ძებნის რეზულტატი:
70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. „უსაფრთხოების გაუარესებული სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვმუშაობთ და ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს და ხელი შეუწყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ავღანელების ავღანეთიდან უსაფრთხო და მოწესრიგებულ გასვლას. ავღანეთში ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მქონე პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადამიანის სიცოცხლისა და ქონების დაცვასა და უსაფრთხოებისა და სამოქალაქო წესრიგის დაუყოვნებლივ აღდგენაზე. ავღანელებსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც გამგზავრება სურთ, ამის საშუალება უნდა მიეცეთ. გზები, აეროპორტები და სასაზღვრო პუნქტები ღია უნდა იყოს და სიმშვიდე უნდა შენარჩუნდეს. ავღანელი ხალხი იმსახურებს იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობაში მზად ვართ მათ დასახმარებლად“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. ცნობისთვის, დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა და ქაბულში კონტროლი დაამყარა. ავღანეთის მთავრობას და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით ქვეყანა დატოვა ავღანეთის პრეზიდენტმა. ამავე თემაზე: The Wall Street Journal-ი: ქაბულის აეროპორტში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა როდის შეძლებენ ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნებას ქაბულის აეროპორტს თურქ სამხედროებთან ერთად აზერბაიჯელი სამხედროებიც დაიცავენ ავღანეთის საავიაციო სამსახური სატრანზიტო თვითმფრინავებს მარშრუტის შეცვლას ურჩევს საქართველო ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს AP: „თალიბანი“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს
ეკატერინე ტიკარაძე: ორი კვირის შემდეგ ჩვენი მოლოდინი არის ეპიდვითარების 80%-ით გაუმჯობესება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სატრანსპორტო შეზღუდვები გამოიღებს საკმაოდ დადებით დინამიკას და ორი კვირის შემდეგ ეპიდვითარება 80%-ით გაუმჯობესდება. ტიკარაძემ ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი საბჭოზე განხილული არ ყოფილა, თუმცა, მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში ამ მოთხოვნასაც დააყენებენ. „გარკვეულწილად ჩვენ გვაქვს გამოცდილება არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე თუ რა ეფექტის მომტანი არის სატრანსპორტო შეზღუდვები. ჩვენი მოლოდინი არის, რომ სატრანსპორტო შეზღუდვები გამოიღებს საკმაოდ დადებით დინამიკას ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებაში. ორი კვირის შემდეგ ჩვენი მოლოდინი არის 80%-ით გაუმჯობესება ეპიდვითარების. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს იყო დროული, საკმარისი და სწორი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ მიიღო. რაც შეეხება საქალაქთაშორისოს, განხილულიც კი არ ყოფილა საბჭოზე, აქედან გამომდინარე საჭიროების შემთხვევაში დავაყენებთ ამ მოთხოვნას, თუმცა დღესდღეობით ვთვლით, რომ ეს გადაადგილება განხორციელდეს, ვინაიდან ვიცით რა ტურისტული მოძრაობა არსებობს და რა შეიძლება იყოს ნაკადების მიმართვიანობა სხვადასხვა რეგიონში. აქედან გამომდინარე მთავარ ამოცანას წარმოადგენს კონკრეტულად იმ რეგიონში, სადაც მოხვდება ტურისტის მიგრაცია, ჩვენ დავხვდეთ შესაბამისი მზაობით" , - განაცხადა ტიკარაძემ.
ლოკაციები, სადაც აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეიძლება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს იმ დაწესებულებების შესახებ, სადაც მოქალაქეები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციას შეძლებენ. "წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია შესაძლებელია : თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტი (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) - ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00-მდე ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) - ვაქცინაცია შესაძლებელია: Pfizer-ით, Sinovac-ით, Sinopharm-ით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე ,,ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას 22) - ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-დან - 17:30-მდე სავაჭრო ცენრი "ლილო მოლი" (კახეთის გზატკეცილი N 112) - ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს 10:00-იდან 16:00-მდე, შესვენების საათებია 13:00-იდან 14:00-მდე მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსი (სამხედროს ქუჩა 9) - ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35) - ვაქცინაცია შესაძლებელია:პფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 806 681 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 238 871 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 აგვისტოს 14 784 პირი აიცრა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 30 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს: ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება მოითხოვეთ წერილობითი ფორმით
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ თუ ექიმები ვაქცინაციაზე უარს ეუბნებიან, მოითხოვონ მიზეზების წერილობით დაფიქსირება და აღნიშნული დოკუმენტი, ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად, გადმოგზავნონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე, ან სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში. ,,ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი და ყოველდღიურად მზარდია ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა. ამავე დროს, პერიოდულად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ვაქცინაზე მისულ პირს ექიმი გარკვეული მიზეზების გამო უარს ეუბნება აცრაზე და ზოგიერთ საეჭვო შემთხვევებში აღნიშნული უარი არ შეესაბამება არსებულ პროტოკოლს.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას, ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება მოითხოვეთ წერილობითი ფორმით და აღნიშნული დოკუმენტი, თქვენივე ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად გადმოგზავნეთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე regagency@moh.gov.ge, განცხადების შემოტანა ასევე შეგიძლიათ ადგილზე, სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში. განცხადების დაფიქსირების შემდეგ, რეგულირების სააგენტო შეისწავლის თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ექიმის გადაწყვეტილება და იყო თუ არა პაციენტის მდგომარეობა აცრის უკუჩვენება. შეგახსენებთ, არსებული პანდემიის პირობებიდან და ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე ვაქცინაცია უალტერნატივოა და ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად", - აღნიშნულია განცხადებაში. პაატა იმნაძე: თუ აცრაზე უარს გეტყვიან, ჩააწერინეთ მიზეზი და ამას რეგულირების სააგენტო შეისწავლის
საფრანგეთი ავღანეთიდან მოქალაქეების გამოყვანას იწყებს
France Info-ის ინფორმაციით, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორენს პარლიმ განაცხადა, რომ ორშაბათს საღამოს საფრანგეთი დაიწყებს თავისი მოქალაქეების გაყვანას ქაბულიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, საჰაერო გზით. პარლის თქმით, საფრანგეთი გეგმავს ევაკუაციას საფრანგეთის მოქალაქეებისა და „ყველა იმ ადამიანისა, ვინც ჩვენი დაცვის ქვეშ იმყოფება“. „რამდენიმე ათეული მოქალაქე იქნება ევაკუირებული ავღანეთიდან, მათ შორის, დიპლომატიური პერსონალი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მედიასსაშუალებასთან საუბრისას. ცნობისთვის, ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. ავღანეთის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა მედიას, რომ აშრაფ ღანი მეზობელ ტაჯიკეთში გაფრინდა. მანამდე, დაჯგუფება „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა. დაჯგუფება ავღანეთის 20-მდე პროვინციის დედაქალაქს აკონტროლებს. დაიკავა ქალაქი მაზარ-ი-შარიფი, რომელიც უზბეკეთიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. შეგახსენებთ, ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხოდ ევაკუაციის მიზნით, ქაბულში 3000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს რიცხვი 5000-მდე გაიზრდება. ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ „თალიბანი" დიპლომატების გაყვანის პროცესს საფრთხეს შეუქმნის, ის „ძლიერ სამხედრო" პასუხს მიიღებს. ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს საჰაერო დახმარების გაწევის, ავღანური ძალების საკვებითა და აღჭურვილობით მომარაგებისა და მათი ხელფასების გადახდის შესახებ. „20 წლის განმავლობაში, ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. 300 ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო გადავამზადეთ და თანამედროვე აღჭურვილობა მივაწოდეთ. ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ. მათ თავად უნდა იბრძოლონ. მათ თავიანთი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლონ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ევროპის სხვა ქვეყნებმა ასევე დააჩქარეს საკუთარი დიპლომატებისა და საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია ავღანეთიდან. ამავე თემაზე: AP: „თალიბანი“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს ქაბულის აეროპორტს თურქ სამხედროებთან ერთად აზერბაიჯელი სამხედროებიც დაიცავენ 70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბელარუსთან გაფორმებულ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბელარუსთან გაფორმებულ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის შესაბამის უწყებას შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამის ვადებში გადაიდგა ყველა ნაბიჯი დოკუმენტის ძალაში შესვლისთვის, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკამ 2016 წელს გაფორმებული დოკუმენტი მიმდინარე წლის აგვისტოში აამოქმედა, რის შესახებაც ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადა მედიის საშუალებით. შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. სახელმწიფო თავისი ინტერესების შესაბამისად ნებაყოფლობით ცვლის ინფორმაციას დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. შესაბამისად ეს ხელშეკრულება არ ავალდებულებს მხარეებს განახორციელონ ქმედება რაც ეწინააღმდეგება მხარეთა სახელმწიფო ინტერესებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მსგავსი ტიპის სამართალდაცვითი თანამშრომლობა გააჩნია არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-სთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, ლიეტუვასთან და ნატოსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან. აღნიშნული საკითხის გარშემო დაწყებული დეზინფორმაციული კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია. ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციის პროცესში საერთაშორისო შეთანხმებების გამოყენება წარმოადგენს განსაკუთრებული შეშფოთების საგანს, რადგან შესაძლოა, ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს“,- აღნიშნულია განცხადებაში. სუს-სა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ძალაშია საერთაშორისო აქტორების კომენტარები სუს-სა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის შეთანხმების ძალაში შესვლაზე
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში შექმნილ ვითარებას ხვალ განიხილავენ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში შექმნილ ვითარებას ხვალ, 17 აგვისტოს განიხილავენ. ამის შესახებ ბორელმა Twitter-ზე დაწერა. "ავღანეთში განვითარებული ბოლო მოვლენებისა და გასულ დღეებსა და საათებში პარტნიორებთან ინტენსიური კონტაქტების შემდეგ, გადავწყვიტე, სიტუაციის შესაფასებლად, ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე ვიდეოკონფერენცია გავმართო. ავღანეთი გზაჯვარედინზე დგას. საფრთხე ემუქრება მისი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებას", - აცხადებს ჟოზეფ ბორელი. ამავე თემაზე: საფრანგეთი ავღანეთიდან მოქალაქეების გამოყვანას იწყებს 70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს საქართველო ქაბულიდან მოქალაქეების გამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის AP: „თალიბანი“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს ქაბულის აეროპორტს თურქ სამხედროებთან ერთად აზერბაიჯელი სამხედროებიც დაიცავენ ავღანეთის საავიაციო სამსახური სატრანზიტო თვითმფრინავებს მარშრუტის შეცვლას ურჩევს The Wall Street Journal-ი: ქაბულის აეროპორტში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა
ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდასა და „თალიბანის“ დამარცხებიდან 20 წლის შემდეგ, რომელიც ევროატლანტიკური სივრცის გარეთ, NATO-ს ყველაზე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას მოჰყვა, დაჯგუფება „თალიბანი“ ძალაუფლებას იბრუნებს. ამერიკელი სამხედროების მიერ ავღანეთის დატოვების შემდეგ, ქვეყანამ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავად ვერ შეძლო. 70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის დასკვნაში, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, აღნიშნული იყო, რომ ამერიკელი სამხედროების გასვლიდან 6 თვეში, შესაძლოა, ავღანეთის მთავრობა დაშლილიყო. დასკვნაში ეწერა, რომ „თალიბანმა“ ათეულობით რაიონი დაიკავა. ხშირ შემთხვევაში კი, ავღანეთის თავდაცვის ძალები ბრძოლის გარეშე ნებდებოდნენ, უკან იხევდნენ და ტოვებდნენ ამერიკელების მიერ მიწოდებულ შეიარაღებასა და ტექნიკას. ავღანეთის ხელისუფლება მოსალოდნელზე სწრაფად ჩამოიჩალა. ჯო ბაიდენი: ავღანეთიდან ჯარების გაყვანას არ ვნანობ, ავღანელებმა თავად უნდა იბრძოლონ თავიანთი ქვეყნისთვის დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის გადადგომას ითხოვს ავღანეთისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა საერთაშორისო საზოგადოებამ და ქვეყანამ ეს ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ ამაში ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო - აცხადებს ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე Europetime-თან ინტერვიუში. „როდესაც ავღანეთზე ვსაუბრობთ, მთავარი რაც უნდა გავითვალისწინოთ, ისაა, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე და ავღანეთისთვის საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს მათ შეძლებოდათ. შეერთებულმა შტატებმა ჩადო უზარმაზარი რესურსი, მათ შორის ფინანსური, დაახლოებით 2 ტრილიონი დახარჯა. გუშინ, ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს ფული წავიდა სასახლეების მოწყობაში, პირად კომფორტსა და კორუფციაში. რეალობა ისაა, რომ ქვეყანაში აღმოჩნდა ხელისუფლება, რომელმაც ეს დახმარება ვერ მიიტანა ხალხამდე, ვერ გამოიყენა სახელმწიფოს გაძლიერებისთვის და სახელმწიფოს წარმატებისთვის. დაახლოებით 10 წელი აფრთხილებდნენ ავღანეთის ხელისუფლებას, რომ ჩვენ ნელ-ნელა გავალთ და ქვეყანაზე პასუხისმგებლობა თქვენ აიღეთო. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ ეს დახმარება ვერ გამოიყენეს. ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის უნდა იყოს მაგალითი, რომ დახმარება ვერ იქნება მუდმივი და მუდმივად არავინ არაფერს გაჩუქებს. დახმარება უნდა გამოიყენო ეფექტიანად და საკუთარ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა შენ უნდა აიღო“, - აღნიშნავს ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე Europetime-თან ინტერვიუში. აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძეც იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ ელემენტალური წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოხერხდა იმ ჯარების მხრიდან, რომელიც გაწვრთნა და თანამედროვე იარაღით აღჭურვა შეერთებულმა შტატებმა. როგორც Europetime-თან ინტერვიუში ილიას უნივერსიტეტის პროფესორი აღნიშნავს, საერთო აზრი არსებობდა, რომ ადრე თუ გვიან, „თალიბები“ მოახერხებდნენ ძალაუფლების ხელში აღებას, თუმცა არ ელოდნენ, რომ ეს ყველაფერი მარტივად და სწრაფად განხორციელდებოდა. გიორგი სანიკიძე: მოსალოდნელი მოულოდნელობა“ , - ასე შეიძლება „მოვნათლოთ“ ის, რაც მოხდა. დონალდ ტრამპის დროს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის შესახებ, საერთო აზრი არსებობდა, რომ ადრე თუ გვიან, „თალიბები“ მოახერხებდნენ ძალაუფლების ხელში აღებას, თუმცა მეორე მომენტია, რომ არ ელოდნენ, თუ ეს ყველაფერი მარტივად და სწრაფად განხორციელდებოდა და იმ ჯარების მხრიდან, რომელიც გაწვრთნა და თანამედროვე იარაღით აღჭურვა შეერთებულმა შტატებმა, ელემენტალური წინააღმდეგობის გაწევა არ იქნებოდა. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ექსპერტის დასკვნით, „თალიბანი“ არ არის ისეთი ძალა, რომლის მოთოკვაც ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეეძლო“. თენგიზ ფხალაძე: ეს არის პარტიზანულ ომებში გამოვლილი ხალხი, რომელზეც ვერ იტყვი, რომ რეგულარული ჯარი და ისეთი ძალაა, რომლის მოთოკვაც ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეეძლო, მაგრამ სწორედ უავტორიტეტობის გამო, „თალიბანს“ სხვებზე მეტი ნდობა და ძალა აღმოაჩნდა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავღანური საზოგადოება არის ძალიან რთული, რაც გამოიხატება მის სიჭრელეში. იქ არის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი, ძალიან სერიოზული თემური ინსტიტუტები, უხუცესთა საბჭოები... იმის თქმა მინდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ ამაში ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო“. როგორი იქნება „თალიბების“ პოლიტიკა, გიორგი სანიკიძე აქ ორ ვარიანტს განიხილავს: შემზარავი და საშინელი რეჟიმის დამყარება, რომელიც საერთაშორისო ინტერვენციამდე იყო. მეორე ვარიანტი - როგორც თავად აცხადებენ, ლოიალურად იქნებიან განწყობილნი მოსახლეობის იმ ნაწილისადმი, რომლებიც „თალიბებს“ არ უჭერენ მხარს. თუმცა ძველი გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი ტალღა მეზობლებისა, მიაწყდება მეზობელ ქვეყნებს და უფრო შორსაც, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის. ტერორიზმთან ბრძოლის 20 წელი და მოსალოდნელი საფრთხეები თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა ავღანეთიდან ქართველი მშვიდობისმყოფელების დაბრუნების პროცესი დაიწყო ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი მიიჩნევს, რომ „თალიბანის“ გაძლიერება ქმნის ტერორიზმის გაძლიერების საფრთხეს. ასევე იზრდება ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის ალბათობაც. ეს შეიძლება, არ იყოს სამხედრო ოპერაცია ავღანეთში, მაგრამ სპეცსამსახურები აქტიურად უნდა იყვნენ კოორდინაციაში იმისთვის, რომ ამ საფრთხეების ლოკალიზება მოხდეს და არა მისი გადმოდინება და გაზრდა. თენგიზ ფხალაძე: ეს მისია რომ არ ყოფილიყო, გაცილებით უარესი ვითარება იქნებოდა. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ტერორიზმის საფრთხე აღმოფხვრილია. სამწუხაროდ, ყოველთვის ის შედეგი არ მოაქვს ძალისხმევას, როგორიც გვინდა. თუნდაც ის, რომ ბინ ლადენის წინააღმდეგ ჩატარდა ოპერაცია, და კიდევ ბევრი სხვა ოპერაცია, მნიშვნელოვანი იყო. თავისთავად ცხადია, რომ ავღანეთი პრობლემად რჩება. იქ არის ორი ძირითადი თემა: ტერორიზმი და ნარკოტიკები. სამწუხაროდ, ერთიც და მეორეც, დღეს აქტუალურია. თუმცა, ამაზე ძალიან აქტიურად უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, რადგან „თალიბანის“ გაძლიერება ქმნის ტერორიზმის გაძლიერების საფრთხეს. ასევე იზრდება ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის ალბათობაც. ეს შეიძლება, არ იყოს სამხედრო ოპერაცია ავღანეთში, მაგრამ სპეცსამსახურები აქტიურად უნდა იყვნენ კოორდინაციაში იმისთვის, რომ ამ საფრთხეების ლოკალიზება მოხდეს და არა მისი გადმოდინება და გაზრდა. ანალოგიურ საფრთხეზე საუბრობდა Europetime-თან (ივლისში გამოქვეყნებულ ინტერვიუში) პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი კორნელი კაკაჩია: თუ „თალიბანი“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ და გარკვეული კოორდინაცია მეზობელ ქვეყნებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მოხდეს ინფორმაციის გაზიარება, რადგან მარტო საქართველო ვერ გაუმკლავდება ნარკოტრაფიკის საშიშროებას. ამისთვის საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობა, თუნდაც ინტერპოლის და სხვა ორგანიზაციების ეგიდით. ასევე მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებთან და რეგიონულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა, რომლებიც ასევე იგივე გამოწვევის წინაშე არიან. გიორგი სანიკიძე: რა შეიძლება ითქვას საქართველოსთან დაკავშირებით, ავღანეთთან ტერიტორიულად ახლოს არ ვართ და არც საზღვარი გვაქვს, თუმცა ცენტრალური აზიის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში მომხდარი ცვლილებები მიმდებარე რეგიონებზეც აისახება და ეს არც თუ ისე სასურველი ცვლილებაა ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის. რაიმეს პროგნოზი დღეს რთულია. რადიკალური იდეოლოგიის შესაძლო ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში გიორგი სანიკიძე: ეს იედოლოგია საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული, თუმცა ასეთი ტიპის გარდაქმნებისა და ცვლილებების მოწინააღმდეგეებიც ახლო აღმოსავლურ საზოგადოებებში ბევრად მეტნი არიან, ვიდრე „თალიბების“ ტიპის მოძრაობის მომხრეები. რას წარმოადგენს „თალიბანი“ „თალიბანი“ სამხრეთ ავღანეთში პუშტუნთა ტომის (აღმოსავლეთ ირანული ეთნიკური ჯგუფის ხალხი, რომელიც ცხოვრობს ძირითადად ავღანეთსა და პაკისტანში) წევრმა, მულა მოჰამედ ომარმა დააფუძნა, რომელიც შემდეგ მოჯაჰედის (ისლამის თანახმად, რელიგიური მოტივებით საბრძოლო მოქმედებების მონაწილე) მეთაური გახდა. მან 1989 წელს, ხელი შეუწყო ქვეყნიდან საბჭოთა კავშირის გაძევებას. 1994 წელს, ავღანეთში სამოქალაქო ომის დროს, მულა ომარმა ყანდაარში, დაახლოებით 50 მიმდევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოაყალიბა. „თალიბანი“ ანუ სტუდენტები - ასე დაერქვა სახელი მულა ომარის მიერ დაფუძნებელი ჯგუფის წევრებს. მულა ომარის „სტუდენტებმა“ სწრაფად დაიპყრეს ყანდაარი და დაიკავეს დედაქალაქი ქაბული, 1996 წელს, როდესაც ავღანელები იმედგაცრუებულნი იყვნენ ქვეყნის დაუცველობით. „თალიბანმა“ სასწრაფოდ დააწესა მკაცრი ისლამური წესები, რომლებიც კრძალავდა ტელევიზიას და მუსიკას, გოგოების სკოლაში სიარულს და აიძულებდნენ ქალებს ბურკის (ბურკა - ფართო ქსოვილი, რომელიც ქალს მთლიანად, სახის ჩათვლით ფარავს) ტარებას. „თალიბანი“ თანამშრომლობდა ბინ ლადენთან, როდესაც მან 11 სექტემბრის ტერაქტი დაგეგმა. 2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტებმა აშშ-ში განლაგებული სამიზნეების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღად სამგზავრო თვითმფრინავები გამოიყენეს. მეორე დღეს კი, პირველად ალიანსის ისტორიაში, მოკავშირეებმა აამოქმედეს ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი (NATO-ს კოლექტიური თავდაცვის მუხლი) და ამით დაადასტურეს, რომ NATO-ს ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა წარმოადგენს თავდასხმას ალიანსის ყველა წევრზე. შესაბამისად, ალიანსმა მიიღო ზომები ამერიკის შეერთებული შტატების მხარდასაჭერად. როდესაც „თალიბანმა“ უარი თქვა აშშ-ის მოთხოვნაზე, გადაეცათ ბინ ლადენი, ამერიკული ძალები ავღანეთში შევიდნენ და მულა ომარის მთავრობა სწრაფად დაამხეს. მოლა ომარმა და „თალიბანის“ სხვა ლიდერებმა თავშესაფარი მეზობელ პაკისტანში იპოვეს. 2020 წლის თებერვალში შეერთებულმა შტატებმა და „თალიბანმა“ ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც ადგენს 14- თვიან ვადას, ამერიკის მიერ ავღანეთიდან თავისი ძალების გაყვანის შესახებ და იმავდროულად, „თალიბანსა“ და ავღანეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებებს, რომლებიც ომის დასრულებას გულისხმობდა. დიპლომატიური აღიარება „თალიბანმა“ მხოლოდ სამი ქვეყნისგან მიიღო: არაბთა გაერთიანებული საამიროები, პაკისტანი და საუდის არაბეთი. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აღიარებულია როგორც ტერორისტული ორგანიზაცია. „თალიბანს“ აშშ-ში არ აქვს ტერორისტული ორგანიზაციის ოფიციალური სტატუსი. სტატიაში „თალიბანის“ შესახებ მასალა მომზადებულია ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის და BBC-ის მიხედვით. ამავე თემაზე: The Wall Street Journal-ი: ქაბულის აეროპორტში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა თურქულმა მხარემ დაადასტურა მზაობა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჯავშნიანი მანქანებით მიიყვანენ ქაბულის აეროპორტში
ძლიერი წვიმის შედეგად ოკუპირებულ სოხუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია
ძლიერი წვიმის შედეგად ოკუპირებულ სოხუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, წყლის დონემ ზოგან 1,5 მეტრს გადააჭარბა. დატბორილი იყო ჩანბას, აშხაცავას, შეგლოვას, მარას, ბეგუას და სხვა ქუჩები, რის გამოც საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. ასევე დაიტბორა ე.წ მინისტრთა კაბინეტისა და ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ტერიტორიები. კომპანია "ჩერნომორენერგოს" პრესსამსახურის ცნობით, ძლიერი წვიმის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და დამხმარე ბოძები, დაიტბორა ქვესადგურები. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა სოხუმის ცენტრს, ქალაქის ახალი რაიონის ნაწილს და შუქურას. გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ოპერატიული შტაბი შექმნა.
ელჩები მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ
საქართველოში აკრედიტირებული ელჩები მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. "შეაჩერე COVID-19, აიცერი! საქართველოში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და ევროკავშირის მისიის ელჩები ყველა მოქალაქეს მოუწოდებენ, აიცრან საკუთარი თავისა და ახლობლების დასაცავად", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოში კორონავირუსი 2 676 ადამიანს დაუდასტურდა
ტოკიოს პოლიციამ ქართველი პარაოლიმპიური ჩემპიონი დააკავა
Japan Times-ის ინფორმაციით, ტოკიოს პოლიციამ სასტუმროს დაცვის თანამშრომელზე თავდასხმის ბრალდებით, რიოს 2016 წლის პარაოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ქართველი პარაოლიმპიელი ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური დააკავა. როგორც გამოცემა წერს, ძიუდოისტი, რომელსაც პარაოლიმპიადაზე ასპარეზობა მომდევნო კვირაში უნდა დაეწყო, 60 წელს გადაცილებულ დარაჯს დაესხა თავს. წყაროს ცნობით, ათლეტი სასტუმროში საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. დარაჯმა დაკავებულ ძიუდოისტსა და სხვა ქართველ ათლეტებს ალკოჰოლის მიღების დროს ხმაურის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც მას დაზიანება მიაყენეს. 34 წლის ქართველმა სპორტსმენმა დაცვის თანამშრომელს სცემა და ნეკნი გაუტეხა. იაპონური მედიაში გავრცელებული ცნობით, პარაოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ოფიციალური პირის განცხადების მიხედვით, ძიუდოისტს პარაოლიმპიადიდან გამოაძევებენ და საქართველოში დააბრუნებენ. ცნობისთვის, ტოკიოში პარალიმპიადა 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაიმართება.
როგორ ცხოვრობდა ავღანეთი თალიბანამდე - 70-იანი წლების ფოტოები
ავღანეთში თალიბების მოსვლამდე და სამოქალაქო ომამდე ცხოვრება სხვანაირი იყო. ავღანელი ქალების მდგომარეობა ისეთი მძიმე არ იყო, როგორც ახლა. ქალებმა ხმის მიცემის უფლება 1919 წელს მოიპოვეს, 1950 წლიდან კი ჩადრის ტარების ვალდებულება გაუქმდა, 1960-იან წლებში კი ქალისა და კაცის თანასწორობა უკვე ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაიწერა. 1966-1971 წლებში, ისლამური იურისდიქციის მოსამართლის პოსტი 14-მა ქალმა დაიკავა. ამ პერიოდში ქვეყანაში ქალები აქტიურად ჩაერთნენ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მუშაობაშიც. ქალები მსახურობდნენ – პოლიციაში, ჯარში, ავიაკომპანიებში, განათლების სფეროსა და კერძო ბიზნესში. 1973 წელს, ავღანეთს სათავეში მუჰამედ დაუდი ჩაუდგა. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდნენ ქვეყანაში ფუნდამენტალისტი ექსტრემისტები, რომლებიც ხელისუფლებისა და მისი რეფორმების წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ. ქვეყანაში ქალთა უფლებები საბოლოოდ 1994 წელს დაინგრა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში თალიბები მოვიდნენ, რომლებმაც შუასაუკუნეების რეჟიმის დამყარეს, შარიათის კანონების ბრმა და სიტყვასიტყვით გადმოღებით. 1994 წელს, თალიბები ყანდაღარში გამოჩნდნენ, 1996 წელს კი ქაბული აიღეს. მათ ქალებს „შარიათის კანონები“ დაუწესეს. ავღანელ ქალებს მუშაობა აეკრძალათ, დაიხურა გოგონათა სკოლები. ქალებს ყველა ის უფლება ჩამოერთვათ, რისთვისაც ათწლეულები იბრძოდნენ. ქალებს აეკრძალათ მამრობითი სქესის წარმომადგენელი ნათესავის გარეშე გარეთ გასვლა. ქალი კვლავ თავით ფეხებამდე შეიმოსა ჩადრსა და ფარანჯაში. დაიჭირეს უამრავი ქალი, აწამეს და სიკვდილით დასაჯეს. თალიბი პოლიციელები ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდნენ ქალებს იმის გამო, რომ კოჭი ან მაჯა უჩანდათ. ბოლო წლებში, ამერიკის ჯარების შესვლის შემდეგ ქვეყანაში, მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა. ათასობით ავღანელი გოგონა დადიოდა სკოლაში, ქალებისთვის კი პარლამენტში ადგილების 20% იყო განკუთვნილი. ქალებმა ისევ დაიწყეს მუშაობა შეიარაღებულ ძალებში, ქაბულის ისტორიაში პირველად, ერთ-ერთი რაიონის პოლიციის შეფი ქალი გახდა. დღეს ავღანეთი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია. მას შემდეგ რაც ამერიკამ ქვეყნიდან ჯარები გაიყვანა „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა და ქაბულში კონტროლი დაამყარა. წარმოგიდგენთ 70-იანი წლების ავღანეთის ფოტოებს...
ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ განაცხადა, რომ ავღანეთში შექმნილი ვითარება ევროკავშირის ერთიან პასუხს მოითხოვს.r ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს. „ქვეყანას გრძელვადიანი და ინკლუზიური პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება, რომელიც ქალთა უფლებებს იცავს და ავღანელებს საშუალებას მისცემს, უსაფრთხოდ და ღირსეულად იცხოვრონ. თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც დევნის საფრთხე ემუქრება“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა. ამავე თემაზე: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში შექმნილ ვითარებას ხვალ განიხილავენ საფრანგეთი ავღანეთიდან მოქალაქეების გამოყვანას იწყებს 70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს საქართველო ქაბულიდან მოქალაქეების გამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის AP: „თალიბანი“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს ქაბულის აეროპორტს თურქ სამხედროებთან ერთად აზერბაიჯელი სამხედროებიც დაიცავენ ავღანეთის საავიაციო სამსახური სატრანზიტო თვითმფრინავებს მარშრუტის შეცვლას ურჩევს The Wall Street Journal-ი: ქაბულის აეროპორტში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ისრაელის მიერ შექმნილი კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტის გამოცდაში საქართველო არ ჩაერთვება
ისრაელის მიერ შექმნილი კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტის გამოცდაში საქართველო არ ჩაერთვება. აღნიშნული ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქუთაისში ვიზიტისას ჟურნალისტებს დაუდასტურა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ისრაელმა ვერ წარმოადგინა საკმარისი დოკუმენტაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად. "ეს პრეპარატი არ წარმოადგენდა სანდო პრეპარატს. მათ ვერ წარმოადგინეს საკმარისი დოკუმენტაცია იმისათვის, რომ ჩვენ გვქონოდა საკმარისი საფუძველი ამ პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად. საქართველოს მოსახლეობის უსაფრთოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ეს ვერ მივიღეთ როგორც სანდო პრეპარატი“, - განაცხადა ტიკარაძემ. ცნობისთვის: COVID-19-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატი - EXO-CD24 ისრაელში სამედიცინო მკვლევარებმა რამდენიმე თვის წინ შექმნეს. აღსანიშნავია, რომ ისრაელში ჩატარებული კვლევით, კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატმა პაციენტები კორონავირუსისგან 5 დღეში განკურნა. ამავე თემაზე: COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატზე კვლევის ავტორი თბილისშია შემოვა თუ არა საქართველოში COVID19-ის სამკურნალო პრეპარატი - ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი ისრაელში ჩატარებული კვლევით, კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატმა პაციენტები კორონავირუსისგან 5 დღეში განკურნა
ვაქცინაციის ეფექტიანად წარმართვის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვება
ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება, – შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა. „საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში. 16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 806 681 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 238 871 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 აგვისტოს 14 784 პირი აიცრა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 30 ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოში საერთო ჯამში ვაქცინირებულთა რაოდენობა 800 000-ს გადასცდა
16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 806 681-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 238 871 ადამიანი. 15 აგვისტოს კი აიცრა 14 784 მოქალაქე. საქართველოში კორონავირუსი 2 676 ადამიანს დაუდასტურდა
ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანიამ ავღანეთიდან 10 000 ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია უნდა განახორციელოს
Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანიამ ავღანეთიდან 10 000 ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია უნდა განახორციელოს. მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიის კანცლერმა პარტია „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ წევრებთან საუბრისას განაცხადა. ევაკუაციას დაქვემდებარებულ პირებში 2 500 ადგილობრივი დამხმარე პერსონალი, ადამიანის უფლებათა დამცველები, იურისტები და ის პირები შედიან, რომელთა სიცოცხლე დარჩენის შემთხვევაში რისკის ქვეშა იქნება, რაც ჯამში დაახლოებით 10 000 ადამიანს შეადგენს. გარდა ამისა, კანცლერის თქმით, ქვეყნის დატოვების მსურველთა მხარდასაჭერად, ბერლინმა ავღანეთის მეზობელ ქვეყნებთანაც უნდა ითანამშრომლოს. გასულ დღეს გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი გააგზავნა ავღანეთიდან გერმანიის მოქალაქეების, დიპლომატიური მისიის თანამშრომლებისა და ადგილობრივი დამხმარე პერსონალის ევაკუაციისთვის. ანგელა მერკელის განცხადებას, პარტია „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ გენერალური მდივანი, პაველ ზიემიაკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 2015 წლის მსგავსი ღია საიმიგრაციო პოლიტიკით გერმანია ავღანეთში არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის. 2015 წელს გერმანიის მთავრობამ, თავშესაფრის მაძიებელი სირიელი ლტოლვილებისთვის საზღვრები გახსნა, რამაც საერთაშორისო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა, თუმცა გერმანიაში პარტიის პოზიციები მნიშვნელოვნად შეასუსტა.
ჩინეთი მზად არის, "თალიბანთან" "მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა" გააღრმაოს
ჩინეთი მზად არის, ავღანეთთან "მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა" გააღრმავოს. ამის შესახებ ჩინეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ინფორმაციას France24 ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, პეკინი ცდილობდა შეენარჩუნებინა "თალიბანთან" არაოფიციალური ურთიერთობა ავღანეთიდან აშშ-ს გასვლისას, რამაც ხელი შეუწყო ისლამისტი მკაცრი დამცველების წინსვლას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებმაც კვირას დაიპყრეს დედაქალაქ ქაბული. პეკინი დიდი ხანია შიშობს, რომ ავღანეთი უიღურებისთვის სეპარატიზმის პლაცდარმად შეიძლება იქცეს. თუმცა "თალიბანის" უმაღლესი დონის დელეგაცია გასულ თვეში შეხვდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვან იის და დაჰპირდა, რომ ავღანეთს ჩინეთის საწინააღმდეგო ბაზად არ გამოიყენებდნენ. სანაცვლოდ, ჩინეთმა შესთავაზა ეკონომიკური მხარდაჭერა და ინვესტიცია ავღანეთის რეკონსტრუქციისათვის. "თალიბანმა" არაერთხელ გამოთქვა ჩინეთთან კარგი ურთიერთობების განვითარების იმედი. ისინი მოუთმენლად ელიან ჩინეთის მონაწილეობას ავღანეთის აღმშენებლობასა და განვითარებაში. ჩვენ მივესალმებით ამას. ჩინეთი პატივს სცემს ავღანელი ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ბედი და მზად არის, ავღანეთთან მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარება გააგრძელოს", - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰუა ჩუნინმა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში შექმნილ ვითარებას ხვალ განიხილავენ საფრანგეთი ავღანეთიდან მოქალაქეების გამოყვანას იწყებს 70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს საქართველო ქაბულიდან მოქალაქეების გამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის AP: „თალიბანი“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს ქაბულის აეროპორტს თურქ სამხედროებთან ერთად აზერბაიჯელი სამხედროებიც დაიცავენ ავღანეთის საავიაციო სამსახური სატრანზიტო თვითმფრინავებს მარშრუტის შეცვლას ურჩევს The Wall Street Journal-ი: ქაბულის აეროპორტში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
"ევროპულმა საქართველომ" მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა
პარტია "ევროპულმა საქართველომ" მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ხონის და თერჯოლის მერობის კანდიდატურები, ზურაბ ჯიბუხაია და ზურაბ ბუცხრიკიძე, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან შეთანხმებით არიან შერჩეულები. "ევროპული საქართველოს" კანდიდატები არიან: გორი - ეთერ ჯალაღონია; ახალციხე - ზურაბ სადათიერაშვილი; ახალქალაქი - ა. კარაპეტიანი; მარნეული - ახმედ იმამკულიევი; სამტრედია - ჟუჯუაბა ფოფხაძე; კასპი - აკაკი (კახა) გეჯაძე; ამბროლაური - მაია კაციტაძე; თეთრიწყარო - ნინო დავითაშვილი. წალენჯიხის, ნინოწმინდისა და ადიგენი მერობის კანდიდატებს პარტია ცალკე წარადგენს.
მარინა კალიურანდი: საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, ბელარუსის სამარცხვინო KGB-სთან შეთანხმება გააუქმოს
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება გააუქმოს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი Twitter-ზე წერს. მისი თქმით, ბელარუსი დევნილები, რომლებმაც საქართველოში უსაფრთხო თავშესაფარი იპოვეს, სრულად უნდა იყვნენ დაცულნი. "მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რეჟიმის სამარცხვინო KGB-სთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება. ლუკაშენკო 2020 წლის 9 აგვისტოს ძალისმიერი გზით მოხვდა ხელისუფლებაში, არჩევნების გაყალბების შედეგად.. ბელარუსი დევნილები, რომლებმაც საქართველოში უსაფრთხო თავშესაფარი იპოვეს, სრულად უნდა იყვნენ დაცულნი", - წერს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი. ამავე თემაზე: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბელარუსთან გაფორმებულ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს სუს-სა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ძალაშია საერთაშორისო აქტორების კომენტარები სუს-სა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის შეთანხმების ძალაში შესვლაზე