ძებნის რეზულტატი:
GITA: ილონ მასკის SpaceX საქართველოს თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდების საპილოტე ქვეყნად განიხილავს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, SpaceX საქართველოს თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდების საპილოტე ქვეყნად განიხილავს. სააგენტოს ცნობით, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს გენერალური კონსული სან ფრანცისკოში ლევან ბერიძე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ SpaceX-ის უფროს ფინანსურ ოფიცერს Bret Johnsen და უფროს ფინანსურ დირექტორს David Finlay შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა Bill Reichert - SpaxeX-ის ერთ-ერთი ინვესტორიც. "SpaceX-მა დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ინტერენეტიზაციის პროცესში ჩარულობაზე. შესაბამისად მათი მხრიდან საქართველო განიხილება, როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანა, სადაც SpaceX-ი მოსახლოებას მიაწოდებს თანამგზავრულ ინტერნეტს. ასევე განიხილეს საქართველოსა და ქართველების მეტი ჩართულობა მათ სამომავლო გეგმებში. მოლაპარაკების შედეგად უახლოეს პერიოდში SpaceX-ი GITA-ს დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად", - ნათქვამია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ილონ მასკის კომპანიის SpaceX-ის პროექტის Starlink-ის მიზანია დედამიწის გლობალური თანამგზავრული ინტერნეტით უზრუნველყოფა და ინტერნეტით მთელი პლანეტის დაფარვა. პროექტის საბოლოო მიზანი მსოფლიოსთვის არსებულზე გაცილებით სწრაფი ინტერნეტის მიწოდებაა.
ანა დოლიძე თბილისის მერობის კანდიდატად დასახელდა
პარტიის "ანა დოლიძე - ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. პარტიამ კანდიდატი ოფიციალურად დღეს წარადგინა. როგორც ცნობილია, ანა დოლიძის სლოგანი იქნება - "მერი ყველასთვის". ანა დოლიძის განცხადებით, თბილისელებს ჰპირდება, რომ დაასრულებს სიძულვილს, რომელიც დაამკვიდრა ორპოლუსიანობამ და იქნება - მერი ხალხისთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, სოციალური წარმომავლობისა, ეროვნული თუ ეთნიკური ნიშნისა, სქესისა და ა.შ. "თბილისს სჭირდება მერი, ვინც თბილისს ბეტონის ჯუნგლების ნაცვლად დაუბრუნებს მწვანე ქალაქის სტატუსს, ვინც იზრუნებს, სუფთა გარემოზე, იმაზე, რომ პარკი ჰქონდეს ყველა უბანს და იმაზე, რომ ადამიანებს არ შეეშინდებათ ღამე მშვიდად დაძინების, რომ დილით თავზე სახლი არ ჩამოენგრევათ, ან ფანჯარასთან ახალ კორპუსს არ ამოუშენებენ. მერი, რომელიც შექმნის ეფექტურ ინფრასტრუქტურას - 21-ე საუკუნეში სირცხვილია ვსაუბრობდეთ საპირფარეშოების, კანალიზაციის, ტროტუარების, პარკინგის და ბევრ სხვა პრობლემაზე. ქალაქის ეკონომიკას სჭირდება ვაჭრობის კონცეფციიდან ამოყვანა - მერი უნდა ეხმარებოდეს როგორც ინვესტიციების მოზიდვას, ასევე ადგილობრივი წარმოების თუ ბიზნესის განვითარებას. მერი უნდა ზრუნავდეს, რომ დაცული იყოს თითოეული მოქალაქის მობილობის უფლება და მუშაობდეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაზე. თბილისს სჭირდება მერი, რომელიც შექმნის მოქნილ ბიუროკრატიას და თბილისს გახდის ყველასთვის, სადაც დოვლათის დაგროვება მხოლოდ მმართველ გუნდთან დაახლოებულ ნათესავების და ახლობლების პრივილეგია არ იქნება", - აღნიშნა ანა დოლიძემ.
ისრაელში 50 წელს გადაცილებულებში ვაქცინის მესამე დოზა დაუშვეს
ისრაელი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც 50 წელს გადაცილებულებში ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება დაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას TimeofIsrael-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მესამე დოზით აიცრებიან სამედიცინო პერსონალი, განსაკუთრებული დაავადების მქონე პირები და პატიმრები. გასულ თვეში ისრაელი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო 60 წელს გადაცილებულებში დაიწყო ე.წ. გამაძლიერებელი დოზების გამოყენება.
ხანძრის ჩასაქრობად რუსეთიდან ნაქირავებმა თვითმფრინავმა თურქეთში კატასტროფა განიცადა
სტიქიასთნ საბრძოლველად რუსეთიდან ნაქირავები Be-200-ის ტიპის სახანძრო თვითმფრინავი თურქეთში, ქალაქ ქაჰრამანმარაშთან ჩამოვარდა. მომხდარი დაადასტურა რუსულმა მხარემაც. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რვა ადამიანი, რუსი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ. კატასტროფის მიზეზი უცნობია. გუბერნატორ ფარუქ ქოსკუნის თქმით, თვითმფრინავთან, რომელიც თურქეთს ხანრძის ჩაქრობაში ეხმარებოდა კონტაქტი დაიკარგა. ადგილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია და თურქეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები უკვე გაემგზავრნენ. თვითმფრინავი თურქეთში 8 ივლისს გაგზავნეს თურქეთს ტყის ხანძრებთან ბრძოლაში დასახმარებლად. Be-200 შექმნილია სპეციალურად ხანძრების ჩასაქრობად, მათ შორის შორეულ ადგილებში, მას 12 ტონა წყლის გადატანა შეუძლია. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ „ღრმად მწუხარებულია“ ტრაგიკული ავიაკატასტროფის შედეგად თურქეთისა და რუსეთის ეკიპაჟის დაკარგვის გამო.
ჩეხეთს ქაბულიდან დიპლომატები გაჰყავს
ჩეხეთმა ავღანეთიდან საკუთარი დიპლომატების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაკუბ კულჰანეკმა ამის საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ კულჰანეკი გადაწყვეტილება მოკავშირეებისა და ჩეხეთის ელჩის ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღო. იტყობინება ABC News-ი. ცნობისთვის, გერმანიის მთავრობა ქაბულში საელჩოს თანამშრომლებს მინიმუმამდე შეამცირებს. მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით, ავღანეთში ჯარისკაცებს გზავნის ბრიტანეთიც. მანამდე აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქაბულში, საელჩოდან პერსონალის ევაკუაცის მიზნით, 3000 ჯარისკაცს გაგზავნის. ბოლო მონაცემებით, რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის 20-მდე პროვინციის დედაქალაქს აკონტროლებს, ისინი ქაბულს მიუახლოვდნენ. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს საჰაერო დახმარების გაწევის, ავღანური ძალების საკვებითა და აღჭურვილობით მომარაგებისა და მათი ხელფასების გადახდის შესახებ. „20 წლის განმავლობაში, ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. 300 ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო გავწვრთნეთ და თანამედროვე აღჭურვილობა მივაწოდეთ. ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ. მათ თავად უნდა იბრძოლონ. მათ თავიანთი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლონ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. შეგახსენებთ, პირველ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.
აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული ჯარისკაცი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულის იდენტიფიცირებული ნეშტი, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს. ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტები სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალეს. „პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე გამართული ცერემონიალი მეტად სიმბოლურია და მას აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა, იქიდან გამომდინარეც, რომ დღეს 14 აგვისტოს 29 წელი შესრულდა აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დაწყებიდან, რამაც ათასობით ჩვენი თანამემამულის და გმირის სიცოცხლე შეიწირა. მე ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მინდა პატივი მივაგო მათ ხსოვნას, მათ თავგანწირვას საქართველოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. უდიდესი მნიშვნელობა აქვს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესს, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია და რასაც ჩვენ ვახორციელებთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით და მხარდაჭერით. ეს პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების, სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობით და ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმების ყველა მონაწილის ძალისხმევით კიდევ უფრო გაძლიერდება და ეფექტური გახდება ეს პროცესი და შევძლებთ შეძლებისდაგვარად მეტი გაუჩინარებული პირის მოძიებას“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და გარდაცვლილთა სულ 583 ნეშტია მოძიებული. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი თბილისში გადმოასვენეს. ამავე თემაზე: წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა აფხაზეთში სამარხების გახსნის ახალი ეტაპი დაიწყო
ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელები - 500 000 ლარს, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი 250 000 ლარს მიიღებენ
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელები 500 000 ლარს მიიღებენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი 250 000 ლარს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენებთან შეხვედრაზე განაცხადა. ღონისძიება ავლაბრის ცერემონიების სასახლეში იმართება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 8 მედალი ისტორიული შედეგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. „ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და თქვენთან შეხვედრა. მივესალმები პლანეტის ყველაზე ძლიერ ადამიანს, ლაშა ტალახაძეს, მივესალმები ლაშა ბექაურს, ვაჟა მარგველაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს, იაკობ ქაჯაიას, გენო პეტრიაშვილს, ანტონ პლესნოის, გურამ თუშიშვილს, რომელიც საპატიო მიზეზით ვერ გვესწრება დღეს. ძვირფასო ოლიმპიელებო, ჩვენო საამაყო გმირებო. თქვენ, მართლაც საოცარი შედეგი დადეთ. 8 მედალი, მართლაც ისტორიული შედეგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მედლების რაოდენობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ტოპ 10-ეულში შევიდა. მადლობა ამისთვის თქვენ, მადლობა გამარჯვებისთვის. მთავრობის სახელით მადლობას მოგახსენებთ. მაქვს პატივი, გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ წასვლის წინ გაგაცანით, რომ ოქროს მედლის მფლობელი მიიღებს 1 მლნ ლარს, ახლა რაც შეეხება ვერცხლის მედლის მფლობელებს, მინდა გაცნობოთ, რომ 500 000 ლარი იქნება თქვენი ჯილდო, ბრინჯაოს მედლის მფლობელი მიიღებს - 250 000 ლარი “, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, ქართველმა სპორტსმენებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა რვა მედლით დაასრულეს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ოლიმპიადაზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგია. ოლიმპიური ჩემპიონები ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდნენ. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი (სამივე ძიუდო), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა). ანტონ პლესნოი (ძალოსნობა) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
აშშ-ში კოვიდინფიცირებული ბავშვების რეკორდული რაოდენობაა ჰოსპიტალიზებული
შეერთებულ შტატებში კოვიდინფიცირებული ბავშვების ჰოსპიტალიზების მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და დღეს 1,900-ს გადააჭარბა. იუწყება Reuters-ი. ჰოსპიტალიზებულთა შორის აშშ-ში 2.4% ბავშვია. ბრიტანული სააგენტო აღნიშნავს, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებს ჯერჯერობით არ აქვთ უფლება, ჩაიტარონ ვაქცინაცია, რაც მათ უფრო დაუცველს გახდის ახალი, სწრაფად გავრცელებადი „დელტა“ ვარიანტისგან. დელტას ვარიანტმა, რომელიც სწრაფად ვრცელდება აშშ-ის მოსახლეობის არავაქცინირებულ ნაწილში, ბოლო კვირების განმავლობაში გამოიწვია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდა. CDC მონაცემებით, ამ კვირაში რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია 18-29, 30-39 და 40-49 წლის ასაკის ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზების შემთხვევებმა. დღესვე თხუთმეტი ბავშვი და 99 ზრდასრული გადაიყვანეს კლინიკაში, მათგან 77%-ზე მეტი არავაქცინირებული იყო. შეერთებულ შტატებში დღეში კორონავირუსის საშუალოდ დაახლოებით 129,000 ახალი შემთხვევა ვლინდება, მაჩვენებელი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამორმაგდა. ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რიცხვი ბოლო ექვს თვეში ყველაზე მაღალია და საშუალოდ 600 ადამიანი იღუპება ყოველდღიურად. აშშ-ში სრულად არის ვაქცინირებული მოსახლეობის 51.09%
BioNTech-ის დამფუძნებლები: „დელტას“ წინააღმდეგ ვაქცინის კლინიკური კვლევები იწყება
როგორ შექმნა BioNTech-მა „დელტა“ შტამზე ორიენტირებული კოვიდვაქცინა - ამ თემაზე უცხოურ წყაროების მიერ მომზადებული მასალის თარგმანს Europetime გთავაზობთ. MRNA ვაქცინებს სწრაფად განახლების უნარი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების შემქმნელები ორიგინალ ვერსიას ენდობიან, კორონავირუსის მუტაციებიდან გამომდინარე, ვაქცინების შეცვლაც შესაძლებელია. როდესაც დელტას ვარიანტი ფართოდ გავრცელდა, გერმანიაში დაფუძნებული კომპანია, BioNTech-ის მეცნიერებმა, რომლებიც Pfizer-თან თანამშრომლობდნენ COVID-19-ის ვაქცინის შესაქმნელად, სწრაფად დაიწყეს სპეციალურად „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ვაქცინის ახალ ვერსიაზე მუშობა. „MRNA ტექნოლოგია „შეიძლება გახდეს ის, რასაც პლატფორმის ტექნოლოგიას უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ უბრალოდ შეცვლით კოდის თანმიმდევრობას, ტექნოლოგია იმდენად სტაბილურია, რომ ყველაფერი დანარჩენი ძირითადად იგივე რჩება. ასე რომ, წარმოებაში, თქვენ არ გჭირდებათ ბევრი რამის შეცვლა, რაზეც უნდა ისაუბროთ მაგალითად მარეგულირებლებთან, რათა აჩვენოთ, რომ არსებობს ხარისხის კონტროლი“, - ამბობს ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის დამფუძნებელი, მეცნიერი ოზლემ ტურეჩი, რომელმაც კოლეგა უგურ შაჰინთან ერთად, Pfizer-თან თანამშრომლობით პირველი ვაქცინა შექმნა COVID19-ის წინააღმდეგ. გერმანიის პრეზიდენტმა Pfizer-ის ვაქცინის შემქმნელებს გერმანიის უმაღლესი ჯილდო გადასცა „ახალი ვაქცინის დამზადება ოთხ კვირაზე ნაკლებ დროში შეგვიძლია“, - ამბობს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი უგურ შაჰინი, რომელიც ხელმძღვანელობდა COVID19-ის ვაქცინის რეკორდულ 11 თვიან გზას ლაბორატორიიდან დამტკიცებამდე. „ადრე, ყველაზე სწრაფ ვაქცინას, რაც კი ოდესმე შემუშავებულა, ოთხი წელიწადი დასჭირდა. ახლა კი ყველა საჭირო ტესტირებით, 100 დღეზე ნაკლები დრო დაგვჭირდება ვაქცინის რეალურად წარმოებამდე. დროთა განმავლობაში ეს დრო უფრო მოკლე გახდება, რადგან ყველაფერი გაუმჯობესებისკენ მიდის, ეს მართლაც ტექნოლოგიის ძალაა: შეგიძლია იყო ძალიან სწრაფი“, - აღნიშნავს უგურ შაჰინი. BioNTech-მა და Pfizer-მა დაადგინეს, რომ COVID19-ის ორიგინალი ვაქცინის მესამე დოზა უფრო მეტად იცავს „დელტა“ ვარიანტისგან. აშშ-მ იმუნიტეტ დაქვეითებულებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა უკვე იწყება „დელტა“ ვერსიის წინააღმდეგ ვაქცინის კლინიკური კვლევები, რათა მარეგულირებლებთან ერთად შეძლონ საუკეთესო არჩევანის გაკეთება. „დელტა“ ვარიანტმა შეიძლება კიდევ უფრო მეტი მუტაცია განიცადოს ისე, რომ მიზნობრივი ვაქცინა უფრო საჭირო გახდეს. იმ ადგილებში, სადაც ახლა რამდენიმე ადამიანია აცრილი, მაგალითად აფრიკის ბევრ ქვეყანაში, შეიძლება უფრო გამართლებული იყოს „დელტაზე“ ორიენტირებული ვაქცინით აცრა, თუ ეს დომინანტური შტამია. (ფაქტობრივად არსებობს დელტა ვარიანტების მრავალი შტამი, ამიტომ სამიზნე ვარიანტი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი დომინირებს). BioNTech-ი ცდის ვაქცინის ვერსიებს ყველა ვარიანტზე, მათ შორის alpha, beta, gamma, delta, epsilon, lamda, and theta ვარიანტებზე. „განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს ლამბდა ვარიანტზე, რომელიც სამხრეთ ამერიკაში გაჩნდა“, - ამბობს უგურ შაჰინი.
საერთაშორისო აქტორების კომენტარები სუს-სა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის შეთანხმების ძალაში შესვლაზე
სუს-სა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლას უცხოელი დიპლომატები და პოლიტიკოსები აფასებენ, მათ შორის არის ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი, რომელიც Twitter-ზე წერს: „ვერ ვიჯერებ, ისევ ხუმრობა მგონია. თუ სიმართლეა, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - საქართველოს გზა NATO და ევროკავშირისკენ ძალიან ბუნდოვანი იქნება". ფაქტს ამავე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი და მომხდარს "ძალიან საშიში" უწოდა. „რატომ ახორციელებს საქართველო შეთანხმებას 5 წლის შემდეგ იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში ყველამ უარი თქვა ბელარუსთან თანამშრომლობაზე? საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს“, - წერს ევროპარლამენტარი. ცნობისათვის, 13 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუს-სა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ძალაშია. შეგახსენებთ, 9 აგვისტოს აშშ-მ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა, ევროკავშირი კი ახალი სანქციებით დაემუქრა. „ევროკავშირის სანქციების გაუქმება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბელარუსის ხელისუფლება სრულად დაიცავს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს, პატივს სცემს ადამიანის უფლებების ვალდებულებებს და შეწყვეტს ყოველგვარ რეპრესიას", - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა ჟოზეფ ბორელმა.
ძლიერ მიწისძვრას ჰაიტიზე სულ მცირე 29 ადამიანი ემსხვერპლა
7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ჰაიტიზე სულ მცირე 29 ადამიანი ემსხვერპლა. Reuters-ი წერს, რომ ნანგრევებად იქცა ქვეყანა, რომელიც ჩაძირულია ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კრიზისში. მიწისძვრა იგრძნობოდა კუბასა და იამაიკაზე. მედია 11 წლის წინანდელ მიწისძვრას იხსენებს, რომელმაც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა უღარიბეს ქვეყანაში. მთავრობა აცხადებს, რომ ხალხს ნანგრევებში ეძებენ. პრემიერ-მინისტრმა არიელ ანრიმ ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაყოვნებლივი რეაგირება მოითხოვა და ამისთვის კოორდინატორად სამანტა პაუერი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი დაასახელა.
თანამდებობის დატოვების შემდეგ მერკელი პენსიის სახით დაახლოებით 15 000 ევროს მიიღებს
თანამდებობის დატოვების შემდეგ ანგელა მერკელი ყოველთვიურად პენსიის სახით დაახლოებით 15 000 ევროს მიიღებს. წერს Deutsche Welle. გერმანიის კანცლერის პენსიის ოდენობა გათვალისწინებულია მისი მრავალწლიანი საქმიანობით ბუნდესტაგში, მინისტრთა კაბინეტსა და ფედერალური კანცლერის თანამდებობაზე. ფედერალური არჩევნები გერმანიაში 26 სექტემბერს გაიმართება.
ბაიდენი "თალიბანს" ძლიერი სამხედრო პასუხით ემუქრება
აშშ- ის პრეზიდენტი "თალიბანს" აფრთხილებს. ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკა ძლიერ და სწრაფ სამხედრო პასუხს გასცემს თალიბანს, თუ ის შეერთებული შტატების ინტერესებზე შეტევას განახორციელებს და საელჩოს პერსონალს საფრთხე დაემუქრება. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ პერსონალის უსაფრთხოდ გასაყვანად ავღანეთში დამატებით, მთლიანობაში 5000 ჯარისკაცს გზავნის. მანამდე ეს რიცხვი 3000-ს შეადგენდა. ცნობისთვის, გერმანიის მთავრობა ქაბულში საელჩოს თანამშრომლებს მინიმუმამდე შეამცირებს. მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით, ავღანეთში ჯარისკაცებს გზავნის ბრიტანეთიც. ბოლო მონაცემებით, რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის 20-მდე პროვინციის დედაქალაქს აკონტროლებს, ისინი ქაბულს მიუახლოვდნენ. ავღანეთის სიდიდით მეოთხე ქალაქი, ბალხის პროვინციის დედაქალაქი მაზარ-ი-შარიფი „თალიბანის“ კონტროლის ქვეშაა. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს საჰაერო დახმარების გაწევის, ავღანური ძალების საკვებითა და აღჭურვილობით მომარაგებისა და მათი ხელფასების გადახდის შესახებ. „20 წლის განმავლობაში, ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. 300 ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო გავწვრთნეთ და თანამედროვე აღჭურვილობა მივაწოდეთ. ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ. მათ თავად უნდა იბრძოლონ. მათ თავიანთი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლონ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. შეგახსენებთ, პირველ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.
ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 227-მდე გაიზარდა
ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა. Reuters-ი იუწყება, რომ დაღუპულია სულ მცირე 227 ადამიანი, დაკარგულად ითვლება ბევრი ადამიანი. ცნობისათვის, თავდაპირველად მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ჰაიტიზე სულ მცირე 29 ადამიანი ემსხვერპლა. Reuters-ი წერს, რომ ნანგრევებად იქცა ქვეყანა, რომელიც ჩაძირულია ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კრიზისში. მიწისძვრა იგრძნობოდა კუბასა და იამაიკაზე. მედია 11 წლის წინანდელ მიწისძვრას იხსენებს, რომელმაც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა უღარიბეს ქვეყანაში. მთავრობა აცხადებს, რომ ხალხს ნანგრევებში ეძებენ. პრემიერ-მინისტრმა არიელ ანრიმ ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაყოვნებლივი რეაგირება მოითხოვა და ამისთვის კოორდინატორად სამანტა პაუერი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი დაასახელა.
გერმანიიდან საქართველოში დეპორტირებულ ერთ-ერთ ოჯახს საქსონიის სასამართლომ ქვეყანაში დაბრუნების უფლება მისცა
გერმანული მედიის ინფორმაციით, საქსონიის სასამართლომ საქართველოში დეპორტირებულ ცხრასულიან ოჯახს, რომელთა დეპორტაცია ივნისში მოხდა, გერმანიაში დაბრუნების უფლება მისცა. როგორც მედიასაშუალება წერს,საქსონიის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მათი დეპორტაცია უკანონო იყო და ოჯახის ყველა წევრს აქვს უფლება, დაბრუნდეს გერმანიაში. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მედიის ცნობით, ცხრასულიანი ოჯახის წევრები გერმანიაში 2013 წელს ჩავიდნენ. ხუთი ბავშვი გერმანიაში დაიბადა. ივნისში მათი საქართველოში დეპორტაცია ადგილობრივებმა და ასევე, პოლიტიკოსების ნაწილმაც გააკრიტიკეს, რადგან ოჯახი ღამით გააღვიძეს და ბავშვებთან ერთად გადაიყვანეს სადეპორტაციოდ. ოჯახის წევრების მიერ შეტანილი თავშესაფრის მიღების განაცხადი რამდენჯერმე უარყვეს, თუმცა საქსონიის სასამართლომ დაადგინა, რომ მათი დეპორტაცია უკანონო იყო. ამის მიზეზად სასამართლომ ის დაასახელა, რომ ბავშვები უკვე დიდი ხანია, სწავლობენ გერმანულ სკოლაში და ინტეგრირებული არიან საზოგადოებაში. გერმანიის კანონმდებლობით, ასეთ შემთხვევაში მათ ქვეყენაში დარჩენის უფლება აქვთ. მოსამართლეების გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული მიზეზების გათვალისწინებით, გერმანიაში დარჩენის უფლება ასევე ექნებათ ოჯახის სხვა წევრებსაც.
დღეიდან აშშ-დან გერმანიაში ჩასულ მოქალაქეებს კარანტინში გადასვლა მოუწევთ
Deutsche Welles-ს ინფორმაციით, 15 აგვისტოდან გერმანიაში აშშ-იდან ჩასულ მოქალაქეებს კარანტინში გადასვლა მოუწევთ. როგორც ცნობილია, გერმანიამ აშშ ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანა. აშშ-იდან გერმანიაში ჩასულ მოქალაქეებს 5-დან 10 დღემდე კარანტინში გადასვლა მოუწევთ. ეს ეხება იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ გაკეთებული აცრა ან არ აქვთ გადატანილი COVID-19. როგორც რობერტ კოხის სახელობის უნივერსიტეტში განაცხადეს, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების შეყვანა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას უკავშირდება. გერმანიამ აშშ, თურქეთი და ისრაელი კორონავირუსის მაღალი რისკის ზონებად გამოაცხადა
აშშ-ში კოვიდვაქცინის „ბუსტერ“ დოზებით აცრა სავარაუდოდ სექტემბერში დაიწყება
აშშ-ში კოვიდვაქცინის „ბუსტერ“ დოზებით აცრა სავარაუდოდ სექტემბერში დაიწყება. ამის შესახებ Europetime-ს კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარმა, მეცნიერ-იმუნოლოგმა ნატო ტეტელოშვილმა ექსკლუზიურ ინტერვიუში 14 აგვისტოს განუცხადა. აშშ-მ იმუნიტეტ დაქვეითებულებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა ქართველი მკვლევრის თქმით, „ბუსტერ“ დოზები პირველ რიგში ხელმისაწვდომი იქჯნება მაღალ განვითარებული ქვეყნებისთვის, სადაც უშუალოდ ხდება პროდუქცია. „შეიძლება, თავდაპირველად არ აღიაროს ჯანმომ, რადგან ის ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება, თუმცა აშშ-ში საუბარია, რომ უკვე სექტემბერში შემოიღონ „ბუსტერ“ დოზები. მსჯელობენ, რა ტიპის ადამიანებმა უნდა გაიკეთონ ეს დოზა. პირველ რიგში საუბარია მაღალი რისკის ქვეშ მყოფებზე, რადგან შეიძლება, ყველას არ ეყოს. ვიდრე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, ამასაც დრო სჭირდება. როცა იქნება შესაძლებლობა, ვურჩევდი, საქართველოშიც გაიკეთონ „ბუსტერ“ დოზები, რადგან იმ მუტაციურ შტამებს, რომლებიც ახლა გამოჩნდა, არსებული ვაქცინები ნაკლებად ერევა და ამიტომ, “ბუსტერი„ მეტ ეფექტურობას სძენს“, - განუცხადა ნატო ტეტელოშვილმა Europetime-ს. ცნობისთვის, Reuters-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამუშავებს ახალ გეგმას, რომლის მიხედვითაც, შემოდგომიდან მოქალაქეებს ვაქცინის მესამე ე.წ. გამაძლიერებელ დოზით აცრას შესთავაზებენ. Reuters-ი წერს, რომ პირველ რიგში გამაძლიერებელი დოზით აცრა შეეხებათ ექთნებს, ჯანდაცვის მუშაკებსა და ხანდაზმულებს. გამოცემა წერს, რომ აშშ-ში მოქალაქეებს იმ ვაქცინის მესამე დოზით აცრიან, რომლითაც თავდაპირველად ჩაიტარეს ვაქცინაცია. როგორც ცნობილია, რომ აშშ-მ იმუნიტეტ დაქვეითებულებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა. ამავე თემაზე: ისრაელში 50 წელს გადაცილებულებში ვაქცინის მესამე დოზა დაუშვეს სექტემბრიდან გერმანია მოხუცებსა და სუსტი იმუნური სისტემის მქონეებს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზებს შესთავაზებს.
ოლიმპიადის შემდეგ, ტოკიოში კოვიდინფიცირების მაჩვენებელმა იმატა
„თუ ინფიცირების მაჩვენებელი ზრდას ამ ტემპით განაგრძობს, ჩვენ ვეღარ შევძლებთ გადავარჩინოთ ადამიანები, რომელთა გადარჩენასაც, სხვა პირობებში, შევძლებდით“, - ამბობს იაპონიის მთავრობის მრჩეველი სამედიცინო საკითხებში, შიგერუ ომი. ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება როგორც დედაქალაქში, ისე - მთელი ქვეყნის მასშტაბით. ტოკიოში დღიური ინფიცირება 6 ათასამდეა, რაც, ოლიმპიადამდე არსებული სტაბილური ეპიდვითარების ფონზე, მკვეთრი მატებაა. საშუალოდ, ინფიცირების მაჩვენებელი 9%-ით გაიზარდა, მზარდია მძიმე პაციენტთა რაოდენობაც. იაპონიაში მოსახლეობის თითქმის 37%-ია აცრილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 14 აგვისტოს კორონავირუსზე 23 010 ადამიანი აიცრა. დღევანდელი მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 791 863 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 237 149 ადამიანი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
ლიბანში საწვავის ავზის აფეთქებას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა
ჩრდილოეთ ლიბანში, აკარის რაიონში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ Reuters-ი „წითელ ჯვარზე“ დაყრდნობით წერს. დაშავებული 79 ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, თუმცა სამედიცინო დაწესებულებებში სისხლის მარაგის მწვავე დეფიციტია. შემთხვევის დროს, აფეთქების ადგილის მიმდებარედ, 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა.