ძებნის რეზულტატი:

ღარიბაშვილი: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შეგვიძლია ,,ტრიოს" ფორმატში დავუმტკიცოთ პარტნიორებს, რომ ვიმსახურებთ ევროკავშირისა და NATO-ს წევრობას

,,ჩვენ, სამ ქვეყანას - უკრაინას, მოლდოვას და საქართვლოს შეგვიძლია მართლაც ბევრი წარმატების მაგალითი ვაჩვენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას და „ტრიოს“ ფორმატში დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული სახელმწიფოები და მართლაც ვიმსახურებთ ევროკავშირის და NATO-ს წევრობას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განახადა. როგოც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ და უკრაინამ ევროკავშირთან ინტენსიური უნდა გახადოს პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები. „ბატონ პრემიერთან ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ, დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების მისწრაფება ევროინტეგრაციის მიმართულებით, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო „ტრიოს“ ფორმატის დაფუძნება. მაისში გაფორმდა მემორანდუმი ამის თაობაზე, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ახლა უკვე პრეზიდენტების დონეზე, ბათუმში, პირველი პრეცენდენტი შეიქმნა „ტრიოს“ ფორმატის მონაწილეობის ფარგლებში. ჩვენ, სამ ქვეყანას - უკრაინას, მოლდოვას და საქართვლოს შეგვიძლია მართლაც ბევრი წარმატების მაგალითი ვაჩვენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას და „ტრიოს“ ფორმატში დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული სახელმწიფოები და მართლაც ვიმსახურებთ ევროკავშირის და NATO-ს წევრობას. ევროკავშირთან ჩვენ ინტენსიური უნდა გავხადოთ პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები, საკითხები, რომელიც უკავშირდება ენერგეტიკას, ტრანსპორტს, ციფრულ ბაზარს, დაკავშირებადობას. ვფიქრობ, ეს ის საკითხებია, რომელიც ჩვენ უნდა წამოვჭრათ დ ერთობლივად ვიმუშაოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხვალ მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით შექმნილ ყირიმის პლატფორმაში, სადაც კიდევ ერთხელ შეაფასებენ ყირიმის დროებით ოკუპაციას. “ხვალ მე მივიღებ მონაწილეობას პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივაში, რომელიც უკავშირდება ყირიმის პლატფორმის შექმნას. ჩვენ კიდევ ერთხელ შევაფასებთ აღნიშნულ ვითარებას, ყირიმის დროებით ოკუპაციას. ასევე განვიხილეთ მძიმე მდგომარეობა, რომელიც ახლა, ამჟამად არის დროებით სეპარატისტულ რეგიონებში და ასევე, მიმოვიხილეთ ჩვენი საკითხები, რომელიც უკავშირდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონს. მოგეხსენებათ, რომ უკვე 13 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან და ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ჩვენთვის რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინაში, ყირიმში, სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე. ცხინვალში და აფხაზეთში ბორდერიზაცია გრძელდება და ეს რა თქმა უნდა, საერთო შეშფოთებას იწვევს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამავე თემაზე: დენის შმიგალი: უნდა გავზარდოთ ტვირთების გადაზიდვები მესამე ქვეყნებში საქართველო-უკრაინის ტერიტორიების გამოყენებით დენის შმიგალი: რუსეთიდან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ახლა არის ძალიან ძვირფასი და ღირებული დენის შმიგალი: საქართველო-უკრაინა სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებით განვითარებას აგრძელებენ დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება დენის შმიგალი: საქართველოს და უკრაინას აქვს ყველა წინაპირობა საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებისთვის ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ანალიტიკოსი თეონა ლავრელაშვილი: უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაცია ბრიუსელთან და ვიფიქროთ ასოცირებული ტრიოს პოლიტიკის მრჩეველთა ჯგუფის შექმნაზე რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი რა შემდგომი ნაბიჯებია საჭირო და რაზეა დამოკიდებული „ასოცირებული ტრიოს“ გეგმის განხორციელება

მეუფე გრიგოლი: პირადად მე დღემდე იმდენი ვაქცინა მაქვს გაკეთებული ამის წყალობით გადავურჩი ალბათ ბევრ დაავადებას - ჩვენ დასაკარგი ადამიანები არ გვყავს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის განცხადებით, ვაქცინაციის უპირველესი მქადაგებლები მედიცინის მუშაკები არიან. როგორც მან საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, როცა ექიმებში არსებობს დაბნეულობა და ორაზროვანი განწყობები, გამორიცხული არ არის, არსებობდეს სასულიერო პირებს შორისაც ,,იმ წესრიგს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან ამ მძიმე დროში, ეპიდემიის გართულებულ ვითარებაში, რაც შემიძლია ამასთან დაკავშირებით შევნიშნო, მრევლის მხრიდან შეგნებული დამოკიდებულებაა. ყველა ცდილობს, პირბადეში იყოს და დისტანცია დაიცვას - ხალხი ხედავს ნამდვილად საფრთხეს. რაც შეეხება კამპანიას აცრებთან დაკავშირებით, ვხედავთ, რომ ძალიან მძაფრი აზრთა სხვაობა არსებობს, ახლა მთელი აქცენტები მოდის ეკლესიის მისამართით. მე ასე ვიტყოდი, რომ შეიძლება მთლად უსაფუძვლო არ იყოს ეს, მაგრამ თავი და თავი ამ აზრთა სხვაობის არის ის, რომ როგორც ჩვენ მქადაგებლები ვართ ქრისტეს სახარებისა, ასევე უპირველესი მქადაგებლები და მომწოდებლები ჯანდაცვის სისტემის მუშაკები არიან. თვით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში არის აზრთა სხვაობა და ეს ძალიან დიდ დაბნეულობას იწვევს.ისეთ დაბნეულობას იწვევს, რომ სივრცეებს აჩენს სხვადასხვა სპეკულაციისთვის და ვინც ცდილობს, რომ რომე საერთოდ რელიგიურ ჭრილში განიხილოს ეს ამბავი, მე ამას სერიოზულად არ შევხედავდი , მაგრამ გასაგებია. ისინი ვინც ეწინააღმდეგებიან და პირიქით ემხრობიან ამ პროცესს, მოდით ერთი ვთქვათ, რომ ყველას უნდა სიცოცხლე, უბრალოდ ერთნი ხედავენ სიცოცხლის გადარჩენას აცრაში, მეორენი კი აუცრელობაში“, -აღნისნა მეუფე გრიგოლმა. ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველის თქმით, მაშინ როცა ვაქცინაციასთან დაკავშირებით ექიმებში არსებობს დაბნეულობა , რიგითი ადამინისგან გასაკვირი არაფერია. მისივე შეფასებით, „მხოლოდ ეკლესიაზე არ იქნება სწორი ჯოხის გადატეხვა“. ,,ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ვითარება შეიქმნა და ეს ართულებს თვითონ მთლიანობაში ამ პანდემიასთან ბრძოლას, სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ჯერ კიდევ მაშინ, როცა საუბარი არ იყო ვაქცინაზე , მაშინ საუბარი იყო ტაძარში წასვლა - არწასვლაზე , დისტანციაზე , მაშინაც კი გაიყო აზრები. ეპიდემიოლოგი , რომელიც ამ საკითხზე პროფესიონალურ აზრს აწვდიდეს , ამბობდა რომ მე მოძღვარი როგორც მეტყვის ისე მოვიქცევიო. .რიგითი ადამიანი , რომელიც მედიცინაში საერთოდ არ არის გარკვეული, რა ქნას და რა თქვას. ასე, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და მხოლოდ ეკლესიაზე არ იქნება სწორი ჯოხის გადატეხვა. სამართლიანები უნდა ვიყოთ ყველა შემთვევაში და თავისთავად ცხადია, როცა ექიმებში არსებობს დაბნეულობა, და ორაზროვანი განწყობები და გამორიცხული არ არის არსებობდეს იგივე სასულიერო პირებს შორისაც. პირადად მე დღემდე იმდენი ვაქცინა მაქვს გაკეთებული და ამის წყალობით გადავურჩი ალბათ ბევრ ისეთ დაავადებას, რომელსაც შეიძლება წაეღო ჩემი სიცოცხლე და გამონაკლისი არც დღევანდელობა არის ამ თვალსაზრისით, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი განმარტება, მეტი არგუმენტები, მეტი დამაჯერებლობა, თორემ არაპროფესიონალურად მოწოდება, რომ აიცერით, ხან ისეთი არგუმენტი ითქმება, რომ უმეცარ კაცსაც შეიძლება გაეღიმოს. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას რომ გაძლიერდეს და შეძლოს მართოს ვითარება ისე, რომ უყურადღებოდ არ დარჩეს არცერთი დაავადებული საერთოდ თავიდან ავირიდოთ ისეთი ტიპის გართულებები, რომელსაც მიაქვს ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ დასაკარგი ადამიანები არ გვყავს.მიუხედავად იმისია ერთი აზრისანი ვართ თუ არა.სხვადასხვა აზრი არსებობს მოქალაქეებს შორისაც, სასულიერო პირებს შორისაც და ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, მთვარია ფუნდამენტურ ღირებულებებს შორის ვიყოთ ერთნი ჩვენ და ამას მივაღწიოთ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა. ცნობისთვის, Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 23 303-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 962 165 აცრა გაკეთდა. სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთი დოზით ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 23.7%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 10%.

შრომის ინსპექციამ „სანსეტ ბათუმი“ დალუქა

შრომის ინსპექციის სამსახურმა, „სანსეტ ბათუმი“ დალუქა. ადგილზე ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო, შრომის ინსპექციამ ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება მიიღო. “ბოლო 24 საათის განმავლობაში შრომის ინსპექციის მიერ ეს მესამე დალუქული ობიექტია. ჯამში, ერთ კვირაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 18 ობიექტი დაილუქა. შრომის ინსპექციის სამსახური საზოგადოებას დაწესებული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გატარების შესახებ აფრთხილებს“ , - ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 3 803 ადამიანს დაუდასტურდა, 5 332 გამოჯანმრთელდა, ხოლო 48 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

მეუფე შიო: ყოველგვარ განსაცდელში, იქვე იმყოფება უფალი, გვეუბნება - „ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, მე თქვენთან ვარ

ყოველგვარ განსაცდელში, დიდ აზვირთებულ ტალღებში იქვე, გვერდით იმყოფება უფალი იესო ქრისტე და გვეუბნება – „ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, მე თქვენთან ვარ!“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფემ აღნიშნა, დღეს მთელი მსოფლიო მძიმე განსაცდელს გადის. „ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღეს სახარებიდან წაკითხული იყო ეპიზოდი იმის შესახებ, თუ როგორ მიცურავენ ნავით მოციქულები გენისარეთის ზღვაზე. უფალი იესო ქრისტე მათ გაუშვებს, რომ მასზე ადრე გადაეცურათ ზღვა და გასულიყვნენ მეორე ნაპირზე, ხოლო თვითონ დარჩეს მთაზე, რათა განმარტოებით ელოცა. ამით უფალი ხშირად გვაძლევს მაგალითს, რომ განმარტოებით ლოცვა აუცილებელია ჩვენი სულისთვის. იგი დამწუხრებული იყო, რადგან შეიტყო, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთა ჰეროდემ და ამიტომ განსაკუთრებით სურდა, მარტო დარჩენილიყო და მთელი ღამის განმავლობაში ელოცა. და აი, მაინც, როდესაც ის გადავიდა განმარტოებისთვის, თავიდან ესეც არ გამოუვიდა, რადგან იქაც ათასობით ადამიანი მიდის მასთან. სახარებაში ამ ეპიზოდამდე არის მოთხრობილი ხუთი ათასი კაცის დაპურების შესახებ, „თვინიერ ქალებისა და ბავშვებისა“. ესე იგი, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი იყო მასთან. ჯერ ესენი უნდა გაესტუმრებინა, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ მრავალი შეკითხვა, ამ ყველაფერზე იგი პასუხობდა, გარდა ამ დაპურებისა და ამდენი სასწაულისა, ესაუბრებოდა და ამიტომ მოციქულები მასზე ადრე გაამგზავრა შინ. აი, ამ ტბაზე, რომელიც იმდენად დიდია, რომ გენისარეთის ზღვას უწოდებენ და იმჟამად მასთან ახლოს ცხოვრობდნენ მოციქულები, ატყდება საშინელი ღელვა, ქარიშხალი და მოციქულები აღმოჩნდებიან ამ ქარიშხალში. უფალი ხედავს ამ ყველაფერს მთიდან, სადაც ის ლოცულობს და გადაწყვეტს, პირდაპირ წყალზე გაიაროს, წყალზე სვლით მიდის მათთან, მათ ნავთან. მოციქულებს, რა თქმა უნდა, შეეშინდებათ, როცა დაინახავენ მას, იფიქრებენ, რომ მოჩვენებაა, შეჰყვირებენ, მაგრამ უფალი ეტყვის: „მხნედ იყავით, ეს მე ვარ, ნუ გეშინიათ!“ მაშინ პეტრე, როგორც ყველაზე მხურვალე და მოშურნე ეტყვის: „თუ შენ ხარ, უფალო, მიბრძანე, რომ მეც გადმოვიდე ნავიდან, შენთან მოვიდე და გავიარო წყალზე“. უფალი ეტყვის: „მოდი!“ – პეტრე გადმოდის ნავიდან, იწყებს წყალზე სიარულს, უახლოვდებდა უფალს, მაგრამ დაინახავს იმ საშინელ ქარიშხალს, მღელვარებას, შეეშინდება და იწყებს ჩაძირვას, მაგრამ ეტყვის ქრისტეს: „უფალო, მიხსენ მე, დამეხმარე!“ უფალი მაშინვე ხელს უწვდის მას, მასთან ერთად ადის ნავზე, ეს ქარიშხალიც ჩადგება და მოციქულები აღიარებენ მას ღმერთის ძედ და ამბობენ, რომ „ჭეშმარიტად ღმრთის ძე ხარ შენ!“ აი, ასეთი ეპიზოდია წაკითხული დღეს სახარებიდან, მაგრამ ეს სახარება არ ეხება მხოლოდ იმ ეპიზოდს, რადგან რაც კი შეემთხვა იესო ქრისტეს, როგორც ის ცხოვრობდა, როგორც ის ურთიერთობდა ადამიანებთან, ეს ყველაფერი ჩვენც გვეხება, თუ როგორ ვურთიერთობთ ჩვენ უფალ იესო ქრისტესთან. აი, ამ ეპიზოდს აქვს იგავის მნიშვნელობა, ის მოქმედებს, როგორც იგავი. არის სიტყვიერი იგავი, მაგრამ იგავი, მასში ჩადებული აზრი შეიძლება გადმოცემული იყოს მოქმედებითაც. მაშ, რა არის ამ იგავში ჩადებული მოქმედების აზრი? ის, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება – ეს არის ქარიშხლებით სავსე ზღვაში ცურვა, ეს ქარიშხალი შეიძლება იყოს ისტორიაში, შეიძლება იყოს ქვეყანაში, შეიძლება იყოს ოჯახში, შეიძლება იყოს ჩვენს გულებსა და გონებაში, სახარებაში წერია: „პირქარი უბერავდაო“, ამას პირქარი ეწოდება, არსებობს „ზურგქარი“, რომელიც გეხმარება და არის კიდევ „პირქარი“. აი, ეს ქარიშხლები ლამობენ, ჩაგვძირონ, დაგვანგრიონ, მოსპონ ყველაფერი, რაც კარგია, კეთილია, ნათელია და ჩაგვძირონ შიშის, მწუხარების, სასოწარკვეთილების მორევში. ყველა ადამიანი ამ ზღვაზე მიცურავს თავისი ნავით, ასე ამბობენ წმინდა მამები. ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ როცა შეეხებათ ეს ქარიშხლები, შეუძლებელია, იქ, სადმე ახლოს ღმერთი იყოს, ისეთი განსაცდელებია ხოლმე, განსაკუთრებით – დღეს მთელი მსოფლიო გადის მძიმე განსაცდელს და ჩვენ, ყველანი, კორონავირუსის სახით რამდენი ადამიანი იღუპება. თუ რაიმეს შეიძლება დაერქვას ქარიშხალი, ალბათ ამას შეიძლება დაერქვას ცხოვრებისეული მღელვარება. ბევრს ჰგონია, რომ ღმერთი არ არის სამყაროში, ხალხში, მაგრამ დღევანდელი სახარებით უფალი გვეუბნება, რომ, პირიქით, ყოველგვარ განსაცდელში, ყოველგვარ მღელვარე, დიდ აზვირთებულ ტალღებში იქვე, გვერდით იმყოფება უფალი იესო ქრისტე და მზად არის, გვეუბნება ჩვენ: „ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, მე თქვენთან ვარ!“ საკმარისია, ჩვენ მოვინდომოთ მისკენ სვლა; ჩვენი ურწმუნოების, ჩვენი მცირედ მორწმუნოების გამო, ჩვენ უბრალოდ ეს ხმა არ გვესმის, თორემ უფალი ამას ყოველთვის გვეუბნება. ყველაზე მძიმე, საშინელ ადგილას არის, მოიპოვება იგი; საკმარისია, მოვისურვოთ, გადავიდეთ, მივიდეთ მასთან, შეგვიძლია, გავიაროთ ამ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე; მაგრამ თუ ჩვენ დავეჭვდებით, როგორც პეტრე, მაშინ შეიძლება შევძახოთ უფალს: „მიხსენ, დამეხმარე მე!“ რა უთხრა პეტრეს უფალმა იესო ქრისტემ, როდესაც მან დაიწყო ჩაძირვა: „რატომ შეორგულდი, რამ დაგაეჭვა, მცირედმორწმუნეო?“ როგორც მოგახსენეთ, გაუწვდის მას ხელს და აიყვანს ნავზე. საკმარისაია, ჩვენც დავეჭვდეთ, შეგვეშინდეს, რაც გვემართება კიდეც, საკმარისია, მივმაროთ უფალს, შევძახოთ მას, ვუთხრათ: „შემეწიე მე, უფალო, დამეხმარე!“ – რომ იგი გამოგვიწვდის ხელს და უკვე წყალზე კი არ გაგვატარებს მასთან ერთად, არამედ ნავში აგვიყვანს, ეს ნავი არის დიდი ხომალდი – ეკლესია, რომელიც უფალმა დააარსა იმისთვის, რომ ადამიანებმა გადაცურონ ეს ზღვა, იმიტომ რომ ეკლესიის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია. აი, ასეთია დღეს წაკითხული სახარება, ძვირფასო ძმებო და დებო. წმინდა მამები ამაზე ხშირად წერენ; მაგალითად, ღირსი მამა მაკარი დიდი წერდა, რომ ზეციური მესაჭის გარეშე შეუძლებელია მღელვარე ზღვის გადაცურვა, აი, ამ მწარე განსაცდელების, აზვირთებული ტალღების გადალახვა და გადაცურვა შეუძლებელია. ამისთვის უნდა გვქონდეს რწმენა. უფალმა ინებოს, რომ არ გვიმტყუნოს ჩვენმა სმენამ, რომ გვესმოდეს უფლის ეს სიტყვები: „ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, განძლიერდით, რამეთუ მე თქვენთან ვარ“, ამინ!“,- განაცხადა მეუფემ ქადაგებისას.

ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინასა და საქართველოს შორის COVID- 19-ის სერტიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა

უკრაინასა და საქართველოს შორის COVID- 19-ის სერტიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ჩვენი მოქალაქეების ვიზიტებს ჩვენს ქვეყნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა, აღვნიშნო, რომ COVID- 19-ის სერტიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო გაამარტივებს როგორც ჩვენი მოქალაქეების ვიზიტებს უკრაინაში, ასევე უკრაინელების ვიზიტს საქართველოში. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ჩემს ძვირფას კოლეგას მასპინძლობისთვის. ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფები კიევში. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში და მჯერა, რომ ბევრჯერ გვექნება წარმატებული ვიზიტები როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უკრაინის უმაღლეს რადაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებს და წარმატებულ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგი განსაკუთრებულად მაღალ ნიშნულზეა და პარტნიორობა, მეგობრული ხალხთაშორისი კონტაქტების გარდა, საერთო ინტერესებსა და მისწრაფებებს ეფუძნება. საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას და დადასტურდა მზადყოფნა შემდგომი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს, ეუთოსა და ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის მაღალი დონე და გამოთქვეს მზაობა, არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი რადას თავმჯდომარეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ. შეხვედრის შემდეგ, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს დელეგაციის წევრებს სხდომათა დარბაზი დაათვალიერებინა. ღარიბაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან დმიტრო რაზუმკოვთან შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება. “ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან. შევთანხმდით, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას როგორც ასოცირების ტრიოს წევრებს შორის, ასევე ტრიოსა და ევროპარლამენტს შორის”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი. ამავე თემაზე: დენის შმიგალი: უნდა გავზარდოთ ტვირთების გადაზიდვები მესამე ქვეყნებში საქართველო-უკრაინის ტერიტორიების გამოყენებით დენის შმიგალი: რუსეთიდან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ახლა არის ძალიან ძვირფასი და ღირებული დენის შმიგალი: საქართველო-უკრაინა სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებით განვითარებას აგრძელებენ დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება დენის შმიგალი: საქართველოს და უკრაინას აქვს ყველა წინაპირობა საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებისთვის ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ღარიბაშვილი: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შეგვიძლია ,,ტრიოს" ფორმატში დავუმტკიცოთ პარტნიორებს, რომ ვიმსახურებთ ევროკავშირისა და NATO-ს წევრობას ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინასა და საქართველოს შორის COVID- 19-ის სერტიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა

ვლადიმერ პუტინი: ჩვენ არ გაქვს სურვილი ლტოლვილების სახით ავღანელი მებრძოლები რუსეთში მივიღოთ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მათ არ სურთ, რომ ქვეყანაში ლტოლვილების სახით მებრძოლები მიიღონ. „ეს მნიშნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ავღანეთში არსებული ვითარება პირდაპირ კავშირშია რუსეთის უსაფრთხოებასთან. „ვინ არიან ეს ლტოლვილები? რა ვიცით? ისინი შესაძლოა, ათასობით და ასი ათასობით იყვნენ, მილიონობითაც. ჩვენ კი, ჩვენს უახლოეს მოკავშირეებთან და მეზობლებთან სავიზო შეზღუდვაც არ გაგვაჩნია“, – განაცხადა პუტინმა. მან გააკრიტიკა დასავლეთიც ავღანელი მიგრანტების შუა აზიაში განთავსების მცდელობისთვის, ვიდრე ისინი აშშ-ის ან სხვა ქვეყნებისგან ვიზებს მიიღებენ. „გამოდის, რომ ამ ქვეყნებში, ჩვენს მეზობლებთან მათი უვიზოდ გაგზავნა შეიძლება და თავისთან უვიზოდ მიღება არ სურთ?“, – აცხადებს პუტინი. პუტინი აღნიშნავს, რომ „არ სურთ, რამენაირად განმეორდეს ის, რაც 90-იანებში, შუა 2 000-იანებში ჰქონდათ, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში ფაქტობრივად საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა“. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.

ანგელა მერკელი: თუ რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს“ ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს, გერმანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას კვლავ დაუჭერს მხარს

იმ შემთხვევაში თუ რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს, გერმანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას კვლავ დაუჭერს მხარს. ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. „ბუნებრივი აირი არ უნდა გამოიყენებოდეს პოლიტიკურ იარაღად“, – განაცხადა მერკელმა, რომლის თქმითაც, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტ ქვეყანად 2024 წლის შემდეგ პერიოდშიც დარჩეს და ეს შეთანხმება ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მალე გაფორმდეს. ანგელა მერკელმა ასევე მზაობა გამოთქვა კიევთან ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობის თაობაზე, თუმცა კონკრეტული წინადადებები არ წარუდგენია. რაც შეეხება აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს, კანცლერი დღეისათვის არსებულ რეზულტატს არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს და „ნორმანდიულ ფორმატში“ ახალი სამიტის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ანგელა მერკელისა და უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა მარინსკის სასახლეში შედგა. ამავე თემაზე: რა საკითხები განიხილეს გერმანიის კანცლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრისას ანგელა მერკელი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა

უკრაინაში ვიზიტით მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, პოლიტიკურ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და საერთაშორისო მისწრაფებებზე. აღინიშნა, რომ გამორჩეულ პარტნიორობასთან ერთად, საქართველოსა და უკრაინას აქვთ საერთო მისწრაფება, დაიმკვიდრონ ღირსეული ადგილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ამავდროულად, დგანან ისეთ გამოწვევის წინაშე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველო უკრაინის ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიზმით და ინტენსიურობით გამოირჩევა. მისი შეფასებით, ეს ორი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის გახშირებული კონტაქტების და ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების შედეგია. უკრაინის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო განუხრელ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. მან Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან საერთო ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და კონფლიქტის ეფექტურად და მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლიდიმირ ზელენსკისთან, სადაც განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, საერთო ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და კონფლიქტის მშვიდობიანი და ეფექტიანი მოგვარების მნიშვნელობა. საქართველო განუხრელ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში “, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ. ამავე თემაზე: ღარიბაშვილი: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შეგვიძლია ,,ტრიოს" ფორმატში დავუმტკიცოთ პარტნიორებს, რომ ვიმსახურებთ ევროკავშირისა და NATO-ს წევრობას

ბრაზილიელმა 10 კვირის განმავლობაში Pfizer-ის და Sinovac-ის ორი და AstraZeneca-ს ვაქცინის ერთი დოზა გაიკეთა

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს მკვიდრმა 10 კვირის განმავლობაში სამი სხვადასხვა ვაქცინა, სულ 5 აცრა გაიკეთა. 12 მაისიდან 21 ივლისის ჩათვლით, კაცმა ჩაიტარა აცრა Pfizer-ის ორი, Sinovac-ის ორი და AstraZeneca-ს ერთი დოზით. TV Globo, რომელმაც შეძლო მისი ციფრული ვაქცინაციის ბარათის მოძიება, იტყობინება, რომ ბრაზილიელმა ორი დოზის გაკეთება მხოლოდ 13 დღის ინტერვალით მოახერხა. ის მაშინ შენიშნეს, როცა 16 აგვისტოს, მეექვსე დოზით უნდა აცრილიყო. რიოს საქალაქო საბჭომ 20 აგვისტოს, AFP- სთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ ჯანდაცვის უწყებები დაუკავშირდებიან ბრაზილიის მოქალაქეს, რათა განემარტა, როგორ შეძლო ინექციების მიღება ვაქცინაციის ცენტრებში. მუნიციპალიტეტის განცხადებით, კაცი წავიდა სამ სხვადასხვა ცენტრში და კომპიუტერული სისტემის გაუმართაობით ისარგებლა. ჯანდაცვის სამდივნომ თავის მხრივ აღნიშნა, რომ შეძლო კაცის იდენტიფიცირება და მიიღებს აუცილებელ ზომებს. ცნობისთვის, ბრაზილია მსოფლიოში მეორეა კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვით. პანდემიის დასაწყისიდანვე ბრაზილიის ლიდერი Covid19-ს არასერიოზულად აღიქვამდა და მას "მცირე გრიპს" უწოდებდა. გასულ წელს ვირუსზე სიკვდილიანობის შესახებ დასმულ კითხვას მან ასე უპასუხა: "ეს შეკითხვა მათთვისაა, ვინც საფლავს თხრის". ეპიდვითარების გაუარესებაშიც პრეზიდენტ ბოლსონარუს არაერთხელ დასდეს ბრალი როგორც ოპოზიციონერებმა, ასევე ვაქცინაციის მოლოდინში მყოფმა მოსახლეობამ. უფრო მეტიც, სენატში გამართული მოსმენებისას გაირკვა, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა Pfizer-ისგან ელექტრონულ ფოსტაზე მისულ ასზე მეტ წერილს არ უპასუხეს. სენატში საგამოძიებო მოსმენებზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, Pfizer-ის წარმომადგენელმა გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრაზილიის მთავრობა ვაქცინის შესყიდვას თვეების განმავლობაში ბლოკავდა და კომპანიის თხოვნას უპასუხოდ ტოვებდა. კიდევ ერთი მოწმე კი ჰყვება, რომ პრეზიდენტმა ბოლსონარუმ პირადადა დახუჭა თვალი ინდოეთიდან კოვიდვაქცინის შეძენაზე. წყარო - The Brussels Times-ი ამავე თემაზე: Pfizer-ი: ბრაზილიის მთავრობამ ვაქცინის შესყიდვაზე ასზე მეტ წერილს არ უპასუხა

,,დიდი შვიდეულის" ლიდერები ავღანეთის საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ

დიდი შვიდეულის ლიდერები ავღანეთის საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ. მოლაპარაკებები ონლაინფორმატში 24 აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ავრცელებს. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთად იმუშაოს ავღანეთიდან უსაფრთხო ევაკუაციის, ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილებისა და ავღანელი ხალხის მხარდასაჭერად, რათა ბოლო 20 წლის მიღწევები განმტკიცდეს“, – წერს ჯონსონი Twitter-ზე. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.

ჯო ბაიდენი: ივლისის შემდეგ აშშ-მა ავღანეთიდან 33 000 ადამიანი გაიყვანა

ივლისის შემდეგ აშშ-მა ავღანეთიდან 33 000 ადამიანი გაიყვანა, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მხოლოდ ბოლო 36 საათში აშშ-მა და მოკავშირე ქვეყნებმა ავღანეთიდან 11 000 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს. ბრიფინგზე ბაიდენმა ასევე თქვა, რომ ევაკუაციის ოპერაცია სახიფათოა და ადგილზე სიტუაცია სწრაფად იცვლება. ერთ-ერთ საფრთხედ მან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან შესაძლო თავდასხმები დაასახელა, რომელთა სამიზნე შეიძლება, გახდნენ როგორც ავღანელები, ისე ამერიკელი სამხედროები, რომლებიც ქაბულის აეროპორტში იმყოფებიან. მისივე თქმით, ავღანეთიდან ევაკუაცისას ადამიანები პირადაპირ აშშ-ში არ გადაჰყავთ. ბაიდენის განმარტებით, ისინი თავდაპირველად სატრანზიტო ქვეყნებში ხვდებიამ. მათ შორის ყატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გერმანიასა და ესპანეთში, სადაც ლტოლვილებს სპეცსამსახურები ამოწმებენ, შემდეგ კი ისინი აშშ-ში ვიზიტის მისაღებად განაცხადს ავსებენ. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ-ის პრიორიტეტი არის ავღანეთიდან ამერიკელების, პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებისა და იმ ავღანელების ევაკუაცია, რომლებიც წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ აშშ-თან, ასევე ქალი ლიდერებისა და ჟურნალისტების, რომლებსაც შესაძლოა, საფრთხე​ემუქრებოდეთ. მისივე თქმით, დღეს არსებული გეგმით ევაკუაცია 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ოპერაციის ვადა გახანგრძლივდეს. ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას ბაიდენმა თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება, გაეყვანა აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთიდან, იყო „ლოგიკური, რაციონალური და სწორი“. „თალიბანზე“ საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამ დრომდე მოძრაობის წევრები ასრულებენ დაპირებას და ქაბულის აეროპორტამდე მისვლაში არ უშლიან ხელს იმ ადამიანებს, რომლებსაც ავღანეთის დატოვება სურთ. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თალიბების სხვა განცხადებები ამ ეტაპზე მხოლოდ სიტყვებია და აშშ, ისევე, როგორც მთელი საერთაშორისო საზოგადოება, დააკვირდება, როგორი იქნება თალიბების მიერ გადადგმული ნაბიჯები. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.

საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 60

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, 5 200 გამოჯანმრთელდა, ხოლო 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. NCD-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 517 098 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 453 488, გარდაიცვალა 6 831 პაციენტი. როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში 17 670 აცრა ჩატარდა. სულ ჩატარებულია 979 813 აცრა. ამ ეტაპისთვის საქართველოში ერთი დოზით აცრილია 685 448 ადამიანი, ხოლო სრულადვაქცინირებულთა რაოდენობა 294 365 შეადგენს.

აშშ-ში წყალდიდობას 21 ადამიანი ემსხვერპლა

ტელეკომპანია ABC-ის ინფორმაციით, აშშ-ში წყალდიდობას სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 20 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ABC-ის ცნობით, უხვი ნალექის გამო, ადიდებული მდინარეებიდან გადმოსულმა წყალმა მანქანები წაიღო და საცხოვრებელი სახლები დააზიანა. წყალდიდობის შედეგად მოქალაქეების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შეფერხებით მუშაობს მობილური სატელეფონო კავშირი. ჩახერგილია ავტომაგისტრალები. წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების ნაწილი დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ - მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან. როგორ ღარიბაშვილმ აღნიშნა, ის მიიღებს მონაწილეობას პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით შექმნილ ყირიმის პლატფორმაში, სადაც კიდევ ერთხელ შეაფასებენ ყირიმის დროებით ოკუპაციას. “ მე მივიღებ მონაწილეობას პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივაში, რომელიც უკავშირდება ყირიმის პლატფორმის შექმნას. ჩვენ კიდევ ერთხელ შევაფასებთ აღნიშნულ ვითარებას, ყირიმის დროებით ოკუპაციას. ასევე განვიხილეთ მძიმე მდგომარეობა, რომელიც ახლა, ამჟამად არის დროებით სეპარატისტულ რეგიონებში და ასევე, მიმოვიხილეთ ჩვენი საკითხები, რომელიც უკავშირდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონს. მოგეხსენებათ, რომ უკვე 13 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან და ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ჩვენთვის რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინაში, ყირიმში, სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე. ცხინვალში და აფხაზეთში ბორდერიზაცია გრძელდება და ეს რა თქმა უნდა, საერთო შეშფოთებას იწვევს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში 21 აგვისტოს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალური შეხვედრები გამართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ასევე გაიმართა მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან. ამავე თემაზე: უკრაინაში ვიზიტით მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა ღარიბაშვილი: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შეგვიძლია ,,ტრიოს" ფორმატში დავუმტკიცოთ პარტნიორებს, რომ ვიმსახურებთ ევროკავშირისა და NATO-ს წევრობას ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ

აშშ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში სამოქალაქო ავიაკომპანიებს ჩართავს

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში სამოქალაქო ავიაკომპანიებს ჩართავს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ავიაკომპანიები Delta და United Airlines-ი ქვეყნიდან უკვე გაყვანილ მოქალაქეებს სამხედრო ბაზებიდან დანიშნულების ადგილებამდე გადაიყვანენ. ამგვარად, შემსუბუქდება დატვირთვა ბაზებზე, რომლებზეც სამხედრო თვითმფრინავებით ქაბულის აეროპორტიდან ათასობით ადამიანი ჩაყავთ. ევაკუაციაში კომერციული ავიაკომპანიების ჩართვა სამოქალაქო სარეზერვო საჰაერო ფლოტის (CRAF) ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 1952 წლიდან არსებობს. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.

ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მსურველებს აფრთხილებს

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს და აცხადებს, რომ დღეს 23:00 საათიდან კოვიდვაქცინაციის სარეგისტრაციო საიტი რამდენიმე საათით შეფერხებით იმუშავებს. ,,გაცნობებთ, რომ 23 აგვისტოს 23:00 საათიდან 24 აგვისტოს 02:00 საათამდე წინასწარ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, სამინისტროს ოფიციალური ვებ გვერდი და ელექტრონული სისტემები (moh.gov.ge; booking.moh.gov.ge და სხვა) იმუშავებს შეფერხებით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, 5 200 გამოჯანმრთელდა, ხოლო 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში 17 670 აცრა ჩატარდა. სულ ჩატარებულია 979 813 აცრა. ამ ეტაპისთვის საქართველოში ერთი დოზით აცრილია 685 448 ადამიანი, ხოლო სრულადვაქცინირებულთა რაოდენობა 294 365 შეადგენს.

ჯანდაცვის მინისტრი: კოვიდვაქცინით ორჯერ აცრილის გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს, მაგრამ ეს არის 0,001%

საქართველოში ორჯერ აცრილის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, მას ჰქონდა ქრონიკული დაავადებები და ექიმების ძალისხმებვა უშედეგო აღმოჩნდა, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის განმარტებით, მსგავსი ფაქტები მსოფლიოშიც ფიქსირდება და ასეთი შემთხვევები მინიმალურია. „მსგავი შემთხვევა არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო ფაქტი. მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. თუმცა, ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0.001%, ძირითადში ვაქცინა გვიცავს ლეტალობის შემთხვევებისგან. ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანებება, რომელიც ქრონიკული დაავადებებისგან იყო გამოწვეული და ამ შემთხვევაში, ექიმების ძალისხმევაც უშედეგო აღმოჩნდა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 60.

თბილისში, კოვიდინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა მძიმეა

ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული 3 კვირის ჩვილი მოათავსეს. ამის შესახებ Europetime-ს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ჩვილის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც ჩხაიძე ამბობს, ის სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს და მისი მდგომარეობა შემოყვანისთანავე მძიმე იყო. ,,გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან. შემოყვანისას მისი მდგომარეობა მძიმე იყო. დაწყებული იყო სეფსისი. ასევე აღენიშნება გულის მანკი, დაუნის სინდრომი. ამჟამად აპარატზეა", - ამბობს ჩხაიძე. ჩხაიძის თქმით, უცნობია, რომელი შტამით არის ინფიცირებული ჩვილი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში დომინანტური შტამი ე.წ. ინდური ვარიანტია, სავარაუდოდ, სწორედ ამ შტამს უკავშირდება ჩვილის ინფიცირება. ,,არ ვიცით რომელიც შტამია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ინფიცირების 60% დელტა შტამს უკავშირდება, სავარაუდოა, რომ ეს შტამი იყო, თუმცა ბრიტანული თუ ინდური ვარიანტების შემთხვევაშიც მკურნალობა ერთნაირად მიმდინარეობს", - ამბობს კლინიკის სამედიცინო დირექტორი. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, 5 200 გამოჯანმრთელდა, ხოლო 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

თბილისში კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დედაქალაქში საველე ტიპის ინფრასტრუქტურა ქავთარაძის ქუჩაზეც მოეწყო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საველე ჰოსპიტალს დაახლოებით 200-მდე პაციენტის მიღება შეეძლება და სრულად უზრუნველყოფილია ჟანგბადით. „დედაქალაქში ერთ-ერთი მსგავსი საველე ტიპის ინფრასტრუქტურა მოეწყო ასევე ქავთარაძის ქუჩაზე. ჰოსპიტალურ ნაწილში ჩვენ სრულიად ახალი, 200 საწოლზე დაწესებულება გავხსენით, სადაც გუშინვე დაიწყო პაციენტების მიღება. დაახლოებით 200-მდე პაციენტის მიღება შეიძლება, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება ჟანგბადით. ახლა ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ რამდენად შეძლებს კახეთის რეგიონში ჰოსპიტალური სექტორი იმ დატვირთვის მიღებას, რაც ეპიდკვლევიდან გამომდინარე მოსალოდნელი არის. საჭიროების შემთხვევაში, კახეთში განვიხილავთ დროებითი დაყოვნების სივრცის მოწყობას, სადაც ჩვენი მოქალაქეები საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებენ“, - განაცხადა ტიკარაძემ. ცნობისთვის, კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, თბილისში რამდენიმე საველე ჰოსპიტალი გაიხსნა. პირველი ასეთი ტიპის ჰოსპიტალმა პაციენტები 20 აგვისტოს მიიღო. როგორც ცნობილია, ერთ-ერთ საველე ჰოსპიტალში, დიღომში, ამ დროისთვის 60 პაციენტია მოთავსებული. სულ ჩატარებულია 979 813 აცრა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, 5 200 გამოჯანმრთელდა, ხოლო 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში 17 670 აცრა ჩატარდა. ამ ეტაპისთვის საქართველოში ერთი დოზით აცრილია 685 448 ადამიანი, ხოლო სრულადვაქცინირებულთა რაოდენობა 294 365 შეადგენს.