ძებნის რეზულტატი:

საქართველოში კორონავირუსი 4 314 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 314 ადამიანს დაუდასტურდა, 4 519 გამოჯანმრთელდა, 35 ინფიცირებული გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 074 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 813 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 261 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 314 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 481 578-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.66%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 10.38% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 11.03%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 519 მოქალაქე, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 421 532-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 406 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 314 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 687 შემთხვევა, აჭარა - 772, იმერეთი - 618, ქვემო ქართლი - 202, შიდა ქართლი - 175, გურია - 129, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 247, კახეთი - 317, მცხეთა-მთიანეთი -59, სამცხე-ჯავახეთი - 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 614 საიდანაც 6 841 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 110, აჭარაში - 903, იმერეთში - 973 ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 423, მათ შორის, თბილისში - 612, აჭარაში - 146, იმერეთში - 320. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 307 პირი, მათგან თბილისში - 193, აჭარაში - 22, იმერეთში - 20. 3 459 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 619 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 43 314 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 67, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 14 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 042 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 919 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 22 311, აჭარაში - 6 570, იმერეთში - 4 690.

იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ახალქალაქში მდებარე სარიტუალო დარბაზი დალუქეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო ახალქალაქში მდებარე სარიტუალო დარბაზი დალუქა. ინფორმაციას შსს ავრცელებს ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ახალქალაქში მდებარე სარიტუალო დარბაზი დალუქეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, სარიტუალო დარბაზის ადმინისტრაციამ კვლავ განაგრძო საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა, რის გამოც გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით და აღნიშნული ობიექტი დაილუქა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე, მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 304 -მდე გაიზარდა

BBC-ის ინფორმაციით, ჰაიტიზე 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 304 ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 1 800. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, მიწისძვრის შედეგად დაინგრა სასტუმროები, საცხოვრებლები და ეკლესიები. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მიწისძვრა იგრძნობოდა კუბასა და იამაიკაზე. მედია 11 წლის წინანდელ მიწისძვრას იხსენებს, რომელმაც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა უღარიბეს ქვეყანაში. მთავრობა აცხადებს, რომ ხალხს ნანგრევებში ეძებენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაყოვნებლივი რეაგირება მოითხოვა და ამისთვის კოორდინატორად სამანტა პაუერი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი დაასახელა. ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 227-მდე გაიზარდა

მედია: თალიბანმა ქაბულზე შეტევა დაიწყო

Agence France-Presse-ის ინფორმაციით, ,,თალიბანის" მებრძოლებმა ქაბულზე შეტევა დაიწყეს და ავღანეთის დედაქალაქში შედიან. მედიასაშუალება აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობისთვის, ავღანეთში ვითარება დაძაბულია. საერთაშორისო მედიის ბოლო ცნობებით, მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა დაიკავეს ქალაქი მაზარ-ი-შარიფი. ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხო ევაკუაციის მიზნით, ქაბულში 3000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს რიცხვი 5000-მდე გაიზრდება. ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ "თალიბანი" დიპლომატების გაყვანის პროცესს საფრთხეს შეუქმნის, ის "ძლიერ სამხედრო" პასუხს მიიღებს. ქაბულში მდებარე აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების უმეტესობას ქვეყნიდან გაიყვანენ. ბაიდენი "თალიბანს" ძლიერი სამხედრო პასუხით ემუქრება

სალომე ზურაბიშვილი ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „წარმოუდგენელი ცნობებია ჰაიტიდან, ძლიერი მიწისძვრის შედეგად ასობით მსხვერპლია. გულწრფელად ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, რომლებმაც თავიანთი ახლობლები დაკარგეს. ეს მძიმე დღეებია ჰაიტელებისთვის. თანავუგრძნობ მათ და ვუსურვებ გამძლეობას და სიმტკიცეს“,- წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე. ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად 304 ადამიანი დაიღუპა. დანგრეულია ათობით შენობა. მოქალაქეების ნაწილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. ჰაიტიზე მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქიდან 126 კილომეტრში მდებარეობდა. სტიქიის სიმძლავრე 7,2 მაგნიტუდას შეადგენდა.

,,თალიბანის" მებრძოლები მას შემდეგ შევიდნენ ქაბულში, რაც ამერიკელი დიპლომატების ვერტმფრენით ევაკუაცია  მოხდა

,,თალიბანის" მებრძოლები მას შემდეგ შევიდნენ ავღანეთის დედაქალაქში, რაც ამერიკელი დიპლომატები ავღანეთიდან ვერტმფრენით გაიყვანეს.0 როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters განუცხადა, ,,თალიბანის" მებრძოლები ყველა მხარიდან ცდილობდნენ ქაბულში შესვლას. ავღანეთის პრეზიდენტის სასახლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ სროლის ხმა ისმოდა ქაბულის მიმდებარედ, რამდენიმე ადგილას, მაგრამ უსაფრთხოების ძალები, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით აკონტროლებდნენ ქალაქს. ცნობისთვის, Agence France-Presse-ის ინფორმაციით, ,,თალიბანის" მებრძოლებმა ქაბულზე შეტევა დაიწყეს და ავღანეთის დედაქალაქში შედიან. ავღანეთში ვითარება დაძაბულია. საერთაშორისო მედიის ბოლო ცნობებით, მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა დაიკავეს ქალაქი მაზარ-ი-შარიფი. ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხო ევაკუაციის მიზნით, ქაბულში 3000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს რიცხვი 5000-მდე გაიზრდება. ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ "თალიბანი" დიპლომატების გაყვანის პროცესს საფრთხეს შეუქმნის, ის "ძლიერ სამხედრო" პასუხს მიიღებს. ბაიდენი "თალიბანს" ძლიერი სამხედრო პასუხით ემუქრება

თურქეთში წყალდიდობისას დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა

Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონები ქასთამონუ, სინოფი და ბართინი დააზარალა, რის გამოც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნული რეგიონები სტიქიის ზონად გამოაცხადა. სტიქიის რეგიონებიდან ევაკუირებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი. დაახლოებით 300 დასახლებას არ მიეწოდება ელეტროენერგია, ხოლო ხიდების დანგრევისა და გზის სავალი ნაწილების დაზიანების გამო შეჩერებულია საგზაო მოძრაობები.

უნგრეთში ავტობუსის ავარიას 8 ადამიანი ემსხვერპლა

უნგრეთში ავტობუსის ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, შემთხვევა დედაქალაქ ბუდაპეშტისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ჯერ დაუდგენელი მიზეზების გამო, ავტობუსი სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. დაღუპულია სულ მცირე რვა და დაშავებულია ათეულობით მგზავრი. სამგზავრო ავტობუსს 50 ადამიანი გადაჰყავდა.

CNN-ი: ავღანეთის მთავრობა დაჯგუფება „თალიბანთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს

CNN-ის ინფორმაციით, ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, აბდულ სათარ მირზაქვალის განცხადებით, ქაბულზე შეტევა არ განხორციელდება და გარდამავალი ადმინისტრაციისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა იგეგმება. მისი თქმით, ამჟამად მთავრობასა და დაჯგუფება „თალიბანს“ შორის მოლაპრაკებები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ საგანგებო შეხვედრა გამართა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან და NATO-ს ოფიციალურ პირებთან. „თალიბანის“ განცხადებით, დედაქალაქის ძალის გამოყენებით აღებას არ გეგმავენ. დაჯგუფების წარმომადგენლის, ზაბიულა მუჯაჰიდის თქმით, დაჯგუფების ყველა მებრძოლს ნაბრძანები აქვს დედაქალაქის შესასვლელებთან მზადყოფნაში ყოფნა, ვიდრე ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა არ მოხდება. გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფება აცხადებს, რომ ქაბულის მცხოვრებლების სიცოცხლეს, ქონებასა და ღირსებას საფრთხე არ ემუქრება. ცნობისთვის, ,,თალიბანის" მებრძოლებმა ქაბულზე შეტევა დაიწყეს და ავღანეთის დედაქალაქში შევიდნენ. ავღანეთში ვითარება დაძაბულია. საერთაშორისო მედიის ბოლო ცნობებით, მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა დაიკავეს ქალაქი მაზარ-ი-შარიფი. ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხო ევაკუაციის მიზნით, ქაბულში 3000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს რიცხვი 5000-მდე გაიზრდება. ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ "თალიბანი" დიპლომატების გაყვანის პროცესს საფრთხეს შეუქმნის, ის "ძლიერ სამხედრო" პასუხს მიიღებს. ბაიდენი "თალიბანს" ძლიერი სამხედრო პასუხით ემუქრება

რუსეთი ავღანეთიდან დიპლომატების ევაკუაციას არ გეგმავს

რუსეთი ავღანეთიდან დიპლომატების ევაკუაციას არ გეგმავს. ინფორმაცია სამთავრობო მედია RIA-ს ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ზამირ კაბულოვმა, დაუდასტურა. ცნობისთვის, ,,თალიბანის" მებრძოლებმა ქაბულზე შეტევა დაიწყეს და ავღანეთის დედაქალაქში შევიდნენ. ავღანეთში ვითარება დაძაბულია. საერთაშორისო მედიის ბოლო ცნობებით, მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა დაიკავეს ქალაქი მაზარ-ი-შარიფი. ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხო ევაკუაციის მიზნით, ქაბულში 3000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს რიცხვი 5000-მდე გაიზრდება. ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ "თალიბანი" დიპლომატების გაყვანის პროცესს საფრთხეს შეუქმნის, ის "ძლიერ სამხედრო" პასუხს მიიღებს. ,,თალიბანის" მებრძოლები მას შემდეგ შევიდნენ ქაბულში, რაც ამერიკელი დიპლომატების ვერტმფრენით ევაკუაცია მოხდა ჩეხეთს ქაბულიდან დიპლომატები გაჰყავს გერმანიის მთავრობა ქაბულში საელჩოს თანამშრომლებს მინიმუმამდე შეამცირებს მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით, ავღანეთში ჯარისკაცებს ბრიტანეთიც გზავნის ბაიდენი "თალიბანს" ძლიერი სამხედრო პასუხით ემუქრება

დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყობა

დიღომში, ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალის მოწყობა მიმდინარეობს. შესაბამისი ვიდეომასალა „პალიტრანიუსმა“ გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე საწოლების მობილიზება ხდება და ჰოსპიტალის მოწყობის პროცესი დაწყებულია. ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სპორტდარბაზში მიმდინარეობს საველე ჰოსპიტლის მოწყობა. ცნობისთვის, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 481 578 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 421 532 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 406 პაციენტი კი გარდაიცვალა. ყოველდღიურად ქვეყანაში რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

საგარეო უწყება: მწუხარებას გამოვთქვამთ ჰაიტიზე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჰაიტიზე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო. ჩვენი ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და მეგობრებთან ვართ. საქართველო თანაუგრძნობს ჰაიტის ხალხს, უსურვებს სიმტკიცეს და ტრაგედიის შედეგად დაშავებულთა სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – ნათქვამია სამინისტროს Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში. გასულ დღეს კუნძულ ჰაიტიზე 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1 800 -ს აღემატება.

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი გერდ მიულერი გარდაიცვალა

75 წლის ასაკში, ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი გერდ მიულერი გარდაიცვალა. როგორც გამოცემა Mirror-ი წერს, ინფორმაცია ,,მიუხენის ბაიერნმა" გაავრცელა. მიულერს ბოლო წლების განმავლობაში ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა და ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმებული იყო. ცნობისთვის, გერდ მიულერი არა მარტო გერმანიის, არამედ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი იყო და საინტერესო მეტსახელიც ჰქონდა - 'ერის ბომბარდირი'. გერდმა 1966-1974 წლებში გერმანიის ნაკრებში 62 მატჩში 68 გოლი გაიტანა, საკლუბო კარიერაში კი 1964-1979 წლებში მიუნხენის ბაიერნში 605 მატჩი ჩაატარა და 563 გოლი გაიტანა. ის 4-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ამდენჯერვე თასის მფლობელი, 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, ხოლო თითოჯერ თასების მფლობელთა თასი და საკონინენტთაშორისო თასი. 1972 და 1974 წლებში გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. მდიდარია გერდ მიულერის ინდივიდუალური ჯილდოების ჩამონათვალიც: 1970 წელს "ოქროს ბურთი" მოიგო, 7-ჯერ გახდა გერმანიის ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი. ბუნდესლიგაში მან 365 გოლი გაიტანა, რაც დღემდე საუკეთესო შედეგია, გერმანიის ნაკრებში კი მხოლოდ მიროსლავ კლოზე უსწრებს (3 გოლით).

გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი და ფილოლოგი თამაზ კვაჭანტირაძე

81 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი და ფილოლოგი თამაზ კვაჭანტირაძე. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. ,,ბატონმა თამაზმა მრავალი წელი გაატარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და არაერთი თაობა აღზარდა. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული ენისა და ლიტერატურის დარგის და ზოგადად, ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ბატონი თამაზის ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, თამაზ კვაჭანტირაძემ 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-2006 წლებში იყო ახალი ქართული ენის კათედრის თანამშრომელი. 1978-1990 წლებში ჟურნალის – „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ („ბალავარი“) რედაქტორი; 1975-1990 წლებში ავტორი და წამყვანი საავტორო ტელეციკლისა „ტელეციკლი ქართულ ენასა და ლიტერატურაში“, 2002-2004 წლებში „მოგზაურობა სასიტყვეთში“; 1993-1998 წლებში საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი. 2000-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი – „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები“. ავტორია წიგნებისა – „მსგავსებითი შედარება ქართულში“ (1977), „ჰა ბურთი, ჰა მოედანი“ (2002), „მოგზაურობა სასიტყვეთში“ (2002). იყო ღირსების ორდენის, საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მფლობელი. თამაზ კვაჭანტირაძეს წლების განმავლობაში საქართველოს პირველ არხზე ქართულ ენასა და ლიტერატურაზე საავტორო გადაცემა მიჰყავდა.

გერმანია საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ქაბულში სამხედრო თვითმფრინავებს გზავნის

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მყოფი გერმანიის მოქალაქეების და დამხმარე ავღანელების ევაკუაციისთვის „A400M“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავები გაიგზავნება. თითოეული თვითმფრინავის ბორტზე სადესანტო დანაყოფის 30 ჯარისკაცი იქნება განთავსებული. მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავები უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტის აეროპორტში დაეშვებიან. სამინისტროს ინფორმაციით, ევაკუაციის გეგმა საგანგებოდ იქნა მომზადებული. როგორც წესი, მსგავსი სამხედრო ოპერაციისთვის გერმანიის პარლამენტის თანხმობაა საჭირო, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, პარლამენტის მხრიდან დამტკიცება მოგვიანებით განხორციელდება.

რომის პაპი ავღანეთის დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს

Reuters-ის ინფორმაციით ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს რომის პაპი ფრანცისკე გამოეხმაურა და დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია გარანტი, რომ ავღანეთში მცხოვრები კაცები, ქალები, მოხუცები და ბავშვები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ და მშვიდად, უსაფრთხოდ იცხოვრონ. „ვუერთდები ერთსულოვან ღელვას ავღანეთში არსებულ ვითარებაზე. გთხოვთ, ერთად ვილოცოთ ღმერთის მიმართ მშვიდობისთვის, რათა იარაღის გუგუნი დასრულდეს და გამოსავალი დიალოგის მაგიდასთან მოიძებნოს. მხოლოდ ამ გზით შეიძლება, ამ ქვეყნის ტანჯული მოსახლეობა - კაცები, ქალები, მოხუცები და ბავშვები დაუბრუნდნენ სახლებს და მშვიდად და უსაფრთხოდ იცხოვრონ“, - აღნიშნა რომის პაპმა. დღეს დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა და ხელისუფლებისგან ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა მოითხოვა. ამჟამად პრეზიდენტის სასახლეში დაჯგუფებისა და მთავრობის წამრომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ცნობისთვის, ,,თალიბანის" მებრძოლებმა ქაბულზე შეტევა დაიწყეს და ავღანეთის დედაქალაქში შევიდნენ. ავღანეთში ვითარება დაძაბულია. საერთაშორისო მედიის ბოლო ცნობებით, მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა დაიკავეს ქალაქი მაზარ-ი-შარიფი. ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხო ევაკუაციის მიზნით, ქაბულში 3000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს რიცხვი 5000-მდე გაიზრდება. ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ "თალიბანი" დიპლომატების გაყვანის პროცესს საფრთხეს შეუქმნის, ის "ძლიერ სამხედრო" პასუხს მიიღებს. ,,თალიბანის" მებრძოლები მას შემდეგ შევიდნენ ქაბულში, რაც ამერიკელი დიპლომატების ვერტმფრენით ევაკუაცია მოხდა CNN-ი: ავღანეთის მთავრობა დაჯგუფება „თალიბანთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ალბანეთი ავღანელი ლტოლვილების მისაღებად მზადაა

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის, დროებით შეიფაროს ასობით ავღანელი, რომლებიც ავღანეთში დასავლეთის სამშვიდობო სამხედრო ძალებთან მუშაობდნენ, მათ შორისაა თარჯიმნები და ამერიკელი სამხედროების სხვა დამხმარეები. როგორც გამოცემა წერს, ალბანეთი დათანხმდა, აშშ-ის თხოვნით დროებით მიიღოს ავღანელები, რომლებიც ქვეყნიდან გარბიან თალიბანის სწრაფი იერიშის ფონზე. რამამ განაცხადა, რომ აშშ-მა ალბანეთს ჰკითხა, შეუძლია თუ არა სატრანზიტო ქვეყნის როლი შეასრულოს ავღანელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც საბოლოოდ აშშ-ში აპირებენ ჩასვლას. გერმანული გამოცემა იუწყება, რომ ალბანეთის ეს ნაბიჯი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ,,თალიბანმა" დაამყარა კონტროლი ომის შედეგად დაზარებულ ქვეყანაში და შესაძლოა ავღანელი თარჯიმნები და სხვა მუშაკები ,,თალიბების" ანგარიშსწორების სამიზნე გახდნენ.

მეუფე ნიკოლოზი: მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს იქნება აუცილებელი ხალხის გასამხნევებლად

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ მზადაა, საჯაროდ აიცრას, „თუ ეს იქნება აუცილებელი ხალხის გასამხნევებლად“. „სასულიერო პირებმა წმინდა სინოდის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია არის აბსოლუტურად თავისუფალი აქტი, თავისუფალი ყოველგვარი რელიგიური შეფასებისაგან, ვისაც უნდა აიცრას, ვისაც არ უნდა, ნუ აიცრება, ნებისმიერი დაძალება აცრის ან აუცრელობისა მიგვაჩნია გაუმართლებლად. ზიარებაზე არც აცრა და არც აუცრელობა არ იმოქმედებს. აცრის ან აუცრელობის დაძალება არის ყოვლად გაუმართლებელი და თუ რომელიმე სასულიერო პირი ამას აკეთებს, ეს არასწორ საქციელად მიმაჩნია. რაც შეეხება პრეზიდენტის მოწოდებას, რომელმაც მოუწოდა ეკლესიას, რომ ქვეყნის ინტერესები გაატაროს და ხალხს ვაქცინაციისკენ მოუწოდოს, იმიტომ რომ ვართ რელიგიური და არა სამედიცინო ორგანიზაცია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მას ქვეყანაში ამ რთული ვითარებისას პირადი მაგალითით. ბევრი სასულიერო პირი უკვე აიცრა, მღვდელმთავრები აიცრნენ და თუ საჭირო იქნება - ყველანი, პირადად მეც მზად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმთან გავიარე კონსულტაცია და არ მირჩია აცრა ჩემი პირადი ვითარებიდან გამომდინარე, მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს იქნება აუცილებელი ხალხის გასამხნევებლად", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

BBC: ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა

BBC-ის ინფორმაციით, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავღანეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ასევე ცნობილია, რომ ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი გაიქცა. ცნობისთვის, ,,თალიბანის" მებრძოლებმა ქაბულზე შეტევა დაიწყეს და ავღანეთის დედაქალაქში შევიდნენ. ავღანეთში ვითარება დაძაბულია. საერთაშორისო მედიის ბოლო ცნობებით, მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა დაიკავეს ქალაქი მაზარ-ი-შარიფი. ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხო ევაკუაციის მიზნით, ქაბულში 3000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს რიცხვი 5000-მდე გაიზრდება. ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ "თალიბანი" დიპლომატების გაყვანის პროცესს საფრთხეს შეუქმნის, ის "ძლიერ სამხედრო" პასუხს მიიღებს. CNN-ი: ავღანეთის მთავრობა დაჯგუფება „თალიბანთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს

საქართველო ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით აქტიურად მუშაობს ავღანეთში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დაბრუნების საკითხზე“, - Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ავღანეთში კერძო კონტრაქტორად მყოფი მოქალაქეები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარების თხოვნით დღეს დაუკავშირდნენ. „სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში. კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. მათ შორის, ამჟამადაც ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას“, - განაცხადეს საგარეო უწყებაში. ცნობისთვის, ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. ავღანეთის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა მედიას, რომ აშრაფ ღანი მეზობელ ტაჯიკეთში გაფრინდა. მანამდე, დაჯგუფება „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა. ამ დროისთვის, ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებები იმართება. ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა Associated Press-ს განუცხადა, რომ მოლაპარაკებების მიზანია „თალიბანისთვის“ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა. „თალიბანი“ ავღანეთის 20-მდე პროვინციის დედაქალაქს აკონტროლებს, ბოლო ცნობებით, მოძრაობა „თალიბანმა“ ქალაქი მაზარ-ი-შარიფი დაიკავა. ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხოდ ევაკუაციის მიზნით, ქაბულში 3000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს რიცხვი 5000-მდე გაიზრდება. ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ "თალიბანი" დიპლომატების გაყვანის პროცესს საფრთხეს შეუქმნის, ის "ძლიერ სამხედრო" პასუხს მიიღებს. ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს საჰაერო დახმარების გაწევის, ავღანური ძალების საკვებითა და აღჭურვილობით მომარაგებისა და მათი ხელფასების გადახდის შესახებ. „20 წლის განმავლობაში, ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. 300 ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო გადავამზადეთ და თანამედროვე აღჭურვილობა მივაწოდეთ. ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ. მათ თავად უნდა იბრძოლონ. მათ თავიანთი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლონ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ევროპის სხვა ქვეყნებმა ასევე დააჩქარეს საკუთარი დიპლომატებისა და საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია ავღანეთიდან. შეგახსენებთ, პირველ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.