ძებნის რეზულტატი:

საბერძნეთმა, ავღანელი მიგრანტების ზრდის ფონზე, თურქეთის საზღვართან 40-კილომეტრიანი ბარიერი აღმართა

საბერძნეთმა ავღანელი მიგრანტების ზრდის ფონზე, თურქეთის საზღვართან 40-კილომეტრიანი ბარიერი აღმართა დასათვალთვალო სისტემა დაამონტაჟა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. "ჩვენ არ შეგვიძლია პასიურად დაველოდოთ შესაძლო შედეგს. ჩვენი საზღვრები დაურღვეველი დარჩება", - განაცხადა საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრმა მიხალის ხრისოხოიდისმა. მანამდე თურქეთმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, აიღონ პასუხისმგებლობა ავღანელ მიგრანტებზე. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან წასული ადამიანების მკვეთრი ზრდა შეიძლება "სერიოზული გამოწვევა იყოს ყველასთვის". "მიგრაციის ახალი ტალღა გარდაუვალია, თუკი აუცილებელი ზომები არ მიიღება ავღანეთსა და ირანში", - განაცხადა ერდოღანმა.

Euronews-ი: ესპანეთი დისტანციურად მომუშავეებისთვის ციფრული ვიზის გაცემას იწყებს

კორონავირუსის პანდემიის გამო, დისტანციურად მომუშავე ადამიანების მკვეთრ ზრდასთან ერთად, ესპანეთი გეგმავს ციფრული ვიზის შემოღებას, რომელიც საშუალებას ესპანეთში იცხოვროთ და და იმუშაოთ მოგცემთ მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში. ამისშესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. გარდა ამისა, "სტარტაპერებს" შეიძლება საგადასახადო შეღავათები დაუწესდეთ, რათა ახალგაზრდა მეწარმეებს საკუთარი საქმიანობის განვითარებისა და საკუთარი პროდუქციის სხვა ქვეყანაში გატანის სტიმული ჰქონდეთ. როგორც Euronews-ი წერს, ქვეყანა ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც სოფლებში სამუშაო ადგილების ნაკლებობის გამომ, მოსახლეობის მასობრივი გადინება დაიწყო. ინიციატივას ესპანეთის 30 ქალაქი და სოფელი შეუერთდა და მათი ნახვა სპეციალური ვებგვერდის საშუალებითაა შესაძლებელი. მათ ყველას 5000-ზე ნაკლები მოსახლე ჰყავთ, შესაბამისად, სურთ ახალი მოსახლეობის მოზიდვა. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს, მასპინძლის დახვედრას, რომელიც სტუმარს ადგილობრივების ადათ-წესებს და ტრადიციებს გააცნობს. რაც შეეხება საშუალო ხარჯს, ესპანეთის სოფელში ცხოვრებისა და დისტანციურად მუშაობის დროს საშუალოდ 200-300 ევროა ევროა საჭირო.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 901 ადამიანს დაუდასტურდა, 74 გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4901 ადამიანს დაუდასტურდა, 2589 - გამოჯანმრთელდა, ხოლო 74 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 510941 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 442956, გარდაიცვალა 6723 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 813 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 782 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 20 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 10.95% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 10.97%. ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 930, აჭარა - 602, იმერეთი - 638 ქვემო ქართლი - 249, შიდა ქართლი - 272, გურია - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 298, კახეთი - 471, მცხეთა-მთიანეთი - 114, სამცხე-ჯავახეთი -130, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 61 236, საიდანაც 7 273 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 192, აჭარაში - 927, იმერეთში - 1 108. მძიმე პაციენტი: 1 510 , მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში - 146, იმერეთში - 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 329, მათგან თბილისში - 199, აჭარაში - 26, იმერეთში - 20. 3 499 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 593 - თბილისში, 1 254 - აჭარაში. 50 464 ინფიცირებული მკურნალობს საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 74 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 69, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 20 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 086 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 563 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 29 458, პირი, აჭარაში - 8 205, იმერეთში - 4 848

სამართალდამცველებმა სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ო.გ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ ტერიტორიაზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "სამართალდამცველებმა, ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო მიკროავტობუსის შემოწმების შედეგად, აღნიშნული ტრასპორტის სალონში დამალული, ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 28 555-მა ადამიანმა გაიკეთა

21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 938 705-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 661 788 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.2% სრულად ვაქცინირებულია 276 917 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 9.7% ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 28 555-მა ადამიანმა გაიკეთა.

მექსიკას ქარიშხალი "გრეისი" უახლოვდება

მექსიკას ქარიშხალი "გრეისი" უახლოვდება. აშშ-ის ქარიშხლის ეროვნული ცენტრის (NHC) განცხადებით, "გრეისის" სიჩქარე 195 კილომეტრია საათში და მას მესამე კატეგორია მიანიჭა. მათივე ცნობით, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, რაც სავარაუდოდ, გამოიწვევ წყალდიდობას. "ჩვენ ვთხოვთ მოსახლეობას, იყვნენ ძალიან ფხიზლად", - თქვა მექსიკის სამოქალაქო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა. მექსიკის პრეზიდენტმა ქვეყნის ხუთი შტატის მოსახლეობას თავშესაფრის ძიებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის განცხადებით, ქარიშხლის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო თავდაცვის ძალებიდან ათასობით ადამიანი, თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო-საზღვაო-ფლოტი და ელექტროენერგიის სახელმწიფო ფედერალური კომისია მზადყოფნის რეჟიმშია გადასული.

ბორის ჯონსონის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი "თალიბანთან" ერთად იმუშავებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი "თალიბანთან" ერთად იმუშავებს. "ავღანეთისთვის სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიმართულებით დიპლომატიური და პოლიტიკური ძალისხმევა, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში, "თალიბანთან" მუშაობა, გაგრძელდება", - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ჯონსონის თქმით, სიტუაცია ქაბულის აეროპორტში, სადაც ათასობით სასოწარკვეთილი ავღანელი შეიკრიბა, ქვეყნის დატოვების მიზნით, "ოდნავ უკეთესდება". დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, გასული შაბათიდან 1 615 ადამიანის ევაკუაცია უზრუნველყვეს, მათ შორის 402 ავღანელი იყო.

მედია:  შესაძლოა, FDA-მ Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია 23 აგვისტოს მიანიჭოს

შესაძლოა, აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) ორონავირუსის საწინაარმდეგო Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია ორშაბათს, 23 აგვისტოს მიანიჭოს, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ავტორიზაციის მინიჭება, სავარაუდოდ, გაზრდის ვაქცინაზე მოთხოვნას, როგორც საჯარო, ასევე კერძო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ელოდნენ მარეგულირებლის საბოლოოს გადაწყვეტილებას. ფედერალური და სახელმწიფო ჯანდაცვის ოფიციალური პირები ასევე იმედოვნებენ, რომ დამტკიცებული ვაქცინა დააინტერესებს ზოგიერთ ამერიკელს, რომლებიც ყოყმანობდნენ, გაეკეთებინათ ის, რაც ნებადართული იყო მხოლოდ გადაუდებელი გამოყენებისთვის. შეგახსენებთ, რომ Prizer-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის 2020 წლის დეკემბერში დაამტკიცეს.

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ლვოვის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უკრაინელი კოლეგა დენის შმიგალი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ტარანი, მინისტრთა კაბინეტის მინისტრი ოლეგ ნემჩინოვი, ლვოვის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი, ლვოვის მერი ანდრეი სადავოი, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე დახვდნენ. "საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად გაიმართა ტრადიციული ცერემონია. საქართველოს მთავრობის მეთაურს უკრაინელი კოლეგა დღეს ქალაქ ლვოვში მასპინძლობს. ხვალიდან, ოფიციალური შეხვედრები კიევში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს და უმაღლესი რადას თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს შეხვდება. მთავრობის მეთაური ასევე მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამავე თემაზე: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

მედია: ჩრდილოეთ კორეელებს კიმ ჩენ ინის წონაზე საუბარი აუკრძალეს

ჩრდილოეთ კორეელებს კიმ ჩენ ინის წონაზე საუბარი აუკრძალეს. მედია წერს, რომ „ჭორაობა“ მთავრობის მხრიდან რეაქციას გამოიწვევს, თუმცა ჯერ უცნობია, რა სანქციაზეა საუბარი. გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ ჭორების გავრცელებას ღალატად მიიჩნევს და უკვე დაიწყო გამოძიება იმის გასარკვევად, თუ საიდან გავრცელდა ეს ხმები. მთავრობის განცხადებით, კიმ ჩენ ინი სრულიად ჯანმრთელია და მისი წონის მკვეთრი დაკლება პანდემიის ფონზე საკვების დეფიციტის გამო „მის საყვარელი ხალხზე“ ნერვიულობას უკავშირდება. რამდენიმე კვირის წინ, Reuters-ი წერდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის წონაში მკვეთრი დაკლების გამო, ქვეყნის მოსახლეობა შეშფოთებულია, ფხენიანის ერთ-ერთმა მოქალაქემ კი სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ყველა მოქალაქე „დარდით გულმოკლულია“. საზოგადოების მხრიდან ეს იშვიათი კომენტარი უცხოელი ანალიტიკოსების შენიშვნას მოჰყვა, რომ ივნისის დასაწყისში ავტოკრატმა ლიდერმა წონა მკვეთრად დაკარგა.

გრიგოლეთში, ზღვაში 40 წლამდე კაცი დაიხრჩო

გრიგოლეთში, ზღვაში 40 წლამდე კაცი დაიხრჩო. როგორც ცნობილია, მაშველებმა ის უგონო მდგომარეობაში მყოფი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რუსეთმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს და უშიშროების საბჭოს მდივანს სანქციები დაუწესა

რუსეთმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას და ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანს ალექსეი დანილოვს სანქციები დაუწესა. როგორც ცნობილია, სანქციებულთა სიაში ასევე მოხვდნენ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატები, ადამიანის უფლებათა კომისარი ლიუდმილა დენისოვა, და ანგარიშების პალატის თავმჯდომარე ვალერი პაცკანი და დნეპრისპირეთის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო. სულ სანქცირებულტა სიას 73 ადამიანი დაემატა სიას. სიაში მყოფი პირების საერთო რაოდენობა 849 -დან 922 -მდე გაიზარდა. სია ბოლოს გასული წლის დეკემბერში გაფართოვდა. სანქციების დაწესებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი Twitter-ზე გამოეხმაურა. "რუსეთი დამემუქრა, რომ ყირიმის პლატფორმისთვის სამაგიეროს გადამიხდიდა. გადამიხადა, მაგრამ ეს ჩვენ არ გაგავჩერებს. ყირიმი უკრაინაა". - წერს კულება.

სახალხო დამცველი მთავრობის მიერ კოვიდის მართვის პოლიტიკას აკრიტიკებს

სახალხო დამცველი მთავრობის მიერ კოვიდის მართვის პოლიტიკას აკრიტიკებს. ნინო ლომჯარიას თქმით, ხელისუფლებამ აცრების პოპულარიზაციის აქტიურ კამპანიაზე უარი ანტივაქსერთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის ​მხარდაჭერის დაკარგვის შიშით თქვა. „არ არის სიმართლე, რომ ხელისუფლებას არ ჰქონია კოვიდის მართვის პოლიტიკა - მას ჰქონდა პოლიტიკა და ეს პოლიტიკა გულისხმობდა: ა. საზოგადოების ჯანმრთელობის და მრავალი ადამიანის სიცოცხლის რისკის ხარჯზე ეკონომიკური ზრდის მიღწევას; ბ. კანონდამრღვევი მოქალაქეების წინასაარჩევნოდ გულის მოგებას პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმებისა და ჯარიმების ჩამოწერის გზით; გ. აცრების პოპულარიზაციის აქტიური კამპანიის წარმოებაზე უარის თქმას, ანტივაქსერების მრავალრიცხოვანი ჯგუფის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით. ოპოზიციის პოლიტიკა იყო ეთქვა ყველაფერი საწინააღმდეგო, რასაც ხელისუფლება გააკეთებდა. ხოლო წესით დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვა აბარია მოექცა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ და ვერც წინააღმდეგობის გაწევის თავი აღმოაჩნდა. ასე იქნება ყველა სფეროში, სანამ უცოდინარი პოლიტიკოსები პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და სანამ დამოუკიდებელი ინსტიტუტები იქნებიან მათთან თვალებში შემციცინე პოზაში. ამიტომ ვართ დღეს ყველაზე მგლოვიარე და დაზარალებული ქვეყანა... 74 ადამიანი დავკარგეთ მხოლოდ 1 დღეში", - წერს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში. საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 901 ადამიანს დაუდასტურდა, 74 გარდაიცვალა ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 28 555-მა ადამიანმა გაიკეთა

ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ძმა "თალიბანის" დაჯგუფებას შეუერთდა

ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ძმა, ჰაშმათ ღანი "თალიბანის" დაჯგუფებას შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაცია "თალიბანის" Twitter-გვერდზე გავრცელდა. როგორც ცნობილია, 60 წლის ჰაშმათ ღანი 2002 წლიდან "კუჩის (ავღანეთში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფი) უზენაეს საბჭოს" თავმჯდომარეა. ამასთანავე, ის ხელმძღვანელობს კონგლომერატ The Ghani Group-ს, რომელიც კერძო და სახელმწიფო კლიენტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ცნობისთვის, "თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. აშრაფ ღანი: პრეზიდენტის თანამდებობაზე რომ დავრჩენილიყავი, ავღანეთის ხალხის თვალწინ ჩამომახრჩობდნენ ავღანეთის პრეზიდენტის ადგილსამყოფელი გაირკვა ,,შემოუერთდით წინააღმდეგობას" - ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მოვალეობის ლეგიტიმური შემსრულებელია

ქვეყნები, რომლებიც ავღანელი ლტოლვილების მისაღებად მზად არიან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა, 20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე 30-მდე სახელმწიფო ჩამოთვალა, რომლებიც მზად არიან, თავიანთი წვლილი შეიტანონ ავღანეთიდან ხალხის უსაფრთხოდ გამოყვანაში. როგორც ნედ პრაისმა აღნიშნა, ალბანეთმა, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტარიკამ, ჩილემ, კოსოვომ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, მექსიკამ, პოლონეთმა, კატარმა, რუანდამ, უკრაინამ და უგანდამ ასევე გააკეთეს "გულუხვი შეთავაზებები" რისკის ქვეშ მყოფი ავღანელების ავღანელების მშვიდობიანად განსახლების პროცესში. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აგრეთვე ჩამოთვალა ის ქვეყნები, რომლებიც თავიანთ ტერიტორიებს ტრანზიტის სახით სთავაზობენ, ანდა ახლო მომავალში შესთავაზებენ, ავღანეთიდან გამოყვანილ ამერიკელებს ან ზოგ ვითარებაში - სხვებსაც. რატომ ადარებენ „თალიბანის“ ქაბულში გამარჯვებას, ვიეტნამში, საიგონის დაცემას? ამ ქვეყნების ჩამონათვალშია: ბაჰრეინი, გერმანია, დანია, იტალია, ყაზახეთი, ქუვეითი, ტაჯიკეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, დიდი ბრიტანეთი და უზბეკეთი. "ჩვენ ღრმად ვაფასებთ მათ მიერ შემოთავაზებულ მხარდაჭერას და ჩვენ ვამაყობთ, რომ მათთან ერთად ვმონაწილეობთ ავღანეთის ხალხის დახმარების პროცსში", - აცცხადებს ნედ პრაისი. ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა თავის მხრივ, საბერძნეთი და თურქეთი უარს ამბობენ მიგრანტების მიღებაზე. საბერძნეთმა, ავღანელი მიგრანტების ზრდის ფონზე, თურქეთის საზღვართან 40-კილომეტრიანი ბარიერი აღმართა. „ჩვენ არ შეგვიძლია, პასიურად დაველოდოთ შესაძლო შედეგს. ჩვენი საზღვრები დაურღვეველი დარჩება", - განაცხადა საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრმა მიხალის ხრისოხოიდისმა. მანამდე თურქეთმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, აიღონ პასუხისმგებლობა ავღანელ მიგრანტებზე. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან წასული ადამიანების მკვეთრი ზრდა შეიძლება „სერიოზული გამოწვევა იყოს ყველასთვის". „მიგრაციის ახალი ტალღა გარდაუვალია, თუკი აუცილებელი ზომები არ მიიღება ავღანეთსა და ირანში", - განაცხადა ერდოღანმა. ამავე თემაზე: ბრიტანეთი ავღანეთიდან 20 000 მიგრანტს მიიღებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება ანტონიო გუტერეში: ავღანეთის ხალხი არ უნდა მივატოვოთ ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ევროპა ავღანეთიდან მიგრანტების მისაღებად უნდა მოემზადოს

რა შემთხვევაშია სავალდებულო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კოვიდტესტირება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა Europetime-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კოვიდტესტირება სავალდებულო იქნება, თუ მას აცრა არ აქვს გაკეთებული ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან გადატანილი არ აქვს კოვიდი. მისი თქმით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას შესთავაზებენ, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია. თუმცა, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. "რაც შეეხება პრემიერის ინიციატივას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ცესკოს თავმჯდომარე შეხვდა ჯანდაცვის მინისტრს. მათი საუბარი შეეხებოდა სწორედ იმას, თუ როგორ უნდა ჩატარდეს პანდემიის პირობებში არჩევნები უსაფრთხოდ. იყო საუბარი, რა თქმა უნდა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში დასაქმებული პირების წინასწარ ტესტირებაზე, ასევე ვაქცინაციაზე. უკვე ტესტირების ორი ეტაპი გავიარეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. ჯერ აიცრნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებსაც არც ერთი დოზა არ ჰქონდათ გაკეთებული. თანამშრომლების უმრავლესობა აცრილია, ზოგს აქვს ორჯერადი ვაქცინაცია ჩატარებული, ზოგს აქვს ერთი დოზა გაკეთებული და მეორეს ელოდება. შედგა იმ თანამშრომლების სია, რომელთაც არ ჰქონდათ ვაქცინაცია ჩატარებული, ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო, რომ ერთ-ერთ კონკრეტულ ადგილზე გადაგვეყვანა ისინი და აცრილიყვნენ. ეს იყო პირველ ეტაპზე, მეორე ეტაპზე იგეგმება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების აცრა. სულ ჯამში, 73 საოლქო საარჩევნო კომისიაა, რომელიც 17-კაციანი შემადგენლობით არის წარმოდგენილი. ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას შევთავაზებთ, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებული, თუმცა ტესტირების პროცესი არის სავალდებულო ყველასთვის, ვისაც აცრა არ აქვს გაკეთებული ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან გადატანილი არ აქვს კოვიდი. პირველ რიგში, ვაკეთებთ ტესტირებას, სწრაფი ტესტით. ჯერჯერობით ორი ეტაპი გვქონდა და არც ერთ შემთხვევაში არ დაუდგინდა რომელიმე თანამშორმელს. ამის შემდეგ იყო პირველი ეტაპი ჩვენთან, ცესკოში, როდესაც ვაქცინაციის პროცესი ჩატარდა, ახლა უკვე საოლქო საარჩევნო კომისიებშიც იგივე პროცესი მიმდინარეობს. მიმდინარეობს ორგანიზება, რომ ეტაპობრივად დავიწყოთ და ავცრათ ყველა თანამშრომელი. რაც შეეხება ტესტირებას, ესეც საოლქო საარჩევნო კომისიებში იქნება პერიოდული და ასევე სწალების დროს, რომელიც 6-ეტაპიანია. ყველა ის პირი, ყველა ის კომისიის წევრი, რომელიც ჩაერთვება სწავლების პროცესში, ტრენინგის დაწყებამდე გაიტესტება", - განაცხადა ნათია იოსელიანმა. ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს

ამომრჩეველი თერმოსკრინიგს სავარაუდოდ, არც 2 ოქტომბრის არჩევნებზე გაივლის

"ამომრჩევლების თერმოსკრინინგი არ ჩატარებულა არც შარშან და არც წელსაც არ იგეგმება, ყველა შემთხვევაში ამ დადგენილებით, ვნახოთ, მომავალში რა იქნება", - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი თერმოსკრინინგს გაივლის და მას ტემპერატურა დაუფიქსირდება, მისი არჩევნებზე არშეშვება კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა იქნება. "ჩვენ ამომრჩეველს ტემპერატურას არ ვუზომავთ. შარშან, ყველა სხვა დანარჩენს, კომისიის წევრს, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს ვუზომავთ ტემპერატურას, ის გადის თერმო სკრინინგს, თერმო სკრინინგის გარეშე ის შენობაში ვერ მოხვდება. ამომრჩევლები მცირე დროით გაჩერდებიან კენჭისყრის შენობაში, ეს არის სადღაც 5-10 წუთი. ამომრჩეველს, თუნდაც რომ გავუზომოთ და დაუფიქსირდეს ტემპერატურა, მისი არშემოშვება ეს არის კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, იმ კუთხით, რომ ჩვენ მათ ვუზღუდავთ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. ამომრჩეველს აუცილებლად ვთხოვთ პირბადეს, რომელიც უნდა ეკეთოს მას კენჭისყრის შენობაში ყოფნის დროს, შენობაში შესვლისას და გამოსვლისას ხელების შესაბამისი ხსნარით დამშავებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან დისტანცია დაიცვას კომისიის წევრებთან და სხვა ადამიანებთან მიმართებით. როგორ შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა შარშანაც განგივცხადეს, 5-10 წუთი არ არის საფრთხის შემცველი. ამომრჩევლების თერმოსკრინინგი არ ჩატარებულა არც შარშან და არც წელსაც არ იგეგმება, ყველა შემთხვევაში ამ დადგენილებით, ვნახოთ, მომავალში რა იქნება", - განაცხადა ნათია იოსელიანმა. რა შემთხვევაშია სავალდებულო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კოვიდტესტირება ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს

ღარიბაშვილი და შმიგალი უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგასთან ერთად, საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე იმყოფებოდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო ბაზაზე დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები. ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი უცხოური კონტიგენტის ხელმძღვანელობას გაესაუბრნენ, რომელთა შორის მოკავშირე სახელმწიფოების წარმომადგენლები იმყოფებიან, ასევე გაეცნენ საიმიტაციო მოდელირების ცენტრის მუშაობას, დაათვალიერეს სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება, მათ შორის უკრაინაში წარმოებული იარაღი და სასწავლო ბაზაზე საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ. საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრი ყოველწლიურად არაერთ მსხვილ საერთაშორისო სწავლებას მასპინძლობს, რომელშიც ნატოს წევრი და მოკავშირე სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად, ქართველი ჯარისკაცებიც მონაწილეობენ.

გიგი უგულავა ფოთში ოპოზიციური პარტიების ნაწილის მერობის კანდიდატია

„გიგი უგულავა გამოცდილი პოლიტიკოსია და მან თბილისის მერობის დროს დედაქალაქი მნიშვნელოვნად წასწია წინ“. ასე წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გიგი უგულავა ფოთში მერობის კანდიდატად. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფოთში არის ძალიან გამოცდილი, მძიმეწონიანი პოლიტიკოსი, რომელმაც უდიდესი გამოცდილება მიიღო განვლილ წლებში. მისი მოწინააღმდეგეებიც, ბიძინა ივანიშვილიც კი ვერ უარყოფს, რომ თბილისი მნიშვნელოვნად, სასიკეთოდ წინ წასწია და ეჭვი არ მეპარება, იგივეს გააკეთებს ფოთში, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. მაგრამ მანამდე რეფერენდუმში უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება. გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ ხალხმა. დავივიწყოთ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია. აღარაა ეს პარტიული ბრძოლა, ესაა საზოგადოების ბრძოლა. ჩვენ, როგორც საზოგადოების წევრები ამ ბრძოლაში სხვადასხვა ამპლუით ვართ ჩაბმული“, - განაცხადა ნიკა მელიამ. „ბევრი მეკითხება რატომ ფოთი და რატომ 5 ნომერი“, - გიგი უგულავამ ამ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ 2 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი, სადაც მმართველი პარტიისთვის „საბოლოო განაჩენი“ დააანონსა. „მანამდე ჩვენ მოგვიწევს ერთობლივი ბრძოლა და შრომა. ჩემთვის უდიდესი პატივია, აქ ვიყარო კენჭი და თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში გავხდე ფოთის რჩეული. შესაძლოა, ბევრმა ადამიანმა თქვას, რა გინდა, ამხელა ქალაქის მერი იყავიო, თუმცა ერთია, როდესაც შენ ხარ ხელისუფლების კანდიდატი და მეორეა, როდესაც მხარს უჭერ ბრძოლას უკეთესი ქვეყნისთვის. ფოთში ყველა აკეთებს ფულს, მაგრამ არავინ ხარჯავს, ცენტრალური მთავრობა უკან აბრუნებს კაპიკებს“, - განაცხადა გიგი უგულავამ. ამასთან, ოპოზიციის ნაწილმა ბათუმის მერობის კანდიდატად გიორგი კირთაძე დაასახელა. ის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ წარადგინა. ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებიც დაასახელა. გიგი უგულავამ „ევროპული საქართველო“ 2020 წლის არჩევნების შემდეგ დატოვა. ეს პარტია ერთ-ერთია იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის, რომლებიც მომავალ არჩევნებში საერთო კანდიდატებს მხარს უჭერენ.

დომინიკ რააბმა და ენტონი ბლინკენმა ავღანეთის საკითხი განიხილეს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც ავღანეთში არსებული მდგომარეობა განიხილეს. „ჩემ კოლეგა ბლინკენთან ავღანეთში შექმნილი ვითარება განვიხილე. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენი მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციაზე. ასევე ვქმნით საერთაშორისო სტრატეგიას ტერორიზმთან ბრძოლის, ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – დაწერა რააბმა Twitter-ზე. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.