ძებნის რეზულტატი:

ამირან გამყრელიძე: კოროვირუსით შარშან ერთი, წელს კი 8 ორსული გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ორსულების გარდაცვალების შემთხევევებმა ქვეყანაში მოიმატა და წელს 8 დადასტურებული შემთხვევაა. ამის შესახებ მან მედია ონლაინ ვებინარზე განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს მე-9 შემთვევის შესწავლა. „ეს უზარმაზარი პრობლემაა, სამწუხაროდ ეს პრობლემა დგას მთელ მსოფლიოში, დედათა სიკვდილანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია ჯანდაცვის სისტემის განვითარების. კოვიდის პირობებში სამწუხაროდ მოიმატა ორსულთა გარდაცვალების შემთხვევებმა , ჩვენ შარშან გვქონდა 1 შემთხვევა, წელს გვაქვს 8 დადასტურებული და მე-9 შესწვალის სტადიაშია",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 743 ადამიანს დაუდასტურდა, 3 393 გამოჯანმრთელდა, ხოლო 59 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ნაფტალი ბენეტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა. „თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას მივიღებთ, მეოთხე ლოკდაუნის თავიდან აცილებას შევძლებთ. ისრაელის სახელმწიფო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავის მოქალაქეებს ვაქცინის მესამე დოზით უზრუნველყოფს და ახლა მთელი მსოფლიო მოგვყვება“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის ადმინისტრირება ისრაელში ივლისში დაიწყო. ამ დრომდე აცრის მესამე დოზის გაკეთების უფლება 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს მისცეს. შემდეგ ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის. ისრაელში COVID-19-ის ახლა ტალღას ებრძვიან, რაც დელტა ვირუსის გავრცელებასთანაა დაკავშირებული. ისრაელში 40 წელს გადაცილებულებს კოვიდივაქცინის მესამე დოზით აცრიან ისრაელში 50 წელს გადაცილებულებში ვაქცინის მესამე დოზა დაუშვეს ისრაელი 60 წლიდან მოქალაქეების მესამე დოზით ვაქცინაციას განიხილავს

ამირან გამყრელიძემ საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების პირობად პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 80%-ის აცრა დაასახელა

უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებდით სკოლებს, თუ იქ მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ვინც სკოლაში მუშაობენ და ბავშვებთან შეხება აქვთ, 80% იქნება აცრილი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედია-ვებინარზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ თუ ეპიდსიტუაცია ისეთი იქნა, როგორიც დღესაა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სწავლის დაწყებაზე რეკომენდაციას ვერ გასცემს. „ჩვენი მონაცემებით, სკოლის პედაგოგების 30%-ია აცრილი. თუმცა, განათლების სამინისტრომ ჩაატარა გამოკითხვა და ამბობენ, რომ ეს მონაცემი არის 40%-მდე. ჩვენი მონაცემები ორი კვირის წინანდელია და კარგია, რომ ეს 40%-ია. უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებდით სკოლებს, თუ იქ მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ვინც სკოლაში მუშაობენ და ბავშვებთან შეხება აქვთ, 80% იქნება აცრილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, იქ სადაც 80% იქნება აცრილი, იქ შესაძლებელია და პირიქით უნდა წავახალისოთ, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლება. მე რამდენჯერმე ვთქვი და გავიმეორებ, თუ ეპიდსიტუაცია ისეთი იქნა, როგორიც დღესაა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყების თაობაზე,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. აღსანიშნავია, რომ დღეს განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა 40%-მდე უკვე აცრილია. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 743 ადამიანს დაუდასტურდა, 3 393 გამოჯანმრთელდა, ხოლო 59 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 907 665 აცრა ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში აიცრა 23 986 მოქალაქე.

ამირან გამყრელიძე: ორსულებს მოვუწოდებ, რომ მათი აცრა აუცილებელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელი ამირან გამყრელიძე ორსულებს ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს. როგორც გამყრელიძემ ონლაინ მედია ვებინარზე განაცხადა, ორსულობა კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს, ამიტომ ფეხმძიმეების ვაქცინაცია აუცილებელია. „ორსულობა ყოველგვარი ინფექციური დაავადების, მათ შორის კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მათი აცრა გრიპზე. მინდა, მოვუწოდო ორსულებს, რომ მათი აცრა აუცილებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მან ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსით ორსულების გარდაცვალების შემთხევევებმა ქვეყანაში მოიმატა და წელს 8 დადასტურებული შემთხვევაა. „ეს უზარმაზარი პრობლემაა, სამწუხაროდ ეს პრობლემა დგას მთელ მსოფლიოში, დედათა სიკვდილანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია ჯანდაცვის სისტემის განვითარების. კოვიდის პირობებში სამწუხაროდ მოიმატა ორსულთა გარდაცვალების შემთხვევებმა , ჩვენ შარშან გვქონდა 1 შემთხვევა, წელს გვაქვს 8 დადასტურებული და მე-9 შესწვალის სტადიაშია",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოში ორსულების ვაქცინაცია Pfizer-ის ვაქცინით არის დასაშვები. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 743 ადამიანს დაუდასტურდა, 3 393 გამოჯანმრთელდა, ხოლო 59 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 907 665 აცრა ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში აიცრა 23 986 მოქალაქე. კოვიდინფიცრებული ორსულებისთვის სპეციალური ონლაინკლინიკა ამოქმედდება

ამირან გამყრელიძე: ანტივაქსერები განსაკუთრებით ექიმებში, მინიმუმზე მინიმუმი უნდა იყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ანტივაქსერები განსაკუთრებით ექიმებში, მინიმუმზე მინიმუმი უნდა იყოს. როგორც მან ონლაინ მედია ვებინარზე განაცხადა, აცრა არის მედიცინის ყველაზე დიდი მიღწევა და არ შეიძლება, ექიმმა ადამიანს მოუწოდოს, არ აიცრას. „ექიმები სხვებზე მეტად არიან აცრილები. ექიმების 64 % ერთჯერადად აცრილია. სამედიცინო პერსონალი - ექთნები, სანიტრები, ადმინისტრაციული პერსონალი 46%-ია აცრილი, სხვა ჯგუფებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექიმები და ექთნები ამ პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდნენ. სამწუხაროდ, 33%-ს კოვიდი დაემართა და დაახლოებით 80-მდე სამედიცინო პერსონალი გვყავს დაღუპული. ჩვენდა სამწუხაროდ, ექიმებშიც არის ანტივაქსერების ჯგუფი. ჩვენც საზოგადოების წევრები ვართ და გლობალური საზოგადოების დაახლოებით 30% ანტივაქსერული მიმართულებით მომუშავეა. ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ანტივაქსერები საზოგადოებაში ცოტა მეტი შეიძლება იყოს, მაგრამ სამედიცინო საზოგადოებაში, განსაკუთრებით ექიმებში, მინიმუმზე მინიმუმი უნდა იყოს. თუ ექიმმა არა, მაშინ ვინ იცის ის სიკეთე, რასაც აცრა ადამიანს უკეთებს. თუ ექიმმა არა, ვინ იცის, რომ დღეს რომ არ ყოფილიყო აცრა, მილიონობით ადამიანი ისევ „ყვავილით“ მოკვდებოდა ან პოლიომელიტით გარდაიცვლებოდა. აცრა მედიცინის ყველაზე დიდი მიღწევების სამეულში შედის. ანტივაქსერებმა ეს უნდა დაიჯერონ, გასაკუთრებით ჩემმა კოლეგებმა, ექიმებმა. არ შეიძლება, ექიმმა ადამიანს მოუწოდოს, არ აიცრას, თუ მას აცრის წინააღმდეგ აბსოლუტური ჩვენება არ აქვს, მით უმეტეს, ახლა, როცა კოვიდის პანდემიაა“, - განაცხადა გამყრელიძემ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 743 ადამიანს დაუდასტურდა, 3 393 გამოჯანმრთელდა, ხოლო 59 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 907 665 აცრა ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში აიცრა 23 986 მოქალაქე.

ქუთაისში 47 წლის კოვიდინფიცირებული ქალი ტყუპების დედა გახდა

47 წლის კოვიდდადებითი ქალი ტყუპების დედა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „კლინიკა ბომონდი“ ავრცელებს. „ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას „კლინიკა ბომონდში“, ფერიცვალების დღესასწაულზე, საკეისრო კვეთის გზით მოევლინა. აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან 7 ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა. დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „კლინიკა ბომონდი“ იზიარებს ოჯახების ბედნიერებას. მშვიდობას და ჯანმრთელობას უსურვებს ახალშობილთა ოჯახებს, ხოლო სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის დაუღალავი შრომისათვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნულმა ბანკმა 30 მილიონი დოლარი გაყიდა

სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 30 მილიონი დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1249 ლარი შეადგინა. 2021 წლის განმავლობაში, ეს სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის მე-8 ინტერვენციაა. საერთო ჯამში, გაყიდული ამერიკული ვალუტის მოცულობამ 272,9 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ დროისთვის, ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 3,12 ლარად ივაჭრება, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება, საშუალოდ 3,13 ლარია.

ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს

საქართველო კორონავირუსის პანდემიის პირობებში მეორე არჩევნებს 2 ოქტომბერს ჩაატარებს. გართულებული ეპიდვითარების ფონზე ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს. ვაქცინაციის პროცესი დაიწყო ცესკოშიც. არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, როგორ აპირებს ქვეყანა არჩევნების კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარებას, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Europetime ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერს ნათია იოსელიანს ესაუბრა. _წინა არჩევნების დროს იყო რეკომენდებული დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება, თერმოსკირინინგის გავლა, წელს თუ ემატება განსხვავებული რეგულაცია და იგეგმება კონკრეტული წესის დამატება? პირველ რიგში, დღის წესრიგში ისევ არის თერმოსკრინინგის, დეზობარიერის გავლა, პირბადეებისა და დამცავი ფარების ტარება, ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენება კომისიის წევრების მხრიდან, ხელების ხსნარით დამუშავება. კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება არცერთი პირი, რომელიც ტემპერატურის შემოწმებაზე იტყვის უარს, გარდა ამომრჩევლებისა. საკმაოდ ბევრი სუბიექტი იქნება საარჩევნო პროცესზე, საკმაოდ რთულად სამართავი პროცესია. ძირითადი რეკომენდაციები არის ეს, მაგრამ ვნახოთ, რას წარმოადგენენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები. თუმცა ჩვენ მიერ რაც იყო შეთავაზებული, დადგენილებები, პროექტები, არის ის, რაც იყო შარშან, და იყო ძალიან კარგი პრაქტიკა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. შესაძლებელია, ვისაუბროთ თავად პროცესზე და მის ხარვეზებზე, მაგრამ ეუთოს შეფასებებში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ, პანდემიის პირობებში შეძლო და მოახერხა არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება. ის დადგენილებები, რომლებიც გვაქვს და არის ძალიან კარგი პრაქტიკა, კვლავ შევთავაზეთ ჩართულ მხარეებს. ვნახოთ, ისინი რას შემოგთავაზებენ, რა არის მათი ხედვები და რეკომენდაციები. ჩვენ გავითვალისწინებთ აუცილებლად. შემდგომ უკვე მოხდება ამ დადგენილებების საარჩევნო კომისიის სხდომაზე გატანა და დამტკიცება. ეს ყველაფერი გამოქვეყნდება. ჩვენ შევძლებთ, რომ ამომრჩევლამდე მივიტანოთ ის ინფორმაცია, რაც მათ დაარწმუნებს, რომ თითოეულ საარჩევნო უბანზე მათთვის იქნება შექმნილი უსაფთხო გარემო. სამართლებრივი ბაზა პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია, არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, რათა მოწესრიგებული იყოს სანიტარული და ჰიგიენური ნორმები. ამ მიმართულებით კი ცესკოს აქვს შემუშავებული 4 დადგენილების პროექტი, რომელზე მუშაობა მიმდინარეობს. პირველი დადგენილება ეხება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის შენობებში შესვლა, გამოსვლა, ყოფნა, გადაადგილება და როგორ უნდა დადგინდეს სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების წესი. რაც კოვიდპანდემიაში გვიწევს მუშაობა, ეს დადგენილება მუდმივად მუშაობს. აქ შედის, თერმოსკრინინგი, პირბადეების მოხმარება, დისტანციის დაცვა, შენობების პერიოდული ვინტილაცია. ეს არის 1 ძირითადი დადგენილება. ჩვენ ასევე გვაქვს 3 დადგენილება. ამ 3 დადგენილებიდან ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ უშუალოდ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნებზე არსებულ მოთხოვნებზე, თუ რა არის დადგენილი. მესამე - პენიტენციური დაწესებულებები და პენიტენციურ დაწესებულებაში უბნების შექმნასთან ერთად, კომისიის წევრებისა და სპეციალური ჯგუფების დაკომპლექტება, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. მეოთხე დადგენილება გახლავთ იმ პირებისთვის, რომლებიც იმყოფებიან კარანტინში, ან თვითიზოლაციაში, როგორ უნდა მიიღონ მათ არჩევნებში მონაწილეობა. ამისთვის ჩვენ, რა თქმა უნდა, სპეციალურ უბნებს და ჯგუფებს ვქმნით. დადგენილების პროექტის განხილვაში ჩართულები არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. ეს დადგენილებები ჯერჯერობით პროექტის სახით არის წარმოდგენილი. ჩვენ გვქონდა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ჩვენ ამ შეხვედრაზე ეს ოთხივე დადგენილების პროექტი განვიხილეთ, რომლებიც უშუალოდ ეხება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩეველს, ასევე ეხება უშუალოდ კენჭისყრის დღეს ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის განსაზღვრას. ისინი შარშანაც იყვნენ დადგენილების პროექტის განხილვის პროცესში ჩართულები და წელსაც მივეცით ამის შესაძლებლობა. მათ თავიანთი შენიშვნებით და რეკომენდაციებით უნდა მოგვმართონ. ბუნებრივია, ჩვენ მათ გავითვალისწინებთ და მოგვიანებით, ალბათ მომავალ კვირას, ამ დადგენილებას მივიღებთ. ამ დადგენილებაში გაიწერება დეტალურად, თუ როდის და როგორ უნდა მოგვმართონ ამომრჩევლებმა, რა ვადაში, და ა.შ. დეტალურად გაიწერება წესები. ამ დადგენილებებში იქნება ყველაფერი გათვალისწინებული. ცესკოს თანამშრომელთა ვაქცინაცია რაც შეეხება პრემიერის ინიციატივას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ცესკოს თავმჯდომარე შეხვდა ჯანდაცვის მინისტრს. მათი საუბარი შეეხებოდა სწორედ იმას, თუ როგორ უნდა ჩატარდეს პანდემიის პირობებში არჩევნები უსაფრთხოდ. იყო საუბარი, რა თქმა უნდა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში დასაქმებული პირების წინასწარ ტესტირებაზე, ასევე ვაქცინაციაზე. უკვე ტესტირების ორი ეტაპი გავიარეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. ჯერ აიცრნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებსაც არც ერთი დოზა არ ჰქონდათ გაკეთებული. თანამშრომლების უმრავლესობა აცრილია, ზოგს აქვს ორჯერადი ვაქცინაცია ჩატარებული, ზოგს აქვს ერთი დოზა გაკეთებული და მეორეს ელოდება. შედგა იმ თანამშრომლების სია, რომელთაც არ ჰქონდათ ვაქცინაცია ჩატარებული, ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო, რომ ერთ-ერთ კონკრეტულ ადგილზე გადაგვეყვანა ისინი და აცრილიყვნენ. ეს იყო პირველ ეტაპზე, მეორე ეტაპზე იგეგმება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების აცრა. სულ ჯამში, 73 საოლქო საარჩევნო კომისიაა, რომელიც 17-კაციანი შემადგენლობით არის წარმოდგენილი. ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას შევთავაზებთ, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებული, თუმცა ტესტირების პროცესი არის სავალდებულო ყველასთვის, ვისაც აცრა არ აქვს გაკეთებული ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან გადატანილი არ აქვს კოვიდი. პირველ რიგში, ვაკეთებთ ტესტირებას, სწრაფი ტესტით. ჯერჯერობით ორი ეტაპი გვქონდა და არც ერთ შემთხვევაში არ დაუდგინდა რომელიმე თანამშორმელს. ამის შემდეგ იყო პირველი ეტაპი ჩვენთან, ცესკოში, როდესაც ვაქცინაციის პროცესი ჩატარდა, ახლა უკვე საოლქო საარჩევნო კომისიებშიც იგივე პროცესი მიმდინარეობს. მიმდინარეობს ორგანიზება, რომ ეტაპობრივად დავიწყოთ და ავცრათ ყველა თანამშრომელი. რაც შეეხება ტესტირებას, ესეც საოლქო საარჩევნო კომისიებში იქნება პერიოდული და ასევე სწალების დროს, რომელიც 6-ეტაპიანია. ყველა ის პირი, ყველა ის კომისიის წევრი, რომელიც ჩაერთვება სწავლების პროცესში, ტრენინგის დაწყებამდე გაიტესტება. _არჩვენების დღეს თერმოსკრინინგი თუ მიმდინარეობს და რა ხდება ასეთ შემთხვევაში? ჩვენ ამომრჩეველს ტემპერატურას არ ვუზომავთ. შარშან, ყველა სხვა დანარჩენს, კომისიის წევრს, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს ვუზომავთ ტემპერატურას, ის გადის თერმო სკრინინგს, თერმო სკრინინგის გარეშე ის შენობაში ვერ მოხვდება. ამომრჩევლები მცირე დროით გაჩერდებიან კენჭისყრის შენობაში, ეს არის სადღაც 5-10 წუთი. ამომრჩეველს, თუნდაც რომ გავუზომოთ და დაუფიქსირდეს ტემპერატურა, მისი არშემოშვება ეს არის კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, იმ კუთხით, რომ ჩვენ მათ ვუზღუდავთ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. ამომრჩეველს აუცილებლად ვთხოვთ პირბადეს, რომელიც უნდა ეკეთოს მას კენჭისყრის შენობაში ყოფნის დროს, შენობაში შესვლისას და გამოსვლისას ხელების შესაბამისი ხსნარით დამშავებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან დისტანცია დაიცვას კომისიის წევრებთან და სხვა ადამიანებთან მიმართებით. როგორ შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა შარშანაც განგვიცხადეს, 5-10 წუთი არ არის საფრთხის შემცველი. ამომრჩევლების თერმოსკრინინგი არ ჩატარებულა არც შარშან და არც წელსაც არ იგეგმება, ყველა შემთხვევაში ამ დადგენილებით, ვნახოთ, მომავალში რა იქნება. _როგორ გაკონტროლდება არჩევნებზე სიტუაცია, რამდენად ემორჩილებიან თერმოსკრინიგს და ა.შ. სხვა გამოსავალი არ არის, ეს არის დადგენილება და როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე იქ ყოფნის უფლების მქონე პირები დადგენილების მიხედვით უნდა მოიქცნენ. თუ ცხელება დაფიქსირდა, ისინი კენჭისყრის შენობაში ვერ დაიშვებიან. ან თუ დღის განმავლობაში დაუფიქსირდებათ ტემპერატურა, დაუყოვნებლივ ტოვებენ საარჩევნო უბანს. ამ შემთხვევაში ხდება საარჩევნო სუბიექტის ჩანაცვლება. კანონმდებლობით, საარჩევნო სუბიექტს შეიძლება, ჰყავდეს ორი წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე, რომლებიც არ შეიძლება, ერთდროულად იმყოფებოდნენ. შეიძლება ისინი ერთმანეთს შეენაცვლონ. _თუ დამკვირვებელი არავაქცინირებულია, არჩევნების დღეს ტესტი უტარდება? ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვისუბრეთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რა იქნება იმ დროისთვის ყველაზე აქტუალური ამ მიმართულებით. როგორც იცით, დილის 7 საათზე იხსნება საარჩევნო უბნები, 8 საათზე იწყება ხმის მიცემა, ეს ყველაფერი ძალიან დიდი ლოგისტიკური საკითხების მოგვარებასთან არის დაკავშირებული, ამიტომ უშუალოდ ის, რომ საარჩევნო უბანზე შესვლისას, დილით მოხდება მათი ტესტირება, ჯერჯერობით, ასე არ დგას საკითხი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ძალიან ბევრმა ქვეყანამ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებაზე უარი თქვა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ერთხელ უკვე წარმატებით ჩააბარა გამოცდა. პანდემიის პერიოდში რთულია, მაგრამ შესაძლებელია არჩევნების ჩატარება, როგროც ეს შარშანდელმა წელმა გვაჩვენა. მაგალითად, ეუთოს შესაბამის დასკვნებშიც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ შარშან წარმატებით გაართვა თავი პანდემიას და პანდემიის პირობებში უსაფრთხო არჩევნები ჩაატარა. საოლქო საარჩევო კომისიის წევრების გადამზადება და ტრენინგები დავაკომპლექტეთ საოლქო საარჩევნო კომისიები, არჩეულები არიან საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრები, ასევე პარტიებსაც ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები დაენიშნათ, კომისიის წევრების არჩევა დასრულდა. 18 აგვისტოდან, უფლებამოსილ პარტიებს შეუძლიათ, დანიშნონ საოლქო საარჩევნო კომისიებში თავიანთი კომისიის წევრები. ჩვენ, საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა დავიწყოთ მათი სწავლება და გადამზადება. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, ეს არის მრავალეტაპიანი ტრენინგები. ამ მიმართულებითაც მინდა გითხრათ, რომ ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც სწავლებას გაივლის და ტრენინგებზე მიიღებს მონაწილეობას, იქნებიან გატესტილები კორონავირუსზე. ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ ადგილზე შევთავაზოთ სწრაფი ტესტირება, რომ უსაფრთხო გარემო შევინარჩუნოთ და არ შევქმნათ რამე პრობლემა. ასევე გვაქვს რეკომენდაციები მიწოდებული. ამ პროცესზე დაკვირვების უფლება აქვთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოგვაწვდიან ინფორმაციას, როდის აპირებენ მათი წარმომადგენლები ამ ტრენინგზე დასწრებას მონიტორინგის მიზნით, მათაც ჩაუტარდებათ ტესტირება. ასევე შევთავაზეთ საოლქო საარჩევნო კომისიებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვა. ბუნებრივია, ნებაყოფლობითია ვაქცინაცია. საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულ ყველა პირს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ აიცრან და უზრუნველვყოთ უსაფრთხო გარემო. როგორ შეძლებენ კოვიდინფიცირებული პაციენტები არჩევენებში მონაწილეობას ინციფირების შემთხვევაში ამომრჩეველმა წინასწარ უნდა დარეკოს ცესკოს ცხელ ხაზზე და დააფიქსიროს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ის პირები, რომლებიც სახელმწიფო ბაზაში იქნებიან აღნიშნულები, როგორც კოვიდინფიცირებულები და იმყოფებიან კარანტინში ან თვითიზოლაციაში, ჩვენ მოგვმართავენ. შარშანაც გვქონდა ასეთი პრაქტიკა. ისინი რეკავენ ცესკოს ცხელ ხაზზე, რომელიც ჩვენს ვებგვერდზეც არის მითითებული. შარშან, სპეციალური ჯგუფიც შევქმენით, რომელიც უშუალოდ ამ კუთხით მუშაობდა. ამომრჩეველს შეუძლია, ცხელი ხაზის საშუალებით მიმართოს საარჩევნო ადმინისტრაციას და განაცხადოს იმის შესახებ, რომ არის იზოლაციაში, ან კარანტინში. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გასათვალისწინებელი, როგორც იცით, ახლა არის თვითმმართველობის არჩევნები, ის უნდა იყოს კონკრეტული ოლქის ამომრჩეველი, რომ მან შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა, მაჟორიტარულ ნაწილში. შესაბამისად, ამ კანონმდებლობის ნორმების გათვალისწინებით, ჩვენ როგორც შარშან, წელსაც შევძლებთ ყველა ამომრჩევლის ჩაბმას საარჩევნო პროცესში და კენჭისყრის დღეს მივცემთ შესაძლებლობას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, სპეციალური ჯგუფების საშუალებით. იქნება საარჩევნო უბნები, რომლებსაც სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან. კოვიდინფიცირებული პაციენტები ცესკოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა დაუკავშირდნენ. 2 ოქტომბრისთვის მოხდება ყველა იმ ზარის გათვალისწინება, რომელიც დაფიქსირდება ცესკოს საინფორმაციო ცენტრში. დეტალური ვადები კი დადგენილებაში გაიწერება.

გაიზარდა იმ ცენტრებნის რაოდენობა, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეიძლება

ჯანდაცვის სამინისტრო იმ ცენტრების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სივრცე (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) - ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერის“ ვაქცინით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00 საათამდე; ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას ქუჩა 77) - ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) (წინანდლის ქუჩა 19) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე შესვენების გარეშე „ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა 22) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ასტრაზენეკათი, პფაიზერით, სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-დან 17:30-მდე სავაჭრო ცენრი "ლილო მოლი" (კახეთის გზატკეცილი 112) - ვაქცინაცია შესაძლებელია სინოფარმის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს 10:00-დან 16:00-მდე, შესვენება 13:00-14:00 მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში (სამხედროს ქუჩა 9) - ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35) - ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერით, სინოვაკითა და სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 17:00-მდე, შესვენების გარეშე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (რუსთაველის ქუჩა 89) - ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე. 393910 კომენტარი41 გაზიარება მომწონს კომენტარის დატოვება გაზიარება ამავე თემაზე: საქართველომ საველე ჰოსპიტლის გამოყენება დაიწყო კოვიდინფიცრებული ორსულებისთვის სპეციალური ონლაინკლინიკა ამოქმედდება საქართველოში ჯამში 907 665 აცრა ჩატარდა საქართველოში კორონავირუსი 4 743 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 59

ანგელა მერკელი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის რანგში ბოლო ვიზიტით მოსკოვშია. საერთაშორისო მედია წერს, რომ პუტინი და მერკელი აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. მათ შორის იქნება პანდემიასთან ბრძოლა, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული მდგომარეობა, ბელარუსისა და ავღანეთის თემა. გერმანიის მთავრობის აცხადებენ, რომ ვიზიტის დროს მერკელი ასევე ისაუბრებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე. ბერლინში სურთ, რომ აღნიშნული გაზსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით გაგრძელდეს. „მაშინაც კი, თუ ჩვენ გვაქვს დიდი უთანხმოება, ვსაუბრობთ ერთმანეთთან და ეს ასეც უნდა დარჩეს”, - უთხრა მერკელმა პუტინს პუტინს მოლაპარაკებების დაწყებამდე. მერკელი და პუტინი ბოლოს პირისპირ 2020 წლის 11 იანვარს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერის რანგში მერკელისთვის ეს ბოლო ვიზიტი იქნება მოსკოვში.

დავით ზალკალიანი: ურუგვაი მზად არის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით, საქართველოსთან მოლაპარაკებები დაიწყოს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფრანსისკო ბუსტილიო ბონასოს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში შემავალი საკითხების ფართო სპექტრი და სამომავლო პრიორიტეტები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. აღინიშნა, რომ გეოგრაფიული დისტანციის მიუხედავად, საქართველოსა და ურუგვაის შორის არაერთი მსგავსებაა, საერთო ღირებულებებისადმი პატივისცემა და ინტერესები, ქმნის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელოვან პოტენციალს. "ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესს, რაზეც მეტყველებს მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების სიხშირე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ შესანიშნავი პოლიტიკური დიალოგის პარალელურად, არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, სექტორული თანამშრომლობისა და სამართლებრივი ჩარჩოს კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობა. ურუგვაის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციის, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს, გეოსტრატეგიული მდებარეობისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ქსელის შესახებ. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად, უახლოეს მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. "ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, რომელსაც მინისტრი გააჟღერებს გახლავთ ის, რომ მე მან გადმომცა ნოტა, იმასთან დაკავშირებით, რომ ურუგვაი მზად არის საქართველოსთან დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით. ვფიქრობ ეს იქნება ამ ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი, რომელიც კიდევ უფრო გააფართოებს სავაჭრო- ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩვენს შორის და საქართველოს პოტენციალი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული, ისე როგორც ჩვენ გამოვიყენებთ იმ პოტენციალს და შესაძლებლობებს, რომელსაც ურუგვაი, ჩვენი მეგობარი ქვეყანა გვთავაზობს ლათინური ამერიკის რეგიონში" - განაცხადა დავით ზალკალიანმა. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საერთაშორისო არენაზე სხვადასხვა საკითხებზე თანხვედრი პოზიციიდან გამომდინარე, საერთაშორისო ფორმატებში, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატონ ფრანსისკო ბუსტილიოს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების მხარდაჭერისთვის. დავით ზალკალიანმა ურუგვაელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურუგვაის ურყევი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ლათინური ამერიკის რეგიონში ურუგვაის საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი და მეგობარი ქვეყანაა", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. ბატონი ფრანსისკო ბუსტილიო საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობს. ის თბილისში სომხეთის რესპუბლიკიდან ჩამოვიდა, ხოლო საქართველოდან თურქეთში გაემგზავრება.

რა საკითხები განიხილეს გერმანიის კანცლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრისას

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახბე მერკელმა მოსკოვში, პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. "ჩვენი თვალსაზრისით, მიუღებელია ალექსეი ნავალნის კოლონიაში დაპატიმრება იმ განაჩენის საფუძველზე, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არაპროპორციულად აღიარა", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. მერკელის თქმით, გერმანია გააგრძელებს რუსული ოპოზიციის ლიდერის საქმეზე თვალყურის დევნებას. მან ასევე მოითხოვა სამი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის ამოღება "არასასურველი ორგანიზაციების" სიიდან. "ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რომ სამი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია შედის "არასასურველი ორგანიზაციების" სიაში, რომლებმაც ბევრი იმუშავეს "პეტერბურგის დიალოგის" ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებებს შორის თანამშრომლობისთვის", - თქვა მერკელმა. მოლაპარაკებების კიდევ ერთი თემა იყო ავღანეთში შექმნილი ვითარება. მერკელის თქმით, გერმანიის "პრიორიტეტი ახლა არის იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც გერმანიასთან თანამშრომლობენ ავღანეთში NATO-ს მისიის ფარგლებში, 20 წლის განმავლობაში". მერკელმა მოუწოდა რუსეთს, "თალიბანთან" მოლაპარაკებებში, რომ მასზე გავლენა მოახდინონ. რათა ავღანელებმა დატოვონ ქვეყანა. კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს დღეებში გერმანია ყველაფერს გააკეთებს ავღანეთიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდეს. თავის მხრივ პუტინმა განაცხადა, რომ დაუშვებელია ავღანეთის დაშლა. "დღეს "თალიბები" აკონტროლებენ ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიას, დედაქალაქის ჩათვლით. ამ რეალობიდან გამომდინარე, აუცილებელია ავღანეთის სახელმწიფოს დაშლის თავიდან ასაცილება. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ავღანეთის მიმდებარე სახელმწიფოების ტერიტორიაზე ყველა სახის ტერორისტების შეღწევის აღკვეთა, მათ შორის ლტოლვილების საფარქვეშ", - განაცხადა პუტინმა. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ასევე გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2" რაც შეეხება "ჩრდილოეთის ნაკადი 2" -ის გაზსადენს, მერკელმა აღნიშნა, რომ ეს არის "არა ორმხრივი - რუსულ-გერმანული პროექტი, არამედ ევროპული პროექტი, რადგან მასში სხვა ქვეყნების საწარმოებიც მონაწილეობენ". კანცლერმა ასევე თქვა, რომ პუტინთან მოლაპარაკებების დროს განიხილეს გერმანიისა და შეერთებული შტატების მიერ შეთანხმებული დოკუმენტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ეხება უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტს 2024 წლის შემდეგ. "ჩვენ ვიღებთ გარკვეულ პასუხისმგებლობას, მიუხედავად ყველა ეკონომიკური ფაქტორისა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ”, - აღნიშნა კანცლერმა. მერკელის თქმით, უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდების სატრანზიტო შეთანხმება შეიძლება და უნდა გაგრძელდეს 2024 წლის შემდეგ. კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ "ამ კონტექსტში ჩვენ ასევე განვიხილეთ ურთიერთობა რუსეთსა და ევროკავშირს შორის". პუტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ უკრაინაში გაზის ტრანზიტის პერსპექტივები 2024 წლის შემდეგ, როდესაც მოქმედი კონტრაქტი დასრულდება, დამოკიდებულია ევროპელ მყიდველებზე - უკრაინული მარშრუტის ტექნიკური მდგომარეობისა და გარემოსდაცვითი მახასიათებლების გათვალისწინებით. "მე დავრწმუნდი, რომ ჩვენ სრულად შევასრულებთ სატრანზიტო ხელშეკრულებით დაკისრებულ ყველა ვალდებულებას, მერკელის კანცლერის პოსტიდან წასვლის შემდეგაც", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინის თქმით, "ბოდვაა" "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პოლიტიკურ პროექტად მიჩნევა. ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის რანგში ბოლო ვიზიტით მოსკოვშია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 21-23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, 21 აგვისტოს საქართველოს მთავრობის მეთაურს უკრაინელი კოლეგა დენის შმიგალი ქალაქ ლვოვში უმასპინძლებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 22 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. "უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ირაკლი ღარიბაშვილისა და დენის შმიგალის პირისპირ შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს შეხვდება. ირაკლი ღარიბაშვილი გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს და ჰოლოდომორის მემორიალზე პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას. 23 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომლის ფარგლებში ერთობლივი დეკლარაცია შემუშავდება. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

აშშ-მა და ბრიტანეთმა რუსეთს ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე დამატებითი სანქციები დაუწესეს

შეერთებული შტატები, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, რუსეთის ფედერაციას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ერთი წლისთავზე დამატებით სანქციებს უწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის მხრიდან დაწესებული სანქციები მოიცავს შეზღუდვებს ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის იმპორტზე, რომელიც წარმოებულია ან განთავსებულია რუსეთში. ასევე ითვალისწინებს რუსეთში ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების ექსპორტის შემდგომ შეზღუდვებს. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტი და ხაზინის დეპარტამენტი სასანქციო სიაში შეიყვანენ 9 რუს ფიზიკურ პირსა და 4 ორგანიზაციას, მათ შორის ოპერატიულ მუშაკებს, რომლებიც ალექსეი ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობდნენ. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის სანქციებს, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები რუსეთის 7 მოქალაქეს დაუწესა, რომლებიც დაკავშირებულები არიან რუსი ოპოზივიონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან. შვიდივე მათგანი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) წევრები არიან. სანქციები ანგარიშების გაყინვას და მოგზაურობის შეზღუდვას გულისხმობს.

ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის მონაწილე ავღანელი ბავშვი მამასთან, უსაფრთხოდ არის

ავღანელი ბავშვის უმძიმესი კადრი, რომელიც ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის ქაოსურ პროცესს ასახავს, დღეს საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ბავშვი მამამ გადასცა ამერიკელ საზღვაო ქვეითს ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტში. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ გადასცეს ბავშვი ჯარისკაცს, რომელიც მავთულხლართებს ეყრდნობა და იჭერს მას. ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის მონაწილე ავღანელი ბავშვი მამასთან, უკვე უსაფრთხოდ არის. დამატებითი დეტალების შესახებ მედია ჯერ არ იტყობინება. ავღანეთიდან ჯამში 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას.

მეუფე საბა: აცრა ექიმების საკითხია, თუ მოგვიწოდებენ, რომ ავიცრათ, მაშინ უნდა ვუსმინოთ მათ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რო აცრა ექიმების საკითხია, თუ მოგვიწოდებენ, რომ ავიცრათ, მაშინ უნდა ვუსმინოთ მათ. მისი თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებით მედიკოსები უნდა საუბრობდნენ და არა სასულიერო პირები. "კორონავირუსი არის ფიზიკური დაავადება და არა სულიერი დაავადება. ეს არ უნდა განვიხილოთ როგორ საღვთისმეტყველო საკითხი, ესაა სამედიცინო საკითხი. ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ მედიკოსებმა და მათ შორის დღევანდელ დღეს, ვაქცინასთან დაკავშირებით მედიკოსები უნდა საუბრობდნენ და არა სასულიერო პირები. რა თქმა უნდა, ისინი საუბრობენ, გვაწვდიან ინფორმაციას და მოგვიწოდებენ აცრისკენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არის სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ვირუსის დემონირებას ახდენს და მათი სიტყვით შესაძლებელი ხდება, რომ შეიძლება ადამიანები მოკვდნენ, დაუჯერონ მათ სიტყვას, არ აიცრან და გახდნენ ამ ვირუსის მსხვერპლი. ორი წლის წინ გამოცხადებული ომის წინა ხაზზე დგანან ექიმები. ჩვენ სასულიერო პირები ვართ სულისმიერი ექიმები. მაგრამ ჩვენ გვყავს ხორციელი, ხორცის ექიმები, ამიტომ როდესაც ხორციელი დაავადება გვაქვს, ვეკითხებით იმ ექიმებს ვისაც განათლება აქვს ამ სფეროში. მე მეკითხებიან, ავიცრათ თუ არა? რომელი ვაქცინა არის უკეთესი? თავიდანვე ვეუბნები ამ ადამიანებს, რომ სასულიერო პირს ამ შეკითხვას როდესაც მისვამ, შენ უკვე მცდარ გზაზე დგახარ. მე რატომ მეკითხები, რაც მე არ მეხება? აცრა არ არის რელიგიური საკითხი, აცრა მედიკოსების საკითხი და თუ დღეს მსოფლიოში მედიცინის მუშაკები მოგვიწოდებენ იმისკენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის საშუალება არის აცრა, მაშინ უნდა ვუსმინოთ მათ სიტყვას, თუ გვინდა, რომ გადავარჩინოთ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ხორციელი სიცოცხლე და არ გავხდეთ იმ ფანატიკოსი მღვდლების პროპაგანდის ნაწილი, რომელიც მოუწოდებენ ადამიანებს, რომ არ აიცრან და შეიძლება მათი სიცოცხლე სიკვდილით დამთავრდეს, თუკი მათ დაუჯერებენ", - აცხადებს მეუფე საბა. ამავე თემაზე: არქიმანდრიტი იოანე: წამლის სითხეში ვეძებთ ჩასახლებულ ეშმაკს, არადა, ის ჩვენშია, ჩვენს ქმედებებში 91 წლის სქემმონაზონი ელენე Pfizer-ის ვაქცნით აიცრა დეკანოზი თამაზ ლომიძე: აცრა ღვთის წყალობაა ამ განსაცდელში მეუფე ნიკოლოზი: მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს იქნება აუცილებელი ხალხის გასამხნევებლად მსოფლიოს რელიგიური ლიდერები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ საქართველოში, კათოლიკე სასულიერო პირების უმრავლესობა ვაქცინირებულია ილია მეორე: აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვებისთვის

ჯო ბაიდენმა ქაბულიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქაბულიდან მოქალაქეების გაყვანის პროცესს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული საჰაერო გადაყვანა უწოდა. ამის შესახებ BBC იტყობინება. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა ამერიკელი, რომელსაც სურდა ევაკუაცია „თალიბანის“ მიერ მართული ავღანეთიდან, სახლში დაბრუნდა. ჯო ბაიდენის განცხადებით, ავღანელების და სხვების ჩათვლით, შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 13,000 ადამიანი გადაიყვანა. მან პირობა დადო, რომ ავღანეთიდან დააბრუნებს ყველა ამერიკელს, ვისაც ამის სურვილი აქვს. ავღანეთიდან ჯამში 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული ბაიდენმა, რომელმაც მტკიცედ დაიცვა აშშ-ის მიერ ავღნეთიდან გასვლის გადაწყვეტილება, აღიარა, რომ გასულ კვირას ქაბულის სცენები გულსატკენი იყო. შეერთებულ შტატებს ავღანეთში 6000 ჯარისკაცი ჰყავს, რათა დაეხმარონ ევაკუაციის მცდელობებს და შეინარჩუნონ კონტროლი ქაბულის აეროპორტში, აღნიშნა ჯო ბაიდენმა. განიხილავს თუ არა აშშ აეროპორტს გარეთ უსაფრთხოების პერიმეტრის გაფართოებას, ჟურნალისტების ამ კითხვის საპასუხოდ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი სავარაუდოდ, „არასასურველ შედეგებს" გამოიწვევს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა შეიძლება იყოს ეს შედეგი. ჯო ბაიდენმა განმარტა, რომ ამერიკელ სამხედროებს ქაბულიდან ევაკუაციის რამდენიმე საათით შეჩერება მოუწიათ, თუმცა ფრენები უკვე განახლდა. „ნებისმიერ ამერიკელს, რომელსაც სახლში დაბრუნება სურს, სახლში დავაბრუნებთ. ვერ დაგპირდებით, რომ საბოლოო შედეგი დანაკარგის რისკის გარეშე იქნება, მაგრამ როგორც მთავარსარდალი შემიძლია დაგპირდეთ, რომ ყველა საჭირო რესურსის მობილიზებას მოვახდენ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დავით ზალკალიანი: უახლოეს დღეებში ევროკავშირს მიეწოდება კითხვარები, რაც მათ  საშუალებას მისცემს, აღიარონ ჩვენი კოვიდპასპორტები

უახლოეს დღეებში ევროკავშირს მიეწოდება კითხვარები, რაც მათ მისცემს საშუალებას, აღიარონ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდპასპორტები, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა "ქრონიკის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმშია ევროპელ პარტნიორებთან. "უახლოეს დღეებში ევროკავშირს მიეწოდება კითხვარები, რაც მათ მისცემს საშუალებას, აღიარონ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდპასპორტები. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის მხრიდანაც არ იქნება დაყოვნებული გადაწყვეტილება და ჩვენი მოქალაქეები უმტკივნეულოდ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას. ეს არის ერთგვარი სტიმული იმ ადამიანებისთვის, ვისაც ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრება სურს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ამავე თემაზე: იუსტიციის სახლმა კოვიდბარათების გაცემა დაიწყო სად და როგორ უნდა აიღონ მოქალაქეებმა კოვიდბარათები

ჰაიტიზე, მიწისძვრის დროს დაღუპულთა რიცხვი 2 189-მდე გაიზარდა

BBC-ის ცნობით, ხუთი დღის შემდეგ, ჰაიტიზე, 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის დროს დაღუპულთა რიცხვი 2 189-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 12 200-ს გადააჭარბა. ასობით ადამიანი კი დაკარგულია. როგორც გამოცემა წერს, ამერიკის უღარიბეს ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროება სამედიცინო და სანიტარული დახმარება და საკვებით მომარაგება. "ჩვენ ვემზადებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კატასტროფისათვის. სანიტარული მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია ... ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არ გვექნება ქოლერის ეპიდემია", - აცხადებს ჰაიტის ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენელი. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის გამო 53,000 სახლი მთლიანად განადგურდა, ხოლო 77,000 -ზე მეტი დაზიანდა. ცნობისთვის, ჰაიტიზე, 14 აგვისტოს მოხდა.

NATO: ბოლო 20 წლის განმავლობაში წარმატებით ვებრძოდით ტერორიზმს ავღანეთში. არ დავუშვებთ, რომ რომელიმე ტერორისტი დაგვემუქროს

NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში განვითარებული მოვლენების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორგ განცხადებაში წერია, NATO ავღანეთს მოუწოდებს, შექმნას ინკლუზიური მთავრობა, ქალებისა და უმცირესობების ჩართულობით. "ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ავღანეთში მომხდარი მძიმე მოვლენების გამო და ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ ასევე გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ავღანეთში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას გაეროს უშიშროების საბჭოს 16 აგვისტოს განცხადებისადმი და მოვუწოდებთ, დაიცვან ადამიანის უფლებები, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები და სტანდარტები ნებისმიერ ვითარებაში. ჩვენი უშუალო ამოცანაა, შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, გავაგრძელოთ ჩვენი მოქალაქეების, პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეების და ავღანელების უსაფრთხო ევაკუაცია, განსაკუთრებით კი მათი, რომლებიც ჩვენ გვეხმარებოდნენ. ავღანეთში უფლებამოსილ პირებს მოვუწოდებთ, პატივი სცენ და ხელი შეუწყონ მათ უსაფრთხო გამგზავრებას, მათ შორის ქაბულში, ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტში. ავღანელი ხალხი იმსახურებს იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად და გააძლიეროს მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიღწევები, რასაც მათ ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიაღწიეს. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების აქტორების გვერდით ვდგავართ, რომლებმაც უნდა შეძლონ უსაფრთხოდ შეასრულონ თავიანთი მნიშვნელოვანი როლი ავღანურ საზოგადოებაში. ჩვენ მოვუწოდებთ ავღანეთში ყველა მხარეს, კეთილსინდისიერად იმუშაონ ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთავრობის შესაქმნელად, მათ შორის ქალებისა და უმცირესობების ჯგუფების მნიშვნელოვანი მონაწილეობით. დღევანდელ ვითარებაში NATO-მ შეწყვიტა ავღანეთის ხელისუფლებისადმი ყოველგვარი დახმარება. ავღანეთის ნებისმიერმა მომავალმა მთავრობამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, უზრუნველყოს ყველა ავღანელის, განსაკუთრებით ქალების, ბავშვებისა და უმცირესობების უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობის დაცვა, დაუშვას შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და უზრუნველყოს, რომ ავღანეთი აღარასოდეს გახდება ტერორისტების თავშესაფარი. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩვენ წარმატებით ვებრძოდით ტერორიზმს ავღანეთში. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რომელიმე ტერორისტი დაგვემუქროს. ჩვენ კვლავაც ერთგულები ვართ ტერორიზმის წინააღმდეგ შეუპოვრობითა და სოლიდარობით ბრძოლის. პატივს მივაგებთ ყველას მიერ გაწეულ სამსახურს და გაღებულ მსხვერპლს, ვინც ბოლო ოცი წლის განმავლობაში დაუღალავად იბრძოდა ავღანეთის უკეთესი მომავლისათვის. ჩვენ ერთად ვიმსჯელებთ ავღანეთში NATO-ს ჩართულობის შესახებ და გამოვიტანთ საჭირო დასკვნებს", -ნათქვამია NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში. ამავე თემაზე: გაეროს უშიშროების საბჭო: ავღანეთში ახალი მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც ერთიანი, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი იქნება სტოლტენბერგი „თალიბანს“ აფრთხილებს, რომ NATO-ს კვლავ შეუძლია ნებისმიერი ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ დარტყმის განხორციელება ავღანეთის საკითხზე, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ NATO-მ ავღანეთის მთავრობას ფინანსური დახმარება შეუწყვიტა