვიცდით ადამიანურ ტრაგედიას, რისთვისაც ვიზიარებთ პასუხისმგებლობას", - განაცხადა შტაინმაიერმა. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ავღანეთში ძალადობით დაშინებული ადამიანების დასახმარებლად. ამავე თემაზე: ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანიამ ავღანეთიდან 10 000 ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია უნდა განახორციელოს ანგელა მერკელი: ავღანეთში განვითარებული მოვლენები მწარე, დრამატული და შემზარავია
სამედიცინო მარაგების დეფიციტი ავღანეთში - ჯანმო ქაბულში უკიდურესად გართულებულ ვითარებაზე იუწყება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) შეშფოთებულია ავღანეთში კორონავირუსის უფრო მეტად გავრცელების რისკის გამო, რადგან „თალიბანის“ წინსვლით გამოწვეულმა ქაოსმა შეანელა ვაქცინაცია. ამის შესახებ ორგანიზაციის სპიკერმა განაცხადა. ტარიკი ჯასარევიჩის თქმით, ჯანმო გაეროს მსგავსად ვალდებულია, დარჩეს ადგილზე. Europetime-ის მიერ უცხოურ წყაროებში მოძიებული ცნობებიდან ირკვევა, რომ ჯანმოს მობილური ჯანდაცვის ჯგუფები დედაქალაქ ქაბულში ბოლო 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ დაუცველობისა და არაპროგნოზირებადი ვითარების გამო. ქაბულის აეროპორტში ქაოსი, სადაც ათასობით ადამიანი ცდილობდა „თალიბანისგან“ გაქცევას, ანელებდა ვაქცინაციისთვის სამედიცინო მარაგების მიწოდებას და ამძაფრებდა არსებულ დეფიციტს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი შეადგენს 109-ს. სულ დადასტურებულია 152,142, გარდაცვლილია 7,025. ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის თანახმად, სრულად ვაქცინირებულია 0.58 %. მსოფლიოს ყურადღება კვლავ ავღანეთისკენ არის მიპყრობილი. ქაბულის აეროპორტი, რომელსაც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას.
ქაბულში, ავღანელმა ქალებმა საკუთარი უფლებების დაცვისთვის აქცია გამართეს
ავღანელი ქალების მცირე ჯგუფმა საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით ქაბულში აქცია გამართა. აქციის ვიდეოს Twitter-ზე ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის უფროსი საგარეო კორესპონდენტი რიჩარდ ენგელი ავრცელებს. "მუშაობა, განათლება და პოლიტიკური მონაწილეობა ყველა ქალის უფლებაა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. ცნობისთვის, 15 აგვისტოს "თალიბანმა" ქაბული დაიკავა. ადამიანის უფლებების დამცველები შიშობენ, რომ ხელისუფლებაში თალიბების მოსვლის შემდეგ ავღანელი ქალების უფლებები სერიოზულად შეიზღუდება. ამავე თემაზე: ბორის ჯონსონი ავღანეთის საკითხის ,,დიდი შვიდეულის" ქვეყნებთან განხილვას გეგმავს გაეროს უშიშროების საბჭო: ავღანეთში ახალი მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც ერთიანი, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი იქნება მაკრონი: ავღანეთში დესტაბილიზაცია უკონტროლო მიგრაციის ნაკადების საფრთხეს ქმნის. ევროპა უნდა დავიცვათ ანგელა მერკელი: ავღანეთში განვითარებული მოვლენები მწარე, დრამატული და შემზარავია ჯო ბაიდენი: არ შეიძლება, ამერიკელები იღუპებოდნენ ომში, რომელშიც ავღანელებს თავად არ სურთ ბრძოლა თავის დასაცავად ანტონიო გუტერეში: ავღანეთის ხალხი არ უნდა მივატოვოთ ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება
ლავროვი: პოზიტიური სიგნალია, რომ „თალიბები“ აჩვენებენ მზადყოფნას, პატივი სცენ სხვების აზრს
რუსეთი აცხადებს, რომ „თალიბანის“ მიერ წინასწარ გაცემული გარანტიები ავღანეთის აღების შემდეგ, „პოზიტიური სიგნალი“ იყო და ის მხარს უჭერს ქვეყანაში ინკლუზიურ" პოლიტიკურ დიალოგს. „პოზიტიურ სიგნალად მიმაჩნია, რომ „თალიბები“ ქაბულში აცხადებენ და პრაქტიკულად აჩვენებენ მზადყოფნას, პატივი სცენ სხვათა აზრს", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. ლავროვმა კალინინგრადში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსკოვს სურს, ქაბულის ახალი მთავრობის ფორმირება იყოს ინკლუზიური პროცესი. „კერძოდ, მათ თქვეს, რომ მზად არიან, განიხილონ მთავრობის შექმნის საკითხი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არამხოლოდ თავად, არამედ ავღანეთის სხვა წარმომადგენლებიც. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინკლუზიური ეროვნული დიალოგის დაწყებას ავღანეთის ყველა პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის მონაწილეობით“, - აღნიშნა ლავროვმა მედიასთან. რუსეთი „თალიბანის“ ახალი მთავრობის აღიარებას იმის მიხედვით გეგმავს, „თუ რამდენად პასუხისმგებლობით მართავს ახალი ხელისუფლება ქვეყანას“. ავღანეთში რუსეთის ელჩი დიმიტრი ჟირნოვი დღეს შეხვდა „თალიბანის“ წარმომადგენლებს, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მებრძოლებმა უკვე დაამყარეს საზოგადოებრივი წესრიგი.
Moderna-ს ვაქცინით გაერთიანებულ სამეფოში 12-17 წლის მოზარდებს აცრიან
გაერთიანებულ სამეფოში Moderna-ს ვაქცინის 12-17 წლის ასაკის მოზარდებში გამოყენების ნებართვა გასცეს. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ დაადასტურა, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია ამ ასაკობრივ ჯგუფში. Moderna-ს ვაქცინის მოზარდებში გამოყენების რეკომენდაცია ევროპელმა მარეგულირებლებმა ივლისში გასცეს, გაერთიანებულ სამეფოში კი მას აქამდე 18 წლის ასაკიდან პირების ასაცრელად იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ორი თვის წინ გაერთიანებული სამეფოს “მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ“ 12-15 წლის ბავშვებში Pfizer/Biontech ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.
სეუ-ს ტერიტორიაზე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუს ტერიტორიაზე (მისამართი : წინანდლის N9) 18 აგვისტოდან მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნება. უწყების ინფორმაციით, ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება Pfizer-ის, Sinovac-ისა და Sinoharm-ის ვაქცინებით. „აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. ვაქცინაციის ცენტრი ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე იმუშავებს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა“, – აცხადებენ სამინისტროში. ამასთან, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსსა და მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში. აცრილთა რაოდენობა რეგიონების და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ვინ რომელი ვაქცინით იცრება