ძებნის რეზულტატი:
პაატა იმნაძე: პიკი უკან დაიხევს, მაგრამ კლება იქნება ძალიან ხანგრძლივი და მცირე
"ყოველი 1000 ადამიანიდან, ვინც ავად გახდება, 10-დან 13-მდე დაიღუპება. ეს ძალიან ბევრჯერ მითქვამს, ამიტომ რაღაც ზედმეტსახელებს მარქმევენ ხოლმე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, შესაძლოა, კახეთში არსებული ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდეს. "მოგეხსენებათ, რთველი იწყება, შესაბამისად, ექიმებს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ იმისათვის, რომ ადგილობრივმა ჯანდაცვის სისტემამ გაუძლოს იმ დატვირთვას, რომელიც ახლო მომავალში იქნება მოსალოდნელი. სამწუხაროდ, კახეთი ვაქცინაციის კუთხით მაღალი აქტივობით არ გამოირჩევა, მაგრამ კახელების სიბრძნის იმედი მაქვს და ვიცი, რომ ისინი ვაქცინაციის კამპანიაში აქტიურად ჩაერთვებიან. ლოკდაუნის საკითხი არ განიხილება, განიხილება ის, რომ გამკაცრდეს არსებული რეგულაციები და დაემატოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე არ მოახდენს დამღუპველ ზეგავლენას. ყოველი 1 000 ადამიანიდან, ვინც ავად გახდება, 10-13 დაიღუპება. პიკი უკან დაიხევს, თუმცა, სამწუხაროდ, ისევ ძალიან მაღალი ციფრები იქნება. შეიძლება მაჩვენებლებმა აღარ მოიმატოს, მაგრამ კლება იქნება ძალიან ხანგრძლივი და მცირე", - განაცხადა პაატა იმნაძემ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 60.
თამარ გაბუნია: იმისთვის, რომ იმუნური ფენა შეიქმნას, ჩვენი მიზანია, დღეში 35-40 ათასი აცრა ჩატარდეს
ჩვენ ახლა ვართ დღიურად, საშუალოდ, 25 000 აცრაზე, რაც არ არის საკმარისი ტემპი მიმდინარე ეპიდემიის გარდატეხისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც გაბუნია აღნიშნავს, დღეში კორონავირუსის საწინააღმდეგო 35-40 ათასი აცრა უნდა ჩატარდეს, რათა საზოგადოებაში იმუნური ფენა სწრაფად შეიქმნას. „ჩვენ ახლა ვართ დღიურად, საშუალოდ, 25 000 აცრაზე, რაც არ არის საკმარისი ტემპი მიმდინარე ეპიდემიის გარდატეხისთვის. ჩვენი მიზანია 35-40 ათასი აცრა შესრულდეს დღის განმავლობაში, იმისთვის, რომ ვაქცინაციის ფონზე იმუნური ფენა შეიქმნას უფრო სწრაფად. ამისთვის რეზერვი გვაქვს, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლებში“,- აღნიშნავს გაბუნია. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, 5 200 გამოჯანმრთელდა, ხოლო 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში 17 670 აცრა ჩატარდა. სულ ჩატარებულია 979 813 აცრა. ამ ეტაპისთვის საქართველოში ერთი დოზით აცრილია 685 448 ადამიანი, ხოლო სრულადვაქცინირებულთა რაოდენობა 294 365 შეადგენს.
19 წლის ბიჭმა ბავშვი გადაარჩინა, თვითონ კი დაიხრჩო
სენაკში მდინარე ტეხურში 19 წლის გიორგი გორდეზიანი დაიხრჩო. ინფორმაციას ,,სენაკის ქრონიკა" ავრცელებს. როგორც ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ ცურვა არ იცოდა, ის მდინარეში გადახტა და ბავშვის სიცოცხლე გაადარჩინა, თვითონ კი დაიღუპა.
საბანკო ასოციაცია: დამატებითი რეგულაციების შემოტანას განვიხილავთ, რაც ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას, ან რეგულარულ ტესტირებას გულისხმობს
ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური სექტორი, რომელიც ყოველდღიურად ოპერირებს წინა ხაზზე და შეუფერხებლად აწვდის მომსახურებას თავის მომხმარებლებს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ვაქცინაციის პროცესის წახალისებას და მაქსიმუმს გააკეთებს თანამშრომელთა უსაფრთხოების დასაცავად, - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული. საბანკო ასოციაციის განცხადებით, მათი მნიშვნელოვანი მიზანია, დაიცვან სექტორში დასაქმებული ადამიანები კოვიდინფექციისგან და იზრუნონ იმ მომხმარებლების უსაფრთხოებაზე, ვინც ყოველდღიურად სტუმრობს საბანკო ფილიალებს. "მაქსიმალურად წახალისებულია დისტანციური სერვისების მოხმარება და ამავდროულად დაცულია უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები ფილიალებში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ვაქცინაცია და უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით შესრულება ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალია ჩვენი ქვეყნისთვის, დავძლიოთ ის უზარმაზარი გამოწვევა, რაც პანდემიამ ქვეყნის მოსახლეობას და ეკონომიკას შეუქმნა. ამ მიზეზით, ვაქცინაციის მხარდასაჭერად ბანკებში არაერთი საინფორმაციო და წამახალისებელი აქტივობა გაკეთდა, აგვისტოს მონაცემებით, სექტორში დასაქმებულთა 50%-ზე მეტი უკვე აცრილია ან რეგისტრირებულია აცრაზე, ბანკები აქტიურად აგრძელებენ ამ მიმართულებით ერთობლივ მუშაობას", - ნათქვამია განცხადებაში. საბანკო ასოციაციის განცხაებით, რეგულაციების ფარგლებში განიხილება საერთაშორისო გამოცდილების და საქართველოში სხვა სექტორებში უკვე არსებული პრაქტიკის გაზიარება, რაც გულისხმობს ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას ან რეგულარულ ტესტირებას. " შექმნილ სიტუაციაში ათიათასობით ადამიანის დამსაქმებლის როლი და პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია. შესაბამისად, პრიორიტეტად მივიჩნევთ ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნებას, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, რა მიზეზითაც, ექსპერტების ჩართულობით განვიხილავთ დამატებითი რეგულაციების შემოტანას, რაც უზრუნველყოფს, როგორც ჩვენი გუნდების და მილიონობით მომხმარებლის, უსაფრთხოებას, ისე დადებით მაგალითს მისცემს სხვა დამსაქმებლებსაც და სექტორსაც. რეგულაციების ფარგლებში განიხილება საერთაშორისო გამოცდილების და საქართველოში სხვა სექტორებში უკვე არსებული პრაქტიკის გაზიარება, რაც გულისხმობს ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას ან რეგულარულ ტესტირებას. ვფიქრობთ ამ ნაბიჯებით ბევრი სიცოცხლის გადარჩენას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას შევუწყობთ ხელს", - ნათქვამია განცხადებაში.
ირანმა ავღანეთში საწვავის ექსპორტი განაახლა
„თალიბანის“ თხოვნის საფუძველზე, ირანმა ავღანეთში საწვავის ექსპორტი განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის ნავთობის, გაზისა და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტიორთა კავშირი ავრცელებს. გასულ კვირას, ავღანეთში ერთი ტონა საწვავის ფასმა 900 დოლარს მიაღწია. ფასების მატების შესაკავებლად, თალიბებმა ირანის ხელისუფლებას თხოვნით მიმართეს, მოვაჭრეებისთვის საზღვრები ღია დაეტოვებინა. „თალიბანმა“ ირანს შეტყობინება გამოუგზავნა, რომელშიც ნათქვამია: „შეგიძლიათ გააგრძელოთ ნავთობპროდუქტების ექსპორტი“, - განაცხადეს ირანის ნავთობის, გაზისა და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტიორთა კავშირში.
თამარ გაბუნია: რეანიმაციაში მყოფი 3 500-ზე მეტი პაციენტიდან, აცრილი მხოლოდ 10-ია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიას განცხადებით, რეანიმაციაში მყოფი 3500-ზე მეტი პაციენტიდან მხოლოდ 10 არის აცრილი. მისი თქმით, "არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ აცრილ პირებში დაავადების მძიმე ფორმები და გარდაცვალების ერთეული შემთხვევა იქნება, ასეთია მსოფლიო გამოცდილება". მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მსგავსი შემთხვევა სწორად და ობიექტურად შეფასდეს. "ერთეული შემთხვევების გარდა, გვყავს პაციენტები, რომელთაც ვაქცინა ჰქონდათ გაკეთებული და მიუხედავად იმისა, რომ მათი ოჯახის წევრებს ვირუსი შეეყარათ, მათ არაფერი დაემართათ. ამასთან, რეანიმაციაში მყოფი 3500-ზე მეტი პირიდან მხოლოდ 10 გახლავთ აცრილი. ეს ციფრები მყარად მიუთითებს იმას, რომ ვაქცინა ნამდვილად ეფექტურია სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილებისთვის, თუმცა 100%-იანი ეფექტი არცერთ სამედიცინო ჩარევას არ აქვს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 60. ჯანდაცვის მინისტრი: კოვიდვაქცინით ორჯერ აცრილის გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს, მაგრამ ეს არის 0,001%
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა. Pfizer-ის ვაქცინა აშშ-ში პირველი ვაქცინაა, რომელმაც მსგავსი სტატუსი მიიღო მარეგულირებლისგან. აქამდე Pfizer-ის ვაქცინას საგანგებოდ გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული. ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში Pfizer-ის ვაქცინის 204 მილიონზე მეტი დოზა გაიხარჯა.
ისრაელში, 12 წლის და უფროსი ასაკის მოსწავლეებს სკოლაში, გაკვეთილების დროს აცრიან
კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ისრაელში სასწავლო წელი პირველ სექტემბერს დაიწყება. 12 წლის და უფროსი ასაკის მოსწავლეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სკოლაში, გაკვეთილების დროს გაუკეთდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას TimeofIsrael-ი ავრცელებს. ვაქცინაცია მოსწავლეების მშობლების თანხმობის საფუძველზე უნდა ჩატარდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის განათლების მინისტრი ამ გეგმის წინააღმდეგი იყო, მაგრამ მოგვიანებით დაეთანხმა, რათა თავიდან აეცილებინა სასწავლო წლის დაწყების გადადება. ზოგიერთი ოფიციალური პირი სასწავლო წლის დაწყების ერთი თვით გადადებას ითხოვდა, რადგან "დელტას" ვარიანტის გავრცელებამ შემთხვევების მატება გამოიწვია. ამასთან, სკოლის მასწავლებლებისა და სხვა პერსონალისთვის ე.წ. მწვანე საშვების სისტემა ამოქმედდება. სასწავლო დაწესებულებაში მუშაობას ისინი მხოლოდ ვაქცინაციის სერტიფიკატის ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებენ. ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა კვირას საღამოს.გასული კვირის განმავლობაში, ისრაელში კორონავირუსით 198 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი დაიღუპა მხოლოდ შაბათ -კვირას.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორდენით - „დამსახურებისთვის“ ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილე სხვა ლიდერებთან ერთად ღარიბაშვილიც დააჯილდოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში, ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი ხარისხის ორდენით - „დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე დააჯილდოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ფინეთის, სლოვაკეთის და მოლდოვას პრეზიდენტები; რუმინეთის, სლოვაკეთის და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ამავე თემაზე: შარლ მიშელი: საერთაშორისო თანამეგობრობამ გარანტირებულად უნდა უზრუნველყოს ის, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია არასოდეს გახდეს ლეგიტიმური ლიეტუვის პრეზიდენტი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დააბრუნებს ღარიბაშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტზე: 13 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო
ჩავუშოღლუ ყირიმის პლატფორმის სამიტზე: დეოკუპაციის მოსაგვარებლად საერთაშორისო სისტემა, მათ შორის გაეროს მექანიზმი კარგად არ არის ჩამოყალიბებული
ყირიმის პლატფორმის სამიტი საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის ახალ გვერდს ხსნის, რათა ყირიმის ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მშვიდობიანი გზა იპოვოს, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. „ახლანდელ ვითარებაში, ამ პრობლემის იოლი გადაწყვეტა არ არსებობს. სამწუხაროდ, საერთაშორისო სისტემა, მათ შორის გაეროს მექანიზმი, არ არის კარგად ჩამოყალიბებული მის მოსაგვარებლად. მიუხედავად ამისა, დიპლომატიური გზით მშვიდობიანი გადაწყვეტა არის ერთადერთი გზა და ეს მოითხოვს ეფექტურ კოორდინაციას“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, ეს სამიტია მნიშვნელოვანი სტარტია საერთო ძალისხმევის კოორდინირებისთვის მშვიდობიანი და ხანგრძლივი გადაწყვეტილების მისაღწევად. „ყირიმი უკრაინაა ", - განაცხადა ჩავუშოღლუმ. მან გამოთქვა იმედი, რომ ყირიმის სამიტის პლატფორმა „გახდება ეფექტიანი ფორუმი საერთო ერთგულების და სოლიდარობის საჩვენებლად". „ყირიმის პლატფორმა არ ეხება მხოლოდ ტერიტორიას, ის ასევე ეხება ადამიანებს. მე ვიცი, რომ ყირიმელი თათრების თემები ცხოვრობენ თქვენს ქვეყნებში. თურქეთში ასევე ცხოვრობს ასეთი მილიონობით მოქალაქე," - დაამატა თურქმა მინისტრმა. ჩავუშოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კვლავაც ძლიერია.
ბათუმის მოხუცთა თავშესაფრის "სავანეს" ბენეფიციარების უმრავლესობა ვაქცინირებულია
წმ. მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების "სავანეს" ბენეფიციარების 95% ვაქცინირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა იმ ბენეფიციარებს ჩაუტარდათ, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადააგილება არ შეუძლიათ. ვაქცინაციის მიზნით, რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მედიკოსთა ჯგუფი მათ სათნოების "სავანეში" ეწვია. სათნოების სავანეში ვაქცინაცის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე დაესწრნენ. "თავშესაფრის ბენეფიციართა ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უმრავლესობა ასაკოვანია, ნაწილს კი აქვს ქრონიკული დაავადებები. მათი სრულყოფილად ვაქცინაციისათვის დღეს ამცრელი ბრიგადა ადგილზე მოვიდა. მოხარული ვარ, რომ აქ მცხოვრებთა 95% აცრილია", - განაცხადა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. დღემდე სამედიცინო დაწესებულებში ვაქცინაცია სავანეს 60-მა ბინადარმა ჩაიტარა, ისინი უკვე ორი დოზით ვაქცინირებულები არიან.
რუხის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 22 წლის გოგო გარდაიცვალა
რუხის საავადმყოფოში, თითქმის ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 22 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრები იყო. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. "პაციენტი შემოყვანილი იყო ოკუპირებული ტერიტორიიდან. მას ჰქონდა ქრონიკული დაავადებები, რაც იწვევდა მის სიმძიმეს. კოვიდინფიცირებული იყო, ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა ჩვენთან რეანიმაციულ განყოფილებაში. თავიდანვე, შემოსვლისთანავე მძიმე იყო მისი მდგომარეობა, დადასტურებიდან მალევე გადმოიყვანეს", - აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე ცნობით, რუხის კლინიკაში, ამ დროისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილი 20-მდე პაციენტი მკურნალობს. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 60.
ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეები შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ერთობლივ ძალისხმევას ხელს შეუწყობენ
ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის სამიტის მონაწილეებმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დაადასტურეს, ყირიმის დროებითი ოკუპაცია, ნახევარკუნძულის მილიტარიზაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა და რეგიონში ნავიგაციის თავისუფლების შეზღუდვები დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, კონსტრუქციულად ჩაერთოს პლატფორმის საქმიანობაში. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც ამ სამიტის ფარგლებში მიიღეს. „ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მონაწილეები არ აღიარებენ და გმობენ ყირიმის დროებით ოკუპაციას და უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი პირდაპირ გამოწვევას და მძიმე შედეგებით ემუქრება საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს, რომელიც იცავს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, ერთიანობას და სუვერენიტეტს“, - ნათქვამია ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეების ერთობლივ დეკლარაციაში. მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩავუშოღლუ ყირიმის პლატფორმის სამიტზე: დეოკუპაციის მოსაგვარებლად საერთაშორისო სისტემა, მათ შორის გაეროს მექანიზმი კარგად არ არის ჩამოყალიბებული დეკლარაცია გმობს ყირიმის მცხოვრებლების ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მუდმივ დარღვევებს და სისტემურ არასათანადო შეზღუდვებს, ყირიმის მიმდინარე მილიტარიზაციას, რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას უფრო დიდ შავი ზღვის რეგიონში, აფერხებს სანავიგაციო უფლებებსა და თავისუფლებებს. დეკლარაცია ადგენს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმას, როგორც საკონსულტაციო და საკოორდინაციო ფორმატს, რომლის მიზანია, მშვიდობიანად დასრულდეს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის დროებითი ოკუპაცია და აღდგეს უკრაინის კონტროლი ამ ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული დაცვით. მონაწილეებმა ასევე გადაწყვიტეს, განიხილონ შემდგომი პოლიტიკური, დიპლომატიური და შემზღუდავი ზომები რუსეთის ფედერაციის მიმართ, თუ ეს გათვალისწინებულია თითოეული მონაწილის იურისდიქციით და საჭიროებისამებრ, თუ ამას მოითხოვს რუსეთის ქმედებები. უფრო მეტიც, აღინიშნა, რომ მონაწილეები გაუმკლავდებიან ყირიმის მიმდინარე მილიტარიზაციის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებს, და ხელს შეუწყობენ ერთობლივ ძალისხმევას ამ საფრთხეებისადმი გამძლეობის გასაძლიერებლად, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მზარდი საფრთხეების კონტექსტში. შარლ მიშელი: საერთაშორისო თანამეგობრობამ გარანტირებულად უნდა უზრუნველყოს ის, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია არასოდეს გახდეს ლეგიტიმური დეკლარაცია რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, როგორც საოკუპაციო ძალამ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და სხვა მოქმედი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყირიმის მცხოვრებლების ადამიანის უფლებების დარღვევა და უზრუნველყოს ყირიმზე საერთაშორისო მექანიზმების სრული და შეუფერხებელი წვდომა, კერძოდ, გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის უკრაინაში და ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიისთვის უკრაინაში, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკი: სავსებით შესაძლებელია, 23 აგვისტო შევიდეს ისტორიაში, როგორც დეოკუპაციის დაწყების თარიღი მონაწილეებმა გადაწყვიტეს, გააერთიანონ ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ოკუპირებულ ყირიმში მცხოვრები სამოქალაქო მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე და უკრაინის მოქალაქეების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებაზე, რომლებიც რუსეთის მიერ უკანონოდ არიან დაკავებულნი ან მსჯავრდებულნი პოლიტიკური მიზეზების გამო ორივე ტერიტორიაზე, ოკუპირებული ყირიმისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, დეკლარაცია ადგენს, რომ მონაწილეები განიხილავენ ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და გარემოსდაცვითი პროექტების მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის რეგიონების შემდგომ განვითარებას დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მიმდებარედ. ლიეტუვის პრეზიდენტი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დააბრუნებს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ შენარჩუნდება ზეწოლა რუსეთზე, რათა დასრულდეს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის დროებითი ოკუპაცია რუსეთის მიერ და აღდგეს უკრაინის კონტროლი ამ ტერიტორიაზე. ღარიბაშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტზე: 13 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო უკრაინაში ყირიმის პლატფორმის სამიტი იმართება ცნობისათვის, კიევში ყირიმის პლატფორმის სამიტი იმართება. სამიტზე 45-მა ქვეყანამ დაადასტურა მონაწილეობა.
პაატა იმნაძის განცხადებით, სრულად ვაქცინირებულის გარდაცვალების მიზეზებს სწავლობენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სრულად ვაქცინირებულის გარდაცვალებაზე მოკვლევა მიმდინარეობს. იმნაძის განმარტებით, საუბარია ვაქცინირებულთა გარდაცვალების ორი შემთხვევის შესახებ. მისი თქმით, "100%-იანი ამ ქვეყანაზე არაფერი არსებობს". "ჯერჯერობით მიმდინარეობს ამ ფაქტის მოკლევა. ისევე როგორც წინა ფაქტის მოკვლევა. 100%-იანი ამ ქვეყანაზე არაფერი არსებობს", - აცხადებს პაატა იმნაძე. ცნობისთვის, საქართველოში ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 60. ჯანდაცვის მინისტრი: კოვიდვაქცინით ორჯერ აცრილის გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს, მაგრამ ეს არის 0,001%
ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე დადგენილებები მიიღო
ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად მუშაობს პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. გასული წლის წარმატებული გამოცდილების შემდეგ, ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობით განაახლა სამართლებრივი აქტები, რომელიც არეგულირებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ყველა დონის საარჩევნო კომისიაში, ისე უშუალოდ კენჭისყრის დღეს, - ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვსაარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილებები, რომლებიც პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას ეხება. "დღეს გამართულ სხდომაზე საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილებები, რომლებიც პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას ეხება. საუბარია იმ სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებზე, რომლის დაცვაც მოუწევთ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე. განისაზღვრა არჩევნების მონაწილეობის წესი იზოლაციაში მყოფი და პენიტენციურ დაწესებულებებსა და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებში მყოფი პირებისთვის. რეგულაციები და ქცევის წესები როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების, ისე საარჩევნო პროცესში ჩართული სხვა მხარეებისთვის არის განსაზღვრული. ამ დადგენილებებით დარეგულირდა არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები. ასევე, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის შექმნილი საარჩევნო უბნების და სპეციალური ჯგუფების შექმნის წესები. დადგენილებები ყველასათვის ხელმისაწვდომია და განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე", - განაცხადა ნათია დუმბაძემ. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ 2 ოქტომბერს ხმის მიცემის პროცესი ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად კომფორტულ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში წარმართოს. "სწორედ ამიტომ, ცესკომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო ფართების მოძიება საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს; ამ სამუშაოების შედეგად, შერჩეული უბნების უმეტესობა უზრუნველყოფილია ბუნებრივი ვენტილაციით და იძლევა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას. ამავე მიზნებით 150-მდე საარჩევნო უბნის ლოკაცია შეიცვალა, ხოლო 500-მდე საარჩევნო უბანი უფრო დიდ ფართებში განთავსდა. ამასთან საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად ეცადა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების გათვალისწინებით, ამომრჩეველი დარჩენილიყო იმავე ლოკაციაზე, სადაც გასული წლის არჩევნებზე აძლევდა ხმას, მათთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად. ასევე ცალსახად აღსანიშნავია, რომ უშუალოდ არჩევნების დღეს უმეტეს უბნებზე კენჭისყრის პროცედურები ორგანიზებული იქნება დიდ დარბაზებში (იმ შენობა-ნაგებობების სივრცეებში, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიებია განთავსებული). ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც გასულ წელს, ისე 2021 წლის არჩევნებზე, მოქალაქეები დაიცავენ იმ ნორმებს, რომელიც ცესკომ ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის დღეს გამართულ სხდომაზე დაადგინა. ასევე გაცნობებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იწყებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას როგორც კოვიდრეგულაციების თაობაზე, ისე საარჩევნო უბნების ლოკაციასთან დაკავშირებით ამომრჩევლების დროულად და ამომწურავად ინფორმირების მიზნით", - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა. ამავე თემაზე: ექსკლუზიური ინტერვიუ - ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს რა შემთხვევაშია სავალდებულო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კოვიდტესტირება ამომრჩეველი თერმოსკრინიგს სავარაუდოდ, არც 2 ოქტომბრის არჩევნებზე გაივლის
კიევში ირაკლი ღარიბაშვილმა და შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის შეხვედრა გაიმართა. აუდიენციის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს. ის წერს, რომ კიევში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. „ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ", - წერს ნინო გიორგობიანი Facebook-ზე. ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში 21 აგვისტოს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა. ასევე გაიმართა მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან. დღეს კი საქართველოს პრემიერ - მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობდა რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებოდნენ. ამავე თემაზე: ღარიბაშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტზე: 13 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო
პაატა იმნაძე: კახელებს ვთხოვ, გამოიჩინონ სიდარბაისლე და გონიერება, გადადონ დიდი ქეიფები. რთველი ჩაატარეთ კარგად და მერე იქეიფეთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კახეთში აცრების დაბალი მაჩვენებელია. მისი თქმით, შესაძლოა, კახეთში არსებული ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდეს. პაატა იმნაძე კახელებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს. "კახელებს ვთხოვ ერთს. როგორც ყოველთვის, ახლაც გამოიჩინონ მათთვის დამახასიათებელი სიდარბაისლე და გონიერება, გადადონ ახლა დიდი ქეიფები, ქორწილები და ქელეხები. მესმის ამის გაკეთება ძნელია, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. რთველი ჩაატარეთ კარგად და მერე იქეიფეთ, იქნებ მაშინ უკეთესი მდგომარეობა იყოს" - განაცხადა პაატა იმნაძემ. ბოლო 24 საატში, საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 60 ინფიცირებული. საკოორდინაციო საბჭო შემზღუდავი ღონისძიებების გაფართოების საკითხს ხვალ განიხილავს საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე მუშაობა რეგიონებშიც მიმდინარეობს თამარ გაბუნია: იმისთვის, რომ იმუნური ფენა შეიქმნას, ჩვენი მიზანია, დღეში 35-40 ათასი აცრა ჩატარდეს პაატა იმნაძე: პიკი უკან დაიხევს, მაგრამ კლება იქნება ძალიან ხანგრძლივი და მცირე
შვარცნეგერი ანტივაქსერებს: შეგიძლიათ, იყოთ რეგვენები, მაგრამ კორონავირუსი კლავს ადამიანებს და ამის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა
არნოლდ შვარცენეგერ მიმართავს მათ, ვინც COVID19-თან დაკავშირებული მითითებების შესრულებაზე უარს ამბობს. მის YouTube გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, მსახიობმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „ჯერ კიდევ ქაოსშია“, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი არ ატარებს ნიღბებს და არ იცავს სოციალურ დისტანციას. „თქვენ გაქვთ თავისუფლება, იყოთ რეგვენები. და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს შეგიძლიათ, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოთ რეგვენები. ვირუსი აქ არის, კლავს ადამიანებს და ერთადერთი გზა, რომ თავიდან ავიცილოთ ის, ეს არის ვაქცინაცია, ნიღბების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, ხელების მუდმივად დაბანა და არა იმაზე ფიქრი - „აქ ჩემი თავისუფლება ირღვევა ". "გავკარი" თქვენს თავისუფლებას, თავისუფლებას ვალდებულებები და პასუხისმგებლობები ახლავს თან“, - აღნიშნა შვარცნეგერმა. მან ანტივაქსერებსაც მიმართა. „მე არ მსურს ვინმეს გაკიცხვა, მაგრამ უბრალოდ მინდოდა ყველასთვის მეთქვა, მოდი ერთად ვიმუშაოთ და შეწყვიტეთ ბრძოლა, რადგან ვირუსი არსებობს და უმჯობესია აცრა და ნიღბის ტარება“, - აღნიშნა მსახიობმა, რომელიც თავად, იანვარში აიცრა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, აშშ-ში 18 და უფროსი ასაკის 61.3%-ია სრულად აცრილი.
რუსეთის 58-ე არმიამ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სამხედრო სწავლება დაიწყო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე არმიამ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო სწავლება დაიწყო. უწყების ცნობით, სამხრეთ სამხედრო ოლქის 58 -ე შერეული არმიის მოტორიზებულმა მსროლელებმა, სწავლების დროს, სხვადასხვა ტიპის ჯართან ერთად, გაანადგურეს წარმოსახვითი მტრის დივერსანტები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მთებში. "სწავლების აქტიურ ფაზაში, სამხედროებმა გაანადგურეს პირობითი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები ძარწემის მთიან და ტყიან რაიონებში T-72BM ტანკების, BMP-საბრძოლო მანქანების, "Гвоздика"-ს თვითმავალი საარტილერიო დანადგარების გამოყენებით. ასევე ავტომატური და ხელის ყუმბარმტყორცნების AGS-17 და RPG-7V-ს გამოყენებით", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ორმხრივი ბატალიონის ტაქტიკური და სპეციალური წვრთნების მორიგი ეტაპი 15 სექტემბრისთვის დასრულდება. გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები ტარდება ასტრახანის, როსტოვის, სტავროპოლისა და ყუბანის რეგიონებში. ასევე ადიღეში, დაღესტანში, ჩრდილოეთ ოსეთში, ჩეჩნეთში, ყირიმში და სომხეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსულ სამხედრო ბაზებზე.
"ლელომ" თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე წარადგინა
პარტია "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე წარადგინა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ბიბილაშვილს კონკრეტული ხედვა აქვს, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში არსებული პრობლემები აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული იქნება. "ჩვენ მინდა შემოგთავაზოთ, წარმატებული ქალი, წარმატებული დედა, პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, პროფესორი - ანა ბიბილაშვილი. რომელსაც კონკრეტული ხედვა აქვს, დამფუძნებელი „ლელოსი“ და აქვს ხედვა, რომ ქალაქის პრობლემები აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული იყოს", - განაცხადა ხაზარაძემ. თბილისის საკრებულოს სიის პირველი ნომერი პარტიიდან ბადრი ჯაფარიძე იქნება. "მე მინდა წარმოგიდგინოთ, პარტიის საკრებულოს სიის პირველი ნომერი. ის არის, ჩემი თანამებრძოლი, მეგობარი - ბადრი ჯაფარიძე. ის გაუძღვება ქალაქში საკრებულოს სიას და ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ვიბრძოლებთ", - აღნიშნა ხაზარაძემ.