ძებნის რეზულტატი:
პარლამენტის თავმჯდომარე კოვიდვაქცინით აიცრა
ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით, ამ რთულ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელიც დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით აიცრა, სოციალურ ქსელში წერს. კახა კუჭავას თქმით, ვაქცინაციასთან ერთად, აუცილებელია, დავიცვათ რეკომენდაციები და ამით გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ თავს, ასევე ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. "ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა. ვაქცინაციასთან ერთად, აუცილებელია, დავიცვათ რეკომენდაციები და ამით გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ თავს, ასევე ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მინდა მადლობა ვუთხრა ექიმებს, სამედიცინო სფეროს თითოეულ წარმომადგენელს თავდაუზოგავი შრომისთვის. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით, ამ რთულ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ“,- წერს პარლამენტის თავმჯდომარე. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, 5 200 გამოჯანმრთელდა, ხოლო 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში 17 670 აცრა ჩატარდა. სულ ჩატარებულია 979 813 აცრა. ამ ეტაპისთვის საქართველოში ერთი დოზით აცრილია 685 448 ადამიანი, ხოლო სრულადვაქცინირებულთა რაოდენობა 294 365 შეადგენს.
საკოორდინაციო საბჭო შემზღუდავი ღონისძიებების გაფართოების საკითხს ხვალ განიხილავს
ხვალ საბჭოზე სხვა დამატებით ღონისძიებებზე ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ შედეგების შეფასებისთვის საჭიროა 2 კვირა. ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა გასული, საჭიროა დაველოდოთ. ასევე, ჩვენ ხვალ საბჭოზე ვიმსჯელებთ სხვა დამატებით ღონისძიებებზე, გამომდინარე იქიდან, თუ რა ეპიდვითარება გვაქვს დღეს. ბოლო ერთ კვირაში დაწესებული შეზღუდვების მკაცრი კონტროლი მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ ეს განაპირობებს იმ დადებით შედეგს, რომლის მოლოდინიც ჯანდაცვის სექტორს და მოქალაქეებს გააჩნია“, - აღნიშნავს ტიკარაძე. ბოლო შეზღუდვა ქვეყანაში 17 აგვისტოს ამოქმედდა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, 5 200 გამოჯანმრთელდა, ხოლო 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში 17 670 აცრა ჩატარდა. სულ ჩატარებულია 979 813 აცრა. ამ ეტაპისთვის საქართველოში ერთი დოზით აცრილია 685 448 ადამიანი, ხოლო სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა 294 365 შეადგენს.
საქართველო ე.წ. ბუსტერ დოზით აცრას გარკვეული ჯგუფებისთვის განიხილავს
საქართველოში, მიმდინარე კვირას იმსჯელებენ, რომელი ჯგუფი უნდა აიცრას მესამე დოზით. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ცვლილება მსოფლიოს პროტოკოლებში უკვე შევიდა. „მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილება მიღებულია გარკვეულ ჯგუფზე, რომ გაიწეროს პროტოკოლში, ვისაც მესამე დოზა ექნება განსაზღვრული. ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რომ საქართველოს პროტოკოლშიც შევიტანოთ ეს ცვლილება. რაც შეეხება მასიურად მესამე დოზების გამოყენებას, მინისტრის თქმით, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, 5 200 გამოჯანმრთელდა, ხოლო 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში 17 670 აცრა ჩატარდა. სულ ჩატარებულია 979 813 აცრა. ამ ეტაპისთვის საქართველოში ერთი დოზით აცრილია 685 448 ადამიანი, ხოლო სრულადვაქცინირებულთა რაოდენობა 294 365 შეადგენს. ამავე თემაზე: ექსკლუზიური ინტერვიუ: კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველი მკვლევარი: ვურჩევდი, საქართველოშიც გაიკეთონ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა, როცა ამის შესაძლებლობა იქნება
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი: ევროკავშირი არ გახსნის ევროპულ „ჰუმანიტარულ“ დერეფნებს ავღანეთისთვის
ევროკავშირის თავმჯდომარე, სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა აცხადებს, რომ ევროკავშირი არ გახსნის ევროპულ „ჰუმანიტარულ“ დერეფნებს ავღანეთისთვის. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, დაეხმარებიან მხოლოდ იმ პირებს მიიღებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს NATO-ს მისიას ავღანეთში. „ევროკავშირი არ გახსნის ევროპულ „ჰუმანიტარულ“ დერეფნებს ავღანეთისთვის. ჩვენ არ დავუშვებთ 2015 წლის სტრატეგიული შეცდომების განმეორებას“, - წერს სლოვენიის პრემიერი. ამავე თემაზე: ქვეყნები, რომლებიც ავღანელი ტოლვილების მისაღებად მზად არიან
BBC: ქაბულის აეროპორტში სროლისას ავღანელი დაიღუპა
გერმანიის არმიამ განაცხადა, რომ ქაბულის აეროპორტის ჩრდილოეთ კარიბჭესთან სროლის შედეგად ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წევრი დაიღუპა. იტყობინება BBC. განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტში ავღანელ მესაზღვრეებთან ერთად მონაწილეობდნენ ამერიკელი და გერმანელი სამხედროები, დაშავებულია სამი ავღანელი. უცნობია, ვინ დაიწყო დაპირისპირება. გერმანელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ სამი ავღანელი „უცნობი თავდამსხმელებისგან“ დაზიანდა. „ითვლება, რომ ავღანეთის ძალები არიან არმიის კონტინგენტის ნაწილი, რომლებიც საერთაშორისო ძალებს ეხმარებოდნენ და უარს ამბობდნენ „თალიბანისთვის“ ჩაბარებაზე. 21 აგვისტოს, აშშ-მ ურჩია თავის მოქალაქეებს, თავი აარიდონ ტერიტორიას პოტენციური ტერორისტული საფრთხეების გამო. ამავე თემაზე ჯო ბაიდენი: ივლისის შემდეგ აშშ-მა ავღანეთიდან 33 000 ადამიანი გაიყვანა
მაშველებმა აბაშაში, მდინარეში მოზარდის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა აბაშაში გაუჩინარებული მოზარდის საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მდინარეში ერთი პირის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში გაუჩინარებული არასრულწლოვნის შესახებ. შეტყობინების ინიციტორის გადმოცემით, მოზარდი მდინარე რიონში ბანაობისას წყალში გაუჩინარდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება. სოფელ კეთილარის მიმართულებით, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ პირველი მორეაგირე სამაშველო ჯგუფები სპეციალური მცურავი საშუალებებით და დაიწყო საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპიროებზე. სამუშაოების სწრაფად და ეფექტურად წარმართვის მიზნით, სხვადასხვა რეგიონიდან ადგილზე მოხდა დამატებითი სპეციალური ტექნიკის და ცოცხალი ძალის მობილიზება. სამდღიანი უწყვეტი, 24 საათიანი საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მდინარეში ახალგაზრდა ადამიანის ცხედრი იქნა ნაპოვნი. ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 105 თანამშრომელი, აჭარის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის რეგიონებიდან. ასევე, მობილიზებული იყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი. წყალქვეშა სამუშაოებს აწარმოებდა 6 მყვინთავი. მობილიზებული იყო 7 მცურავი საშუალება და დრონი. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა სპეციალური სკანერის, ექოლოტის საშუალებით. მდინარის ნაპირზე მოწყობილი იყო სპეციალური საველე შტაბი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტაივანის პრეზიდენტი ადგილობრივი კოვივაქცინით საჯაროდ აიცრა
ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი ადგილობრივი ვაქცინით საჯაროდ აიცრა. ჯანდაცვის სამინისტრომ Medigen Vaccine Biologics-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის გასულ თვეს დაამტკიცა, რადგან გლობალური წამლის მწარმოებელი კომპანიების ვაქცინის მიწოდების შეფერხება ბევრ ქვეყანას შეეხო. ცაი ინ-ვენმა, რომელმაც უარი თქვა Moderna-ს და Astrazeneca-ს ვაქცინით აცრაზე, ნდობის ნიშნად ადგილობრივი წარმოების ვაქცინით აიცრა. Medigen-ის ვაქცინაზე ჯერჯერობით 700,000 -ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული. აცრებს შორის ინტერვალი 28 დღეა. Medigen, რომლის ჩინური სახელწოდება ითარგმნება როგორც „მაღალი დონის“, უარყოფს პრეტენზიებს იმის შესახებ, რომ მისი ვაქცინა ან სახიფათოა, ან ბაზარზე გაგზავნილია ნაჩქარევად. კომპანია აცხადებს, რომ მისი ვაქცინა ეფექტიანია და გამოცდილი. ცილის შემცველი რეკომბინანტული ვაქცინა შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით შეიქმნა. მთავრობამ საწყისი 5 მილიონი დოზა შეუკვეთა. ტაივანში Astrazeneca-ს და Moderna-ს ვაქცინების მინიმუმ ორი დოზა 40 პროცენტს აქვს გაკეთებული, თუმცა სრულად ვაქცინირებული 5 პროცენტზე ნაკლებია. ქვეყანამ 10 მილიონზე მეტი ვაქცინის დოზა მიიღო, ივლისში Moderna-ს კიდევ 36 მილიონი დოზა კი შეუკვეთა.
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კოვიდვაქცინით რუხის საავადმყოფოში აიცრა
თეა ახვლედიანი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი Sinopharm-ით აიცრა. თეა ახვლედიანმა ვაქცინა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა და მოსახლეობას, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა. ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეგისტრაციის გარეშეა ხელმისაწვდომი. კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით არის შესაძლებელი.
უკრაინაში ყირიმის პლატფორმის სამიტი იმართება
კიევში ყირიმის პლატფორმის სამიტი იმართება. სამიტზე 45-მა ქვეყანამ დაადასტურა მონაწილეობა. კერძოდ, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, მოლდოვა, სლოვენია და ფინეთი წარმოდგენილი იქნებიან პრეზიდენტების დონეზე. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ასევე მიიღებს მონაწილეობას ყირიმის პლატფორმაში. რუმინეთი, საქართველო, ხორვატია და შვედეთი პრემიერ მინისტრების დონეზე არიან წარმოდგენილნი. შვეიცარია და ჩეხეთი - პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე. 14 ქვეყანა დაესწრება სამიტს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე: თურქეთი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, ბელგია, ავსტრია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, ირლანდია, დანია, ბულგარეთი, ჩერნოგორია და ჩრდილოეთ მაკედონია. ბრიტანეთსა და პორტუგალიას თავდაცვის მინისტრები წარმოადგენენ. აშშ-ის დელეგაციას წარადგენს ენერგეტიკის მდივანი. გერმანიას ასევე წარადგენს ენერგეტიკის მინისტრი. ევროკომისიას წარმოადგენს ვიცე -პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი, NATO-ს - გენერალური მდივნის მოადგილე, ევროპის საბჭო და სუამი წარმოდგენილი იქნება გენერალური მდივნის დონეზე. რვა ქვეყანა - ახალი ზელანდია, მალტა, იაპონია, ავსტრალია, კვიპროსი, კანადა, საბერძნეთი და ისლანდია - წარმოდგენილი იქნება ელჩების დონეზე. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პირველად, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ყირიმის პლატფორმა ყირიმის ნახევარკუნძულის დეოკუპაციის საკითხს უმაღლეს საერთაშორისო დონეზე აყენებს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყირიმის პლატფორმა იქნება პირველი ერთიანი ინსტიტუციური პლატფორმა, რომელიც განიხილავს უმნიშვნელოვანეს საკითხებს, მათ შორის ჰუმანიტარულს, ყირიმთან დაკავშირებით, რომელიც დროებით ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ყირიმის პლატფორმა უკრაინის მიერ წამოწყებული ახალი საკონსულტაციო და საკოორდინაციო ფორმატია, რათა გაზარდოს ყირიმის ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობა; გაზარდოს უსაფრთხოების გამოწვევაზე რეაგირების ეფექტიანობა; გაზარდოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, დაიცვას ოკუპაციის რეჟიმის მსხვერპლნი და მიაღწიოს მთავარ მიზანს: ყირიმის დეოკუპაციას და ნახევარკუნძულზე უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენას. პლატფორმა ფუნქციონირებს სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურების, საგარეო საქმეთა მინისტრების, საპარლამენტო თანამშრომლობისა და ექსპერტთა ქსელის დონეებზე. ამავე თემაზე: დღეს ირაკლი ღარიბაშვილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
კლინიკების ასოციაცია: ლეტალობის ასეთი მაჩვენებელი პატარა ერისთვის კატასტროფულია
საქართველოს კლინიკების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა უკონტროლოდ იზრდება. როგორც ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ასოციაციის პრეზიდენტი ვილი პაჭკორია ავრცელებს, უნდა გამკაცრდეს კონტროლი კოვიდრეგულაციებზე კონტროლი, ასევე უნდა გაკონტროლდეს სახმელეთო საზღვრები და აეროპორტები. ,,საქართველოს კლინიკების ასოციაციის ღია მიმართვა საქართველოს მთავრობას პრობლემის არსი: * გრძელდება ინფიცირებულთა რაოდენობის უკონტროლო ზრდა; * გადატვირთულია კლინიკური სექტორი; * სამედიცინო პერსონალი ფიზიკურად გადაღლილია. * დარჩენილ რეგულაციებზე არ მიმდინარეობს ეფექტური მონიტორინგი; * პანდემიური მდგომარების სტაბილიზაცია უტოლდება ეროვნული უსაფრთხოების საკითხს. * ჩვენისთანა პატარა ერისთვის ყოველდღიური ლეტალობის ასეთი მაჩვენებელი კატასტროფულია; სამოქმედო ღონისძიებები: 1) გადაუდებლად დაიწყოს 12-დან - 16 წლამდე ასაკის ბავშვთა ჩართვა იმუნიზაციის პროცესში, ადგილობრივი მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, მსგავსად აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ისრაელისა და ჩინეთისა. საქართველოში შექმნილი უმძიმესი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ნუ დავკარგავთ დროს ,,ჯანმოს,, რეკომენდაციის მოლოდინში; 2) გამკაცრდეს რეგულაციებზე კონტროლი, ამ მიზნით გადაუდებლად შეიქმნას 2-3 კაციანი რაზმები გვარდიის შემადგენლობიდან, რომლებიც განახორციელებენ რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრ კონტროლს, როგორც საკურორტო ზონებში, აგრეთვე დიდ ქალაქებში, ცენტრალურ ქუჩებზე, გადასასვლელებზე, გაჩერებებზე, სავაჭრო ცენტრებში და სხვა საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე. ამავე დროს, გვარდიის რაზმებით პატრულირება არ მოითხოვს დამატებით ფინანსურ რესურსებს. 3) სახელმწიფოებრივი მოლაპარაკების საფუძველზე ეთხოვოს ისრაელის მთავრობას ქ.თელავივის ,,სურასკის სახელობის სამედიცინო ცენტრის" მიერ შექმნილი მედიკამენტის ,,EXO-CD24" (რომელმაც I და II კლინიკური კვლევის ეტაპზე 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა) III კლინიკური კვლევის ფაზაში საქართველოს ჩართვის შესახებ, ამით გადავარჩენთ უმძიმესი პაციენტების სიცოცხლეს; 4) კლინიკურმა საბჭომ, ერთობლივად, ჩვენი უცხოელი თანამემამულე - ექიმების აქტიური ჩართულობით, მოახდინოს კლინიკური მართვის პროტოკოლის განახლება და ოპტიმიზაცია; 5) აეროპორტებში და სახმელეთო საზღვრებზე დაუყოვნებლივ გამკაცრდეს კოვიდრეგულაციები. 6) სასურველია 10 სექტემბრამდე (ორი კვირა) საზოგადოებასთან ყველა სახის შეხვედრები ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში. მისასალმებელია, ის ფაქტი, რომ ,,საკოორდინაციო საბჭომ,, გაითვალისწინა ჩვენი ასოციაციის რეკომენდაცია საველე ჰოსპიტლების მოწყობის თაობაზე და პანდემიასთან ბრძოლის პროცესებში სამხედრო სამედიცინო სამსახურის აქტიურად ჩართვის შესახებ, ვიმედოვნებთ, რომ საბჭო წინამდებარე რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებს", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, 5 200 გამოჯანმრთელდა, ხოლო 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში 17 670 აცრა ჩატარდა. სულ ჩატარებულია 979 813 აცრა. ამ ეტაპისთვის საქართველოში ერთი დოზით აცრილია 685 448 ადამიანი, ხოლო სრულადვაქცინირებულთა რაოდენობა 294 365 შეადგენს.
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე კოვიდვაქცინით აიცრა
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მან ვაქცინაცია საჩხერის სამედიცინო ცენტრში ჩაიტარა. ,,მე და ჩემმა ოჯახმა გავიკეთეთ ვაქცინაცია. ყველას მოვუწოდებ, რომ გაიკეთოს აცრა. დავუჯეროთ ჩვენს მედიკოსებს და გავითვალისწინოთ", - განაცხადა ტალახაძემ. დღესვე ვაქინაციის პროცესში ჩაერთო ასევე ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, 5 200 გამოჯანმრთელდა, ხოლო 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში 17 670 აცრა ჩატარდა. სულ ჩატარებულია 979 813 აცრა. ამ ეტაპისთვის საქართველოში ერთი დოზით აცრილია 685 448 ადამიანი, ხოლო სრულადვაქცინირებულთა რაოდენობა 294 365 შეადგენს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც Ростелеком-ზე, Московский комсомолец-სა და სხვა რუსულ ვებრესურსებზე წვდომა იზღუდება. ასევე იბლოკება წვდომა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ხელმძღვანელთან დენის პუშილინთან დაკავშირებულ ორ რესურსთანაც. შემზღუდავი ღონისძიებები სულ 12 რუსულ კომპანიას შეეხება.
ღარიბაშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტზე: 13 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო
ყირიმის პლატფორმის შექმნა საოკუპაციო ძალების მიერ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელებების შესახებ საუბრის შესაძლებლობას იძლევა. მსოფლიოს უნდა შევახსენოთ, რომ ყირიმი უკრაინაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გლობალური პანდემიის პირობებში ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილდა საქართველოსა და უკრაინის მეგობრობაზე. „უკრაინასა და საქართველოს მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ. ჩვენ მხარდამხარ ვმდგარვართ მშვიდობისა და ომიანობის ჟამს. საერთო მტრის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლის წყურვილი და მთავარი ღირებულებებისთვის - თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა ყოველთვის გვაძლიერებდა ნებისმიერი სხვა ძალის წინააღმდეგ, რაც ჩვენი ერთობის რღვევის მცდელობისკენ იყო მიმართული. უკრაინელები ქართველებთან ერთად იბრძოდნენ რუსი აგრესორების წინააღმდეგ 90-იან წლებში რუსეთის მიერ ინსპირირებული და რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე შეიარაღებულ ბრძოლებში. ლეონიდ ტკაჩუკი, რომლის დანაწევრებული ცხედარი ნაპოვნი იყო და ოჯახს სულ რამდენიმე დღის წინ გადაეცა, იმ მამაცი უკრაინელების სიმბოლოდ წარმოჩინდება, რომლებიც იბრძოდნენ და დაიღუპნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მისი თავგანწირვა ქართველებმა სახელმწიფო ჯილდოთი დააფასეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, 13 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო. „გაანადგურა არაერთი ქართული სოფელი. ჩაატარა ეთნიკური წმენდა, რის გამოც არაერთ ქართველს მოუწია საკუთარი ტერიტორიების დატოვება. შედეგად ამას მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია. ყოველივე ამან საფრთხე შეუქმნა საერთაშორისო უსაფრთხოებას. რამდენიმე წლის შემდეგ უკრაინამ იგივე ბედი გაიზიარა. ჩვენ ვნახეთ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელიც ძირს უთხრის უსაფრთხოებას და დემოკრატიულ პროცესებს. ყოველივე ეს იმის ფონზე, როდესაც ის არ ასრულებს საერთაშორისო ძალისხმევას, მათ შორის, 2008 წლის შეთანხმებას. ძირს უთხრის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევით, უნდა გამოვიჩინოთ მცოცავი ანექსიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ. დესტაბილიზაციის წინააღმდეგ დასავლეთი უნდა იყოს ერთად. მიუხედავად არსებული საფრთხეებისა, საქართველო და უკრაინა განაგრძობენ გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ჩვენ კვლავ მტკიცედ ვდგავართ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოზიციაზე. ჩვენ ეს პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენი ხალხის წინაშე და ჩვენ ამ გზას მტკიცედ მიუყვებით. პარალელურად, ჩვენ მიუყვებით კონსოლიდირებულ, დემოკრატიულ რეფორმებს, მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. განურჩევლად იმისა, თუ როგორ შეუშლის ხელს ჩვენს განვითარებას ჩვენი ოპონენტები, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ გზას. ჩვენ არასდროს დავნებდებით გამოწვევებს. ამ თვალსაზრისით ვფიქრობთ და ვიმედოვნებთ, რომ „ყირიმის პლატფორმა“ იქნება ის პლატფორმა, რომელსაც ექნება გავლენა შავი ზღვის რეგიონის გამოწვევებზე. ჩვენ შევძლებთ შავი ზღვის რეგიონის ისე ფორმირებას, რომ იგი გახდეს ისეთი რეგიონი, სადაც განვითარება და კეთილდღეობა იქნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესის დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. როგორც ცნობილია, უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება. ,,23 და 24 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. 25-26 აგვისტოს მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რეგიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოში +31, + 36 გრადუსი იქნება. ქ. თბილისში 23-24 აგვისტოს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 25-26 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: სავსებით შესაძლებელია, 23 აგვისტო შევიდეს ისტორიაში, როგორც დეოკუპაციის დაწყების თარიღი
„ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იქნება დარწმუნებული, რომ ოკუპაციის შემდეგი მსხვერპლი არ გახდება“, - განაცხადა უკრაიის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინაში, „ყირიმის პლატფორმის სამიტზე“. მან აღნიშნა, რომ ყირიმის პლატფორმა უნდა გახდეს ცენტრი ყირიმის შესახებ ძირითადი საერთაშორისო გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღებისათვის. „მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ ყირიმის დასაბრუნებლად, რათა ის გახდეს ევროპის ნაწილი უკრაინასთან ერთად. ამისათვის ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლო პოლიტიკურ, სამართლებრივ და, უპირველეს ყოვლისა, დიპლომატიურ საშუალებას", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „დღეიდან, ჩვენი მიწის - უკრაინის ნახევარკუნძულის გათავისუფლების პროცესის თაობაზე ათვლას კალენდარზე რეალურად ვიწყებთ. სავსებით შესაძლებელია, 2021 წლის 23 აგვისტო შევიდეს ისტორიაში, როგორც ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის დეოკუპაციის დაწყების დღე. ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია დაიწყო მოსკოვში. ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ ყირიმის დეოკუპაციას კიევში. მოდით, დავიწყოთ ", - განაცხადა ზელენსკიმ. ამავე თემაზე: უკრაინაში ყირიმის პლატფორმის სამიტი იმართება
ლიეტუვის პრეზიდენტი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დააბრუნებს
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დააბრუნებს, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ყირიმის პლატფორმის სამიტზე მიმართვისას. მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად უნდა აღდგეს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, განუყოფლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. პირობას ვდებთ, რომ ჯეროვნად შევასრულებთ და გავაძლიერებთ არაღიარებისა და სანქციების პოლიტიკას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენამდე“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა ამავე თემაზე: უკრაინაში ყირიმის პლატფორმის სამიტი იმართება. ვოლოდიმირ ზელენსკი: სავსებით შესაძლებელია, 23 აგვისტო შევიდეს ისტორიაში, როგორც დეოკუპაციის დაწყების თარიღი ღარიბაშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტზე: 13 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო
შარლ მიშელი: საერთაშორისო თანამეგობრობამ გარანტირებულად უნდა უზრუნველყოს ის, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია არასოდეს გახდეს ლეგიტიმური
ყირიმის პლატფორმის საინიციატივო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ის კიევში ჩავიდა იმის დასადასტურებლად, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას. „ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი არაღიარების პოლიტიკას და გავაგრძელებთ საერთაშორისო სამართლის პრინციპის ნებისმიერი დარღვევისადმი წინააღმდეგობის გაწევას. ასეთი უკანონო ქმედებები საფრთხეს შეუქმნის ნდობას და მშვიდობას ... ჩვენი მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ უკანონო ანექსია არასოდეს გახდება ლეგიტიმური", - განაცხადა შარლ მიშელმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებული ყირიმის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში კვლავ მაღალ დონეზე უნდა დარჩეს. „ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს უწყვეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას ამისთვის. ჩვენ გვინდა ვუპასუხოთ საერთაშორისო წესრიგის საფრთხეებს ამ გზით. აბსოლუტურად აუცილებელია მსოფლიო წესრიგის დაცვა და ამისათვის ჩვენ უნდა მოვიზიდოთ რაც შეიძლება ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ყირიმის ანექსიის არაღიარების შესახებ “, - აღნიშნა მიშელმა. მან ასევე გამოხატა შეშფოთება ოკუპირებული ყირიმის მილიტარიზაციის გამო. ეს უნდა შეიცვალოს. ჩვენ ასევე უნდა დავუპირისპირდეთ რუსეთის მცდელობებს ნახევარკუნძულის იძულებით ინტეგრირებაზე მის საზღვრებში", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. ამავე თემაზე: ლიეტუვის პრეზიდენტი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დააბრუნებს ვოლოდიმირ ზელენსკი: სავსებით შესაძლებელია, 23 აგვისტო შევიდეს ისტორიაში, როგორც დეოკუპაციის დაწყების თარიღი ღარიბაშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტზე: 13 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო
საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე მუშაობა რეგიონებშიც მიმდინარეობს
რეგიონების მასშტაბით საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე მუშაობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისში მსგავსი სივრცე უკვე ორ ლოკაციაზეა მოწყობილი. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კახეთის რეგიონის მასშტაბით COVID19-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტსა და ოჯახის ექიმებს შეხვდა. "შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების კლინიკური მართვის საკითხზე პასუხისმგებელ პირებთან მოქმედი პროტოკოლი განიხილა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამედიცინო სექტორთან შეხვედრაზე ძირითად განსახილველ თემას ინფიცირების მოსალოდნელი აღმავალი ტალღის ფონზე ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა წარმოადგენდა. კერძოდ, მიმდინარეობს მუშაობა რეგიონების მასშტაბით საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე. თბილისში მსგავსი სივრცე უკვე ორ ლოკაციაზეა მოწყობილი. ეკატერინე ტიკარაძე დღეს, თელავში მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასაც გაეცნო. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, მობილურ ამბულატორიებში არის შესაძლებელი. მან მობილური ამბულატორია, სადაც მოქალაქეების ვაქცინაცია მიმდინარეობდა, COVID19-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯერებსა და ოჯახის ექიმებთან შეხვედრამდე მოინახულა. მინისტრის თქმით, მთავარი პირობა, რაც მრავალფეროვან ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას ეხება, მობილურ ამბულატორიებშიც დაცულია. კახეთის რეგიონი აქტივობისთვის ვაქცინაციის დაბალი პროცენტულობის მაჩვენებელისა და ტურისტების მაღალი ნაკადის გამო შეირჩა. "მოდი ავიცრათ ერთმანეთისთვის" საინფორმაციო შეხვედრები ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში შედგა და ყველა რეგიონს მოიცავს. შეხვედრები Covid-19 წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის მხარდაჭერით იმართება და Covid-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის უზრუნველყოფას ემსახურება", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე თემაზე: საქართველომ საველე ჰოსპიტლის გამოყენება დაიწყო თბილისში კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყობა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანგელა მერკელი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს თავისუფლების ორდენი გადასცა. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მისი მიხედვით, მერკელი დაჯილდოვებულია უკრაინა-გერმანიის სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერების, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის. 22 აგვისტოს, კიევში მყოფმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ყირიმის პლატფორმის სამიტის წინ კიევში მისი ვიზიტის თარიღი მოტივირებულია ორმხრივ ფორმატში მეტი საკითხის განხილვის სურვილით და არ არის დაკავშირებული რუსეთთან ურთიერთობებთან. „ყირიმის პლატფორმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. სამწუხაროდ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ შეძლებენ ჩამოსვლას [ყირიმის პლატფორმის სამიტზე], რადგან ავღანეთში სიტუაცია ძალიან რთულია ... ჩვენი ეკონომიკურ საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრი ჩამოვა და გაიმართება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ენერგეტიკულ პოლიტიკაზე ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში, ” - თქვა მერკელმა. რატომ არ იღებს თავად მონაწილეობას ამ სამიტში და ხომ არ უკავშირდება ეს რუსეთის პოზიციის გათვალისწინებას, ამ კითხვით მიმართა მას ჟურნალისტმა. „მე ნათლად განვაცხადე, რომ ჩვენ მიგვაჩნია ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის დარღვევად და არაფერი შეცვლილა. ჩემი ვიზიტის მიზეზი, რომელიც ყირიმის პლატფორმის წინ იმართება, იყო მინსკის შეთანხმებებისა და ნორმანდიის ფორმატის განხილვა“, - თქვა გერმანიის კანცლერმა. მანამდე ის რუსეთში იმყოფებოდა. ამავე თემაზე: რა საკითხები განიხილეს გერმანიის კანცლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრისას
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შრომის ინსპექციამ 20-მდე ობიექტი დალუქა, 35-მდე პირი კი, დააჯარიმა
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, კონტროლის მიუხედავად, დარღვევის ფაქტები კვლავ ფიქსირდება რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ინსპექციამ 20-მდე ობიექტი დალუქა, 35-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი კი, დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კიდევ ერთი საკითხი, რაც ბექა ფერაძემ გამოჰყო ტურიზმის სექტორისთვის - განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის დასაქმებულების ორკვირიანი პერიოდულობით ტესტირების ვალდებულებას ეხება. მისი განცხადებით, ინიციატივას საკოორდინაციო საბჭოზე წარადგენს. "შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ წარმართვისთვის, რეგიონში ოპერირებადი განთავსებისა და კვების ობიექტების მენეჯმენტს COVID19-ის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა. მან უსაფრთხო მასპინძლობისთვის იმუნიზაციის საჭიროებაზე გააკეთა აქცენტი და რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნო", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე თემაზე: შრომის ინსპექციამ „სანსეტ ბათუმი“ დალუქა შრომის ინსპექციამ აჭარაში 10-მდე ობიექტი დალუქა, 30-მდე კი დააჯარიმა შრომის ინსპექციას ქელეხების, ქორწილებისა და იუბილეების აღკვეთის უფლება მიენიჭა გლდანში ერთ-ერთი რესტორანი, სადაც ქორწილი იმართებოდა, 10 000 ლარით დაჯარიმდა შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას აძლიერებს