ძებნის რეზულტატი:

ანტონიო გუტერეში: ავღანეთის ხალხი არ უნდა მივატოვოთ

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა უშიშროების საბჭოს მოუწოდა, "გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ავღანეთში გლობალური ტერორისტული საფრთხის ჩასახშობად" და ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა უზრუნველყოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. "ჩვენ ვიღებთ საშინელ ანგარიშებს ადამიანის უფლებების მკაცრი შეზღუდვების შესახებ მთელ ქვეყანაში. მე განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ ავღანელი ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების მზარდი დარღვევებით. ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა მივატოვოთ ავღანეთის ხალხი", - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა. ამავე თემაზე: ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანიამ ავღანეთიდან 10 000 ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია უნდა განახორციელოს ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში შექმნილ ვითარებას ხვალ განიხილავენ საფრანგეთი ავღანეთიდან მოქალაქეების გამოყვანას იწყებს 70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს საქართველო ქაბულიდან მოქალაქეების გამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის AP: „თალიბანი“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს ავღანეთის საავიაციო სამსახური სატრანზიტო თვითმფრინავებს მარშრუტის შეცვლას ურჩევს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში საკადრო ცვლილებებია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრად ლევან თევზაია დაინიშნა, რომელიც მანამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია გახდა, რომელიც დღემდე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იყო.

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 19:56 საათზე დაფიქსირდა. ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ისევ სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. მანამდე სოფელ სამებასთან მიწისძვრა ჯერ 23:42 საათზე, შემდეგ კი, 03:19 საათზე მოხდა. ასევე მიწისძვრა დაფიქსირდა 05:44 საათზე. მისმა სიმძლავრემ 5,1 მაგნიტუდა შეადგინა. 05:51 საათზე კი ბიძგების სიდიდე 3,2 მაგნიტუდა იყო. ამავე თემაზე: საქართველოში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა რით ხსნიან სპეციალისტები სოფელ სამებასთან გახშირებულ მიწისძვრას

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი ირაკლი გვარამია კორონავირუსით გარდაიცვალა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკოს) წევრი ირაკლი გვარამია კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მას კორონავირუსი 17 ივლისს დაუდასტურდა. თავდაპირველად ვირუსზე კოვიდსასტუმროში მკურნალობდა, მოგვიანებით კი ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში. კლინიკაში გადაყვანიდან ერთ კვირაში მისი მდგომარეობა დამძიმდა. ირაკლი გვარამია დღეს, 16 აგვისტოს 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის, ირაკლი გვარამიას გარდაცვალების გამო. უსკო უსამძიმრებს ირაკლი გვარამიას ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს", - ნათქვამია უმაღლესი საარჩევნო კომისიის სამძიმრის წერილში. უსკოს წევრად ირაკლი გვარამია მიმდინარე წლის ივლისში აირჩიეს. დღეს აჭარაში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 2 676 ადამიანს დაუდასტურდა, 4 119 გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

უზბეკეთის თავდაცვის ძალებმა ავღანეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უზბეკეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ავღანეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, , რომელმაც უზბეკეთის საზღვარი გადაკვეთა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, თვითმფრინავმა ცენტრალური აზიის საჰაერო სივრცის უკანონოდ გადაკვეთა სცადა. მას არ უთქვამს, რამდენი ადამიანი იყო ბორტზე და არიან თუ არა გადარჩენილები. ავღანეთთან მოსაზღვრე რეგიონში, სურხონდარიოს პროვინციაში ექიმმა ბეკპულატ ოკბოიევიმა AFP-ს გამოცემას უთხრა, რომ მისმა საავადმყოფომ ავღანეთის არმიის უნიფორმაში ჩაცმული ორი პაციენტი მიიღო. ექიმის თქმით, ერთ-ერთს პარაშუტი ეკეთა და მოტეხილობები ჰქონდა. კვირას უზბეკეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საზღვრის გადაკვეთის გამო 84 ავღანელი ჯარისკაცი დააკავეს.

კახეთში, ავტომანქანაში სამი ადამიანი, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის ძმა ჩაცხრილეს

კახეთში, სოფელ წინანდლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ავტომანქანაში სამი ადამიანი ჩაცხრილეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა და მისი ორი მეგობარი. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილია კიდევ ორი პირი. ცნობილია, რომ კლინიკაში შეყვანისას სამივე ადამიანი უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვაქცინაციის ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა

16 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, მოქალაქეებს ამცრელ პუნქტებთან მისასვლელად სპეციალური ტრანსპორტი დამატებით რამდენიმე მისამართზე მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ავტობუსი მოქალაქეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცის (კოსტავას 77) მიმართულებით, გლდანის VII-VIII მ/რაიონის შემაერთებელი გზიდან (პაიჭაძის ქ. პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორია), 10:00-დან 20:00-მდე გადააადგილებს. „შპს „გაგუას კლინიკის“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) მიმართულებით, მგზავრებს 09:00-20:30 საათების განმავლობაში, მოემსახურება ავტობუსი, რომელიც გაივლის შემდეგ მარშრუტს: დიდი დიღომი IV მ/რ, კორპუსი #6-ის მოპირდაპირე ტერიტორიიდან - დ. - პაიჭაძის ქუჩამდე (პოლიკლინიკის მიმდებარედ)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე თემაზე: ლოკაციები, სადაც აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეიძლება სად შეძლებენ მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას რეგისტაციის გარეშე როგორ მოხდება ვაქცინაციის დიდ ცენტრებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირება - სქემა

ჯო ბაიდენი ავღანეთთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ავღანეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ბაიდენმა Twitter-ზე დაწერა. "დღეს ავღანეთის საკითხზე მოსახლეობას მივმართავ", - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში. ამავე თემაზე: ანტონიო გუტერეში: ავღანეთის ხალხი არ უნდა მივატოვოთ ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანიამ ავღანეთიდან 10 000 ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია უნდა განახორციელოს ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში შექმნილ ვითარებას ხვალ განიხილავენ საფრანგეთი ავღანეთიდან მოქალაქეების გამოყვანას იწყებს 70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს საქართველო ქაბულიდან მოქალაქეების გამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის AP: „თალიბანი“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს ავღანეთის საავიაციო სამსახური სატრანზიტო თვითმფრინავებს მარშრუტის შეცვლას ურჩევს ,,თალიბანის" მებრძოლები მას შემდეგ შევიდნენ ქაბულში, რაც ამერიკელი დიპლომატების ვერტმფრენით ევაკუაცია მოხდა

ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა ავღანეთის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ავღანეთში არსებული ვითარება ტელეფონით საუბრისას განიხილეს. ამის შესახებ ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბლინკენმა ლავროვს იმ ქმედებების შესახებ აცნობა, რასაც ახლა ახორციელებს აშშ-ის ადმინისტრაცია, განსაკუთრებით აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციისა და მწვავე ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ლავროვმა ბლინკენს ესაუბრა რუსეთის შეხედულებებზე ავღანეთში არსებული სიტუაციასთან დაკავშირებით და ავღანეთის ყველა მთავარ პოლიტიკურ ძალასთან რუსეთის საელჩოს კონტაქტების თაობაზე. "მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კონსულტაციებს ჩინეთის, პაკისტანის, სხვა დაინტერესებული ქვეყნებისა და გაეროს მონაწილეობით, რათა შეიქმნას წინაპირობები შიდა ავღანური დიალოგის დასაწყებად", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი ავღანეთთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს ბაიდენი "თალიბანს" ძლიერი სამხედრო პასუხით ემუქრება აშშ ავღანეთში საელჩოდან პერსონალის ევაკუაცის მიზნით, 3000 ჯარისკაცს გაგზავნის

ჯეიკ სალივანი: ავღანეთის არმიამ გადაწყვიტა, რომ არ იბრძოლებენ ქაბულისთვის და ქვეყნისთვის

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეილება ავღანეთიდან ჯარის გასვლის შესახებ დაიცვა და აღნიშნა, რომ ქვეყანა "თალიბანის" ხელში აღმოჩნდა იმაზე სწრაფად, ვიდრე ოფიციალური პირები მოელოდნენ. "ქალაქების დაცემის სიჩქარე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ამას ვინმე მოელოდა, მათ შორის ავღანელები, მათ შორის ბევრი ანალიტიკოსი, რომლებიც ყურადღებით აკვირდებოდნენ ამ პრობლემას. ქალაქების დაცემის სიჩქარის მიზეზი ნაწილობრივ არის ის, რომ საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავხარჯეთ 20 წელი და ათობით მილიარდი დოლარი ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებისთვის საუკეთესო აღჭურვილობის, საუკეთესო სწავლებისა და საუკეთესო შესაძლებლობების მისაცემად, ჩვენ ვერ მივცემდით მათ ნებას და მათ საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ ისინი არ იბრძოლებენ ქაბულისთვის და არ იბრძოლებენ ქვეყნისთვის", - განაცხადა ჯეიკ სალივანმა. ამავე თემაზე: ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა ჯო ბაიდენი ავღანეთთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა ავღანეთის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს ბაიდენი "თალიბანს" ძლიერი სამხედრო პასუხით ემუქრება აშშ ავღანეთში საელჩოდან პერსონალის ევაკუაცის მიზნით, 3000 ჯარისკაცს გაგზავნის AP: „თალიბანი“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს

ჯო ბაიდენი: არ შეიძლება, ამერიკელები იღუპებოდნენ ომში, რომელშიც ავღანელებს თავად არ სურთ ბრძოლა თავის დასაცავად

აშშ საჭიროების შემთხვევაში ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ სწრაფად იმოქმედებს. განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის არმიას მისცა „ყველა შანსი“ თალიბანის წინააღმდეგ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ავღანეთში კოლაფსი იმაზე სწრაფად მოხდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჯო ბაიდენმა უპასუხა კრიტიკას, რომ შეერთებული შტატები არ მოქმედებდა საკმარისად სწრაფად ავღანელი სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვის. ის ამბობს, რომ შეფერხების ორი მიზეზი არსებობდა. „ავღანელებს არ სურდათ ადრე წასვლა. მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ ავღანელ მაღალჩინოსნებს არ სურდათ „ნდობის კრიზისის“ გამოწვევა, რაც მასობრივი ევაკუაციის დაწყების შემთხვევაში მოხდებოდა“. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ავღანეთში მიმდინარე კრიზისი „მტკივნეულია“ ამერიკელი ვეტერანებისთვის, რომლებიც იქ ბოლო 20 წლის განმავლობაში იბრძოდნენ. „გავაგრძელებთ ავღანელი ხალხის მხარდაჭერას ჩვენი დიპლომატიით, საერთაშორისო გავლენით და ჰუმანიტარული დახმარებით. ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონული დიპლომატიის შენებისა და ჩართულობის პოლიტიკას, რომ თავიდან ავირიდოთ ძალადობა და არეულობა. ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ ავღანელი ხალხის ძირითად უფლებებზე. მე მკაფიოდ ვთქვი, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრში, მაგრამ ამის გზა არ არის დაუსრულებელი სამხედრო განლაგება“. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ავღანეთის მთავრობამ არ გაითვალისწინა მისი რჩევა „თალიბანთან“ პოლიტიკური გადაწყვეტის თობაზე მოლაპარაკების შესახებ. მისი თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი ამტკიცებდა, რომ ავღანეთის შეიარაღებული ძალები იბრძოლებდნენ, თუმცა ის შეცდა. ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ საუბრისას განაცხადა: „მე მტკიცედ ვრჩები ჩემს პოზიციაზე“. „არ შეიძლება, რომ ამერიკელები იღუპებოდნენ და იბრძოდნენ ომში, რომელშიც ავღანელებს საკუთრი თავისთვის არ სურთ ბრძოლა“, - დაამატა აშშ-ის პრეზიდენტმა. ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარიგებამ „თალიბანთან“, შეამცირა ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ქვეყანაში 15,500 -დან 2,500 -მდე და რომ რომ ტრამპის გარიგება "თალიბანთან", მოითხოვდა აშშ - ის ძალების დატოვებას პირველ მაისამდე. „თალიბანი“ სამხედრო თვალსაზრისით 2001 წლიდან ყველაზე ძლიერი იყო. არჩევანი, რომელიც უნდა გამეკეთებინა, როგორც თქვენს პრეზიდენტს, ან უნდა მივყოლოდი ამ შეთანხმებას, ან მზად ვყოფილიყავი, დავბრუნებულიყავი თალიბებთან საბრძოლველად მაისის შუა რიცხვებში“. ჯო ბაიდენის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების ჯგუფი „ყურადღებით აკვირდება“ ავღანეთში არსებულ სიტუაციას. ის აღნიშნავს, რომ აშშ-ის მისია და მიზანი არა სახელმწიფოს შენება, არამედ ტერორიზმთან ბრძოლა იყო. ამავე თემაზე: ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა ჯო ბაიდენი ავღანეთთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა ავღანეთის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს ბაიდენი "თალიბანს" ძლიერი სამხედრო პასუხით ემუქრება აშშ ავღანეთში საელჩოდან პერსონალის ევაკუაცის მიზნით, 3000 ჯარისკაცს გაგზავნის ჯეიკ სალივანი: ავღანეთის არმიამ გადაწყვიტა, რომ არ იბრძოლებენ ქაბულისთვის და ქვეყნისთვის ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება ანტონიო გუტერეში: ავღანეთის ხალხი არ უნდა მივატოვოთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში შექმნილ ვითარებას ხვალ განიხილავენ 70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს AP: „თალიბანი“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს

გაეროს უშიშროების საბჭო: ავღანეთში ახალი მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც ერთიანი, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი იქნება

გაეროს უშიშროების საბჭო ავღანეთში ახალი, ინკლუზიური მთავრობის შექმნის მოწოდებით გამოდის. ამის შწესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, გაეროს უშიშროების საბჭოს მოწოდებით, ახალი მთავრობა უნდა იყოს "ერთიანი, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი, მათ შორის ქალების სრული, თანაბარი და მნიშვნელოვანი მონაწილეობით". 15 წევრისგან შემდგარმა ორგანომ, რომელიც ავღანეთის საკითხის განსახილველად შეიკრიბა, ასევე მოუწოდა "თალიბანს" დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, ადამიანის უფლებების დარღვევა და ყველა მხარემ დაუშვას დაუყოვნებელი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა. გაეროს უშიშროების საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "თალიბანმა" და რომელიმე სხვა ჯგუფმა ავღანეთში მხარი არ უნდა დაუჭიროს ტერორისტებს, რომლებიც სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედებენ. ამავე თემაზე: ანტონიო გუტერეში: ავღანეთის ხალხი არ უნდა მივატოვოთ ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება

მაკრონი: ავღანეთში დესტაბილიზაცია უკონტროლო მიგრაციის ნაკადების საფრთხეს ქმნის. ევროპა უნდა დავიცვათ

ავღანეთი არ უნდა იქცეს ისევ „ტერორიზმის თავშესაფრად", როგორც ეს იყო ორი ათეული წლის წინ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ინფორმაციას France24ი ავრცელებს. „ეს არის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის გასაღები ... ამ მხრივ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა, აშშ-მა და ევროპამ ეფექტურად ითანამშრომლონ, რადგან ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა", - განაცხადა გეთის პრეზიდენტმა. „ჩვენი ქმედებები უპირველეს ყოვლისა მიმართული იქნება ისლამისტური ტერორიზმის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისთვის. ტერორისტული ჯგუფები ავღანეთში იმყოფებიან და შეეცდებიან სიტუაციის დესტაბილიზაციიდან სარგებელი მიიღონ.", -აღნიშნა მაკრონმა. ავღანეთში დესტაბილიზაცია ევროპაში უკონტროლო მიგრაციის ნაკადების საფრთხეს ქმნის. უნდა დავიცვათ თავი მნიშვნელოვანი არარეგულარული მიგრაციული ნაკადებისგან", - აღნიშნა მაკრონმა. შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს "თალიბანის" წევრები ქაბულში შევიდნენ. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა. „თალიბანმა“ ქვეყანაში „ავღანეთის ისლამური ემირატის“ დაარსების შესახებ განაცხადა. გაეროს უშიშროების საბჭო: ავღანეთში ახალი მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც ერთიანი, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი იქნება ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება ჯო ბაიდენი: არ შეიძლება, ამერიკელები იღუპებოდნენ ომში, რომელშიც ავღანელებს თავად არ სურთ ბრძოლა თავის დასაცავად ჯეიკ სალივანი: ავღანეთის არმიამ გადაწყვიტა, რომ არ იბრძოლებენ ქაბულისთვის და ქვეყნისთვის

ანგელა მერკელი: ავღანეთში განვითარებული მოვლენები მწარე, დრამატული და შემზარავია

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ავღანეთში განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ "ეს არის უკიდურესად მწარე, დრამატული და შემზარავი". ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. "ეს არის (მოვლენების) საშინელი განვითარება მილიონობით ავღანელისთვის, რომელთაც სურთ უფრო ლიბერალური საზოგადოება", - აღნიშნა მერკელმა. გერმანიის კანცლერმა პატივი მიაგო 59 გერმანელ ჯარისკაცს, რომლებიც ავღანეთში დაიღუპნენ, ასევე მათ, ვინც დაშავდა. მერკელმა აღნიშნა, რომ მისია არ იყო ისეთი წარმატებული, როგორც ამას ელოდნენ. მისი თქმით, ძალისხმევა იქნება საჭირო იმისათვის, რომ უზრუნველყონ მხარდაჭერა და თავშესაფარი, განსაკუთრებით ავღანელი დამხმარე პერსონალისთვის, რომლებიც გერმაელ სამხედროებს ეხმარებოდნენ. ქაბულში არსებული ქაოსური პირობები კი ოპერაციას "უკიდურესად ართულებს". გერმანიის კანცლერის თქმით, დაეხმარებიან მეზობელ ქვეყნებს, როგორიცაა პაკისტანი, სადაც სავარაუდოდ ბევრი ლტოლვილი ჩავა. შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს "თალიბანის" წევრები ქაბულში შევიდნენ. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა. "თალიბანმა" ქვეყანაში "ავღანეთის ისლამური ემირატის" დაარსების შესახებ განაცხადა. ამავე თემაზე: ემანუელ მაკრონი: ავღანეთი საერთაშორისო ტერორიზმის თავშესაფარი არ უნდა გახდეს გაეროს უშიშროების საბჭო: ავღანეთში ახალი მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც ერთიანი, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი იქნება ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება ჯო ბაიდენი: არ შეიძლება, ამერიკელები იღუპებოდნენ ომში, რომელშიც ავღანელებს თავად არ სურთ ბრძოლა თავის დასაცავად ჯეიკ სალივანი: ავღანეთის არმიამ გადაწყვიტა, რომ არ იბრძოლებენ ქაბულისთვის და ქვეყნისთვის ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანიამ ავღანეთიდან 10 000 ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია უნდა განახორციელოს

ჰაიტიზე მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა

BBC-ის ცნობით, ჰაიტიზე 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 1 419 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 6 900-ზე მეტი ადამიანი, დაკარგულთა რაოდენობა კი უცნობია. როგორც გამოცემა წერს, ამასთან, ჰაიტიზე მოსალოდნელია ტროპიკული შტორმი "გრეისი" , რაც სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს გაართულებს. სპეციალისტები შიშობენ, რომ წყალდიდობამ შეიძლება გამოიწვიოს მეწყერი.

სოფელ სამებასთან მიწისძვრა ისევ დაფიქსირდა

დღეს, თბილისის დროით 09:43 საათზე, სოფელ სამებასთან მიწისძვრა იდევ მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 (ML) მაგნიტუდი შეადგინა. ბოლო რამდენიმე საათში, სოფელ სამებასთან ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. მანამდე, 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით, 02:47 საათზე მოხდა. ამავე თემაზე: რით ხსნიან სპეციალისტები სოფელ სამებასთან გახშირებულ მიწისძვრას

წინანდალში 3 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურია

წინანდალში 3 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურია. ის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაურმა იმ კაცს ესროლა, რომელმაც მისი ძმის მიმართულებით გაისროლა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ზ.ზ. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვ.ც.-მ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნ.კ.-ის მხრიდან, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვ.ც., 1976 წელს დაბადებული ზ.ზ., 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზ.ზ.-მაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - „სტეჩკინის“ ტიპის პისტოლეტი და “საიგას“ ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს", -ნათქვამია უწყების განცხადებაში. კახეთში, ავტომანქანაში სამი ადამიანი, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის ძმა ჩაცხრილეს

საქართველოში ვირუსის გავრცელების შემდეგ, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 6 208 ადამიანს დაუდასტურდა, 3 539 გამოჯანმრთელდა, ხოლო 47 ინფიცირებული გარდაიცვალა. ინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 2 540 შემთვევა, თბილისში გამოვლინდა. პანდემიის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ბოლოს 10 აგვისტოს დაფიქსირდა. მაშინ ბოლო 24 საათში კორონავირუსი 5 697 ადამიანს დაუდასტურდა.

დღეიდან ახალი შეზღუდვა ამოქმედდა

პირბადის გამოყენება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. "დღეიდან პირბადის გამოყენება, როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებშიც სავალდებული ხდება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ტიკარაძის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი "ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური საშუალება, იმისთვის რომ ჩვენ შევძლოთ და ეფექტურად დავძლიოთ მეოთხე ტალღა". ცნობისთვის, ერთი კვირის წინ, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა ღია სივრცეში, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება. საქართველოში კორონავირუსი კიდევ 6 208 ადამიანს დაუდასტურდა

ამ დროისთვის კლინიკაში მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 95% აცრილი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ერთი დოზით აცრილებიდან კლინიკაში იმყოფება მხოლოდ 2,85%, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტებიდან - 2,13%. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, კლინიკაში დღესდღეობით მკურნალობს იმ ადამიანების 95% , რომლებიც არ არიან აცრილები. "ვინაიდან, მოქალაქეების დიდი რაოდენობა უკვე აცრილია, ჩენ გავაკეთეთ მოკვლევა და მოგვეცა საფუძველი, დაგვედგინა თუ როგორია წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების ვინც უკვე იყვნენ ერთი ან ორი დოზით აცრილი. ამ კომპონენტში გამოიკვეთა, რომ ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა კლინიკაში მოხვედრილი არის მხოლოდ 2,85%, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტების 2,13% კლინიკაში დღესდღეობით მკურნალობს 95 % იმ ადამიანების, რომლებსაც არცერთი ვაქცინა და არცერთი დოზა არ ჰქონდათ გაკეთებული. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად მძლავრი იარაღია ვაქცინაცია. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველა მოქალაქეს, გააქტიურდნენ და ჩაერთონ ვქცინაციაში და ინტენსიურად გამოიყენონ პირბადე", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.